როგორ მოქმედებს სიყვარული ტვინზე?
როგორც შექსპირის “ზაფხულის ღამის სიზმარის” პერსონაჟი, ელენე(Helena) ამბობს: “სიყვარული თვალებით კი არა, გონებით იყურება” და რა თქმა უნდა ნეირომეცნიერებიც ეთანხმებიან მას. სიყვარული მართლაც საოცარი რამაა, მაგრამ მეცნიერებს, როგორც სხვა ყველაფრის შესახებ, სიყვარულზეც აქვთ გარკვეული მოსაზრებები და მტკიცებულებები. შეყვარებული ადამიანის ტვინი ქიმიკალებითა და ჰორმონებით ივსება, ეს უკანასკნელები კი სიამოვნების გრძნობას იწვევენ. მოკლედ იხილეთ 5 მაგალითი, თუ როგორ მოქმედებს ადამიანის ტვინზე სიყვარული. ჰორმონები “გიჟდებიან” ნეირომეცნიერები სიყვარულს 3 ნაწილად ჰყოფენ: გატაცება, მიზიდვა და დაპყრობა. გატაცების ფაზის დროს, სხეული ივსება ჰორმონებით, რომელიც ადამიანში გატაცების გრძნობას იწვევს, ანუ თითქოს საფუძველი ეყრება სიყვარულს. ადრენალინი და ნორეპინეფრინი გულის ფეთქვას აჩქარებს და ხანდახან ხელის გულების გაოფლიანებასაც იწვევს. ამ დროს ტვინი ქიმიკალებით ივსება, რომლებიც ადამიანის ეიფორიას იწვევენ. ასევე ტვინი გამოჰყოფს დოპამინს. მუშაობს ნარკოტიკივით მანამდეც კი, სანამ ადამიანი შეყვარებული გახდება, მიმზიდველი სახის ნახვა მასში გამოიწვევს ტვინის იმ ნაწილის ამოქმედებას, რომელიც ამოქმედებას იწყებს ისეთი ტკივილგამაყუჩებელი წამლების მიღების დროს, როგორიცაა მორფინი. საუბარია ოპიოიდის სისტემაზე. ტვინის ეს ნაწილი განკუთვნილია “მოწონებისთვის”. უახლესმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ კაცებმა, რომლებმაც მორფინის მცირე დოზა მიიღეს, ქალების სურათები მიზიდულობის მიხედვით, უფრო მაღალი ქულებით შეაფასეს, ვიდრე კაცებმა, რომლებმაც საერთოდ არ მიიღეს მორფინი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპიოიდის სისტემა “წინასწარ გახადეს” უფრო “მომწონი”. ტუმბავს სისხლს როდესაც შეყვარებული ხარ, სისხლის ნაკადი ტვინის სიამოვნების ცენტრისკენ იზრდება. მაგნიტურ რეზონანსური ტომოგრაფია უჩვენებს, რომ ეს რეგიონი ნათდება, როდესაც ადამიანი შეყვარებულია. სისხლის ნაკადის ზრდა მიზიდვის ფაზაში ხდება, როდესაც უკვე ადამიანები ერთმანეთზე არიან “მიჯაჭვულები”. ცოტათი ‘ოკა’-საც იწვევს სიყვარული ტვინში სეროტონინის კლებას იწვევს (რა თქმა უნდა მცირედით), ხანდახან კი ეს ობსესურ კომპოლსიურ აშლილობაშიც კი გადადის(ოკა). ეს ფსიქოპათოლოგობას ნიშნავს. ამ დროს ადამიანი შეპყრობილია ამა თუ იმ იდეით, რომლის უგულებელყოფასაც იგი ვერ ახერხებს მიუხედავად იმისა რომ ეს იდეა ან აზრი შეიძლება უადგილო იყოს და ხშირი. იწვევს აკვიატებებს, როგორიცაა ყოველ წამს ხელის დაბანა და ა.შ. ჰორმონები იწვევენ შეყვარებულების ერთმანეთთან მიჩვევას როდესაც ადამიანები დიდხანს არიან შეყვარებულები, უკვე იწყება მესამე ფაზა. ამ დროს გამოიყოფა ჰორმონები, როგორიცაა ოქსიტოქსინი და ვასოპრესინი. მათი წყალობით წყვილები ერთმანეთთან თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობენ. ეს მაგალითები ბევრს შესაძლოა უაზროდ მოეჩვენოს, იმდენად, რამდენადაც მრავალ ადამიანს მიაჩნია, რომ მეცნიერება და სიყვარული შორსაა ერთმანეთისგან. მიუხედავად ამისა, მეცნიერები ყველაფრის ახსნას ცდილობენ და მათი ვარაუდები თუ მტკიცებულებები ყოველთვის საინტერესოა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.