შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყო და არა იყო რა..


23-10-2015, 23:35
ავტორი salo..))
ნანახია 2 189

იყო და არა იყო რა.... იყო ერთი ჩვეულებრივი გოგონა და ერთი ჩვეულებრივი ბიჭუნა.. (ალბათ ჩვეულებრივი:)..
ეს დასაწყისი ზღაპარს გავს არა? იქნებ არის კიდეც, ოღონდ ზღაპარი კარგი დასაწყისით და ცუდი დასასრულით...
ამ ორმა "ჩვეულებრივმა" ადამიანმა ერთმანეთი სკოლაში გაიცნეს..ნუ მე ასე ვიცი.. (გადმოცემით..) თავიდან გოგონა ბიჭს ყურადღებას არ აქცევდა თურმე.. ბიჭი სახელგანთქმული მექალთანე ყოფილა , არადა ჯერ სულ რააღაც 16 წლის თუ იქნებოდა.. ხომ წარმოგიდგენიათ შემდგომ როგორი "ბაბნიკი" იქნებოდა...
ერთ სკოლაში , ორი "ჩვეულებრივი" მოზარდი სწავლობდა ,რომლებმაც არც კი იცოდნენ ბედისწერა როგორ "ტკბილ" საჩუქარს უმზადებდა მათ სამომავლოდ.....
"შემთხვევით" შეხვდნენ სკოლის დერეფანში ერთმანეთს.. ბიჭმა ზედაც არ შეხედა ისე გაიარა..
-სულელი და უკულტუროო
თავისთვის ჩაილაპარაკა გოგონამ და გზა განაგრძო საკლასო ოთხასიკენ....
"შემთხვევით" შეხვდნენ ეკლესიაშიც.. გაახსენდა გოგონას "სულელი და უკულტურო" , მაგრამ ვითომც არაფერიო ისე აუარა გვერდი და გზა განაგრძო..
ისევ "შემთხვევით" ხვდებოდნენ ერთმანეთს ასე დასულებლად.. იქამდე სანამ ისე ძლიერ არ შეუყვარდათ ერთმანეთი , რომ ყველას და ყველაფერს გადაუსვეს ხაზი და ბოლოს დაქორწინება გადაწყვიტეს....
არ გამოდგა ეს ყოველივე მარტივი...!
გოგონას ოჯახმა მისთვის ბედნიერი დღე ჯოჯოხეთად აქცია!.. ისეთ ჯოჯოხეთად რომ ბოლოს სიკვდილის პირასაც მიიყვანეს.. დღეს კი ამ დღის გახსენება არც სურთ და არც საუბრობენ ამ ყოველივეზე..!!! ამბობენ ,ალბათ ასე გვეწერა ზემოთო.. ალბათო....
შემდეგ , როგორც ხდება ხოლმე ყველაფერი მიწყნარდა.. ყველაფერი კალაპოტში ჩადგადა, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ, განსხვავებით იმისა რომ ახლა მზეს ერთად ჩახუტებულები გამთბარი გულებით ესალმებოდნენ ყოველდილით...და უფალს მადლობას სწირავდნენ რომ ამასაც გაუძლეს..
შემდეგი სიხარული მათ ცხოვრებაში "მესამეს" არსებობის გაგება იყო... არა, მარტო მათ კი არა, მთელს სამეგობროს და სანათესაოს მთელი გულით უხაროდა და ერთად ელოდნენ პატარას, მათ ახალ სიხარულს და ბედიერებას...
ვინ იცოდა ბედი რას უმზადებდა მათ.. როგორ გამარჯვებულის ღიმილით დასცეროდა ზემოდან ამ ბედნიერი წყვილის წუთებს....
რა იცოდნენ.....!
შემდგომ ქორწილისთვის დაიწყეს ერთად მთელმა სანათესაომ მზადება, ყველა, მთელი არსით და გონებით ამ მშვენიერ დღეს გეგმავდა და აი ეს მედნიერი დღეც ბედნიერების მწვერვალად მოევლინა ყველას ერთად... ყველა ერთობოდა და ამ ორი ბედნიერი ადამიანის ბედნიერი სახეებით ხარობდნენ და გულში სითბო ეღვრებოდათ..
არც მათ იცოდნენ თორემ გაააფრთხილებდნენ ..!
უცილობლად შეატყობინებდნენ...!
ამ დღემაც კარგად ჩაიარა.... საბედნიეროდ..!
შემდგომ ისევ ბედნიერება... ისევ... და ისევ.. გოგონა იბერებოდა ..პატარაც ვეღარ ისვენებდა მუცელში და ქვეყნად მოვლენას ლამობდა..
ყველა ელოდა თან როგორ...
იცით ბედმა ბოლომდე არ გასწირა.. რაღაც მიანიშნა მათ... რაღაც უბედურებისკენ ვაჟის გაჩენამდე ერთი დღით ადრე , მაგრამ ორსულობის და უძილობის ბრალიაო .. მშობიარობის დაჩქარება არ ჩათვალეს საჩქაროდ...
ბედმა მე უკვე სუფთა ვარ ხელს ვერ შემაწმენდთო. და განაგრძო...."
19 აგვსტოს!. . ფერისცვალებას.. ბიჭი.. პატარა ანგელოზი დაიბადა.. ადრეულად ... მაინც ვერ მოისვენა... აშკარად დედიკოს გავდა..
არ "მოეწონათ" ეს ფაქტი, მაგრამ ასეთი ცდომილებებიც ხომ ხდება...:)
-და აი დადგა ჩემი დროო!
გახარებული ასპარეზზე გამოვიდა კალმით ხელში ბედისწერა და ნელა აუჩქარებლად 7 დღე წერდა მათ უბედურებას...
1. პირველ დღეს ყველაფერი კარგად არისო.. პატარა , მაგრამ გადასალახავი პრობლემაა ნუ ინევიულებთო... მამა გავხდიო ადგილს ვერ პოულობდა და შვილის ნახვას მოუთმენლად ელოდა..ყველას უხაროდა ახალი სიცოცხლე.. არა დღემდე უხარიათ და იხსენებენ ოღონ ჩუმად... გული რომ არ ეტკინოთ ისე..
2. მეორე დღეს ფილტვი აქვს გახეთქილიო , ამცნეს ექიმება ოჯახის წევრებს.. ყველა აღელდა არავის არ მოეწონა ახალი ამბავი..
3. მესამე დღეს ბავშვი მონათლეს.. ალბათ ბოლომდე არც აქ გაწირა..
4. მეოთხე დღეს ყველაფერი კარგად არისო ,ნუ ღელავთო.. მილოცვები გრძელდებოდა..(რაღაც დამალეს.. ალბათ..)
5. მეხუთე დღეს მდგომარეობა გაუარესდაო.. მეტის თქმა ვერ შეძლეს..
6. მეექვსე დღეს დაავადებამ მთელი ორგანოები მოიცვაო..
ეს დილით.. გული გაჩერდაო .. საღამოს..!!
"ვაი შვილოო!" და ჩაიკეცა..
7. მეშვიდე დღეს - დაასაფლავეს ანგელოზი!
შვიდი დღე ბედისწერა თავისთვის, მყუდროდ იჯდა მაგიდასთან ,ფურცლითა და კალმით ხელში და აუჩქარებლად წერდა.. წერდა და თან ეშმაკური ,გამარჯვებულის ღიმილი დასთამაშებდა სახეზე!
მაინც მე გავიმარჯვეო..!
მაგრამ არ გაჩერებულა. ესეც არ აკმარა..!
სულიერი განადგურება არ აკმარა ამ ორს.. "ჩვეულებრივ" ადამიანს.. ფიზიკურად ანადგურებდა .. არ ჩერდებოდა და აგრძელებდა, აგრძელებდა ასე დაუსრულებლად. ისინიც იტანდნენ .. ჩუმად.. ან რა ეთქმოდათ შვილ მკვდარ ახალგაზრდებს....?!..
ყოველდღე იხსენებდნენ პატარას და გაიძახოდნენ არა მე მგავდა არა მეო... მერე ფოტოს დახედავდნენ , აკოცებდნენ და სიმწრით ხუჭავდნენ თვალებს, რომ არ ეტირათ,.. უჭირდათ ,მაგრამ ესეც გადაიტანეს,... ერთად,,!!!
იცით ჩემო!.. "ჩვეულებრივო" ბედისგან გაწამებულო ,მაგრამ მაინც ფეხზე მყარად მდგარო წყვილო დღეს ჰო ,ზუსტად დღეს , მეასეჯერ გამახსენდით.. მერე ახალგაზრდა წყვილი დავინახე.. აი იქ გაჩერებაზე ,თქვენ სადაც ჩამოდიოდით ხოლმე, ჩემთან რომ მოსულიყავით... თქვენ მიგამსგავსეთ.. ისინიც პატარას მოლოდინში იყვნენ.. მათაც თქვესავით უხაროდათ. ისევ თქვენ გამახსენდით. ისევ ამეტირა და ვიცი რომ გაიგოთ ძალიან გამიბრაზდებით..!
იცით იმ ყველაფრიდან 3 თვე და 5 დღეა გასული..
იცით მე მჯერა ,რომ შეცვლით ბედისწერას.. ხო აი იმას ახლა ისევ ,რომ ზის მყუდრო ოთახში და ფიქრობს რა გატკინოთ.. ახლა მაინც ,როგორ მოგადრეკინოთ თავი მის წინაშე, მაგრამ მე მჯერა! დიახ! მჯერა რომ თქვენ სამნი ერთად მას შეცვლით! თვით ბედისწერას !
იცით ალხა საბა 3 თვის და 5 დღის უნდა იყოს,,.. დეიდას დანახვაზე უნდა იღიმოდეს.. მაგრამ დაწმუნებული ვარ ,რომ ზეცაში უკეთ იქნება უფალთან.. მას ხომ თავისთან საუკეთესონი მიჰყავს...:)
უბრალოდ მიყვარხართ და მეამაყებით ასეთები, ასეთი ძლიერები რომ ხართ..!........................................................................


გამარჯობათ.. სავარაუდოდ ახალ მწერლად ჩამთვლით იმდენი ხანაი ააფერი არ გამომიქვეყნებია :დდ აბიტურიენტები გამიგებთ რატომაც ვერ ვახერხებ აქტიურად გამოჩენას ამ გვერძეე.. :)):დდ

ამ პატარა ისტორიას ზუსტადა რომ არ ვიცი.. უბრალოდ შეაფასეთ რადგან ყველა დაწერილს შორის ეს ჩემთვის არსებითად მნიშვნელოვანია..

წინასწარ მადლობა იმას ვინც უბრალოდ გადაიკითახავთ ან რავიცი :დდ ცოტა დაბნეული ვარ.. იმდენი ხანია არ მომიმათავს თქვენთვის რომ რა გითრათ არ ვიცი,, იემდი მაქვს.. ანდა ა მნიშვნელობა აქვს.. :)))




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent