შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

''ამაყი გოგონას დღიური'' (თავი 2)


18-10-2015, 03:10
ავტორი mariami-1996
ნანახია 1 895

როგორ იქნა გათენდა. მოვემზადე და წავედი გიორგისთან შესახვედრად. გზაში ათასი აზრი მიტრიალებდა. მაინტერესებდა რა საქმე უნდა ჰქონოდა მას ჩემთან. რუსთაველზე დამინიშნა შეხვედრა და როცა მივედი ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. გიორგის ნაცვლად იქ ნიკა დამხვდა. ვკითხე შენ აქ რა გინდა მეთქი და მიპასუხა სინამდვილეში მე მქონდა შენთან საქმეო. რა საქმე მეთქი და ამას მოგვიანებით გაიგებ, გთხოვ უბრალოდ წამომყევიო. მეც უსიტყვოდ გავყევი. ერთ-ერთ კაფეში დავჯექით. უცებ ნიკა ადგა, მომიახლოვდა, არვიცი ყვავილების ულამაზესი თაიგული საიდან გააჩინა იქ მაგრამ მაჩუქა და ყურში ჩამჩურჩულა მიყვარხარო!.. <3 თითქოს ამ ყველაფერს ველოდი კიდეც, მაგრამ მაინც დავიბენი და ვუთხარი, რომ მე ის მიყვარდა როგორც მეგობარი და მომავალში რა მოხდებოდა, შემიყვარდებოდა თუ არა ეგ არავინ იცოდა. ნიკამ მთხოვა შანსი მომეცი და თავს შეგაყვარებო და მეც დავთანხმდი.. ძალიან გაუხარდა, შემპირდა მთელი ცხოვრება მეყვარებიო... იმ საღამოს ბევრი ვისეირნეთ. მოკლედ სახლში დადებითი ემოციებით დავბრუნდი.. შემდეგ დაიწყო ხშირი შეხვედრები, გაუთავებელი საუბრები ტელეფონზე, მესიჯები. ყველაფერი კარგად მიდიოდა სანამ ერთ დღესაც არ შევედი ფბ-ზე და არ ვნახე, რომ ჩვენი ერთ-ერთი ჯგუფელი გოგოს ფოტო ედო პროფილის სურათად.. გავგიჟდი მეთქი ეს რას ნიშნავს, აღარ დამირეკო, აღარ მომწერო და დამივიწყე მეთქი. ის მიხსნიდა, რომ უბრალოდ მეგობრობდა ამ გოგოსთან და მეტი არაფერი. იმ წამში წაშალა ის ფოტო, მაგრამ რაღა აზრი ჰქონდა?!.. ეხლანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ იქნებ უბრალოდ გამოცდა უნდოდა რა რეაქცია მექნებოდა ამ ყველაფერზე და ვიეჭვიანებდი თუ არა. მაშინ ძალიან განვიცადე ეს ამბავი. სკოლაში წასვლაც კი არ მინდოდა. ერთ დღეს ჩემი მეგობარი მოვიდა და ძლივს დამითანხმა გასეირნებაზე. გზაში გიორგი (ნიკას ძმაკაცი) შეგვხვდა. ვუთხარი რომ მისი სახელის გაგონებაც არ მინდოდა, მან კი მითხრა, რომ ძალიან კარგია ასე რომ ფიქრობ, მართალია მე და ნიკა ვძმაკაცობთ, მაგრამ არ ღირს შერიგება, მას თავისი ტვინი არ აქვს და მე რასაც ვეუბნები იმას აკეთებს, იდიოტია, შენ ბევრად უკეთეს ბიჭს იმსახურებ და არ გირჩევ შერიგებასო. გიორგის სიტყვებმა ხომ საერთოდ დამაბნია. მაშინ კი ძალიან შემეცოდა ნიკა. მან ხომ არ იცის ასეთი ძმაკაცი რომ ჰყავს მეთქი გავიფიქრე და ჩემს თავს პირობა მივეცი: თუ ოდესმე შევურიგდებოდი ჩემს ბიჭს აუცილებლად მოვუყვებოდი მისი ძმაკაცის საქციელზე. ჩვენი დაშორებიდან 2 კვირა გავიდა. 2 კვირა, რომელიც ტანჯვაში გავატარე, 2 კვირა, რომელიც ჩემთვის 2 საუკუნეს უდრიდა. ამ დროის განმავლობაში ერთი სმს-ის კი არ მოუწერია და მაშინ ჩემს თავს კიდევ ერთი პირობა მივეცი, რომ ნიკას ჩემს ცრემლებს არ შევარჩენდი და სამაგიეროს აუცილებლად გადავუხდიდი. გიორგი ცალკე მიშლიდა ნერვებს, მწერდა მომწონხარო და პასუხს არ ვცემდი. ვფიქრობდი - რა ხდება ჩემს თავს?! ასე უცებ როგორ ამერია ცხოვრება და აირია ყველაფერი ჩემს გარშემო?! ვისი გულისთვის ვტირივარ?! მარი მე შენ ასეთი არ მომწონხარ, მორჩი ცრემლების ღვრას მეთქი, ვუბრძანე ჩემს თავს და ვეცადე ყურადღება სწავლასა და დაქალებზე გადამეტანა. გაზაფხულის მშვენიერი დღე გათენდა. 14 აპრილი-სიყვარულის დღე, თუმცა ჩემთვის არ იყო ეს დღე. იმედგაცრუებულმა ჩავალაგე წიგნები ჩანთაში და როგორც ყოველთვის წავედი სკოლაში. იქ მისულს დაქალმა ისეთი ამბავი მითხრა შოკში ჩავვარდი. :))
(მეგობრებო გამოთქვით თქვენი აზრი, მოგეწონათ თუ არა.. )




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent