შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

одержимый тьмой! ანუ ჩემი ბოროტი უფროსი. (თავი 5)


24-10-2015, 01:11
ავტორი llella
ნანახია 3 469

სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი, ულამაზესი ადგილი იყო, მინდოდა ამწუთასვე გადავთრეულიყავი ავტომობილიდან და დამეყვირა ბოლო ხმაზე.
ავტომობილიდან გადავედი, ისე რომ გაბრიელისთვის არც კი გამიხედია, ნამდვილად მჭირდებოდა ასეთ ადგილას გამოსვლა და განტვირთვა, მართალია სულაც არ იყო სასიამოვნო ამ დემონის ერთად აქ ყოფნა მაგრამ... მომიწევდა მისი მოთმენა და საკუთარ თავს მორალურად ვამზაებდი მისი ბოროტული გამოხტომებისათვის.
-იმედია მოგეწონა-უცებ გავიგე გაბრიელის ხმა.
-ძალიან-ჩუმად ვუპასუხე.
-მაგის იმედი მქონდა მეც.
-რატომ მოიყვანე აქ?-მის თვალებს გადავეყარე.
-არ ვიცი, უბრალოდ მოგიყვანე!-მკაცრად გამცა პასუხი და გვერდით დამიდგა, მხარით მხარზე მეხებოდა და სად გავქცეულიყავი არ ვიცოდი, მთელს ხელზე ცეცხლი მეკიდა.
-ხო, აზრი არა აქ-უბრალოდ დავეთანხმე და მინდორზე ჩამოვჯექი.
-მე მოვალ მალე-ტელეფონს უპასუხა და ცოტა მოშორებით გავიდა, რამოდენიმე წუთში კი რაღაცაზე გააფთრებული ხელების ქნევვით მოსაუბრეს რაღაცას უხსნიდა და დარწმუნებული ვარ ის ვიღაც აქ რომ ყოლოდა, აუცილებლად გამოჭრიდა ყელს.
ფეხზე წამოვდექი და გავლა გადავწყვიტე, კარგად მოშორებით ვიდექი, როცა დავინახე გაბრიელი უკან როგორ ბრუნდებოდა, ამიტომ მეც დაბრუნება გადავწყვიტე, ჩემსკენ ზურგით იდგა, მივხვდი რომ მე მეძებდა.
ნელა შევახე ხელი მხარზე და იმწამსვე ვინანე ჩემი საქციელი, როცა გააფთრებულმა ჩამაფრინდა კისერში და ხეზე ამაკრო, დავიფიცავ და ასეთი თვალები ცხოვრებაში არ მქონდა ნანახი, მისი შეშლილი სახე ადამიანისას სულაც არ გავდა, მისი დაბერილი ძარღვები დასკდომას ლამობდნენ, მისი აკანკალებული ტუჩები კი დაღრიალებას და მთელი ემოციისაგან დაცლას. ადამიანს ის ნამდვილად არ გავდა, არ ვიცი ვინ იდგა ჩემს წინ, მაგრამ ეს ჩემი ბოროტი უფროსი არ იყო, შეშლილ მხეცს უფრო გავდა.
შიშისგან გული კინაღამ წამივიდა, ერთი წამოვიყვირე და მის გააფთრებულ თვალებს მზერა გავუსწორე, როცა დამინახა და მიხვდა რომ მე ვიყავი, იმწამსვე ხელი შემიშვა, მეც ძალამიცლილი, უღონოდ დავეცი მიწაზე, ორივე ხელი შემოვიხვიე ყელზე და ვეცადე როგორმე სუნთქვა დამერეგულირებინა, მაგრამ ეს სულაც არ გამომდიოდა, საშინლად ვიყავი შეშინებული და ვერაფრით ვერ ვხვდებოდი რა ჯანდაბამ მოუარა ჩემს ბოროტ უფროსს.
გააანალიზა თუ არა ყოველივე, ჩაიმუხლა და შეშინებულმა გამომხედა, ჩემი სახე მის დიდ მტევნებში მოაქცია.
-მაპატიე!-ამოთქვა ხმაწართმეულმა-მაპატიე ძალიან გთხოვ! მე... არ ვიცი... უბრალოდ მაპატიო უნდა!-თითქოსდა მთხოვდა მაგრამ ეს თხოვნა არ იყო.
-ხო...-ამოვიჩხავლე-უბრალოდ ნამდვილი მხეცი ხარ!-თავი ვერ შევიკავე და პირში მივახალე სათქმელი განრისხებულმა.
-მაპატიე!-ისევ მისი აბსურდული თავის მართლება, მე კიდევ ისეთ დღეში მქონდა ნერვები, ცოტაც და ხელებს სისხლში გავისვრიდი.
-სახლში წამიყვანე.
-კი მაგრამ...
-კარგი, ჩემით წავალ-გამოვუცხადე გაბრაზებულმა და ფეხზე წამოდგომა ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა, მანაც უმალვე ხელი გამომიწოდა მეც მომიწია მისი დახმარებით ავმდგარიყავი.
-ვერსადაც ვერ წახვალ!-გავიგე ზურგს უკან გაბრაზებული ხმა.
-რას მელაპარაკები?-ირონიულად გავიღიმე და გავხედე-შენ უნდა გკითხო სად წავიდე? ის არ გეყო რაც გააკეთე?! კიდევ რა უფლებით მიყვირიხარ?
-ბოდიში უკვე მოგიხადე!-ხმა გაებზარა-და დიახაც მე უნდა მკითხო!
-მაცინებთ ბატონო გაბრიელ-თავი გავაქნიე და გზა გავაგრძელე.
-გოგო მოდი აქ!-დამიყვირა და მანიშნა მასთან მივსულიყავი.
-ნწუ!-თითი გაბრაზების ნიშნად დავუქნიე და ვანიშნე არ მოვალ თქო.
სადღაც 4-5 ნაბიჯი მექნებოდა გადადგმული, მკლავში საშიელი ტკივილი რომ ვიგრძენი, შემოტრიალებულს კი ჩემი დემონის „მკვლელ“ თვალებს წავაწყდი.
-ჩემი ჭკუიდან გამოყვანა გინდა გოგო?! ჰა?! რომ გიძახი არ უნდა გაჩერდე?! ტუტუცი ბავშვი ხარ !
-მე თუ ტუტუცი ბავშვი ვარ, მაშინ თქვენ გაუთლელი ხეპრე ხართ!
აი ძვალი როგორ გაეტკაცუნა გავიგეო, ისეთი დამემართა.
-გაიმეორე!
-მეტკინა-ამოვიკნავლე და მობჯენილ ცრემლებს ვაიძულე საიდანაც მოვიდნენ ისევ იქ დაბრუნებულიყვნენ.
-გაიმეორე რაც თქვი! დროზე!
-მეტკინა-ისევ გავიმეორე.
-უარესს დაგმართებ!
-მხეცი ხართ!
-გოოგოო!-ისეთი ხმით დამიღრიალა, გული ფეხებში ჩამივარდა-ნუ მაიძულებ რამე დაგიშავო!
-ისე ხომ რას ამბობთ, სულ ცივ ნიავს არ მაკარებთ!-არ ვჩერდებოდი და ისეც აგრძელებდა წყობიდან გამოსვლას.
-ჩაჯექი დროზე მანქანაში!
-არ მინ...
-შენი ხმა არ გავიგო გოგო, აქვე მოგკლავ იცოდე!-ისეთი ტონით გამომიცხადა, რატომღაც დავრწმუნდი, რომ სიმართლეს ამბობდა.
ვიყავი მე ხმის ამომღები? არა კაცო რა ხმის ამოღება, თვალებით ვეკითხებოდი მგონი გამევლო თუ არა.
„ჯანდაბა, ერთ დღეს ისე გცემ გაბრიელ ქირია! ისე გცემ მშობელი დედაც ვერ გიცნობს!“ გავამხნევე საკუთარი თავი და ფანჯარას თავი მივადე, ისე ვიყავი სულიერად გამოფიტული მესამე სართულზე როგორ ავიდოდი აზრზე არ ვიყავი.
-კიდევ ერთხელ მაპატიე!-სიჩუმე მან დაარღვია, გავხედე, მანაც გამომხედა, მერე კი ისევ გზას მიუბრუნდა.
-............-არც არაფერი არ მიპასუხია, „გაბუტული“ ვიყავი ბოროტ უფროსზე.
-მარიამ!
-.............-ისევ სიჩუმე.
-რატომ არ მელაპარაკები?!-გამომხედა.
-ხმა არ ამოიღოო და...-ამოვიბურტყუნე გაბრაზებულმა და ფანჯარაში გავიხედე.
-აუ...!-ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი-როგორ არასწორად გებულობ ყველაფერს!
-ხო არასწორად ვგრძნობ კიდევაც-ნერვებმოშლილმა წამოვიძახე.
-ენა გაქ მწარე!-გაიცინასავით.
-თავში გაქ ჩალა!-ხურდა დავუბრუნე.
ვიცოდი, რომ ცოტათი მაინც ნანობდა მის საქციელს და გაგულისებული რას ვბურტყუნებდი, მეც არ ვიცოდი.
-გაბრაზება ვიცი მე...
-ოოჰ ბატონო გაბრიელ ისე ამბობთ გაბრაზება ვიციო, გეგონება სულ კარგ ხასიათზე იყოთ-გადავიხარხარე.
„არა, ისე რო დავვარდი ძირს, თავი რამეს ხომ არ მივარტყი ჰა? რეებს ვბურტყუნებ, რა უბედურებაა... ახლა რომ ტვინი გაგასხმევინოს ხომ ვარ ღირსი... მოგკლავს შენ უბედურო“ გამამხნევა მეორე მემ და ისევ მიიმალა.
არ მოველოდი... მართლა არ მოველოდი, მეგონა, რომ რაღაცას გამომიქანებდა და იქვე გამაფრთხობინებდა სულს, მაგრამ უცებ სიცილი აუვარდა, ავტომობილი გააჩერა და ხარხარი დაიწყო, გული კინაღამ გამისკდა.
ისე ვარ მგონი ამის ღრიალს და ბურდღუნს მიჩვეული სიცილის მეშინია უკვე, ხომ ვამბობ ვერავარ მე.
-რატომ არ ღრიალებ?-მეც გადმომედო მისი სიცილი და მეც სიცილითვე ვკითხე, ცოტათი დაწყნარებულ ბოროტ უფროსს.
-აი მაგაზე, შენ წარმოიდგინე არ ვიღრიალებ, მართლა სასაცილო იყო-თითი მაინც დამიქნია გაფრთხილების ნიშნად.
ალბათ ეს თითის დაქნევა ნიშნავდა „კიდევ ერთხელ გაიმეორებ და ჩათვალე მკვდარი ხარ“-ო მეც როგორც ყოველთვის შეშინებულს, ვითომ გამეცინა და უმალვე დავწყნარდი, მან კიდევ ერთხელ გამომხედა და ავტომობილი ადგილიდან დაძრა.
დიდხანს ვიმგზავრეთ, ძალიან ნელა მოვდიოდით, ამ ხნის განმავლობაში კი ხმა ერთხელაც არ ამომირია, ან რაღა ხმის ამომღები მე ვიყავი, რაც „წავუშტვინე“ ისიც მეყოფოდა დღეისთვის.
როგორც იქნა მივაღწიეთ სახლამდე, სადღაც ათი საათი იქნებოდა, მეტი თუ არა, ავტომობილი სადარბაზოსთან გააჩერა.
-მადლობა დღევანდელი დღისათვის...-სანამ გადავიდოდი, ერთი გავხედე და ისე ვუთხარი, ძლივს თავმოყრილი სიტყვები.
-მე კიდევ ბოდიშს გიხდი... ნუ დღევანდელისთვის-თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი და შეეცადა გაეღიმა, მაგრამ ეს სულაც არ იყო ღიმილი.
-არაუშავს...-გავამხნევესავით.
გადმოსვლას ვაპირებდი, როცა ხელში მწვდა და მისკენ მიმაბრუნა.
-უბრალოდ არ მინდა ჩემზე ცუდად იფიქრო! ხომ გახსოვს მე და შენ მეგობრები ვართ!
-ხო... რათქმაუნდა-ამოვიბურტყუნე და ხელი დავიხსენი ბოროტი უფროსისგან.
კარები გავაღე და სახლში ჩუმად შევედი, მეგონა, რომ ბიჭებს ეძიებოდათ, მაგრამ შევცდი, ფეხბურთს უყურებდნენ ვაჟბატონები, მაგიდა ასე ვთქვატ დაეფარათ ლუდითა და ჩიფსებით.
-ხაი-დავიყვირე და ბიჭების გაოცებულ სახეს დავაკვირდი.
-ვთქვი ხო უკვე ეს რომ ვერაა?-სიცილით გახედა კობამ საბას.
-დიდად საინტერესო და სამსჯელო კითხვა დაუსვა კობამ საბას-დავიწყე მაიმუნობა.
-მგონი კი.
-საბამაც ასევე, აზრითა და სიმტკიცით გამსჭვალული პასუხი გასცა ძვირფას ბიძაშვილს.

-გოგო თქვენ საქმიან შეხვედრაზე იყავით თუ საქეიფოდ ჰა?-სიცილით მკითხა კობამ.
-ვაიმე საქმიან შეხვედრაზე ვიყავით და იმიტო ვარ ასეთ ხასიათზე ვერ ხვდები?-ვითომ გავიცინე და ოსტატურად ვიცრუე.
-ამდენ ხანს სად იყავი?-მაინც გამოიჩინა უფროსმა ძამიკომ სიმკაცრე.
-ფაფას მაჭმევდა გაბრიელი და მაგიტო დაგვაგვიანდა-სრულიად სერიოულად გამოვუცხადე ძვირაფს ძამიკოს.
უცებ ორივე დასერიოზულდა, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ნიავით სავსე თავში ფიქრობდნენ, მართალს ვამბობდი თუ ტყუილს. ბოლოს სიჩუმე კობას ხარხარმა ჩაანაცვლა.
-აი ხომ ვამბობ-აყვა საბაც.
-ხოხო ამბობთ ამბობთ, წავედი მე დავიძინო თორემ ბოსსი მომკლავს, რომ დავაგვიანო ხვალ სამსახურში-დავიჯღანე და ოთახში შევლასლასდი.
ოთახის კარები გავაღე თუ არა, ღიმილი აღმებეჭდა სახეზე, იმის გაანალიზების გამო, რომ მე შევძლებდი დაწოლას, დაძინებას და დასვენებას. დღევანდელი დღის მერე კი ეს ნამდვილად მჭირდებოდა.
პირდაპირ აბაზანისაკენ ავიღე გეზი, მალევე გამოვედი და პიჟამოები ჩავიცვი, საწოლში ისევ ღიმილით შევწექი და ფიქრს მივეცი.
ისევ მისი განრისხებული თვალები წარმომიდგა წინ, ისევ გამაჟრჟოლა და მაინც იმის მიუხედავად, რომ ის ახლა აქ არ იდგა და ძალიან შორსაც კი იყო, მაინც მეშინოდა ჩემი ბოროტი უფროსის, ხელი ინსტინქტურად წავიღე ყელისაკენ და გავიხსენე მომხვდარი, გული მეტკინა, იმის გაანალიზებისას, რომ ყველაფერ სიკეთესთან ერთად, მასში ასეთი „მხეცი“ ცხოვრობს, რომ ცოტაოდენი ბიძგიც კი საკმარისია რომ ის გამოაღვიძო და ისეც უჟმური უფროსი, სულ ბოროტ დემონად აქციო, მე... მე კიდევ ისევ მჯეროდა, რომ იყო ამ ადამიანში რაღაც კარგი, რაღაც შესამჩნევი და მეც ზუსტად ამის გაგებას ვცდილობდი.
-რაც არ უნდა კეთილი და დიდსულოვანი ადამიანი ვიყო-დავიწყე ხამაღლა მსჯელობა და ფიქრი-მაინც უნდა გადაგიხადო სამაგიერო-ბოროტმა ღიმილმა გაიელვა ჩემ სახეზე-ჯერ ერთი იმიტომ რომ ასე მაშინებს, უმიზეზოდ, უაზროდ, ეგეც არ იკმარა და კინაღამ სული გამაფრთხობონა, მაგის ერთი ხელი ეყოფა ჩემს კისერს სულ-გადავიხარხარე და მსჯელობა და ბოროტული გეგმის შედგენა გავაგრძელე-ანუ... ბატონო გაბრიელ ქირია, მოემზადეთ! მარიამ ბარამიძე იწყებს გეგმის შესრულებას სახელწოდებით „გამოვიყანოთ ბოროტი უფროსი წყობიდან!“
ჩემივე გეგმაზე გამეცინა, სახელწოდებაზე უფრო, ამ სიცილში რაღაც კმაყოფილების წამოძაილიც იყო, ასე რომ...
-ხვალ დიდი დღეა მარუს-შემოვუძახე საკუთარ თავს-დაეგდე და დაიძინე.
მალევე დამეძინა, დილით როგორც ყოველთვის 7ზე გამეღვიძა, წამოვდექი საწოლიდან, ჩემი ნაცრისფერი სპორტულები გამოვიღე კარადიდან და ჩავიცვი, კედებში ჩავყავი ფეხები, თმა მაღლა ავიწიე, ტელეფონი ჯიბეში მოვათავსე, საფულეც მის გზას მივაყოლე და კმაყოფილი ღიმილით დავტოვე სახლი.
შენობასთან შევჩერდი, ერთი ღრმად ჩავისუნთქე და საკუთარი თავი გავამხნევე.
-აბა მარუს! შენ იცი და შენმა ნერვებმა, ააა ხო ენა არ დამავიწყდეს-გავიცინე.
ღიმილით შევაბიჯე შენობაში და თანამშრომლების გაკვირვებული მზერისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ისე ავედი კიბეებზე.
-მარი-გავიგე კატოს ხმა.
-ხო.
-ააა ხო... ისა... ბატონი გაბრიელი კონფერენციაზეა, საზღვარგარეთიდან არიან ჩამოსულები...
-ხო, მერე?-არაჩვეულებრივმა იდეამ გამიელვა თავში.
-და დაიბარა რომ მოვა შემოვიდეს საქმე მაქვსო.
-კაი, მადლობა კატო-თბილად გავუღიმე და კიბეებს ავუყევი.
ვიდექი კარებთან და ვფიქრობდი „ღირს?“ თუ „არ ღირს?“ ბოლოს ბოროტმა მემ გაიმარჯვა და მეც კარები დაკაკუნების გარეშე გავაღე „არა ამას უფრო გამოვგლიჯე ერქვა“ და შევედი კაბინეტში.
-მარიამ?!-გაკვირვება და სიბრაზე ერთად აესახა ბატონ ბაგრიელს სახეზე.
-აქ ვარ ბოსს-გავეკრიჭე და თავის ქნევთ მივესალმე ოთახში მყოფ უცხო მამაკაცებს, რომლებიც არანეკლებ გაკვირვებით მათვალიერებდნენ-ზდაროვა ხალო-პატარა ბავშვივით ხელი დავუქნიე მისალმების ინსცენირებლად.
-ეს... შენ... რა დღეში ხარ?-თავი ძლივს მოაბა სათქმელს.
-ოოოოჰ ბოსს, როგორ მაკვირვებთ რაა-შევიცხადე და ხელი ავიქნიე-რაფერ დაგავიწყდა ბიჯო?-კილოთი ვკითხე და „ვითომ გამიკვირდა“ სიფათი მივიღე.
-ჰა?!-მეტი ვერაფერი ვერ მოიფიქრა დაბნეულმა.
მისკენ წავედი, გვერდით დავუდექი და ისევ გავუღიმე, კიდევ უფრო გაკვირვებულ უცნობებს.
-ბოსს, კარგით რაა-ვითომ განაწყენებულმა ვუთხარი-როგორ დაგავიწყდათ ის, რომ დღეს მე და თქვენ ცხიმების დასაწვავად ფიტნეს კლუბში უნდა წავსულიყავით?!-არ ვიცი ეს საიდან მოვიფიქრე, მაგრამ რთულ სიტუაციაშიც რომ გამოსავალს ვპოულობ ეგ ფაქცია. „ისევ თავს ვიქებ, ღმეთო ჩემოოო“ -თან დამპირდით ახალ ილეთებს თუ რაღაცებს გასწავლიო-გვერდების ქნევა დავიწყე და წყობიდან გამოსულ, ძარღვებდაბერილ გაბრიელს, გაწითლებულ, გალურჯებულ, გამწვაებულ და გაშავებულ უფროსს გავუღიმე.
-სად გაქვთ გოგონა დასაწვავი ქონები-გავიგე ახალგაზრდა მამაკაცის ხმა, რომელიც ნამდვილი მხეცივით მათვალიერებდა.
-რავა არ მაქ ბიძია-გავიცინე-გინდა დაგანახო-სრული სერიოულობთ გამოვუცხადე და მისკენ წასვლას ვაპირებდი, გაბრიელი რომ ჩამაფრინდა მკლავში.
-მარიამ ერთი წუთით შეიძლება?-ისეთი ხმით მითხრა გულმა ფეთქვა შეწყვიტა შიშისგან, მაგრამ მე რისი მარი ვიყავი ახლა რომ რამე შემემჩნია.
-რავა არა ბოსს-ისევ გავიკრიჭე და წყობიდან გამოსულ უფროსს უკან გავყევი-აბა ს ბოგამ ბიძიებო.
„დამშვიდობებაც რომ არ მავიწყდება, არა მე კულტურაში... ნუ აღარ ვამბობ...“ გულში ისევ ვიცინოდი.
კაბინეტში ერთი სიტყვით შემათრია, წამებში ამაკრო კედელზე და ხელებშუა მომიქცია.
-შენ ნორმალური ხარ?! ჰა?! სულ გადაირიე გოგო?! რეებს შვრები! შენ ხომ არ გაუბერე?!
-ნწუ-თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად.
-როგროც ვხვდები გუშიდელის სამაგიეროა ხო?
-არა ბოსს რას ამბობთ-ისევ მაიმუნობა გავაგრძელე გავაგრელე.
-ნუ თამაშობ ჩემს ნერვებზე!
-რომელი სოსკიანი ბავშვი მე მნახეთ ბოსს თქვენით რომ ვითამაშო-გავიცინე.
-ენას ამოგაძრობ!
-რაფრა იტყუებით ბოსს.
-მარიამ!-აი რასაც ქვია დაიღრიალა, მე კდევ ღიმილი სახეე შემახმა.
-............-ხმა არ ამომიღია.
-ამიხსენი რას ნიშნასვ ეს ყველაფერი.
-არაფერს...
-გოგო სულ გმოშტერდი?! იცი მაინც ესენი ვინ არიან?! ამ თავში ტვინი არ მოგეძებნება?!-ხმა საგრძნობლად დაუმშვიდდა.
-კი-ამოვიბურტყუნე.
-ვერ ვამჩნევ მაგ ტვინს-ისევ მშვიდად აგრელებდა საუბარს.
-ტვინი ისეც არ ჩანს ბოსს.
-გოგოოოოო!-ისევ დამიღრიალა.
-ხო კარგით, კარგით ნუ ღრიალებთ დამხრჩვალი კატასავით-გაბუსულმა გამოვუცხადე.
-ჩემს ნერვებზე თამაშობ თქო!
-სულაც არა!
-როგორ არა! მაბრაზებ! მიწვევ... და არ იცი რომ მაგისთვის დაისჯები?!
-რომელი ძიძა ან მშობელი თქვენ ხართ რომ დამსაჯოთ-გამოვუცხადე და თვალები ავარიდე.
ნიკაპზე ორი თითი მომკიდა, თავი მაღლა ამაწევინა და მაიძულა თვალებში ჩამეხედა.
-ისევ მიწვევ...!
ნელ-ნელა მოიწევდა ჩემსკენ, ერთი ხელი წელზე შემიცურა, მეორე კი ისევ კედელზე ქონდა აკრული და ამით გაქცევის ყველნაერ შესაძლებლობას მიბლოკავდა, უკვე ძალიან ახლოს იყო, ცოტაც და მის გულ-მკერდს ცხვირით ჩავეხუტებოდი.
-დასასჯელი უნდა დაისაჯოს!
გამომიცხადა, მოთამაშე ჭინკებით სავსე, კუპრივით შავი თვალები მომანათა და სახეზე ცხელი სუნთქვა მომაფრქია, უფრო ახლოს მოდიოდა...
დედიკონა დედა, მგონი ახლა მოვკვდები...!


- - - - - - - -
გამარჯობა ხალხო :D რავა ხართ?
იმედი მაქვს მოგეწონებათ ჩემი ნაჯღაპნი :D ♥
უუუმორჩილესად გთოვთ, რომ დატოვოთ კომეტარები, რადგანაც ვიცოდე, ღირს გაგრძელებას თუ არა :/
ველოდები შეფასებას და კომენტარებს ^_^
შეცდომები მომიტევეთ :D ♥



№1 სტუმარი darina

bevri vicine magaria mariami, gagrdzelebit aucileblad unda gaagrdzelo, me momwons.

 


№2  offline წევრი dali kvastiani

ზალიან საყვარლობაა :დ ბანალურობებს ესეტები მირჩევნია :დ

 


№3 სტუმარი an

Dzaaan magariiii iyooo

Mari pozitivi iyo am tavis dges :-D :-D magariaa axal tavs velii

 


№4  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აუ ძაან მაგარი თავი იყო სიცილით თუ არ მოვკვდებოდი არ მეგონა განსაკუთრებით ბოლო ნაწილი მომეწონა "რავა არ მაქვს ბიძია? გინდა დაგანახო?" და კიდევ "დედიკონადედა მგონი ახლა ვკვდები." აუ მაგატი იყო რა და რა ვქნა ეს გოგო მომწონს ძაან და გაბრიელიც რაღაცნაირად მომწონს რაღაც განსხვავებული და ცოტა უცნაური ხასიათი აქვს ან გოგოებს ასე აბამს ხოლმე... რა ვიცი რა ვიცი...

 


№5  offline წევრი anukiana008

Kargi iyo da male dade

 


№6  offline წევრი heart emoticon

აუ რამდენი ვიცინე... კი კიი გააგრძელე მალეე

 


№7  offline წევრი nukiiiiii

ღიმილი არ მკომშორებიაა სახიდან ნამდვილად პოზიტიური თავი იყოო:D რამფერი იქნებოდა აბაა :D იმედია შემდეგიც ასეთი იქნება და იმის შემდეგიც მოუთმენლად გელით ყველაააა D: <3

 


№8  offline წევრი Winchester ))

მაგარიაა :D:D:P მალე დადე შემდეგიიი lovelove

 


№9  offline წევრი Goduadze Nano

კარგიაააა :* გააგრძეელე,ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად. <3
--------------------
Nano

 


№10  offline წევრი dadeshqeliani

აუ რა ძაან მაგარია,ჩავბჟირდი რასაც ქვია <3 ძალიან ძალიან ტკბილი და კარგი ხარ love მალე დადე რაა fellow

 


№11  offline წევრი llella

dadeshqeliani
აუ რა ძაან მაგარია,ჩავბჟირდი რასაც ქვია <3 ძალიან ძალიან ტკბილი და კარგი ხარ love მალე დადე რაა fellow

madloba ^^ mixaria rom mogewona

უცნობი ქ
აუ ძაან მაგარი თავი იყო სიცილით თუ არ მოვკვდებოდი არ მეგონა განსაკუთრებით ბოლო ნაწილი მომეწონა "რავა არ მაქვს ბიძია? გინდა დაგანახო?" და კიდევ "დედიკონადედა მგონი ახლა ვკვდები." აუ მაგატი იყო რა და რა ვქნა ეს გოგო მომწონს ძაან და გაბრიელიც რაღაცნაირად მომწონს რაღაც განსხვავებული და ცოტა უცნაური ხასიათი აქვს ან გოგოებს ასე აბამს ხოლმე... რა ვიცი რა ვიცი...

shen earmoidginr da mec dzaan bevri vicine ro gadavikitxr :d shesworebebis shesatanad :d da madloba komentarisatvis ^^

 


№12  offline წევრი malikuna

ჩემოო თბილოო და ტკბილო ლელუსიი ♥♥♥ აუუცილებლად გააგრძელე რაა ველოდები შემდეგ თავს..ძალიან მომწონს ყოჩაღ ♥

 


№13  offline წევრი llella

malikuna
ჩემოო თბილოო და ტკბილო ლელუსიი ♥♥♥ აუუცილებლად გააგრძელე რაა ველოდები შემდეგ თავს..ძალიან მომწონს ყოჩაღ ♥

madloba ^_^ gadareuli xar raa :d

 


№14  offline წევრი malikuna

llella
malikuna
ჩემოო თბილოო და ტკბილო ლელუსიი ♥♥♥ აუუცილებლად გააგრძელე რაა ველოდები შემდეგ თავს..ძალიან მომწონს ყოჩაღ ♥

madloba ^_^ gadareuli xar raa :d

ხოოო ვარ დაა ძაან მიყვარხარ :-D♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent