შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შოკოლადისფერი “ნაწილი მეორე“ თავი 6


20-10-2015, 23:36
ავტორი მორი-ელი
ნანახია 3 951

მთელი კვირა საშინლად ვიყავი,უხასიათო,უჟმურ ადამიანს დავემზგავსე.ლაპარაკიც არავისთან მინდოდა.დაჩი და ანეტა გამებუტნენ,ამიტომ მთელი დღები ჩემი შემწუხებელი არავინ იყო.ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი,დრო ფუჭად რომ არ დამეკარგა და ჩემს ფიქრებს საბოლოოდ არ შეეჭამათ სხეული.სამსახურში სიარულიც შევწყვიტე და ინტერნეტში ვაკანსიების ძებნა დავიწყე,რამდენიმეგან რეზიუმეც გავაგზავნე,თუმცა პასუხი ჯერ არ მოსულა.
დღეს არ ვიცი რა მოხდება,თუმცა არც გუშინ ვიცოდი,გარეთ საშინლად წვიმს და ქარია,მე ფანჯარასთან ვდგავარ,რაფაზე ხელის გულებით დაყრდნობილი და ვიყურები.გვერდით ცხელი რძიანი ყავა და წიგნი მიდევს.ვუყურებ ქუჩას,რომელიც ყველაზე უინტერესოა დღეს.
რამდენიმე წუთი კიდევ ვიდექი,შემდეგ გამოვედი და წამოვწექი,მოჩვენებითმა ძილმა შემიპყრო,თუმცა ტელეფონის ზარმა არ მომასვენა,პასუხის თავიც არ მქონდა და დიდხანს რეკდა,მერე ნამუსმა შემატოკა და ვუპასუხე.
-მარიამ!-ნატალის ხმა იყო-დემეტრემ დაიბარა-შეწუხებული ხმით მომიგო-მარიამი სამსახურში დაბრუნდეს,თორემ რომ ჩამოვალ კარგად არ დასრულდებაო.-გაუგებრად საუბრობდა ნატალი,ცოტა შეშინებულიც მეჩვენა.
-რა არ დასრულდება კარგად?-ვკიხე გამწყრალი ხმით-იქიდანაც არ მანებებს თავს-წამომცდა და ენაზე ვიკბინე,რა იცის ნატამ მე რას ვგულისხმობ ამით.
-რა?-ჩამყვირა ყურმილში და ტელეფონი ლამის მოვისროლე
-რა გაყვირებს-ვერ მოვითმინე
-მაპატიე,მაგრამ უნდა მოხვიდე,შენს შემცვლელასაც ვერ ვპოულობ,გაბრიელიც ძალიან გაღიზიანებულია
-არ მინდა-ვუთხარი-სურვილი არ მაქვს მანდ მუშაობის.
-გვჭირდები მარიამ-მავედრებელი ხმით მომიგო ნატალიმ და მისი ფსლუკუნი ჩამესმა
-დამშვიდდი რა გატირებს?
-მეშინია,გაბრიელი ძალიან მკაცრია!
-და მე რამეს შევცვლი?
-კი შეცვლი,არ ვიცი რატომ,მაგრამ შენი მისამართი გამომართვა და დღეს შეიძლება მოვიდეს-ტელეფონი ჩამიცურდა ხელის გულიდან და იატაკზე დაენარცხა,გაშტერებული ვიდექი.

-რას ამბობ-ვიღებ ტელეფონს და ვეუბნები-აქ მოვა?
-კი მარიამ-მითხრა და ტელეფონი გაითიშა,ამას მოჰყვა კარზე მუშტების ბრახუნი და შეშინებული მივიპარე კართან,გავიხედე და გაბრიელი,რომ დავინახე გული შემიწუხდა.კარი კანკალით გავაღე და ქარივით შემოვარდნილ გაბრიელს ვერაფერი ვუთხარი.
-რატომ არ დადიხარ სამსახურში-გაბრაზებული ტონით მომიგო მან-რატომ?-დამიყვირა და ჩემსკენ წამოვიდა.
-რა უფლებით-დავუყვირე მეც-ვინ გკითხავს შენ,საერთოდ რატომ გადამეკიდე.
-დავალებული მაქვს,რომ შენ უნდა მოგხედო-უხეშად მომკიდა მკლავში ხელი-დემეტრეს სურვილი რომ არა აქ არ მოვიდოდი და შენ,შენ არ გთხოვდი სამსახურში დაბრუნებას.
-მე რა მე,შენზე ყველაფერი ვიცი,არ მინდა შენისთანა უფროსი,დემეტრეს გადაეცი,რომ შენთან არ ვიმუშავებ.
-დემეტრესთან გინდა?-ირონიული ტონით მომიგო-ხოარ დაუწვებოდი კიდეც-ვეღარ მოვითმინე და ჯერ კიდევ თავისუფალი მარცხენა მტევანი მწარედ შემოვარტყი,ის კი გაღიზიანდა და მთელი ძალით კედელს მიმანარცხა,თავი ძლიერად მივარტყი და ტკივილისგან სახე დამემანჭა,ლამის ცრემლები წამომცვივდა.-გეგონა შეგრჩებოდა?
-არაკაცისგან სხვა რამეს არ ველოდი,გადი-გავიქეცი კარისკენ და გავუღე,რომ წასულიყო,მან კი ისევ მკლავში ჩამავლო ხელი,კარი ფეხით დახურა და ოთახისკენ მივყავდი-გამიშვი-ვუყვიროდი და ვცდილობდი საკუთარი სხეული დამეხსნა,მაგრამ მას ძლიერად ვყავდი ჩაბღაუჭებული.
-მე და დემეტრე ვის გავუყვივართ-გიჟივით აუტყდა სიცილი-ხმა,გარეგნობა,ხასიათი.ისიც ჩემნაირი ცხოველია უბრალოდ დამალვა ეხერხება.-მე უკვე ვტიროდი,ცხარე ცრემლები მცვიოდა და ნერვები მეშლებოდა საკუთარ უსუსურობაზე.
-შემეშვი-ტირილით მივუგე,მეგონა გული მოულბებოდა და იმ შეცდომას არ დაუშვებდა რასაც მერე ინანებდა.
-მორჩი სლუკუნს-სახეზე მისი თითები მწარედ ვიგრძენი,თავი ჯოჯოხეთში მეგონა,ასე არავინ მომქცევია,მინდა თავს ვუშველო,მაგრამ ძალა არ მყოფნის და გონებას ვკარგავ.

* * *
ბნელა საშინლად ბნელა და მე ტკივილისგან სახე დამანჭული ვდგები საწოლიდან,ორიენტაცია არეული და საშინელი შეგრძნებები ერთიანად მაქვს მოწოლილი,ძლივს ძლიობით,კედელზე ხელების შეხებით მივდივარ შუქის ასანთებთან,ფეხებში ძალა არ მაქვს და მგონია ახლა დავეცემი.ოთახი,რომ განათდა და ჩემი საწოლისკენ შემოვბრუნდი სიმწრისგან ავყვირდი და კუთხეში ჩავიკეცე.ციანივით ავკანკალდი და სახე ხელებში ჩავრგე.ღმერთო ეს მოხდა,ყველაფერი დაინგრა.ფეხზე წამოდგომა,მასთან მისვლა და მოკვლა მომინდა,მაგრამ ვერ ავდექი,ჩემი ყველაფერი დავკარგე,გულ-მუცელი ამტკივდა,თვალებში დაბნელდა,გულში საშინელმა ტკივილმა დამიარა.
გამოძრავდა! გამოძრავდა,როგორ მინდა მასთან მისვლა,ძალა და იქვე მოვგუდავდი,ჩემი ცხოვრების გამწარებისთვის სიკვდილს შევწირავდი ძღვენად.
-მარიამ-მის ხმაზე სლუკუნს ვუმატე-დავიჯერო ასე განიცდი?-ხმაზე უკვე გულის რევის შეგრძნება მაქვს-მოჩვენებითი ტანჯვა არ გინდა-ისტერიულად აუტყდა სიცილი მე კი წამოვვარდი და წამში მის კისერზე მქონდა ათივე თითი შემოხვეული,ხაოდა,მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი,გაწითლდა,მაგრამ არ ვუშვებდი,გალურჯდა,ოდნავ შევუშვი და ისევ დამარცხებული, სახით დავეცი საწოლზე.
-წადი!-ვთქვი-წა-დი-წამოვდექი და დავუყვირე-არ დაგინახოს ჩემმა თვალებმა,არც იმაზე იფიქრო რომ ეს შეგრჩება.
-კარგი ჩემო ლამაზო-საბანი გადაიხადა და საწოლზე წამოჯდა,რომ ჩაეცვა,მე კი ტელეფონი ავიღე,რომ პოლიციაში დამერეკა,მაგრამ ისე მომეპარა და წამართვა ვერ მივხვდი.-რა სულელი ხარ,შენც მასავით მოკვდები,არადა რა კარგი ხარ.
-წადი შენი-სახეში გავარტყი და აბაზანაში შევვარდი,კარი ჩავკეტე.-დაახვიე ჩემი სახლიდან -ვყვიროდი აბაზანიდან და ვცდილობდი დავწყნარებულიყავი.
* * *
მეგონა სიზმარი იყო,მაგრამ არა ყველაფერი ცხადში მოხდა,გაბრიელი ჩემთან იყო.არ ვიცოდი ეს როგორ მეთქვა დაჩისთვის.ტკივილისგან მოკუნტული ემბრიონივით ვიწექი და ვტიროდი.ცხარედ ვტიროდი,და მერე რა,შეცვლიდა მომხდარს ტირილი?!არა,მაგრამ ტკივილის გამოტანა მინდოდა სხეულიდან,ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა და იმდენად მკივნეული იყო,რომ ერთიანად მოვწყდი,გავნადურდი და გავუფასურდი.
ვიწექი მთელი ღამე და ვტიროდი,ჩემი ხმა არავის ესმოდა,ოთახის კედლების გარდა.
დემეტრეს სურვილი და დახმარება გამიჩნდა,მაგრამ რატომ?რატომ მგონია,რომ დემეტრე ჩემი სხნაა,რატომ მგონია,რომ იმ კოცნის მერე ის გულგრილი არაა და ჩემს გამო საკუთარ ძმას დაუპირისპირდება.არა! მისთვის საერთოდ არაფერს წარმოვადგე და ტყუილად მაქვს მისი დახმარების იმედი.



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

მალე დადე რაა....ვერგავიგე გაბრიელის ჩაცმა რა შუაშუ იყოო ან რა ჯანდაბა უნდა ამ გოგოსთან ან დემეტრეს რაუნდა ცოლი თუ ყავს ავირიე :(

 


№2  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

uchveulo
მალე დადე რაა....ვერგავიგე გაბრიელის ჩაცმა რა შუაშუ იყოო ან რა ჯანდაბა უნდა ამ გოგოსთან ან დემეტრეს რაუნდა ცოლი თუ ყავს ავირიე :(

ზძულს მარიამი გაბრიელს და მის ტანჯვას ცდილობს.ისარგევბლა რო დემეტრე ბელგიაშია და ძალა იხმარა მასზე.
დემეტრეს მარიამთან რა უნდა ჯერ არ იცის მას ცოლი უყვარს.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

მდაა,ახლა საერთოდ ავირიე...რა პონტში ფიქრობს ისევ დემეტრეს კოცნაზე, როც ამასზე მისმა ძმამ იძალადა. პირველ ნაწილს სკუპ-სკუპად კი ვკითხულობდი, მაგრამ ანუ ეს გაბრიელი და დემეტრე "სხვანაირი" ძმები არიან და სისხლით თუ რა ხდება? ცოლი თუ უყვარს, ამასთან რას თბილობს. ამდენი ხანია ვკითხულობ და ვერცერთი გმირის ფუნქცია ვერ გავიგე :(.

 


№4  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

grafo
მდაა,ახლა საერთოდ ავირიე...რა პონტში ფიქრობს ისევ დემეტრეს კოცნაზე, როც ამასზე მისმა ძმამ იძალადა. პირველ ნაწილს სკუპ-სკუპად კი ვკითხულობდი, მაგრამ ანუ ეს გაბრიელი და დემეტრე "სხვანაირი" ძმები არიან და სისხლით თუ რა ხდება? ცოლი თუ უყვარს, ამასთან რას თბილობს. ამდენი ხანია ვკითხულობ და ვერცერთი გმირის ფუნქცია ვერ გავიგე :(.

დემეტრე და გაბრიელი ტყუპი ძმები არიან,მაგრამ ხასიათებით რადიკალურად განსხვავდებიან.გაბრიელი პიროვნებაა ასეთი მიზეზი არ სჭირდება ვინმეს ცუდად მოექცეს.ახლა თასვ მარიამის გამწარებით ირთობს და სრულად არ ადარდებს ეს.თანაც ხვდებაა რომ მარიამ მისი ძმა უყვარს და ეს უარესად აღიზიანებს.საბოლოოდ კი მარიამის მისაკუთრებას გადაწყვეტს,მაგრამ არ გამოუვა.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

არადა, მე რომ მინდა ეს მარიამი ამ რორ გაბრიელთან დარჩეს არა?! ამ საიტზე მივცეთ ადამიანებს გამოსწორების საშუალება რაა.

 


№6  offline აქტიური მკითხველი uchveulo

grafo
არადა, მე რომ მინდა ეს მარიამი ამ რორ გაბრიელთან დარჩეს არა?! ამ საიტზე მივცეთ ადამიანებს გამოსწორების საშუალება რაა.
mec minda ro gabrieltan darches ratomgac :) magram gabriels rato dzuls es gogo vergavige

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent