შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზუსტი მეცნიერება [ნაწილი 1]


18-10-2015, 11:18
ავტორი Nude
ნანახია 4 617

ზუსტი მეცნიერება.
ნაწილი 1.
– შენ ფიქრობ, რომ საქმე ძალიან სერიოზულადა? – დაეჭვებულმა თათამ ტუჩი ნერვიულად მოიკვნიტა და მოსალოდნელი საფრთხის საშიშროება სწრაფად გააანალიზა.
– კი. კი არ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ. ასე უბრალოდ არავინ დაგიწყებდა ორი კვირის განმავლობაში უკან სდევნას.
– არ ვიცი... ორი კვირის განმავლობაში მოიმოქმედებდა რამეს, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე ჰქონდა განზრახვული.
– მართლა ვერ ვხვდები თათა, აქ რა ამბავი ტრიალებს, მაგრამ აუცილებლად უნდა უთხრა ეს ყველაფერი ირაკლის.
– ხო იცი, ირაკლი, როგორი ტიპიცაა! – შეახსენა თავისი ბიძაშვილის საშინელი ხასიათი დაქალს.
როდესაც საქმე თათას ეხება, ირაკლი, მაშინ თავის თავს აღარ გავს და იმ მომენტში ყველაზე საშიში და გასაკონტროლებელი პიროვნებაა, რომ უნებურად, სიბრაზისგან დაბრმავებულმა რამე, ან თუნდაც ვინმე არ იმსხვერპლოს. ამ დროს მხოლოდ თათას უჯერებს... ისიც მზადაა, სულ მის გვერდით იყოს გასაჭირის დროს.
– ვიცი, – უპასუხა მარიამი და ფინჯანი ჩაი ხელში დაიჭირა, – მაგრამ სხვა გზა არ არის. ეს ყველაფერი უკონტროლო ხდება. შეიძლება ჯერ არ ჩანს ის ადამიანი მკვეთრად ასპარესზე, მაგრამ არავინ იცის რა დროს მოუნდება გამოჩენა და თუ მოხდა ისე, რომ რაიმე დაგიშავა, რა ვქნათ მერე? ასე რომ, სჯობს ახლავე მივხედოთ მაგ საქმეს. – გაკაპასებულმა მარიამმა თვალები სასაცილოდ დააკვესა და მუხლზე მთელი ძალით დასცხო ხელი, თათას.
- მეტკინა! - სიმწრით მიაბჯინა ტუჩები ერთმანეთს და მთელი ძალით დააჭირა. ჩუმად ამოიკვნესა, რადგან ეს უფრო მტკივნეული აღმოჩნდა და მუხლის ზელვას მოჰყვა.
– რასაც გეუბნები ის გააკეთე, უბრძანა დაქალმა და გამარჯვებულის აღსავსე სახით შეხედა გამწარებულ თათას.
– ვერ გიტან.
– მეც ვგიჟდები შენზე! – სიცილით აკოცა გაბრაზებულ დაქალს, რომელმაც ისიც კი არ იცოდა, ახლა, ეტირა, თუ ეცინა.
– არა, მაინც რა სულელი მყავხარ – ღიმილით გადაუწია თათამ თმა მარიამს.
– რას ვიზამთ – მხრები უდარდელად აიჩეჩა გოგონამ და ისეთი სახით შეხედა, პირდაპირ რომ ამბობდა ,,არც შენ ხარ ჩემზე ნაკლები, ვისზე, რას ლაპარაკობო''

^^^
მიუხედავად იმისა, რომ ირაკლისთვის უნდა ეთქვა მომხდარი, ვერ უთხრა, რადგან შექმნილმა გარემოებამ შეუშალა ხელი. საღამოს ამოვიდნენ მამაკაცთან, მისი ძმაკაცები. იმის გათვალისწინებით, რომ თათას არ უყვარს ხალხმრავლობა, ცდილობს სულ თავი აარიდოს მსგავს სიტუაციებს. არადა, ირაკლი და თათა ერთად ცხოვრობენ და მამაკაცთან, თითქმის ყოველ დღე ამოდიან ძმაკაცები. ხომ ხვდებით რა სიტუაცია იქნება სახლში ამ დროს.
იმ პერიოდში, რასაც ნოემბრის სტანდარტი მოითხოვდა, გაცილებით ციოდა. სუსხი იყო ისეთი, რომ გასულიყავით გარეთ ლოლოებივით ხდებოდნენ სხეულის სხვადასხვა ნაწილები. ალბათ, წარმოგიდგენიათ უკვე ჩემს მიერ დახატული სურათი, ჰოდა, ალბათ იმასაც ხვდებით, თუ როგორი დაცარიელებული იყო ქუჩები ირგვლივ, დღისითაც კი. რა თქმა უნდა, ასეთ ამინდში გარეთ არავის არ გაესვლებოდა, თუ საჭირო არ გახდებოდა, თუმცაღა ყველაფერში არიან გამონაკლისები, რომელთაც არ აშინებს ეს სუსხი და ბურუსი, თანდათან რომ გყინავს და პირდაპირ, შიგ ძვალ-რბილში გადის.
ყურსასნებით და საყვარელი სიმღერის თანხლებით მიაბიჯებდა თათა ოთახში და საერთოდ არ ანაღვლებდა, პირველ რიგში ის რომ, საშინლად სციოდა და ზოგადად ციოდა, მეორე რიგში, თუ როგორი გაკვირვებული სახეებით უყურებდნენ ქუჩაში მოსიარულე ხალხი, მოსეირნე გოგონას, რომლებიც იძულებულნი იყვნენ გამოსულიყვნენ გარეთ და ნატრობდნენ იმას რომ, ახლა, ნახევარი საათით მაინც შეკედლებულიყვნენ თავიანთ თბილ კერას. როგორ ფიქრობთ, ადარდებდა ეს ყოველივე თათას? რა თქმა უნდა, სრულებითაც არა.
გიორგი ტიგინაშვილის – წვიმა, ჩართო და ნაბიჯი კიდევ უფრო შეანელა.
,,წვიმა წამოვიდა, შენთან ყოფნა მინდა'' – წაიმღერა და უნებურად გადმოსცვივდა თვალებიდან ცხელი ცრემლები.
ნანობდა იმას რომ დღეს, ახლა, სუნთქავდა, ცოცხლობდა, თუმცა ამას სიცოცხლე და ცხოვრება არ ჰქვია, რისი გავლაც გოგონას უწევდა. ბავშვობიდან დაენგრა ყველა კოშკი, რომელსაც თავისი მომავალი სიყვარულისთვის აშენებდა. იცით, როგორ ჩამოენგრა? ძალიან მარტივად, თითქოს არც არაფერი ყოფილა, თითქოს არც უწვალია ბევრი მის ასაშენებლად. სძულს მისი წარმოშობა თათას, სძულს ის, რომ სვანია, სძულს! ვერ ეგუება ამას.
ბევრი ცუდი რამ გაუკეთეს სვანებმა, მათ შორის ცხოვრების დანგრევაა. ცხრა წლიდან დანიშნულია თათა, ბაბუამ დანიშნა, იმიტომ რომ გვარებს შორის მტრობა შეწყვეტილიყო ბოლოს და ბოლოს. მაშინ ვერ ხვდებოდა საქმის არსს, მაგრამ დიდად არც აინტერესებდა, მაგრამ ამ ყველაფერმა მაშინ შეაშფოთა, როდესაც დედამ გაუგო, რომ 16 წლის ასაკში შეყვარებული ჰყავდა. იმის გათვალისწინებით, რომ, სახლში ხშირად კი არა, საერთოდ არ საუბრობდნენ თათას დანიშვნაზე, მაშინ როცა რამდენიმე თვის წინ სულ ეს ამბავი ეკერათ პირზე, იფიქრა, ალბათ მორჩა ყველაფერიო. აბა, სხვას რას იფიქრებდა. ერთ დღესაც, ასე მოულოდნელად შეწყდა ყველაფერი, ყველა სიტყვა, ყველა მინიშნება, რომ ის იძულებული იყო ლაზარეს გაჰყოლოდა ცოლად. ჰოდა, 16 წლის ასაკში გაუგო დედამ რომ შეყვარებული ჰყავდა, არ უჩხუბია, მაგრამ ცივილურად აუხსნა, რომ იმ ბიჭთან ერთად არანაირი მომავალი არ ექნებოდა და ჯობდა მალე შეშვებულიყო, თორემ შემდგომ უფრო დაიტანჯებოდა. აი, სწორედ იმ დღიდან შეიცვალ თათა, იშვიათად იცინოდა, იღიმოდა, როდესაც ბიჭი მოეწონებიდა და იმისგანაც ანალოგიურს გრძნობდა, ახსენდებოდა, რომ მას მომავალი ფიზიკურად, სხვა გასაქანი არ ჰქონდა და მან უბრალოდ აუკრძალა საკუთარ თავს ვინმესთან მეგობრულზე მეტი ურთიერთობა დაეჭირა.
ვინ იყო ლაზარე? თათას მომავალი ქმარი, რომელსაც კი არ იცნობდა, დანახულიც არ ჰყავდა. მხოლოდ პატარაობაში ნახა სურათზე, ეს იყო და ეს. შეიძლება, არც ლაზარეს უნდოდა ეს ქორწილი, მაგრამ არაფერს ამბობდა. არადა, თათას უთხრა დედამ, რომ იმხელა გავლენა აქვს, თავისიანებშიც, სვანეთშიც და მთლიანად საქართველოშიც, აქვე ავღნიშნავ, არა მარტო საქართველოში, რომ თავისუფლად შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა და ამ ამბისთვის საბოლოოდ დაღის დასმა, მაგრამ არადა არ აკეთებდა ამას. თათა ხანდახან ფიქრობდა – ,,ნუთუ არ უნდა სიყვარულით მოიყვანოს ცოლი, შვილები არ უნდა? ბედნიერი და სიყვარულით აღსავსე ცხოვრება არ უნდა?'' – მაგრამ პასუხს ვერ სცემდა ამ კითხვებს. ფაქტი კი ფაქტად რჩებოდა, თათა და ლაზარე დაქორწინდებოდნენ, არავინ იცოდა როდის, გარდა მამაკაცისა, მაგრამ მაინც დაქორწინდებოდნენ, ადრე თუ გვიან.
ახლა? ახლა 24 წლისაა გოგონა. მთელი მისი არსებით წუხს იმაზე, რომ არასდროს ჰქონია პირადი, საკუთარი ცხოვრება. ყოველთვის სხვისი ცხოვრებით ცხოვრობდა, ეს სტკენდა გულს ყველაზე მეტად. მხოლოდ სწვლა არაა ცხოვრების ერთადერთი, შეუცვლელი და განუმეორებელი დეტალი. ყველაფერი საჭიროა, რომ ცხოვრება უფრი ხალისიანი იყოს, თუნცად ის პატარ-პატარა ფლირტი. მშობლებზე ვერ ბრაზდება, იმდენად თბილები არიან და იმდენად განიცდიან, თავიანი ერთადერთი შვილის მომავლს, რომ მეტი აღარ შეიძლება, მაგრამ თავის დროზე ვერ შეეწინააღმდეგნენ ბატონი ზურაბის მამას. როცა საჭირო იყო და როცა უკან დახევის შანსი არსებობდა, მაშინ გამოიჩინეს სიმხდალე, თუმცა არც ერთი წამით არ საყვედურობდა მშობლებს თათა, იმისდა მიუხედავად რომ მათ ადგილას ის რომ ყოფილიყო, თავისი სიცოცხლის ფასადაც კი არ დაუშვებდა ამას. სამაგიეროდ ბაბუას აღარ ეკარება, რომელიც სვანეთში ცხოვრობს. მარტო ბაბუას კი არა, საერთოდ სვანეთს აღარ ეკარება. 16 წლის ასაკში დაიფიცა რომ ფეხს აღარ დადგამდა იმ ტერიტორიაზე, რომელმაც ამდენი ატკინა და ამდენი სიმწარე დაანახვა.
ისევ, ისევ აედევნა ის შავი ჯიპი უკან, უკვე კვირეები, რომაა თავს არ ანებებს. მიეჩვია უკვე ამას, აღარ ანაღვლებს, არანაირ მნიშვნელობას აღარ ანიჭებს ამ ყოველივეს, რასაც ვერ ვიტყვით მის დაქალზე. მარიამი სულ ეუბნება, რომ ეს ამბავი არ გავს ,,უბრალოს'', როგორც თათა ამბობს. სინამდვილეში, თავიდან გოგონასაც ძალიან შეეშინდა, მაგრამ მერე თითქოს მიეჩვია, შეეგუა. არ ვიცი ამ ყოველივეს, როგორ უნდა შეხვდე ყოვლად ურეაქციოდ და უმოქმედოდ, მაგრამ... უბრალოდ, როცა სხვა აღარ გრჩება, იძულებული ხარ შეეგუო, გინდა ეს შენ, თუ – არა.
– თათა შუკვანო, ახლავე მოეთრიე სახლში, შენთან ვარ. არა, მაცოდინა ერთი, რამ გაგაგიჟა ამ სიცივეში, რომ გატანტალდი გარეთ და სეირნობ? – აქოთქოთდა მარიამი, ისე საყვარლად რომ ღიმილი შეეპარა თათას ბაგეებს.
– მოვდივარ, – მხოლოდ ეს უთხრა, შემდეგ კი ტელეფონი სწრაფად ჩაიცურა ჯიბეში.
ხელები ერთმანეთს მიაწება და ასე განაგრძო სახლისაკენ გზა. კიდევ კარგი ძალიან შორს ვერ მოასწრო წასვლა, თორემ უეჭველად მოკლავდა მარიამი, სახლში რომ დაგვიანებით მისულიყო.
– ძლივს! – შესძახა გოგონამ, როდესაც კარში დამდგარი გათოშილი და კბილებ აკაწკაწებული თათა დალანდა. – ნახე, როგორ გაყინულხარ, მოდი დაჯექი აქ, – ანიშნა სავარძელზე, სადაც თბილი პლედიც იდო, – ეგ დაიფარე, ფეხსაცმელები და ქურთუკიც გაიხადე. ცხელ, ლიმნიან ჩაის მოგიტან ახლავე. – მზრუნველი ტონოთ განაგრძობდა საუბარს მარიამი, ამაზე კი თათას ბედნიერს ეღიმებოდა.
– გაიღიმე, გაიღიმე, რა გენაღვლება! – გაბრაზებულმა გადაატრიალა თვალები და უკან მოუხედავად გავარდა სამზარეულოში ლიმნიანი ჩაის გასაკეთებლად.
რა ეშველებოდა, რომ არა მარიამი? რაც თათას მშობლები წავიდნენ საბერძნეთში, იმის მერე მარიამი იქცა მის ზედამხედველად და ძიძად. პატარა ბავშვივით უვლიდა და მართლაც რომ ცივ ნიავს არ აკარებდა. ამაყობს თათა თავისი დით. დიახ, დით. მარიამს არ ჰყავს მშობლები, ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში გარდაიცვალნენ. თათასთან ცხოვრობდა გოგონა მაშინ, როცა ბატონი ზურაბი და ქალბატონი მარინა აქ იყვნენ და მართლაც, მართლაც შვილივით ჰყავდათ მარიამი, მაგრამ როდესაც საზღვარგარეთ მოუწიათ წასვლა, მაშინ გადაწყვიტა მარიამმა სხვა სახლში გადასვლა, რადგან თათასთან მისი ბიძაშვილი გადმოვიდა, მასთან ერთად კი ძალიან ეუხერხულებოდა ცხოვრება... მიუხედავად იმისა, რომ თათამაც და თვითონ ირაკლიმაც სთხოვეს არ გადაბარგებულიყო, მაინც გადაწყვიტა წასვლა.

°11°
დილა მშვიდობის... ბედნიერ და ხალისიან დღეს გისურვებთ...
იმედია, ისიამოვნებთ...



№1  offline წევრი N7

ჩემი მაგარი გოგო ხარ შენ!
მოუთმენლად ველი ახალს!
პს ეს მარიამი მე ვარ ხო, მზრუნველი და ენერგიით სავსე 3:)
მიყვარხარ! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№2  offline მოდერი Nude

N7
ჩემი მაგარი გოგო ხარ შენ!
მოუთმენლად ველი ახალს!
პს ეს მარიამი მე ვარ ხო, მზრუნველი და ენერგიით სავსე 3:)
მიყვარხარ! love

ჰო, როგორ არა, მზრუნველი 3:)
მეც მიყვარხარ ♥
--------------------
bailey

 


№3  offline წევრი გვირილა ♡

როგორ მომეწონა.. ^_^
რაღაც განსხვავებულია..♡
ველი გაგრძელებას

 


№4  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ძალიან ძალიან ძალიან მაგარი დასაწყისია დარწმუნებული ვარ წინ ძალიან მაგარი ისტორია გველოდება... ველოდები მოუთმენლად ახალ თავს... ძალიან განსხვავებული ისტორიაა ჯერჯერობით არ წამიკითხავს ასეთი ისტორია...

 


№5  offline მოდერი Nude

გვირილა ♡
როგორ მომეწონა.. ^_^
რაღაც განსხვავებულია..♡
ველი გაგრძელებას

ბედნიერებისგან და სიხარულისგან სალტოები გავაკეთე ♥ როგორ გამახარე...
გმადლობ!
უცნობი ქ
ძალიან ძალიან ძალიან მაგარი დასაწყისია დარწმუნებული ვარ წინ ძალიან მაგარი ისტორია გველოდება... ველოდები მოუთმენლად ახალ თავს... ძალიან განსხვავებული ისტორიაა ჯერჯერობით არ წამიკითხავს ასეთი ისტორია...

ახლა, ვიტირებ! გმადლობ! გმადლობ! გმადლობ!
შევეცდები, იმედები არ გაგიცრუო...
კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა შენ!
--------------------
bailey

 


№6  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

კარგი იყო, განსხვავებულად დაიწყო, თუმცა პირველი თავიდან ვერ იმსჯელებ :3 მაგრამ რაც იყო არაჩვეულებრივი იყო :3 უდავოდ ნიჭიერი ხარ. ველოდები შემდეგ თავს დიდი სიხარულით, იმედია არ გააბანალურებ და ისეთივე განსხვავებული იქნება როგორც დაიწყო. წარმატებები საყვარელო :* :*

 


№7  offline მოდერი Nude

ტომაჩკა
კარგი იყო, განსხვავებულად დაიწყო, თუმცა პირველი თავიდან ვერ იმსჯელებ :3 მაგრამ რაც იყო არაჩვეულებრივი იყო :3 უდავოდ ნიჭიერი ხარ. ველოდები შემდეგ თავს დიდი სიხარულით, იმედია არ გააბანალურებ და ისეთივე განსხვავებული იქნება როგორც დაიწყო. წარმატებები საყვარელო :* :*

ძალიან დიდი მადლობა! უღრმესი, უდიდესი!
ძალიან გამიხარდება და მთელი ჩემი არსებით შევეცდები რომ იმედები არ გაგიცრუო, არც შენ და არც იმ მკითხველს, რომელიც ასე მაბედნიერებს მე!
--------------------
bailey

 


№8 სტუმარი black

Auu ra kaii iyooo,momewoona ra sayvarlebi arian tata da mariamiii da sheenc:D:*

 


№9  offline მოდერი Nude

black
Auu ra kaii iyooo,momewoona ra sayvarlebi arian tata da mariamiii da sheenc:D:*

უღრმესი მადლობა!
--------------------
bailey

 


№10  offline წევრი LoNdA DM

მაგარია, განსხვავებულად დაიწყო. ლაზარე რა საყვარელია სურათზე. ველოდები შემდეგ თავს.

 


№11  offline მოდერი Nude

LoNdA DM
მაგარია, განსხვავებულად დაიწყო. ლაზარე რა საყვარელია სურათზე. ველოდები შემდეგ თავს.

დიდი მადლობა!
--------------------
bailey

 


№12  offline წევრი dali kvastiani

აჰაჰა მეც სვანი ვარ :D ჰმ მე რატო არ დამნიშნეს ერთი ესეთ კარგ ბიჭზე მაცოდინა რა ;დ ველი ახალს

 


№13  offline მოდერი Nude

dali kvastiani
აჰაჰა მეც სვანი ვარ :D ჰმ მე რატო არ დამნიშნეს ერთი ესეთ კარგ ბიჭზე მაცოდინა რა ;დ ველი ახალს

მეც სვანი ვარ, მაგრამ ,,ქე'' ვარ ჩიტივით თავისუფალი ^^ ესეთი რამეები, ძველად უფრო ხშირი იყო ♥
გმადლობ!
--------------------
bailey

 


№14  offline წევრი dali kvastiani

ღამურა
dali kvastiani
აჰაჰა მეც სვანი ვარ :D ჰმ მე რატო არ დამნიშნეს ერთი ესეთ კარგ ბიჭზე მაცოდინა რა ;დ ველი ახალს

მეც სვანი ვარ, მაგრამ ,,ქე'' ვარ ჩიტივით თავისუფალი ^^ ესეთი რამეები, ძველად უფრო ხშირი იყო ♥
გმადლობ!

აჰაჰა ხოოო :დ ბებია მიყვება ხოლმე :დ ასეთ კაცს თუ უნდათ ძალიტ გამაყოლონ არ ვიტყვი უარს...კარგად წერ თავების მოცულობა გაზარდე და ვსო :D ისე მეც ვწერ :დ

 


№15  offline წევრი dadeshqeliani

უხ :დ ძალიან მომეწონა დასაწყისი wink

 


№16  offline მოდერი Nude

dadeshqeliani
უხ :დ ძალიან მომეწონა დასაწყისი wink

ძალიან დიდი მადლობა ♥
--------------------
bailey

 


№17  offline წევრი teddy))

Axla wavikitxe da dzalian momewona! Magram, yvelafris miuxedavat svaneti dzalian miyvars! Yochag gamura!

 


№18  offline ახალბედა მწერალი ერკე

მწვანე ღამურაააააააააავ, არ ვიცი რა გითხრა კი არა, ზუსტად ვიცი რაც უნდა გითხრა!
ეს საუცხოო ისტორია, გულს და კუჭ-ნაწლავს, რომ მიფორიაქებს და კიდევ სიხარულით, რომ მავსებს მარიამისნაირი მზრუნველი ადამიანის გამოჩენა, თათაც როგორი საყვარელი და განსხვავებულია... როგორ წუხს თავის წარსულზე და ამას ნელ-ნელა, რომ გვაცნობ ძალიან ძალიან მაგრად მიყვები.
ტანში დამბურძგლა, არა სიცივისგან, არამედ კითხვისგან.
ცხელ ყავას შევექცევი და ისე ვკითხულობდი შენს ნაწერს.
გეფიცები, რომ რაღაც საოცრება იყო. ამაღელვებელი, დამაინტრიგებელი და საინტერესო ისტორია. აღფრთოვანების პირას მგონია თავი, თითქოს ახლა ავფრინდები.
კითხვისას სვანეთის ციხე-კოშკები დამიდგა თვალწინ. იმათი ადათ-წესები გააცოცხლე, რაც დასაფასებელია ჩემი მხრიდან და არ ვიცი უბრალოდ რა უნდა გითხრა.
კი, მითხარი რომ კარგად ვერ ვწერო, მაგრამ გამოდის რომ აფერისტობაც გცოდნია love love wink wink
am
წარმომიდგენია, დროთა განმავლობაში შენ წერის სტილი რომ დახვეწო და კიდევ უფრო ემოციურად წერო, როგორ შოკში ჩამაგდებ. არ არის ეს ნორმალური, ეს იყო ძალიან ძალიან კარგი თავი და თავი ვერ შევიკავე, რომ კომენტარი არ დამეწერა...
გაღიარებ, ნამდვილად გამორჩეული მწვანე გულის პატრონი ღამურა ხარ.
საყვარელი
სიცოცხლესავით ნათელი
გულიანი
და კეთილი ^_^
ოოოხ, თან ეს შავი ჯიპი ვისია? am
ინტრიგააა... შესანიშნავია <3
არ მიატოვო შენ წერა, ჯოან როულინგი ვინ არის შენთან შედარებით :*

ოღონდ კიდევ ერთი რამე.
იქ გიწერია, თათაზე, რომ ოთახში სეირნობდაო, მაგრამ აშკარად სუსხიან ქუჩაში სეირნობდა, გამვლელებიც, რომ უცნაურად უყურებდნენ, გაკვირვებული სახეებით.
ეს ვიცი, შემთხვევით მოგივიდოდა შეცდომა, მაგრამ რასაც ყველას ვეუბნები ხოლმე, შენც იმას გირჩევ.
სანამ დადებ აქ შენს ნაწერს, მანამდე ერთხელ ან ორჯერ, გულდასმით კარგად გადაიკითხე და რასაც აღმოაჩენ შეცდომებს, გინდაც ფაქტობრივი, ან ასო გამოგრჩება ან კიდევ სხვა რამ, რომ შეასწორო...
პატივისცემით და სიყვარულით
სიყვარულის ჯადოქარი
ერკე!!!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№19  offline მოდერი Nude

teddy))
Axla wavikitxe da dzalian momewona! Magram, yvelafris miuxedavat svaneti dzalian miyvars! Yochag gamura!

ძალიან დიდი მადლობა!
ErckeMydass25
მწვანე ღამურაააააააააავ, არ ვიცი რა გითხრა კი არა, ზუსტად ვიცი რაც უნდა გითხრა!
ეს საუცხოო ისტორია, გულს და კუჭ-ნაწლავს, რომ მიფორიაქებს და კიდევ სიხარულით, რომ მავსებს მარიამისნაირი მზრუნველი ადამიანის გამოჩენა, თათაც როგორი საყვარელი და განსხვავებულია... როგორ წუხს თავის წარსულზე და ამას ნელ-ნელა, რომ გვაცნობ ძალიან ძალიან მაგრად მიყვები.
ტანში დამბურძგლა, არა სიცივისგან, არამედ კითხვისგან.
ცხელ ყავას შევექცევი და ისე ვკითხულობდი შენს ნაწერს.
გეფიცები, რომ რაღაც საოცრება იყო. ამაღელვებელი, დამაინტრიგებელი და საინტერესო ისტორია. აღფრთოვანების პირას მგონია თავი, თითქოს ახლა ავფრინდები.
კითხვისას სვანეთის ციხე-კოშკები დამიდგა თვალწინ. იმათი ადათ-წესები გააცოცხლე, რაც დასაფასებელია ჩემი მხრიდან და არ ვიცი უბრალოდ რა უნდა გითხრა.
კი, მითხარი რომ კარგად ვერ ვწერო, მაგრამ გამოდის რომ აფერისტობაც გცოდნია love love wink wink
am
წარმომიდგენია, დროთა განმავლობაში შენ წერის სტილი რომ დახვეწო და კიდევ უფრო ემოციურად წერო, როგორ შოკში ჩამაგდებ. არ არის ეს ნორმალური, ეს იყო ძალიან ძალიან კარგი თავი და თავი ვერ შევიკავე, რომ კომენტარი არ დამეწერა...
გაღიარებ, ნამდვილად გამორჩეული მწვანე გულის პატრონი ღამურა ხარ.
საყვარელი
სიცოცხლესავით ნათელი
გულიანი
და კეთილი ^_^
ოოოხ, თან ეს შავი ჯიპი ვისია? am
ინტრიგააა... შესანიშნავია <3
არ მიატოვო შენ წერა, ჯოან როულინგი ვინ არის შენთან შედარებით :*

ოღონდ კიდევ ერთი რამე.
იქ გიწერია, თათაზე, რომ ოთახში სეირნობდაო, მაგრამ აშკარად სუსხიან ქუჩაში სეირნობდა, გამვლელებიც, რომ უცნაურად უყურებდნენ, გაკვირვებული სახეებით.
ეს ვიცი, შემთხვევით მოგივიდოდა შეცდომა, მაგრამ რასაც ყველას ვეუბნები ხოლმე, შენც იმას გირჩევ.
სანამ დადებ აქ შენს ნაწერს, მანამდე ერთხელ ან ორჯერ, გულდასმით კარგად გადაიკითხე და რასაც აღმოაჩენ შეცდომებს, გინდაც ფაქტობრივი, ან ასო გამოგრჩება ან კიდევ სხვა რამ, რომ შეასწორო...
პატივისცემით და სიყვარულით
სიყვარულის ჯადოქარი
ერკე!!!

ვგიჟდები მე შენზე!
--------------------
bailey

 


№20  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ვაიმე რა გოო ხარ შენ ♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent