შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაცნობის საიტი -5-


18-10-2015, 23:33
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 001

მივხვდი,რომ უნდა ეკოცნა.ერთ წამს გავიფიქრე,კარგი იდეაა-მეთქი,მაგრამ მაშინვე გადავიფიქრე,უკან დავიხიე და აჩქარებული ნაბიჯით გავეცალე ბიჭს.
-კარგად-მივაძახე და ხელი დავუქნიე.ჩემს თითოეულ მოქმედებას ეტყობოდა,რომ ნაძალადევი იყო.ისევ ამომიტივტივდა თავში ათასი აზრი.
სახლში რომ შევედი უხასიათობა მეტყობოდა.არაფრის თავი მქონდა და ანაზე საშინლად ვიყავი გაბრაზებული.მაშინვე ჩემ ოთახში შევედი და გავიხსენე გიოს თითოეული გამოხედვა,რომელიც ჩემში არანაირ ზემოქმედებას არ ახდენდა.იმ დღეს,ამდენი ხნის მასთან გატარების შემდეგ მივხვდი,რომ ამდენი მცდელობა უბრალოდ სისულელე იყო,ჩემი გული უკვე სხვას დაეპყრო,მაგრამ ამას ვერ ავუხსნიდი ანას,ვერც ანას და ვერც ვერავის,უბრალოდ ამაზე საუბარი არ შემეძლო.სახლში ყველას ეძინა,თორემ იმხელაზე ვიყვირებდი,რომ მთელ სამეზობლოს გუგუნს გავაგებინებდი.იმ წამს მივხვდი,რომ შეყვარება ძნელია,მოწონებაც კი საოკმაოდ რთული.ყველა სიმპათიური და მიმზიდველი გარეგნობის ბიჭი შენში ვერც ვნებას გააჩენს და ვერც სიყვარულს.ყველას არ შეუძლია აგჩქაროს გული და კანკალი დაგაწყებინოს.დიახ,ამაში დავრწმუნდი.ჩავთვალლე,რომ გიო გაკვეთილი იყო და სულ შევეშვლი მაზე ფიქრს.რატომ უნდა მეფიქრა? ეს ხომ არ იყო თავისთავად,ეს უბრალოდ ნაძალადევი აზრები და ოცნებები იყო.მე ის სრულიად არ მომწონდა.დიახ,ეს იყო მართალი და ამას წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგებოდა,მე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული და ეს გრძნობა სანდროსი იყო,მხოლოდ სანდროსი.
შევედი მის გვერდზე და ისევ გადავავლე სურათებს თვალი.პროფილი შეეცვალა და გამეღიმა,მისი შავი თვალების ახლო ხედიდან დანახვა მესიამოვნა და გული ამიჩქარდა,ლამის იყო გული საგულედან ამომვარდნოდა.აი,რას ნიშნავდა გრძნობა,სიმპათია,ინტერესი..ვინ იყო გიო? დიახ,სრულიად არავინ და ვინ იყო სანდრო?ამაზე პასუხი მიჭირს.
მისი გამოხედვა რას მიშვებოდა სურათიდან და რეალობაში რას მიზამდა.გავიხსენე ის დრო,როცა მას თვეში ერთხელ მაინც ვხედავდი და ვიგრძენი,რომ გულში რაღაც ჩამწყდა.ვაღარე,რომ ის ის იყო.რომ გეკითხათ,რა მოგწონს მასშიო,უბრალოდ გავიღიმებდი.
გავანებე თავი ინტერნეტს და თავი ბალიშზე დავდე.რამდენიმე წუთის შემდეგ გამახსენდა,რომ ტანსაცმელი არ გამიხდია.ვიგრძენი საშინლად ნაჭრები,რომლებიც საშინლად მშლიდა ნერვებზე.მაშინვე გავიძვრე ყველაფერი და საბანში შევძვერი,გული საშინლად მიცემდა.საკუთარ თავს გავუმეორე,რომ ამდენი ემოცია არ შეიძლება.დიახ,ემოციურად გაწონასწორებული უნდა ვყოფილიყავი,სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლებოდა.
დილას რომ გამეღვიძა წვიმდა,მაგრამ ძალიან არა,ოდნავ.ამინდი ჩემზე გავლენას ახდენდა.არაფრის თავი მქონდა,მხოლოდ ძილი თუ გამომიყვანდა მდგომარეობიდან და ესეც არ შემეძლო.მინდოდა რამე კომედია მენახა,იქნებ გამოვიდე მდგომარეობიდან-მეთქი,ავდექი და ჩავრთე „გოგონა კომპლექსების გარეშე“.დიდი არაფერი გამოდგა,მაგრამ ორი საათი კი დამაკარგვინა.ეს რა კომედია იყო-მეთქი-ვიფიქრე და სხვისი სევდაც ჩემსას დავამატე.
-დეა,ამდენ ხანს გძინავს? მამა უკვე წავიდა-ჩემმა დამ შემომიღო კარი,ხელში ბალიში ეკავა და ხუჭუჭა თმა აწეწვოდა.
-არა,მე უკვე მთელი ორი საათია,რაც ფილმს ვუყურებ-გავეკრიჭე და საწოლიდან წამოვიწიე.
-ოჰ..-ენა გამომიყო და საწოლზე ამომიძვრა-კაკაო გამიკეთე რა.
-მამამ არ გაგიკეთა?-გავეხუმრე და ღუტუნი დავუწყე.
-ეჩქარებოდა-თავი გააქნია და საწოლიდან ჩავიდა.
საწოლი ავალაგე და სამზარეულოში გავედი.ჩემ პატარა დაიკოსთან ერთად ვისაუზმე და შემდეგ სააბაზანოში შევვარდი.ცხელი წყალი ძალიან მესიამოვნა და უკვეთეს ხასიათზე დამაყენა.მეცადინეობის თავი არ მქონდა.მირჩევნოდა ჩემს ნინიკოსთან ერთად გამეტარებინა დრო.
-აბა,რა გინდა?-ჯარისკაცივით ავესვეტე ჩემ დას და თვალები დავუფახულე.
მთელი შაბათი ერთად გავატარეთ.ხან კარუსელებიო,ხან რა და ხან რაო.ერთად ვიცინოდით და ვცდილობდი ეს ყველაფერი დამევიწყებინა.სახლში მისულს ხასიათი დამიფუჭდა.
გიო:-არ დამივიწყო-ამ ბიჭს არ დამივიწყო უნდა შევარქვა.არაფერი მიმიწერია,ტელეფონი გამოვრთე და ხალიჩაზე მოვკალათდი.
-მულტფილმებს უყურე,მე ანასთან წავალ-მოვეხვიე ჩემ დას-თამუნა მალე მოვა.
ანა ჩემგან მხოლოდ ორი გაჩერებითაა დაშორებული,ამიტომ სულ მალე მივედი მის სახლში და გულშ ჩავიკარი.
-იცი,რა?
-რა გჭირს?-შემნიშნა,რომ თავს არ ვგავდი.
-გიო არ მაინტერესებს.
-მერე ამაშა პრობლემა?-მხრები აიჩეჩა ჩემმა დაქალმა.
-მას ნუღარ ახსენებ-ამოვიღე ტელეფონი და დავანახე მონაწერი,რომელზეც არ ვუპასუხე გიოს.ანამ მხოლოდ თავი დამიქნია და ჩემი გამხიარულება სცადა.
-კარგად ვარ,უბრალდო ვიჭორაოთ-შევთავაზე ანას და გვერდით მივუჯექი.ორი საათი გადაბმულად ვუყვებოდით ერთმანეთს ხან რას და ხან რას,მაგრამ სანდროზე მაინც მეფიქრებოდა.ნუთუ,ძლიერდება-მეთქი ეს გრძნობა და ეს მონატრება-გავიფიქრე და უფრო ძლიერად ავხარხარდი.
-რა უთხრა მერე?
-აღარ მაინტერესებო..-ვერ ჩერდებოდა ანა.ამ დროს ანას კარზე ვიღაცამ დარეკა.
-ვინ არის? ვინმეს ელოდი?-ისეთი სახე მივიღე,თითქოს დახვრეტას მიპირებდნნე.იქნებ ქალური ინტუიციით ვგრძნობდი მოსალოდნელ საფრთხეს.
-ვნახავ..-კისკისით წავიდა ანა და შეშინებული დამტოვა.რისი მეშინოდა ვერ ვხდებოდი და ან არ მინდოდა ამის მიხვედრა.იქნებ ჩემი შიშის ობიექტი გიო იყო.საერთო რატომ მიწერე?-ვსაყვედურობდი საკუთარ თავს,მაგრამ ვინ დამაცადა,მალევე მომესმა ნაცნობი სიცილი.
-გიო,შემოდი..-ანას ხმამ მოაღწია ჩემმამდე და ლოგინის ქვეშ შევძვერი.ბავშვივით იქცევიო-მესმოდა რაღაც ხმა,მაგრამ სულ არ მაინტერესბედა,მთავარი იყო მის ნახვასგადავრჩენოდი.კიდვე ისმოდა რაღაც ხმები,ცოტა ხნაში ანა შემოვიდა.
-დეა,აქ ხარ?-ჩუმად მითხრა.ხვდებოდა,რომ მისი სტუმრის ნახვა არ მინდოდა,ამიტომ მალევე გავიდა.
-დეა როგორაა? არ მპასუხობს-გიოს შემზარავი ხმა გაისმა.იქნებ იმიტომ მიშლიდა ნერვებს,რომ სანდროს სიშორეს მააანალიზებდა.
-ძალიან დატვირთულია-ანამ სასხვათაშორისოდ უპასუხა გიოს,მე კი საწოლის ქვეშ ძლივს ვსუნთქავდი და ლამის იყო ცემინებაც დამეწყო.ერთხელ კი ჩამახველა,მაგრამ მალევე შევიკავე თავი,თორემ ვინ იცის რა მხოდებოდა.გიოსი მეშინოდა,მისი ხელი დანახვა თრთოლვას მგვრიდა,მაგრამ ეს ვნებისგან არ იყო გამოწვეული,ეს მხოლოდ შიშის ბრალი იყო.გაბრაზებული და გატრუნული ვიწექი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი,რომ მეგოართან მისვლაც კი არ შემეძლო ნორმალურად.გიო სულ გზაზე მებლანდებოდა.ტელეფონით გავაუქმე ის საიტი,სადაც ის იდიოტი გავიცანი და კმაყოფილად გავინაბე რაღაცის მოლოდინში.მინდოდა რაც შეიძლება მალე წასულიყო გიო თუ ტრიო.ისეთი სახე მქონდა,გეგონება უნდა დახვრიტონო.მაგრამ ვინ გამიგებდა.
-კარგი,აბა,დროებით-გიოს ხმა და ჩემი სიხარული ერთი იყო.ლამის იყო ხმამაღლა მეკივლა,მაგრამ მის წასვლას ვუცდიდი,ვაითუ,კიბეზე გაიგოს-მეთქი.
-ჩემი მშიშარა გოგო...-ანა ღიმილით შემოვიდა.
-აუ,რატომ ემეგობრები მას-სიცილი ამიტყდა,ანა კი გაკვირვებული მიყურებდა,თუმცა აღარაფერი უთქვამს.
-ესე გაქვს დასაწერი,ხვალ დილას ინგლისური გაქვს-შეამხსნეა კურსების შესახებ,მე კი მაშინვე სანდრო გამახსენდა.ნეტავ არ წასულიყო ჩემი ძველი მასწი-მეთქი გავიფიქრე და მარტოსულად შევხედე ჩემ დაქალს,რომელიც,რასაკვირველია,ვერ მიხვდა ჩემი მზერის შინაარს.
-გიო შენ ხომ არ მოგწონს?-დავეკრიჭე და ფეხზე წამოვდექი.
-არა,ღადაობ?-გადაიკისკისა ანა.

არ ვიცოდი რას ფიქრობდა გიო და საერთოდ რას მიიჩნებდა ამ ყველაფრის მიზეზად.ალბათ,ეგონა,რომ მიპოვა,მოვეწონე და მე კი ახლა მის მთელ იმედებს ფანჯრიდან ვისვრიდი.
ორშაბადი დილა იყო და სკოლიდან ვბრუნდებოდი.მთლად დილა არა,მაგრამ ზოგისთვის დილა,ჩემთვის კი ოთხი გაკევეთილის შემდგომი გაჩერების სახლის დრო იყო.ღიმილიანი სახით მოვდიოდი ქართულის საკონტროლოში უმაღლესი შეფასების გამო,როცა ნაცნობი მზერა დავიჭირე და მაშინვე შევკრთი.ის ჩემ სადარბაზოსთან იდგა და სევდიანად მიყურებდა.
-ეს ახალი ხრიკია?-სახეზე ძარღვები დამეჭიმა და ეს,ალბათ,მანაც შეამჩნია.
-რატომ დამივიწყე? განა არ გითხარი,არ დამივიწყო-მეთქი.
-არ აქვს მნიშვნელობა იმას რა მითხარი-მკაცრად ვუთხარი და კიბეებისკენ წავედი.
-რა ხდება? რა გჭირს?
-კარგი-მისკენ შევბრუნდი და ძალ-ღონე მოვიკრიბე-მე შენ არ მომწონხარ,მე სხვის მიმართ მაქვს გრძნობები და ვწუხვარ-ჩემს გულახდილობაზე ისტერიული სიცილი აუტყდა,მაგრამ არაფერი უპასუხია.სახლში ავედი თუ არა ანას მივწერე მომხდირს შესახებ,ოღონდ დავამატე,მოვატყუე-მეთქი.გოგონამ ღიმილის სმაილებით ამავსო და მეც ხასიათიგამომისწორდა,თუმცა ეს უკანსკენლი ცუდი არც მქონია.საწოლზე ხტუნვა დავიწყე და თან ტანსაცმელს ნელ-ნელა ვიძრობდი.
-ჩემი სპორტულები გარეცხე?-გავძახე თამუნას.
-კი და გაშრა-თავის ხელით შემომიტანა,მე კი გავუღიმე.მალევე გადავიცვი,ნაუშვიკებს დავტაცე ხელი და კიბეები ჩავირბინე.სკვერისკენ ავიღე გეზი და ღიღინიც დავიწყე.მე ვერავინ მომიშლის ნერვებს-მეთქი-ვფიქრობდი და გაღიმებული სახით მივაპობდი გზას.
სახლში ვბრუნდებოდი,როცა განსხვავებული რამ შევნიშნე.რა იყო ეს? ეს სანდროს ვერცხლისფერი მანქანა იყო.მისი ნომერი მახსოვდა.აბა,რა დამავიწყებდა.შევხედე თუ არა მაშინვე ის ამარელვებელი წამები თუ წუთები გამახსენდა,როცა მას ჩემს შორიახლოს ვხედავდი.მთელ სხეულში დენმა დამიარა.კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ გიოსთან სწორად მოვიქეცი,უნდა მეთქვე ყევლაფერი.საკუთარი თავით ამაყი მეორე მხარეს გადავედი და მარკეტისკენ ავირე გეზი.თეძოებზე შემორტყმული ჟაკეტი გავისწორე და თმაზე რეზინი უფრო ძლიერად მოვიჭირე.ალბათ,საგრიმიორო თან არ მქონდა,თორემ რას არ გავაკეთებდი ვინ იცის.მაღაზიაში შევედი და დახლს დავიწყე ყურება,დარწმუნებული ვიყავი,რომ ის შიგნით იყო.აბა,სად იქნებოდა,მანქანა მანდ არ ჰქონდა გაჩერებული? ქალური გუმანი რაღაცას მახვედრებდა,მაგრამ,ჰოი საოცრებავ,ეს მისი და იყო.ქერა ქალი რაღაც პროდუქტებს ალაგებდა ცელოფანში და თმას გვერდზე იწევდა.ის რამდენჯერმე მყავდა ნანახი,ამიტომაც არ გამჭირვებია ამ ქერა ქალში მისი ამოცნობა.მინდოდა მივსულიყავი და მეკითხა,სანდრო სადაა,თან გახლავსო,მაგრამ ეს ხომ თინეიჯერული გამოხტომა იქნებოდა.არა,მე დიდი ვარ-გულში ვუთხარი საკუთარ თავს და კიბეები სწრაფად ჩავიარე,მოშორებით დავდექი და დავაკვირდი იმ ვერცხლისფერ მანქანას,რომლის პატრონიც მაგიჟებდა.ვაიმე,რა თამამად გამომივიდა ამის თქმა,მაგრამ ასე იყო.ცოტა ხანში ქერა ქალის გვერდით შევნიშნე მაღალი და შავგვრემანი ადამიანი.ის სანდრო იყო.დავფიქრდი და გადავწყვიტე,რომ სახლში წავსულლიყავი.ხამობა გამოვა-მეთქი-ვუსაყვედურე საკუთარ თავს,მაგრამ სინამდვილეში ოფლის სუნი მაფერხებდა.სულელო,უნდა შხაპი მიიღო და გამოიცვალო-გადავიხარხარე გულში და ქუჩა გადავკვეთე.ნეტავ,შემამჩნია თუ არა?-მაწუხებდა მხოლოდ ერთი აზრი და ჩიტივით მაფრთხობდა.ისე კარგად არის ნათქვამი,ჩიტის გული აქვსო.მე მართლაც მისნაირი გული მქონდა.ჩიტი ვარ!_შევაბიჯე სახლში და ტანსაცმლის გაძრობას შევუდექი.
-თამუნა,მალე გამოხვალ-ნინის მაშინ უნდება ყველაფერი,როცა მე.შხაპის მიღებასაც კი არ მაცდის ხოლმე.რა ბავშვია,გამაგიჯებს ერთხელაც.
-აუ,მაცადე-გამოვსძახე დას და თვალები დავხუჭე.მშხეფარე წყლის მიღმა სანდროს სახე წარმოვიდგინე და გავინაბე.რაღაც საოცარს ვგრძნობდი.ამდენი ხნის უნახავი ვნახე და თავს აღარ ვგავდი.იქნებ გიო ბედის ირონია იყო-მეთქი-გავიფიქრე,იქნებ ის რომ არა ამას ვერ მივხვდებოდი-მეთქი.ვინ იცის,ვინ იცის...
ცხოვრება ხომ სიუპრიზებითაა სავსე.ახლაც ვზივარ და ვუყურებ საათის წიკ-წაკს,ვუყურებ,მაგრამ არ ვიცი რატომ.რატომ? იმიტომ,რომ მე მისდამი გულგრილი არ ვარ,არა! ეს უფრო მეტია.მგონი,შემიყვარდა...არ ვიცი,რა დავარქვა ამ გრძნნობათა კრებულს,მაგრამ ასეა..ჩემს სავარჯიშოთა კრებულს,წოწონავას ვეძახი,მაგრამ გრძნობები მასზე გაცილებით რთული ყოფილა.
ჩემი ოთახი დავათვალიერე და ტელეფონს დავხედე.გიო იყო.შეხვედრას მთხოვდა,მაგრამ მე კატეგორიული უარი გამოვუცხადე,მერე აღარაფერი მოუწერია და დავმშვიდდი.არა,რა დავმშვიდდი!კატასტროფული სისწრაფით გადავეშვი ფიქრებში,რომლებსაც სანდრო ერქვა.
-შეთან ვიღაც არის-ოცნებისგან ჩემი დის ხმამ გამომარკვია.
-ვინაა?-გავძახე ანჩხლისებურად ნინიკოს.
-სიმპათიური ბიჭია.
-უთხარი გავიდეს და აღარასოდეს შემეხმიანოს-მეორე მხარეს გავიხედე და ურეაქციოდ გავაგრძლეე ოცნება,მაგრამ არა გიოზე,არამედ სანდროზე.
არ ვიცი,მერე რა მოხდა,მაგრამ ჩემი და სიცილ-კისკისით შემომივარდა ოთახში,ერთი გენახა როგორი სახე ჰქონდაო.
-გენაცვალე შენ!-თავზე ვაკოცე ჩემს ცხოვრებას და გულშ ძლიერად ჩავიკარი.

სკოლის გზაზე მივდიოდი,როცა ისევ იმ მანქანას მოვკარი თვალი.ის ხომ ამ უბანში არ ცხოვრობსო-გავიფიქრე და თვალები დავძაბე.გული გამისკდა,ის მისი ნომერი იყო.დიახ,მისი ნომერი.გულმა გამალებით დამიწყო ცემა,დამიწყო და მანქანამაც ჩაიარა...ო,არა-ამოვიხვნეშე და სკოლისკენ წავლასლასდი.
____
მადლობა,რომ კითხულობთ,მიფასებთ.მიყვარხართ,ჩემო ლამაზებო და საყვარლებო.
ველი შეფასებებს.
გკოცნით ბვერს.



№1  offline წევრი crazy N1

Au dzalian magrad momwonssss <3 warmatebebi :*

 


№2  offline წევრი LoNdA DM

მაგარია ველოდები შემდეგ თავს

 


№3 სტუმარი 123

ძაან მაგარია აუ როგორი დბნეულია მალედადე

 


№4  offline წევრი maridb

მომწონს ძალიანნნ <3 ^_^
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№5 სტუმარი nuccaaaa

Dzaan safaris momwons veli moutmenlqd<3

 


№6  offline წევრი MaaRii

Au male Dade ra :( Gtxov

 


№7  offline წევრი cancara

კაი კაი მალე დადე

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

მადლლობთ,ბავშვებო.
შევეცდები,რაც შეიძლება მალე დავდო.

 


აუ როგორ დავინტრგდი ძაან მაგარია love

 


№10  offline წევრი lamazi gogona

მალე დადე მაგარია მაგრად მომწონს ეს წყვილი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent