შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯარისქალი 1


20-10-2015, 20:59
ავტორი sopiko
ნანახია 3 005

საწოლზე ვიწექი და ფეხებს უსაქმურად ვიქნევდი. ახალ გასართობს უშედეგოდ ვეძებდი და თან ფიქრებით ჩემ მათე ბიჭთან დავფრინავდი. ნეტავ, რას აკეთებს? სად არის? შემთხვევით ხომ არ ცუღლუტობს? ხო, ვაღიარებ ეჭვიანი ვარ, მხოლოდ ზომიერების ფარგლებში. მოულოდნელად ტელეფონმა ბოლო ხმაზე დასჭექა და მეც ისე ავხტი, ლამის თავი ჭერს მივარტყი. ‘’მ ა თ ე’' დიდი ასოებით ეწერა ეკრანზე და მეც სიხარულით ვუპასუხე:
-ჰელოუ! ნინე გისმენთ!-შევძახე გალაღებულმა და კომოდზე თთები ავათამაშე.
-უნდა ვილაპარაკოთ!-მომესმა მისი საეჭვოდ მკაცრი ხმა და მეც წარბები უკმაყოფილოდ შევჭმუხნე.
-რამე ხდება და მე არ ვიცი?-ვითომ და დასერიოზებულმა მივუგე. არა რა! ჩემი შეცვლა წარმოუდგენელია!
-თუ შემხვდები გაიგებ!-მისი ხასიათზე მოყვანა მაინც ვერ შევძელი. ოო, ეს იგი საქმე მართლაც ძალზედ მნიშვნელოვანია.
-ჩვენ ადგილას...-დავიწყე მე, მაგრამ უმალ შემაწყვეტინა. ვერ გავიგე რა უტაქტობაა!
-არა! ჩემთან მოდი!
ჰმ, ახლა კი მივხვდი ყველაფერს არველაძევ! რაღაც-რუღაცეები მოგენატრა ხომ? ამიტომაც დაგბოხებია ხმა! შვებით ამოვისუნთქე და თავი ღიმილით დავუქნიე, იმას კი ვერ მივხვდი რომ , ტელეფონიდან გამოძრომა და ჩემი დანახვა არ შეეძლო.
-გესმის ჩემი?-მოუთმენლად გადამამოწმა და მეც ისევ ჟესტების გამოყენებას ვაპირებდი, გონს რომ მოვეგე და კეკლუცად გავეპასუხე:
-მოვქრივარ!-სანამ გავთიშავდი ველოდი იმ ერთ, მაგიურ სიტყვას, მაგრამ რათ გინდა... ერთი ამოიხვნეშა და უთქმელად გაწყვიტა ზარი.
-მოიცა.. მოიცა... ეს რას ნიშნავს?-გავიბუსხე და ტუჩები გავბუშტე. ვერ გაიმეტა ხომ? ვნახოთ ‘’ზედმეტები’’ რომ მოუნდება, ვის ნახავს ჩემ გარდა.
გაბრაზებულმა გადავიცვი კრემისფერი სარაფანი და თავზე ლამაზი აბადოკი დავიკოსე. ესეც ასე! კაციშვილი... უფრო სწორად ქალიშვილი ვერ გადამიკოჯრავს მშვენიალურ აღნაგობაში. სანამ ქუჩაში გავიდოდი კიდევ ერთხელ შევავლე საკუთარ თავს თვალი სარკეში და ორაზროვნად ჩავიღიმე. გავიფიქრე და რა გავიფიქრე... ნამდვილი ჭკუისკოლოფა ვარ!
წინ ავტობუსმა გამიარა და ჩემი კაბა ოდნავ ‘’შეალამაზა’’. კარგი, ეს არაფერი! მაინც და მაინც ახლა მოტყდა ჩემ ‘’წკაპუნას’’ ქუსლი და მეც ცალ ხელში დავიჭირე და ასე გავემართე ავტოსადგომისკენ.
ოჰო, ეს უკვე სხვა საქმეა. მათე ბიჭმა ჩემსავით მომხიბვლელი ‘’ბეემ-ვე’’ მისაჩუქრა, ოცი წლის იუბილეზე. გამიხარდა როგორია... ლამის ჭკუიდან გადავედი და კისერი ლამის მოვაგლიჯე.
მანქანის კარი გამოვაღე და კომფორტულ სავარძელზე კომფორტულად მოვთავსდი. ეს რა არის? გვერდითა სკამზე ვარდისფერი ლაქა შევნიშნე და პირზე ხელი ავიფარე. ღმერთო, ამას რომ რამე დაემართოს, ჩემ ყველა ტანსაცმელს ასევე დავალაქავებ, ამ საცოდავის ნაცვლად ვიძიებ შურს!
როგორც იქნა მივაღწიე მათეს კორპუსს. საცობების დამსახურებით ნახევარი საათი დამაგვიანდა. ფართხა-ფურთხით ავირბინე კიბეები და კარი დაუკითხავად შევაღე.
-აბა, რა იყო? რა მოხდა?-ლაპარაკით შევედი მისაღებში და დაღვრემილ მათეს წავაწყდი. აქ უკვე სხვა რაღაც სხვა ამბავია! ბოლთას სცემდა და ყურადღებასაც არ მაქცევდა.
-იქნებ გამაგებინო რატომ ვერ დგები ერთ ადგილას და ძუ მგელივით კედლებს აწყდები?-შეტევაზე გადავედი და ჩემი ლამაზი ხელები ცხვირწინ ავუფრიალე.
მათემ ორი წუთით თავისი ზღვისფერი თვალები მომაპყრო, მერე კი დივანზე ჩამოჯდა. ცოტა მეც ავნერვიულდი, ოღონდ სულ ცოტა...
-უნდა დავშორდეთ!-მოკლედ მომიჭრა და ურცხვად გამისწორა მზერა. მე? ერთ ადგილას გაშეშებული ვიდექი და მულტფილმის გმირივით ცეცხლებს ვყრიდი. როგორ შეეძლო ასე უბრალოდ პირში მოეხალა ეს წინადადება და წარბიც არ შეეხარა.
-რა? რა თქვი?-როგორც იქნა ამოვიდგი ჩემი მეტრიანი ენა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ მოულოდნელობისგან ერთ სანტიმედრამდე ჩამოსულიყო.
-უნდა დავშორდეთ!-სიტყვა-სიტყვით გაიმეორა და ფეხზე წამოდგა.-ასეა საჭირო ნინე და ძალიან გთხოვ პანიკებში არ ჩავარდე!
კიდევ კარგი გამაფრთხილა, თორემ ნამდვილად ვაპირებდი იმერელი ქალივით ‘’ვაი-ვუშის’’ ატეხვა. ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე და რამდენიმე ნაბიჯით მივუახლოვდი.
-ესე იგი ვშორდებით!-მაინც, ყოველი შემთხვევისთვის გადავამოწმე და ხელები გულზე გადავიჯვარიდინე.-და თან საჭიროებაცაა! მიზეზი?
მათემ მხრები აიჩეჩა და უგულოდ თქვა:
-ალბათ იმიტომ რომ ერთმანეთს არ ვეკუთვნით.
რაზე ლაპარაკობდა ეს ვაჟბატონო, როცა ორი დღის წინ სიყვარულს მეფიცებოდა და ჩემს აჩრდილად იყო ქცეული. უკვე ცხვირიდანაც ცეცხლებს ვისროდი. არა! რა სინდისით ამართლებდა თავის საქციელს.
-სულელი ვარ... არადა როგორ მჯეროდა შენი...-სინანულით გადავაქნიე თავი და გასასვლელისკენ გავემართე.
-ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაშინ გულწრფელი არ ვიყავი ნინე!-დამადევნა უკან მაგრამ მისი სიტყვებისთვის ყურადღებაც არ მიმიქევია, ისევ გავვარდი სახლიდან. ფეხი გამწარებულმა ვკარი ავტომობილს და გზა ფეხით გავაგრძელე.
‘’ეს როგორ გამიბედა! ასე როგორ მომექცა!’’-გულში უკანკასკნელი ნაგავივით გავლანძღე და აცრემლებუმა მივიხედ-მოვიხედე. მაინტერესებდა ვინმე ხომ არ მიყურებდა, ვერ ვიტან ქალები სისუსტეს რომ იჩენენ, მაგრამ საყვარელ ადამიანთან დაშორება მართლაც რთული ყოფილა.
‘’ვშორდებით! ვშორდებით! ვშორდებით!''-თავი ვეღარ შევიკავე და იქვე, კეელს მივებჯინე. უეცრად ფეხზე რაღაც ვიგრძენი და შემცბარმა დავიხედე დაბლა. უბრალო ფურცელი იყო! მეტი არაფერი! წარმოვიდგინე რომ პატიების წერილი იყო, რომელსაც არველაძე მიგზავნიდა და ანაზდად ხელი ვტაცე აქეთ-იქით ნაგდებ თაბახს. იმედი პირველივე სიტყვაზე გამიცრუვდა. მ ს უ რ ვ ე ლ ე ბ ო ასე იწყებოდა განცხადება. გადაგდება დავაპირე, მაგრამ ერთმა წინადადებამ თვალი მომჭრა და კითხვა გავაგრძელე.
‘’ვისაც სურს სამხედრო საქმიანობას გაეცნოს და აითვისოს, 19-დან 30 წლამდე, ორივე სქესის წარმომადგენლებს, დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 17 20 15. ‘’
ეს რაღაც საჩემოა! არასდროს მიოცნებია ჯარისკაცი, ჰმ, ჯარისქალი ვყოფილიყავი, მაგრამ ამჯერად სრულიად მარტო დარჩენილს ბედი ამ სფეროშიც უნდა მეცადა. თუ ჭკუა გადამიტრიალდებოდა უარს არც ამ პროფესიაზე ვიტყოდი. ნამდვლა არ ვარ წუნია და პრეტენზიული ქალბატონი, მიუხედავად ქარაფშუტობისა.
მაშინვე მობილური ამოვიღე ჯიბიდან, ნომერი აკრიფე და მწვანე ღილაკს დავაჭირე. იმედია გამოდგება არასასიამოვნო ურთიერთობების დასავიწყელად.
-ალოუ-მომესმა გადასხვაფერებული ‘’ალო’’ და გულში ხმამაღლა გადავიკისკისე. რა მაკისკისებდა ,რომ მაკისკისებდა, მაგრამ რა ეგონა მათეს. დავდგებოდი და მის დაკარგვას ვიგლოვებდი? აქეთ ჩაიცვას შავი ტანისამოსი.
-გამარჯობა, იცით მე განცხადების თაობაზე გიკავშირდებით!-ავჭიკჭიკდი ჩემებურად და მის შემდეგ ორიგინალ სიტყვას დაველოდე, ასევე ორიგინალი ლექსიკონიდან.
-აჰაამ, გასაგებია! მგონი ჯობს თუ ჩვენ ოფისში გვესტუმრებით და უკეთესად გაერკვევით სიტუაციაში.
ეს გადამისამართება მოდაში შემოვიდა, თუ მე მიცილებენ თავიდან. სხვა რა გზა მქონდა, მისამართი კარგად ჩავიბეჭდე გონებაში და სამარშრუტო ტაქსი გავაჩერე. ისევ ძვლივსძვლივობით ავბაკუნდი, მხოლოდ ახლა გამახსენდა დაზიანებული ქუსლი და ჩემი სიმპათიური, შუა გზაში მიტოვებული საჩუქარი. ეჰ, როგორ ვღელავდი მასზე დილით, მერე კი არც დავფიქრებულვარ, ისე დავტოვე წარსულში ჩემ პირველ და უკანასკნელ სიყარულთან ერთად. უკანასკნელ? რა უიმედო ხარ ნინე... მაგრამ ისე ძლიერად მიფეთქავდა გული, რომ მივხვდი, არველაძის დავიწყება მარტივი არ იქნებოდა.
კონტროლიორის მომაბეზრებელი ხმა მომესმა, რომლისგანაც ეს ბოლო ერთი წელი დასვენებული ვიყავი. თვალები უღონოდ გადავატრიალე და მომლოდინედ მივაცქერდი.
-გაქვთ თუ არა ბილეთი?-თვალები გაუბრწყინდა, როგორც ჩანს შემატყო, სამგზავრო ბარათი რომ არ გამაჩნდა.
რამდენიმე წუთი ვიჭოჭმანე, მერე კი დროის გაყვანის მიზნით ვკითხე:
-ნახვა გინდათ?
-დიახ!-დაუზარებლად გამომეპასუხა და ახლა მოხუც ქალს ჰკითხა იგივე.
-აუცილებლად?
-აუცილებლად!-ისევ დაუფიქრებლად დამეთანხმა. ჩემ გვერდით მდგარმა ახალგაზრდა ბიჭებმა სიცილი ატეხეს. მე დამცინიან ვითომ? თუ ამ თავდაუზოგავ ‘’მონიტორინგის სახმსახურს’’?
-რატომ? აქამდე არ გინახავთ?-გულუბრყვილო სახე მივიღე და ყურებამდე გავიკრიჭე. ახლა მათეს რომელიმე ახლობელმა რომ დამინახოს, იტყვიან ამ გოგოს საერთოდ არ ყვარებია ჩვენი ძმაკაციო, მაგრამ რა ვქნა რომ ეს პატივცემული თავს არ მანებებს.
-ძალიან გთხოვთ, დროს ნუ მართმევთ! ბილეთი წარმოადგინეთ!-აბობოქრდა კონტროლიორი და მეც ცხვირი ჩამოვუშვი. უცბად ავტობუსი შეინძრა და მივხვდი რომ გავჩერდით. გარემო ინსტქტურად მიმოვათვალიერე და აი, სად ყოფილა ჩემი იღბალი ჩამალული. ჭავჭავაძის 79. ‘’მათი’’ ოფისი.
-ნახვამდის!-მივუგე გაცისკროვნებულმა და კიბეს პატარა ბავშვივით გადავახტი. მართალია კინაღამ მანქანამ გამიტანა, მაგრამ ისე გამაბედნიერა ერთი ადამიანის რისხვისგან გადარჩენამ, რომ სულ ასკინკილით დავიწყე დანიშნული ადგილის ძებნა.
სუპერმარკეტს გვერდით რომ ჩავუარე, შემთხვევით თვალში მომხვდა მისი სახელიც ‘’შ.პ.ს. მათე’’. ისევ მოვიწყინე და ავირიე. ტყუილად კი არ ვიყავი მარტის თვეში დაბადებული. ამინდივით მეცვლებოდა ხასიათი. ხან ცხრათვალა მზესავით ვიღიმოდი, ხანაც ვიღრუბლებოდი.
ბოლოს და ბოლოს იმ კომპანიასაც მივაგენი და ადმინისტრატორის გასაგონად ჩავახველე, საქმეს რომ მოწყვეტოდა და თავი მაღლა აეწია.
-უკაცრავად, სად შეიძლება კონკრეტული ინფომაცია მივიღო, სამხედრო საქმიანობასთან დაკავშირებით? აი, მოხალისეებზე რომ იყო განცხადება.-თავაზიანად ვკითხე მე და თან ირგვლივ მიმოვიხედე, იქნებ ნაცნობი სახე შემენიშნა.
-აი, იმ კაბინეტში შებრძანდით!-მიმითითა ნაცრისფრად შეღებილ კარებზე და მეც ჯერ დავაკაკუნე ცივილიზებური ადამიანივით, მერე კი შიგნით თამამად შევაბიჯე.
სავარძელზე ასაკოვანი ქალი იჯდა და კლავიატურას მთელი ძალით უბარტყუნებდა თითებს. ჩემს დანახვაზე სკამზე მანიშნა და მეც თავპატიჟი არ გამომიდია. დარწმუნებული ვიყავი, რომ მეტად საინტერესო საუბარი მელოდა წინ.

.........................................................
მნიამმ, აბა, ჯარისქალებო სად ხართ?!
პირადად მე დიდად ამაზე არ ვოცნებობ და არც ადრე მიოცნებია, მაგრამ სიზმარში მეც ბევრჯერ მინახავს, თუ როგორ ვიყავით მე და ჩემი დაქალი ომში და ბლა, ბლა, ბლა...
თქვენ ხართ ჩემი ტკბილი კამფეტები და იმედი მაქვს ახლაც გამახარებთ თქვენი შეფასებებით...
ეს არც ისე დიდი ისტორიაა, თუმცა ჯანსაღი იუმორით, რათან ცოტა განიტვირთოთ სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ.
სიყვარულით სოფიკო...



№1  offline წევრი teke08

Qai iyo veli shemdeg tavs sopiko

 


№2  offline მოდერი sopiko

teke08
Qai iyo veli shemdeg tavs sopiko

მადლობა :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent