შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაჩუქე სიყვარული (15)


21-10-2015, 00:29
ავტორი Dikunadiko
ნანახია 3 566

დილით უცხო ოთახში გამომეღვიძა, თვალები მოვიფშვნიტე და კარგად მოვათვალიერე გარემო, ძირითადად თეთრ ფერი იყო შესრულებული მაგრამ უამრავი ხის ელემენტით, ოთახის შუაგულში დიდი ფანჯრების გასწრივ უზარმაზარი საწოლი იდგა, გვერძე პატარა ტუმბოებით, ერთი კედელი მთლიანად წიგნის და სუვენიერების თაროებს ეკავათ, მეორე კედელი კი ტანსაცმელის საგარგერობოს ეკავა და ოთახისგან თხელი ბამბუკის ჟალუზები ჰყოფდა. საწოლის გასწვრივ ფანჯრებს შორის საშუალო ზომის ტელევიზორი ეკიდა, ქვევით კი ხის მოგრძო ტუმბო , დისკებისთვის და სხვა დეკორაციებისთვის.
თხელი ზეწარი მუჭებში მოვიქციე და ახლაღა ვნახე რომ მხოლოდ ლიფით და ტრუსით მეძინა " ჩვენს შორის რამე მოხდა და მე არ მახსოვს? არაა შანსი არაა" თავი გავაქნიე და კიდევ ერთხელ დავხედე ჩემს ახორკლილ ტანს..
სწრაფად წამოვდექი და ტანსაცმელების ძებნა დავიწყე, ბამბუკის ჟალუზები გადავწიე იმ იმედით რომ იქ მაინც დამხვდებოდა თუმცა როგორც ჩანს მხოლოდ ალექსანდრე ტანსაცმელები იყო.
ფანჯარა ოდნავ გამოღებული იყო ამიტომ ოთახში გრილი ჰაერი იდგა და შემცივდა , ხელებით ვცადე მკლავები შეთბობა თუმცა ჩემი ორი ხელი მთელს ტანს როგორ ეყოფოდა.
-გაიღვიძე? მისი ხმის გაგონებაზე ისე შემეშინდა კედელს ავეკარი და როცა გამახსენდა რომ მის წინ ნახევრად შიშველი ვიდექი სწრაფად შევძვერი ლოგინში. ჩემს ამ ქცევაზზე ჩაეღიმა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
-ჩემი ტანსაცმელები სადაა? ვკითხე და ზეწარი ყელამმდე ავიფარე.
-შრება. დამაჯილდოვა მისი საოცარი ღიმილით
-და მე რა ჩავიცვა? პატარა ბავშვივით დავპრუწე ტუჩები
-ეგრე უფრო მიმზიდველი ხარ. მის ხმაში ვნების ნოტებმა გაიჟღერა და თვალებში ჭინკები აუთამაშდნენ.
-კარგი ვხუმრობ . მიმიხვდა სიწითლის მიზეზს და ბამბუკის ჟალუზები ბოლომდეგადასწია,ახლაღა შევამჩნიე. "ვაიმე რამდენი ტანსაცმელი ჰქონია ".
-აარჩიე რამე ჩემებიდან სანამ გაშრება შენი ტანსაცმელები, საშრობშია.
მომაძახა და გავიდა, სწრაფად წამოვხტიი ფეხზე და სანამ საგარდერობოს მივუახლოვდი ისევ შემოყო თავი ოთახში და როდესაც ისევ იმ ფორმაში დამინახა მთელი ტანით შემოვიდა.
-რამე გინდოდა? ხელები დოინჯით შემოვიწყე და გადავწყვიტე გამეგიჟებინა, თან ცოტას მეც გავერთობოდი, არადა მემგონი გაგიჟებული უფრო მე ვიყავი საცვლების ამარა რომ ვიდექი საყვარელი კაცის წინ. მიმიხვდა ალბათ მიზანს და ჩაეღიმა
-არა, სააბაზანო აი იქ კუთხეშია, მიმითითა ოთახის კუთხეზე , ჯერ შევათვალიერე და კარგად რომ დავაკვირდი მერეღა დავინახე კედლისფრად შეღებილი კარი, მას რომ არ ეთქა ვერც დავინახავდი.
-კარგი მადლობა.
ტაროზე დაებულ პირსახოცს ხელი დავტაცე და სააბაზანოსკენ გავფრატუნდი, იმდენად ვნებიანი მზერა ჰქონდა ბეჭები ამეწვა "ნუ ეთამაშები ელენე" მაფრთხილებდა მეორე მე..
ცხელი წყლის ჭავლმა მაშინვე მომთენთა, წყლის წვეთები ჩემს კანს ეცემოდნენ და სადღაც უსასრულობისკენ გორავდნენ ისევ ფიქრებმა წამიღეს თუმცა ლავანდის სასიამოვნო სურნელმა უმალვე დამაბრუნა მიწაზე და გამჭვირვალე გელი ტანზე ავიქაფე. ყვეა პროცედურის შესრულების შემდეგ ტანზეც გავიმშრალე და გარდერობის წინ დავდექი, საკიდიდან მისი რამოდენიმე პერანგი გადმოვიღე და ტანზე მოვიზომე, ყველა რათქმაუნდა დიდი მქონდა, ერთხელ ნეტში ვნახე მამაკაცის პერანგისგან ქალის მოკლე კაბა რა ადვილი გარდასაქმნელი იყო ამიტომ ოთახში "საჭირო ხელსაწყოების " ძებნა დავიწყე, გრძელ კლეჩატ საროჩკას ორივე მკლავი მოვაჭერი ბოლომდე , უკნიდან ისე სჰემოვიცვი რომ საყელოები მკერდის ფორმას იმეორებდნენ, ღილები ბოლომდე შევკარი "მმ, ძაან გაშვებულია" გავიფიქრე და თვალში ფარდის ლენტა მომხვდა, თეთრი ლენტა ლურჯ პერანგზე შემოვაკარი და "რატომაც არა, იდეალურია" .. კმაყოფილი სახით ჩავფრატუნდი პირველ სართულზე საიდანაც შესანიშნავი სუნი მოდიოდა..
თეთრ მარმარილოს დახლთან ალექსანდრე იდგა, ბეჭები გაეშალა და გულომდგინედ ურევდა ჭიქაში ყავას, სუნის მიხედვით ომლეტს აკეთებდა, წამოსული ორთქლისგან ლოყები ოდნავ ასწითლებოდა..იმდენად სექსუალურად და მიმზიდველად მეჩვენა მისი ყოველი მოძრაობა ფიქრებში გაპარულმა ტუჩი მოვიკვნიტე.
-მმ,რას აკეთებ? გვერდიდან ჩუმათ მივეპარე, თუმცა მაინც ვერ შევაშინე. ჯერ კარგად ამათვალიერ-ჩამათვალიერა და ვნებიანი მზერა ჩემს მკერდზე შეაჩერა, ცოტა არიყოსდა შემრცხვა ამიტომ
-ომლეტს დავხედავ . შემოვბრუნდი და ტაფას თავი ავხადე, ორთქლმა სახე ამიწვა, თუმცა ვიღაცის ცხელმა სუნთქვამ ჩემს კისერზე სულ გადამწვა, და ალბათ ხვდებით ვინც იყო, შემობრუნება ვერ მოვასწარი, ამჯერად მისი ტუჩების შეხებამ რომ გამაჩერა რომლებიც მხრებიდან კოცნა-კოცნით გზას ყელამდე იკვლევდნენ.
პარალელურად მის ძლიერ ხელებს ჩემს მუცელზე დააცოცებდა და ალბათ პერანგი რომ არა მართლა ამეწვებოდა ის ადგილებიი სადაც ალექსანდრე მეხებოდა. ალბათ ყველა მიხვდებით რას გრძნობს ქალი რომელსაც საყვარელი მამაკაცი ეხება, ასე ახლოს და პირველად!
ხოდა მეც სწორედ ასე ვგრძნობდი თავს, სრულ აღმაფრენაში ვიყავი, თავი დავკარგე, ხო აღარავინ და ღარაფერი მახსოვდა, მხოლოდ ის და მე..
მუცელზე შეცურებული ხელით ძლიერად შემომაბრუნა და ახლა მის ტანზე ვიყავი აკრული, ერთ ხელს წელზე დააცოცებდა, მეორეთი სახის ნაკვთებს ეფერებოდა, მეც გავთამამადი, ორივე ხელი კისერზე მოვხვიე და აი ისიც,, პირველი ნანატრი კოცნა, წამებში დააცხრა ჩემს ტუჩებს და იმ წუთას მეგონა რომ ცეცხლის ალში ვიწვოდი, და ეს სიყვარულის ცეცხლი იყო..
ძლიერმა ხელებმა უცებ ამიტაცა და მარმარილოს დახლზე შემომსვა, მოშიშვლებული ფეხები წელზე შემოვაწყვე და ახლა მე ვაკოცე გამეტებით, ვნებამ იმდენად მძლია მთელი მონდომებით ვუკოცნიდი ვნებისგან დაბუშტულ ტუჩებს, ისიც თიტებს ჩემს კისერზე დააცოცებდა , იმ წუთას ჩემი გინება სულ გასუფთავდა, აღარცერთი ფიქრი აღარ ბუდობდა ჩემს თავში , მხოლოდ ის და მე, და კიდევ...
-ვაიმე ომლეტი დაიწვა.. სწრაფად მოვწყდი მის ტუჩებს როდესაც დამწვარი ომლეტის სუნი ცხვირის ნესტოებს მოსწყდა, დახლიდან ჩამოვხტი თუ არა მაშინღა დავინახე რომ მთელი ოთახი გაკვამლული იყო
-ვახ ჩემი რა.. უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა ალექსანდრემ და სიცილით ჩართო გამწოვი, ცოტახანში სუფთა ჰაერი ჩავისუნთქეთ
-ახლა რა ვჭამოთ? ღრმად ამოიხვნეშა და ომლეტი სანაგვე ყუთში გადაუშვა.
მაცივრიდან დაწყებული ყველაფერი გამოვქექეთ თუმცა სხვა საჭმელი ვერ ვიპოვეთ, ბოლოს დახლის წინა მხარეს დიდი უჯრა გამოვაღე და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი როდესაც ათასფრად ჩამწკრივებული 7days-ის კრუასანები დავინახე
-ესეც ესე, საუზმეც ნაპოვნია. ყურებამდე გაკრეჭილმა ამოვიღე ორი პაკეტი , ყავა გავაკეტე და ვისაუზმეთ.
"ჩვენი პირველი საუზმე"..

ამასობაში ტანსაცმელებიც გამშრალიყო, დავაუთოვე და ჩავიცვი ჩემი მოტკეცილი ჯინსი და ოდნავ ჩამთბარი თეთრი პულოვერი.
სახლიდან გამოსულმა შევამჩნიე რომ ჩვენს ირგვლივ თვალუწვდენელი სიმწვანე იყო და მაშინვე მივხვდი რომ ქალაქში არ ვიყავი, წარბებაზიდულმა შევხედე ალექსანდრეს რომელსაც თავისი ძლიერი ხელები ჩემს ტყავის ქურთუკზე მოეთავსებინა და კმაყოფილი ისრუტავდა არემარის სუფთა ჰაერს. ეზოს ძირითადი ნაწილი მოყვითალო და მონაცრისფრო-ლურჯი ბუნებრივი ქვებით იყო მოპირკეთებული, აქა იქ ნაძვები და სხვა ჯიშის ხეები ერგო, მაღალი ღობის ძირში კი სხვადასხვა ფერის ვარდები ხარობდა..
"გულს უხარია ასეთი სილამაზე"
წელზე ხელის აუღებლად მიბიძგა ეზოში მდგარი მაქნანისკენ თვითონ კი ჭიშკარი გააღო, მერე თავის ადგილს მიუჯდა და მანქანა დაქოქა
-მაინც არ მეტყვი სად ვართ არა?
-წყნეთში, ჩემს აგარაკზე. ბოლო სიტყვები კმაყოფილმა წარმოსთქვა.
-ძალიან ლამაზია აქაურობა..
-შენსავით..
მეტი აღარაფერი მითქვამს, მთელი გზა უხმოდ ვიმგზავრეთ..
-არ შემოხვალ? ლალის გაუხარდებოდა.. მანქანიდან გადმოსვლამდე ვკითხე
-არაა , სამსახურში წავალ, სხვა დროს იყოს.
ნელ-ნელა უფრო მიახლოვდებოდა მისი სახე, მეც სიამოვნების მოლოდინში გავირინდე და თვალები დავხუჭე, მისმა სიცილმა მიწაზე დამაბრუნა, ლოყაზე მაკოცა, მეც დარცხვენილმა სწრაფად გამოვაღე კარი და თითქმის სირბილით მოვცილდი მანქანას, სახლში შესული პირადპირ აივნისკენ წავედი, ალექსანდრე უკვე წასული იყო.
სახლში შებრუნებულმა ორ წყვილ გაოცებულ და დაინტერესებულ თვალებს გადავაწყდი.
-დაფქვი, სად იყავი, რა ხდებოდა? ღიმილნარევი სიმკაცრით მითხრა ნათიამ და ქურთუკი საკიდზე დაკიდა, ლალიმ ყავა მოადუღა და სავარძლებში გადანწილებულებმა ყველაფერი დეტალურად გამომკითხეს, მეც ყველაფერი მოვუყევი რათქმაუნდა სამზარეულოშიი მომხდარის გარდა . ცოტა დავისვენე და რადგან რამოდენიმე დღე იყო ვაცდენდი სამსახურს საღამოს 7 საათზე უკვე ფორმა გადაცმული ვემსახურებოდი მოქეიფე ხალხს..
მთელი ღამე ვიმუშავე , და მომდევნო დღეებშიც სამუშაოს ანაზღაურებბის მიზნით დილის 6მდე უნდა მემუშავა, დილის ემოციებით დატვირთულლი, მთელი საღამო ლაღად დავრბოდ ერთი მაგიდიდან მეორესკენ
და სამუშაო საათებმაც თვალის დახამხამებაში ჩაიარა, 6სზე ვატომ მიგვიყვანა მე და ნათია მანქანით სახლში, ნათიას არ დავლოდებივარ ისეთი დაგლილი ვიყავი , შევედი თუარა ტანსაცმლიანად წამოვწექი ლოგინზე და გემრიელად ჩამთვლიმა.

*** ალექსანდრე
-მოიცა თქვენ კიდე დაშორდით ბიჭო? წარბებშეჭმუხნულმა გავხედე ირაკლის რომელიც უკვე ნამდვილად ნერვებზე თამაშობდა
-რავქნა აბა ბიჭო, უნდა დამემალა სიმართლე თუ? არანაკლებ ანერვიულები ჩანდა ისიც.
-არა მარა იმის მერე ელაპარაკე?
-თავს მარიდებს, არ იღებს რო ვურეკავ, კარებსაც არ მიღებს დაჟე.
-მოიფიქრე რამე და შემოირიგე , შვილი გეყოლება 8 თვეში და დაჭკვიანდი ცოტა რა. დავარიგე მეგობარი და გამოვემშვიდობე, მანქანაში ჩავჯექი თუ არა ნონას დავურეკე
-წინასწარ გაფრთხილებ ალექსანდრე, თუ ირაკლიზე უნდა მელაპარაკო ჯობია ეხლავე გათიშო.
-კაი გოგო კი ნუ მცემე, არა სხვა საქმე მაქვს . 12 ზე განყოფილებაში ვიქნები და იქ მოდი .
-კარგი.
გზაზე გასართობ ცენტრში სევიარე, რამოდენიმე საბუთს გადავხედე და მერე გზა გავაგრძელე, გული დამწყდა რომ ბავშვებს ვერ ვეთამაშე მაგრამ ამჯერად არაუშავს..
როგორც ყოველთვის ჩემი სამუშაო მაგიდა საქაღალდეებით იყო გავსებული და ამ აურზაურის დანახვაზე გული შემიწუხდა. რადგან დიდად არ მიყვარდა არეულობა, ერთი ხელის მოსმით გადავანაწილე საქაღალდეები თაროზე და მონატრებულ ტყავის სავარძელში ჩავესვენე..
წამიერად თვალწინ ისევ ელენეს სიფრიფანა ტანი დამიდგა, გუშინდელი კადრები პაზლივით ავაწყე მეხსიერებაში და სასიამოვნოდ ჩამეღიმა.
"ვინ დაგაცდის ფიქრს" კარებზე გადაბმულმა კაკუნმა გამომაფხიზლა
-შემოდით.
-სად დაფრინავ, პორტფელი მაგიდაზე შემოდო ნონამ და გადამკოცნა
-დაჯექი სალაპარაკო მაქვს.
-რა მკაცრი ხარ რაიყო.
-რატო დამიმალე ელენეს მონაყოლი? ჩემს კითხვაზე სახე შეეცვალა, დაეტყო ანერვიულება, პიჯაკის ღილები ოდნავ შეიხსნა.
-რაა, რას ამბობ.. თავი მოიკატუნა ვითომდა არ ვიცო .
-ძალიან კარგად იცი რაზეც ვლაპარაკობ, ელენე მომსწრე იყო იმის თუ როგორ მოკლეს თავისი ქმარი, ელენე იცნობს სახეზე მაგ ადამიანებს და მინდა საქმე ახლიდან ავღძრა.
-საიდან გაიგე? პატარა ბავშვივით თავი დაბლა დახარა..
დიდხანს ვისაუბრეთ და ბოლოს როგორც იქნა ისიც დავითანხმე საქმის აღძვრაზე, საჭირო იყო ახლა ელენეც დაგვეთანხმებინა და და სულ მალე ალბათ სამართალიც იზეიმებდა, თუმცა ასე ადვილად როდი ხდება.
5 ხდებოდა ელენეს რომ დავურეკე და ხმის ტემბრზე როგორც ჩანს გავაღვიძე, ასეც საყვარელი ხმა ჰქონდა .
-ხომ იცი როგორ არ მიყვარს ეგ შენი სამუშაო.
-არც მე მეხატება დიდად გულზე მაგრამ როცა საჭიროა რავუყოოო..
-კარგი პატარავ (პირველად მივმართე ასე და სხვათაშორის მეც ისევე მესიამოვნა ეს სიტყვა როგორც მას)
-ხვალ კვირაა და თუ დამასვენებენ სადმე გავისეირნოთ.
დამემშვიდობა და გათიშა მობილური
როგორ მღრღნიდა ეჭვები ," ნეტა ვინ იყო ის ვინც ასე გაამწარა ელენე, თუმცა ერთის მხრივ სხვანაირად რომ შევხედოთ, ეს რომ არ მომხდარიყო ვერც გავიცნობდი მას, მაგრამ, არა, არა რას ამბობ შე სულელო კაცო, ასაკის მატებასთან ერთად ჭკუა გაკლდება". ჩავიქირქლე და ელენე გაგუას საქმე კიდევ ერთხელ გადავშალე.

----------
დიდი, დიდი ბოდიში რომ დავაგვიანე მაგრამ ვიმედოვნებ ამ თავით გამოვისყდი დანაშაულს, როგორია? მაინტერესებს თქვენი აზრები შეფასებები <3 ძალიან მიყვარხართ



№1 სტუმარი nino k.d.

მაგარია მალე დადე

 


№2  offline წევრი Dikunadiko

shevecdebi rac semidzliamale davdo <3
nino k.d.
მაგარია მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent