შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნათელი წერტილი (10 თავი)


18-10-2015, 12:24
ავტორი murachashvili
ნანახია 3 779

თვეები თვეებს მისდევდა. მე ახალ გარემოს ვეჩვეოდი. ახალ ოჯახს, ჩემი მეორე ქორწილი ბევრად განსხვავდებოდა პირველისგან. ყველაფერი აღმოსავლური სტილით იყო მოწყობილი. საზიზღარ ხასიათზე ვიყავი. ჩემს გარშემო ყველა მხიარულობდა. მე კი ისეთი მოწყენილი ვიყავი. თითქოს ჯოჯოხეთში ვიყავი მოხვედრილი და ნაწილ-ნაწილ მჯიჯგნიდნენ. პატარძალი ნამდვილად ლამაზი ქალი იყო, მაგრამ მე მისი შეხვედრაც კი მაღიზიანებდა. რაღაცნაირი მწივანი ხმა ქონდა, საუბარს როცა იწყებდა ერთი სული მქონდა როდის გაჩუმდებოდა, მისი ინტერესები კარგი სამკაულები და ავტომობილები იყო. მეც არ ვიყავი წინააღმდეგი, რაც ნაკლები შეხება იქნებოდა ჩემთან მეც ეს მინდოდა, სპონსორობაზე უარს არ ვეუბნებოდი. ისიც ახალ-ახალი შენაძენებით თავს იწონებდა მის ოჯახთან. ცოლეურთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა. ვცდილობდი ზედმეტად არ გაშინაურებულიყვნენ. დისტანციას ვინარჩუნებდი. მე მათთვის სიძე კი ვიყავი, მაგრამ ბატონიც გახლდით. პირფერული თავაზიანობით მიღიმოდნენ, მაგრამ გვრძნობდი, რომ როგორც კი ფეხი დამიცდებოდა, არც კბენისგან დამინდობდნენ, მაშინვე ტურებივით დამესეოდნენ. მუსტაფა გვერდში მედგა, ვცდილობდი მაიკის დარიგებას მივყოლოდი, ჩემი კლანის წევრების გულს ვიგებდი. არ არსებობდა პრობლემა, რომლის მოგვარებაშიც არ დავხმარებივარ, ისინიც თანდათან ჩემს მხარეს გადმოდიოდნენ. მათ თანადგომას ყოველ დღიურად უფრო ძლიერად ვგრძნობდი. ყველაფერი რეგულირდებოდა, გარდა მაიასთან ურთიერთობისა ჩემს ზარებს არ პასუხობდა. მესიჯზე არ მწერდა. ოთარს ვურეკავდი, ხოლმე და ამბებს მისგან ვიგებდი. ჩემი პატარას ფოტოც სწორედ მან გამომიგზავნა, ჩემი ბიჭი უკვე რვა თვის იყო. დიდი ბრიალა თვალებით. არ შევცდი, თვალები მართლაც ჩემი ქონდა. ბუთხუზა და ძლიერი იყო. ამ პატარას არაფერი ქონდა საერთო იმ სუსტ ბავშვთან პირველად რომ ვნახე. მაია თავს ევლებოდა პატარას. ის მთელი ოჯახის ნებიერა იყო. როცა ცუდ ხასიათზე ვიყავი, მის ფოტოს ვუმზერდი. გული დარდითა და მონატრებით მქონდა სავსე, ჩემი ბიჭი ჩემს გარეშე იზრდებოდა და ვინ იცის როდის მეღირსებოდა მისი ნახვა. თითოეული მათ გარეშე გატარებული დღე ჯოჯოხეთი იყო. ოთარისგან გავიგე, რომ ბოლო დროს ნიკას გული აწუხებდა, მაიკმა ურჩია, იქნებ ჩემთან ჩამოხვიდე და გამოკვლევები აქ გაიკეთოო, მაგრამ ექიმებმა უარი უთხრეს: - ფრენას ვერ გადაიტანო. ნიკას სასწრაფოდ ოპერაცია ჭირდებოდა. შედეგში დარწმუნებულები არ იყვნენ, მაგრამ ცდად მაინც ღირდა. ნიკა, როგორც ყოველთვის ოჯახისგან ყველაფერს მალავდა, მაგრამ ამჯერად მაიკს გაუმხილა, თუ რამე მომივა ჩემი ქალები უპატრონოდ არ დამიტოვოო. გული მტკიოდა, ამ გასაჭირში ნიკას მხარს რომ ვერ ვუმაგრებდი.
ოპერაცია ხანგრძლივი გამოდგა და ღმერთის წყალობით კარგად დასრულდა, ოღონდ წინ ხანგრძლივიუ მკურნალობა ელოდა.ნიკას ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მაღელვებდა. გარდა იმისა, რომ ძალიან მიყვარდა, მის კარგად ყოფნაზე იყო დამოკიდებული მაიას და ჩემი პატარას კეთილდღეობაც. რადგან ნიკა ვერ მიდიოდა ინგლისში მის ანალიზებს დაარბენინებდნენ საზღვარგარეთ. მაიკი აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში, თითქმის ყოველ დღე ვურეკავდი და ვიგებდი მდგომარეობას, ბოლო ზარის დროს, გამაფრთხილა ორი კვირა ვერ მოვიცლი და იქნება არ შემაწუხოო. რატომღაც ვიფიქრე, რომ რაღაცას მიმალავდა და ჟაკლინთან გადავრეკე, მას ძალიან მხიარული ხმა ქონდა.
- კი ჩემო საყვარელო! ფერიდე როგორ არის? - მოიკითხა ახალი რძალი.
- დედა რამე ხდება? - ვკითხე მე.
- არა რა უნდა ხდებოდეს? - იუარა მან - უბრალოდ მე და მამაშენს რაღაც საქმეები გამოგვიჩნდა. - ეშმაკური, ცელქი ტონით მეუბნება ის - და თუ ცოტახანს არ შეგვაწუხებ მადლობლები ვიქნებით.
მეცინება: - კარგი, იყოს თქვენებურად. ვეცდები არ შეგაწუხოთ! - ნეტა რას მიმალავენ? - ვფიქრობ მე. ამ დაძაბულ დროს სიყვარულისთვის ვერ მოიცლიდნენ. რაღაცას ცუღლუტონებ “ჩემი მოხუცები“! - ცნობისმოყვარეობას ვერაფერს ვუხერხებ, გადავწვიტე მოსამსახურესთან დამერეკა. ერთი მხიარული გოგონა გვყავდა, სახელად კლარა, რომელთანაც დიდი ძალისხმევის დახარჯვა არ დამჭირდებოდა, თუ რამე იცოდა თავისით მომიყვებოდა. ამიტომაც სწორედ კლარასთან ვრეკავ.
- მისტერ კლოდ! როგორ ბრძანდებით? როგორ მოგვანატრეთ თავი! - ცოცხალი ხმით მპასუხობს ის.
- კარგად კლარა რა მიჭირს, თქვენ როგორ ხართ? თქვენთან მშვიდობაა?
- როგორ არა, მისტერ კლოდ! სახლში დიდი აურზაურია.
- რატომ? რა ხდება?
- მისტერ მაიკმა ბრძანა საპატიო სტუმრებს ველოდებითო და დასახვედრად ვემზადებით!
- სტუმრებს? - გამიკვირდა მე- ვინ არიან არ უთქვამს?
- როგორ არა, მისტერ ნიკას ქალიშვილი და შვილიშვილები მოდიან. მისტერ მაიკს ისე უხარია, პატარასთვის საგანგებო ზეიმს ვაწყობთ.
- მაია? - გამიკვირდა მე - კარგი კლარა, აბა თქვენ იცით, როდის უნდა ჩამოვიდნენ?
- ამ საღამოს მისტერ კლოდ. ბოდიშს გიხდით, კლოუნები მოიტანეს და უნდა მივხედო.
- კარგით, კლარა, მადლობთ! - ტელეფონს ვთიშავ. –“მაშ ჩემმა მამიკომ მაია მიიწვია თავისთან, ჩემი შვილიც იქ იქნება“.
ისეთი აჟიტირებული ვარ ადგილზე ვეღარ ვჩერდები, ჩემი შვილი ჩემ სახლში მიდის. მე კი არც კი მეუბნებიან. გული ტკივილით მევსება, ცრემლები მაწვება, მათიც მესმის, შვილიშვილისა და რძლის ნახვა იმდენად უნდათ, რომ მეც კი შემელიენ. ალბათ მაიაც დაარწმუნეს, რომ იქ არ ვიქნები. ამიტომაც იყვნენ ასეთი აჟიტირებულები. მათ ახალი სათამაშო ყავთ, ჩემი შვილის სახით. მეღიმება, მობილურში მის ფოტოს დავყურებ, ჩემი თავი წარმოვიდგინე მათ ადგილზე. ალბათ, რა ბედნიერი ვიქნებოდი.
- მასხარები! მაიკს მთელი კარნავალი აქვს დაგეგმილი. ბედნიერია ჩემი შვილი ამდენ ხალხს რომ უყვარს. ტელეფონს ვიღებ და მუსტაფასთან ვრეკავ: - ხვალისთვის ლონდონში წასასვლელად ბილეთი დამიბრონეთ!
- მოხდა რამე?
- არა, მაიკი უნდა მოვინახულო, საქმე მაქვს ინგლისში.
ოთახში ფერიდე შემოდის.
- უნდა გაემგზავრო? - მეკითხება ის და მაკვირდება. ალბათ, ძალიან ბედნიერი სახე მაქვს და უკვირს.
- კი, საქმიანი ვიზიტია!
- კარგი, ხვალისთვის მეც ბილეთები მქონდა შეკვეთილი და ერთად წავალთ!
- რა თქვი? - ვბრაზდები მე - სად მიდიხარ? წინასწარ რატომ არ მითხარი?
- წინასწარ? - წარბი აწია მან - როდის იყო, რომ წინასწარ რამეს გითანხმებდი? ხვალ მოვდივარ! დარწმუნებული ვარ ჩემს ძვირფას დედამთილ-მამამთილს გაუხარდებათ! - ცინიზმითა და ზიზღით აღსავსე კილოთი მეუბნება ის.
- იმედია სასტუმროში აპირებ გაჩერებას?
მას ეღიმება. - არც კი მიფიქრია, როცა ჩემს ქმარს ამხელა ქონება აქვს. არ არის საჭირო სასტუმროში წახვიდე. მის სასახლეშიც მშვენივრად ვიგრძნობ თავს.
ერთი სული მაქვს წამოვხტე და ვუტრიალო, მაგრამ თავს ვიკავებ, ასეთ დროს ყოველთვის ქართულად ვიწყებ დუდუნს: - მეზიზღება! მეზიზღება!
ნიკას სიტყვები მახსენდება: -„კარგად დაფიქრდი, ყველა შენი ნაბიჯი აწონ-დაწონე“!
იქნებ გადავიფიქრო წასვლა? მივცე მაიკს და ჟაკლინს საშუალება დატკბნენ მაიასთან ყოფნით, მაგრამ ფერიდეს მათთან გაშვებას რა ვუყო? ეს ქალი სეთი ჯიუტია, რადგან რაღაც გადაწყვიტა, ვიცი არ გაჩერდება, ისევ ჯობია მეც წავიდე. ცოტა სიტუაციას მაინც გავანეიტრალებ. ფერიდეს ამპარტავანი ტონის გაძლება მე მიჭირს და ჟაკლინსა და მაიას ალბათ უფრო გაუჭირდებათ, მე რომ დამინახავენ აქცენტს ჩემზე გადმოიტანენ და ალბათ ნაკლებადაც გაღიზიანდებიან. წინასწარ ვიცოდი, როგორ გაბრაზდებოდა მაიკი, როგორც ყოველთვის ჩემი ნათქვამის საწინააღმდეგოდ. იქცევიო, ანგარიშს არასოდეს არ მიწევო!
- ჩვენ ლონდონში გამთენიისას გავფრინდით და საღამოს უკვე იქ ვიყავით. ფერიდემ მთელი გზა რაღაცაზე ლაპარაკობდა. მის სიტყვებს ყურადღებას არ ვაქცევდი. ჩემს ბიჭსა და მაიკოზე ვფიქრობდი, რას არ მივცემდი, ოღონდ მარტო ვყოფილიყავი. ასეთი აუტანელი როგორ შეიძლება იყოს ადამიანი, ხომ შეიძლება ხუთი წუთით მაინც გაჩუმდეს, მაგრამ არა... ქაქანებს და ქაქანებს. სახლში გაუფრთხილებლად მივდივართ. ავტომობილიდან მძღოლს ჩემოდნები გადმოაქვს. მე და ფერიდე კი სახლში შევდივართ.
დიდი მისაღები ოთახი ბუშტებითაა მორთული, რომელ მხარესაც კი გაიხედავ ყველგან ბავშვის სათამაშოებია, მეღიმება მაიკს, ძალიან მოუნდომებია.
- აქ რა ხდება? - კითხულობს ფერიდე - იმედია ასე ჩვენ არ გვხვდებიან?
-„როგორ შეიძლება ერთ ადამიანში ამდენი გესლი და ღვარძლი იყოს?“ - გავიფიქრე მე.
სასადილო ოთახიდან სიცილის ხმა ისმის. მაიკის ხმაც გავიგონე. მოსამსახურეს ვანიშნებ, ჩუმად იყოს და მეც იქ მივემართები. ბუხარში ცეცხლი წკაპუნებს. მაია კარებისკენ ზურგით ზის, მაიკი ვიღაცას მისჩერებია და სიცილისგან მომდგარ ცრემლებს იშორებს, სწორედ ამ დროს შემამჩნია კარებში გაჩერებული. ღიმილი სახეზე შეეყინა. გაოგნებულმა მაიას შეხედა.
- გამარჯობათ! -მომესმა ფერიდეს ხმაც - ეტყობა არ გიხარიათ რძლის ნახვა.
ჟაკლინს ღიმილი შეეყინა, მაია გაოცებული შემობრუნდა, ხელში ჩვენი პატარა იჭირავს, ბავშვი რაღაცას ჭყლოპინებს. ხელში სათამაშორს ატრიალებს. აი თუმე ვინ ავინებდა მაიკს, მას ვუმზერ და მეც მეღიმება, თვალები უცინის, ბავშვი მიღიმის, უბედნიერესი ვარ, როგორც იქნა ვნახე ჩემი შვილი. დუმილს მაია არღვევს.
- მისტერ კლოდ. არ ვიცოდით თუ მობრძანდებოდით, სასიამოვნოა თქვენი ნახვა! - მის ხმაში ფარული ირონია იგრძნობა - როგორც იქნა მაქვს პატივი გავიცნო თქვენი მეუღლე, მე მაია ვარ.... - ეუბნება ის ფერიდეს და ტავს ოდნავ შესამჩნევად უკრავს, ხელები დაკავებული აქვს, ჩემი პატარა ცელქობს, წყნარად ვერ ჩერდება.
- სასიამოვნოა თქვენი ნახვა! -მკაცრი ხმით მეუბნება მაიკი- კარგი იქნებოდა წინასწარ გაგეფრთხილებინეთ!
- არ ვიცოდი, საკუთარ სახლში მისასვლელად წინასწარ გაფრთხილება, თუ მჭირდებოდა, ვხედავ სტუმრები გვყოლია. ალბათ ეს აურზაურიც ამის ბრალია. -თავით პატარაზე ანიშნებს.
- ამას სახელი აქვს! - ცხარობს ჟაკლინი.
ფერიდე ცინიკურად იყურება - როგორ ფიქრობთ, როცა სტუმრებს იღებთ არ უნდა გაგვაფრთხილოთ?
მაია ჩუმად დგას, მისი სახის გამომეტყველებით ვხვდები, რომ სადაცაა იფეთქებს. თავის მოთოკვას ახერხებს, მზერა ცივი და გამჭოლი უხდება.
- მისტერ კლოდ, წინასწარ გაფრთხილების გარეშე სტუმრებს არ იღებთ?! ალბათ, არ იცის ქალბატონმა ფერიდემ ვინ არის მაია არაბული. დარწმუნებული ვარ ასე უხეშად არ მიგვიღებდა - ჟაკლინს ფერი დაეკარგა. მაიკი გაცოფებული მიყურებდა, უფლება რომ იეცათ, შუაზე გამგლეჯდა - მე კლოდის ბავშვობის მეგობარი, მაიკის პარტნიორის, ნიკა არაბულის ქალიშვილი, მაია არაბული ვარ, ესენი კი ჩემი შვილები არიან, დათუნა და თეო. ბოდიში უნდა მოვიხადოთ, რადგან ბიძია მაიკს გაუფრილებლად ვესტუმრეთ. - მაია იღიმება. უცხო ადამიანი იფიქრებს, რომ ფერიდეს მეგობრულად უხსნის და ესაუბრებაო, მაგრამ მის ამ მზერას კარგად ვიცნობ. მე არ მიყურებს. ფერიდესთვის ზიზღი მაინც გაიმეტა. ჩემთვის ესეც აღარ ემეტება.
- დათუნა! პატარა დათუნა! - ბიჭუნა მიცინის, მიღიმის, თითქოს დიდი ხნის ნაცნობი ვარ, ხელებს მიწვდის - შეიძლება ავიყვანო? - მაიას ვეკითხები და ბავშვს ვარტმევ, მაია დუმს, მაგრამ წინაარმდეგობას არ მიწევს, ბავშვი მეხუტება, გულში ვიკრავ. ისე როგორც რამდენიმე წლის წინ მაიკის, სწორედ ისე. პატარა იცინის, მისი კოტირა ხელებით მეფერება, ქუთუთოებს მიმოწმებს, ჩემს პატარას მაიას თმები აქვს, წაბლისფერი, ხუჭუჭა და ჩემი დიდი თვალები. ჩვენი შემყურე ჟაკლინი ცრემლებს ვეღარ იკავებს.
- მაიკ, რამდენჯერ შეიძლება გთხოვო, ბუხარს გაწმენდა უნდა, ნამწვისგან ცრემლები მომდის - საყვედურობს მამას. ფერიდეს უყურადღებობა არ მოწონს, მოსამსახურეს სთხოვს: ჩამს ოთახში გამაცილეო.
ფერიდე გავიდა თუ არა, თეო ჩამეხუტა: - როგორ მიხარია კლოდ შენი ნახვა, როგორ მომენატრე! - ერთი კი გახედა ქვემოდან დედას, მაგრამ მაიას არაფერი უთქვამს, თითქოს სულ ერთი იყო, იქ ვიყავი თუ არა.


მე და თეო პატარა დათუნას ვეთამაშებოდით, ის კი ჟაკლინსა და მაიკთან საუბრობდა, ჩუმ-ჩუმად მისკენ ვაპარებდი თვალს, საერთოდ არ შეცვლილა, პირიქით უფრო მშვენიერი მეჩვენა. ასეთი ემოციის აღწერა ძნელია. ბედნიერიც ვიყავი და უბედურიც. მოწყენილი ვუმზერდი მას. მაიკი აშკარად მიბრაზდებოდა, ზედაც არ მიყურებდა. უნებლიედ მათი საუბრის მოსმენა დავიწყე.
- ნიკას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, დედა ისე უვლის. მის კვებას მკაცრად აკონტროლებს. მამა ჯიჯღინებს, საკვები არ მოსწონს.
- ნიკას კვება რომ ვიცი, წარმომიდგენია რა დღეშია! - იცინის მაიკი.
- ასეა, დათუნას უარს ვერაფერზე ეუბნება, დარდობს შვილიშვილს ვერ ვასეირნებო, ვნახოთ ანალიზის პასუხები როგორი იქნება.
- მაიკო, შვილო, ხომ მართლა დარჩები ცოტა ხანს? გეხვეწები! - ეუბნება ჟაკლინი, როცა შეამჩნია, რომ მაია ყოყმანობდა.

მაიამ ნაღვლიანი თვალებით შემომხედა. მე ბავშვთან თამაში გავაგრძელე. არ მინდოდა მიმხვდარიყო საუბარს რომ ვუსმენდი.
- გთხოვ, შვილო! ზოგიერთები როგორ დაუპატიჟებლადაც მობრძანდნენ, ისევე წავლენ! - მტრულად მიყურებს მაიკი - თავი კი გონიათ ყველაფრის ბატონებად, მაგრამ ეს სახლი ჯერ კიდევ ჩემია - მუქარით ამბობს ის.
მაიას ეღიმება და კვლავ მე მიმზერს.
- ნუ ნერვიულობთ. ჟაკლინ, მაიკ, ხომ იცით როგორ მიყვარხართ! რადგან დაგპირდით, დავრჩებით! ორი კვირა არც ისე დიდი დროა, უარს როგორ გეტყვით, რაც შეეხება კლოდსა და მის მეუღლეს, ფერიდე მართალია, ეს მისი სახლია. ამას ვერ გავექცევით. ოღონდ მაგარ ნერვებს კი ვუსურვებ. - მხიარულად იცინის ის. საზიზღარია, როგორ შეუძლია ამ თემაზე ხუმრობა? მისი სიცილი მაიკს და ჟაკლინსაც დებათ და სამივენი მხიარულად იცინიან. თითქოს დაძაბულობა განიმუხტა. რადგან მაია არ წავიდა, მაიკმა და ჟაკლინმაც გახსნეს შუბლი და გაიხსენეს, რომ მათი შვილი ვიყავი. მოდი და ნუ იეჭვიანებ! ... - ვფიქრობ და მეღიმება.
- რაც არის. არის. - ამბობს მაია - ბოდიშის მოხდით, პატარას ძილის დრო აქვს და წავიყვან. თეო, იმედია შენც მალე ამოხვალ! - ეუბნება ის შვილს, როცა დაინახა, რომ გოგონა ჩემთან კომფორტულად მოკალათდა სასაუბროდ.
- კარგი დედა, ცოტა ხანს ვიქნები და ამოვალ!
- ნუ დაგავიწყდება, ბატონ კლოდს მეუღლე ელოდება. - მაინც გამკენწლა მაიამ და ბავშვი წაიყვანა. პატარას არ უნდოდა წაყოლა. კვლავ მიღიმოდა და სათამაშოდ მეპოტინებოდა. მაიკი მოწყენილი უყურებდა ოთახიდან გასულ მაიას. დაიგულა თუ არა ზემოთ ავიდაო, მაშინვე მე მომდგა.
- უსინდისო ხარ! თავხედი! გითხარი ორი კვირა არ დამირეკო მეთქი. დედაშენმაც იგივე აე გითხრა?! - ცოფებს ყრიდა ის, მაგრამ ცდილობდა ხმამაღლა არ ესაუნრა, ზემოთ სართულზე მყოფ ფერიდესა და მაიას რომ არ გაეგოთ. თეოს აღარავინ ერიდებოდა.
- მართალი ხარ, არ დამირეკოოო მითხარი, მაგრამ არ ჩამოხვიდეო ხომ გითქვამთ?! - ვცდილობ ვიხუმრო მე.
- გეუბნები დეგენერატია მეთქი და არ გჯერა! - სულ გადაირია მაიკი.
- კარგით ბაბუა მაიკ! რაც მოხდა, მოდა, კარგიც კია. საუბარში ერევა თეო - როდემდე იქნებოდნენ გაბუტულები? ადრე თუ გვიან ხომ უნდა ენახეთ ერთმანეთი?! დედა მამას დღემდე არ ეკონტაქტება, მაგრამ მე ვნახულობ, არც არასოდეს დაუშლია. შეიძლება არც კლოდთან იყოს, მაგრამ დათუნას ხომ უნდა იცნობდეს? ჩემის აზრით კარგია, რომ ჩამოვიდა.
- ეჰ, შვილო, ეგ კი კარგია, მაგრამ ფერიდე? - საუბარში ერევა ჟაკლინი.
- დედამ ხომ თქვა, მე და კლოდი ბავშვობის მეგობრები ვატო? ჩვენც ასე ვთქვათ! -უცებ ნახულობს გამოსავალს თეო.
- მაგარია, საკუთარი შვილი ბიძიას დამიძახებს! - ირონიულად ავღნიშნავ მე.
- იკეთესი აზრი გავქს? - კვლავს მიბღვერს მაიკი.
- არა, სამწუხაროდ არა ! - ამოვიოხრე მე. ჟაკლინი ცრემლებს ვერ იკავებს.
- რომ იცოდე როგორ ვწუხვარ შვილო! - ისე მიხუტებს თითქოს ის პატარა ბიჭი ვარ დაობლებული პირველად რომ ჩამომიყვანა მაიკმა.
- კარგით, მე ზემოთ ავალ, ძილინებისათ! - გვემშვიდობება თეოც.
- კარგი ბავშვია, დედამისს გავს! - ამბობს მაიკი.
- კლოდ, Tქვენთვის მოსამსახურეებს ვთხოვ, სასტუმროდ განსაზღვრული აპარტამენტები მოაწესრიგონ. - მეუბნება ჟაკლინი.
- სასტუმროდ?! - გამიკვირდა მე- ჩემს ოთახს რა ჭირს?
- არ ვიცოდი, თუ ჩამოხვიდოდი, დათუნა და მაიკო იქ მოვათავსეთ. - მეუბნება მაიკი - მინდოდა ჩემი შვილიშვილი მამამისის ოთახში ყოფილიყო. - თვალი ამარიდა მან. გამეღიმა, ცრემლები მადგება.
- მადლობელი ვარ მამა! - ყელში ბურთი მომაწვა - ყველაფერზე გიფიქრია, ამას არასოდეს დაგივიწყებთ. თქვენი წყალობით საკუთარი შვილის ნახვას ვერირსე. ნუ დარდობთ, მე და ფერიდე სტუმრების აპარტამენტებშიც კარგად ვიქნებით. ოღონდ მსახურებს სთხოვეთ, მისთვის ცალკე საძინებელი მოამზადონ! - ჟაკლინმა მაიკს გაოცებულმა სეხედა, მაგრამ არაფერი კითხა.


დილით ადრე მეღვიძება. დაბლა ჩასულს სათამაშოები ალაგებული დამხვდა. კლარა ოთახს ალაგებდა.
- ბურთები სად წაიღეთ? - ვეკითხები მე.
- ქალბატონმა ფერიდემ ბრძანა: დილისთვის არც ერთი სათამაშო არ იყოსო!
- ქალბატონ ფერიდეს გადაეცით: ბრძანებები შეუძლია საკუთარ სახლში გასცეს. აქ მისტერ მაიკისა და ჟანლინის სახლია და ამას ნუ დაივიწყებს.
- ეს მე უნდა ვუთხრა? - გაუკვირდა მოახლეს.
- დიახ, შენ ეტყვი. გადაეცი, რომ მე გითხარი!
გაბრაზებული ეზოში გავდივარ. მაია უკვე იქ ყოფილა, პატარა დათუნა კალთაში ეჯდა და სარწეველა სავარძელში ოდნავ არწევდა.
- უკვე გაიღვიძეთ?!- ქართულ ენაზე ვეკითხები მე.
- კი, დილით ადრე იღვიძებს ხოლმე. თეო რომ არ გაგვერვინებინა დაბლა ჩამოვედით.
- ეი, ხულიგანო! როგორ ხარ? - დათუნა იცინის და ხელებს მიწვდის, მეც სიხარულით ვიყვან - ღმერთო ჩემო, როგორი ტკბილი ხარ! - გულში ვიკრავ მე.
მაია დუმს, ჩვენ არც გვიყურებს. პატარა კარგ ხასიათზეა, წყნარად ვერ ისვენებს, სიარულს მთხოვს.
- უკვე დადის? - მიკვირს მე.
- ჯერ არა, მაგრამ ცდილობს. - მშრალად მპასუხობს მაია.
- საერთოდ როდის იწყებს ბავშვი სიარულს?
- საერთოდ? - მაიას ეღიმება - ალბათ წლია ან წლინახევრის, ბავშვს გააჩნია.
- ჩემი ბიჭი ყოჩაღია, წლის გაივლის! - ამაყად ვამბობ მე.
- ალბათ გაივლის. - ნაღვლიანად მეთანხმება მაია. მას ვუმზერ.
- არაფერს მკითხავ? - ვეკითხები მე, როცა ვხედავ, რომ ჩემთან საუბარს დუმილი ურჩევნია.
- ფერიდეს რა უთხარი? - გამომცდელი მზერით მიყურებს იგი.
- არაფერი, წუხელის არც მინახავს.
- თუ გინდა ნურაფერს ეტყვი, არ არის აუცილებელი, ტყუილად ინერვიულებს. - მაიას გაოცებული ვუმზერ, ვერ ვხვდები მცდის, თუ სერიოზულად მეუბნება - ჩვენ მაინც აღარაფერი გვეშველება, ნერვებს მაინც ნუღარ მოუშლი. - მოწყენილი ამბობს ის. მიკვირს როგორ შეუძლია ერთდროულად ასე ახლოსაც იყოს და ასე შორსაც.
- თეო დღეს საერთო საცხოვრებელში დაბრუნდება. არ იფიქრო თქვენს გამო მიდის, ერთი დღით იყო ჩამოსული, ჩვენს სანახავად, მე და დათუნაც ვეკდებით მაიკსა და ჟაკლინთან ვიყოთ. დიდად არ შეგაწუხებთ.
– ხომ იცი, რომ აქ თქვენს გამო ვარ, ასეთ სიტყვებს რატომ მეუბნები.
- ხომ იცი, რომ აქ თქვენს გამო ვარ, ასეთ სიტყვებს რატომ მეუბნები?
მაიას ოდნავ სესამჩნევად ეღიმება: - ჩვენს გამო? ალბათ ხუმრობ! - თვალები ცრემლებით აქვს სავსე - ჩვენს გამო? საძინებელში მეუღლე გელოდებათ, ბატონო აბდელ! - ირონიულად მეუბნება ის, მისი ტონი მაღიზიანებს.
- შეგახსენებ, რომ შენს ქორწინების მოწმობაში ქმრის გრაფაში მე ვწერივარ. სხვათა შორის ბავშვის დაბადების მოწმობაშიც.
მაია იცინის - მართალი ხარ! კარგია, რომ გახსოვს. ოღონდ შენვე ამბობ, რომ მხოლოდ დაბადების მოწმობაში წერიხარ მამად. ოფიციალურად ამ ბავშვის დედის ბავშვობის მეგობარი ხარ, ამას იგებ თუ ვერა?!
- დათუნა ჩემი შვილია! - ვღიზიანდები მე.
- ვიცი, შეხსენება არ მჭირდება. შენს ადგილზე ამას ხშირად საკუთარ თავს გავუმეორებდი.
- ასე ნუ მექცევი, გთხოვ! - გული დამწყდა მე.
- მაშინ მითხარი, როგორ მოვიქცე! - ხმა აუკანკალდა მას, მაგრამ თავის შეკავება შეძლო, არ ატირდა - გიფიქრია როგორ მიჭირს? არა! ეს არც გაღელვებს! მთავარია ფერიდე იყოს კარგად!!! მეგონა შევეგუე თქვენს ამბავს, რატომღაც თავს ვირწმუნებდი: უშნო და მახინჯია მეთქი. - ეღიმება მას - არ ვიცი რატომ ალნათ, ასე ფიქრი უფრო მიადვილდებოდა. მინდა მოგილოცო, ძალიან ლამაზი ცოლი გყავს, იმაზე ლამაზიც კი ვიდრე მეგონა. - მის ხმაში იმხელა ტკივილი იყო, რომ გული დამეწვა. მინდოდა დამემშვიდებინა, მაგრამ სიტყვა ვერ დავძარი. - თავს ვიიმედებდი, რომ ერთად ვერ გნახავდით! არ მეგონა ასეთი მტკივნეული თუ იქნებოდა! ალბათ, ფიქრობ ეგოისტიაო, შეიძლება ასეც არის, თუმცა მგონია, რომ გამართლებაც მაქვს, ძნელი ყოფილა საყვარელი ადამიანის სხვის გვერდით ნახვა. იმის გააზრებაც კი, რომ მას ეფერები მკლავს. - ეს ისე ბუნებრივად, ისე ნაღვლიანად მითხტა, რომ ღიმილი ვეღარ შევიკავე, მისი სიტყვები იმდენად მესიამოვნა, ისე გამიხარდა, რომ სიხარულით კინაღამ მოვეხვიე.
- საყვარელი ადამიანი სხვის გვერდით! - რამდენიმეჯერ გავიმეორე გონებაში - საყვარელი ადამიანი! - ესეიგი ვუყვარვარ, ჯერ ყველაფერი არ დამიკარგავს, იმედი კიდევ არის, უკვე ბედნიერი ვარ, უკვე მიხარია.
- გეცინება? - გაუკვირდა მაია - მე გეუბნები სული მტკივა მეთქი და სენ გეცინება?! - ვატყობ ცოტაც და მთელი ამდენი ხნის დაგროვილ ბოღმას ამოანთხევს და მის რისხვას ვერ ავცდები.
- ყველაფერი ისე არ არის, შენ რომ გგონია! - ვცდილობ დავამშვიდო, მაგრამ არ გამომდის. სწორედ ამ დროს მაიკიც გამოჩნდა. ღმერთს მადლობა ვუთხარი ამის გამო, მაგრამ მე იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ ღიმილი სახიდან ვერ მოვიშორე.
- მოხდა რამე? - მეკითხება მაიკი, როცა მაიას გაბრაზებულ სახესა და ჩემს იდიოტურ ღიმილს ხედავს.
- არაფერი, რა უნდა მოხდეს? ნერვებს მიშლის და თვითონ ერთობა. - მოკლედ უხსნის მაია.
- კარგია! -ეღიმება მაიკსაც - უკვე ჩხუბსაც ახერხებთ. არაჩვეულებრივია, იქნებ ცოტა ხანში ოჯახსაც კი დაემსგავსოთ! - ხუმრობს ის - კარგით, რაც არის, არის! - თემას ცვლის ის, რადგან ხედავს, რომ მაიკის განწყობა საბოლოოს უფუჭდება - შენი მეუღლე დილით ადრიანად წაბრძანდა! - მეუბნება ის.
- ასე ადრე? - გამიკვირდა მე.
- კი, გვიბრძანა: საღამომდე არ მელოდოთო! მე და ჟაკლინი ძალიან ბედნიერები დავრჩით, ხოლო რაც შეგეხებათ თქვენ ორს, რაღაც უნდა გაჩვენოთ! მაიკს თვალები უციმციმებს, ბავშვივით ცქმუტავს. - ეს პატარა დათვის ბელი! - დათუნას ეფერება ის - ძიძას მივაბაროთ და წავიდეთ.
- შორს მივდივართ? ბავშვისთვის საჭმელი არ მომიმზადებია - წუხს მაია.
- ნუ ნერვიულობ, მშიერს არ დატოვებენ, თქვენ კი მე მჭირდებით.
- მამა სად მივდივართ?
- მოითმინეთ და ნახავთ!
დათუნა შინ შევიყვანეთ და მაიკს გავყევით. საოცარი ადამიანია, როგორ შეუძლია ყველაფერს იდუმალი სახე მისცეს, საჯინიბოში შეგვიყვანა.
- შენი ნოიტონი უნდა გაჩვენო! - მეუბნება მე, ნიუტონი ჩემი არაბული ცხენი იყო, ნისლისფერი ულამაზესი ცხოველი შორიდანვე ფრუტუნითა და სიხარულის გამომხატველი ჭიხვინით შემხვდა. ჩვენი მზერა ნიუტონის უკან ფეხებში შემძვრალმა ნისლისფერმა კვიცმა მიიპყრო, პატარა უცხო ხალხის დანახვაზე დაფრთხა და დედას ეფერებოდა, ზოგჯერ გამოგვხედავდა და როცა დარწმუნდებოდა, რომ იქ ვიყავით, ისევ დედას ეფერებოდა.
- ღმერთო ჩემო, რა ლამაზია! - აღტაცებას ვერ მალავს მაია.
- როგორი პატარაა, რა ხნისაა?
- ორი თვის! ცელქია, მოუსვენარი, საჯინობოში მისი გაჩერება გვიჭირს! - ამბობს მეჯინიბე.
- აბა რას იტყვი? - მეკითხება მაიკი.
- სიტყვები არ მყოფნის, რომ გაიზრდება შეიძლება დედასაც კი აჯობოს!
- რა თქმა უნდა აჯობებს! ამას ისეთი პატრონი ეყოლება, რომ აუცილებლად აჯობებს.
- უკვე მყიდველიც იპოვე? - გამიკვირდა მე.
მაიკი იცინის: - არა, არაბებს ცხენები კი ყავთ მაგარი, მაგრამ იქაური ჰაერი ნამდვილად არ მოგიხდა! - თავს აქნევს მაიკი - როგორ გგონია ნოუტონის შვილს გავყიდი? შენც ხომ იცი, რომ ეს ცხენი გასამრავლებლად არ მყავს. ის შენია და ყოველთვის შენად დარჩება. ეს პატარა კი დათუნას უნდა ვაჩუქო.
- მაგარი ხარ მაიკ! - ემოციებს ვერ ვმალავ. მაია ცრემლებს ვერ იკავებს.
- ამ ბოლო დროს ძალიან სენტიმენტალური გავხდი! - იღიმება იგი - არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ! ეს ძალიან ძვირფასი საჩუქარია!
მაიკი ბედნიერია. მისმა სიურპრიზმა გაამართლა - აი, ნახავთ, ჩვენი ბიჭი როგოირი მხედარი იქნება. მამასავით კი არ იზამს, მისი ცხენის ორსულობაც კი არ გაუგია. - გამკენწლა მე.
- არ გეწყინოთ, კლოდს ჩვევა აქვს, ორსულობის დროს არავისთან ჩერდება. -არ ჩამორჩა მაიაც.
- კარგით, ვატყობ ჩემი დაცინვით კარგად ხალისობთ რძალ-მამამთილი. რამე რომ იყოს ცხენებს არ შეგვიკაზმავენ? - ვეკითხები მაის, რომელმაც მაიას შეხედა.
- შენც შეგიკაზმოთ?! -თვალები ეშმაკურად უცინის, ეტყობა კიდევ რაღაცას გეგმავს.
– არ ვიცი, არა მგონია! - ყოყმანობს მაია.
- შენი ჯირითი ოდესმე უნახავს? - ჩუმად ეკითხება მაიკი. მაია იღიმება. ამჯერად ისიც მაიმუნობს.
- არა ეშმაკურად პასუხობს ის.
- მაშინ გეხვეწები, გაეჯიბრე! - ემუდარება მაიკი - საინტერესო ასპარეზობა იქნება. ორი საუკეთესო მოჯირითის სთამომავლები, მაია არაბული და კლოდსკოტი! - ისეთი ხმით თქვა თითქოს არენაზე გვაცხადებდა.
- კარგით, რაც არის, არის, იყოს თქვენებურად! - ეთანხმება მაია და ცხენის შესარჩევად მეჯინიბეს მიყვება.
- ამ შანსს თუ ვერ გამოიყენებ, შეგიძლია სახლში არ მოხვიდე! მართლა უარს ვიტყვი სენზე! - ღიმილით მეუბნება მაიკი - დროა დაიბრუნო ცოლ-შვილი და ამ დიდ ფარსსაც წერტილი დაუსვა. მაიაც ცოდოა და შენც. ბავშვის გარეშეც გაგიჭირდება. აქამდე ნანახი მაინც არ გყავდა.
- ნუ გეშიანია, მამა - ვამშვიდებ მე - ჩემი ცოლ-შვილი ჩემთან იქნება. აი ნახავ, თუ არა.
მაია უკვე გამოეწყო, ცხენოსნის ფორმა ძალიან უხდება.
- მაგარია! - თვალს მიკრავს მაიკი - ისე გამოიყურები, თითქოს პოლოს მოთამაშე ხარ.
- კარგა ხანია ცხენზე არ ვმჯდარვარ. იმედია თავს აე შევირცხვენ! - იცინის მაია.
- თუ წააგებ, მე გამიხარდება! - ეშმაკურად იცინის მაიკი - ერთხელ მაინც აჯობოს სკოტმა არაბულს. ასპარეზობის შედეგებს სახლში დაველოდები. თქვენს დაბრუნებამდე, ჩემს დათვის ბელთან ვითამაშებ.



№1  offline წევრი მოჟუჟუნე

ძაან მაგარია...

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორ მაინტერესებს რა იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent