შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯარისქალი 2


21-10-2015, 20:49
ავტორი sopiko
ნანახია 3 022

-გამარჯობა! ალბათ მიხვდით ვინც ვარ…-დავიწყე უჩვეულოდ მორიდებულმა და საკუთარი თავი დავტუქსე, ასე რამ დაგამუნჯა_მეთქი.
-დაახლოებით კი! ... მაგრამ თქვენი არც სახელი და გვარი ვიცი, არც ასაკი...-გაგრძელებას აპირებდა მაგრამ მე არ დავაცადე. ჩავირთე და აღარ გამოვირთე.
-ნინე არევაძე. ოცი წლის. ნუ ახლახან გავხდი, ძალიან ბებერი არ გეგონო.-დავამატე მაინც... ყოველი შემთხვევისთვის.-კიდევ რამე გაინტერესებს?
ორგანიზატორმა ირონიულად ჩაიცინა და მკითხა:
-მეც გაგეცნო?
-უარს არ ვიტყოდი!-გაშინაურებულმა ვუთხარი და მოხერხებულად დავიკავე ხელში ქუსლი.
-თეონა ჭელიძე, 40 წლის.-ჩამომიწიკწიკა მაინც. ჩემი გონება ამ ინფორმაციას ამუშავებდა და მხოლოდ მაშინ გავაანალიზე, თუ რამდენი წლის იყო.
-ეს როგორ? სულ არ გეტყობათ, რომ...-ჩემი დაუფიქრებლობით კინაღამ მთელი მონდომება წყალში ჩამიცვივდა. აფერისტულად გავიღიმე და წინადადება სახეშეცვლილად წარვუდგინე-უფრო ახალგაზრდად გამოიყურებით.
თეონამ კომპლიმენტი შეიფერა და თმა ყურის უკან გადაიწია. მეჩვენება თუ მეპრანჭება? რაღაც ნამდვილად ვერ აქვს ამ ქალს თავში. გადმოვულაგო ახლა ჩემი პირადი ცხოვრება? მათე და ჩვენი სიყვარული... ოჰ, ნინე! სულ ამაზე რატომ ფიქრობ...
-ესე იგი თქვენ მოხალისეობა გინდათ..-როგორც იქნა საქმეზე გადავიდა და მაგიდის უჯრიდან რაღაც საბუთები ამოიღო-მოდით, ჯერ ეს ანკეტა შეავსეთ...
რაღაც ფურცელი გამომიწოდა და მეც ერთი თვალის გადავლებით დავრწმუნდი, რომ ეს ზედმეტი ოფიციალურობა, დიდი უაზრობა იყო. პირში ხომ გითხარი ადამიანო, ხელისმოწერა და მსგავსი ჯანდაბები რაღა საჭიროა...
სხვა გზა არ მქონდა და ჩემი ‘’პაკუნა’’ ქუსლი იატაკზე ფრთხილად დავდე. იქვე დადებული კალამი დაუკითხავად ავიღე და სხვადასხვა გრაფების შევსება დავიწყე. ‘’ოჯახური მდგომარეობა’’ ეწერა ერთ-ერთში. კინაღამ ერთი გადახევით მოვსპი ჩემი გახალისების ერთადერთი საშუალება. ‘’თავისუფალი’’ აკანკალებული ხელით ძვლივს დავწერე და შეუმჩნევლად მოვიწმინდე ცრემლი.
-აი, მზად არის!-უკან დავუბრუნე ფარფატინა ფურცელი. მან ყველაფერს ზერელედ გადახედა და თავის ადგილას დადო.
-ახლა მოკლედ გაგაცნობ პირობებს- მთელი გულმოდგინება საქმეში ჩააქსოვა, მაგრამ ამდენი რას მატარეს თუ ისევ მოკლედ უნდა შემიოფარგლულიყვნენ. აღარაფერი მითქვამს. რა ვქნა ასეთი ვარ, თავმდაბალი...-ერთ კვირაში ჯარისკაცები და ჯარისქალები-სიცილით წარმოთქვა ეს უკანასკნელი, რამაც სასტიკად გამაბრაზა. რითი ვართ ვითომ ქალები ნაკლებნი.-წახვალთ ხევსურეთში, სამხედრო დასახლებაში, სადაც შეისწავლით ამ საქმიანობას. მოხალისეები ალბათ გასართობად მიდიან, თუმცა თქვენს შორის გამოირევიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გაიარონ, ანუ მამაკაცები. მოხალისეების უდიდეს ნაწილს ქალიშვილები შეადგენენ. მოგეხსენება დღავანდელი თინეიჯერების ამბავი.
-თინეიჯერობის ასაკი 19 წლისას მთავრდება, ესე იგი ისინი თინეიჯერები აღარ არიან!-დავაზუსტე მე და ფეხზე წამოვდექი.-პირობები ამით მთავრდება?
-რა თქმა უნდა არა! თმის შეჭრას მოხალისეებს ნამდვილად ვერ მოგთხოვთ, გადაპარსვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ ყოველთვის აკეცილი უნდა ატაროთ. ფორმას იქ ჩასვლისთანავე მოგცემენ, ხოლო ერთი დღე დასვენება გექნებათ, ანუ კვირა. დღეში ორი საათი კი ე.წ. ‘’მკვდარი საათი’’. თქვენ მხოლოდ ერთი თვე იქნებით იქ. დანარჩენები მთელი ორი წელი, ოღონდ ყოველი ექვსი თვის შემდეგ ორკვირიანი დასვენება გამოცხადდება, ამ დროს ისინი თავიანთ ოჯახებში დაბრუნდებიან. ეს უკვე შენ არ გეხება! ორი დღით ადრე, 28 აგვისტოს აქ ისევ მოხვალ და ცვლილებებს შეიტყობ, უკანასკნელად გეკითხები! თანახმა ხარ?-ფანქარი ხელში შეათამაშა და გამომცდელად გამისწორა მზერა.
-თანახმა ვარ!-გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებდი. თეონამ ხელი მომაწერინა რაღაც საბუთებზე, ცივად დავემშვიდობეთ ერთმანეთს და მისი კაბინეტი სწრაფად დავტოვე.
ესეც ასე! ყველაფერი მოგვარებულია! ნუთუ მათეს არც დავემშვიდობები, ისე წავალ ხევსურეთში, მთაში, ნეტარებაში... სამოთხე უსიყვარულოდ... ალბათ ბოლომდე ვერც შევიგრძნობ იმ სილამაზეს... თუმცა ახლა ამაზე არ ვდარდობდი. ვცდილობდი ჭეშმარიტად გამეღიმა და ხალხის დასანახად არ მეთვალთმაქცა.
-ეეე, მაინც რა მაგარია ცხოვრება რა...-ჩავიჩურჩულე და ჯაშუშივით გავაპარე თვალი, ვინმემ ხომ არ დამინახა_მეთქი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემ ჩერჩეტობაში და ტაქსი დავიჭირე. ნამდვილად არ მინდოდა დილანდელი უსიამოვნო ინციდენტი განმეორებულიყო.
აი, სად მიმუხთლა ბედმა. მანქანის კარი გამოვაღე, ჩაჯდომას ვაპირებდი და თან ჩემ ჩანთაში საფულეს ვეძებდი. სულ ტყუილად! ერთი მონაკვეთი მახსენდება დღევანდელი დღიდან. თეონას კაბინეტში ვარ. ჩანთის ჯიბიდან საფულეს ვიღებ, რათა პირადობის მოწმობა ამოვიღო. მაგიდაზე ვდებ და წამოსვლისას სულ მავიწყდება მისი არსებობა.
-ოღონდ ეს არა!-ყურები ჩამოვყარე და მძღოლს ვითარება ავუხსენი. ტაქსისტს ეგონა რომ მის გაცურებას ვცდილობდა და ავტომობილი ადგილიდან ‘’მოხია’’.
-უზრდელი!-მივაძახე და ვინატრე ახლა არველაძე გამომცხადებოდა, ჩემ მონატრებულ მეგობართან ერთად.
მთლად ავირიე და ქუჩის ნომერიც ვეღარ ვიპოვე. ბოლოს როგორვც იქნა ერთმა ქალმა მოწყალე თვალით გადმომხედა და თავის გზაზე გამიყოლა.

28 აგვისტო ისე მალე მომადგა კარს, რომ წესიერად მომზადება ვერც მოვასწარი. იმხელა ჩემოდანი ჩავალაგე და გავტენე ტანსაცმლით, რომ ერთი თვე კი არა, ერთი წელიწადიც თავისუფლად მეყოფოდა. ჩემ საყვარელ ჩანთას ხელი დავტაცე და საგანგებოდ დაქირავებული ავტომობილით გავწიე სამხედრო კომპანიისკენ.
თეონამ მე რომ დამინახა, იგივე ჟესტებით მომემსახურა, ლეპტოპში რაღაც დოკუმენტი გახსნა და ირიბად გადმომხედა.
-იმედია მზად ხარ...
-დიახ! უბრალოდ მაინტერესებდა რა ადგილიდან წავალთ?, რომელ საათზე და ა/შ.-ენად გავიტლიკე მე და ეს გატლეკილი ენა წამში ჩამივარდა, თეონას ხელში ჩემი საფულე რომ შევნიშნე. მანაც შეამჩნია ჩემი დაჟინებული მზერა და თავმომწონედ გაიღიმა.
-საფრანგეთიდან გამოვიწერე.
უი, შე საცოდავო... საფრანგეთიდან არა ის... ნაღდი ბერძნულია! ნათესავმა გამომიგზავნა ამ ზაფხულს.
აღარ შევკამათებივარ. უხერხული დუმილისგან თავის დასაღწევად გავიცინე და ვკითხე:
-აბა, მიპასუხებთ?
თეონა თავიდან ვერ მიხვდა, საიდან სად გადავხტი, მერე გონს მოეგო და ფეხი ფეხზე კეკლუცად გადაიდო.
-შეიკრიბებით ჭავჭავაძის მოედანზე, დილის ცხრა საათზე. ძილისგუდა ხომ არ ხარ?
რა მეთქვა ახლა, ძილი ყველაფერს მირჩევნია_მეთქი? მაშინ ხომ წიხლით გამომისვრიდნენ აქედან. არამც და არამც! ჩემი მსახიობური ნიჭის დახმარებით თავი უნდა დამეძვრინა.
-არა, რას ამბობთ! სოფელში გავიზარდე და ისე ვარ მიჩვეული, დილის ექვს საათზე ვდგები ხოლმე.-დიდის ამბით ვუარყავი.
ან სოფელი სად მქონდა... მამაჩემმა გაყიდა იმისთვის, რომ ის და დედა არალეგარულად გადაპარულიყვნენ გერმანიაში. ...და დილის ექვსი საათი რა ხილი იყო, ეგეც არ ვიცოდი...
-ძალიან კარგი. ესე იგი, იქ, გამთენიისას, ხუთ საათზე გაღვიძება არ გაგიჭირდება...-წინასწარ ‘’შემაჩვია’’ სიტუაციას. სამწუხაროდ საშინლად პრინციპული ვიყავი და ერთს რომ ვიტყოდი, იმას აღარ გადავთქვამდი. ახლა რა მექნა, ბუსავით დასიებული თვალებით გამეტარებინა ის ერთი თვე?
-ყველაფერი გარკვეულია, ასე რომ...
-ასე რომ მე წავალ... დიდი მადლობა დაკვალიანებისთვის!-გავუღიმე კეთილსინდისიერად და მაინც გული დამწყდა, რომ ამ შენობაში არასდროს აღარ მოვიდოდი.

ესეც ასე! 30 აგვისტო! ჩემი გამგზავრების დღე! მომილოცეთ! არ დამაგვიანდა! ზურგჩანთა ზურგზე მომეკიდა და ამხელა ჩემოდნით ველოდებოდი მძღოლს. თანაც პირველი რომ მივედი... არავინ არ არის, რომ გამოველაპარაკო.
ტელეფონის ეკრანს დავხედე. მაინტერესებდა რომელი საათი იყო და ქვედა ტუჩი ამითრთოლდა, როცა შეტყობინება მომოვიდა, იმის შესახებ რომ მათეს დაბადების დღე იყო. არადა სულ ერთად ვიყავით... ერთმანეთზე ფიქრში ვათენებდით ღამეებს და ერთ დღეში ყველაფერი შეიცვალა. რატომ? ეს კითხვა არ მასვენებდა. ვითომ რატომ არ ვეკუთვნოდით ერთმანეთს, მაგრამ რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელიც არც შემოგაპარებს, ისე, პირდაპირ მოგახლის ამ ამაზრზენ წინადადებას.
-შენც ჯარისქალობას აწვები?-გვერდიდან მომესმა ხმა და შეშინებული მივტრიალდი. ვიღაც წითელთმიანი გოგონა ღიმილით მომჩერებოდა და ჩემგან პასუხს ელოდა.
-ვაწვები?-არ გეგონოთ რომ ჩამორჩენილი ვიყავი, უბრალოდ ვერ ვიტანდი ამ ვითომ ‘’ძერსკულ’’ და ‘’სვეცკურ’’ ჟარგონებს.-აჰაამ, დაახლოებით!
-აუ სულ ამაზე ვოცნებობდი და მეღიირსააა!-საყვარლად გაწელა სიტყვა და ადგილზე აცქმუტდა.
-ხოო, მე კი არასდროს მიფიქრია ჯარისქალობაზე, უბრალოდ შანსი ხელიდან არ გავუშვი.-უგულოდ მივუგე და ერთი მხრივ გამიხარდა, მარტო რომ აღარ ვიყავი.
-აი, ფილმებში ხშირია მსგავსი რაღაცეები და მაგ დროიდან ჩამივარდა გულში. გადავირიე მეგობარმა, რომ ეს შემოთავაზება წამომიყენა.-ხელების ქნევით ამიხსნა ვითარება.
-ეგრე მე ბავშვობიდან ძალიან მინდოდა ბანაკში წავსულიყავი, მაგრამ მშობლები არ მიშვებდნენ.-გავუმხილე ჩემი ოცნება და ხელები მოვიფშვნიტე.
-ვერ ვიტან ასეთ მშობლებს!-დაუფიქრებლად წამოროშა და ცოტა დარცხვენილმა გადმომხედა.
-მაშინ რა უნდა მექნა, არადა ხომ იცი 16 წლამდე შეიძლება მხოლოდ.-დიდი კუდები არ გამომიდია მისი ნათქვამისთვის.
ამ ლაპარაკ-ლაპარაკში ნელ-ნელა მოვგროვდით და ავტობუსში მოვთავსდით. მე და როგორც შემდეგ გავიგე, ლელკა ერთად დავჯექით, რათა მგზავრობისას არ მოგვეწყინა.
ასე დაიწყო ჩემი თავგადასავლებით და ფათერაკებით მოცული ერთი თვე...

.........................................................
ამ ისტორიას გახსნილად ვაცხადებ!
იმედია შევძლებ თქვენ დაინტრიგებას და არ დაიშურებთ გულწრფელ შეფასებებს. თუ არ გაინტერესებთ, აქ საერთოდ აღარ გავაგრძელებ.
ხომ იცით რამხელა სტიმულს მაძლევთ...
სიყვარულით სოფიკო <3



№1 სტუმარი nino k.d.

მალე დადე უკვე მომწონს ეს გოგო

 


№2  offline მოდერი sopiko

nino k.d.
მალე დადე უკვე მომწონს ეს გოგო

მადლობა ♥

 


№3  offline წევრი Tamuna♥∆♥

გაზარდე თავები ისე კაია

 


№4  offline მოდერი sopiko

Tamuna♥∆♥
გაზარდე თავები ისე კაია

გმადლობ ♥

 


№5  offline წევრი giorgi12377

ტერმინი "ჯარისქალი" არ არსებობს არც ერთ ენაში, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ "ჯარისკაცი" და მოიცავს როგორც მამრობით ასევე მდედრობით სქესს, რჩევა იქნება გაითვალისწინო და როცა სპეციფიკურ თემებს ეხები წერო გამართულად, კიდევ არის რამდენიმე შეცდომა ან ეს სამხედრო კომპანია რა ჯანდაბაა? არავინ გყავს ნაცნობი ჯარში? არის სამხედრო ნაწილი და არა კომპანია. ბევრი გაქვს სამუშაო ამ საკითხებთან დაკავშირებით, აქ დავამთავრე შენი ამ "ნამუშევარის" კითხვა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent