შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექსპერიმენტი საკუთარ თავზე 11


21-10-2015, 00:01
ავტორი ლორელაი
ნანახია 5 916

დილით დამშვიდებულს გამეღვიძა,ლაშას გადავხედე,არ იწვა,ვიფიქრე ადგომა დამასწროთქო,მაგრამ ტუმბოზე მისი წერილი,რომ დავინახე ყველაფრს მივხვდი.მან პირობა შეასრულა,წავიდა და ფიქრის საშუალება მომცა,გულში სითბო ჩამეღვარა.
მე და ლამზირა ბებო ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ,ძალიან თბილად მექცეოდა,ბევრს არ მელაპარაკებოდა,კითხვებსაც თითქმის არ მისვამდა,მივხვდი ლაშას ჰყავდა გაფრთხილებული,თუმცა ვამჩნევდი ხანდახან,როგორ ეშმაკურად გამომხედავდა ხოლმე.გადავწყვიტე უქმად არ ვყოფილიყავი,ბებიას ვთხოვე საჭმელების კეთება ესწავლებინა,მე ხომ ჯერ კიდევ ექსპერიმენტებს ვატარებდი ჩემს თავზე,ჯერ დედის წინააღმდეგ წასვლა,მარტო გადასვლა საცხოვრებლად,ცხოვრების სტილის შეცვლა,ლაშას გამოჩენა...სადილების კეთების სწავლა კი ვერაფრით მოვახერხე.
დრო სწრაფად გადიოდა,საფიქრალად არც თუ ისე ბევრი დრო მქონდა,მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ვერ მიმეღო,ვერ ვიგებდი ნიკას მიმართ რას ვგრძნობდი,კვლავინდებურად მიყვარდა თუ უბრალოდ წარსულით ვიყავი შეპყრობილი,მე ხომ სხვა ვეღარ წარმომედგინა ჩემს გვერდით,მაგრამ ახლა ლაშა გამოჩნდა,ყველფერი თავდაყირა დადგა, ჩემი გულიც გალღვა,აქამდე მეგონა გული მხოლოდ სიხლძარღვთა ასამუშავებლად იყო საჭირო,ლაშას გამოჩენამ კი ჩემი გულის ფეთქვა რიტმიდან ამოაგდო.რაც უფრო ახლოვდებოდა ლაშას ჩამოსვლის დღე,მით უფრო აფორიაქებული ვიყავი,ვერ ვისვენებდი,ღამეები აღარ მეძინა,ტკივილი არ მტოვებდა,თითქოს გამიასმაგდა,ლაშას ვერ ვატკენდი,მას ვერ გავუშვებდი,მაგრამ არც ნიკა მეთმობოდა,ორად გავიხლიჩე,ჩემი თავის მიკვირდა,რა მჭირდა ვერ გამეგო,ჩემი თავი მეზიზღებოდა,მებრალებოდა და მძულდა,იმიტომ რომ ყველაფრის მიუხედავად არ შემეძლო ლაშასთან ყოფნა და ნიკას შეძულება,არადა ის ხომ ზუსტად ამის ღირსი იყო.ერთი რამ მჭამდა,ის ორი წელიც და ეს დღეებიც, რატომ მიმატოვა,რატომ წავიდა,ალბათ ეს მიზეზი,რომ მცოდნოდა მერე მაინც შევძლებდი დამევიწყებინა,მერე მაინც შევიძულებდი.წინა ღამეს არ მიძინია,თეთრად გავათენე,გადავწყვიტე ლაშას არ დავლოდებოდი,არ შემეძლო მასთან ერთად დაბრუნება,რატომღაც მეგონა,რომ ამით მას თანხმობას ვეუბნებოდი,მისკენ მივდიოდი,მე კი მეშინოდა რადგან ერთი რამის დაზუსტება მინდოდა.როგორც კი ინათა,მაშინვე ავდექი,მოვემზადე და ლამზირა ბებოს ვთხოვე "მარშრუტკამდე"მივეცილბიენე.გული მწყდებოდა ასეთ კარგ ადამიანს,რომ ვტოვებდი.მაგრამ ჯობდა მანამდე წავსულიყავი სანამ ის ჩამოვიდოდა,არ შემეძლო ლაშას ნახვა.
როგორც კი ტრანსპორტი დაიძრა,ლაშას მანქანა დავინახე,მეგონა მომეჩვენა,მანქანამ გვერდით ჩაგვიარა,ზუსტად ხუთ წუთში კი დაგვეწია,გაგვისწრო და მძღოლს სიგნალით ანიშნა გაჩერებულიყო,გული ამომვარდა,მივხვდი ის იყო,რამის სუნთქვა შევაჩერე.დავინახე,როგორ გადმოვიდა მანქანიდან მტკიცე ნაბიჯებით,კარი გააღო და ირგვლივ მიმოიხედა,მე სულელმა. თავი ჩავხარე,სირაქლემას პოზაში.
-ემილი ჩამოდი-მომესმა მისი სიბრაზისგან დაბოხებული ხმა და ადგილზე შევხტი,მგზავრები ჩვენ მოგვშტერებოდნენ,შემეშინდა.
-ემილი გელოდები!
მძღოლმა სცადა გაერკვია რა ხდებოდა,მაგრამ ლაშამ ისე შეხედა მე შემეშინდა,მივხვდი,რომ უნდა ჩავსულიყავი,ჩავედი და უსიტყვოდ დავიკავე მძღოლის გვერდით ადგილი.ლეჟავამ ჩემი ჩანთა საბარგულში ჩადო და როგორც კი ჩაჯდა მანქანაში,მაშინვე მოწყდა ადგილს,გიჟივით მიჰქროდა.ხმა არც ერთს არ ამოგვიღია,შიშით ვერც ვბედავდი შემეხედა,ვგრძნობდი როგორ ნერვიულობდა,სუნთქვა გახშირებოდა.
-ისევ გარბოდი,ისევ გამირბოდი,ისევ გაქცევა ამჯობინე ემილი-როგორც იქნა ხმა ამოიღო,მძიმედ და მთელი გულით ამოთქვამდა სიტყვებს.
-არ მენდე,არ დამიჯერე!მე კი მეგონა...-სიტყვა გაუწყდა,მე გული მომეწურა,ვიგრძენი სისულელე გავაკეთე,მაგრამ როგორ უნდა წავსულიყავი ლაშასთან ერთად და მერე ჩემი ეჭვის დასადასტურებლად ნიკასთან,როგორ წავსულიყავი,არ შემეძლო.ტუჩები ამიკანკალდა,ტირილამდე ცოტა მაკლდა,ჯიუტად ვცდილობდი ტუჩები მომეჭამა,ოღონდ კი არ ავბღავებულიყავი,ოღონდ ლაშას არ გაეგო...გული საშინლად მტკიოდა,ცუდად ვიყავი...
-გააჩერე...გააჩერეეე!-ვიკივლე სასოწარკვეთილმა,ლეჟავა დაიბნა და უცებ დაამუხრუჭა,არ ვიცი რა მეტაკა,რას ვფიქრობდი,მაგრამ ჯერ არ გაჩერებული მანქანის კარი გავაღე და გადავვარდი,ნეტავ მოვკვდე,ნეტავ მოვკვდე,ან სამუდამოდ დამავიწყდეს ყველაფერი.კიდევ ერთი ექსპერიმენტი ემილი,თვითმკვლელობა!
მწვანე ბალახზე გულაღმა ვიწექი და ცას მივშტერებოდი,არაფერი მესმოდა.
-ემილი წასვლის დროა-სადღაც შორიდან მომესმა მისი ხმა.თვალები დავხუჭე,ვიგრძენი მისმა ძლიერმა ხელებმა,როგორ ამწიეს და სავარძელზე მიმაწვინეს,ჩამეძინა.ცოტა ხანში სრულიად დამშვიდებულმა გავიღვიძე.უკვე თბილისში ვიყავით,ლაშას გადავხედე,სახეზე ნაღველი ადგა.უსიტყვოდ ამომიტანა ჩანთა კარამდე,მიბრუნებას აპირებდა,რომ ხელი დავუჭირე.-მაპატიე
-არ არის საჭირო ემი,შენ უკვე მიიღე გადაწყვეტილება და როგორც ჩანს ჩემს სასარგებლოდ არა.-თვალებში შემომხედა და კბილებში გამოცრა.
-არა ლაშა,არა,ასე არაა!მე დავიბენი!მხოლოდ ერთი დღე ლაშა,ერთი დღე მომეცი და თუ ხვალ,საღამოს 10საათზე არ დაგირეკე-ამ სიტყვებზე შევჩერდი,მან კი მომლოდინე მზერა მომაპყრო-გამოდის რომ
-რას აპირებ ემილი?
-ჩემი გრძნობების შემოწმებას-დაუფიქრებლად წამოვროშე.
-და როგორ?ამას როგორ გააკეთებ ემილი?მასთან წასვლას აპირებ?მასთან დაწვები?დავიჯერო სხეულის ენა უფრო გასაგებია შენთვის?-გაცეცხლებული მიყვიროდა და ხელს მკლავზე ისე მიჭერდა ტკივილისგან დავიგრიხე.-მიპასუხე გოგო რას აპირებ!გინდა ჭკუიდან გადამიყვანო?გაფრთხილებ ემი,მე ვიღაც ს**ი არა ვარ,მე ან მიყვარს,ამ არა!და თუ მიყვარს ჩემს გრძნობებში ეჭვი არ მეპარება.იცოდე ერთი არასწორი ნაბიჯი და სამუდამოდ დაკარგავ ჩემს გულში შენს ადგილს!
-შენ ეხლა რა მითხარი?
-რა გითხარი ახალი?სიყვარული მარტო სიტყვებით გამოიხატება ემილი?ნუთუ ჩემი საქციელი ამას არ ადასტურებს?შენ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ და არაფერი არ გესმის,სიყვარულის დაკარგვა ადვილია,მოპოვეებაა ძნელი-დააყოლა ნაღვლიანად და კიბეებზე დაეშვა.



№1 სტუმარი გვან ცი

მართალია კომენტარი არ დამიტოვებია ამ ისტორიაზე, მაგრამ ყოველ დღე სულმოუთქმელად ველოდები ამ ისტორიას. ძალიან მიყვარს! გთხოვ, ცოტა დიდი თავები დადე თორემ არ მყოფნის. ძალიან პატარებია! წარმატებები ჩემო კარგო!

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

გვან ცი
მართალია კომენტარი არ დამიტოვებია ამ ისტორიაზე, მაგრამ ყოველ დღე სულმოუთქმელად ველოდები ამ ისტორიას. ძალიან მიყვარს! გთხოვ, ცოტა დიდი თავები დადე თორემ არ მყოფნის. ძალიან პატარებია! წარმატებები ჩემო კარგო!


მადლობა,ძალიან მიხარია... ვეცდები გავზარდო

 


№3 სტუმარი nino k.d.

როცა ადამიანს ორი პიროვნება უყვარს უნდა აირჩიოს მეორე რადგან პირველი ისე არ უყვარდა რომ სხვისთვის არ შეეხედა.. ვის რად უნდა ნიკა როცა არის ლაშა უფ

 


№4  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

nino k.d.
როცა ადამიანს ორი პიროვნება უყვარს უნდა აირჩიოს მეორე რადგან პირველი ისე არ უყვარდა რომ სხვისთვის არ შეეხედა.. ვის რად უნდა ნიკა როცა არის ლაშა უფ


ხანდახან ვბრმავდებით და გვგონია იმის იქით არაფერი არ არსებობს,ნუ ღელავ ემიც მიხვდება..

 


№5 სტუმარი black

Kaiaaa Kai:*chemo loreeee

 


№6  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

black
Kaiaaa Kai:*chemo loreeee


მადლობა ჩემი გოგო

 


№7 სტუმარი black

Gogooo??heee?!Ra ici?tumca use gwer ro...h,h:D:D chemi wkviani gogo xar sen:Dda AR daagviano istoria tore kowebs dagixvritaav <3:P

 


№8  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

black
Gogooo??heee?!Ra ici?tumca use gwer ro...h,h:D:D chemi wkviani gogo xar sen:Dda AR daagviano istoria tore kowebs dagixvritaav <3:P

აბა არ ხარ?უი ...პირადში მომწერე ერთი და განახებ ვინ ვის დაუხვრეტს კოჭებს

 


№9 სტუმარი black

Ee shexede sheeen amas gamablatavda ggogoo:P me cen ganaqep logol gaglaqav da mele velapelsac vel metkviii got mw da male metki vis vutqali meee:/

 


№10  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

black
Ee shexede sheeen amas gamablatavda ggogoo:P me cen ganaqep logol gaglaqav da mele velapelsac vel metkviii got mw da male metki vis vutqali meee:/



ეს ადამიანი მომაშორეთ

ლორელაი
black
Ee shexede sheeen amas gamablatavda ggogoo:P me cen ganaqep logol gaglaqav da mele velapelsac vel metkviii got mw da male metki vis vutqali meee:/



ეს ადამიანი მომაშორეთ

ნუ მებლატავები პატარავ

Black გასკდა გული პასუხი გამეციიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent