შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შოკოლადისფერი “ნაწილი მეორე“ თავი 7


21-10-2015, 18:02
ავტორი მორი-ელი
ნანახია 3 945

* * *
ვერავის გავუბედე რაიმის თქმა,ყველაფერს გულში ვიკლავდი,სადამდეც შემეძლო.ტკივილისგანა გულ-მკერდი მეკუმშებოდა,ტირილისგან თვალები მეწვოდა,მაგრამ ამ ყველაფერს ვერავინ ამჩნევდა,ვერავინ გრძნობდა,რომ მაწუხებდა,საშინელი ტკივილი მაწუხებდა,სულიერიც და ხორციელიც,როგორ მინდოდა ჩემი ხმის ამოუღებლად მიმხვდარიყვნენ ჩემს განცდებს,მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია.თუკი ადამიანს არაფერს ეტყვი ის ვერასოდს მიხვდება საერთოდ გაწუხებს თუ არა რამე.
ახსნასაც არ ვერ ვუძებნიდი გაბრიელის საქციელს,რატომ ჩაიდინა,რა დავუშავე,ნუთუ ასეთი შეუბრალებელი და გულქვაა,ცხოვრება ფეხებზე ჰკიდია,საკუთარ თავზე ზრუნვით სხვების ივიწყებს.ის ზუსტად ისეთია როგორიც დემეტრე მეგონა,ნეტავ არ შევმცდარიყავი და დემეტრე არ მომეტყუებინა,მაშინ,როდესაც ვუთხარი,რომ ქმარი მყავდა ყველაფერი ხომ აქედან დაიწყო,დავკარგე შანსი,რომ ის ოდესმე ცემთან იქნებოდა.იმ ფაქტმა სრულიად გადამიყვანა ჭკუიდან,რომ მას ცოლი ჰყავს,რომელიც ცოცხალ-მკვდარია და დემეტრე მისი გადარჩენის იმედს არ კარგავს.შემშურდა,საშინლად შემშურდა იმ ქალის,ასეთი ძლიერი სიყვარული,რომ განიცადა.
დალევა,რომ შემეძლოს სასმელში ჩავიხრჩობოდი.
სიკვდილი,რომ შემეძლოს ფანჯრიდან გადავხტებოდი.
საბოლოოდ რომ არ შევეჭამე დარდს სიგარეტი ვიყიდე და მთელი დღე ვეწეოდი,ჩემს ცხოვრებაში პირველად.მე ვეწეოდი!,ხელის კანკალით,საშინელი შეგრძნებებით.ლამის დავეხრჩე ბოლს,მაგრამ მაინც ვეწეოდი.სტრესი და დაძაბულობა ცოტა მომეხსნა და სიგარეტის ცარიელი კოლოფი ურნაში მოვისროლე.
საშინელმა დახუთულობამ და თავბრუსხვევამ შემაწუხა,ასე მეგონა გავიგუდებოდი.სწრაფად ჩავიცვი და სახლიდან გავიქეცი.მივდიოდი ქუჩაში და ღრმად ვისრუტავდი ჰაერს,რომელიც არცისე სუფთა იყო,ისევე როგორ ჩემი ფილტვები.
დავმშვიდდი,ცოტახნით ყველაფერი დავივიწყე და საკუთარი თავის გახალისება გადავწყვიტე.
ამბობენ სტრესის მოსახსნელად კარგი საშუალება მაღაზიებში სიარულიაო,ხოდა მეც ამ ხერხს მივმართე და სამოსის რჩევაში ყველა სხვა დანარჩენი დამავიწყდა.ძალიან ბევრი ტანისამოსი ვიყიდე და პატარა ბავშვივით მიხაროდა სახლში,რომ მიმქონდა.კარადიდან ძველები გამოვყარე და ახლები დავკიდე.ისე ჩავიცვი,ადრე უარს,რომ ვაცხადებდი ასეთ ჩაცმაზე.წითელი გულზე მოღეღილი და ტანზე მომდგარი კაბა მეცვა.მაკიაჟიც ძალიან მკვეთრი გავიკეთე,მოსასხამი მოვიცვი და სალონში წავედი თმის შესაღებად.ძალიან კი მენანებოდა ჩემი თმის ფერი,მაგრამ იმიჯის შეცვლა იმდენად მომინდა გავიმეტე.

-მარიამ!-გაშტერებული მიყურებდა ანეტა-ეს შენ ხარ?-პირდაღებული მათვალიერებდა,აქამდე არასოდეს უნახავს ჩემს ტანზე წითელი ფერი,მოკლე კაბა და გამომწვევი მაკიაჟი-რას მივაწეროთ?-ამბობდა სიცილით-ძალიან ლამაზი ხარ,მაგრამ
-მაგრამ?-წარბები ავზიდე და გამჭოლი მზერით შევხედე-ნუ თუ არ მიხდება?-ეშმაკურად ვახამხამებდი წამწამებს
-გიხდება,ყველაფერი,ლურჯ თვალებს ღია ფერის თმა მოუხდა-აღტაცებული ამბობდა და კრუგს მივლიდა.-დაჩი ვერ გიცნობს-დაჩი,ნეტავ სადაა?მის გახსენებაზე ყველაფერი ამომიტრიალდა და თავი ძლივს შევიკავე.-სამსახურში ისევ დადიხარ?-მკითხა ცოტახნის მერე.
-არა-მივუგე სერიოზული ხმით
-რატომ?-გაიკვირვა-დემეტრე,რომ არაა აქ?
-დემეტრეს ნუ მახსენებ-თვალები ამემღვრა.
-ისევ მასზე ფიქრობ?-სევდიანი ხმით მომიგო-ხო იცი,რომ მას ცოლი ჰყავს
-ვიცი, ანეტ, ვიცი,აღარ ვფიქრობ საერთოდ აღარავისზე ვფიქრობ,ჩემი თავის გარდა.
-მხოლოდ გარეგნული ცვლილება არ ცვლის ადამიანის შინაგან მდგომარეობას,ამას დრო სჭირდება თანაც ძალიან დიდი
-მე მალე დამავიწყდება.
-მეც ეგ მინდა-თქვა მან-შენი სახის ფერი არ მომწონს,ძალიან გაფერმკრთალდი,კანკალებ კიდეც,მარიამ ცუდად ხარ?
-კარგად როგორ ვიქნები ანეტ,ვერაფერს გეუბნები,არადა როგორ მჭირდები,როგრ აგიხსნა რა მოხდა გუშინ,რატომ შევცივალე,ან რატომ ვარ ცუდად.მინდა გითხრა,მაგრამ არ ვიცი როგორ დავიწყო.საცაა გული წამივა,მყარად ვერც კი ვდგავარ და ვერ გელაპარაკები,არაფრის ძალა აღარ შემწევს-აღმომხდა სასოწარკვეთილს და ავტირდი,ცხარე ცრემლებმა იწყეს სვლა ჩემი სხეულისკენ.
-ეს დღეები უჩემოდ გაატარა,ასეთი რამ არასოდეს მომხდარა,დღე არ გასულა შენს გარეშე,თუმცა არა ერთი კვირა უკვე გავიდა,მოსვლა მინდოდა,მაგრამ შემეშინდა,რომ უარესად გაღიზიანდებოდი,ახლა გთხოვ რომ გამბედაობა მოიკრიბო და ყველაფერი მომიყვე რა მოხდა,რამ გადაჭრა შენი ცხოვრების ძაფი-ღრმად ჩავისუნთქე და ძალა მოვიკრიბე,ჩემს თავს შემოვუძახე.ხსნა ანეტა იყო,მხოლოდ ის თუ მიშველიდა ახლა მე.
-დემეტრე როდესაც ბელგიაში წავიდა,მე სამსახურიდან წამოვედი,იქ გაჩერება აღარ მინდოდა,მაგრამ ერთი კვირის მერე ნატალიმ დამირეკა და დაბრუნება მთხოვა,მერე მითხრა,რომ გაბრიელმა გამოართვა ჩემი მისამართი და ჩემი ჯოჯოხეთი დასრულების მაგიერ გაგრძელდა.
-ეგ რას ნიშნავს,რამე მოხდა?-შეშინებული მზერით მკითხა და ჩემს პასუხს დაელოდა
-კი-ვუხარი და ძლიერად ავტირდი.ისევ ამტკივდა და ისევ გონების დაკარგვამდე მივდიოდი-მან ჩემზე ძალა იხმარა,ყველაფერი გააკეთა,რომ გავემწარებინე,იცოდა,რომ დემეტრს მიმართ გულგრილი არ ვიყავი და ჩემთან გართობა მოინდომა,მე ვერ შევეწინაარმდეგე,რადგან გონება დავკარგე.-ანეტა მისმენდა და შეშლილს ემზგავსებოდა,გაოცებისგან პირ ღია მიყურებდა,თვალებ გაშტერებული და შევნიშნე,როგორ გადმოუგორდა ცრემლი.-გთხოვ არ იტირო-სლუკუნით ვუთხარი და შევუმშრალე ლოყა,რომელიზეც წვეთი ცრემლი იყო.
-აქამდე რატომ არ მითხარი,მაშინვე რატომ არ დამირეკე და შველა არ მთხოვე-ძლივს ამბობდა და ძლიერად მიხუტებდა.
-მინდა დამავიწყდეს,მინდა აღარ მახსოვდეს,შინაგანად ვგრძნობ მის შეხებას და გულისრევის შეგრძნება მაქვს სულ.-ვამბობ ცოტახნის მერე და ვოხრავ.
-დრო მოვა და ყველაფერი გაივლის,გაბრიელს კი არ მივცემ უფლებას ახლოს მოგეკაროს.
-ვერ გაბედავს
-სულელობ,აქამდე თუ გაბედა ახლა რა შეუშლის ხელს
-ციხე,ვუჩივლებ და ვეღარასოდეს მოვა ჩემთან.
-არ გინდა,მაგით ვერ დაივიწყებ,ჯობია შენი მეხსიერებიდან ამოშალო,დაივიწყო და კარგზე იფიქრო,მომავალზე.დემეტრე და გაბრიელი შენი ცხოვრების წარსულში უნდა მოაქციო,მათ არაფერი ესაქმებათ შენს მომავალში არც აწმყოში.
-საბოლოოდ მაშინ დაესმევა ამას წერტილი,როცა გავიგებ რეალურად რატომ მოიქცა გაბრიელი ასე.
-მას დემეტრე ზძულს და მისი ძმის გასამწარებლად ყველა მის ახლობელს ამწარებს,რას ვერ მიხვდი.
-მაგას რამდენი ხანია მივხვდი,მაგრამ მე რა შუაში ვარ,დემეტრესთან ურიერთობა არ მქონია,მხოლოდ მაკოცა
-გაკოცა?-სახტად დარჩა-მან გაკოცა თუ გაბრიელმა-მისმა სიტყვემა გამაბრაზა
-რებს ამბობ?-გაბრაზებული წამოვვარდი-დემეტრე იყო,ასეთ თბილ დამოკიდებულებას გაბრიელი არ გამოიჩენდა.მაგრამ მას ხომ ცოლი უყვარს-საშინლად დავიბენი.
-მაგას ვამბბო ზუსტად,მას თუ ცოლი უყვარს შენ რატომ გაკოცებდა,მგონი,რომ გაბრიელმა მოჩვენებითი სიბო გამოიჩინა და შეცდომაში შეგიყვანა.
-ჭკუიდან შევიშლები ახლა-სახე ხელებში ჩავრგე-აღარ შემწევს ძალა
-დამშვიდდი-თავზე გადამისვა ხელი-დაივიწყე გაბრიელი და მომხდარი,ის რომ შენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ყოფილიყო არ დაკარგავდი.
-მინდა აღარაოდეს გამოჩნდეს ჩემს ცხოვრებაში და მასთან არაფერი მაკავშირებდეს.
-სწრედ ასეთი მარიამი მჭირდებოდა,ქალი რომელიც წარსულს დაივიწყებდა და მომავალზე იფიქრებდა.
-კი,მაგრამ ახლა ძალიან ცუდად ვარ,თავბრუ მეხვევა საშინლად
-სტრესის ბრალია,მიდი დაწექი დაიძინე,აღარაფერზე იდარდო და გეშინოდეს.მე აქ ვარ,დაჩიც აქაა.
-ანეტ!-წამოვყე თავი ბალიშიდან-იქნებ არაფერი მომხდარა
-ძალიან ოპტიმისტი ხარ-გაეცინა-გაბრიელი არ დაგინდობდა,კარგია მასე რომ ფიქრბ და ნეტავ მასეც იყოს.
-გონება,რომ დავკარგე ვერ გავიგე რა მოხდა.
-ჯობია დაიძინო.
-კარგი-თვალები დავხუჭე და ანეტას ხათრით ვეცადე დამეძინა.



პ.ს გამიზიარეთ თქვენი აზრი.კმაყოფილი ხართ თუ არა.მადლობთ,რომ კითხულობთ.ძალიან მეხმარება.
მიყვარხართ



№1  offline წევრი Tako Gogelia

Zannnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnn momewonaaa

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

ახლა სულ ავირიე...ანუ, დიდი შანსია გაბრიელში რამე ადამიანური იყოს. ასეთი ტყუპები როგორ არიან, რომ ვერ არჩევს ეს გოგო. რა ვიცი, მე პირადად ეს თავი მომეწონა.

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

magaria male dade ogond gagvarkvie gabrieli chalichobs tu demetre

 


№4  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ჯერ მეც არ ვიცი :Dდდ,შემდეგ თავში ალბათ გავიგებთ დემეტრეა თუ გაბრიელი.ძალიან მიხარია ასე,რომ ხართ ჩართულები. 3 <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

male dadeb shemdegs ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent