გაცნობის საიტი -8-
-არ გინდოდა ამის კითხვა ვიცი-სახეზე ღიმილი აკვროდა,მე კი სულ არ მეცინებოდა.ვუყურებდი და გაშტერებული არაფრისმთქმელი თვალებით უკან ვიხევდი. -უნდა წავიდე,მეჩქარება-განზე გავიწიე,მაგრამ მისი უკმაყოფილო მზერა მაინც დავიჭირე,სანდრო თვალებით მტუქსავდა. -გაგაცილო?-თავი გავუქნიე და გავეცალე.უკნიდან მომაძახა,ნახვამდისო,მაგრამ აღარ მიპასუხია,ვერ ვხვდებოდი ჩემ თავს რა ხდებოდა.იქნებ ჩემი ილუზიების ბრალია-მეთქი-ესეც კი გავიფიქრე.ადრე ვფიქრობდი,რომ ოცნებას,როცა ფრთა ესხმება,უფერულდება და ძველებურ სიტკბოებას კარგავს.იმასაც კი ვფირობდი მიღწეული აღარ არის სასიამოვნო-მეთქი.იქნებ ეს აზრი მიშლიდა ბედნიერებაში ხელს. სარკის წინ ვუყურებდი ჩემს გაორებულ მზერას,თვალებშივე იკითხებოდა რას ვგრძნობდი.უხასიათოდ ვიყავი,მაგრამ ეს ვალდებულებისგან მაინც ვერ მიხსნიდა. -დეა-ნინის ხმამ გამაღვიძა დილას-ადექი,უკვე ცხრის ნახევარი ხდება-ტელეფონს დავხედე და სახე შევიშმუშნე. -ჯერ ადრეა-კარებისკენ ვანიშნე გადი-მეთქი. -გუშინ ვიღაც გკითხულობდა-ჩემმა დამ სათქმელი სწრაფად თქმა და ჩემსდაჭყეტილ თვალბეს დააკვირდა. -გადი,მაცადე..ვინ იყო?_ოდნავ წამოვიწიე და ფეხშიშველეა ავდექი. -მიხვდებაო,ასე თქვა. -კაი,კაი.გადი-სარკის წინ დავდექი და თმა გავიშალე,მალევე შევიკარი ნაწნავად და ოთახიდან გავედი.ჩანთას ვალაგებდი,როცა ტელეფონის დანახვაზე გუშინდელი მონაწერი გამახსენდა.ის ხომ შვიდის წუთებზე გავხსენი.მახსოვს ისიც გავიფიქრე,რამ გამაღვიძა-მეთქი და ისიც,ალბათ,ეს წინათგრძნობა იყო-მეთქი. „უფფფ მენატრები“-ასეთი ტექსტი მივიღე დაფარული ნომრისგან,მაგრამ მაშინვე მივხვდ,რომ ის სანდრო იყო.ძალიან მესიამოვნა მისგან ამის გაგონება,მინდოდა მიმეწერა,მეც-მეთქი,მაგრამ რა მივწერე? „უფფფ“-გავუგზავნე და გვერდზე გადავბრუნდი.ყოჩაღ,დეა! სკოლაში გაკვეთილებმა ჩვეულად ჩაიარა.იმ დღეს მხოლოდ მე ვიყავი მზად თითოეულ საგანში და ჯოხიც ჩემზე გადატყდა.ანდრონიკაშვილი,ანდრონიკაშვილი.ეს სიტუაცია არ მომწონს,საშინლად მომაბეზრებელია,როცა ათ-თხუთმეტ კაცში მხოლოდ შენ ხარ სმერნაზე.ამაზე ისევ მეღიმება,მაგრამ რა დროს ეგაა.სახლში მოვედი თუ არა სულ ტელეფონის ეკრანს ვუყურებდი,სულ არა,მაგრამ რიტმულად ჩავიჭყიტებოდი ხოლმე. ლეპტოპი ჩავთე და წინა ისტორიის კომენტარებს თვალი გადავაცლე,შემდეგ რაღაც-რაღაცები დავათვალიერე და დროც გავიდა.იმ დღეს ადრე მქონდა ცურვა,ამიტომ მოვიკიდე ჩანთა და კიბეები ჩავირბინე,შემდეგ ინგლისური მქონდა,მაგრამ წიგნი სახლში დამრჩა,ამიტომ გაჩერებიდან მომიწია გამობრუნება.ესეც ბედია-მეთქი-უკმაყოფილოდ გავიფიქრე,მე ხომ მუდამ იმას ვიძახდი ბედი არ მაქვს-მეთქი. -რა დაგრჩა?-ნინიმ გამიღო კარი და სათამაშო დათვი უფრო ახლოს მიიკრა გულთან. -ინგლისურის წიგნი-არც კი შემიხედავს,ისე შევედი ოთახში. ერთი კვირა ისე გავიდა,რომ სანდრო არ მიახავს.მიკვირდა უმისოდ როგორ ვძლებდი,თუმცა იმასაც ვაცნობიერებდი,რომ ეს მხოლოდ იძულებეა იყო,საკუთარი თავის იძულებდა.თავს მისი ნახვის უფლებასაც კი არ ვაძლევდი.ის ყოველ დღე ცდილობდა დამკავშირებოდა,მირევკავდა,მე კი არ ვპასუხობდი,მის მონაწერებს იგნორის მეტს არაფერს ვაღირსებდი.მისის სახე მენატრებოდა,მისი სიტყვები წარმოდგენაშიც კი მახვევდა თავბრუს... ვერც კი გავაცნობიერე ისე მოვიდა 31 ოქტომბერი.მისი ოცდამეხუთე დაბადების დღე..არა,რა სისულელეა რატომ უნდა დამპატიჟოსო-ვფიქრობდი,მაგრამ ამიც მაინც დიდი იმედი მქონდა. იმ დილას უხასიათოდ გავიღვიძე,თავს საერთოდ არ ვჰავდი.გეგონებოდა სრულ აპათიაში ჩავარდნილაო,ვიჯექი და ფანჯარას უაზროდ მივშტერებოდი.ჩემ წინ ხეებიდან ფოთლები ცვიოდა,მაგრამ ეს სულაც არ მგვრიდა რომანტიკის შეგრძნებას. ორი საათი დებილივით ვიჯექი,მაგრამ უეცრად გულმა რიტმი იცვალა.ტელეფონი აწკრიალდა,დახედული არ მქონდანომრისთის,მაგრამ მივხვდი,რომ ის იყო..ტელეფონს ხელი გადავუსვი და ვუპასუხე. -დეა,საშინელად მენატრებიმ,შენ კი სულ მაიგნორებ. -უფფ ხომ მოგწერე-შევეცადა ირონია შემერია საუბარში,მაგრამ გულგრილობა ნამდვილად არ შემეძლო. -დღეს იცი რა დღეა? -გილოცავ,სანდრო. -მადლობ,ჩვენთან ერთად უნდა გაერთო,სახლში შევიკრიბებით,ჩემთან. -უეცარი სიუპრიზია-ჩავიღიმე და პასუხის მოლოდინში გავინაბე,ფეხზე წამოვდექი და ფარდებს თვალი გავუსწორე,ვერაფერს ვხედავდი ვერც ცას,ვერთ ფანჯარას..მხოლოდ მისი ხმა ჩამესმოდა და ერთ ადგილას მაქვავებდა. -ანუ კი? -აბა არა?-გადავიკიხკისე. -გკოცნი-არაფერი მიპასუხია,მისმა სიტყვებმა დამაბნიეს,მხოლოდ იმაზე ვფიქორბდი რა უნდა ჩამეცმა. ანამ დამირეკა იმ დღეს ისეთი ანერვიულებული ვიყავი,რომ თვითონაც გადაედო,მგონი.ვთხოვე საყიდლებზე გამომყოლოდა,რაზეც სიხარულით დამთანხმდა,მაგრამ მაინც ვერ იყო კარგად,მგონი,ჩემით იყო უკმაყოფილო. მისმა სახლმა გამაოცა.ფილმებში რომ არის დიდი შემობები,ზუსტად მასეთი იყო.გაკვირვება, რა თქმა უნდა,ვერ დავმალე.ამდენი საიდან-მეთქი. -ფეხბურთი არ გყვარებია-სანდრომ თვალი ჩამიკრა და თავისკენმიმიზიდა.სუნთქვა უფრო გამიხშირდა და თვალები მივლულე,შემდეგ,როცა გონს მოვედი,თავი ზემოთ ავსწიე. -არა,არ მიყვარს,ნული-გავუღიმე მამაკაცს და უკან დავიხიე,დავიხიე კი არა,დამფრთხალი შველივით გავვარდი უკან. -ჰო,ასე ვთქვათ,ციგანი ფეხბურთელი ვარ,მომტაბარე ცხოვრებას ვეწევი-მის უიმორზე გდადავიხარხარე,თუმცა საკუთარ თავს ვუსაყვედურე რატომ არ იცოდი-მეთქი. -არ გითქვამს-შევხედე,მაგრამ რეალობა დავმალე.რა სულელი ვარ-მეთქი,აი,რას ვფიქრობდი იმ მომენტში. -ეგ არაფერი,ჰო ეს სახლი მე ვიყიდე.ბედმა გამიღიმა.შემოდი-ერთი ნაბიჯი წინ გდავდგი და სტუმრებში შევერიე.ხალხმრავლობა არ მიყვარს და ვცდილობდი თვალში ზედმეტად არავის მოვმხვდარიყავი. -მაკვირვებ,რა საჭირო იყო ეს,ყოველივე ეს?-თვალებში საოცარმა ელვამ გაურბინა სანდროს. -დეა-გაბრაზებულმა შემომხედა-რიტორიკის დედოფალი ხარ-ხელი ხელზე მომკიდა და გრძელ დერეფანში გამიყვანა. -სად მივდივართ?-აღელვებას სრულიად ვერ ვმალავდი. -შენ ხომ კომფორტულად არ გრძნობდი ხალხში თავს-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე,მაგრამ ეს არ მაკმაყოფილებდა. -არ შეგეძლო უბრალოდ მოგელოცა დღევანდელი დღე. -აუ..-ძირს დავიხედე.ვერ ვხვდებოდი რატომ ვიყავი ასეთი ჯიუტი დ აზოგჯერ საშინლად ცივი. -ამიტომაც მომწონხარ-ხელი ხელზე მომიჭირა და პატარა ოთახში შემიყვანა.ამისთვის მხოლოდ ერთი ბიძგი დასჭირდა,მე კი გული ლამის იყო საგულედან ამომვარდნოდა. -სანდრო,არ გინდა ჩემს ნერვებზე თამაში-კარებისკენ წავედი,მაგრამ მისი სახე ჩემსასთან ახლოს იყო.ერთი ნაბიჯით და დაიღუპე-მეთქი-ვუმეორებდი საკუთარ თავს.მე ხომ მუდამ ერთი რამ ვიცოდი,ყველაფერი ან არაფერი.თუ რამეს გავუსინჯავდი გემოს და მომეწონებოდა,იქ წყდებოდა ჩემი საქმე.მორჩა,მერე უკან ვეღარ გამოვიდოდი,უფრო და უფრო შევტოპავდი შიგნით. -მინდა გაკოცო-ხელი კიპაპის წვერზე ჰაერმოვნად შემეხო,ეს ისე სასიამოვნოდ ვიგრძენი,რომ ლამის იყო ფრენა დამეწყო.თავი ზემოთ ავსწიე და უეცრად მისი ტუჩების გემო ვიგრძენი..კედელთან მჭიდროდ ვიყავი აკრული და მის ბაგეებს მძაფრად შევირძნოდ,ეს ჩემთვის ყველაზე ძლიერ ხელოვნება იყო,არა კოცის ხელოვნება,არამედ სიყვარულის..იმ მომენტში არ ვიცი რაზე ვფიქრობდი,ალბათ,მხოლოდ სანდროზე და იმ კოცნაზე,რომელსაც პირველად ვთვლიდი და მუდამ ჩავთვლიდი.ფეხის წვერებზე ვიწეოდი და კოცნაში ვყვებოდი.ხანგრძლივი კოცნის შემდეგ შევჩერდით და ერთმანეთს მივაშტერდით.მინდოდა ისევ განმეორებულიყო ეს მომენტი,მინდოდა,ეს მრავალჯერ მომხდარიყო. მახსოვს,რომ ოთახი უჩუმრად დავტოვეთ,შემდეგ კი ერთმანეთს თვალებით ვეძებდით და ვარიდებდით კიდეც მზერას. მეორე დღეს საშინლად ნოსტალგიურ მდგომარეობაში ვიაყვი,თავისუფლებას შევიგრძნობდი,მაგრამ ეს არ მყოფნიდა.მინდოდა სანდრო ჩემ გვერდით ყოფილიყო.ვიცოდი,რომ ესნარკოტიკი იყო,გადაუჩვეველი ნარკოტიკი და კიდევ უფრო მივისწრაფოდი მისკენ.მინდოდა ის მეხილა კიდევ და კიდევ,მაგრამ იქნებ ეს მხოლოდ ილუზიის ნაყოფილი იყო,იქნებ არ მიყვარდა სანდრო და ის არ იყო ადამიანი,რომელსაც ჩემთან ერთად ყოფნა ეწია. -დეა,გუშინ დაბადების დღეზე იყოო,შენმა დამ..რატომ დამიმალე?-თვალი ჩამიკრა ანამ და გვერდით მომიჯდა,დაბნეულობა მაშინვე შემნიშნა და უფრო მკაცრი იერი მიიღო. -აუ,ანა..რა გიდნა? ანგარიში უნდა ჩაგაბარო? -საიდან ასეთი აგრესია?-ჩემი დაქალი ფეხზე წამოდგა და დოინჯი შემოირტყა. -აუ,არ გინდა...არ მინდა ამაზე საუბარი.მასთან,ვისაც არ იცნობ და ვერც გაიცნობ-სიმკაცრემ გაიელვა ჩემ ხმაში. -კარგი,სანამ არ მეტყვი,ჩემი მეგობარი აღარ ხარ-ბავშვივით გაიბუტა და ჩემი აგრესია ბანგზე გააგდო.ის გავიდა და დატოვა ჩემი ოთახი,მე კი შესლილივით დავენარცხე ლოგინზე და ისტერიული სიცილი ავტეხე. -დაბრუნდი..-ნახევარი საათის შემდეგ დავურეკე ანას,ხმაში სევდა გამრეოდ ად აცრემლებიც კი მინამავდა სახეს. -რა ხდება?ინანიებ?-პასუხი არ დაააყოვნა გოგონამ. -ყველაფერს მოგიყვები. სახლში ვბრუნდებოდი.როცა სანდრო შევნიშნე,ის ჩემკენ მოდიოდა და თანაც მიმზიდველად მიღიმოდა.ნუთუ,მე ვარ ამ ღიმილის ავტორი-მეთქვი-გავიფიქრე და ღიმილითვე ვუპასუხე ბიჭს. -გამარჯობა,ანა.ვიფიქრე,შევუვლი-მეთქი-კიბეებზე ამომყვა. -გამარჯობა. -შემოვიდე შეიძლება?-ჩემები სახლში არ უყვნენ და უარი ვერ ვუთხარი,დივანზე მეზობლურად ჩამოჯდა.ისე მიყურებდა,რომ ეტყობდოდა ჩემს ხმას ელოდებოდა. -იმ კოცნაზე გინდა საუბარი?-ფეხზე წამოდგა და გულთან მიმიკრა.მე თვაი გავაქნიე.ვგრძნობდი როგორ მიახლოვდენოდა მისი თბული სუნთქვა,ნაგრამ არ ვიმჩნევდი,უკან გამოვიწიე და გამმეტყველება შევიცვალე. -რამეს შეჭამ?-ვკითხე და სამზარეულოსკენ გავედი. -კარგი იქნება-პრანჭვა არ დაუწყია. -უი,პაპაჩემი პაიოკის მეტი აქ არაფერია-კისკისით ვთქვი და ბიჭს შევხედე-საკუთარ საჭმელი უდევს და ხომ ვერ შეუჭამ-თვალი ჩავუკარი და სიტუაციაში გავარკვიე. -პაპაშენი? -ჰო,რაღაც გამოკვლევებს იკეთებს და სოფელიდან ჩამოვიდა.ის დედაჩემი მამაა,თორემ მამაჩემს არც დედა ჰყავს და არც მამა. -აჰამ და რას მიირთმევს ხოლმე? -ხაჭო,მაწონი,ყველი..მხოლოდ ესაა-მაცივრის კარი ღრმად გამოვაღე-ოღონდ რბილი,ჭყინტი ყველი..-თეფში გამოვიტანე და წინ დავუდგი-შეჭამ? -კუჭი მიხმება-არ ვიცოდი სიმართლეს ამბობდა თუ არა,მაგრამ მასზე მზრუნველობა საშინლად მსიამოვნებდა.თეფშზე გადმოვუღე ხაჭო და მაწონში ავურიე,გვერდით მივუჯექი და მისი პირის მოძრაობას თვალი გავაყოლე.მაიმოვნებდა,რომ მასზე ვზრუნავდი.ახალი გრძნობა დავიჭირე და გამეღიმა,თითქოს რარაც ცოდვა ჩავიდინე. მხოლოდ ერთ რამეს ვხვდებოდი და ეს იცი რა იყო? ბედნიერება ხელთ მქონდა და არ უნდა გამეშვა,ყველანაირ თეორიებს უნდა შევშვებოდი. გვიან ვბრუნდებოდი სახლში,საშინლად დაღლილი ვიყავი და ერთი სული მქონდა როდის დავხუჭავდი თვალს,თუმცა წინ სანდრო გადამეღობა. -დეა,მომენატრე,ამდენი ხანია რ მინახავხარ. -ცუდად ვარ,გამატარე-გვერდით გავიწიე,მაგრამ მისმა ხელებმა არ გამიშვა.ერთმანეთს გერძნობებზე არ ვესაუბრებოდით,მაგრამ ვიცოდით..ვიცოდი რას გრძნობდი ის და მანაც რას ვგრძნობდი მე. -რაღაც უნდა გითხრა. -გისმენ-შევჩერდი,შიში სახეზე მაშინვე დამეტყო. -მივფრინავ,ერთი თვით..ცოტა ხნის წინ გავიგე,თამაშებია და ..-სახე მაშინვე შემეცვალა,შევკრთი და მინდოდა მეჩხუბა,მეყვირა,მაგრამ თავი შევიკავე.ალბათ,ამაში სიბნელაე დამეხმარა,თორემ დილის შუქი რომ ყოფილიყო,ალბათ,ყველაფერი ნათელი გახდებოდა. __ ველი შეფასებებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.