შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექსპერიმენტი საკუთარ თავზე 9


19-10-2015, 15:19
ავტორი ლორელაი
ნანახია 5 528

შეშინებულმა უკან მივიხედე და ლეჟავას გაბრაზებულ თვალებს,რომ წავაწყდი თავი ჩავხარე-აქ რა მინდა?ან შენ რა გინდა აქ?საერთოდ სად ვარ?ეს სპექტაკლი შენ მოაწყვეე?
-კიდევ მე მელაპარაკები სპექტაკლებზე გოგო??-კბილების ღრჭიალით მომიახლოვდა,ხელი ჩამჭიდა და ოთახისკენ წამაპორწიალა.
-გამიშვი,მეტკინა გამიშვი,ცხოველო-მისი ხელის მოშორებას ვცდილობდი და ხმასაც ავუწიე.
-გაჩუმდი,ერთხელ მაინც გაჩუმდი და მომისმინე-საწოლზე უხეშდ დამაგდო და წინ დამიდგა.-მე მელაპარაკები სპექტაკლებზე გოგო?სად გარბოდი?ვის გაურბოდი-ცდილობდა ხმამაღლა არ ეყვირა და ამის გამო კბილებში ცრიდა თითოეულ სიტყვას-გამეცი პასუხი,ვის გაურბოდი!
-არ გაქ უფლება პასუხი მომთხოვო,ჩემი ცხოვრებაა სადაც მინდა იქ წავალ,არავისთვის ახსნას არ ვაპირებ-ვთქვი ჯიუტად და თვალებში შევხედე,არ ვიცი,რატომ მაგრამ იქ ისეთი სევდა შევამჩნიე,გული მომეწურა.-მითუმეტეს მისთვის ვისაც შეუძლია ასე მომექცეს-ნერვიულობისგან წინადადების დასრულება ვეღარ მოვახერხე,ავდექი და მისგან ზურგშექცევით,ფანჯარასთან დავდექი.
-როგორ მოგექეცი,მიპასუხე!
-მშვენივრად იცი.
-არა არ ვიცი? შემომხედე, შემხედე და ისე მითხარი,როგორ მოგექეცი?-ძალით მიმაბრუნა თავისკენ.
-ასე უცებ გავიწყდებახოლმე?-თავი ჩავღუნე და ამოვიბლუყუნე.
-ემილი,ნუ გამაგიჟე,რას ლაპარაკობ?
-წუხელ რაც გააკეთე,მთვრალი ვიყავი და შენ კი ამით ისარგებლე?თვალს ვერ ვუსწორებდი,მცხვენოდა ამ თემაზე საუბარი.უცებ ხელი შემიშვა,განზე გადგა და უცნაურად ამათვალიერა,მერე ეშმაკურად გაეღიმა,თუმცა ისევ დასერიოზულდა.
-და ამის გამო გამოიქეცი?
-არა მარტო, თუმცა არა მგონია, ესეც პატარა მიზეზი იყოს გაქცევისთვის.მე უნდა დავფიქრდე ლაშა,ძალიან დავიბენი,ავირიე,ბოლო დღეებში იმდენი რამ მოხდა,ვერ გავითავისე ჯერ -ვლაპარაკობდი და ნერვიულად დავდიოდი ოთახში.
-ანუ მარტო მე არ ვარ მიზეზი ხო?-ვიგრძენი,როგორ შეეპარა ხმაში ნაღველი-ასე იმ ახ**რის გამოც მოიქეცი არაა?
გამაკანკალა,მივხვდი უკვე იცოდა ყველაფერი.
-შენ ვინ გითხრა,რომ წამოვედი?თემის შეცვლა ვცადე.
-ნუ ცდილობ სხვა თემაზე გადასვლას ემი,მინდა ვიცოდე რა გაკავშირებს მასთან,რატომ გაურბიხარ?გგონია გაქცევით უშველი თავს?რაღაც დაბრკოლება შეგხვდა და ეგრევე დაყარე ფარ -ხმალი და გამოიქეცი,რატომ არ შეგიძლია ბრძოლა,გგონია თავისით დალაგდება ყველაფერი?თუ არ გინდა იმას უყურო,როგორ დავხოცავთ ერთმანეთს.-ბოლო სიტყვებზე შევხტი,შემეშინდა,გაოგნებული ვუყურებდი ლაშას,რომელიც სიბრაზისგან თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.ასეთი სიტუაცია ისეთი წარმოუდგენელი იყო,ჩემს გამო არასდროს არ უჩხუბიათ ბიჭებს,ამან გამაგიჟა,გული გამისკდა იმის წარმოდგენით,რა შეიძლება მომხდარიყო.-გინდა შენს გარეშე მოვაგვარო ყველაფერი?კარგი ასეც ვიზავ,მაგრამ რა ვუყო იმ ეჭვს რაც მაწუხებს ემილი?
-გაჩერდი გთხოვ,შენ არაფერი არ იცი,ნუ განმიკითხავ,არ გაქვს უფლება,ხო გამოვიქეცი ხო შენ გამოგექეცი და მასაც-ბოლო სიტყვაზე ინტერესით შემომხედა,მივხვდი ვეღარ დავმალავდი,თან არც ძალა შემწევდა-არ ვარ ისეთი ძლიერი, როგორიც შენ,და ნუ მთხოვ ისე მოვიქცე,როგორც შენ გინდა,შენ არაფერი იცი,არ იცი ჩემი ცხოვრება,არ იცი რა მტკივა,რა მიხარია.მთელი ჩემი ბავშვობა და მოზრდილობა წიგნებისა და მასწავლებლებისგან შედგებოდა,სხვა რამისთვის უბრალოდ არც სურვილი მქონდა და არც დრო, პირველად ბიჭს,რომ ყურადღება მივაქციე 18წლის ვიყავი,ეს ბიჭია სწორედ ნიკა,დანახვისთანავე მომეწონა,ორ დღეში სიყვარული ამიხსნა,მეც დავთანხმდი,ორი წელი ვიყავით ერთად,ორი წელი როგორც მანამდე,მაშინაც არავისკენ არ გამიხედავს,მიყვარდა ვუყვარდი და გვიხაროდა ერთად ყოფნა.მერე კი უცებ ადგა და ლონდონში წავიდა,არაფერი უთქვამს,არც დაშორებაზე,არც წასვლაზე,რომ არ გამოჩნდა სახლში მივაკითხე,ნათია ჩემი დაქალი,ნიკას ძმისცოლია,რომ დამინახა თვალი ამარიდა,ყველაფერს მივხვდი, წამოვედი და მთელი ეს დრო მასზე ფიქრში და ოცნებაში გავატარე,უფრო უკარება,უხასიათო და ჩაკეტილი გავხდი,არაფერი არ მინდოდა,დავდიოდი მხოლოდ უნივერსიტეტში,სხვაგან არსად,ჩემს თავში ჩავიკეტე,მინდოდა იმის პასუხი მომეღო თუ რატომ მიმატოვა,ჩემს თავს ვადანაშაულებდი,რადგან აზრზე არ ვიყავი ბიჭებთან ურთიერთობაზე.მხოლოდ ახლა გადავწყვიტე ახალი ცხოვრება დამეწყო,იმ ბინაშიც მაგიტომ გადმოვედი,მეგონა დამთავრდა ყველაფერი,მეგონა დავივიწყე,შენ რომ გაგიცანი ვფიქრობდი,რომ თავიდან დავიბადე,მერე კი,უცებ თავზე დამადგა,ვითომც აქ არაფერი,ვითომ ის ორი წელი არც ყოფილიყოს,ვითომ ის ტკივილი არ ყოფილა,მაშინ გამოჩნდა,როცა შენ გაგიცანი,როცა შენი გავხდი-მთელი ეს დრო ჩუმად მისმენდა,სახე ხან გაბრაზებით,ხან სევდით და ხან ტკივილით ეცვლებოდა,ბოლო სიტყვებზე თითქოს გააკანკალა,საწოლზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო,მე კი ისევ განვაგრძობდი ლაპარაკს-შენ კი ამის მერე მეტყვი რატომ გარბოდიო?შენი აზრით ადვილია,ამ ყველაფრის გადახარშვა?უნდა დავფიქრდე ლაშა,ჩემს თავში უნდა გავერკვე,მჭირდება მარტო ყოფნა გესმის? მჭირდება.კარგად უნდა დავფიქრდე სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ,გულს უნდა მოვუსმინო,არ მინდა ჩემი დაუფიქრებელი და ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილებით ვინმეს გული ვატკინო,ეს ჩემს მთელ ცხოვრებას შეცვლის ლაშა,ვიცი და ამიტომ დრო მინდა.-მთელი ეს დრო თავჩაღუნული მისმენდა,ამ სიტყვებზე ამომხედა და ისეთი ტკივილიანი თვალებით შემომხედა,გული მეტკინა,მომინდა ჩავხუტებოდი.
-მე არ ვაპირებ რამე დაგაძალო ემი,ხელს არ შეგიშლი,იმ ნა***ვარს ველაპარაკე-ამ სიტყვებზე ნერვიულად ჩაიცინა და მერე ისევ განაგრძო-მითხრა,რომ შენი დაბრუნება უნდა...
-რაა?-ამოვიკნავლე გაოცებულმა-თქვენ რაა?
-ხო ,ვილაპარაკეთ,და მე არ ვაპირებ მისთვის შენს დათმობას ემი,ის შენი ღირსი არ არის,თუმცა სხვა საქმეა შენ თუ გინდა მასთან დაბრუნება-ჩამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა-მაგრამ იცოდე,რომ არ დავნებდები,შენს გამო ყველაფერს გავაკეთებ.
-ხო ვიცი პატრულსაც კი გააჩერებინებ ჩემს თავს-ირონიულად ვუპასუხე,რადგან ნერვები მომეშალა მის ნათქვამზე,ნიკა შენი ღირსი არ არისო,რა ხდება ემი,ნუ თუ ნიკას იცავ?ნუთუ მისი პატიება გინდა?ჩემივე ფიქრების შემეშინდა.
-ნუ იგესლები!შენი აზრით რას ვიზავდი,უკან,რომ დავბრუნდი და არ დამხვდი,იმ წუთას თემომაც დამირეკა,შენი და მაგდას ლაპარაკი გაუგია,გავგიჟდი,შემეშინდა-შემეშინდაოო?მომესმა?ნუთუ ლეჟავას,რამის ეშინია?-ასე ნუ მიყურებ ემი,ხო შემეშინდა,დიდი ხანია ასე არაფრის შემშიმებია,შენი დაკარგვის შემეშინდა.-გააგრძელა და თან ფანჯარას დაუწყო ყურება.-ყველგან გეძებე,მაგრამ ვერ გიპოვე,მერე თემომ თავის დეიდაშვილს დაურეკა,პატრულში მუშაობს და მას სთხოვა შენი გაჩერება.დანარჩენი იცი.
-ეს სახლი შენია?
-ხო ჩემია,ბებიაჩემი ვერ იტანს ქალაქს, ამიტომ აქ მოვუწყეთ ყველაფერი.
-ანუ ახლა ბებიაშენიც აქაა?
-ხო,ნუ გეშინია,ტრადიციული ქალი კია, მაგრამ იცის სიყვარული სისულელეებს,რომ გვაკეთებინებს,ასე,რომ აქ შეგიძლია დარჩე,მოგეწონება-მითხრა და ისე ნაზად მომხვია ხელი,რამის ჩავადნი ხელებში.
-რას ამბობ ლაშა აქ ვერ დავრჩები,სირცხვილია.-მისი ხელებიდან გათავისუფლება ვცადე,მაგრამ უფრო მეტად მიმიკრა და შუბლზე მაკოცა-ერთხელ მაინც დამიჯერე ემილი,მე წავალ ხვალ,დრო საკმაოდ გექნება დასაფიქრებლად,გეგიცები არ შეგაწუხებ რეკვით,არც ბებო გკითხავს ზედმეტ რამეს.დამიჯერე-თითებს სახეზე მისვამდა და თბილად მელაპარაკებოდა.-ორ კვირაში დავბრუნდები და წაგიყვან.იმედია მაგ დროს უკვე გექნება გადაწყვეტილება მიღებული პატარავ,შენს მანქანას მე წავიყვან,რადგან ჩემი თემომ წაიყვანა.
-კი მაგრამ ლაშა..-სიტყვის თქმა არ მაცალა ისე დამაცხრა ტუჩებზე,ისე გაშმაგებით მკოცნიდა კინაღამ ტუჩები,მომაჭამა,გული ამიფართხალდა ისე მესიამოვნა,მთელი ტანით ავეკარი და კოცნაში ავყევი,ნელნელა დამშვიდდა და ახლა უფრო ნაზად მკოცნიდა,თან სასიყვარულო სიტყვებს ჩამჩურჩულებდა,მაგრამ მიყვარხარო მაინც არ უთქვამს.ცოტა ხანში მომშორდა,გამიღიმა-მიდი მოწესრიგდი, ბებია გველოდება-მითხრა და კარისკენ წავიდა,მეც მივბრუნდი მაგრამ მოულოდნელად საჯდომზე წამომარტყა ხელი-ისეთი მადისაღმძვრელია თავი ვერ შევიკავეო და კარი გაიხურა.

----------
მაპატიეთ დაგვიანებისთვის,მაგრამ მგონი ამ თავით გამოვისყიდი ფანაშაულს,თქვენ კი კომენტარებს თუ არ დაიზარებთ,ძალიან გამიხარდება,თქვენი აზრი მაინტერესებს,თორემ ასე მგონია არ მოგწონთ.გმადლობთ,რომ კითხულობთ.ლორე



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ვეცდები 12ის მერე დავდო.მადლობა კონტარისთვის

 


№2 სტუმარი black

Huuuh kaiaaaahhh :D la kai qal seeeen?!:*

Genatalleee:D:* mikvalxall da male dade axali tavi icoode

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

black
Huuuh kaiaaaahhh :D la kai qal seeeen?!:*

Genatalleee:D:* mikvalxall da male dade axali tavi icoode


Vaime shen ar ici rogor gamaxareeee,Madloba aseti tbili sityvebistvis,vexdebi imedebi gavamartllo,tqven ubralod daakomentaret,miyvarxaart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent