შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საშიში გრძნობა ''სიყვარული'' (2)


19-10-2015, 00:29
ავტორი lisebeth
ნანახია 3 941

VVV
ქრისტინემ კარი გააღო და დედამისი ბარგი შემოსასვლელში დააწყო. იგრძნო როგორ გადაიღალა ფიზიკურად და მორალურად. ალბათ ასე არ დაემართებოდა იმ ბიჭს ,რომ არ შეხვედროდა. ნერვები ძალიან მოეშალა. ყავა დაისხა და თავისი ოთახის აივანზე დასაჯდომად წავიდა. ჯიბეში ტელეფონი მოიძებნა ფეისბუქში შევალ და გავერთობიო ,მაგრამ ამაოდ არსად იყო. ჩანთაში ეძება და არ იყო. მერე დივანზე გადმოაყირავა ერთიანად მაგრამ ნივთებს შორის მაინც არსად ჩანდა. რამდენჯერმე გაიმეორა ერთი და იგივე სამძებრო სამუშაო ,მაგრამ მაინც არ ჩანდა.
-ჯანდაბა...ჯანდაბა...ჯანდაბა... ესღა მაკლდა.
სახლის ტელეფონს დასწვდა ეგებ ვინმემ იპოვა და დავრეკავ მიპასუხებსო. კარგა ხანს ელოდა ,მაგრამ პასუხს არავინ სცემდა. ვიღაცამ ეკრანზე ხელი გადაუსვა და ტელეფონი ჯიბესი ჩაიგდო.
-გამითიშა. ესეიგი ვიღაცამ ნახა. იდიოტი ... ისევ გაიმეორა რამდენჯერმე ზარი , მაგრამ ყოველ ჯერზე გაუთიშეს._ ახლა რა ვქნა? ვიჩივლო? მომკლავს დედაჩემი. ... მგონი სჯობს ჯერ ყავა დავლიო.
ფინჯანი აიღო და ზედა სართულში თავის აივანზე დაჯდა. ცივად უბერავდა და მეტისმეტად სესცივდა ,მაგრამ მდუღარე ყავას წრუპავდა და იმდენად არ აწუხებდა. დაახლოებით საათნახევარი ასე იყო. ფირობდა და მოვლენებს ერთმანეთთან აკავშირებდა. მერე აზრი წყდებოდა და საბოლოოდ სარწევველა სკამში ჩასთვლიმა. სახლის ტელეფონმა დარეკა. კალთაში ეგდო და მაშინვე უპასუხა.
-შენი ტელეფონი მაქვს.
ხმამ მთელს ტანში დაუარა და გააცივა. მიხვდა ვინც იყო. იფიქრა კიდევაც მასზე , მაგრამ არ დაუშვა.
-ორშაბათს მომიტანე. არ მეგონა შენ თუ იპოვნიდი.
-თუ გინდა მოდი და წაიღე.
-ხომ არ გააფრინე? გგონია იმის მერე როგორც მომექეცი შენთან მოვალ?
-გეშინია?
-იდიოტო შენ ვინ აგდიხარ ,რომ მეშინოდეს? შემიძლია ახალი ვიყიდო. ასე მირჩევნია შენთან ურთიერთობას. საერთოდ არ მინდა ჩემს ცხოვრებაში არსებობდე.
-ესეიგიი აღიარებ ,რომ გეშინია?
-სულაც არა უბრალოდ არ მომწონხარ და ...
-უბრალოდ ტელეფონს მოგცემ და წადი. დამიჯერე არ ვიკბინები გოგონა...
-მისამართი მითხარი და მოვალ.
ქრისტინემ ტელეფონი გატიშა. კალამი მოიძებნა და ვერ ნახა ამიტომ ტუჩის ფანქრით ფურცელზე წააწერა არ დამავიწყდესო და ტანზე გამოიცვალა. შავი ჯინსი და მოშვებული ზედა ჩაიცვა. გულზე უშნო და ალაგ-ალაგ გადაქლექილი ასოებით ეწერა ''I Don't trust anyone''. შესაფერისიაო გაიფიქრა. გამოძახებული ტაქსი უკვე კართან ელოდა. ნივთები ჩანთაში ჩააბრუნა და მხარზე გადაიკიდა. ქაღალდი მძღოლს გაუწოდა და მშვიდად დაელოდა. მიუხედავად ამისა ეს სიმშვიდე მხოლოდ მოჩვენებითი იყო. გულის სიღრმეში ხომ აღიარებდა ,რომ ეშინოდა იმის სადაც მიდიოდა, მაგრამ უბრალოდ მიდიოდა. აბა იმას ხომ არ აფიქრებინებდა , რომ კურდღელივით დაიმალა. საკუთარ რეპუტაციას უნდა გაფრთხილებოდა მის თვალში. მძღოლმა სწრაფად დაამუხრუჭა. ლამის ცხვირი მიარტყა წინა სავარძელს. ფული გაბრაზებულმა დაუგდო და ძირს გადმოხტა. ხურდას სულაც არ დალოდებია. აქეთ-იქეთ ყურება დაიწყო.
-სად ჯანდაბაში ვეძებო შავი ჭიშკარი. იდიოტი... მე ვიცი რასაც ვუზამ ერთი გაბედოს უტაქტოდ მოქცევა.
ქუჩას გახედა. კედელზე აბრა იყო აკრული და 101 ნმერი ეწერა.
-ეს მეორე იდიოტი. 107 რომ ვუთხარი ვერ გაიგო?
ფეხით გაუყვა გზას. მას ,რომ ეგონა არც ისე შორს არმოჩნდა სასურველი ნომერი. მართლაც შავ ჭიშკარზე იყო მიკრული ციფრი. გზა გადაკვეთა და მიუახლოვდა. კუთხეში ზარი მიემაგრებინათ. რამდენჯერმე დარეკა და დაელოდა ,მაგრამ არა და არ უღებდნენ.
-ჰოო, დიდი არაფერი თუ გაგასულელეს _ ამჯერად მართლა იდიოტივით გაეღიმა. ზარზე მიკროფონი გაჩხაკუნდა და მალე ხმაც გაიგო.
-რომელი ხარ?
-შენი იდიოტი კურსელი
-საკუთარ თავთან ძალიან რადიკალური ხომ არ ხარ?
-რომც ვიყო შენ ვინ გეკითხება? გამიღე კარი...
-მოსვლას ,რომ არ აპირებდი?
-მოვედი და გააღე ეს ოხერი. შენი დაპატიჟება მივიღე. ჩემი სურვილით ხომ არ მოვსულვარ? თუ გაღებას არ აპირებ დროზე მითხარი და წავალ. შენს გარდა ისედაც ბევრი და უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს.
-ასე გეჩქარება? _ გაიცინა ხმამ
-მორჩა წავედი. სულაც არ ვაპირებ ..._ და გაჩხაკუნებისთანავე კარი გაიღო.
-კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს სახლში
ქრისტინემ ორ კედელს შორის მოქცეულ კიბეებზე ფეხი ააბიჯა. საშინლად გაიწელა ყოველი საფეხური. თითქოს საუკუნე გავიდა იქ ასვლაში. როგორც კი დაასრულა უზარმაზარ აივანზე აღმოჩნდა. სარწეველა სკამები და რამდენიმე საქანაო დივანი იდგა. გარშემო მიმოიხედა. ყველაფერი ლამაზი ,მაგრამ საკმაოდ უცნაური იყო. ისეთი შეგრძნება დაგეუფლებოდათ ამ სახლში ჯერ ადამიანს არ გაუვლიაო. უსაშველოდ მარტოსულ და ცივ აურას ატარებდა.
-მგონი ქრისტინე დვალიშვილი ხომ? თუ ვცდები? _ გაისმა კარის ზღურბლიდან და ის ის იყო სილუეტი მოუახლოვდა გამოსასვლელს.
-მგონი... _ცივად დაუბრუნა პასუხი
-ყოველ შემთხვევაში ასე გაცხადებენ ჟურნალიდან.
-ანუ ასეა.
-თქვენი ტელეფონი მადამ _ სარწეველა სკამებს შორის მოქცეულ დაბალ ხის მაგიდაზე დადო და თავან საქანაო სკამში ჩაჯდა.
-სულ ეს იყო? _წარბი ასწია ქრისტინემ და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.
-სულ ეს იყო ... თუ სათქმელი მეტი არაფერი გაქვს _ ხელები გაშალა ბიჭმა.
-ნამდვილად არაფერი. გმადლობ და კარგად იყავი_ შეტრიალდა ქრისტინე და კიბის მოაჯირს მიუბრუნდა, მაგრამ ჩაბიჯებაც ვერ მოასწრო ყორანივით შავი და უზარმაზარი ძაღლი საფეხურებს მოაწყდა და ზემოთ გამოიქცა. გოგონამ მხოლოდ ერთხელ მოასწრო შეკივლება. მოაჯირს აეკრო და დაელოდა ,როდის გადაყლაპავდა მისი უზარმაზარი კბილებით ,მაგრამ დიდხანს მოუწია ლოდინი. ძაღლმა წინ ჩაურბინა და პატრონის ფეხებთან დაგორდა.
-ყოჩაღ ლედი _ ხელი მოუთატუნა ბიჭმა ბეწვზე და ისიც გაიტრუნა
გოგონამ ნელა გაახილა თვალები და როცა ეს სურათი დაინახა მეტი გული მიეცა
-მადლობას რისთვის უხდი ,რომ შემაშინა?
-შეეძლო დაეგლიჯე ,მაგრამ ასე არ მოიქცა.
- ძალიან გამიმართლა ..._ ჩაიცინა და გაიფიქრა დროზე უნდა გავცილდე აქაურობასო. ასე მოქცევაც დააპირა ...
-ლექციაზე მითვალთვალებდი და ... მერე ჩვენს შორის რაღაც მოხდა ... ცუდად მოვიქეცი ...
-მეჩვენება თუ ბოდიშის მოხდას აპირებ?
-მხოლოდ იმის თქმას ვაპირებ ,რომ მეტისმეტი მომივიდა.
-ჰო ლამის ხელი მომამტვრიე.
-მაგრამ შენ მე მითვალთვალებდი და...
-სულაც არ გითვალთვალებდი. ყველას ვუყურებდი იმიტომ ,რომ ამ ჯგუფში არავის ვიცნობ...
-სტყუი ... ვიცი ,რომ მასე არ იყო _ ფეხზე წამოდგა ბიჭი და მისკენ წავიდა.
-ასემც რომ იყოს მერე რა? კანონით ისჯება შენთვის შემოხედვა? სულთანი ხარ თუ რომის იმპერატორი ? _ გაუბედავად წარმოთქვა და უკან დახევა დააპირა ,მაგრამ მოაჯირმა არ გაუშვა.
-ვერ ვიტან როცა მიყურებენ.
-რაა? მე უბრალოდ გამიკვირდა და შეოგხედე ...
-და რა გაგიკვირდა?
-არაფერი _ ბგერები ერთმანეთში აერია გოგონას
-და შენ ისევ სტყუი ... _ ხელები ჯიბეში ჩაიწყო ბიჭმა და მიაშტერდა. რატომღაც სჯეროდა , რომ სიმართლეს იტყოდა
-ჰო შესაძლოა ვსტყუი იმიტომ ,რომ ... იმიტომ ,რომ ...ყოველ დღე ხომ არ ვხედავ ამხელა ბიჭს ,რომელიც ფრჩხილებს იჭამს? _ხმას აუწია და ეცადა სიმტკიცე შეეძინა თავისი ნათქვამისთვის .
ბიჭმა ელვის სისწრაფით ამოაძრო ხელები ჯიბიდან და კისერში სწვდა. აივნის ბოძზე ზურგით მიაყუდა და უფრო მეტად მოუჭირა. ქრისტინე აფართხალდა და მუშტები დასცხო, მაგრამ ამაოდ . ბიჭს ზუსტად ისე დაებერა კისერზე ძარღვები როგორც იმ დღეს საპირფარეშოსთან. აშკარად ცდილობდა თავის თავს შესწინააღმდეგებოდა ,მაგრამ ამაოდ . მრისხანებისგან მთელი მისი არსება ძრწოდა. ქრისტინე ჯერ გაწითლდა მერე კი სახეზე ლურჯმა ფერმა გადაჰკრა. ვეღარ სუნთქავდა. უკვე თვალებშიც უბნელდებოდა ჰაერის გემო რომ შეიგრძნო. კისერზე ხელი შვა და აივნის მეორე მზარეს ამჯერად ქუჩისკენ გადაეყუდა. რკინის მოაჯირზე ხელი ისე ძლიერად ჩაებღუჯა გეგონებოდათ აგერ-აგერ მოამსხვრევსო. ქრისტინე მუხლებზე დაეცა და ცდილობდა ესუნთქა.
-აქ არ უნდა მოსულიყავი. ჩემი ბრალია ...
ქრისტინე მძიმედ სუნთქავდა და დრო და დრო ახველებდა. ბიჭი მობრუნდა, ხელი შეაშველა და წამოაყენა. საქანელაზე ჩამოსვა და გაწითლებულ კისერზე დააჩერდა.
-მაპატიე არ მინდოდა, თავი ვერ შევიკავე. უბრალოდ არც კი ვიცი ...
-სახლში უნდა წავიდე. შენ მართლა გიჟი ხარ ... ახლა უკვე ეჭვი არ მეპარება
-მე გიჟი არ ვარ_ დაუყვირა მან
-ახლოს აღარ გამეკარო. არ გაბედო ...
-მაღიზიანებს და თავს ვეღარ ვიკავებ.
-ვერც ი ვხვდები რაზე მელაპარაკები.
-ასე მოქცევა არ მინდა ,მაგრამ ... ადამიანებში რაღაც მაღიზიანებს. მაგალითად როცა მაშტერდებიან , ჩემზე საუბრობენ, ცდილობენ ... არც ვიცი ამას რა ქვია ... არც არავინ იცის , მაგრამ ისე ვარ როგორც ხარი წითელ ფერზე. ყველა ადამიანში ვხედავ ,რომ თითქოს ჩემზე საუბრობს, თითქოს მე მიყურებს ...
-ფსიქოლოგთან ამიტომ დადიხარ?
-ფსიქოლოგთან ოთხი წელია დავდივარ.
-დედაჩემიც მაგასთან დადის , მაგრამ ასე ნამდვილად არ ემართება.
-ეს სულ სხვა რამაა. ახლა მართლა სჯობს წახვიდე. მაპატიე უნდა დამეჯერებინა რომ მითხარი ორშაბათს მომიტანეო.
-ჰო, მაგრამ ... იქნებ მითხრა ...
-არაფრის თქმა არ არის საჭირო უბრალოდ წადი. ნუ გეშინია ლედი არაფერს დაგიშავებს.
ბიჭი იმავე კარში შებრუნდა საიდანაც გამოვიდა. ძაღლი ძუნძულით გაჰყვა უკან. რამდენიმე წუთი იჯდა ქრისტინე გაურყევლად. ფიქრობდა ,მაგრამ არც კი იცოდა რაზე. რაღაც სიგიიჟის ჩადენას აპირებდა ამ წამს ,მაგრამ სიგიჟე სულაც არ ეგონა. ჩანთა იქვე დატოვა და ფეხზე წამოდგა. კარში გადააბიჯა და გრძელ დერეფანს გაუყვა. ხის მოჩუქურთმებულმა კიბეები დიდ დარბაზს გადაჰყურებდა. ეტყობოდა სასტუმრო ოთახი ქევემოთ იყო. შავ ტყავის სავარძელზე იჯდა ბიჭი და საჩხრეკით ბუხარს დრო და დრო უძრავდა. ძაღლი თბილ ოთახში კუდს უდარდელად ათამაშებდა და თან ბეწვს იტლეკდა ენით. კიბეზე ჩააბიჯა. ხმაურზე მასპინძელმა უკან მოიხედა და გულწრფელი გაოცება გამოეხატა სახეზე.
-კიდევ აქ ხარ?
-შენი სახელი არც კი გითქვამს.
-შეგეძლო ჟურნალზე მოგესმინა.
-შენ ხომ არც ერთ ლექტორს არ პასუხობ ?
-მართლა სჯობდა წასულიყავი. შენი აქ ყოფნა არც სასურველია და არც უსაფრთხო
-თუ არასაურველი იყო რატომ დამაძალე მოსვლა?
-არასასურველია იმიტომ ,რომ უსაფრთხო არაა. კისერზე მიანიშნა ბიჭმა.
-შეგეძლო შენი სახელი მაინც გეთქვა
-და რა საჭიროა?
- ჩემი სახელი იცი და ამით არაფერი დაშავებულა. არც იმით დაშავდება რამე შენსას თუ გამიმხელ.
-კახა ... კახა ერისთავი ....
-კარგი სახელია ... გვარი უკეთესი ..._ თავი დააქნია ქრისტინემ
-ჰოო ... ჯერ არ შემხვედრია ადამიანი ჩემს გვაარზე ხაზი არ გაესვას.
-მარტო ცხოვრობ? მშობლები?
-მხოლოდ დედა მყავს და ქალაქგარეთ ჩვენს აგარაკზე ცხოვრობს. ჰო ვიცი აგარაკს სხვა დანიშნულება აქვს ,მაგრამ ქალაქში ცხოვრება მობეზრდა და ... ჩემთან ცხოვრებაც არ არის ადვილი. _ კიდევ ერთხელ მიანიშნა კისერზე
-ადამიანები ცხოვრებაში ისეთ რამეს ვაწყდებთ რასაც ვერ ვიფიქრებდით. იდეალური ცხოვრება არავის აქვს. არც მე ... შესაძლოა შენს ცხოვრებასთან შეფარდებით ჩემი იდეალურად მოგეჩვენოს ,მაგრამ ადამიანს რაც აწუხებს ისაა მიშთვის უკიდურესობა.
-არ იყო ცუდი ნათქვამი _ თქვა კახამ და ბუხარში შეშა შეამატა.
-ყველას გვაქვს ჩვენი პატარ-პატარა საიდუმლო. იმიტომაც ქვია პირადი ცხოვრება ,რომ ... მაგრამ არსებობს შემთხვევები როდესაც უბრალოდ უნდა ისაუბრო ამაზე ...
-ადამიანებთან ურთიერთობა ჩემი საქმე არ არის. ადამიანებისთვის მხოლოდ საფრთხეს წარმოვადგენ,
-ეს დიაგნოზი საკუთარ თავს თავად დაუსვი?
-რას გულისხმობ?
- ჰო მაგალითად დღეს დილით მეც დავუსვი ჩემს თავს დიაგნოზი , რომ ჩემს მეგობარ ნაკაზე ცუდ ზეგავლენას ვახდენ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს ,რომ მე მისგან გავიქცე.
-საიდან მოიტანე ეს სისულელე და რა შედარებაა ჩემს მდგომარეობასთან.
-ჰო , შესამჩნევად სულელური და პატარაა შენთან შესადარებლლად ,მაგრამ ‘’ყველაფერი დიდი პატარადან იწყება’’
-რა შემოგთავაზო? რადგან ბოლომდე აპირებ სტუმრის სტატუსი შეინარჩუნო ...
-ყავას დავლევდი ... ვარმერთებ ყავას ...
-დაჯექი და მოგიტან.
-ამ სახლის პატრონს მსახური არ გყავს? _ საჩვენებელი თითი მოატარა ოთახში გოგონამ
-რადგან მსახურიც ადამიანთა კატეგორიას ეკუთვნის .... ესე იგი მისი ადგილი ჩემს სახლში არაა ...
-არა ადამიანებს ? მეც მაგ დევიზით ვცხოვრობ.
კახა ბარში შევიდა და ორ თეთრ ფინჯანში ყავა ჩამოასხა.
-არ გავხარ კაცთმოძულეს
-უბრალოდ არ გამომდის ადამიანებთან ურთიერთობა.
-იმის მერე რაც უკვე ნახევარი საათია შენ აქ ხარ და მესაუბრები დაუჯერებელია ,რომ ადამიანებს ვერ უგებ.
- ამასწინ ჩემს მეგობარ ბიჭთან ვიყავი და ლამის სიცხე გამიზომა , როცა ვუთხარი ჩვენი კურსელი ნაკა გავიცანითქო.
-ან მეგობრები არ გყავს?
-მყავს , ისეთები როგორიც მე ვარ. ცოტათი აუტანლები. ცოტა გიჟები და ... ჩემსავით მარტოსულები.
-რა შენ მსახურიც არ გყავს იდილია ,რომ დაგირღვიოს?
-მყავს , მოდის ხოლმე და ალაგებს. დედა ოცდაოთხი საათი სამსახურშია. გსმენია ასეთი პროფესია ‘’ტელეჟურნალისტი ‘’?
-რათქმაუნდა.
-ჰოდა ეგაა რა ...ასჯერ რომ კითხო დღის მანძილზე სად ხარო ოთხმოცდაცხრამეტჯერ თუ არა ასჯერვე გპასუხებს რომ ტელევიზიაში.
-და მაინც სჯობს ჩემგან თავი შორს დაიჭირო_ ისევ დასერიოზულდა კახა. არ არის ეს სახუმარო.
ქრისტინეს რაღაცის თქმა უნდოდა ,მაგრამ ჯიბეში ტელეფონმა დარეკა.
-მაპატიე უნდა ვუპასუხო.
-რათქმაუნდა _გაურიმა კახამ და ისევ ლედის მოეფერა

-გისმენ კოტიკო.
-სად ხარ ?
-სტუმრად ვარ რა მოხდა?
-არაფერი. მეგობრები მოვიდნენ ჩემთან და ვიფიქრე გამოვა-თქო.
-ჰო მეესმის მაგის ღრიალი, დაუწიე ცოტა ...
-მოდი კიდევ მაქვს ტეკილა
-არც გამაგონო რა...
-მოხვალ?
-ჰო დედაჩემს დავურეკავ. ჩამოვიდა და დაიწყებს ახლა მისებურად ...
-გელოდები მაშინ და გკოცნი.
ქრისტინემ გათიშა და ისევ ჯიბეში ჩაიგდო.
-მეგობარი იყო და უნდა წავიდე.
-ჰო მესმის და მაპატიე გთხოვ...
-გპირდები დავივიწყებ _ ხელი მოისვა კისერზე_მაგრამ ასე როგორ წავიდე წვეულებაზე
-წვეულებაზე მიდიხარ?
-ჰო რაღაც მაგდაგვარია
-მოიცა დამელოდე
-კარგი არაა საჭირო.
-საჭიროა. ჩემი ბრალია ისედაც.
კახამ ის კიბეები აირბინა და აივანს დუყვა რომელიც სასტუმრო ოთახზე იყო გადმომდგარი. ერთ-ერთი კარი შეაღო და შევიდა. კარგა ხანს არ გამოჩენილა. მერე კარი გამოიხურა და გამოვიდა. ეს გაიკეთე ...დედაჩემისაა...
თეთრი შარფი გაუწოდა ბბიჭმა ,რომელსაც ვერცხლისფერი ფიგურები დაჰყვებოდა კიდეზე.
-არ არის საჭირო
-საჭიროა. ეს არ უნდა მომხდარიყო. სხვა არაფრის გაკეთება შემიძლია ამის გარდა. გთხოვ ...
ქრისტინემ გამოართვა და კისერზე სამჯერ მოიხვია.. მის თეთრ მაისურს მოუხდა კიდევაც. გაუღიმა და კიბეებს უკან აუყვა. რამდენიმე წამში თვალს მიეფარა. გარეთ გამოსულს უფრო მაგრად შესცივდა და მოიბუზა. საშინლად ეზარებოდა იმ წვეულებაზე წასვლა თანნ ხასიათიც წაერთვა. კოტიკოს დაურეკა ვერ მოვდივარო და ტაქსით სახლისკენ აიღო გეზი




_ _______
ესეც მეორე ნაწილი
გმადლობთ რომ კითხულობთ
მიყვარხართ ყველანი



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

გამიხარდა ეს ისტორია რომ გააგრძელე მოუთმენლად ველოდი და ძალიან ვისიამოვნე ამ ისტორიით ძალიან მაინტერესებს კახას რა ჭირს ასე რატომ იქცევა და რამ გამოიწვია მისი ასეთი ქცევები... მოკლედ უმაგრესი ისტორიაა და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს და მალე დადე რა გთხოვ...

 


№2  offline წევრი lisebeth

უცნობი ქ
გამიხარდა ეს ისტორია რომ გააგრძელე მოუთმენლად ველოდი და ძალიან ვისიამოვნე ამ ისტორიით ძალიან მაინტერესებს კახას რა ჭირს ასე რატომ იქცევა და რამ გამოიწვია მისი ასეთი ქცევები... მოკლედ უმაგრესი ისტორიაა და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს და მალე დადე რა გთხოვ...

მადლობა <3

 


№3 სტუმარი nino k.d.

ძალიან კარგია მალე დადე მოუთმენლად ველოდები

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

ეს კახა რაღაცას მალავს, მხოლოდ დაავადებას არა, უფრო დიდ და ამოუცნობ რამეს... ასე მგონია. ძალიან კარგად წერ <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent