შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი ცეკვა (სრულად)


21-10-2015, 17:19
ავტორი ROLIKA
ნანახია 4 714

დიდი ხანია ისტორია აღარ დამიდევს..იმედია ისევ ხართ მკითხველები :***

* * *
7 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მამა დაეღუპა.
7 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმი დატოვეს და აღარ უცეკვია. ყველას ჩამოშორდა, საკუთარ თავში ჩაიკეტა. ახლა ყველაზე მეტად უნდოდა მოსწყვეტოდა თბილისს, ბარგი ჩაალაგა და ბათუმში წამოვიდა.

სახლში შესვლისას მოგონებებმა იფეთქა მასში..ვერ ერეოდა ტკივილს, ძლივს უმკლავდებოდა დარდს, უნდოდა ეყვირა, ეკივლა, ეგონა ასე დაიცლებოდა, მაგრამ მხოლოდ დროებით, ტკივილი მერე უფრო გაიდგამდა ფესვებს მასში..თითქოს ბუნებაც მის ტკივილს იზიარებსო, ცა მოიქუფრა, საშინლად დაუბერმა ძლიერმა ქარმა..მარიამი იდგა კარებთან და იხსენებდა ტკივილიან წარსულს, რომელიც ერთდროს ბედნიერებას ანიჭებდა. ჩანთა კარებთან დატოვა და სანაპიროზე გავიდა..ცას ნახშირის ფერი ედო, ძლიერი ქარი უწეწავდა თმებს, ქვიშაზე ჩამოჯდა და გაჰყურებდა დიდ ტალღებს, რომლებიც ზვირთებივით ასკდებოდა ქვებს.
-მგონი ქარშხალს აპირებს-მოესმა ზურგს უკან მამაკაცის ხმა, შეკრთა, მაგრამ არ მიუხედავს, ჰორიზონტს გაჰყურებდა. მამაკაცი მარიამს გვერდით მიუჯდა
-სჯობს სახლში წახვიდეთ, საშინლად დაიწყებს წვიმას, დასველდებით და ავად გახდებით
-არავის უთხოვია თქვენთვის გვერდით დამიჯექით და ჩემზე იზრუნეთ-მეთქი
-მართალია, მაგრამ ვალდებული ვარ-გოგონამ გახედა მოქუფრული სახით, აკვირდებოდა მამაკაცის მშვენიერ ნაკვთებს, მზერა ბაგეზე შეაჩერა, დიდხანს უყურა, როცა მიხვდა რას აკეთებდა თვალი ისევ ჰორიზონს გაუშტერა..
-აი წვიმს კიდეც
-წადით
-არა
-წადით!
-არა!
-უბრალოდ გადი! მე აქ სიმშვიდისთვის ჩამოვედი და არაფერი ზედმეტი, უბრალოდ დამტოვეთ, რომ ცოტახნით ფიქრი შევძლო
-აი, წვიმს კიდეც-ყურადღება არ მიაქცია მარიამის სიტყვებს, გოგონა სწრაფად წამოდგა და გასცილდა მამაკაცს..
ძლიერად წვიმდა, მაგრამ ნაბიჯი არ აუჩქარებია
სველდებოდა, მაგრამ ამას მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა..

სახლში შესულმა მაშინვე მამის სახელოსნოსკენ გასწია, კარები გააღო და თვალი მოავლო ნახატებია და ურათებით დახუნძლულ ოთახს, შუაში დიდი პორტრეტი იდგა, რომელზეც მკაფიოდ ჩანდა პატარა, დაახლოებით 10 წლის გოგონა, რომელიც ბალეტს ცეკვავდა, ნახატი დაუსრულებელი იყო, იქვე პატარა ნაგლეჯი შენიშნა, გაშალა და კითხვა დაიწყო:
,, ჩემს პატარა მარიამს!
მაპატიე მამი დამთავრება ვერ შევძელი"

გული შეუღონდა, ატირდა, ყვიროდა, როგორც დაჭრილი შველი..ცრემლები შეუჩერებლივ სდიოდა თვალებიდან, თავი ყველაზე დიდ არარაობად მიაჩნდა, არ უნდა დაეტოვებინა მამა ბოლო წუთებში, მასთან უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ მოიქცა, წამოვიდა! წამოვიდა ადამიანისგან, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა, არ უნდა დაეჯერებინა არავისთვის, მაგრამ უკვე გვიანი იყო!

დილით სწრაფად წამოდგა საწოლიდან, პალიტრასა და საღებავებს ხელი სტაცა და სანაპიროზე გავიდა, უნდოდა მამის ნახატი დაესრულებინა..! არ იცეკვებდა, მაგრამ ნახატს აუცილებლად დაასრულებდა! ჩრდილში მოკალათდა, ყველაფერი დაალაგა, პირდაპირ გაჰყურებდა ზღვას, გრილი სიო ელამუნებოდა სახეზე და სიამოვნებას ანიჭებდა, გაჰყურებდა სანაპიროზე მორბენალ ბავშვებს დ უხაროდა მათი ბედნიერება. ფუნჯი ფრთხილად დაიკავა ხელში, გაახსენდა როგორ ასწავლიდა მამა ხატვას, როგორ ხატავდნენ ერთად და იცინოდნენ, მარიამი კი საჩუქრების მოლოდინში ბალეტს ცეკვავდა.. ცეკვავდა საჩუქრებისთვის, ცეკვავდა საკუთარი თავისთვის, მაგრამ პირველ რიგში მამისთვის.

ფრთხილად დაუსვა ფუნჯი ტილოს და გააჟრჟოლა, დიდი მონდომებით ხატავდა 10 წლის ქერა გოგონას,რომელსაც ერთი ფეხი ჰაერში აეწია, ხოლო ხელები ლამაზად მოეხარა..
-მშვენიერი ნახატია-მოესმა ნაცნობი ხმა
-ჩემი არ არის
-ვიცი, მამაშენისაა
-საიდან?-გაოცებულმა მიაბრუნა თავი
-ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ისაა, რომ შენ მას დაასრულებ და როცა ამ ნახატს დაასრულებ შენ იცეკვებ
-რაღაც გეშლება-წამოდგა მარიამი ფეხზე-ნახატს დავასრულებ, მაგრამ არ ვიცეკვებ
-იცეკვებ, შენ არა მამაშენისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის იცეკვებ
-აბსურდია
-ეს სიმართლეა, განა მამაშენს მოეწონებოდა როცა შვილს დაინახავდა, რომ აღარ ცეკვავს? მაშინ როცა დიდი მონდომებით დაყავდი ვარჯიშებზე და მთელი საღამო შენს ცქერაში ატარებდა
-შენ ეს საიდან იცი? დროზე მითხარი ვინ ხარ და რა გინდა?-მარიამის გული ლამის ამომხტარიყო საგულედან, სუნთქვას ვეღარ არეგულირებდა
-ამას მნიშვნელობა არ აქვს
-სახელი მითხარი შენი დროზე!-ხმას ვეღარ ირეგულირებდა გოგონა, მამაკაცს გაეღიმა, მიუახლოვდა და ყურთან ჩუმად დასჩურჩულა
-გაბრიელი მქვია, გაბრიელ საჯაია-გაუღიმა და გოგონას გაეცალა

,,გაბრიელი? ვინ გაბრიელი? ვინ არის ეს ადამიანი?" გაოგნებული იდგა და ფიქრობდა, წვიმას აპირებდა სასწრაფოდ აალაგა ნივთები და სახლში წავიდა..
წვიმამ რომ გადაიღო გარეთ გასეირნება გადაწყვიტა, ამოიცვა ფეხზე კეტები, მოსაცმელი ჩაიცვა და ტროტუარს გაუყვა..ფიქრობდა ყველაფერზე, გაბრიელზე, მის სიტყვებზე, მამაზე..მართალი იყო გაბრიელი! განა მამას მოეწონებოდა მისი პრინცესა ესეთი რომ ენახა? წვიმის წვეთი დაეცა სახეზე, ფრთხილად მოიწმინდა, შემდეგ კიდევ ერთი, კიდევ ერთი და კვლავ წამოვიდა წყლის კორიანტელი ციდან..შხაპუნა წვიმა იყო, მზე გამოიჭყიტებოდა ხოლმე ჩუმად ღრუბლებიდან და მერე ისევ დაიმალებოდა მასში.. წვიმდა გადაუღებლად, გზაზე გადადიოდა, მთელი სისწრაფით მოჰქროდა მანქანა, წვიმაში რამის გარჩევა რთული იყო, საბედისწერო აღმოჩნდა გოგონასთვის ეს..

იწვა პალატაში და უსმენდა გამაყრუებელ წრიპინს..პალატაში გაბრიელი შემოვიდა
-როგორ ხარ?-გაუღიმა მამაკაცმა
-ცუდად
-ვიცი, კარგად ვერც იქნები, ძლივს გადარჩი
-ჰო-თქვა ჩუმად მარიამმა
-მარიამ, რაღაც მინდა გითხრა, ვიცი სწორი ადგილი ვერ შევარჩიე ამის სათქმელად, მაგრამ ახლა სხვანაირად ვერ მოვიქცევი
-გისმენ-შეშინებულმა და გაფითრებულმა მიუგო გაბრიელს
-7 წლის წინ..იმ დღეს, როცა მამაშენი დაიღუპა-სათქმელს თავს ვერ აბავდა
-თქვი!
-7 წლის წინ გულის მანკით დავვაადდი, სასწრაფოდ მესაჭიროებოდა გულის გადანერგვა, მაშინ მე თქვენს მეზობლად ვცხოვრობდი 15 წლის ვიყავი, შენ 10-ის..გულის გადანერგვა სასწრაფოდ მესაჭიროებოდა, ცოტახანი წამლებით ვიკავებდი თავს და შემსუბუქებული მქონდა ტკივილი, დათო ბიძია მამაჩემის ბავშვობის მეგობარი იყო, ხედავდა ჩემები როგორ იტანჯებოდნენ და გული საშინლად სტკიოდა, ამიტომ გადაწყვიტა მას გადმოენერგა ჩემთვის გული, მამაშენს კიბო არ ჰქონია! თავიდან ყველამ ეგრე ვიცოდით, რომ კიბო ჰქონდა, როცა ეს შეიტყვეს ჩემებმა ძალიან განიცადეს, მაშინ თქვენ თბილისში იყავით უკვე. იმ პერიოდში გავიგეთ, რომ გამოჩნდა ვიღაც ვინც გულს გადმომინერგავდა, მაგრამ ცნობილი არ იყო, ოპერაციის დაწყებამდე ჩემთან შემოვიდა და მითხრა: ,,ერთს საიდუმლოს გაგანდობ, მაგრამ არავის უთხრა, შენ მალე ჩემი გული გექნება, მაგრამ ერთს გთხოვ ჩემს გოგონას მოუარე და გიყვარდეს, მე გჩუქნი ჩემი გოგონას სიყვარულს, გთხოვ მოუარე მას!"
ოპერაციიდან გამოსვლისას ავტირდი, რადგან მაშინ გავაცნობერე რა მოხდა, დათო ბიძიამ მაჩუქა სიცოცხლე იმისთვის, რომ შენზე მეზრუნა, მაშინ სიგიჟემდე მიყვარდი, ახლაც და მომავალშიც მეყვარები მარიამ-გოგონა გაოგნებული უსმენდა მამაკაცს, როცა თხრობა დაასრულა მაშინ შეამჩნია როგორ დაუნამია ცრემლებს მისი ლოყები, წამოდგომა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო, ფეხები ტკიოდა საშინლად
-ფეხები რსტო მტკივა?-განცვიფრებული და გაოგნებული იყურებოდა გოგონა
-ავარიის დროს მანქანა ფეხებში დაგეტაკა და ცოტახანი გაგიჭირდება სიარული
-რატო მატყუებ? გინდა მითხრა, რომ ვერ გავივლი ჰო? -ცრემლები სდიოდა თვალებიდან
-ჩუ, პატარავ! ჩუ!-მოეხვია გოგონას გაბრიელი
ექიმი შემოვიდა პალატაში, მარიამს ფეხები გაუსინჯა, ხედავდა, რომ ტკივილი ისეთი ძლიერი იყო ვერ გაუძლებდა დატვირთვას და საბოლოოდ ვეღარ გაივლიდა
-ექიმო, მითხარით სიმართლე გთხოვთ-მამაკაცი შეიშმუშნა, თუმცა დამალვას აზრი არ ჰქონდა
-იმის შანსი, რომ გაიარო მხოლოდ 30% არის, ახლა არსებული ძალა შენს ფეხებში კი მხოლოდ 20% ს აღემატება, დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება, რომ კვლავ გაიარო, მაგრამ საგრძნობლად გაგიჭირდება, ფეხებზე ვარჯიში დაგიქვეითებს იმუნიტეტეს და იოპერაციას ვერ გადაიტან-უსმენდა ექიმს და ტიროდა, ჩუმად, მაგრამ მთელი ძალით, ხმას ვერ იღებდა, ყოველ შემთხვევაში მაინც გაუვლელი რჩებოდა
-ჩვენ ჰო შეგვიძლია ვცადოთ?-გაოგნებული და შეძრეუნებული გაბრიელი კიდევ იტოვებდა შანსს-ჰო შეგვიძლია ოპრაცია გავუკეთოთ? ნებისმიერ თანხას გადავიხდით ოღონდ გაიაროს-მტკიცედ ლაპარაკობდა ბიჭი
-გაჩერდი გაბრიელ-ჩუმად მიუგო მარიმმა მამაკაცს
-კი მაგრამ მარიამ ჩვენ შამსი გვაქ, შენ უნდა იბრძოლო
-არა, აზრი არ აქვს, შეგიძლიათ საავადმყოფოდან გამიშვათ?-გახედა ექიმსს
-დიახ, დღეს საღამოს გაგწერთ, ეტლი დაგჭირდებათ-გახედა გაბრიელს
-დიახ-თავდახრილმა ჩუმად წარმოთხვა ერთი სიტყვა და მასში დიდი ტკივილი ჩაატია.

სახლში შესული მარიამი დიდ ტკივილს განიცდიდა, მამაკს მარტო დატოვება თხოვა, გაბრიელიც ადგა და წავიდა! მარიამი სახელოსნოში შევიდა და ჯერ კიდევ დაუმთავრებელ ნახატს უყურებდა, მთელი 3 საათი ხატავდა, დასრულებულ ნახატს თვალი მოავლო და გაეღიმა
-მა, დავასრულე ნახატი!
დიდხანს უყურებდა გოგონა თავის პორტრეტს და გაბრიელის სიტყვები გაახსენდა: ,,მოვა დრო და შენ მხოლოდ საკუთარი თავისთვის იცეკებ" ოდნავ გაეღიმა და სახლი დაუყოვნებლივ დატოვა, ძლიერად ებღაუჭებოდა ეტლის ბორბლებს და ბიძგით ნელა გადაადგილდებოდა, ბულვარში იყო სანაპიროს მიუახლოვდა, თუმცა ქვემოთ დახმარების გარეშე ვერ ჩავიდოდა. ფრთხილად დაეყრდნო სახელურებს, მცირე ტკივილით დაჯდა კიბეზე და ხოხვით აღმოჩნდა ქვიშაზე.
-მე ეს უნდა შევძლო!-თქვა მტკიცედ და მთელი ძალით შეეცადა წამოდგომას, დიდხანს წვალობდა, მაგრამ დადგა
-მადლობა ღმერთო!-ცრემლებით გაჰყურებდა ცაში მოკიაფე ვარსკვლავებს-გაბრიელ მიყვარხარ! მადლობა მაა!-ყვიროდა მთელ ხმაზე...ფეხზე გაიხადა კეტები და სილაზე ფეხშიშველი დადგა, გრძნობდა უფრო და უფრო უჭირდა დიდხანს დგომა, ამიტომ დასახული ოცნების ასრულება გადაწყვიტა, ნელა დატრიალდა და ცეკვა დაიწყო, ცეკვავდა უკანასკნელად, ცეკვავდა მთელი ემოციით, იცოდა, რომ ფეხებში ამით მგრძნობელობას დაკარგავდა და სამუდამოდ გამოემშვიდობებოდა მას, მაგრამ ცეკვისთვის ყოველივე ეს ღირდა, ცეკვავდა წაქცევამდე, სულმოუთქმელად..უეცრად გააცნობიერა, რომ მიწაზე ეშვებოდა, მიხვდა, რომმაქ დამთავრდა ყველაფერი, ძლიერმა ხელებმა დაიჭირეს, გოგონამ ახედა გაბრიელს და გაუღიმა
-გაბრიელ-უყურებდა მამაკაცს, რომლის თვალებშიც სიამაყე და ტკივილი ჩამდგარიყო, უყურებდა მამაკაცის აწყლიანებულ თვალებს და უხაროდა, რომ ეს მამაკაცი შეუყვარდა-მიყვარხარ გაბრიელ!-უთხრა და მამაკაცის ტუჩებს ფრთხილად შეეხო..-შენ ხარ ჩემი ნათელი წერტილი, რომელიც მაძლევს სიცოცხლის ძალას!
-მიყვარხარ მარიამ..

აბა როგორი იყო? იმედია მოგეწონათ..ყველას უღრმესი მადლობა რომ წაიკითხეთ...უკვე 4 თვეა რაც ახალი ისტორია არ დამიდევს, იმედია ისევ ხართ მკითხველები..დიდი მადლობა ყველას..ძალიან მომენატრეთ და აი დაგიბრუნდით!! <3 სიყვარულით როლიკა :*



№1  offline წევრი tarashi

დაჭრილი შველი რაპონტია მაინც ვერ მივხდი

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ჩემი აზრით რაღც ძაან არარეალური იყო

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ძალიან მაგარი ისტორიაა... ზოგისთვის შეიძლება ეს არარეალურია მაგრამ მე თუ მკითხავთ ზუსტად ამ ისტორიაში არის გადმოცემული სიყვარულის არაპროგნოზირებადი ხასიათი... ვინაიდან და რადგანაც ვინც იცის დამეთანხმება სიყვარულს ვერავინ უბრძანებს რამეს და ვრრავინ გაუგებს ბოლომდე ის თავისით მოდის ისე რომ ვერც გააანალიზებ ბოლომდე როდის ან როგორ მოხდა ეს... ამნისტორიაში რაც მომეწონა ის არის რომ გადმოცემული არის ადამიანის უანგარო სიკეთე და სიყვარულის ძალა თუნდაც არარეალურად მაგრამ ამავე დროს ძალიან რეალურად... გმადლობთ ყურადღებისთვის...

 


№4  offline წევრი ROLIKA

tarashi
დაჭრილი შველი რაპონტია მაინც ვერ მივხდი



:დდდდ ემოციეებსს ავყევიი :დდდ

ტომაჩკა
ჩემი აზრით რაღც ძაან არარეალური იყო


მადლობა რომ წაიკითხე :))) ეს შენი აზრია შეიძლება არარეალური არის მაგრამ დიდი აზრი დევს :**

უცნობი ქ
ძალიან მაგარი ისტორიაა... ზოგისთვის შეიძლება ეს არარეალურია მაგრამ მე თუ მკითხავთ ზუსტად ამ ისტორიაში არის გადმოცემული სიყვარულის არაპროგნოზირებადი ხასიათი... ვინაიდან და რადგანაც ვინც იცის დამეთანხმება სიყვარულს ვერავინ უბრძანებს რამეს და ვრრავინ გაუგებს ბოლომდე ის თავისით მოდის ისე რომ ვერც გააანალიზებ ბოლომდე როდის ან როგორ მოხდა ეს... ამნისტორიაში რაც მომეწონა ის არის რომ გადმოცემული არის ადამიანის უანგარო სიკეთე და სიყვარულის ძალა თუნდაც არარეალურად მაგრამ ამავე დროს ძალიან რეალურად... გმადლობთ ყურადღებისთვის...



დიდი მადლობა რომ წაიკითხე :*** ეს იყო ჩემი მიზანი გადმომეცა თქვენთვის ის ყოველივე რაც შენ დაწერე ნამდვილად ამის თქმას ვცდილობდი და ჩანს რომ მიხვდი ამ მოთხრობის აზრს <33 გამიხარდა ძალიან :***

 


№5  offline წევრი Elenikoo

დიდი აზრი დევს ამ ისტორიაში,მართლა ძალიან იმოქმედა ჩემზე.მომეწონაა მართლა <3 <3

 


№6  offline წევრი ROLIKA

Elenikoo
დიდი აზრი დევს ამ ისტორიაში,მართლა ძალიან იმოქმედა ჩემზე.მომეწონაა მართლა <3 <3


მადლობა საყვარელოო <3333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent