შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექსპერიმენტი საკუთარ თავზე 12


22-10-2015, 00:06
ავტორი ლორელაი
ნანახია 5 668

მთელი დღე მოშხამულმა გავატარე,არაფერი მეშველება,ვერ გამოსწორდები ემილი,ადამიანების შენარჩუნება არ შეგიძლია,საშინელება ხარ...მეგონა გავგიჟდებოდი,აღარ შემეძლო სახლში ჯდომა,ავდექი და კატოსთან წავედი,ისე გამიხარდა მისი ნახვა,რამის ვიტირე,ჩემი ამბები დაწვრილებით მოვუყევი,კატო გაოცებული მისმენდა.
-მომისმინე ემი,შენ კარგად იცი,როგორ მიყვარხარ,მაგრამ რომ არ გითხრა არ შემიძლია,თუნდაც გული გატკინოს ამ სიტყვებმა-სერიოზული სახით,მშვიდად მელაპარაკებოდა კატო,მეც ცრემლები მოვიწმინდე და სმენად ვიქეცი-საშინლად იქცევი ემილი,ასე ცუდად მგონი არასდროს მოქცეულხარ,ზუსტად ისე იქცევი როგორ საქციელებსაც ვერ იტანდი,გახსოვს?16წლის გოგოსავით, რამდენიმე ბიჭს რომ ერთდროულად ხვდებიან,არცერთი,რომ არ ეთმობათ და არც ვინმესთან არიან ბოლომდე.რას ქვია არც ერთი არ გეთმობა,საერთოდ ნიკაზე კიდევ რომ ფიქრობ მაგიჟებ,იმის მერე რაც მან გაგიკეთა კიდევ ფიქრობ რომ უყვარხარ?დაგავიწყდა რამდენი იტანჯე?დაგავიწყდა როგორ ტიროდიხოლმე,ნიკამ სიცოცხლე გაგიმწარა ემი-ცოტა შეისვენა თითქოს უფრო საშინელი რამის თქმას აპირებდა-ჩემო ლამაზო გოგო შენ ნიკა არ გიყვარს,უბრალოდ შეპყრობილიხარ,გგონია წარსული სიყვარული ისევ გახსენებს თავს,არადა უბრალოდ შენ იმ გრძნობის მონატრება გაქვს,მეტი არაფერი,რომ ამბობ ვაკოცებ და გავიგებ კიდევ მიყვარს თუ არაო,მგონია სხვა ემი მელაპარაკება.არც გაიფიქრო იცოდე,თორემ ლეჟავამ შეიძლება გაპატიოს,მაგრამ მე არ გაპატიებ იცოდე...გოგო იმ ბიჭს გაგიჟებით უყვარხარ,ასეთი რამე მხოლოდ შეყვარებულ კაცს შეეძლო გაეკეთებინა.მართალია ლაშა გაქცევით რამე გამოვიდა?უარესად აიხლართე ხომ ხედავ.
-აუ კატო შენ არ იცი მე რას ვგრძნობ,გგონია მინდა ნიკასთან ყოფნა?უბრალოდ არ ვიცი სინამდვილეში ლაშას მიმართ რას ვგრძნობ,ვთქვათ ლაშასთან დავრჩი და ნიკაზე რომ გამეფიქროს მერე რა ვქნა? ლაშას მანამდე ვერ შემოვუშვებ ჩემს გულში,სანამ არ გავარკვევ ნიკას მიმართ რას ვგრძნობ.
კატომ კიდევ დიდხანს მელაპარაკა,ისეთი რამეები მითხრა მივხვდი მართლა საშინელებას ვაკეთებდი.მისგან დამშვიდებული წამოვედი.მეეღიმებოდა,რა კარგია ღმერთო,ასეთი კარგი მეგობრები,რომ მყავს,მათ გარეშე არც ვიცი,რა მომივიდოდა.მომინდა დაუსრულებლად მევლო,ყოველთვის მიყვარდა თბილისის ძველ უბნებში ფეხით სიარული,მაგრამ ახლა უფრო მეტად მომინდა.ვგიჟდები ამ ქალაქზე,ამ ქუჩებზე,ხალხზე,რა დაგეტაკა ემილი?აკი ამ ქალაქს გაურბოდი ორი კვირის წინ?ჯანდაბა,რომ არ მომეშხამოს ხასიათი,ხომ არ შეიძლება,მაგრამ არა არ გავიფუჭებ ხასიათს.ტაბიძეზე ლიტერატურულ კაფესთან შევჩერდი,რამდენი ხანია აღარ ვყოფილვარ აქ,საშინლად მომინდა ისევ გამეხსენებინა სტუდენტური წლები,პოეზიის საღამოები.ეს კაფე განსაკუთრებით ახლობელია ჩემთვის.ჩემი და ნიკას საყვარელი ადგილი,რამ გამახსენა ახლა ნიკა?არაუშავს ემი დღეს ნუ მოიშლი ნერვებს,ნუ იფიქრებ დღეს ამაზე,ამაზე ხვალ ვიფიქრებ,უცებ სკარლეტ ო'ჰარა გამახსენდა "ქარწაღებულებიდან",გამეღიმა და კაფეში შევაბიჯე,ფანჯარასთან მყუდრო ადგილზე მოვკალათდი და უკვე კარგად ნაცნობ გარემოს თვალი მოვავლე,რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ,არაფერი შეცვლილა,ყველაფერი ისევ ისეა, ისევ ისეთი სითბო ვიგრძენი გულში.
-ყველაფერი ძველებურადაა არა?როგორც ორი წლის წინ-ნიკას სევდიანი ხმა მომესმა ჩემს უკან,მაგრამ არანაირი რეაქცია,არ მქონია,ჩემდა გასაკვირად.-ისევ მოხვედი,არადა მეგონა დაგავიწყდა ეს ადგილი,ისევე როგორც მე დამივიწყე-ჩემს წინ დაჯდა და თბილად შემომხედა.დაგივიწყე?ჰმ!
-ჩემთვის ეს ადგილი ძალიან საყვარელია,მიუხედავად იმისა რომ ორი წელია არ გავკარებივარ.
-ჩემს გამო?
-ადრე მეგონა რომ აქ შენზე მოგონებების გამო ვერ მოვიდოდი-ნელა აუჩქარებლად ვლაპარაკობდი,ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს,ძველ, დიდი ხნის უნახავ მეგობარს ვესაუბრებოდი ჩემს ამბებზე.-არ დავლიოთ?-გაოცებულმა შემომხედა.
-შამპანური?
-არა შამპანურს ბედნიერების აღსანიშნად სვავენ.-შევამჩნიე თვალებში ტკივილი გაუკრთა-არ მკითხავ მიზეზს რატომ წავედი?-მკითხა,მანამ სანამ მე მიმტანს ორი ბეილისის მოტანას ვთხოვდი.
-აქამდე მეგონა რომ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო,ჩემს მთელ ცხოვრებას დავთმობდი ამის მიზეზი,რომ გამეგო,მაგრამ ეს ამ წუთამდე,ახლა უკვე სულერთია-ვთქვი და სასმისი ხელში ავიღე.-აქ,ამ კაფეში,ჩვენს საყვარელ ადგილას,მინდა ერთი სადღეგრძელო დავლიო-წელში გავსწორდი,თვალი თვალში გავუყარე და დავიწყე-მინდა ერთი ადამიანის სადღეგრძელო დავლიო-ნიკამ წარბი აწია დაგაოცებულმა შემომხედა. -მინდა შენი სადღეგრძელო დავლიო ნიკა ნუცუბიძე,მინდა ვადღეგრძელო ადამიანი,ვინც ერთი პატარა,სულელი,გულუბრყვილო გოგოს ცხოვრება ასწავლა,სიყვარული ასწავლა,გული გაუთბო,პირველი კოცნა აჩუქა,ულამაზესი დღეები აჩუქა,მერე წავიდა და მიატოვა,ყოველგვარი ახსნის გარეშე,წავიდა და თან წაიღო მისი გული.მინდა შენ გადღეგრძელო ნიკა,ვინც ასე მატკინე,სული მომიკალი,გამანადგურე,მაგრამ მაინც ვერ შეგიძულე-ნიკა გაოგნებული მიყურებდა,მერე თავი ჩახარა-ვერ შეგიძულე,რადგან მიყვარდი,დღემდე მიყვარდი,მაგრ დღეის შემდეგ აღარ,ორი წლის წინ შენ წახვედი ჩემგამ,ახლა კი მე გიშვებ,საბოოლოოდ.მე შენ აღარ მიყვარხარ,თუმცა არც შენი შეძულება შემიძლია.შენ მე გამაძლიერე,შენ მე თვალი ამიხილე...მე მაინც მადლობელი ვარ იმ სიყვარულისთვის,რაც მომეცი,ვიცი რომ გიყვარდი ნიკა,მაგრამ მაინც წახვედი.შენ სუსტი აღმოჩნდი და სიყვარულზე უარი თქვი. დღეს კი მე ვამბობ უარს შენ სიყვარულზე,ხოო ასე გადამიყვარდი ნიკა...აქ ამ კაფეში სამუდამოდ ვტოვებ იმ სიყვარულს რასაც 4წელი ვატარებდი გულით.-ეს ვთქვი სასმელი მოვსვი,ნიკასკენ გადავიხარე,ლოყაზე ვაკოცე და გამოვედი.
გამოვედი და შვებით ამოვისუნთქე,ასე მეგონა ერთი ტონა ტვირთი მოვიშორე,გავთავისუფლდი.სიმბოლურია არა?სადაც დავიწყეთ გრძნობების შენება,იქ დავასრულე.გული სასიამოვნოდ მიფრთხიალებდა,არა ნიკას გამო არა,ნიკა,არც მძულდა,არც მიყვარდა,უბრალოდ მადლიერების გრძნობა მქონდა,აი ლაშაზე კი გაგიჟებით ვიყავი შეყვარებული.მიყვარს,მიყვარს,მიყვარს ისევ აგუგუნდნენ ყურები,მოვდიოდი და მეგონა თან მთელი თბილისი მომქონდა,ახლა მივხვდი რას ნიშნავს იყო ბედნიერი,იყო შეყვარებული...
ვიღიმოდი სულელურად და შემეძლო შუა ქუჩაში მემღერა კიდეც,მართალი ყოფილა,რომ ამბობენ სიყვარული სიგიჟეებს აკეთებინებს ადამიანსო...მივდიოდი და მიმქონდა ჩემი გრძნობები,ჩემი ბედნიერება,სახეზე სულელური ღიმილით და მეკიდა ვინ რას იტყოდა ან იფიქრებდა ჩემზე...
სადარბაზოს,რომ მივუახლოვდი გული გამეტებით მიცემდა,თავბრუ მესხმოდა,მთელი სხეულით ვკანკალებდი,კიბეზე გაუბედავად შევდგი ფეხი,მერე მეორე,მიდი ემი,მიდი...ორი,სამი,ოთხი...ვიმეორებდი ყოველი საფეხურის ავლისას და რაც უფრო ვუახლოვდებოდი მით უფრო მეტად ვნერვიულობდი.ახლა ამის დრო არ არის ემილიანა!შევუძახე ჩემს თავს,თმები უკან გადავიყარე და გაბედულად მივაჭირე თითი ზარს,ველოდი.ერთი,ორი,სამი და აი ისიც...
კარი ნელა გააღო,უინტერესოდ ამომხედა და როგორც კი დამინახა შეცბა,თვალები სიყვარულით აენთო,გული გამითბა.
-მოვედი-დავიჩურჩულე და თავი დავხარე.
-მოხვედი -გაიმეორა მანაც.ვიდექი დაველოდი,ისიც იდგა,შავი ჯინსი ეცვა და ყავისფერი ზედატანი,ერთი მკლავი აკეცილი ჰქონდა,მეორე ხელს კი უკან მალავდა.-შემოდი-თითქოს დაყვავებით მითხრა და გზა დამითმო,შევედი და ველოდი,როდის დაკეტავდა კარს. უეცრად ციებიანივით ავკანკალდი,თვალები გამიშტერდა,სისხლი ყურებში მომაწვა.-ეს ეს რა არის ლაშა?



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ბავშვებო არ მაქ იმედი რომ მოგეწონებათ,მაგრამ მეტი გრძნობით და სიზუსტით ვეღარ გადმოვცემ,იმედია არ მიწყენთ,ისევ პატარა თავის გამო უბრალოდ ახალი რამეები ხდება და ვარჩირ ის ცალკე თავიდან დამეწყო...კომენტარებს ნუ დაიშურებთ...გაკოცეთ,თქვენი ლორე

 


წეღან სანამ ამ ისტორიას ვიპოვიდი,რაღაც უაზრობა წავიკითხე და ვიფიქრე დაძინებამე იქნებ რაიმე კარგს წავაწყდე თქო.. ამაზე უკეთესს ვერც ვინატრებდი. <3 უბრალოდ ახლა იმაზე ფიქრი დამტანჯავს რა ჭირს ლაშას :დ

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

შერლოკირებული
წეღან სანამ ამ ისტორიას ვიპოვიდი,რაღაც უაზრობა წავიკითხე და ვიფიქრე დაძინებამე იქნებ რაიმე კარგს წავაწყდე თქო.. ამაზე უკეთესს ვერც ვინატრებდი. <3 უბრალოდ ახლა იმაზე ფიქრი დამტანჯავს რა ჭირს ლაშას :დ

მიხარია,რომ მოგეწონა...მომდევნო თავში გაირკვევა ყველაფერი

 


№4 სტუმარი black

RAs?AR mogvewonebaaa?shokii xar gogo shokiii jigari xar raaa!sxva Ra gitxraa?!damaintrige dzalian vpiqrob rom lasha suiicidis msxverpli unda gamxdariyo araa?!

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

black
RAs?AR mogvewonebaaa?shokii xar gogo shokiii jigari xar raaa!sxva Ra gitxraa?!damaintrige dzalian vpiqrob rom lasha suiicidis msxverpli unda gamxdariyo araa?!


მადლობა,მადლობა და მადლობა ჩემო...გოგო ან ბიჭო :)ვნახოთ ვნახოთ,თუმცა ლაშა ძლიერი ადამიანია დაა... გამოჩნდი ერთი კარგად გამეცანი,თორემ შენ რომ მაინტრიგებ ეგაა ინტრიგა თუა,თორემ ჩემი რა მოსატანია ;)

 


№6 სტუმარი black

Haha ha :Pkaia miyvars idumaleba da AR gamovcndebi ase upro kinportulad var:D<3<3

 


№7  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

black
Haha ha :Pkaia miyvars idumaleba da AR gamovcndebi ase upro kinportulad var:D<3<3



კარგი,როგორც გინდდაა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent