შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლამაზი სატყუარა(მეხუთე თავი)


24-10-2015, 18:28
ავტორი april
ნანახია 1 717

ჩემი ცხოვრების თითოეული დეტალი თვალწინ მეშლება,მინდა ყველა კარგი მოგონება გავიხსენო,ყოველი წამი,წუთი.პირველი რაც მახსენდება ჩემი ოჯახია,დედა,მამა,ჩემი უფროსი და.მიაზე და ჯასპერზე ფიქრი საერთოდ არ მინდა.საკუთარ თავს ვატყუებ,ისინი ჩემთვის ბევრს წარმოადგენენ.ბიჭი თვალს არ მაშორებს,გარეთ გავდივრთ,მთელი ქუჩა პოლიციის მანქანებითაა გადაჭედილი.შორიდან მომავალი სასწრაფოს მანქანას ვხედავ,რათქმაუნდა,ეს ყველაფერი მსხვერპლის გარეშე არ ჩაივლის.
-ახლა ყურადღებით მომისმინეთ,თუ ჩვენ შეჩერებას შეეცდებით,პირველი ეს გოგონა მოკვდება.ამას მოყვება შემდეგი და ასე შემდეგ,თვლა ხომ იცით?ახლავე გაიწიეთ.
მიბიძგებს რომ სიარული განვაგრძო.რამდენიმე მეტრში გაჩერებულ ფურგონში მსვამს,გვერდით მიჯდება.იქ კიდევ 3 ბანდის წევრი ზის.ჩემს დანახვაზე ყველას სახე ეცვლება.
-ხომ გაგაფრთხილე არანაირი მძევლები არ გვჭირდებოდა,მითუმეტეს მოწმე,რომელიც მაშინვე ამოგვიცნობ ფოტოზე როგორც კი მოახერხებს.პოლოციაში ჩაგვიშვებს,იდიოტო.ამდენი ჭკუა არ გაქვს.
-მეტი გზა არ იყო.გამოჭერილი ვყავდით.
-ხო,ვიცი,მაგრამ ჩვენ გეგმა ბეც გვქონდა.
-მეგონა ხუმრობდი.
-იუმორის გრძნობით დაჯილდოებულ ადამიანს ვგავარ?
-არა.
-მაშინ,იმოქმედე.
-ამას რა ვუყოთ.
ანიშნებს ჩემსკენ.
-მაგას მერე მივხედავთ ჯერ ის გააკეთე რასაც გეუბნები.
-კარგი.
მანქანიდან გადადის.
-დღეს შენი საუკეთესო დღე არ არის,როგორც ჩანს.
-პოლიცია.
-რა?
-თანამშრომელი აქეთ მოდის.
გასროლის ხმა ისმის.თავს ვხრი შეშინებული,ძირს პოლიციელის გვამს ვხედავ.ერთ-ერთი შესამოწმებლად გადადის.
-ჯანდაბა,ჯანდაბა.
-რა მოხდა.
-ჩვენიანი იყო.
რათქმაუნდა ვიცოდი მაგათი მეგობარი რომ იყო,დავინახე რომ ჩაიცვა პოლიციელის ფორმა.მასეთი ადამიანები სიცოცხლის ღირსები არ არიან.მისი სიკვდილი მათ კისერზეა,მე უბრალოდ გავაფრთხილე,ხომ არ მითქვამს მოკალით მეთქი.
-ძუკნა..
თმებში მწვდება.
-იცოდი არა,რომ ჩვენი გუნდის წევრი იყო.გინდოდა თავიდან მოგვეშორებინა.
-ხო,განზრახ ვთქვი.მაგრამ თქვენ შეშლილი იდიოტები ხართ იმ გოგონას ენდობით რომელიც ოცნებობს ახლავე გაიქცეს და თავს უშველოს.პროფესიონალები არ ხართ,წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენიანს მაშინვე იცნობდით.აღიარეთ რომ არაფრის თავი არ გაქვთ.
-გაუშვი.
-ძმაო,ახლავე მოვკლავ,შურის საძიებლად.
-მართალია,გამოცდილება გაკლიათ.გუნდში არ უნდა ამეყვანეთ.
ორივე მათგანს ესვრის,შეშინებული უკან ვიწევ.
-ვფიქრობ,ერთმანეთს გავუგებთ.
მანქანას ძრავს...ძალიან სწრაფად მივდივართ.დაბნეული ხმის ამოღებასაც კი არ ვცდილობ.
-ეს რატომ გააკეთე.?
ვეკითხები,როდესაც მანქანიდან გადავდივართ.
-შენმა სიტყვებმა დამაფიქრა.მეტი არაფერი.
იარაღს მიჩვენებს და მანიშნებს ბინაში შევიდე.
-გთხოვ,უბრალოდ გამიშვი.გპირდები ხმას არ ამოვიღებ,არაფერს ვიტყვი შენზე.საერთოდ არ წავალ პოლიციაში.
-დაჯექი.
დივანზე ვსხდებით.
-მაპატიე,მაგრამ ვერსად გაგიშვებ.
-რატომ?მე ხომ შენი სახე არც კი დამინახავს.ვერ ამოგიცნობ და ამას არც გავაკეთებ,დანარჩენი ორის სახეს საერთოდ დავივიწყებ.
-ჩემი სახის დანახვა?ეს რა შუაშია.პოლიცია მაინც ვერ დამიჭერს.
-შენი ხმა...
-რა.
-უბრალოდ ძალიან ვამსგავსებ ჩემი ერთ-ერთი ნაცნობის ხმას.
-შეუძლებელია,მე შენ არ გიცნობ.
-ჩემგან რა გინდა.
-ცოტათი უფრო მეტი მოთმინების უნარი.
-რაც მე საერთოდ არ გამაჩნია.
-ეს შენი პრობლემაა.
ფეხზე დგება და გადის.უკან მივყვები მაგრამ წინ მიდგება.
-კარს ვკეტავ.სახლიდან ვერ გახვალ.ვერც მობილურს ან ინტერნეტს გამოიყენებ.სჯობს ენერგია შეინახო.
გაღიზიანებული ფანჯარას ვუახლოვდები.
-აქ ყოფნას სიკვდილი მირჩევნია.
ფანჯარაც კი ჩარაზულია,აივანს ვაკვირდები.ისიც ჩაკეტილია,დაახლოებით ერთი საათი მის გაღებას ვცდილობ.არ მინდა აქ ვიყო,ამას ჯოჯოხეთიც კი მირჩევნია.როგორღაც კარს ვაღებ.2 წუთს ლოცვას ვუნდები,ღმერთს პატიებას ვთხოვ,მან ხომ იცის რომ ასეთ სიტუაციაში სჯობს მოკვდე,ვიდრე ფსიქოპატთან იცხოვრო,მე ხომ წარმოდგენაც არ მაქვს რა აქვს ფიქრში.სკამზე ვდგები და ფეხს ვაბიჯებ,უეცრად შიშის გრძნობა მეუფლება,.სჯობს უკან დავბრუნდე.ბიჭის მკაცრი ხმა მაშინებს,წონასწორობას ვეღარ ვიკავებ, ვხვდები რომ ახლა მთლიანად ჰაერში ვარ,მაგრამ იმასაც ვგრძნობ რომ ვიღაცის ხელი მეხება.ნიღბიანი მეხმარება,როგორღაც თავისკენ მიზიდავს.
-მხოლოდ 2 საათი დაგტოვე,შენ კი უკვე სიკვდილი გადაწყვიტე?
-აბა რა გეგონა,სიხარულით ვიხტუნავებდი.
-არა,მაგრამ მეგონა წყნარად დაჯდებოდი და დამელოდებოდი.მართლა მზად იყავი სიკვდილისთვის.
-ბოლო წამს გადავიფიქრე,მაგრამ შენმა ხმამ შემახტუნა და კონტროლი დავკარგე,.
-არ გაბედო და მეორედ ეს აღარ გაიმეორო.
-რატომ?რაში გჭირდები?
-გაიგებ როცა დრო მოვა.
-მართლა?და როდის მოვა ამის დრო,შეიძლება გავიგო?
-მოცდა მოგიწვეს.
-კარგი,მაშინ მოგიწევს სახლიდან არც კი გახვიდე,შეიძლება ვენები გადავიჭრა,თავი ჩამოვიხრჩო ან სულაც..
-გაჩუმდი...და გახსოვდეს რომ ამის გაკეთება თავად მაიძულე.
ხელს მკლავზე მკიდებს და საძინებელ ოთახში შევყავარ.
-რის გაკეთებას აპირებ?
-აქ იქნები გამოკეტილი სანამ გონს არ მოხვალ.
კარს კეტავს.
-მოიცა მეხუმრები?
კარის გაღებას ვცდილობ.ღონემიხდილი ძირს ვწვები.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ვიცი,პატარა თავი გამოვიდა,მაგრამ რატომღაც სურვილი არ მაქვს უფრო მეტი დავწერო,რადგან არავინ აქტიურობს.დამენახეთ ვისაც მოგწონთ,ამ ერთხელ მაინც.თუ არა გავაფრენ გოგო,უკვე. ^_^



№1  offline წევრი ghghg

Aუუ ძანსანტერესოაა კომენტარბს რო არ წერენ ა ნიშნავს რომ არ მოწნთ იმიტო რო ამდეი მნახველი ყავსსს როდი დადებ შემდეგ თავსს გთხოვვ გააგრძელე წეაა

 


№2  offline წევრი april

მადლობა მართლა არ შემიძლია ეხლა ამის გაგრძელება მაგრამ ახალი მოთხრობის დადებას ვაპირებ და იმედია მოგეწონება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent