შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიღბიანი გოგონა ანუ ძიძა? -4-


20-10-2015, 20:19
ავტორი Firefly
ნანახია 2 827

ტკბილი სიზმრები მაღვიძარამ დამირღვია,ისარი რვას აჩვენებდა.ზანდატად წამოვდექი საწოლიდან შიშველი ტერფები ცივმა იატაკმა სულ გამიყინა სააბაზანოში შევედი ჯაკუზი წყლით ავავსე და თბილი წყლის შეხებისას ტნუტივით ავკრუსუნდი.თბილი ტალღები ყელზე ნაზად მელამუნებოდა და თვალდახუჭული პატრა ბავშვივით ოცნებებში ვცურავდი.Elvis Costello-ს "she" უკვე მერამდენად უკრავდა ტელეფონი და მეც სულელივით მეტირებოდა...არვიცი მაგრამ ეს მუსიკა ჩემთვის ძალიან ახლოა,მატირებს,ემოციით მავსებს და მახსენებს რომ ქალი ვარ,ქალი რომელსაც სიყვარული სჭირდება...
ალბად ერთი საათი იყო გასული რაც სააბაზანოში ვიყავი და წლის პროცედურებს ვიტარებდი.ჩემს ოთახში გავედი სველი თმა გავიშალე თბილი წინდები ამოვიცვი და ხალათით სამზარეულოში გავედი ყავის მოსამზადებად.უკვე გამზადებული ყავა წინ დავიდგი და ისევ მშთანთქა ფიქრებმა.
-ისებ მღერი უკრავ როგორც ადრე?-ფიქრებიდან მარის ხმამ გამიმიყვანა.
-არა-ვუთხარი და ნოსტალგიაც მომაწვა.როგორ მიყვარდა ჩემი როიალი,თოვლის ფიფქივით ქათქათა..როგორ მომინდა ახლა რომ მასზე რამე ლამაზი მელოდია დამეკრა...
-კაი რა ტირი?-მკითხა შეწუხებულმა მარიმ.
-არააა უბრალოდ დღეს ზედმეტად სენტიმემტალური ვარ თან ნახე რალამაზად წვიმს მივანიშნე ფანჯარაზე საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა.
-როგორ მომენატრა ჩემი ძველი მანო!-ტირილით თქვა მარიმ და ცამეხუტა.
-ნეტავ იცოდე მე როგორ მენატრება ძველი ცხოვრება რომლებიდანაც მხოლოდ ტკბილად გასახსენებელი მოგონებებიღა შემომრჩა-ამოვთქვი ნაწყვეტებად და მწარედ ავტირდი.
-ასეთი ცხოვრება შენ თვითონ აირჩიე მანო ახლა კიდევ ნანობ!დაბრუნდი სახლში გთხოვ დაანებე თავი იმ ხალხს ყველაფერს სასამართლო მოაგვარებს-ტირილს არ წყვეტდა მარი.
-ხომ იცი აზრს არ შევიცვლი-ვუთხარი და ოდნავ გავუღიმე.-ნახე შენი ტელეფონი რეკავს და აზუზუნებულ ტელეფონზე მივანიშნე.
-რეზია-მითხრა და ყურებამდე გაიკრიჭა.
-მე მოვემზადები დაღეს ჩემი პირველი დღეა სამსახურში-ვუთხარი ჩუმად და ჩემს ოთახში შევედი.ღია ფერის ტანზე მომდგარი ჯინსის შარვალი ჩავიცვი ლურჟი პერანგი ზევიდან ტყავის ქურთუკი მოვიცვი ფეხსაცმელები ამოვიცვი ზამბარისებური შავი თმები ჩამოვიშალე და ლურჯი თვალებზე ჩვეულად გადავისვი ხელი.სათვალე გავიკეთე სუნამოც დავისხი და ჰოლში გავედი.
-მარიკუნა მე წავედი-გავძახე სამზარეულოში მოფუსფუსე მარის ჩანთა ავიღე და კარისენ დავიძარი.
-წარმატებულ დღეს გისურვებ ძვირფასო-მომაძახა მარიმ და კოცნა გამომიგზავნა.
-მადლობა შენც-ვუთხარი და კიბეები ჩავირბინე.ჩემს მანქანაში ჩავჯექი და ჩემი აღსაზრდელის სახლისკენ წავედი.
მანქანა დიდი წითელ სახლთან გავაჩერე.ულამაზესი ბაღის გავლით მივადექი კარებს და ზარი დავრეკე.კარი ეკომ გამიღო.
-მანო მოხვედი გელოდებოდით-მეხვია პატარა ეკო, ხელი ჩამკიდა და სახლში შემატრა.საბოლოოთ სამზარეულოში შევედით.ვატო გაზქურასთან იდგა და ბლინებს აცხობდა.
-გამარჯობა-
-გამარჯობა მანო-ოდნავ მოტრიალდა ვატო და ისევ თავისი საქმე განაგრძო.
-დაგეხმარებით-ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი.
-თეფშები მარცხენა კარადაშია-გასცა განკარგულება და შემდეგი პარტია დააწყო აშიშხინენულ ტაფაზე.


საუზმე იმეზე გემრიელი გამოუვუდა ვატოს ვიდრე წარმომედგინა.ვატო მშვენიერი მზარეული გამოდგა.ეკო თავის ოთახში ავიყვენე და სკოლაში წასასვლელად მოვამზადე.
-მანო დღეს სკოლიიდან შენ წამიყვან?-მკითხა ეკომ.
-ჰო მე გამოგივლი-
-კარგია შოკმანჟე მომენატრა შენი გაკეთებული-ტუჩები გაილოკა გოგონამ.
-ერთად გავაკეთოდ მაშინ-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
-კარგი!-ტაში შემოჰკრა და კიბეები ჩაირბინა და ვატოს მოეხვია.პირველად ვხედავდი კლასიკურად ჩაცმულ ვატოს თეთრი პერანგზე გამომწვევად იწონებდა თავს მისი კუნთები,შავი შარვალი ეცვა ნუ სულელივით ვუყურებდი!პირველად მომეწონა მამაკაცი ასე ძალიან.
-ეკოს საკოლიდან გამოყვანამდე თავისუფალი იქნები-მითხრა ვატომ ეკოს კიდევ ერთხელ აკოცადა სახლი დატოვა.
ეკატერინე სკოლაში დავტოვედა მე გეგისთან წავედი.ჭრიალით შევაღე ძველი კარები.
-მანოც მოსულა-სკამიდან წამოიწია გეგი და ხელი ჩამომართვა.
-დრო ცოტა მაქვს ასერომ პირდაპირ გკითხავ-
-ჰო გისმენ-
-ახალი ხელსაწყოები და კამერები მჭირდება-
-ჰო მარამ ახლახან არ ჩამოგიტანე?-გაიკვირვა კაცმა.
-კიდევ მჭირდება -ვუთხარუ მკაცრად.
-კარგი დაგირეკავ როცა მოვაგვარებ-
-კარგი-ვუთხარი და შენობა დავტოვე.კიდევ რამოდენიმე ადგილას შევირბინე ყველა წვრილმანი დავაზუსტე და სკოლაში წავედი ეკოს გამოსაყვანად.
-მანოოო-სიხარულით გამოიქცა გოგონა ჩემსკენ და მომეხვია.
-უკვე მომენატრე პატარავ-ვუჩურჩულე ყურთად და ლოყები დავუკოცნე.
-მალე წავიდეთ შოკმანჟე მინდა ძალიან-
-კარგი მაგრამ სამეცადინოც ბევრი გვაქვს არდაგავიწყდეს-
-არდამავიწყდება.-
სახლში მისვლისთანავე შევედი სამზარეულოში და შოკმანჟეს კეთება დავიწეყე ეკო თავის ოთახში ავიდა გამოსაცვლელად.
-მანო მეჩავასხამ რაა-საწყალი თვალებით შემომხედა ეკომ .
-მიდი აბა-გავუღიმე და ადგილი დავუთმე.ბევრი ვიმხიარულეთ გამზადებული შოკმანჟე მაცივარში შევდგით და სამეცადონოთ დავსხედიტთ.
-აუ არმიყვარს მათემათიკა-ამოიბუზღუნა გოგონამ და საწოლზე გაწვა.
-არცმე მიყვარდა-მეც იგივე ტონალობაში ვუთხარი და გვერდით მივუწექი.
-იცი მანო მე შემზე ვოცნებობდი-მითხრა თვალებ მილულულმა.მე გამეღიმა და ლამაზ დალალებზე ხელი გადავუსვი.
-შენნაირ დედიკოზე ვოცნებობდი-მითხრა და ფშვინვა ამოუშვა.ერთხანს ცრემლჩამდგარი ვიჯექი მის წინ და თმებზე ვეფერებოდი ცრემლები ღვარად ჩამომდიოდა ღაწვზე.მერე წამოვდექი საბანი გავუსწორე და მერეშევამჩნიე კარებთან მდგარი ვატო რომელიც მე მიყურებდა.



№1 სტუმარი Guest გვანცა

რატო არ გააგრძელეძაან მაინტერესებდაა!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent