ყინულის ყვავილები (ნაწილი 3)
გამარჯობა! :დ დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის,რაღაცნაირი კვირა მქონდა და მუზა გამექცა,გუშინ და დღეს ძლივს დავიჭირე ეგ მაიმუნი:დ მადლობა,რომ კითხულობთ,ძალიან,ძალიან მახარებთ! _______ -ახლა შენი თავი არ მაქვს,მამა!-კბილებს შორის გამოვცერი. გამომეტყველება იმდენად შესამჩნევად შეეცვალა,წამით ვიფიქრე,ვიღაცამ გაღიზიანებისფერი ფარდა გადააფარა-მეთქი სახეზე. დღემდე ვერ გამიგია,მამას რატომ ვეძახდი,როცა ჩემგან (და არამარტო) არაკაცის ტიტულს უფრო იმსახურებდა. ტყუილი იქნება თუ ვიტყვი,რომ მასზე გული მხოლოდ ერთი შემთხვევის გამო ავიცრუე. სინამდვილეში მთელი ბავშვობა წარმოსახვით ყულაბას ვავსებდი მის შესაძულებლად გამოსადეგი მიზეზებით. არ მომწონდა,როგორც პიროვნება. თავისი ქედმაღლური სიარულიდან იმ არწარმოთქმულ ბოდიშამდე მაღიზიანებდა,რომელიც მუხლმოდრეკილს,ტკივილით უნდა დაეჩურჩულებინა დედაჩემისა და ჩემი დის წინაშე. მასზე ფიქრისას,თითქმის ყოველთვის მეკვროდნენ კანზე გულიდან წამოსული ზიზღის ჭიები,თითქოს თითოეული მათგანი გარეთ გამოსვლისა და მამაჩემის ცოცხლად შეჭმის სურვილს ჰყავდა ატანილი. მიუხედავად იმისა,რომ მადლობელი ვიყავი საკვებისა და თავზე არსებული ჭერისათვის,არასოდეს არ მავიწყდებოდა,რომ ეს ჭერი ქვიშის სასახლეს ეკუთვნოდა და წუთი-წუთზე დაიშლებოდა წვრილ-წვრილ ნაწილაკებად,რომელთა კვლავ გასაერთიანებლად სიყვარული,დრო და,ყველაზე მთავარი - სურვილი იყო საჭირო,რაც,მე პირადად არ გამაჩნდა. -არ დაიღალე? გაურკვეველი დრო დამჭირდა იმის გასააზრებლად,რომ ზემოხსენებული სიტყვები ჩემი მისამართით იყო წარმოთქმული,იმდენად ღრმად დავცურავდი საკუთარ ფიქრებში. დავიღალე? რას უნდა დავეღალე,ნეტავი! ჩემზე დალხენილი ცხოვრება ვის ჰქონია?! -შენ?-კითხვა შევუბრუნე. ო,როგორ მინდოდა საკუთარ ცოდვებსვე მოეღოთ ბოლო მისთვის. -რა "მე"?-რათქმაუნდა მშვენივრად მიხვდა,რაც ვკითხე,უბრალოდ პასუხი ვერ მოიფიქრა,ან - ვერ ამოღერღა. -შენ არ დაიღალე,მამა?-აჰა,ისევ ეს "მამა"!-ან შენ რას აკეთებ აქ,ამ შუაღამისას? ანა ვისთან დატოვე? შენი ფისუნია ხომ არ ჩამოვარდა თავისი ორმეტრიანი ქუსლებიდან? კიდევ ერთი გაღიზიანებისფერი ფარდა ნელ-ნელა დაეშვა მის სახეზე და ლოყები შეუფაკლდა. -კატო გახდა შეუძლოდ,-ამოღერღა ბოლოს. კატო ზემოხსენებული ფისუნია იყო,მამაჩემის ოცდახუთი წლით უმცროსი მეუღლე. ქალი,რომელსაც ყველაფერი ქუსლებზე შემდგარს მოჰყავდა წესრიგში და გამუდმებით რომელიღაც საზიზღარი სუნამოს ტკბილ სურნელად ყარდა.-გული წაუვიდა. -რას ამბობ,მართლა?-გავიკვირვე.-სერიოზულია რაიმე? ანა სად დატოვე-მეთქი? -არ ვიცი ჯერ,ექიმს ველოდები. და მირანდა,-კეფა მოიქავა,-ანა უკვე დიდი გოგოა,მარტოც შეუძლია დარ… -მარტო დატოვე?!-შევაწყვეტინე. -არა,რათქმაუნდა არა!-სწრაფად უარყო.“კიო”,რომ ეთქვა,ვფიცავ იქვე გამოვასალმებდი სიცოცხლეს. ანას მარტო ყოფნის ძალიან ეშინოდა,განსაკუთრებით ღამ-ღამობით.-მაკასთან ერთადაა. მე მხოლოდ იმას ვამბობდი,რომ უკვე გაიზარდა და ნელ-ნელა მოგვიწევს მისი მარტო დატოვება. მე და კატო… -გაიზარდა? ჯერ მხოლოდ 13 წლისაა!-ისევ შევაწყვეტინე. ასე ხდება ყოველთვის,როდესაც მამაჩემს ველაპარაკები. იმდენ სისულელეს მეუბნება,რომ ვეღარ ვითმენ და სათქმელს არ ვამთავრებინებ ხოლმე. -ცამეტი წელი შენ პატარა გგონია,გოგო?! მისი ასაკის ბავშვები უკვე… -არ მაინტერესებს,გესმის? სულ ფეხებზე რას და როგორ აკეთებენ სხვა ბავშვები! ანა სხვანაირია და შენ ეს მშვენივრად იცი! ბოლოსდაბოლოს,შენი დამსახურებითაა ასეთი,მამა! და თუ მისი მოვლა-პატრონობის უნარი და სურვილი არ გაგაჩნია,ჩემთან გამოუშვი,ასე შენც დაისვენებ,შენი კატოც,მეც და ანაც! თავის დროზე არც უნდა გეთქვა უარი,როცა ანას მეურვეობის სურვილი გამოვთქვი,მაგრამ შენ ხომ ბატონი კახა ლორია ხარ,შვილებს როგორ გაახარებ! მაშინ-ღა გავჩუმდი,როდესაც მკლავზე მოულოდნელი ტკივილი ვიგრძენი. რომ დავიხედე,მამაჩემის ხელი დავინახე. ისე ძლიერად მიჭერდა,რომ თითის სახსრები გადათეთრებული ჰქონდა და ლამის იყო ძვლებს კანი გაეჭრათ. ცხოველი. -ენა ჩაიგდე,ხმა აღარ ამოიღო,გესმის?!-დამიყვირა. შემდეგ რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და დაბალ ხმაზე გააგრძელა,-რამდენჯერ...რამდენჯერ უნდა გითხრა,რომ დედაშენს რაც დაემართა იმის გამო ვწუხვარ და...და ვნანობ. გესმის? ვნანობ!-დაასრულა თუ არა,ისეთი თვალებით გამომხედა,თითქოს ჩემგან "კარგი,მამა! არაუშავს,რაც მოხდა,მოხდა! მერე რა,დედაჩემს რომ უღალატე და როდესაც მან გვიან ღამით სხვა ქალის სახის ლოკვაში გართული დაგინახა,უკანმოუხედავად გაიქცა,სადღაც დაიკარგა და მხოლოდ ორი დღის შემდეგ იპოვეს ცოცხალ-მკვდარი? ვის არ მოსვლია,მამა. და ჰო,რაც ყველაზე მთავარია-დედა ორსულად იყო და ჩემი და გულით ავადმყოფი დაიბადა. არაფერია,მამა!-ს" ელოდა. იოცნებოს. -ნანობ,არა?-განავლისფერ თვალებში შევხედე,რომელიც სამწუხაროდ მისგან მეც მერგო და მოულოდნელად სიცილი წამსკდა. ვიგრძენი,მხარზე ხელი უფრო ძლიერად რომ მომიჭირა,მაგრამ სიცილი უკვე ისტერიულ ხარხარში გადამდიოდა და ყურადღება არ მიმიქცევია. მე ისედაც დამსხვრეული ვიყავი სულიერად და ფიზიკური ტკივილი არ მაინტერესებდა,ხოლო თავად შეეძლო მოეტეხა თითები,მერე ვეღარ აიყვანდა ხელში ქუსლებიდან ჩამოვარდნილ მეუღლეს და ეს უკანასკნელი იფართხალებდა მიწაზე მანამ,სანამ ვინმე ახალი,ფულიანი კაცი გამოუჩნდებოდა. ბატონი კახას სახე რომ არ დამენახა,თვალდახუჭულმა განვაგრძე სიცილი,რომელიც ნელ-ნელა ტუჩებზე მაკვდებოდა და ვიცოდი,რომ მალე ტირილში გადამეზრდებოდა. საბოლოოდ მაშინ გამოვფხიზლდი,როცა მივიწყებული ფსიქოლოგის ხმა გავიგონე. წყალი მოეტანა ჩემთვის. იმის არც თავი და არც სურვილი მქონდა,რომ საკუთარი საქციელის გამო მის წინაშე სირცხვილი მეგრძნო,მხოლოდ მადლობა გადავუხადე,ჭიქა გამოვართვი და სულმოუთქმელად გამოვცალე. უკაცრავად-მეთქი,მაინც ჩავიბუტბუტე ფინჯნის დაბრუნებისას და მანაც თავი დამიქნია,არაუშავსო. მერე თავის კაბინეტში შებრუნდა და კარი უხმაუროდ დახურა. კიდევ კარგი,გიჟი არ ვეგონე. თუმცა,ალბათ ვეგონე კიდეც,უბრალოდ არ ჩაერია,ვინაიდან და რადგანაც პაციენტი არ ვიყავი. მასთან ერთად ჩემს განცდებზე რომ მესაუბრა,ნამდვილად საგიჟეთში ამოვყოფდი თავს,რადგან სხვა მრავალ მიზეზთან ერთად,მე ვიყავი ადამიანი,რომელსაც საკუთარი მშობლები სძულდა. ერთი იმიტომ,რომ უნამუსო,მოსიარულე ეგოიზმი იყო,ხოლო მეორე-სუსტი და მშიშარა. საყვარელი მამაკაცის ღალატი ბევრს განუცდია,მაგრამ დედაჩემის მსგავსად უკანასკნელი იდიოტივით არავინ არ მოქცეულა და შვილები,რომელთა შორისაც ერთი ჯერ კიდევ მუცელში ჰყავდა,ფეხებზე არ დაუკიდებია. დედა წუთისოფლის მსხვერპლად არ მიმაჩნდა. ერთადერთი მსხვერპლი ანა იყო,ჩემი პატარა და,რომელიც შეშინებული მოევლინა ქვეყანას,მთელი ბავშვობა ჩემ კალთას ეფარებოდა და ერთადერთი ოცნება ჰქონდა - გაეცნო ქალი,რომელმაც ის გააჩინა. ამ უკანასკნელს მე “ქალს,რომელმაც საკუთარი ტკივილის გამო კინაღამ შვილი მოჰკლას” უფრო ვუწოდებდი,მაგრამ ვინ მეკითხება?! არა,ისე,საინტერესოა,ორსულობის ასეთი ორიგინალური დასასრულები გენში გვაქვს თუ არა. იქნებ ვიღაცამ ჯადო გაგვიკეთა? “სახლში ნიკას პერანგებს შევამოწმებ,რომჯელიმეს ჯიბეში ფრჩხილები ხომ არ ყრია-მეთქი”,გავიფიქრე. ნიკა რა შუაში იყო,მაგრამ მაინც! აი,უკვე საკუთარ ცხოვრებასაც დავცინოდი,ყოჩაღ მე! -მორჩი?-მკითხა მამამ,რომელსაც ხელები გულზე დაეკრიფა და უცნაური გამომეტყველებით მიმზერდა. ვერც კი შევნიშნე,როდის მომაშორა ხელი მკლავიდან. -რა ვიცი,კახა,მოვრჩი?-მხრები ავიჩეჩე. ვიგრძენი,როგორ არ ესიამოვნა ჩემგან სახელით მიმართვა,მაგრამ არ მანაღვლებდა,რადგან მე ზოგადად მასთან საუბარი არ მსიამოვნებდა,თუმცა ვითმენდი. საავადმყოფოს კედლები მოვათვალიერე. დაგუბებული ცრემლების წყალობით გაწელილ-გამოწელილად მომეჩვენა,ამიტომ თვალები სწრაფად დავახამხამე მათ მოსაშორებლად. -კატო ორსულადაა.-მომესმა უცებ. -რა? -ჰო,-თავი ჩაქინდრა მამაჩემმა,-წეღან მოგატყუე,არ მინდოდა...არ მინდოდა... -მწყენოდა?-სიტყვა შევაშველე. მერე თავი გავაქნიე.-გავბრაზებულიყავი? კატო დამეწყევლა? ჰო,აბა,იქვე მოვიგლეჯდი თმის ღერსა და ფრჩხილს და მამას შარვლის ჯიბეში ჩავუტენიდი,ბედნიერება რომ არ ღირსებოდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,მეწყინა,რომ დამიმალა. მაგრამ,ალბათ დავიმსახურე. -გწყენოდა. მირანდა,შენ..რაც შენ გადაიტანე... -დედამაც გადაიტანა. "და კიდევ სხვა მრავალმა", დავამატე გულში. -არა,დედაშენი მოკვდა,ანა კი გადარჩა. შენ შემთხვევაში პირიქით იყო... -მამა!-ვინ იცის,მერამდენედ შევაწყვეტინე.-ამოღერღე,რისი თქმაც გინდა. ეს შაქარმოყრილი სიტყვები რა საჭიროა?! -კატოს ეშინია,მირანდა!-ისე სწრაფად მიპასუხა,თითქოს აქამდე ჩემგან ნებართვის მიცემას ელოდა.-ეშინია რომ ისიც...შენსავით...ხომ ხვდები? -ვხვდები.-უცებ ნიკოლოზი მომინდა. -იქნებ დაელაპარაკო? აქვეა,პალატაში. ძალიან ნერვიულობს,მირანდა. დღესაც ცუდად გახდა. ეშინია. -არ დაველაპარაკები.-ჩემ პასუხზე მამას სახე წაეშალა.-რატომ ეშინია? შიშს რა აზრი აქვს? მე რომ მეშინოდა დედას გამო ხომ ნახე,რაც დამემართა? კატოს ჰყავს ოჯახი,რომელიც სულ გვერდში უდგას,მე ვერაფერში დავეხმარები.დაანებოს ქუსლიან ფეხსაცმელს თავი და დატკბეს იმით,რომ მუცელში შვილი ჰყავს. ჩემი რჩევები ვერაფერში დაეხმარება და ვერ შეაჩერებს იმ აგურს,რომელიც შესაძლოა ოდესმე თავში დაეცეს. სათქმელი მეტი არაფერი მაქვს. და გილოცავთ! პირი ისე დააღო,თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა,თუმცა გადაიფიქრა,თავი დანანებით გაიქნია,ზურგი მაქცია და ისე გამცილდა,რომ არც კი დამემშვიდობა. მეტჯერ აღარ უკითხავს,მე რას ვაკეთებდი საავადმყოფოში. არ ვაინტერესებდი. ❀ ❀ ❀ -გშია?-ვკითხე ნიკოლოზს,როცა ფეხები თბილ ჩუსტებში შევაცურე და ჩვენი ქურთუკები საკიდზე ჩამოვაცვი. -არა,მეძინება.-გამომძახა საძინებლიდან. აღარაფერი ვუპასუხე,იქვე მიყრილ მის ფეხსაცმელებს ხელი დავავლე და თავის ადგილზე დავაბრუნე. ნიკა მამაჩემის წასვლიდან დაახლოებით ნახევარ საათში გამოჩნდა სახეგაბრწყინებული. ბავშვის გადარჩენა მოახერხეს და სიხარულისგან მეცხრე ცაზე დაფრინავდნენ. მის ბედს კი მომდევნო დღეებში გადაწყვეტდნენ. უნდა ვაღიარო,პატარა მტირალის გადარჩენა მეც ძალიან გამიხარდა. მას არაფერი დაუშავებია,სიცოცხლეს,ბედნიერებას და ულევ სიხარულს იმსახურებდა და იმედი მქონდა,რომ თუ რომელიმე ოჯახი მას იშვილებდა,სიყვარულით გამთბარ კედლებს დაახვედრებდა სახლში. მასთან დაკავშირებული ავი ფიქრების გამო თავს ჯერ კიდევ დამნაშავედ ვგრძნობდი,თუმცა ვცდილობდი ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმექცია. მაინც ვერაფერს შევცვლიდი და აზრი?! ეს ბავშვი უბრალო შემხვედრი იყო,მისი აღმოჩენით გამოწვეული გრძნობები მალე განელდებოდნენ და მეც და ჩემი მეუღლეც ჩვეულ,მოსაწყენ ცხოვრების რიტმს დავუბრუნდებოდით. ოთახში შესულს წელსზემოთ შიშველი ნიკოლოზი დამხვდა,რომელიც ორივე ხელით ქამრის შეხსნას ცდილობდა. უნებურად გამეღიმა. -არ გცივა? -მცივა,-შარვალი იქვე,პატარა სავარძელზე მიაგდო. შემდეგ საბნის ქვეშ შეძვრა და ჩემი საყვარელი ღიმილით დამაჯილდოვა,-მაგრამ გავთბები. -არ მესმის,რატომ იტანჯავ თავს ამ სიცივეში,ჩაიცვი რა,საღამური!-თავი დანანებით გავაქნიე. -რომელი,მირა,წითელი,მაქმანებიანი თუ ატლასის,გემრიელი დეკოლტეთი? -აზრი არ აქვს შენთან ლაპარაკს!-უხმოდ გამეცინა. თანხმობის ნიშნად მოკუმული პირიდან რაღაც გაურკვეველი ბგერები ამოუშვა და თვალები დახუჭა. რა საინტერესოა! ბავშვის ამბავმა გაგვახალისა ასე? სახიდან ღიმილი ნელ-ნელა მომშორდა. რა იქნებოდა ახლა ჩვენი საწოლის გვერდზე ბავშვის საწოლიც რომ მდგარიყო? იდგა კიდეც,მაგრამ იას სიკვდილიდან რამდენიმე კვირაში,სამსახურიდან დაბრუნებულმა ნიკოლოზმა მასში მოკალათებული რომ მიპოვა თეთრი,პატარა წინდებით ხელში კედელს მიშტერებული,ჩვენი კორპუსის სარდაფში მცხოვრებ გაჭირვებულ ოჯახს ჩაუტანა,ჩემზე გაბრაზებულმა. მახსოვს,როგორ ვთხოვდი,ვევედრებოდი და ცრემლებში ვიხრჩობოდი,რომ ეს არ გაეკეთებინა,მაგრამ არ მომისმინა,ხმასაც არ მცემდა. მიბრაზდებოდა იმის გამო,რომ ცხოვრებას ვინგრევდი. იმ ღამეს სხვა ოთახში დაიძინა და მიუხედავად იმისა,რომ წყალივით მჭირდებოდა,მასთან არ მივსულვარ. მეორე დღეს,შედარებით დამშვიდებულმა მითხრა,რომ აკვნის ჩატანას ისედაც აპირებდა და რამდენიმესაათიანი ცრემლების ღვრის შემდეგ,როგორც იქნა,დამითანხმა,რომ იასთვის ნაყიდი ტანსაცმელიც მეზობლებისთვის მიმეცა. და სწორედ მაშინ,ცრემლით დანამული სახით რომ გავუწოდე ცელოფანი მუცელგამობერილ,თვალებაწყლიანებულ ქალს,მივხვდი,თუ როგორ მძულდა ის ფაქტი,რომ ვიღაცას ვეცოდებოდი. შვილი დავკარგე,მაგრამ ჩემი ტკივილი სხვებისთვის არ უნდა მომეხვია გარს ისე,რომ სუნთქვა გასჭირვებოდათ. იგი გულში,ცხრაკლიტულში უნდა ჩამეკეტა და მხოლოდ მარტო ყოფნის დროს გამომეშვა,რათა არავინ შეწუხებულიყო. ნიკოლოზი იყო ერთადერთი,ვისაც ყველა გასაღები ხელთ ჰქონდა. ჩემდა გასაკვირად,ტირილის სურვილი არ მქონდა,არადა - მთელი გზა მაღაზიიდან საავადმყოფომდე საკუთარ ბალიშზე მინდოდა ცრემლების ღვრა. ალბათ,საავადმყოფოში მოვიოხე გული. ნაქსოვი,გრძელსახელოებიანი ზედა და ქვედაბოლო სწრაფად შევცვალე საღამურებით,ოთახში სინათლე ჩავაქრე და დავწექი. სრულ სიბნელეს მხოლოდ გარედან შემოსული ლამპიონების შუქი არ აძლევდა გაბატონების უფლებას. ნიკოლოზი იქვე რომ არ მყოლოდა,ეს ფაქტი გამახარებდა,რადგან სიბნელის დიდი მოყვარული არასდროს ვყოფილვარ,მაგრამ ახლა ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა,ჩემ მეუღლესთან ერთად სრულ სიბნელეშიც კარგად ვიგრძნობდი თავს. ის ჩემი იმედი,საყრდენი იყო და როგორი მონდომებითაც არ უნდა მეცადა ამის უარყოფა,ვერაფერს გავხდებოდი. ნიკოლოზისკენ მივიწიე,შუბლი მხარზე ჩამოვადე და თითქმის მაშინვე ვიგრძენი თმაზე მისი სუნთქვა რომ მომეფრქვია,ცოტა ხანში კი რაღაც შემეხო. ტუჩები? ჰო,ტუჩები,რომლებიც ასე მიყვარდა. შემდეგ,ხელი მკლავზე დავადე,ოდნავ მოვუჭირე,თვალები დავხუჭე და სიჩუმეს დავუგდე ყური. უცებ ნიკა ისე სწრაფად და მოულოდნელად წამოჯდა,მომეჩვენა,თითქოს ჩემმა გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა. ინსტიქტურად მეც მას მივყევი. იდაყვები მუხლებზე დაეწყო და სახე ხელებში ჩაერგო,რაღაცაზე გამალებით ფიქრობდა. შეკითხვის ნიშნად ხელი მხარზე დავადე,მაგრამ არაფერი უპასუხია,მხოლოდ თავი გააქნია. ტუმბოზე შემოდებულ საათს შევხედე. საათი და რამდენიმე წუთი გასულიყო ჩვენი სახლში დაბრუნებიდან. როდის ჩაგვეძინა? ნიკას ალბათ კოშმარი ესიზმრა. აბა,ტყუილუბრალოდ ასე გიჟივით რას წამოხტებოდა? -ნიკა,-არ უპასუხია.-ნიკა!-ისევ სიჩუმე. ის იყო,ხელი უნდა ჩამექნია და დავწოლილიყავი,რადგან მეუღლე არაფერს მეტყოდა,რომ სახე ხელებიდან ასწია. -მოდი ჩემთან!-დაიჩურჩულა და ხელი საბნის ზემოდან დამადო მუხლზე. რა დაემართა? ხმაამოუღებლივ დავმორჩილდი,მისკენ მივცურდი,კალთაში ჩავუჯექი და ხელები მხრებზე მთელი ძალით შემოვხვიე. ვიცოდი,ჩახუტება რომ სჭირდებოდა. მერე მისი ხელები ვიგრძენი,წელზე რომ შემომისრიალდნენ და ტკივილამდე ამაკრეს მის სხეულს. აი,ეს მაძლებინებდა ამდენ ხანს,ეს მისახავდა სიცოცხლის სურვილს,ძარღვებში სისხლს მიდუღებდა და მიყვარდა. მხარზე მოფრქვეული მისი სუნთქვა,თბილი ხელები,გულისცემა და არაამქვეყნიური სურნელი,უნებურად თვალების მილულვის სურვილს რომ მიჩენდა და მაბრუებდა. ვიგრძენი,ნიკოლოზმა მხარზე კოცნა დამიტოვა,მერე კი ზედ თვალები მომადო და მოულოდნელმა სისველემ მიმახვედრა,რომ ტიროდა. ___ დღეისთვის სულ ეს იყო:დ მადლობა კიდევ ერთხელ,რომ ჩემთან ხართ <3 ძალიან აღარ გავწელავ,მალე დავამთავრებ:D |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.