შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვანაირი (1)


24-10-2015, 22:27
ავტორი keke11
ნანახია 1 719

-ნეტავ როდის ჩამოხვალ?-მიღიმის ლუკა ინტერნეტში
-მალე. ხომ, იცი დიდხანს ვერ გტოვებ-გავუღიმე.
-ნუ მატყუებ. უკვე 5თვეა დამტოვე.
-ნუ მეწუწუნები. სასწავლებლად ვარ, სათამაშოდ ხომ არა?! რა ხდება თბილისში?
-უშენობაა. მე რა ვიცი. ინგლისში მშვიდობაა?
-კი. კარგი წავედი მერე დაგირეკავ.
****
-მაქს, სად ხარ?
-კლუბში მოდიხარ?
-ჰო. წამიყვანე რა?-ვთხოვე. ისიც დამთანხმდა. ვიდრე მოვიდოდა, ჩავიცვი. ჩემი მოკლე, წითელი კაბა საოცრად მოუხდა ჩემს მოხდენილ ტანს. მაკიაჟზე დიდხანს არ მიფიქრია. მხოლოდ წითელი საცხი წავიცვი ჩემს რბილ ტუჩებზე. "მზად ვარ"-გავიფიქრე და სარკის წინ დავტრიალდი. ამ დროს მაქსმაც მომწერა. კიბეები უცებ ჩავირბინე და მაანქანაში მოვკალათდი.
-ჩემი სექსუალური-თვალები მაღლა აზიდა მაქსმა და გადმოიწია, რომ ეკოცნა.
-წავედით!-თავი გავწიე და ენა გამოვუყავი. დამეთანხმა და მანქანა დაძრა. გზაში მხოლოდ სიმღერები ისმოდა. ცოტახანში მაქსმა გამომხედა, მუსიკას დაუწია და მკითხა:
-ელაპარაკე დღეს შენს საქმროს?-ეს ის თემა იყო, სულ რომ თავს ვარიდებდი.
-კი-ვუთხარი და ვიგრძენი, რომ მთლიანად გავწითლდი.
-უთხარი, რომ აღარ ჩახვალ? უთხარი, რომ ერთმანეთი გვიყვარს?
-არა!-უცბად მოვუჭერი. დაამუხრუჭა და მანქანა გააჩერა.
-ჩადი!-მხოლოდ ეს მითხრა და გამომხედა. უხმოდ გავაღე კარი და გადავედი. ფეხით ვიარე დიდხანს. არ მინდოდა სახლში. ვფიქრობდი.
"რუსკა, რას აკეთებ? ლუკა ხომ საქმროა. ის ხომ იმდენად გენდობა, რომ აქაც გამოგიშვა. რატომ იყავი თბილიში სხვანაირი? არასოდეს მიზიდავდა კაბები. მითუმეტეს მაკიაჟი. თბილისში კარგი რუსკა ვიყავი. მეგობრები მყავდა. ლუკა მყავდა. მაბედნიერებდა ყოველი წამი. სად არიაან მეგობრები? აღარავინაა ლუკას გარდა! არა. არ მჭირდება მაქსი.მე ლუკა მჭირდება."-მივწერე:
-ლუკ, იცი როგორ მინდა ახლა აქ მყავდე? გთხოვ ეს 5თვე მაპატიე.ბოდიში, რომ მარტო დაგტოვე და აქ წამოვედი. გპირდები ისევ ისეთი რუსკა ჩამოგივა, როგორიც გამოუშვი. ოღონდ შენც ისეთი ლუკა დამხვდი მე რომ დაგტოვე.
ამდენ ფიქრში სახლში მივედი. სწავლა მინდოდა, მაგრამ იმ დღემ თუ ღამემ ისე დამღალა დამეძინა. მაღვიძარა დავაყენე, რომ დილით უნივერსიტეტში წავსულიყავი.
დილით თავი უზომოდ მტკიოდა.გადავწყვიტე რუსოს დაბრუნება ჯერ გარეგნულად დამეწყო. შავი შარვალი ჩავიცვი, კედები და მაისური. პირველად მქონდა თავისუფლების შეგრძნება ამ 5თვის განმავლობაში. უნივერსიტეტში, რომ მივედი მომეწონა იქაურობა. ბავშვები, ლექტორები... ყველა. ლექციაზე მაქსი მერეკავდა, გავუთიშე. ბევრჯერ დარეკა და ვიფიქრე ტელეფონს გამოვრთავთქო და მომწერა:
-რუს, გუშინ ძალიან გავბრაზდი ბოდიში. ვცოფდები, რომ ვფიქრობ ლუკაშეიძლება შენი თავი წაამართვას.
-იცი რა? გუშინ შუა ქალაქში, ღამით მარტო დამტოვე და ამ დილით მწერ. რაც შეეხება ლუკას. მას შენ წაართვი ჩემი თავი.. ლუკამ უბრალოდ დამიბრუნა და გთხოვ ნუღა მომწერ-ტელეფონი გამოვრთე და ლექციებს მშვიდად ვუსმინე.
მალევე დავამთავრე. გარეთ რომ გამოვედი მაქსი დამხვდა. მანქანით იყო. იმ წამს ფოიეში დავბრუნდი. ფერი დავკარგე.
-ხო კარგად ხარ?-გამაჩერა სტუდენტმა გოგომ. თანხმობის ნიშნად გავუღიმე და მანაც დამტოვა. ძალა მოვიკრიბე. ბევრი ხალხი იყო და მათთან ერთად ვერაფერს იზამდა და მანქანაში არ ჩავუჯდებოდი.
-რუსკა-იმ წამს დამიძახა, როგორც კი გარეთ გავედი. ყურადღება არ მივაქციე. გზა განვაგრძე. მალე მკავზე მკაფიო ტკივილი ვიგრძენი. უხეში მოძრაობით თავისკენ მიმიზიდა მაქსის ხელმა.
-შემეშვი მეტკინა-ხელის გამოხსნა ვცადე მისი მკლავებიდან, თუმცა უშედეგოდ.
-რა გემართება? გითხარი უბრალოდ გავღიზიანდითქო- ხელი უფრო მეტად მომიჭირა.
-მე პასუხი გაგეცი და შემეშვი მაქს.
-ვერ გაიგეთ რა გითხრათ? შეეშვით-ვიღაცამ მაქსს ძლიერი ხელი დაუჭირა.
-შენ ვინღა ხარ?-ალმაცერად ახედა ჩემთვისაც უცნობ ბიჭს.
-ხელი გაუშვით, ამ გოგოს. მაგაზე მე და თქვენ ვილაპარაკოთ ამ გოგოს გარეშე.-მაქსმა ხელი გამიშვა და მკაცრად შემომხედა.
-წადი. მერე გნახავ.-გამიღიმა ნაცნობივით უცნობმა და მაქსს გაჰყვა. არ ვიცოდი რა ხდებოდა. ვერ გავიაზრე ვინ იყო ის ბიჭი, რატომ დამეხმარა? აქ, ხომ ამდენმა ადამიანმა ჩაიარა და ყურადღებაც არავის მოუქცევიათ. რატომ მოვიდა? ვინ იყო? რა უნდოდა? რატომ გაჰყვა მაქსს, მაგრამ მხოლოდ "გმადლობთ"-ვთქვი ჩუმად და გავტრიალდი. მივდივარ... მივდივარ,მაგრამ ვისთან დავტოვე ეს უცნობი ბიჭი? ისე სახლში წასვლა გადავწყვიტე.



№1  offline წევრი lilu7

ძააან მაგარი ყო! <3 ^_^

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

ტყვია უნდა შუბლში ამას :დდ
ეგ გოგო, ლამაზი მაინც არის? :D :D :D
აბა ველი შემდეგ თავს ^^ ვნახოთ რას გვიპირებ <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3  offline წევრი keke11

lilu7
ძააან მაგარი ყო! <3 ^_^

^_^ უღრმესი მადლობაა

eremar
gamixarda sheni saxelis danaxva <3

მე შენმა კომენტარმა ^__^

ErckeMydass25
ტყვია უნდა შუბლში ამას :დდ
ეგ გოგო, ლამაზი მაინც არის? :D :D :D
აბა ველი შემდეგ თავს ^^ ვნახოთ რას გვიპირებ <3

შენ ხომ ჩემს აზრებს ვერ დაგამთხვიე :დდ ახლა შეგაყვარებ ამ გოგოს დამაცადე <3 ავღწერ შემდეგ თავში :Dდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent