შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა მის გარდა შენთვის არაფერს არ აქვს მნიშვნელობა


19-10-2015, 22:14
ავტორი luana
ნანახია 3 082

2009 წელი 22 აპრილი
დღეს ანოს დაბადებისდღეზე ვიყავით, სანდრო ჩემ წინ იჯდა. ბევრი დავლიეთ ვეჯიბრებოდი, მაგრამ ბოლომდე ვერ გავქაჩე იმან მეტი დალია. თვალს არ მაშორებდა არც მე ვაშორებდი, სხვა დროსაც ეჯახებოდნენ ჩვენი თვალები ერთმანეთს, მაგრამ ფხიზელი მალევე მოვდიოდი გონს ეხლა კი, არც ერთი არ ვაპირებდით თვალის არიდებას. ძალიან მომეკიდა სასმელი იქნებ მისი თვალების ბრალიც იყო არ ვიცი 15 წლის ვარ და მსავსი რამ არ მიგვრძნია, ცუდად ვიყავი, როგორც იქნა მოვწყვიტე თვალები და ახლა ჭიქაზე გავაშტერე მზერა. ცოტა ხანში მისი ხმა გავიგე, მაგრამ შინაარსი არ მესმოდა, კიდევ გამიმეორა, მაინც ვერ გავიგე ძლივს მოვიფიქრე და ავხედე.
-რამე მითხარი?
-მიყვარხარ
-მთვრალი ხარ
-ამას რა მნიშვნელობა აქვს?
-აქვს.
მხოლოდ ეს ვუთხარი დაწამოვედი. რატომ არ ვიცი, უბრალოდ მეწყინა, ხო ასე რამდენი ხანია მიყვარდა, რამდენი ხანია მხოლოდ მისი თვალებისთვის მიღირდა ცხოვრება, მაგრამ მან მხოლოდ მთვრალმა გაიმეტა ,,მიყვარხარ"

2009 წელი 23 აპრილი
დღეს ისე არ მიყურებდა, როგორც ადრე თითქოს მერიდებოდა. ალბად გუშინდელზე ფიქრეობდა არ ვიცი, იქამდე არ შემოუხედავს სანამ მის გასაგონად არ ვუთხარი ანოს რომ ისეთი მთვრალი ვიყავი არაფერი მახსოვსთქო. მერე ისევ დამეჯახნენ მისი თვალები. არ ვიცი იქნებ მართლა გრძნობს რამეს? მეშინია.

2009 წელი 30 მაისი
მხოლოდ გაკვეთილებზე ვგრძნობ მის მწველ მზერას, რამდენჯერაც შევხედავ მიყურებს, არაფერს მეუბნება, იქნებ არც არაფერი აქვს სათქმელი? არ მინდა მასზე ვიფიქრო, არ მინდა რომ მიყვარდეს, მაგრამ არ შემიძლია.

2009 წელი 10 ივნისი
გუშინ ექსკურსიაზე ვიყავით. არ ვიცი რა უნდა სანდროს ალბად ჩემი სიკვდილი. როგორი თბილი იყო ვერ ვცნობდი. გვერდიდან არ მომშორდა ისეთი არაფერი, მაგრამ კარგად გავერთეთ. ყოველწუთს ვგრძნობდი მის თვალებს.

2010 წელი 15 თებერვალი
გუშინ გიო მოვიდა სკოლაში დილით 14 თებერვალი იყო. ყვავილები მომიტანა. არ ვიცი მეგონა გასაგებად ვუთხარი, რომ სხვა მიყვარდა, ქაჯობა არ დავიწყე და გამოვართვი საჩუქარი, მაგრამ გავაფრთხილე რომ იგივე არ გაემეორებინა. მას რომ ველაპარაკებოდი კარებში სანდრო დავინახე, არა სანდრო არა ვიღაც სხვა, ეს არ იყო ის თბილი, მწვანეთვალება ბიჭი, ეს იყო ყინულის და ცეცხლის ნაზავი ერთად. მეგონა მომკლავდა ისე მიყურებდა. გავშეშდი, თვალი ვერ მოვაშორე, ის კი შებრუნდა კლასში და მთელი დღე არ შემოუხედავს. სახლში, რომ მივდიოდი პატარა ბავშვმა საჩუქარი მომცა გავხსენი და ყელაბამი იყო წერილთან ერთად ,,მეგონა სიტყვებს თვალები გერჩივნა''. გული კინაღამ ამომივარდა ავტირდი ხო შუა ქუჩაში ვტიროდი. როგორ მინდა რომ ვუთხრა რომ მისი თვალების გარდა ყველა და ყველაფერი ფეხებზე მ კიდია.


2010 წელი 20 მაისი
უკვე მართლა მეპარაბა ჩემ ჯანმრთელობაში ეჭვი. როგორ შეიძლება ამდენი წელი მიყვარდეს ბიჭი, რომელიც საუკუნეში ერთხელ მელაპარაკება და მხოლოდ თვალებით ვგრძნობ, რომ ჩემი არსებობა ახსოვს. ისე მინდა წავშალო ჩემი მოგონებებიდან, მაგრამ არ შემიძლია მინდა დავივიწყო მისი ყველა გამოხედვა, მაგრამ სისხლში მაქვს გამჯდარი მისი სიყვარული.

2011 წელი 24 ინვისი
გუშიმ ბანკეტი მქონდა ბოლო დღემდე ყველას უარი ვუთხარი მეწყვილეობაზე მეგონა სანდრო მეტყოდა, მაგრამ არა ის არ ჩანდა და მეც საბასთან ერთად გადავწყვიტე წასვლა.
წინა საღამოს მისგან მესიჯი მომივიდა
-საბას მიყვები?
-კი
-რატომ?
-მინდა და იმიტომ
-ანუ საბასთან ერთად გინდა მისვლა?
-ხო
-გასაგებია
აღარაფერი მივწერე არ ვიცოდი რა მეთქვა. მერე საბას დავურეკე და ვუთხარი რომ მარტო მივიდოდი პირდაპირ რესტორანში ასეც მოვიქე. რესტორანში დაგვიანებით მივედი მართლაც რომ ეფექტი მოვახდინე ჩემი წითელი გამოყვანილი და წინ და უკან ამოღებული კაბით, მაგრამ სიმართლე,, რომ ვთქვა სანდროს გარდა მაინც ვერავის თვალებს ვხედავდი.
იმდენად დამძაბა მისმა მზერამ რომ აივანე გავედი. ორ წუთში მისი ხმა გავიგე
-მარტო რატომ მოხვედი?
-ასე მინდოდა
-რა მალე იცვლი აზრს ? გუშინ სხვა რაღაც მითხარი
-მოდი პორდაპირ მითხარი რა გინდა?
-რატომ არასდროს არ მელოდები?
-რა?
-ჩემთან ერთად არ გინდოდა წამოსვლა?
-არ გიკითხავს
-არ ჩავთვალე საჭიროდ
-რა?
-კითხვა.
-რატომ?
-იმიტომ რომ მეგონა ჩემგარდა ყვალას უარს ეტყოდი, იმიტომ რომ მეგონა დამელოდებოდი, იმიტომ რომ მეგონა შენც იცოდი რომ მოვიდოდი, იმიტომ რომ მეგონა შენც გესმოდა თვალების ენა.
-უნდა წავიდე გამიშვი
ვუთხარიდა მინდოდა მისი მკლავებიდან თავის დაღწევა, მინდოდა თავი დამეღწია მისი თვალებისგან, რომლებიც მკლავდა.
-სანამ არ მიპასუხებ არსად გაგიშვებ
მითხრა და უფრო ამიკრა სხეულზე.
-და რისი მოსმენა გინდა?
-მაინტერესებს რას გრძნობ ჩემ მიმართ
-არაფერსაც არ ვგრძნობ.
-ხო?
-ხო არაფერს არ ვგრძნობ
-დარწმუნებული ხარ?
მკითხა და ტუჩებამდე მანძილი ერთი სანტიმეტრიც არ დატოვა
-კი დარწმუნებული ვარ
ვუთხარი სუნთქვაგახშირებულმა და კიდევ ერთხელ გავიბრძოლე მის მკლავებში
-მაშინ არ გეწყინება თუ შევამოწმებ
მითხრა და არაფერი მათქმევინა ისე სწრაფად მაკოცა. შემიძლია ვთქვა, რომ მაშინ თავიდან დავიბადე არა ეს არ ყოფილა მარტო კოცნა, ეს იყო ორი ადამიანის ერთად გადაქცევა. ვიცოდი ვინანებდი, მაგრამ არ შემეძლო წინააღმდეგობა არ ავყევი მაგრამ არც გავიბრძოლე. მკოცნიდა და ვხვდებოდი, რომ სიტყვები არასდროს მჭირდებოდა მისი კოცნა ყველაფერს ეყოფოდა. ბოლოს არ ვიცი, როგორ მაგრამ შევძელი ტუჩების წართმევა. შემომხედა და თვითკმაყოფილმა გამიღიმა.
-კარგი ნებისყოფა გქონია.
-დარწმუნდი რომ არ მიყვარხარ?
-არა იმაში დავრწმუნდი რომ ჩემსავით ჯიუტი ხარ
ეს მითხრა და წავიდა. აღარ მინდოდა დარბაზში დაბრუნება და პირდაპირ გარეთ გავედი ტაქსი ვერ ვნახე და ფეხით მივდიოდი. უცებ მკლავზე ხელის მოჭერა ვიგრძენი და ისევ გადავეყარე მწვანე თვალებს
-სახლამდე ფეხით აპირებ მისვლას და თან ესე ჩაცმული?
-სახლამდე არა იქამდე სანამ ტაქსს ვიპოვი
-რომ ვერ იპოვო?
მითხრა და მანქანასთან მიმიყვანა
-მარტო მოვედი და მარტო წავალ
-აღარ გაგიმეორებ
ვიცოდი აზრი არ ქონდა შეწინააღმდეგებას და ჩავჯექი. სახლამდე მხოლოდ თვალებმა ილაპარაკეს ჩვენ არა.
-ნახვამდის
გადასვლა დავაპირე მაგრამ კარი ჩაკეტილი იყო
-გამიღე
-რა არის სიყვარული?
-რააა?
-ხო რა არის სიყვარული?
-როცა მის გარდა შენთვის არაფერს არ აქვს მნიშვნელობა.
-შენს გარდა ჩემთვის არაფერს არ აქვს მნიშვნელობა.
-ესეიგი გიყვარვარ
ვუთხარი და გავიცინე რა მაცინებდა? შინაგანად გაგიჟებას ვიყავი, მაგრამ მინდოდა მღელვარება დამეფარა
-მართალი ხარ მიყვარხარ მაგრამ თვალები ყოველდღე ამას გეუბნებოდა და რატომ ვერ მიხვდი?
-შენ თვალებს მეტყველების პრობლემა აქვთ ალბად
არ ვიცი რატომ ვლაპარაკობდი ესეთ სისულელეებს.
-ელენე არ არის ხუმრობის დრო
-რა გინდა? გინდა გითხრა რომ ყველაფერს კარგად ვხვდებოდითქო?
კარგი ვხვდებოდი? მერე? შენი თვალებით ლაპარაკი ამართლებს იმას რომ ამდენი წელი ასე უსიტყოდ გაატარე? რომ ამდენი ხანი არაფერი მითხარი? შენი თვალები თუ ლაპარაკობდნენ არც ჩემი იყო მუნჯი და გაგეგო რომ შენი ახლოს ყოლა მჭირდებოდა?
-მესმოდა, უბრალოდ პატარა იყავი ვიცოდი 14 წლის არ მოინდომებდი ჩემი გრქმეოდა. მინდოდა გავზრდილიყავით კარგად გარკვეულიყავი გრძნობებში.
-მე არაფერში გარკვევა არ მჭირდებოდა ახლა კი კარი გამიღე.
-შენ გარდა ჩემთვის არაფერს აქვს მნიშვნელობა.
მითხრა და კარი გამიღო. გადმოვედი, მოვდიოდი და ვტიროდი ცხოვრებაში მეორედ ისევ სანდროს გამო ვტიროდი.


2015 წელი 10 აგვისტო
22 წლის ვარ დავამთავრე იურიდიული, ვმუშაობ საკმაოდ კარგ კომპანიაში ადვოკატად. შეყვარებული მყავს, მალე ალბად ვიქორწინებთ, კარგი ბიჭია გიორგი. ხო გიორგი, სანდროთან ყველაფერი მალე დამთავრდა. ბანკეტის მერე ერთი თვე ერთად ვიყავით. არ გამოვუტყდი სიყვარულში, მაგრამ ორივემ ვიცოდით რომ გვიყვარდა ერთმანეთი. მერე გიორგი ისევ გამოჩნდა სანდრომ უაზროდ იეჭვიანა მე გავბრაზდი არ ვაპატიე და დავშორდი. ის წავიდა საზღვაგარეთ და 4 წელია არ მინახავს.
გიორგი? არ ვიცი ალბად მინდა, რომ ვინმე მიყვარდეს და მეც ვცდილობ შევიყვარო. მაგრამ ვიცი რომ სანდროსავით ვერასდროს შევიყვარებ.

2015 წელი 3 სექტემბერი
გუშინ ჩემი დაბადების დღე იყო რესტორანში ვიყავით მეგობრები. გიორგიმ ხელი მთხოვა დავთამხდი. თითქოს სადღაც სანდრო დავინახე კინაღამ გული გამისკდა ცუდად გავხდი და აივანზე გავედი. ორ წუთში ფეხის ხმა გავიგე და შევბრუნდი კინაღამ მოვკვდი სანდრო რომ დავინახე.
-თხოვდები?
-დაბრუნდი?
-ხო დავბრუნდი
-რატომ?
-არ მქონდა უფლება?
-აქ რა გინდა?
-შენ.
-არ გაქვს უფლება ერთ თვეში ვთხოვდები.
-არაუშავს.
-წადი?
-რატომ?
-აღარ მიყვარხარ.
-გიყვარდი ოდესმე
-იდიოტი ხარ?
-სიტყვები!
-არ მომეკარო
გავიწიე, მაგრამ მაინც დამიჭირა ხელი
-რატომ ცდუნებას ვერ გაუძლებ?
-წადი დამანებე თავი
-არასდროს
-რა არადროს ოთხი წლის წინ ხომ დამანებე თავი, ოთხი წლის წინ ხომ მიმატოვე ეხლა რა გინდა?
-გიმეორებ რომ შენ მინდიხარ. ეს ოთხი წელიც მხოლოდ შენ მინდოდი, მინდოდი და მხოლოდ იმიტომ წავედი რომ შენ დამშორდი. მაგრამ არ მოგცემ უფლებას რომ სხვას გაყვე ცოლად
-აიი თურმე რატომ ჩამოხვედი.
-ელენე დაშორდი გიორგის
-ვითომ რატომ მე ის მიყვარს
-არ გიყვას
-რა იცი?
ისევ ისე სწრაფად დაეტაკა ჩემ ტუჩებს და ისე მკოცნიდა, მეგონა გული გამისკდებოდა მონატრებამ, სიყვარულმა, ყველაფერმა ეხლა შემახსენა თავი, ჩემ პრინციპეპს ვუღალატე და დანიშნული ქალი სხვას ავყვი კოცნაში. ძლის მოვწვიტე ჩემი ტუჩები მისას მან კი კმაყოფილმა მითხრა
-აი საიდან ვიცი
ამ დროს გიორგი გამოვიდა აივანზე და რომ მიხვდა რა ხდებოდა გამწარებული მივარდა სანდრო და სახეში გაარტყა არც სანდრომ დაიხია უკან და ერთმანეთს გამეტებით ურტყავდნენ. არ მაინტერესებდა რა მოხდებოდა წამოვედი, ბათუმიდან თბილისში დავბრუნდი და გიორგის მესიჯი მივწერე
,,მაპატიე შენი ღირსი არ ვარ, ვერასდროს შეგიყვარებ ისე როგორც შენ გიყვარვარ."

2015 წელი 20 სექტემბერი
ეს დღეები სულ სახლში გავატარე არავის ზარს ვპასუხობდი და არსად მივდიოდი არ მინდოდა სადმე გიორგი ან სანდრო მენახა. გუშინ ღამით კარებზე ბრახუნმა გამაღვიძა გული კინაღამ გამისკდა. გავიხედე და სანდრო იყო არ ვაპირებდი გაღებას მაგრამ ის წასვლას არ აპირებდა კარი რომ გავაღე შემოვარდა
-შენ გიჟი ხარ? მეგონა რაღაც დაგემართა არავიზე ფიქრობ?
-და ჩემზე ფიქრობს ვინმე? აინტერესებს ვინმეს ელენე რას გრძნობს?
-მე მაინტერესებს
-რომ გაინტერესებდეს ესე არ მომექცეოდი 4 წელი არ მიმატოვებდი
-ელენე მე არ მიმიტოვებიხარ შენ დამშორდი და მე მინდოდა შენთვის დრო მომეცა სანამ თვითონ მოინდომებდი შერიგებას, მაგრამ შენ ხომ თავმოყვარეობას ვერ აჯობე და თხოვდები
-შენ მე მიმატოვე
მაინც იგივეს ვიმეორებდი და მესამედ ისევ სანდროს გამო ავტირდი უცებ მოვიდა, მთელი ძალით ჩამეხუტა და თავზე მკოცნიდა
-ვერ შევძლებ ვერ დავივიწყებ ამხელა ტკივილს
-ელენე შევძლებთ ორივე ერთად შევძლებთ, უბრალოდ დამიჯერე, მენდე და დაშორდი გიორგის
-დავშორდი უკვე
-რა თქვი?
-ხო დავშორდი მაგრამ შენთან ვერ ვიქნები უნდა წახვიდა
-გინდა რომ წავიდე? არ გიყვარვარ
-მინდა რომ წახვიდე
-ელენე აღარ დავბრუნდები თუ წავალ
არაფერი არ მიპასუხია მეშინოდა თუ დარჩებოდა მერე ვეღარ გავძლებდი მის გარეშე, მე კი მეშინოდა რომ ისევ წავიდოდა. სანდრომ კედელს წიხლი მიარტყა და კარი გაიჯახუნა. კარის ხმის გაგონება და ჩემი გამოფხიზლება ერთი იყო. ეს რა ვქენი ისევ მე გავუშვი, ისევ მე დავკარგე, მის გარეშე რა ვქნა არა არ შემიძლია.
კარები გავაღე და კისრისტეხვით დავეშვი კიბეებზე. უკვე მანქანაში ჯდებოდა რომ დამინახა.
-სანდრო რა არის სიყვარული?
_როცა მის გარდა შენთვის არაფერს აქვს მნიშვნელობა.
-შენ გარდა ჩემთვის არაფერს არ არქვს მშიშვნელობა.
ვუთხარი გავექანე და მის ტუჩებს დავეტაკე.
-ელენე სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ.
-მე იმის იქითაც.



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

გავთბი <3

 


№2  offline წევრი luana

ლორელაი
გავთბი <3

love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent