გაცნობის საიტი -6-
მაინტერესებდა რა უნდოდა ასეთ ხშირად ჩემ უბანში,მაგრამ ცნობისმოყვარეობას ვერ ვიკმაყოფილებდი.ამის გამო ისე ვიყავი ნებვებდანგრეული რომ სულ ცოფებს ვყრიდი.ნებისმიერ წვრილმანზე ვბრაზდებობდი და ნებისმიერ წვრილმანზე ვბრაზდებოდი.ვსიქოფატივით დავდიოდი და ნორმალურად პასუხის გაცემაც კი მეზარებოდა.ისე ვიქცეოდი,თითქოს ჩემს გრძნობათა უიბღლობაში სხვა ვინმე იყო დამნაშავე.ეს ყველაფერი შენი ბრალია-მეთქვი-ვუმეორებდი საკუთარ თავს. -დავიწყე,არა?-გიორგი შემხვდა მაზაღიაში და თვალაბით დამიწყო მოშტერება. -მოკეტე,გასაგებად ვერ აგიხსენი.წადი ჩემი ცხოვრებიდან შენც და ის გაცნობის საიტიც. -ანუ იმის ბრალია?-ირონიულად ჩაიღიმა და ოლარეს მიუბრუნდა,მე კი თვალები ბრაზით დავაკვესე და მაღაზიიდან გიჟივით გავვარდი.ვგრძნობდი,რომ ცხოვრება არ იყო ისე,როგორ მე წარმომედგინა.ის სულ სხვანაირად მიმდინარეობდა,არც სასიყვარული ისტორიაში განვითარებულ ამბებს ჰგავდა და არც არაფერს. -როგორ ხარ?-კლასის კარი დაგვიანებით შევაღე,როცა კარებში სკოლის ამხანაგი დამხვდა. -კარგად,შენ?-უღიმღალოდ გადავკოცნე და ჩემი მერხისკენ წავედი. -არავინაა ჩვენ გარდა-დანანებით ჩაილაპარაკა და წინ დამიჯდა. -მაჭარაშვილის მათემატიკა არ გაქვს?-ინტერესით მკითხა,მე მხოლოდ თავი გავუქნიე და წიგნში ჩავიჭყიტე. სამოქალაქო განათლების ამაზრზენი მასწავლებელი შემოვიდა.ამაზრზენად მეჩვენებოდა ყველა და ყველაფერი.წიგნი ამოივიღე და გაკვეთილს ჩავაშტერდი. -მარტო თქვენ ხართ? გამოდი,დეა და სქემა გააკეთე დაფასე-ესღა მაკლდა,მაგრამ მასწავლებელს ტლიკინს ნამდვილად ვერ დავუწყებდი.ავდექი და ცარცს ხელი მოვკიდე.ისე ვერ ვიტან ამ თეთრ მსხვრევად საგანს რომ უკვე არ ვიცი,მაგრამ რას ვიზამ. ერთმა ორმოცდახუთ წუთმა ძლივს გაიარა,შემდეგი ქართული მქონდა.ძლივს,მეღირსა ნორმალური გაკვეთილი-მეთქი-გავიფიქრე და ჩანთას ხელი დავტაცე,მეორე მხარეს უნდა გადავსულიყავი. -ყრუ სონეტი-მასწავლებელმა გააღჟერა და თვალები გაშტერებულად მოანათა კლას-მხოლოდ ორნი ხართ,დამრიგებელს შევატყობინებ-ტელეფონი აიღო და დამრიგელს დაურეკა,ცოტა ხანში კი ისევ დაუბრუნდა გაკვეთილს.ჩემმა ამხანაგმა არ იცოდა,ამიტომ მხოლოდ მე დავრჩი. -დეა,დაიწყე-ჩვეული ტონით მომმართა და სათვალეები გაისწორა.ყრუ სონეტი ზეპირად ჩავაარე და შემდეგ რამდენიმე კითხვა დამისვა. სკოლამ ასე თუ ისე ჩაიარა,პარასკევვი დღე იყო.გამახსენდა,რომ ცურვა მქონდა,ამიტომ სწრაფად ვიმეცადინე მასწავლებლის დავალება,რომელიც საღამოს მქონდა და ჩემს ჩანთას ხელი დავტაცე.ამ ბოლო დროს ძალიან ნერვიული გავხდი და ყველაფერს სწრაფად ავკეთებ.ვიცი,რომ ამდენი აფორიაქება არ არის კარგი,მაგრამ რას ვიზამ.განა მინდა ეს. ქუჩა გადავჭერი და ავტობუსის გაჩერებასთან ავეტუზე,ჩემი ნომერი 20 წუთში იქნებოდა.გავაანალიზე,რომ მაგვიანდებოდა და ხასიათი უარესად გამიფუჭდა,ტყუილად ვიჩქარე-მეთქი.სკამზე ჩამოვჯექი და წამების დათვლა დავიწყე,ლოდინს ხომ ვერ ვიტან.უეცრად ჩემს წინ გამოჩნდა ის ვერცხლისფერი მანქანა,რომელიც მუდამ გონებას მიფანტავდა.მძღოლის სახეც დავინახე,ეს ყველაფერი ისე ახლოდან იყო,რომ გული ამიჩქარდა.მადლობა გადავუხადე გაცნობის საიტს,რომ მიმახვედრა სანდროს საჭიროებაში,აქამდე ხომ მის დავიწყებას ვცდილობდი.გავიაზრე,რომ მასთან მძაფრი გრძნობები მაკავშირებდა და თავი მეორე მხარეს მივაბრუნე.იქნებ ვინმეს ეძებს-მეთქი-გავიფიქრე და ჩანთა მივაშტერდი. მისი შავი თვალები არ ჩერდებოდნენ.ვხედავდი,რომ მისი ვარცხნილობა იმაზე მიმზიდველი ყოფილა,ვიდრე წარმომედგინა.იმასაც აღვიქვამდი,რომ ლურჯი პერანგი საშინლად უხდებოდა.მისი სუნაოს სუნიც რომ მომივიდა,მერე გავშრი.როგორ მინდოდა უფრო ახლო ხედიდან მექცირა მისთვის,მაგრამ ეს წარმოუდგენელი იყო. -მეცნობი-შინაურულად მომმართა და გამიღიმა.მისმა თეთრმა კბილებმა მთლად დამარეტიანა,ნაცემივით ვიჯექი და თვალს ვერ ვუსწორებდი.არ ვიცოდი რა მეპასუხა. -გესმის?-ხმა გაუმკაცრა,მაგრამ მაინც არ გაუმკაცრდა,მისგან სითბო მოდიოდა,ან მე ასე მეგონა.ამდენ ხანს მინდოდა ჩემთვის ხმა გაეცა.რამდენი ხანი დავდიდოი ინგლისურზე მის კორპუსში,იმდენ ხანვე ვოცნებობდი ამაზე.ჩემი დაბნევა შენიშნა და გაეღიმა. -მართლა?-მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და შუბლი გავშალე.არაა საჭირო-მეთქი ამდენი დაძაბვა. -ჰო,საიდანღაც მეცნობი.ვინმეს ელოდები?-უბრალო გამომეტყველებით მკითხა და ისევ გამიღიმა.მისი თვალები საერთოდ მაგიჟებდა,მაგიჟებდა მის სახეზე ღიმილისას დამჯდარი ნაოჟები.როგორი მამაკაცური იყო,ძლიერი,როგორი სექსუალური..ბოლო სიტყვაზე შემრცხვა,რაებს ვფიქრობ-მეთქი. -არ ვიცი-შევეცადე ემოცია დამემალა,მაგრამ არ ვიცი რამდენად გამოვიდა.ჩემი არსება კი ათას ფიქრს მოეცვა,მთელი გულითა და სხეულით ვხურდი.ვთრთოდი..ამ ყველაფერს ძლივს ვმალავდი,ძლივს,ძლივს და ძლივს.ეშინოდა ნერვული აშლილობა არ დამართნოდა. -გინდა წაგიყვანო? -მძღოლი ხომ არ ხარ!-ირონიულად ავხედე და თვალი მაშინვე მოვაშორე. -როგორც გინდა-მისი მანქანა წამიერად მოსწყდა ადგილს.აი,მაშინ კი ვინანე,რატომ არ დავთანხმდი-მეთქი,მიკვრიდა მისი საქციელი და ეს უფრო მაცოფებდა.არ ვგავდი თავს და ეს მთლად მაგიჟებდა. -არ მჯერა..-მეორე დილას ვუმეორებდი თავს და ჩემს ფანჯრიდან ასფალტზე დაყრულ ჭრელ ფოთლებს ვითვლიდი. შემოდგომა რომანტიკული დროაო,კი ამბობენ,მაგრამ რად გინდა.ჩემთვის ის არასდროს ყოფილა არც ლამაზი და არც რომანტიკული.მხოლოდ სიცივესა და უსუსურობას ვგრძნოდი,ვიჯექი და უნარების წიგნში ვიხედებოდი,თუმცა გული არაფერზე მომდიოდა.ეტყობა მისი და გათხოვდა აქეთ მეთქი-გავიფიქრე და ისევ სანდროს სახე წარმოვიდგინე.მისი სახე მე კი ვიცი,მაგრამ ის აზრზე არაა რა მქვია ან საიდან უნდა იცოდეს. მისი თითოელი სახის ნაკვთი კარგად შემესწავლა და ისევ ვიხსენებდი.მინდოდა ხატვა შემძლებოდა,მაგრამ ასე არ იყო.მინდოდა წარმოვახვისთის ასპარეზი მიმეცა,მინდოდა,რომ ის ფურცელზე მაინც მენახა ყოველ დილასა და ყოველ ღამე. ამის შესახებ არავის ვუმხელდი.არ მინდოდა ჩემთვის უიმედოდ შეყვარებული გოგო დაერქმიათ,არ მინდოდა,რომ ვინმეს შევცოდებოდი..სიბრალული დაბადებიდან მძულდა. -გიოს სიცხე აქვს და უნდა მოვინახულო-ანა ფეხზე წამოდგა და გადამკოცნა.როგორ მიშლის ნერვებს.არ მსიამოვნებს კარგად რომაა გიოსთან,მაგრამ რა უფლება მაქვს,რომ მასთან მეგობრობა ავუკრძალო.არანაირი! ოქტომბრის შუა რიცხვები იყო.ძლიერად უბერავდა ქარი და უფრო ციოდა,ლოგინზე წამოვწოლილიყავი და ტექსტის რედაქტირებას ვწერდი,ქარი კი ისევ აგრძელებდა საშინლად ბჟუილს.პატარაზე გაღებული ფანჯარა მივხურე და რვეული ჩანთაში ჩავაცურე.გამახსენდა,რომ მომდევნო დღე ოთხშაბათი იყო.ისტორია მაქვს-გავიფიქრე და წიგნი გადავშალე.როგორ წაიღო-მეთქი ტვინი დამრიგებელმა-გავიფიქრე და გაკვეთილის სწავლას შევუდექი. -დეა,შენთან არიან-გამომძახა ჩემმა პატარა დამ და მაშინვე ფეხზე ამოვხტი. -შემეშვი..-ხმამაღლა დავიყვირე და წიგნში ჩავიხედე,ყველაფერი მაღიზიანებდა.საკუთარ თავს კონტროლს საერთოდ ვეღარ ვუწევდი. -სიმპათიური ბიჭია-შემოვიდა ჩემი და და ყურში ჩამჩურჩულა. -უთხარი,რომ წავიდეს-თვალები დავუბრიალე და მეორე გვერდზე გადავშალე. -დაჟინები ითხოვს-გამომძახა ხმამაღლა. -ერთი მაგისიც-წამოვდექი ფეხზე და ცნოისმოყვარედ ანთებული თვალები დავქაჩე.კარებთან მივედი და ნაცნობ სახეზე გამეცინა.ეს სანდრო იყო.რა უნდა-მეთქი აქ-გაბრაზებულმა გავიფიქრე. -პოლიციელი ხართ?-ჩემი და გავიდა თუ არა,ბრაზით შევათვალიერე საყვარელი სახე. -არა,რატომ მეკითხები? -აბა,რა გინდა აქ?-შენობით საუბარზე გადავედი. -ფსიქიატრი ვარ-მასაც არ გამოგგპარვია ჩემი დაძაბულობა. -უკაცრავად,არ ვარ ხურობის ხასიათზე.რა გინდა?-შეტევაზე გადავედი,მაგრამ მაშინვე ვინანე-ბოდიში,უბრალოდ ვერ ვარ ხასიათძე-წამიერად მოვუბოდიშე სანდროს. -ჩემი და თქვენი მეზობელია,მეორე სადარბაზოში გადმოვიდა ოთახნახევრიანში-გამიღიმა და ოთახში შემოვიდა,კარი უხმაუროდ ჩავკეტედა. -დაჯექი და კიდევ ერთხელ ბოდიში.არ ვიცოდი ახალი მეზობლები თუ გადმოვიდნენ.ჩვენს საუბარს თურმე ნინიკოც უსმენდა. -მე ვიცოდი და შენ არა..-ოთახში შემოვიდა,დამეჭყანა და შემდეგ გავიდა,სამეცადინო მაქვსო. -ჩემი პატარა დაა-განვუმარტე სანდროს-რამეს ხომ არ დალევ?-გრძნობების უეცარი შემოტევა ვიგრძენი,მაგრამ მაიცნ არ შევიმჩნიე. -არაფერს-იუარა-მე უბრალოდ ვიფიქრე,რომ გავიცნობდი ახალი მეზობლებს,მერე ის გაჩერების შემთხვევაც გამახსენდა და .. -უი,ჰო-სასხვათაშორისოდ ჩავილაპარაკე და მის პირდაპირ ჩამოვჯექი-ყავას დალევ-თვალი მოვარიდე და გვერდითა ოთახში გავედი.ცოტა ხანში დავბრუნდი და ორი ფინჯანი პატარა მაგიდაზე მოვათავსე-იმედია,მოგეწონება-ჩამოვჯექი და სტუმარს გავუღიმე. -მადლობა-ღიმილითვე მიპასუხა და ფინჯანს დასწვდა. მერე არც არაფერი გვიუბრია,მაგრამ საშინლად ბედნიერი ვიყავი,მთელი დღე ვიღიმოდი და მეცხრე ცაზე დავფრინავდი.მინდოდა სამყარო მთლიანად შემეგრძნო.ასეთი რამ ჯერ არ განმეცადა, რომანის წერაც დავასრულე და თავს არ ვგავდი. -რა ბედნიერი ჩანხარ-ანა მიღიმოდა და ვერ ვხდებოდა რისთვის მიეწერა ჩემი უეცარი გამხიარულება. -რა ვიცი,რა ვიცი..-საკუთარ თავსაც ვერ ვუმხელდი,რომ ამან გამაგიჟა.ვგრძნობდი,რომ გადამარჩინეს.მეგონა ვიხრჩობოდი და ვიღაცამ ამომიყვანა.ჩემი სამყარო სანდროს გარშემო ბრუნავდა.მე აღრა არსებობდა,არსებობდა ჩვენ. -მადლობა,გაცნობის საიტო-დავიკრიჭე და კარები გავაღე.ის რომ არა ამას ვერ შევძლებდი.ვერ ვაღიარებდი,რომ სანდრო ჩემი სამყაროა.ზედმეტი მოგდის,რა ამბიციური ხარ-მეთქი-ვუყაყვედურე საკუთარ თავს და კიბეებზე დავეშვი. მეორე სადარბაზოს თრთოლვით ჩავუარე.ისევ მასზე ვფიქობდი და,აი,სანდროც შემეეხა. -საით?-გამიღიმა და ახლოს მოიწია. -მეგობართან-გავუღიმე და ნაბიჯს ავუჩქარე,მაგრამ ის მწველ მზერას ისევ ვგრძნობდი.გული მტკიოდა,რომ არ შემეძლო ჩემი სიხარულისა და ბედნიერების მიზეზის ვინმესთვის განდობა.სახლშ მისულმა „ვორდი“ გადავშალა და შევეცადე მისთვის გამენდო ჩემი საიდუმლო. „სანდრო საოცარი ბიჭია..ის სავგვრემანია,მაგრამ მისი მზერა თბილია..“-ვერც კი მოვედი აზრზე რამ დამაწერინა ეს სიტყვები. -სულელო-გავეჯღანე საკუთარ თავს და ჩანთა გავხსენი.ტელეფონის ეკრანი მაშინვე მომხვდა თვალში და სახე გამინათდა. სანდრო:-დაგინახე როგორ მოდიოდი-გამახსენდა,რომ მეგობრებში ყავდა დამატებული ჩემი სიხარულის მიზეზი. დეა:-შენ რა აქეთ გადმოსახლდი. სანდრო:-კვირას საღამოს შევხვდეთ,რას იტყვი?-ეტყობოდა,რომ მოუთმენელი იყო. დეა:-კვირას? სანდრო:-კი,კვირას.შვიდზე გამოგივლი-ცოტას გავეკეკლუცები-მეთქვი ვიფიქრე,მაგრამ არ შემეძლო და მაშინვე დავთანხმდი. იმ ღამეს არ მიძინია.კვრამდე დღეებს ვითვლიდი.მინდოდა დროის მანქანა მქონოდა და მომავალში წავსულიყავი.სანდროს მოვწონხარ-მეთქი-სიხარულისგან დავფრინავდი.ვგრძნობდი,რომ ფრთები არ მჭირდებოდა,ეს შეგრძნებებიც ასრულებდა ამის მოვალეობას. ბნელ ოთახს ვაშტერდებოდი და რაზე არ ვფიქრობდი.სანდროზე და ამ ყველაფერზე ფიქრი მსპობდა.საკუთარ „ქალდეას“ ვპოულობდი ტიციანივით და თვალებს დრო და დრო ვხუჭავდი.მზის ამოსვლაც ვნახე.ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს მასთან ერთად ჩემი გრძნობები მწვერვალისკენ მიიწევდნენ.იქნებ ეს ასეც იყო.. ხასიათებმა ცვლილება განიცადა.აცისკოვნებული დავდიოდი ხან იქით და ხან აქეთ.სპეციალურად კაბა და ფეხსაცმელიც კი ვიყიდე რამდენიმე დღით ადრე,ლამაზი ჩანთაც შევიძინე და მთელი ეს დღეები სარკის წინ ვტრიალებდი-თმა როგორ გავიკეთო-მეთქი.თუმცა ამ საქმეს საკუთარ თავს ვერ ვანდობდი.ქვემოთ სალონი იყო.ჩემი გადამრჩენელი. შინდისფერი მუხლს ზემოთ კაბა,ათსანტიმეტრიანი ქუსლები,ამავე ფერის პატარა ზომის ჩანდა.წაკითხული მაქვს,რომ მამაკაცებს არ მოსწონთ ქალის ხელში დიდი ჩანდა.ეს არც მე მომწონს,მაგრამ საჭიროების შემთხვეავაში ძალიან მადგება -შენ..-კარები გავაღე და სანდრო დამხვდა.ხელში ყვავილები ეჭირა და მიმზიდველად მიღიმოდა.მისმა მზერამ მაშინვე დამაბნია და ისიც კი ვერ მოვიფიქრე,რომ თაიგული გამომერთმია. -მადლობ-ხელის კანაკალით გამომართვი ბოლოს ყვავილები და გავუღიმე. -რას ვამბობდი?-გონება დაძაბა-გიხდება ეს ფერი-ვფიქრობდი,რომ ეს სპეციალურად გააკეთა.მივხვდი,რომ ვითომ დავიწყდა სათქმელი.როგორი მიხვედრილია-მეთქი-გავიფიქრე და გვერდით გავყევი. ___ ესეც მე-6.ველი შეფასებებს,ჩემო თბილებო. მიყვარხართ ყველანი. გკოცნით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.