შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

одержимый тьмой! ანუ ჩემი ბოროტი უფროსი. (თავი 2)


19-10-2015, 00:09
ავტორი llella
ნანახია 3 468

მარის ნაამბობი:
დილით ადრე გამეღვიძა, ბიჭებს ისევ ეძინათ, ნინოს გადავხედე, მასაც საყვარლად ეძინა, დავიხარე, ლოყაზე ვაკოცე და აბაზანას მივაშურე, ჩავიცვი, მოვწესრიგდი და სამზარეულოში გავედი, სწრაფად მოვამადე ყველაფერი, მაგიდაზე დავალაგე და ბიჭებმაც გაიღვიძეს.
-დილამშვიდობისა-გამიღიმა საბამ და შუბლზე მაკოცა.
-დილამშვიდობის-გავუღიმე და კობას მივუბრუნდი-აბა ბიძაშვილო, როგორ გეძინა?
-რავიცი გოგო-გაეცინა-მეძინა კი საერთოდ?
-მე შენ გეტყვი ვერ დაიძიებდი-გაიცინა საბამ და გვერდზე გადგა მოქნეული ვაშლი რომ აეცილებინა.
-შემომაკვდები მე შენ იცოდე!-მასაც გაეცინა.
-აუ რა გაყვირებს საბა რაა!-ბუზღუნით გამოვიდა ოთახიდან დიდ ხალათში გახვეული ნინო.
-კობაია ყვიროდა ნინუც-გაიცინა საბამ.
-ვინ?-ცალი თვალი გაახილა და გამოგვხედა.
-მე-ცალი ხელი სიცილით აწია კობამ.
-უი-მასაც გაეცინა და კომფორტულად მოთავსდა სკამზე.
-დღეს ბინას მოვძებნი, რაც მალე ვნახავ მით უკეთესი-გამოაცხადა კობამ და ცადა როგორმე მოეშორებინა მზერა ნინოსათვის, რაც არც თუ ისე კარგად გამოსდიოდა.
-რა ბინას მოძებნი ბიჭო შენ *** ხო არ გაქ ჰა?!-გაბრაზება დაეტყო ხმაში საბას.
-რა ბინას საბუშ და ბინას სადაც ვიცხოვრებ.
-მერე აქ ვერ ცხოვრობ? თუ ქარი გიბერავს ჰა?!
-არა ბიჭო მოვძებნი ბინას და გადავალ!
-კიდევ ერთხელ იტყვი მაგას და ძმობას გეფიცები მაგრამ გცემ!
-შენაც არ გადამხსნა ახლა წელში-გაეცინა კობას.
-კაი გადაწყვეტილია რჩები და ვსო!-დადო განაჩენი საბამ.
-ვჭამთ-გამოვაცხადე და ნინოს გავხედე-გოგო...
-ხო
-დღეს ხო გცალია?
-კი როგორ რა და რა ხდება?
-სამსახურის საქმეზე მინდა გასვლა.
-კი გაგყვები აბა რას ვიზამ-გამიღიმა-კაი წავედი მე.
-გამოგივლი და წავიდეთ.
-კაი.
-კარგად ბიჭებო-გასძახა ნინომ მოსაუბრე ბიჭებს.
-კარგად-მათაც დაემშვიდობნენ.
ნინო გავაცილე და ისევ სამზარეულოში დავბრუნდი.
-რა სამსახურის საქმეზე გინდა გასვლა?!-უცებ გავიგე საბას გაბრაზებული ხმა.
-რა სამსახურის და ჩემი, მინდა რომ სამსახური დავიწყო.
-მე ხომ ვმუშაობ, ხოდა ვსო, შენ უნდა ისწავლო!
-შევათავსებ ორივეს, მინდა რომ ვიმუშაო.
-მარი უნდა ისწავლო თქო, მუშაობით მე ვიმუშავებ!
-ბიჭო თუ უნდა მუშაობა იმუშაოს-გამომექომაგა კობა.
-ნუ ბუზღუნებ საბა-გავიცინე და ლოყაზე ვაკოცე.
-ხო კაი-გამიცინა და შუბლზე მაკოცა-მარა ჭკვიანად რაა...-მაინც არ დავიწყებია „წამშობლება“
-როგორც ყოველთვის.
-კაი წავედი მე სამსახურის საქმე მაქ მოსაგვარებელი-გამოაცხადა კობამ და ფეხზე წამოდგა.
-ხოხო აბა-გაეცინა საბას-ახლოს რო იყო ის გაქ გასარკვევი შენ-გადაიხარხარა.
-არა ერთ დღეს მართლა გცემ!
-გელოდები სიხარულო.
მათი ღლაბურცობისთვის ყურადღება არ მიმიქცევია ისე გავაგრძელე ჭამა.
მაგიდა ავალაგე, სახლიც მოვიყვანე ფორმაში და ტელეფონს დავუწყე ძებნა, ნინოსთვის რომ დამერეკა.
-ხო გოგო.
-სად ხარ?-ვკითხე და ვაშლი გემრიელად ჩავკბიჩე.
-სახლში ვარ სად უნდა ვიყო-გაეცინა.
-ხოდა ადამიანო რომ არ ვიცოდი სად იყავი მაგიტო დაგირეკე.
-ხოდა?
-ხოდა, რომ დამპირდი გაგყვებიო გახსოვს?
-კი რავა არა.
-ხოდა მიდი მოემზადე გამოგივლი.
-კაი.
ნინოს გვუთიშე და ოთახში შევდიოდი, როცა კობამ დამიძახა.
-მარიიიი.
-ხო.
-იმ სამსახურის საქმეზე არ აპირებ წასვლას?
-კი როგორ არა, ახლა მივდივარ თან.
-ხოდა მოემზადე და გაგიყვან.
-აუ ჯიგარი ხარ-გავიცინე.
-ვიცი-მასაც გაეცინა.
-ხო ისა ნინოსაც უნდა გავუაროთ მაშინ.
-კაი რა პრობლემაა ტო.
-არა მართლა ჯიგარი ხარ.
ოთახში შევვარდი, სწრაფად მოვირგე შავი მუხლს აცდენილი კაბა, ამავე ფერის ფეხსაცმელი, თმაბი გავიშალე, მსუბუქი მაკიაჟიც და მზად ვიყავი.
-მარი რა ქენი ვერ აეწყვე?-გავიგე კობას ხმა.
-მოვდივარ.
-მარუს რა ლამაზი ხარ გოგო!-ამაყად გამოაცხადა და შუბლზე მაკოცა.
-მადლობა-გავუღიმე, მოსამცელი მოვიცვი და გარეთ გავედით.
ნინოს სახლთან გააჩერა მანქანა დ მაღლა აიხედა, მე კიდე ნინოს დავურეკე ქვემოთ ჩამოეთრიე თქო.
-ამ ბაღანას მისამართი საიდან გახსოვს შენ?!-ღიმილით ვკითხე წარბაწეულმა.
-რა გინდა შენ-გამიცინა და მანაც წარბაწეულმა მკითხა.
-რა მინდა და მინდა.
-მახსოვს!
-ისე მე შენ გეტყვი გემახსოვრება-გადავიხარხარე.
-თემურაზე ამბობ ხო?-მასაც გაეცინა. (თემური ნინოს მამაა)
-ზუსტადაც.
-მოსაკლავად მიმეტებდა კაცი, ჩემს გოგოს თავი დაანებეო, მის ახლოს არ დაგინახოო.
-რას ერჩი თემურას ვაა-გავიცინე-მაგარი კაცია.
-რას მელაპარაკები-ვითომ გაოცებულმა მითხრა.
-სრულ სიმართლეს ბატონო კობა-გავიცინე და დავეჯღანე.
-სრული სიმართლე იქნება თუ გადაგებით შენ და თემურა ერთმანეთზე.
-მართლა ბიჭო, შენ ბოლოს რას შეპირდი?-ღიმილით ვკითხე და მის პასუხს დაველოდე.
-მე...?!-ცალყბად გაიღიმა და სადარბაზოდან გამოსულ ნინოს გახედა-მოვიტაცებ თქო!-ამაყად გამოაცხადა.
-რავარი თავში გიქრიდა ბიჭო ბაღნობაში-ვითომ ცრემლი მოვიწმინდე და გავიცინე.
-რაიცი მარუს რა ხდება!-გამომიცხადა.
ვერაფრის კითხვა ვერ მოვასწარი, ნინო მოსული იყო, კარები გააღო და უკანა სავარძელზე მოკალათდა.
-გამარჯობა-მიესალმა კობას, მანაც თავი დაუკრა და მე გამომხედა.
-აბა სად მივდივართ?!
-ეგ მეც არ ვიცი.
-აბა რანაერად იწყებ გოგო სამსახურს-გაეცინა კობას.
-ჩვეულებრივად.
-მისმინე, ჩემს ძმაკაცს კომპანიაში სჭირდება მდივანი, ხოდა დავურეკავ და ვკითხავ თუ გინდა, თუ არის ეგ ადგილი თავისუფალი.
-როგორ არ მინდა-გავიცინე და ლოყაზე ვაკოცე.
კობა გადავიდა მანქნიდან და ვიღაცას დურეკა, ნუ ვიღაცას რაა, ალბათ ზემოთხსენებულ გაბოს დაურეკავდა.
-ხედავ გოგო რა ბიძაშვილი მყავს?!-წამოვიძახე როცა კობა დაბრუნდა და ნინოს გავხედე.
-ვხედავ გადარეულო-გაიცინა და წამიერად კობას გახედა.
-ხო არ ვიცი სად ვიწყებ ვაფშე მუშაობას, სამაგიეროდ ვიცი როგორი უფროსი მეყოლება-გამოვაცხადე და თითი მაღლა ავწიე.
-აბა განმანათლე-გაიცინა ნინომ და გამომხედა.
-როგორი და აი ჭკვიანი, გაწონასწორებული, კეთილი და რავიცი რაა, მაგარი ადამიანი უნდა იყოს.
-თორე გამოიქცევი?!-გაიცინა ნინომ.
-გააჩნია გოგო-მეც სიცილით ვუპასუხე.
-ხოდა ახლა ეგეთთან თუ მივალთ არ ვიცი-გაიცინა კობამ და გამომხედა-მარა გაბოსთან წავედით!
მალევე მივედით დანიშნულების ადგილას. კობა მანქნიდან გადმოვიდა, მას ჩვენაც მივყევით. შენობაში შევდით თუ არა ვიღაც გოგონა მოგვიახლოვდა.
-გამარჯობა ბატონო კობა.
-გამარჯობა თაკო, მისმინე გაბო აქაა?
-კი, ბატონი გაბრიელი კაბინეტშია, ხომ არ გამოგყვეთ?
-მადლობა, ჩვენით-გოგონამ თბილად გაუღიმა და გაგვშორდა, ჩვენ კი კობას გავყევით უკან.
-მგონი არ მითქვამს ძალიან ახლო ძმაკაცი როა-გაეცინა, როცა ჩვენს სახეებს შეავლო თვალი.
-ბატონო კობა-გაეცინა ნინოს.
-ხომ არ გამოგყვეთ?-მეც ავყევი.
-გეყოფათ ახლა-მასაც გაეცინა.
ერთ დიიიიდ, არა უფრო უზარმაარ კარებთან გავჩერდით, მე და ნინომ იქვე ჩამოვჯექით, კობა კი კაბინეტში შევიდა, მალევე დაბრუნდა უკან.
-მოგილოცე გოგო-გამიღიმა.
-რას მილოცავ?
-სამსახურის დაწყებას შტერო-გაიცინა და ცხვირზე ხელი დამკრა.
-აუ ძმა ხარ რაა-მაგრად გადავეხვიე.
-ხო, ახლა შენ შეხვალ, დაელაპარაკები და ნუ გაარკვევ რა როგორ, მე წავედი.
-ნინ გაყევი თუ გინდა მე არ ვიცი როდის გამოვალ და ცოდო ხარ-ალმაცერად გავხედე ჯერ წილოსანს მერე კი ბიძაშვილს, რომელმაც ჩანაფიქრს მიმიხვდა და ისეთი თვალებით შემომხედა უდაო იყო მადლობას მიხდიდა „არა რა ვარ რაა, რა არ მომივა ამ ტვინით გატენილ თავში“ შევაქე ჩემი თავი და დაბნეულ დაქალს გავხედე.
-არა დაგელოდები მარტო ხომ არ დაგტოვებ, ან რას მოგყავდი მაშინ.
-ანუ მე და ნინო წავედით, ხოდა რო მორჩები აქ ამბებს დამირეკე და მოგაკითხავ-მითხრა კობამ დ ნინოსთან ერთად გაუჩინარდა.
-ხოხო დაგირეკავ-მივაძახე.
მივუახლოვდი იმ ზემოთხსენებულ გიგანტ კარებს და ფრთხილად დავაკაკუნე კარებზე.
-შემოდი!-გავიგე მკაცრი და გამყინვარი ხმა.
კარები ნელა და ფრთხილად გავაღე, ერთი ნაბიჯი გადავდგი და უკვე კაბინეტში ვიყავი, შესულს თვალში ფანჯარასთან მდგომი შავ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცი მომხვდა.
-გამარჯობა-დავიჩურჩულესავით.
-გამარჯობა მარიამ!-წარმოთქვა მკაცრად, მობრუნდა, ნელი ნაბიჯებით მივიდა მაგიდასთან დ მაგიდის კუთხეში ჩამოჯდა, ისე რომ ჩემთვის წამითაც არ მოუშორებია მზერა, მანიშნა მაგიდის წინ მდგომ შავ სავარძელში დავმჯდარიყავი, მეც დავემორჩილე.
-მარიამ გავიცნოთ ერთმანეთი!-უფრო მიბრძანა ვიდრე მითხრა.
-ააჰ... ხო... მარი ბარამიძე... 19 წლის...
-არა! ეგ ისეც ვიცი!-ცალყბად გამიღიმა.
-აბა რა გაინტერესებთ?
-საერთო ჯამში ძალიან ბევრი რამ! მაგრამ...-წამით გაჩერდა, ტუჩის კუთხეში ჩატეხა და გამომეხა-მარიამ შენზე მომიყევი, რა გიყვარს რა არა და ა.შ.
-როდის მერე აჰყავთ სამსახურში ადამიანის გემოვნებიდან გამომდინარე?-ისევ ვერ დავიმორჩილე ეს შტერი ენა და სულელური რაღაც წამოვაყრანტალე.
-დღეიდან!-მკაცრად გამცა პასუხი-კარგი, მაგას მერეც გავარკვევთ! ახლა კი რამოდენიმე საბუთზე გაქვს ხელი მოსაწერი, იმედია ხელფასი გაკმაყოფილებს?
-კი, როგორ არა-ვუპასუხე ხმის კანკალით, მართლაც რომ 600 ლარი სულაც არ იყო ცოტა.
-არაჩვეულებრივი, მაშინ დილით 8 საათზე უნდა მოხვიდე!-აგრძელებდა იმავე ტონალობაში საუბარს, აი მე კი ვაგრძელებდი დაბნევას და ვხვდებოდი რომ უკვე საშინლად მეშინოდა ამ ადამიანის.
-..............-არაფერი მიპასუხია, უბრალოდ თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
-დაგვიანებას არ ვპატიობ!-ისევ მორჩილად დავუქნიე თანხმობის ნიშნად თავი-შეგიძლია წახვიდე, ხვალ გელოდები!
ოთახიდან გამოვედი თუ არა, შვებით ამოვისუნთქე, თითქოს დიდი ლოდი დამეგდო სადღაც, აი მე კი თავისუფლად შემეძლო სიარული.
უცებ გონებაში მისი თვალები ამომიტივტივდა, მისი ხმა, მანერები, საერთოდ ყველაფერი, აი ზუსტად მაგ დროს მივხვდი, რომ არც თუ ისე წყნარ და ჩემთვის შედგენილ ანგელოზთან მომიწევდა მუშაობა, უფრო მეტიც... დემონთან მქონდა საქმე!



- - - - - - -
ისევ გამარჯობა იმედია მოგეწონებათ ველოდები შეფასებას და კომენტარებს შეცდომები მომიტევეთ



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე ეს ისტორია ისე ძალიან მომწონს რომ არ ვიცი რა... დემონი უფროსი მომეწონა ძალიან ძალიან... აქ მგონი რაღაცაშია საქმე და ველოდები შემდეგ თავს სასწრაფოდ და საუყოვნებლივ...

 


№2  offline წევრი llella

უცნობი ქ
ვაიმე ეს ისტორია ისე ძალიან მომწონს რომ არ ვიცი რა... დემონი უფროსი მომეწონა ძალიან ძალიან... აქ მგონი რაღაცაშია საქმე და ველოდები შემდეგ თავს სასწრაფოდ და საუყოვნებლივ...

უნდა ვაღიარო, რომ შენმა კომენტარმა ძალიან გამახარა <3 მადლობა უბრალოდ იმისთვის, რომ კომენტარი დამიტოვე ^_^ <3

 


№3 სტუმარი nino k.d.

მალე დადე ძალიან მომწონს

 


№4  offline წევრი tatushki1995

Dzalian kargia male dade :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent