შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთავარია მოინდომო და მიზანს ყოველთვის მიაღწევ(9)


21-10-2015, 00:01
ავტორი sllakhh
ნანახია 3 492

გვიანი იყო ,რომ წამოვედით, გზაში თითქმის არ გვილაპარაკია.
ჩამოსვლის დროს ბოლომდე ამაცილა,ისევ შუბლზე დამიტოვა კოცნა და
-ჭკვიანად იყავი-გამაფრთხილა.
ჩემდა გასაკვირად ძალიან ბედნიერი ვიყავი. ლიკას უკვე ეძინა,მეც გადავწყვიტე დამეძინა, მაგრამ როგორც კი ბალიშზე თავი დავდე ისევ კადრებივით დაიწყო გამეორება დღევანდელმა ამბებმა და სულელივით მეღიმებოდა. როდის ჩამეძინა ვერც გავიგე ის კი ვიცი ,რომ დილით შეტყობინების ხმამ გამაღვიძა
-დილა მშვიდობის საცოლევ, გაემზადე უნივერსიტეტში მე გაგიყვან...- ჰმ,რა მოკითხვები და ზრუნვა დაიწყო შეყვარებული ბიჭივით, ვითომ არ გინდა ,რომ ეგრე იყოს..-არ დააყონვა მეორე მემ პასუხი.-როდის მერე მინდა ეგრე ,რომ იყოს..არ დავთმე ჩემი პოზიცია, დიდი დრო გავიდოდა ასეთ უაზრო კამათში ამიტომ ბოლოს შევარჩინე მეორე მეს სიტყვა და მომზადებას შევუდექი.
ზარმაც არ დააგვიანა
-გელოდები...-ეგრევე გათიშა, რაიყო კი მაგრამ პასუხის გაცემა მაინც მაცალე, იქნებ წავედი ან არ ვარ ჯერ მზად...-ეგეც უაზრო არგუმენტებია-ისევ საზიზღარი მეორე მე.
ჩასული არ ვიყავი ეგრევე ,რომ მითხრა
-მაგაზე მოკლე კაბა არ გქონდა?
-ბატონოო? რა ეჭვიანი ქმარივით დაიწყე პრიკაზების გაცემა..
-და ერთი ის მითხარი რა მიკლია ქმრამდე
-პრინციპში არც არაფერი-გუნება წამხდარმა ვუპასუხე-თორე არ გინდა...არა ამ მეორე მემ ძალიან შემაჩვია ენა, თან რა თემასთან დაკავშირებით, რა შეამჩნია ერთი იმის ,რომ მინდოდეს ვერ გავიგე რა...
-ჰოდა აწი გაითვალისწინე
-კი,როგორ არა- შენ აწი ნახე მოკლეების ჩაცმა...გუნებაში დავასრულე სათქმელი.
-რომელზე გიმთავრდება?
-სამისთვის და მოვალ კაფეში
-არ მოხვიდე , მე გამოგივლი და სადმე წავიდეთ
-რა შეყვარებული წყვილივით დაგყავარ პაემნებზე ვერ ვხვდები რა..
-ჰოდა თუ არ ვართ , რომ გავხდეთ მაგიტომ დამყავხარ
-ელოდე მაგას შენ
-ხმა ახლა და როგორც ვამბობ ისე იქნება-ვითომ მკაცრი ტონით ჩაილაპარაკა არადა ძვლივს იკავებდა სიცილს, მეც მეტი რა მინდოდა გავაჯავრე მისი ნათქვამი და ახლა უკვე ორივე ბოლო ხმაზე ვიცონიდით.
-წავედიი მე, მადლობა რომ მომიყვანე
-გეკადრება? რის მადლობას მიხდი საცოლევ-როგორც ჩანს ისევ ხუმრობის ხასიათზეა...მხოლოდ ღიმილით შემოვიფარგლე და უნივერსიტეტისკენ ავიღე გეზი.
ჩვეულებრივად მიმდიანარეობდა ლექციები. დაღლილი და ტვინ გადამწვარი გამოვედი იქედან აღარც ანდრეა მახსოვდა და აღარც არავინ, არც გამახსენდებოდა მანქანასთან მდგომი მოცდის რეჟიმში ჩემი მომავალი ქმარი ,რომ არ დამენახა და ჩვეულებრივად წავიდოდი სამსახურში.
-წავედით?
-სად ?- დაღლილი კი ვიყავი ,არც ორი წუთის წინ მახსოვდა მაგრამ გამახსენდა და ახლა ისევ მოვედი მისი გაწვალების ხასიათზე
-ეგ მე ვიცი
-ვერ წამოვალ...-დამწუხრებული სახით ვუთხარი
-რატო ვითომ-არ დამაკლო ინტერესიანი მზერა
-ჯერ ერთი იმიტომ ,რომ უფროსი მყავს საშინლად ბრაზიანი და რომ არ მივიდე არ მაპატიებს ,მეორე კიდე გუშინ დავულეწე თითქმის მთელი ჭურჭელი და უდნა ავუნაზღაურო
-რაქენი?
-უიი, არ იცოდი?-ისეთი სახით ვკითხე ვინანე ამ გადაწყვეტილების მიღება, პასუხად კი მისი სიცილი მივიღე
-ოხ ნატალი , წამო ახლა მალე
-აუუ კაი რააა- ერთი ამოვიბუზღუნე მაგრამ მაინც წინ დავსკუპდი.
რამოდენიმე წუთიანი მგზავრობის შემდეგ მანქანა გააჩერა მე კი გაკვირვებული ვუყურებდი არე - მარეს საიდანაც თითქმის მთელი თბილი მოჩანდა გარშემო კი საერთოდ არავინ არ იყო
-სად ვართ?
-მაგას არ გეტყვი, უბრალოდ ჩემი საყვარელი ადგილია და თუ კიდე მოგინდება ამოსვლა მხოლოდ ჩემთან ერთად ამოხვალ
-როგორც იტყვი ბატონო ანდრეა-არვიცი რა მემართებოდა,მაგრამ უკვე გულიდან წამოსული ღიმილით გამეღიმა.
დაახლოებით ერთი სააათი გავჩერდით თითქმის არაფერი არ გვითქვია ამ დროის განმავლობაში ბოლოს თვითონ წამოდგა ფეხზე და ხელი გამომიწოდა
-წამო მომშივდა , შენ არა?
-არა მაგრამ იცი რამინდა?-პატარა ბავშვივით ძალიან დიდი თხოვნა და სურვილი იმჩნეოდა ჩემს ხმაში
-რაგინდა?-როგორც ჩანს მანაც შეამჩნია და ცხვირზე დამკრა თითი
-რა და ნაყინიი-უცებ რაც მოვიფიქრე ისე ვთქვი და გაბრწინებული თვალებით შევხედე
-აჰაჰა, კაი იყოს ნაყინი
-ნეტა რას დამცინი მაცოდინა რა...
-არ დაგცინი-გადმოიწია და ლოყაზე მაკოცა, სწრაფად მოვიკიდე ხელი ნაკოცნ ადგილას და თვალებ გაფართოებული გავხედე
-რაიყო?-უცოდველი სახით მკითხრა
-არაფერი-ძვლივს გავეცი პასუხი...
მალევე მივედით ხალხ მრავალ ადგილას ღია კაფესთან გააჩერა და გადმოსვლისკენ მიბიძგა.
-აუ დაჯდომა არ მინდა რა...გავისეირნოთ-ისევ პატარა ბავშვივით ამოვიწუწუნე
-კარგი მოიცა ნაყინებს ვიყიდი
-ისე ანდრეა...მაწყვის მინდა-ჩაეცინა
-ვიცი.
თან ვჭამდით თან მივსერინობდით , ვინმეს რომ შეეხედა ერთმანეთზე შეყვარებული წყვილის შტაბეჭდილებასაც კი დავტოვებდით მაგრამ არ იყო ასე და ...
სიცილით გავხედე ანდრეას, კითხვის ნიშნებით სავსე მზერა მომანათა
-რაიყოო?-ჩემს შემხედვარე მასაც გაეცინა
-ნაყინი გაქვს აი აქ... და ცხვირზე მივუთითე იმ ხელით ,რომელშიც ნაყინი მეჭირა და კიდევ უფრო დავსვარე
-გამიჩალიჩე ხო?-ძვლივს იკავებდა სიცილს, აი მე კიდე საერთოდ არ ვცდილობდი სიცილის შეკავებას.
-არაა
-მოდი აქ...-ორივე ნაყინი თვითონ დაიკავა , გადააგდო...
-ეე ჩემი ნაყინიი...
-ჩუუ...-უცებ გამაჩუმა და მთელი ძალით ჩამეხუტა
-რას აკეთებ?-მაინც ვერ ვისვენებ რამინდა რა..
-ისეთს არაფერს გეხუტები.
ვიკადრე გაჩუმება და უფრო კომფორტულად მოვკალათდი, არა ნატალი რას აკეთებ ასე ხომ არ შეიძლებოდა...გონება განგაშის ზარებს უშვებდა მაგრამ საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას , იმას ვაკეთებდი რას იმ წამს ძალიან მინდოდა.
-წავიდეთ სახლში ჰო?
-ჰო... ძვლივს ამოვილუღლუღე.
მთელი ერთი კვირა ხან სად დავდიოდით და ხან სად , საერთოდ არ გავდა იმ ანდრეას რომელსაც მანამდე ვიცნობდი, არ მინდოდა მეფიქრა რომ ნელ -ნელა მის მიმართ რაღაც გრძნობა მიყალიბდებოდა, მთელი არსებით ვცდილობდი გავქცეოდი ამ აზრებს.
მართალია იმ დღეს ბევრი ხალხი არ იყო კაფეში მაგრამ უნივერსიტეტსი დავიღალე ძალიან და ძვლივს ნელი ნაბიჯებით გავედი კაფიდან, ის იყო სახლის გზას უნდა დავდგომოდი ანდრეაც ,რომ მომყვა უკან და მის სხეულზე აკრული ავღმოჩნდი ორ წამში, მაშინვა მოახდინა რეაგირება ჩემმა სხეულმა ,ერთიანად მოვეშვი გავთბი და მის მკლავებში უფრო კომფორტულად მოვთავსდი
-დაიღალე ?
-აჰამ...მხოლდო თავის დაქნევით შემოვიფარგლე.
მის ტანზე აკრობილმა გავიარეთ მის მანქანამდე მანძილი, მისი ხელით გამიღო კარი და დაჯდომაშიც მომეხმარა , არ დააყოვნა და ისიც მალევე აღმოჩნდა მძღოლის მხარეს.
-ნატალი რაღაც უნდა გითხრა
-ჰო რაიყო?
- ხვალ მოვალ შენს დასანიშნად, ტყვილი დროის წელვა... ერთ კვირაში ყველაფერი მზად იქნება და დავქორწინდებით, ამ ერთი კვირის განმავლობაში კი შეგიძლია არ მოხვიდე კაფეში და საერთოდ არც შემდეგ
-მოიცა, აბა ერთი თვეო, ან რას ქვია არც შემდეგ მუშაობას მიკრძალავ?
-არა არ გიკვრძალავ, უბრალოდ ჯობია მთლიანად სწავლაზე კონცენტრირდე შემდეგ კი შენი პროფესიით გააგრძელო მუშაობა, ერთ კვირას კი რაც შეეხება არ ექვემდებარება განხილვას
-ხო აბა რა, რათქმაუნდა როგორც დიდი ანდრეა იტყვის ისე უნდა იყოს ყველაფერი
-კაი რა ნატალი...
დანარჩენი გზა უხმოდ გავიარეთ.
სახლში როგორც კი მივედი ეგრევე ლიკას დავუწყე ძებნა,მალევე ვიპოვე
-დეე ხვალ ადრე მოდი კაი?
-კაი დე მაგრამ რა ხდება?
-გაიგებ ხვალ რა.. წავედი ახლა მეძინება..
ვინაიდან მთელი დღე ლიკა სამსახურში იყო მე ვითავე ჩემზე კერძების მომზადება, იქნებ ამჯერად მაინც გამომსვლოდა ისეთი როგორზეც ლიკა დამცინოდა და რამე მოსვლოდა ანდრეას-ხოდა შენ გადაყვები მერე ჯავრით-არ შემარგო ჩემმა მეორე მემ არაფერი.
-რაიყო ნატალი რახდება რამდენი რაღაც გაგიმზადებია, მმმ...თან რა გემრიელია..
-ჰოო..?! -მოჩვენებითი გულდაწყვეტით ვუპასუხე-სტუმრები გვეყოლება ლიკუნ. მალევე მომივიდა შეტყობინება " ამოვდივარ" -"ამობრძანდი" არც მე დავუგვიანე პასუხი.
მალევე გამოჩნდა კარის ზღურბლზე ანდრეა,ყვავილებით ხელში
-უი ანდრეა, მოდი მოდი... დიდი სიხარულით შემოუძღვა ლიკა სახლში, ხომ მშვიდობაა რახდება?
-კი კი ,მშვიდობაა..
-მოდი დაჯექი და გეტყვით-ჩავერთვე მეც
-მოკლედ ლიკა, პირდაპირ გეტყვი, ნატალი მიყვარს და მინდა რომ ჩემი ცოლი გახდეს...
-რას ამბობ....მართლა დეე?
-ჰოო...-როგორ გამიჭირდა ამის თქმა,არადა რომელ სიყვარულზე ლაპარაკი
-დე მე არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო, პირიქით ანდრეაზე კარგ სიძეს ვერც ვინატრებდი-აბა რა ...აბა რა ... გავიფიქრე ეგრევე.
-ძალიან კარგი, რადგან გადავწყიტეთ ქორწილი ერთ კვირაში იყოს ხვალიდანვე დავიწყებ მომზადებას..-ამჯერად მე გადმომხედა- იმედია კაბისთვის გეყოფა დრო
-კი როგორ არა- სულერთია მიანც როგორი კაბა მეცმევა
კიდევ რაღაც დეტალებზე ისაუბრეს , ნახევარს არ ვისმენდი მაშინ გამოვერკვიე უკვე ლიკა ანდრეას,რომ აცილებდა.
ჩემთან კი ისეთი სიხარულით სავსე მობრუნდა რაღაც მომენტში ძალიან მეტკინა გული ეს ყველაფერი ტყუილი ,რომ იყო. უხმოდ ავდექი ჩავეხუტე მერე კი ჩემს ოთხში გავედი.
დილით ლანამ დამირეკა
-ჰოო ლან- მხიარულად ჩავძახე,რავქნა ძალიან პოზიტიური და საყვარელი გოგო არის თვითონაც
-ნატალიი, რავქნათ აბა გავიდეთ დღეს კაბებზე?
-კი კი გავიდეთ მაგრამ არც ძალიან მადარდებს როგორი იქნება
-ყველაფერი ვიცი ნატალი ,მაგრამ ცხოვრებაში ერთხელ არის ეს მომენტი და ისეთი ავარჩიოთ როგორზეც ოცნებობდი
-მადლობა ლან, ერთ საათში მზად ვიქნები და გავიდეთ
-კარგი საყვარელო-ამ საუბარის მერე ენერგიულად წამოვდექი ფეხზე და მზადება დავიწყე
-დეე მე და ლანა კაბის ასარჩევად მივდივართ
-კარგი დე წესიერი აარჩიე
-აბა რას ვიზამ.
მალევე მივედი იმ ადგილას სადაც ლანამ დამიბარა
-მოვიდა პატარძალიც, აბა დავიწყოთ?
-დავიწყოოთ-მეც გადმომედო მისი ენერგიულობა
საბოლოოდ ისეთი კაბა ავარჩიეთ ორივეს მოთხოვნები ,რომ დააკმაყოფილა და თუ ოდესმე ვფიქრობდი ამ დღეზე და წარმომედგინა როგორი კაბა მეცმეოდა ზუსტად ისეთი.
სოფის ,რომ ვუთხარი ვთხოვდები და ანდრეას მივყვებითქო ჯერ გაბრაზდა ამდენი ხანი რატომ არ მითხარიო, მერე კი ეგრეც ვფიქრობდი ისეთი თვალებით უყურებდით ერთმანეთსო.
ლიკა იმას მიმეორებდა ასეთ სასიძოს ვერც ვინატრებდიო , მეორე წუთს კი იწყენდა შენს გარეშე აწი მე რავქნაო პასუხი კი სულ ერთი და იგივე იყო"ვთხოვდები ლიკუნ სხვაგან სადმე კი არ მივდივართქო,მაინც სულ გნახავ"

--------
ანდრეასთან.
მართალია ვიცოდი ,რომ ასე დავაჩქარებდი თარიღს და წინასწარ მქონდა რაღაცეები მზად, მაგრამ ცოტა გართულდა და მთელი კვირა იმათ მოგვარებას მოვუნდი, ვცდილობდი ყველაფერი ისე ყოფილიყო როგორზეც ნატალი იოცნებებდა.საბოლოოდ მაშინ დავწყნარდი როცა ყველაფერი რიგზე იყო და არანაირი პრობლემა აღარ შეიქმნებოდა.

------
ნატალისთან.
მთელი ერთი კვირა არ გამოჩენილა ანდრეა, წინა საღამოს კი მისი ზარი რომ დავინახე გული ამიჩქარდა ,მაგრამ კულტურულად დავაიგნორე ეს რეაქცია და ტელეფონს ვუპასუხე
-ქვემოთ ჩამო რა ...
მალევე ჩავედი და ეგრევე შეტევაზე გადავედი
-რა კაი შეყვარებულივით მირეკავ და მეუბნები ქვემოთ ჩამოდიო
-რაღა შეყვარებულივით ნატალი, ხვალ ჩემი ცოლი ხდები
-ჰოო, ხვალ...
-კაი მიდი ადი...-როგორც ჩვევია ისე ჩამიხუტა კისერში მაკოცა და ხმაურით გავიდა უბნიდან.
ან მოსვლა რა იყო ან ეს ყველაფერი,ვერ გავიგე მაგრამ რა მიკვირს ეს ხომ ანდრეა...

მეორე დილით ყველა მე დამტრიალებდა თავს, მაკიჟი, თმები და ერთი ამბავი იყო სახლში...
-მალე მორჩებით რა დრო მოვიდა...-წუწუნით შემოვიდა უკვე მერამდენედ ლანა...
-კაბა დარჩა და მზადაა...-უპასუხა რომელიღაცა ვიზაჟისტმა.
მთავარია მოინდომო და მიზანს ყოველთვის მიაღწევ(9)

კაბაც ჩავიცვი და მომინდა მეტირა, ზუსტად ისეთი იყო როგორზეც მუდამ ვოცნებოდი, მაგრამ ერთი განსხვავება ის იყო, მივყვებოდი ისეთ ვინმეს ცოლად რომელსაც არ ვუყვარდი..მე ? მე არ ვიცი.. ალბათ რაღაც გრძნობა მქონდა მის მიმართ, მაგრამ ვერ გამეგო რა იყო ეს,სახელს ვერ ვარქმევდი, უბრალოდ ძალიან მომწონდა მის მკლავებში ყოფნა.
ოთახიდან გასულს ანდრეა უკვე ადგილზე დამხვდა...წამით "ის" სხივი დავინახე მისთვალებში...
-ძალიან ლამაზი ხარ... -რაღაცნაირი შეცვლილი ხმით მითხრა-მე კი დაჰიპნოზებულმა უბრალოდ გაღიმება ძვლივს მოვახერხე.
იქედან ჯვრის დასაწერად წავედით ,შემდეგ ხელი უნდა მოგვეწერა... ყველაფერმა გართულების გარეშე ჩაირა, ხელი მოვაწერეთ და ის იყო უნდა წამოვსულიყავით ყველამ ერთხმათ შეთანხმებულებივით ,რომ დაიყვირეს
"კოცნა!"
-არ გაბედო-სიმწრით, კბილებსშორის გამოვცერი და ისე ვუთხარი ჩუმად
-გავბედავ მერე და როგორ ცოლო...
არ დააყოვნა და მალევე ვიგრძენი მისი ცხელი ბაგეები ჩემსაზე, საერთოდ გაქრა ყველაფერი ირგვლივ,სულ სხვა სამყაროში ავღმოჩნდი, მუცელში ცხელი ლავა ჩამეღვარა და ერთიანად დამიარა.
ძვლივს მოწვდა ჩემს ყურთასმენას შეძახილები და ძვლივს შევძელი გონზე მოსვლა, მალევე მოვშორდი და მის სახეს შევხედე თუ არა ძალიან დიდი კმაყოფილება ამოვიკითხე
-ჩემი გემრიელი ცოლი...-არც კომენტარი არ დააგვიანა.

---------
იმედი მაქვს ვამართლებ თქვენს მოლოდინს <3
ველი კომენტარებს.♥



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

რა კაი იყოოო,უუფ გემრიელი

 


№2 სტუმარი nino k.d.

კარგი იყო თავები გაზარდე და მერე იქნება უმაგრესი

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

"ჩემი გემრიელი ცოლი" კი არა " ჩემი გემრიელი ისტორია" მომეწონა უზომოდ უზომოდ ნეტა ახლა რა მოხდება და როგორ განვითარდება მოვლენები ველოდები ახალ თავს

 


№4  offline წევრი sllakhh

უცნობი ქ
"ჩემი გემრიელი ცოლი" კი არა " ჩემი გემრიელი ისტორია" მომეწონა უზომოდ უზომოდ ნეტა ახლა რა მოხდება და როგორ განვითარდება მოვლენები ველოდები ახალ თავს

ვააიიჰ love love მადლოობაა <3 <3

ლორელაი
რა კაი იყოოო,უუფ გემრიელი

love მადლობა <3

nino k.d.
კარგი იყო თავები გაზარდე და მერე იქნება უმაგრესი

გავითვალისწინებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent