წვიმები. თავი 2
***დემემ მანქანა დიდ ეზოში შეიყვანა და გააჩერა, უზარმაზარი სახლის კარიდან წიწკინით გამოვარდა გოგო და დემესკენ დაიწყო სვლა ჩქარი ნაბიჯებით -აუუ ეხლა ამას რა აიტანს ტო(დემე) ჩაილაპარაკა დემემ და სიარულს უმატა ისე რომ არც გაუხედავს ლანასთვის -შენ რა დაბრმავდი? სად ხარ ამდენი ხანი? სად დადიხარ საერთოდ? მე არ უნდა ვიცოდე?? დემეეტრეეეე !!!! (ლანა) ლანამ დაიწიკვინა ბოლო ხმაზე როდესაც მიხვდა რომ დემეტრე საერტოდ არც უყურებდა და არც უსმენდა -რა გაყვირებს გოგო? შენი ადგილი იცოდე და ზედმეტებში ნუ გადახვალ!(დემე) დემე მიუტრიალდა და საჩვენებელი თითი აუთამაშა ცხვირწინ -რაა?? ამას როგორ მეუბნები?? (ლანა) ჩაიმუხლა კართან და ტირილი დაიწყო, დემეტრემ თავშ წაიშინა ხელები და ბურტყუნით მიუახლოვდა -აუ ჩემი ეს რა ჭირი გვჭირს ტო... ადექი ნუ ტირი ლანა(დემე)ხელი მოკიდა და სახლში შეიყვანა დემეტრე დედ-მამასგან ცალკე ცხოვრობს, ახალბედა ბიზნესმები რომელსაც საცოლე ესევთქვათ ძალით შეტენეს, როდესაც მისმა გარდაცვლილმა ძმამ მიქარა ლანასთან, დანიშნეს ქორწილი რადგან ლანა ფეხმძიმედ იყო მალე დემეს ძმა ლადო ჩხუბის დროს დაჭრეს და გარდაიცვალა, ჩახლართული ბიზნესების და დემეს მამის ალექსანდრეს და მისი ბიზნესპარტნიორის ლანას მამის წყალობოთ კონტრაქტზე ხელი იქნა მოწერილი რომ თუ მისი გოგო მეორე ძმას გაყვებოდა ცოლად გააგრძელებდა ალექსანდრესთან პარტნიორობას, თუარადა მთელს ქონებას დაკარგავდნენ დადიანები, მშობლების ხვეწნა მუდარის შემდეგ დემემ თანხმობა განაცხადა რომ ბავშვს მამობას გაუწევდა და გვარსაც მისცემდა, თუმცა რამოდენიმე თვეში აღმოჩნდა რომ ცრუ განგაში იყო და არც ლანას დიდი მუცელია და არც შესაბამისაც ბავშვი, ამის შემდეგ დემე სულ გამოსავალის ძებნაშია. -ეხლა კარგად მომისმინე შენს არც ჩემი ცოლი ხარ და არც არავინ რომ რამე დაგიბარო ! თუ აქ ცხოვრობ იცხოვრე არავინ გიშლის მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ცხვირს ნურასოდეს ჩაყოფ! ამის დედაც!... (დემე) კედელს მუშტი დაარტყა და სააბაზანოსკენ წავიდა ***დილით მზის სხივებმა შემოანათეს ოთახში და მეც გამეღვიძა, მოვწესრიგდი და გავუდექი გზას სამსახურისკენ,თან მახსენდებოდა წუხანდელი ღამე, არა მაინც როგორი სხვანაირი იყო, არა არა რა ქონდა განსხვავებული მაინც? სულ გამოშტერდი ვიკა! დავიჯერო ესე გაქრება სამუდამოდ როგორც გუშინ? არცკი დამემშვიდობა, უტიფარი, უნამუსო... ველაპარაკებოდი ჩემს თავს, ამასობაში რესტორანსაც მივადექი, თაკო როგორც ყოველთვის სამზარეულოში დამხვდა -დილა(მე) სამზარეულოსკენ მივაშურე, შევედი და ჩამოვჯექი -რაიყო რა სახე გაქ გოგო?(თაკო) თაკოს ყველაფერი მოვუყევი დაწვრილებით და ამოუსუნთქავად თაკო კი ინტერესიანი სახით მიყურებდა და შიგადაშიგ ტაშს შემოკრავდა ხოლმე -აუუ საყვარლებიი (თაკო) ჩაილაპარაკა და თვალები ააფახუნა -კაი რა რა საყვარლები ერთმანეთს ნორმალურად არცკი დავლაპარაკებივართ(მე) -გოგო კაი ეგ იქეთ იყოს და არ გინდა სადმე წავიდეთ შაბათს?(თაკო) -მაინც სად?(მე) -მმმ... მაგალითად რესტორანში (თაკო) ამაზე ორივეს იმხელაზე გაგვეცინა რომ აჩიკოს გაბრაზებული მზერა მივიღეთ. -კაი კაი წავედი მე ვიკუს და მერე გნახავ (თაკო) დაქალს დავემშვიდობე და დარბაზში გავედი შეკვეთების ასაღებად რომ იქვე გავქვავდი, კიმაგრამ ამას აქ რა უნდა, ის იჯდა და უბრალოდ მიღიმოდა, დაბნეულობა გვერდით გადავაგდე და მასთნ მივედი -გამარჯობა, რას ინებებთ?(მე) -თქვენ!(დემე) -უკაცრავად?(მე) -თქვენ თქო(დემე) სრულიად დაწყნარებულად და მშვიდად მპასუხობდა,მე კი დაბნეულობისგან აღარ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა -გიხდება დაბნევა, მოდი დაჯექი (დემე) მის გვერდით მიმითითა დავმჯდარიყავი და გამიღიმა -უკაცრავად მაგრამ არც ამის უფლება მაქვს და არც სურვილი, და თუ არაფერს უკვეთავთ თუ შეიძლება დატოვეთ რესტორანი (მე) ამოუსუნთქავად მივაყარე და თვალებში ჩავაშტერდი უტეხად -მე გაძლევ ამის უფლებას ვიკა (დემე) ირონიული სიცილი გამოაყოლა წინადადებას -რა? ჩემი სახელი საიდან იცით? (მე) გაკვირვებულმა ვკითხე და ხელები გავუშალე -მე ყველაფერი ვიცი და შენს ახალ უფროსს ხელებს ნუ უშლი საყვარელო, მაინც უხერხულია არა? (დემე) ისევ ის ირონია გამომიგზავნა,ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა და ფეხზე წამოდგა, მე გაშტერებული ვერ ვაანალიზებდი მის ნათქვამს და გაოგნებული შევყურებდი -ვერ გავიგე?(მე) -მე, დემეტრე დადიანი დღეიდან ამ რესტორნის მეპატრონე გახლავარ, ხო მართლა შეგიძლია არა უფროსი არამედ სახელი დამიძახო (დემე) თვალი ჩამიკრა და შეტრიალდა წასასვლელად -მოიცა! (მე) წასასვლელად შეტრიალებულს ლამის ყვირილით დავუძახე, და თან ვაკვირდებოდი მისი სიარულის მანერას რომელის უფრო სიმპათიურს ხდიდა მას,უფრო მამაკაცურს,უცებ დაასტოპა და შემოტრიალდა სახეზე აკრული გაკვირვებით -ვერ გავიგე?(დემე) წარბ აწეული და ხელებ გულზე დაწყობილი დამიდგა წინ -რას ნიშნავს ეს ყველაფერი?(მე) თვალებ ამღვრეულმა დავუსვი კითხვა -შენს ყოფილ უფროსს რესტორნის ბიზნესი მკაფიოდ ჩუვარდა, ვალებში გადავარდა და დღეს შევთავაზე ჩემთვის მოეყიდა ასერომ... იმედია ყველაფერი გასაგებია ხო? ნუ გეშინია თანამშრომლებს არავის არ ვანთავისუფლებ, ასერომ მუშაობას შეუდექი ვიკა (დემე) თვალი ჩამიკრა,შეტრიალდა და კარიდან გავიდა, მე გაშეშებული ვიდექი კარგა ხანს და ვიაზრებდი მის ნათქვამს, გადავწყვიტე ლიაკოსთვის დამერეკა და იმ წუთასვე დავურეკე, ჩემდა სამწუხაროდ ლიაკომაც იგივე მითხრა და ბბოდიში მომიხადა რომ ესე მოუწია, რასვიზამდი, მუშაობას შევუდექი, დღე როგორც ყოველთვის უცებ გაილია და ჩემი სახლში წასვლის დროც დადგა -კარგად, ორშაბათამდე.(მე) ყველას დავემშვიდობე , რესტორნიდან გამოვედი და როგორც ყოველთვის სახლის გზას გავუყევი. ამ საღამოსაც,როგორც გუშინ ან გუშინწინ, ან თუნდაც იმის წინ ისევ წვიმს... „რა შეცვალა დღევანდელმა დღემ? არაფერი. კიდევ ერთხელ ჩავიცვით და გავიხადეთ ტანსაცმელი, ტკივილები კი ზედ გვახმება, ვერ შევიხსენით მაჯებზე,ყელზე... დავდივარ ქუჩაში და ვფიქრობ: გუშინ წვიმდა... დღესაც წვიმს და ხვალაც იწვიმებს... და გზა თავისით მიდის სახლამდე. დავუბრუნდი ჩემს ჩვეულ ფიქრებს, კოკისპირულად წვიმდა, არ ჩერდებოდა ოდნავ მაინც, თითქოს ცა ჩამოდიოდა, მე როგორც ყოველთვის გიჟივით უქოლგოთ მივაბიჯებდი მშვიდად და სრულიად წყნარად,ქუჩაში ალაგალაგ თუ ჩაივლიდა ვინმე და ისიც მანქანით, წვიმიან გზაზე მათი შუქი სარკესავით ლიპლიპებდა, ისეთი ლამაზი იყო ეს ყოველივე, წვიმაში მკაფიოდ გავიგონე ნაცნობი ხმა მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია და გზა განვაგრძე -ვიკა! (დემე) -(....) -შენ რა დაგაყრუა ამ წვიმამ? თუ სულ გაგიჟდი? (დემე) უკან მომყვებოდა და ხმამაღლა ჩამძახოდა,მეკი ყურადღებას არ ვაქცევდი, არადა თითქოს მინდოდა შევტრიალებულიყავი და უბრალოდ შემეხედა -ვიკა! გეძებდი, რესტორანში მითხრეს სახლში წავიდაო, ვიცოდი შორს არ იქნებოდი წასული და თან ისიც ვიცოდი ქოლგა რომ არ გექნებოდა თან, აჰა გამომართვი წამოგიღე. ვიკა გესმის? გამომხედე (დემე) მკლავში ხელი ძლიერად ჩამავლო და გამაჩერა, მისკენ შევტრიალდი და ავხედე ჩემზე ერთი თავით მაღალ მამაკაცს რომელიც სულ სველი იყო ჩემსავით, უცებ სიცილი წამსკდა და ფხუკუნი დავიწყე დემე კი გაოგნებული მიყურებდა და უფრო და უფრო ბრაზდებოდა -რა გაცინებს?(დემე) -კარგი კარგი.... (მე) სიცილი შევწყვიტე და სერიოზულად გავაგრძელე - რა გინდა?(მე) -ქოლგა წამოგიღე (დემე) დამნაშავე ბავშვივით შემომხედა და შემდეგ ამაყი კაცივით გაიჯგიმა -კარგი, მადლობა(მე) ქოლგა გამოვართვი და არც კი გამიხსნია ისე დავიკავე ხელში შევტრიალდი და გზა გავაგრძელე. რამოდენიმე წამში კი გვერდით ამესვეტა -ვიკა რატომ იქცევი ესე?(დემე) -როგორ ესე?(მე) -თითქოს თავს მარიდებ და მაინტერესებს რატომ აკეთებ ამა?(დემე) -მე შენ არცკი გიცნობ და არაფერსაც არ ვაკეთებ, ძალიან გთხოვ თავი დამანებე რა(მე) შევუტრიალდი და საჩვენებელი თითი ცხვირწინ ავუთამაშე როცა წელზე მისი ძლიერი ხელები ვიგრძენი, ტანში სულ გვალვამ დამიარა, არ ვიცი ეს რა იყო მაგრამ საოცრად მაღიზიანებდა და თან უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა ეს ყველაფერი, ვეცადე ხელები გამეშვებინა მაგრად ამაოდ -ესე არ შეიძლება(მე) ამოვიბლუყუნე ძლივს -მართალი ხარ ესე არ შეიძლება (დემე) გამიღიმა და მაკოცა, ეს იყო სასწაული სასწაულებს შორის, საოცრება. ცდუნებას ვერ შევეწინააღმდეგე,ის მე მკოცნიდა გაშმაგებით...მხრებზე ხელი შემოვხვიე და კოცნას კოცნითვე ვუპასუხე,შემდეგ ორივე განზე გავიწიეთ და ერთმანეთს კარგა ხანს ვუყურებდით თვალებში, როგორციქნა გამოვფხიზლდი, გამოვერკვიე სიტუაციიდან, შევტრიალდი და სირბილით გავუყევი გზას, ბუნდოვნად მესმოდა მისი ხმა თუ როგორ ყვიროდა ჩემს სახელს, მანძილთან ერთად მისი ხმას ქრებოდა, სახლში აქოშინებული შევედი და სასწაული დამხვდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.