შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საშიში გრძნობა ''სიყვარული'' (3)


21-10-2015, 01:21
ავტორი lisebeth
ნანახია 4 105

სახლში რომ შებარბაცდა საოცარი სიურპრიზი დაუხვდა. დედამისი სამზარეულოში რაღაცას აკეთებდა.
‘’-ჯანდაბა როცა მარტო ყოფნა მინდა მანდამაინც სახლში მაშინ რატო მოდის?’’ _ როგორც შეეძლო ისე გაიღიმა და სამზარეულოს ზღურბლს გადააბიჯა.
-დედა? რა სასწაულია ...
-ჩემი ბარგი შემოსასვლელში ,რომ არ დაგეყარა შეგეძლო...
-უცებ გავხდი წასასვლელი და...
-მოდი რამე ჭამე.
-არაფერი არ მინდა. რატო გავარდი ასე უცებ შენს ფსიქოლოგთან?
-ხომ იცი ,რომ არ მივიდე ცუდად ვხდები. მასთან საუბარი ძალების აღმიდგენს ხოლმე
-მე წავალ დავწვები. რაღაც ვერ ვარ კარგად.
-ავად გახდი?
-არა ისე უბრალოდ.

საწოლზე წამოგორდა. ფიქრობდა...ბევრს ფიქრობდა ,მაგრამ ერთმანეთთან ვერ აკავშირებდა. რა უცნაური იყო ეს ყოველივე. ადამიანი ერთდროულად მრისხანე და მეორე წუთას სრულიად ჩვეულებრივი. ნუთუ შესაძლოა არსებობდნენ ადამიანები რამდენიმე სახით ... თუ ეს არც არის რავალსახოვნება... იქნებ ეს სხვა რამაა ... კითხვებზე პასუხი სჭირდებოდა ... ნეტა რა მოხდებოდა ხვალ როდესაც ისევ შეხვდებოდნენ ერთმანეთს? შესაძლო იყო ისევ მტრულად შეებღვირა მისთვის. საერთოდ არ ელოდა ცვლილებებს. ფიქრობდა , რომ თავი არ უნდა დაეიმედებინა. ან საერთოდ რატომ ანაღვლებდა ამ ადამიანის ბედი ასე? იქნებ მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დაუოკებელი გრძნობა იყო. რატომ შეიძლება იქცეოდეს ადამიანი ასე? რაღაც მოხდა მანამ სანამ მათი გზები გადაიკვეთებოდა. ალბათ უაზრობა იყო იმაზე ოცნება მისულიყო და თავად ეკითხა
ფეხსაცმელები გაიძრო და პიჟამა ჩაიცვა. საწოლში საყვარელ ბალიშს ჩაეხუტა და ფიქრი განაგრძო. კოტიკოს შეტყობილება მოუვიდა ,მაგრამ არ უპასუხნია. ასე უძრავად იწვა სანამ ძილმა არ წაართვა თავი.
დილით ამდგარს დედა კვლავ სამზარეულოში დაუხვდა. კვირა იყო და არც იცოდა რა უნდა ეკეთებინა. იფიქრა კოტიკოს გავუვლლი. წინა ღამის გამო მოვუბოდიშებ და დღეც გავაო ,მაგრამ ამაოდ . როგორც იყო მართას თავი დააღწია და მეგობრის სახლისკენ წავიდა , მაგრამ შინ არ დაუხვდა. დიდხანს რეკავდა ზარს ,მაგრამ არ უპასუხა. ქუჩაში გამოვიდა და გადაწყვიტა ცოტა ფეხით გაევლო. რატომღაც მთელი დღე ეჩვენებოდა ,რომ ვიღაც უთალთვალებდა. წარმოდგენაც არ ჰქონდა საიდან მოიტანა ეს სისულელე ,მაგრამ ასე ემართებოდა.
‘’-იდიოტი მე’’ _ჩაილაპარაკა თავისთვის და გზა განაგრძო. კარგა ხანს იბოდიალა, მერე ბაღშიც იჯდა და ტელეფონზე თამაშობდა. მერე იგრძნო ,რომ მოშივდა და საჭმელად კაფეში დაჯდა. საღამომდე დრო ძლივს მოკლა. ნაკას მისწერა ტელეფონზე ხვალ ხომ მოხვალო და სახლისკენ აიღო გეზი. ვერც კი ხვდებოდა რატომ იყო მთელი დღე ხასიათმოშხამული.

მხოლოდ ნაკას დანახვამ გამოაფხიზლა აუდიტორიაში ,რომ შევიდა. არ იცოდა რატომ , მაგრამ ვერაფრით ახერხებდა მდგომარეობიდან გამოსვლას. მისი ინტერესის ობიექტის ადგილი რატომღაც თავისუფალი იყო.
‘’-ნუთუ არ მოვა? ‘’ _ გაიფიქრა გულში და ნაკას გადაეხვია.
-გამარჯობა ბებო როგორაა?
-უკეთ. მეზობლებს სასწრაფო გამოუძახებიათ და ... ჩვენ ,რომ ჩავედით უკვე კარგად იყო. შენ რას შვები? მომენატრე ...
-მეც _ გაიღიმა ქრისტინემ და დაინახა ,როგორ შემოვიდა ოთახში კახა. წარმოდგენაც არ ჰქონდა მისკენ უნდა გაეხედა თუ არა. ბოლოს გადაწყვიტა ,რომ კი ...ერთმანეთს უკვე ვიცნობთ და უზრდელობა იქნება თავის არიდებაო გაიფიქრა . ბიჭმაც მხოლოდ გამოხედვით უპასუხა და თავის ადგილზე დაჯდა.
-მომეჩვენა თუ მოგესალმა ჩვენი უცნაური კურსელი ?_ კითხა ლექციის დროს ნაკამ
-ასე გგონია?
-გადმოგხედა. ეს მისალმების ტოლფასია მით უფრო ამ შემთხვევაში.
-ჰო შეიძლება.
-თქვენ რა ერთმანეთი გაიცანით?
-ნაკა მოდი ამ თემაზე ნუ ვისაუბრებთ. არც ვფლობ ინფორმაციას მაქვს თუ არა უფლება ამ თემაზე ვისაუბრო .
-ისე ლაპარაკობ თითქოს ეროვნულ დანაშაულს ჩავდიოდეთ.
-არც კი ვიცი. მოდი შევწყვიტოთ კარგი ? გპირდები ,როგორც კი შევძლებ ამ თემაზე პირველად შენთან ვილაპარაკებ.
-და ზარიც დარეკეს. შენი არ ვიცი ,მაგრამ მე ძალიან მშია. ამ დილით ჩამოვედი და ყავის დალევაც ვერ მოვასწარი.
-წამოდი მერე რა პრობლემაა? ააარა ... მგონი პრობლემაა. _კარისკენ გააპარა თვალი ქრისტინემ. აშკარად კოტიკო მოდიოდა მისკენ.
- გამარჯობა დაკარგულო. ნახევარი საათია კართან ვდავარ და ვუდ როდის გამოვა ლექცია. სხვათაშორის გადამაგდე ...
-დაიკიდე რა ... მოდი ჩემს მეგობარ ნაკას გაგაცნობ.
-სასიამოვნოა. მე კოტიკო _ ხელი ჩამოართვა და გაუღიმა. _ ქრისტი შენთან სალაპარაკო მაქვს შეიძლება?
-როდის მერე დასერიოზულდი ასე?
-მართლა საქმე მაქვს. დავლიოთ ყავა ?
-კარგი. ნაკა ხომ არ გეწყინება?
-რათქმაუნდა არა. ლექციაზე დავრჩები.
ქრისტინე წმოდგა და კოტიკოს გზაში წამოეწია. ერთხელ კი მოიხედა უკან სადაც მისი და კახას თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. მის თვალებში ამჯერად მრისხანებისგან სრულიად განსხვავებული რამ დაინახა. კოტიკომ ხელი გადახვია და ნაბიჯს აუჩქარა .
სასადილოში დასხდნენ. კოტიკო ყავის მოტანამდე რაღაცეებს ლაყბობდა ,მაგრამ ქრისტინე სულაც არ უსმენდა. უბრალოდ იჯდა.
-მოკლედ ის მინდოდა მეთქვა ,რომ ... რაღაც შემოთავაზება მაქვს.
-რა შემოთავაზება? _გამოერკვა გოგონა.
-იტალიაში ექსპედიციაში მიწვევენ. არქეოლოგია და რამე ...ხომ იცი როგორ მაინტერესებს ეს სფერო. მით უფრო იტალია ... მოკლედ ფაქტობრივად ისაა რაზეც ვერც კი ვიოცნებებდი.
-გილოცავ ძალიან მაგარია. როდის მიდიხარ?
-ზუსტად მაგაზე მინდოდა შენთან ლაპარაკი.
-გუშინ ვიყავი შენთან და არ დამხვდი.
-სწორედ ამ საქმეებს ვაგვარებდი. შეხვედრა მქონდა.
-მერე? როგორ ჩაიარა? აქამდე ვერ მითხარი?
-დარწმუნებული არ ვიყავი.
-როდის მიდიხარ? არ გინდა მაგარი გაცილების საღამო მოგიწყოთ? _ გაიღიმა ქრისტინემ და მხარზე ხელი გაჰკრა მეგობარს.
-ჯერ არ დავთანხმებივარ...
-რას ელოდები? გაგიჟდი ? ასეთი შანსი სულ კი არ მოგეცემა ... დროზე ჩაალაგე ბარგი სულელო...
-შენ გელოდები.
-რაა? მე რა შუაში ვარ?
-თუ შენ მეტყვი არ წავალ
-რა სისულელეს ამბობ ?
-არ ვამბობ სისულელეს ქრისტი. მე თუ იქ წავალ ვიცი ,რომ აღარ დავბრუნდები. ჩვენს შორის ხომ ბევრი რამ იყო. მითხარი თუ ეს რამეს ნიშნავდა შენთვის და არ წავალ. მხოლოდ მითხარი ,რომ დავრჩე.
ქრისტინე ადგილზე შეხტა და ხელი ,რომელიც ჯერ ისევ მის მხარზე ედო სწრაფად ჩამოსწია. იმ წუთას , რომ გეკითხათ ვერც კი გიპასუხებდათ რას ითხოვდა მისგან ეს ბიჭი.
‘’-უნდა ვუთხრა ,რომ მიყვარს და მასთან ერთად მომავალს ვხედავ? ‘’
გაოცებული სახით იჯდა და თავის თავს ეკითხებოდა. პასუხი იგვიანებდა , ან უარესი ... მოსვლას საერთოდ არ აპირებდა.
-ვერ ვხვდები რისი თქმა გინდა კოტიკო. ჩვენ მეგობრები ვართ ... მე შენ მიყვარხარ და შენ ნამდვილად განსაკუთრებული ადამიანი ხარ ,მაგრამ ... მაგრამ მეტი არაფერი ... არაფერი არ შემიძლია დაგპირდე.
-შენთვის მხოლოდ მეგობარი ვარ ,რომელიც კარგ პარტნიორობას გიწევს როცა ცუდად ხარ ან ბედნიერი ხარ ხომ ?
-დაახლოებით. თუმცა შენ პარტნიორზე ბევრად მეტი ხარ. მგონი მსოფლიოში ყველაზე მეტად გენდობი ,მაგრამ მეტი არაფერი. შენს მიმართ, როგორც კაცის არაფერს ვგრძნობ. რომ მცოდნოდა ასეთ რამეზე გქონდა ილუზიები ჩვენს შორის ის არ მოხდებოდა რაც მოხდა. მე არ ...
-კარგი ყველაფერი გასაგები და საკმარისია. მესმის... ძნელია, მაგრამ მესმის ...
-გთხოვ მაპატიე _ გულწრფელად შეწუხდა და ადგილზე მოიბუზა.
-არაფერი გაქვს საპატიებელი. ყველაფერი რიგზეა.
-ანუ ისევ მეგობრები ვართ?
კოტიკომ მხოლოდ თავი დაუქნია და გადაეხვია.
-ეს იმას ნიშნავს ,რომ ხვალ დილით მივფრინავ.
-გაგაცილებ
-გთხოვ არ გინდა. მერე მოგწერ ხოლმე. ძალიან მომენატრები _ფეხზე წამოდგა კოტიკო და მეგობარს უფრო მაგრად მოეხვია.
-წამოხვალ?
-არა დავრჩები ცოტახანს. კიდევ ბევრ ვინმეს უნდა დავემშვიდობო
-მე ლექცია მაქვს. _ ჩანთა გადაიკიდა ქრისტინემ და გარეთ გამოვიდა.
უფრო მეტად ციოდა ვიდრე შესვლამდე. კაპიუშონი წამოიხურა, ყურსასმენები გაიკეთა და ქუჩაში გზას ფეხით დაუყვა. ძალიან სტკიოდა კოტიკოსთან გამომშვიდობება. შეიძლება ითქვას ერთადერთი იყო ვინაც მასზე ყველაფერი იცოდა. ვინც უსიტყვოდ უგებდა. ვისთანაც ყოველთვის მიესვლებოდა და ვინც არასდროს მოუკეტავდა კარს.
‘’-ასე ხდება ,როდესაც მეგობრობა სექსში გადაგეზრდება. ეს წყეული სექსი ანადგურებს გრძნობებს და მორალს ... ზღვარს შლის ადამიანებს შორის... ურთიერთობებს შორის ‘’
ჩასძახა საკუთარ თავს და უფრო მეტად აუჩქარა ფეხს. თვითონ ვერ ხვდებოდა ,მაგრამ მისი სიარული უკვე სირბილს უტოლდებოდა. ხელებს ჯიბეში მუშტავდა. ლამის იყო გაჰყინვოდა. გათიშული მიდიოდა წინ. ალბათ გარშემო ყველაფერი ,რომ დანგრეულიყო ვერაფერს გაიგებდა. ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობა იყო. გადასასვლელს მიუახლოვდა და თამამად გადააბიჯა. ბარდიულზე როგორც კი ფეხი ჩამოდგა ვიღაცამ შავი ბეემვე ფეხებთან გაუჩერა. ისე იყო გაცეცხლებული სრულიად სამყაროზე ჩხუბსაც კი აპირებდა ,მაგრამ მძღოლი დაინახა და გაჩერდა.
-დაჯექი ...
-გმადლობ , მაგრამ ფეხით გავლა მირჩევნია.
-დაჯექი-მეთქი _ ეს ბრძანებას უფრო ჰგავდა. მანაც ინსტინქტურად გამოაღო კარი და მანქანაში დაჯდა.
-მეორედ აღარ გაბედო და რამე მიბრძანო თორემ გაგაცნობ ჩემს თავს _ბრძანებისვე კილოთი უპასუხა ქრისტინემაც.
-იმ ბიჭმა გაგაბრაზა ასე? აუდიტორიაში ,რომ გესტუმრა?
-არა, ჩმსავე საკუთარმა თავმა _ ადგილზე მოიბუზა გოგონა და ქუჩაში ყურება განაგრძო. მინაზე შხეფები ეცემოდა. წვიმას იწყებდა. რატომღაც საშინლად მოუნდა ტირილი. წამოხურულ კაპიუშონში ადვილად მოვახერხებო გაიფიქრა და ცრემლები გადმოსცვივდა.
-შეგიძლია კაპიუშონი გადაიძრო და ისე იტირო. ეგ არ მაღიზიანებს.
-სახლთან ჩამომსვამ? ტაქსიში გადაჯდომა მეზარება.
-ჩემთან წავიდეთ.
-არ მინდა ...
-წავიდეთ და მორჩა
-გითხარი ნუ მიბრძანებ მეთქი.
-არ გიბრძანებ გეუბნები. ბუხარს დავანთებ და ცხელი ჩაი დავლიოთ. სხვათაშორის სიცივში ბუხრის წინ ტირილს არაფერი ჯობია.
-შენ რა იცი გიტირია?
-იქნებ ... ვინ იცის ... აბა წავიდეთ?
-როგორც გინდა _უინტერესოდ თქვა ქრისტინემ

მანქნა ავტოფარეხში შეაყენა და ქრისტინეს კარი გაუღო. ქრისტინემ კაპიუშონი გადაიძრო. სადგომზე კიდევ ორი მანქანა ეყენა ერთიც კვასკვასა ყვითელი და მეორე თეთრი. საოცარი სანახავი იყო ორივე.
-რა სილამაზეა. გეტყობა მანქანებში კარგად ერკვევი
-ჯერ ერთხელაც არ გამიტარებია
-რაა? ავტოფარეხში ასეთი სასწაული გყავს და არ გაგიტარებია?
-გეფიცები. წამოდი ზევით ავიდეთ_ კარი გამოაღო კახამ და კიბით სახლის უკან აივანზე მოექცნენ. ორი ოთახის გავლით კი სასტუმროო ოთახში. მსახური ქალი ,რომელიც ყოველთვის კახას მოსვლამდე მიდიოდა ჯერ ისევ იქ იყო. ის ხომ ადრე წამოვიდა უნივერსიტეტიდან.
-მაპატიეთ ბატონოო ,მეგონა ჯერ არ მოხვიდოით. დავასრულებ და წავალ.
-შეგიძლია ახლავე წახვიდე. გმადლობ ..._ ქალი სასწრაფოდ გაქრა იქედან.
-მსახური მაშინ მოდის ,როცა სახლში არ ხარ? რატომ?
-ყოველი შემთხვევისთვის
-მანქანებს არ ატარებ, მსახურებს არ იკარებ, მეგობრები არ გყავს, დედაშენი რატომღაც აგარაკზე გადასახლდა ... რატომ?
- ჩემთვის ცუდი ,მაგრამ შენგან ლოგიკური კითხვაა.
-იქნებ პასუხი გაგეცა? სხვათაშორის ჭორაობა არ მიზიდავს და ასეც ,რომ იყოს ვის უნდა მოვუყვე შენზე? ერთადერთი ადამიანი ვისთანაც მსგავსი ურთიერთობა მქონდა ხვალ იტალიაში მიდის.
-ვინ არის ის ბიჭი შენთვის? მივხვდი , რატომაც იყავი ასეთი გულნატკენი ... მისი წასვლა არ გინდა?
- ესე იგი კითხვების დასმა შენც გცოდნია.
-ჰო , ხანდახან ...
-მოდი მაშინ ასე მოვიქცეთ. შენ შენი ისტორია მომიყევი და მე ჩემსას გიამბობ.
-შანტაჟია?
- როგორც გინდა ისე მიიღე.
-გამოწვევა ... ჩემს ცნობისმოყვარეობის ფარგლებს ამოწმებ?
-იქნებ ...
-და უარი ,რომ გითხრა ?
-სიმართლე გითხრა ეგეც ფეხებზე მკიიდია. ასე ,რომ ჩემთვის გულის ტკენას ნუ ეცდები _ დამაჯერებლად თქვა გოგონამ
-შევთანხმდეთ _ ხელი გაუწოდა კახამ ჩამორთმევისთვის. ქრისტინემაც იგივეთი უპასუხა.
-და ვინაიდან და რადგანაც ჩვენს შორის უფრო მეტად ეჭვშესატანი პიროვნება შენ ხარ, თხრობასსაც შენ დაიწყებ _ წარბი ასწია ქრისტინემ.
-და ამ ისტორიების მოსმენისას რას დალევ ?
-ტეკილას ... დღევანდელ დღეს შეეფერება.
-ტეკილას სვამ?
-თანაც კარგად. მერე სისულელეებს კი ჩავდივარ ,მაგრამ მერეს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა
კახამ მხოლოდ გაიცინა და ბარიდან ტეკილას ბოთლი გამოიღო. ორი ჭიქა მაგიდაზე დადგა და დაასხა.
-გისმენთ _ თქვა და სავარძელში ჩაეშვა.
-ყვითელი მანქანა ბაბუაჩემმა მიყიდა ჩემი გადარჩენის აღსანიშნავად სამი წლის წინ. ბაბუაჩემი მდიდარი და გავლენიანი კაცი იყო. ეს სახლიც მას ეკუთვნოდა. მამას გარდაცვალებას გადაჰყვა. ვერ გაუძლო მის სიკვდილს. ძნელია ერთადერთი ვაჟის დაკარგვა. თან გულიც აწუხებდა. ორჯერ გადაიტანა ინფაქტი და მესამე ჯერზე ვეღარ გადარჩა. მამას გარდაცვალებიდან წელიწადი და ცოტა მეტი იყო გასული.
-ვწუხვარ. რომ მცოოდნოდა ასე მძიმე ამბავი იყო არ გთხოვდი მოყოლას. თუ გინდა შევწყვიტოთ და ისე დავლიოთ
-არა, იქნებ უკეთესიცაა მოყოლა.
-დარწმუნებული ხარ?
-ჰო, მე და მამა ავარიაში მოვყევით სამი წლის წინ. დასავლეთიდან მოვდიოდით და ნაწვიმარზე მანქანა მოსრიალდა. მამა ადგილზე დაიღუპა. მე ორი კვირა ვიყავი რეამინაციაში. ტვინზე არაერთი ოპერაცია გამიკეთეს ,მაგრამ მაინც დამრჩა დეფექტი. _ კახამ ტეკილა გადაჰკრა და ინსტინქტურად ქრისტინემაც _ აზროვნება და ყველაფერი სრულფასოვნი მაქვს. სრულიად ჯანმრთელი ვარ , მაგრამ როდესაც რაღაც მაღიზიანებს საკუთარ თავს ვეღარ ვიმორჩილებ. თითქოს ჩემი გონება ითიშება და მხეცივით ვცოფდები. მიზეზი იმისა თუ რა მაღიზიანებს ჩემგნ დამოუკიდებლად ხდება. ექიმმა მითხრა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემაა. ტრამვისგან დამრჩა და მისი განკურნებაც შესაძლებელია , მაგრამ ჯერჯერობით წინ ბევრად არ წავწეულვარ. ერთ წელი სახლიდან არ გამოვდიოდი ,ამიტომაც ვარ შენი კურსელი. ძალიან დიდი პროგრესია ,რომ უნივერსიტეტში დავდივარ. ფრჩხილებს იმიტომ ვიკვნეტ ,რომ ყურადღება გადამაქვს. ბევრი რამ არის რაც უნივერსიტეტში მაღიზიანებს და ვცდილობ ჩემი თავი გავანეიტრალო.
-როგორ მიხვდი, რომ გიყურებდი?
-არ მივმხვდარვარ. რატომღაც ხშირად მჯერა იმის ,რომ მიყურებენ. ყურადღებას მაქცევენ იმიტომ ,რომ ჯერ ისევ არასრულფასოვანი ადამიანი ვარ. შესაძლოა არც არის ასე , მაგრამ ესეც ფსიქოლოგიური მომენტია. იმას ვხედავ რისი დანახვაც მინდა და რაც ვიცი ,რომ გამაღიზიანებს.
-მე გაღიზიანებ ?
-არ ვიცი, ხანდახან კი... ხან არა ... რატომღაც მგონია რომ შენც ისევე ხარ შენს თავში დაკარგული ,როგორც მე. მოგონია ,რომ ჩემნაირ ხარ ... მეორე წუთას კი სხვანაირად მეჩვენება. არც ვიცი ეს რას ნიშნავს.
-ვცდილობ ადამიანები ჩემგან გავარიდო. ამას ჩემი ნებით ვაკეთებ და არა შენსავით აუცილებლობით. შენ გგონია ,რომ ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენ. მე კი არ მესმის მათი. ეს ორი სხვადასხვა რამაა...
-მაგრამ შედეგი ერთი. ჩვენ ორი სხვადასხვა ადამიანი, ორი სხვადასხვა მიზნით ვშორდებით ადამიანებს , მაგრამ შედეგი ერთია. ორივე მარტოსული ვართ
-აქვს მარტოსულობასაც უპირატესობები. დღეს დავრწმუნდი მაგაში
-რატომ ?
-ასე უფრო მარტივია. არავის სტკენ გულს და არავისთან ხარ პასუხისმგებელი. არავინ იგებს ცუდად შენს ქმედებებს. ადამიანები მარტო მოვდივართ და მარტო მივდივართ ამ ქვეყნიდან.
-სერიოზული კაცთმოძულე ყოფილხარ.
-არ ვარ. ბრალოდ არ მესმის ადამიანების, ყალბი ურთიერთობების და სულელური გრზნობების. არ მესმის გრძნობების ... მერე მაგ გრძნობებსაც გამკლავება უნდა ...
-გიყვარს ის ბიჭი?
-კოტიკო? არა ... მეგობარია უბრალოდ ...
-და მას გული ატტკინე... რაღაც მოხდა თქვენს შორის და მან არასწორად გაიგო. კლასიკაა ...სტანდარტული სცენარი.
-სექსი მქონდა მასთან რამდენჯერმე. შესაძლოა გაუაზრებლად ,მაგრამ მაინც მქონდა. მას ეგონა ,რომ იყო ჩენს შორის რაღაც გრძნობების მაგვარი. მაგრამ არ ყოფილა ... დღეს მითხრა ,რომ თუ ვეტყოდი არ წავიდოდა. მე ფაქტობრივად ვუთხარი ჯანდაბამდე გზა გქონიათქო. ის ჩემთან მოვიდა იმედებით სავსე. მე დანგრეული გავუშვი ... ყველაფერს ვანგრევ ... აი ესაა ჩემი რეალობა ...
ისევ წამოსცვივდა ცრემლები ქრისტინეს და ტეკილა დალია. მერე ისევ დაასხა და დივანში შაეშვა.
-მგონი საკმარისია. _ჭიქა გამოართვა კახამ და მაგიდაზე დადგა.
-სულაც არაა საკმარისი. დამისხი და გაჩვენებ რამდენი შემიძლია დავლიო.
-ეჭვიც არ მეპარება. უბრალოდ გაჩერდი. სიმართლე ხშირად მტკივნეულია ,მაგრამ ნებისმიერი რაკურსით ტყუილს მაინც ბევრად სჯობს. შენ სიმართლე უთხარი. მთავარი ესაა. რაც იმას ნიშნავს ,რომ შენ არ ანგრევ ... შენს ისე იქცევი ,როგორც მართალი ადამიანი.
-ეგ რომელ წიგნში ამოიკითხე? _ჩაიცინა ქრისტინემ
-არსად. ჩემი სიტყვებია ...
-მაგარია. ‘’ტყუილს მაინც ბევრად სჯობს’’
-ტყუილზე უკეთესი ყველაფერი შეიძლება იყოს. _ ხელი ხელზე მოუჭირა კახამ გოგონას და მოეხვია. ვინ იცის რამდენი ხნის შემდეგ პირველად ჩაეხუტა ადამიანს. დავიწყებბულიც კი ჰქონდა რა გრძნობა იყო ეს.



№1 სტუმარი nino

კარგია მალე დადე

 


№2  offline წევრი LoNdA DM

რა საყვარლები არიან. კახა მომწონს ველოდები შემდეგ თავს

 


დადე საინტერესოა ძაანნ

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

ოი გამაჟრიალააა <3 როცა ბოლოს კახას გამოუტყდა და ცრემლები წამოსცვივდა აი ამ მომენტზე საოცრად გამაჟრიალა და ტანში დენივით რაღაცამ დამიარა.
ბრავოოო! შეუდარებელია..
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent