შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

одержимый тьмой! ანუ ჩემი ბოროტი უფროსი. (თავი 4)


23-10-2015, 00:01
ავტორი llella
ნანახია 3 336

სახლში საშინლად დაღლილი მივედი და ის უფრო მღლიდა რომ იმ დემონთან ერთად უნდა წავსულიყავი შეხვედრაზე.
მშიერმა იმდენი ვჭამე, სულს ძლივს ვითქვამდი, სახლში ვიღაც რომ ყოფილიყო, აუცილებლა ამწაპნიდა საჭმლით სავსე თეფშს ხელიდან.
ცოტათი დავისვენე, მერე კიდევ მომზადება დავიწყე, მთლიანი კრემისფერი კაბა და ბალეტკები ჩავიცვი, თმები მაღლა ავიწიე, მსუბუქი მაკიაჟიც და მზად ვიყავი. ჩემი თავი შევათვალიერე სარკეში, ანარეკლს გავუღიმე და აცეკვებულ ტელეფონს დავსწვდი.
-ჩამოდი ქვემოთ ვარ!-გაისმა ბოროტი უფროსის, ბოროტული ხმა.
-ახლავე ჩამოვალ-ესღა ვუთხარი და გავუთიშე.
კარები დავკეტე და კიბეებზე დავეშვი. ქვემოთ ჩასულს, ავტომობილზე მიყრდნობილი გაბრიელი დამხვდა, რომელიც სიგარეტს ეწეოდა და მე მიყურებდა, როცა მივუახლოვდი სიგარეტი გაურკვეველი მომართულებით მოიქნია და წინა კარები გამიღო, მეც დავიკავე ჩემთვის განკუთვნილი ადგილი, მანაც მოუარა ავტომობილს.
გამომხედა, ტუჩის კუთხეში ჩატეხა და ავტომობილი ადგილიდან დაძრა. ტელეფონი ამოვიღე და საბას მივწერე, რომ რაღაც შეხვედრაზე მივდიოდი , რომ არ ვიცოდი ზუსტად რომელ საათზე მივიდოდი სახლში და არ ენერვიულა.
-ვის წერ?!
-რა?-მისმა კითხვამ გამაკვირვა.
-რა ვერ გაიგე, ვის წერ თქო?!-გამომხედა დაძაბულმა.
-თქვენ რაში გაინტერესებთ?!-ბრაზი დამეტყო.
-ეს „თ“ მოაშორე თქო გითხარი უკვე მგონი-გაბრაზება მასაც დაეტყო-და რომ გეკითები მიპასუხე!
-არ ვარ ვალდებული გიპასუხოთ-გამოვაცხადე-და რაც შეეხება მაგ „თ“-ს თქვენ ჩემი უფროსი ხართ და არა მეგობარი, ამიტომ...
-და არ შეიძლება რომ უფროსი მეგობარი იყოს?! ან უფრო მეტი?!-წარბები მაღლა აწია და მაცდურად გამომხედა.
-არა! ჩვენ შემთხვევაში არა!-გამოვუცხადე და ჩემი გაუჩერებელი და სულელი ენა დავწყევლე, როცა ავტომობილი გიჟივით გააჩერა.
-აი მე და შენ კი ვცდით!-გამომედა და მკაცრად გამოაცხადა.
-რა?-მეც გავხედე და გამეცინა.
-ვიყოთ მეგობრები! და უფრო მეტიც!-მისი შავი თვალები შემომანათა, ნელა მოაქცია ჩემი ხელი მისაში, მე კიდევ გაკვირვებული ვუყურებდი ბოროტ უფროსს.
-მაბნევთ-გამოვუტყვი დაბნეულმა.
-მაგასაც მოევლება, ახლა კიდევ მომიყევი რამე შენზე.
-რა მოგიყვეთ?
-რაც გინდა-მხრები აიჩეჩა, ღიმილით გამომხედა და ისევ აამუშავა ავტომობილი-აი მაგალითად რა გიყვარს ყველაზე მეტად?
-წვიმა-გამეცინა.
-რატომ?
-უბრალოდ, ჩემს სულიერ მდგომარეობასთან წვიმა უფრო ახლოსაა.
იმიტომ კი არ ვუყვებოდი საკუთარ თავზე რომ ჩემი თავი გამეცნო მისთვის, არამედ პირიქით, მინდოდა ის გამეცნო, ვგრძნობდი, რომ ამ ჯმუხი ადამიანის უკან იყო კეთილი გაბრიელ ქირია, რომელიც ასე არ გამიხეთქავდა გულს ყოველ დანახვაზე.
-საინტერესოა!
-თქვენ?-ინტერესით გავხედე.
-მემგონი გთხოვე, რომ...
-შენ?-მივუხვდი ნათქვამს და იმწამსვე შევცვალე კითხვა, რაზეც კმაყოფილს გაეღიმა.
ღმერთო ჩემო, ეს დემონი მგონი ადამიანს ემსგავსება.
-მე მთა მიყვარს!
-ანუ სიმშვიდე და წყნარი გარემო გიყვარს.
-ხო, მასეც შეიძლება ითქვას-გამომხედა, მერე ისევ გზას მიუბრუნდა-კიდევ?!
-კიდევ ჩემი ძმა მიყვარს-გამეღიმა-და ხო კიდე, შოკოლადები-ამაზე გადაიხარხარა.
„ღმერთო ჩემო, როგორ უხდება სიცილი“ გავიფიქრე და პირდაპირ გავიხედე, მან კი მე გამომხედა.
-ბავშვი ხარ!
-სულაც არა, უბრალოდ შოკოლადები მიყვარს-გაბუტული ხმით გამოვაცხადე და ფანჯარაში გავიხედე, ვხვდებოდი რომ ისე ძალიან აღარ მეშინოდა მისი, მიხაროდა კიდეც.
-არ გამებუტო!-ეს ბრძანებას უფრო გავდა ვიდგე თხოვნას, ან უბრალოდ ნათქვამს.
-მე არ ვიბუტები.
-აბა ახლა რას შვრები?
-უბრალოდ ვიყურები ფანჯარაში-ახლა მას მივუბრუნდი-და გირჩევთ, რომ თქვენც გზას გახედოთ.
-ამბობ არ გებუტებო და ისევ თქვენობითზე გადადი.
-უკაცრავად... ვერ მივეჩვიე.
-არაუშავს, მაგას ეშველება.
-ისე, მალე მივალთ?-ვკითხე ინტერესით.
-უკვე მივედით, რა ხდება, სადმე გეჩქარება?!
-არა... უბრალოდ გკითხეთ.
-არაჩვეულებრივი, აქედან ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო-პასუხის გაცემა არ მაცადა ისე გადავიდა ავტომობილიდან და კარები გამიღო, მეც გადმოვედი.
-არ მინდა არსად წამოსვლა!-ვითომ მკაცრი ხმა მივიღე.
-მაგას მე ვწყვეტ!-სწრაფად გამცა პასუხი და რესტორანში პირველი მე შემიშვა, მივხვდი რამის თქმას აზრი რომ არ ქონდა და გაჩუმება ვარჩიე.
რესტორანს თვალი მოვავლე, საკმაოდ წყნარი გარემო იყო, რაც ძალიან მახარებდა, არ მიყვარდა ხმაურიანი ადგილები, სიწყნარე მიყვარდა სასტიკად. ერთ მაგიდას მივუახლოვდით, სადაც 2 მამაკაცი იჯდა.
-გამარჯობა ბატონო გაბრიელ-მიესალმა ერთ-ერთი და მე გამომხედა, მისი მზერა დავაიგნორე.
ჩვენც მივესალმეთ და დვიკავეთ ჩვენთვის განკუთვნილი ადგილები.
როგორც საუბრიდან გაირკვა, ბატონი ნიკოლოზი, თვალს არ მაცილებდა, მისი ეს იდიოტური მზერა ნერვებს მიშლიდა და ვხვდებოდი, რომ მალე ეს სულიერი არსება უთვალებოთ დარჩებოდა.
ამ ჩემთვის მომაბეზრებელმა და დამღლელმა საუბარმა, როგორც იქნა მიაღწია ბოლოში, ისე გამიხარდა, რომ როგორც იქნა ამ დამღლელი დღის მერე განტვირთვას გავაკეთებდი, რომ შუა რესტორანში ფეხზე წამომდგარმა ხტუნვა კინაღამ დავიწყე.
გარეთ გამოვედით თუ არა, სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე და გამეღიმა, რადგან წვიმის წვეთი დამეცა სახეზე, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ წვიმას აპირებდა.
საშინლად მომინდა რომ ახლა მშობლები აქ, ჩემს გვერდით ყოფილიყვნენ, ვხვდებოდი რომ საკუთარ თავსაც ვატყუებდი ამ სიძლიერეს, ვიცოდი რომ ამ ეს მხიარულება დიდხას ვერ გამატანინებდა თავს, მაგრამ მე მაინც მე ვიყავი, ვაიძულებდი საკუთარ თავს ტკივილი სხვისთვის არ მეჩვენებინა, ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი.
-წვიმას აპირებს-უცებ ფიქრებიდან გაბრიელის ხმამ გამომიყვანა.
-ჰო...-ისევ წვიმით ტკბობას ვაგრძელებდი.
-წამოდი წავედით.
კარები გამიღო, მეც დავიკავე ჩემთის განკუთვნილი ადგილი.
-რა კარგია სახლიიი-„ვითომ ჩუმად ვთქვი ახლა მე ეს?“ დარცხვენილმა უცებ დავსწვდი ქვედა ტუჩს და საკუთარ თავზე გაბრაზება გავაგრძელე.
-ჯერ არა!-მასაც გაეცინა ჩემს სისულელეზე.
-რა ჯერ არა?-გაკვირვება ვერ დავმალე და ცალი წარბი მაღლა ავწიე.
-ანუ ჯერ არ მიმყავხარ სახლში თქო.
-კი მაგრამ...
-არავითარი მაგრამ! ხომ გითხარი მე ვწყვეტ თქო.
-რა უფლებით?
-იმით რისი უფლებაც მაქვს.
-არანაერი უფლება არ გაქვთ ჩემთან დაკავშირებით!
-მე შენი უფროსი ვარ!
-ეგ მხოლოდ სამსახურში!-გავუმეორე მისივე ციტატა და ირონიულად გავუღიმე, უკვე ისე ვიყავი გაბრაზებული, რომ მისი მოკვლაც კი შემეძლო.
-ისეც და ყველანაერადაც!
-მე სათამაშო არავარ საკუთარ ჭკუაზე რომ მატაროთ, სახლში წამიყვანეთ!
-არა თქო! მგონი გარკვევით გითხარი უკვე და მოვრჩეთ ამაზე საუბარს!-ვითომც არაფერი ისე გამომიცხადა-ეს „თ“ მოაშორე თქო გოგო რა ვერ დაიმახსოვრე!
-უუუხ ვერ გიტან!-დავიჩხავლე და ერთროულად გაბრაზებულმაც და ნერვებმოშლილმა ფანჯარაში გავიხედე.
ალბათ 1 საათი იქნებოდა რაც გზაში ვიყავით, ამ დროის განმავლობაში კი არცერთს არ ამოგვიღია ხმა, მაგრამ ის, მაინც დრო და დრო გამომხედავდა ხოლმე,
მის გამოხედვაზეც კი ნერვები მეშლებოდა, უფრო იმაზე რომ მისი მოკვლა არ შემეძლო, რადგანაც ჩემი ტვინი ერთ კითხვას სვამდა „სად ვიმუშაო მერე მე?“ ხომ ვამბობ ვერ ვარ თქო, აჰა ფაქტი.
-მოვედით-უცებ ფიქრებიდან გაბრიელის ხმამ გამომიყვანა.
ჯერ მას გავხედე, მერე კიდე ფანჯარაში გავიხედე და უცებ ის საშინელი გაბრაზებაც დამავიწყდა და მომინდა, რომ ძალიან მაგრად ჩავხუტებოდი აქ მოყვანის გამო.

- - - - - - -
ხაი :დ როგორ ხართ?
იმედია ჩემი ნაჯღაბნი მოგეწონათ, უფრო იმის იმედნი მაქვს რომ არ გამლანძღავთ :( ^_^ ვეცადე კარგი გამოსულიყო.
ველოდები შეფასებას და კომენტარებს ♥ ძალიან გთხოვთ დამიტოვეთ კომენტარები რომ ვიცოდე "ღირს ამ ისტორიის გაგრძელება თუ "ტყვილა ვიკლავ თავს?!" :დ
შეცდომები მომიტევეთ <3



№1 სტუმარი Tatulikoo

Me momwons saintereso personajebi arian da mtkianad sainterrsoa es istoria imedia gaagrdzeleb weras da male dadeb axal tavs dash kidev imedi maqvs rom shemdegi tavi upro didi iqneba... love

 


№2 სტუმარი Ana

Aii dzaann dzaan magariaaa ...dagvaintrigee ra adgilas gawyvite ra :( <3

 


№3 სტუმარი Nana

Ar gamagijo da ar shewyvito istoriis gawyveta dzaaaaa momwons es istoria<3

 


№4  offline წევრი -tiko))

ეს რა მყავხარ ნუუუუუუუუუუუუ.... მომეწონა აქამდე რო წამეკითხა ხო იცი რო დავაკომებდი არაა? ხოდა ჩემო მაგარო კაია ... ჩემ შერჩეულ სახელს არ ვიმჩნევთ :დ კიდე ჩემი ბიჭის ფოტო რა პონტია ვერ გავიგე :დ :დ :D
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№5  offline წევრი llella

-tiko))
ეს რა მყავხარ ნუუუუუუუუუუუუ.... მომეწონა აქამდე რო წამეკითხა ხო იცი რო დავაკომებდი არაა? ხოდა ჩემო მაგარო კაია ... ჩემ შერჩეულ სახელს არ ვიმჩნევთ :დ კიდე ჩემი ბიჭის ფოტო რა პონტია ვერ გავიგე :დ :დ :D

შენ ბიჭს ხო? :დდდდ ნუ ისაკუთრებ შენ ჩემ სიმპატიურ ბიჭებს :დ

 


№6  offline წევრი -tiko))

llella
-tiko))
ეს რა მყავხარ ნუუუუუუუუუუუუ.... მომეწონა აქამდე რო წამეკითხა ხო იცი რო დავაკომებდი არაა? ხოდა ჩემო მაგარო კაია ... ჩემ შერჩეულ სახელს არ ვიმჩნევთ :დ კიდე ჩემი ბიჭის ფოტო რა პონტია ვერ გავიგე :დ :დ :D

შენ ბიჭს ხო? :დდდდ ნუ ისაკუთრებ შენ ჩემ სიმპატიურ ბიჭებს :დ

უყურე ერთი ამას ... ჩემები არიან ვახხხხხხხ
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№7  offline წევრი dadeshqeliani

რა ძაან მაგარია <3 შოკოლადი wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent