შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ошибка (1)


25-10-2015, 00:00
ავტორი mariako1997
ნანახია 3 475

სულმოუთქმელად,გულის ამოვარდნამდე, მივრბივარ.
სუნთქვა მიმძიმს,სახეზე ცივი სიო, მთელი ძალით მეტყორცნება.
გაწითლებულ და გაყინულ ნაკვთებზე ასევე დაღლა და უცნაური გამომეტყველება გადამკრავს.
თვალებიდან ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდის, ცხვირიდან სისხლი მდის და მთელი ძალით ვცდილობ აღვიდგინო უკანასკნელი ძალა და ენერგია, რომ უკან არ დავრჩე და გზა განვაგრძო.
ახლა უკვე ფეხის წვასაც ვგრძნობ, ვგრძნობ როგორ მტკივა განგმირული ფეხი, რომელიც სულ ოციოდე წუთის წინ ტყვიით შემილამაზეს.
უკანასკნელ ჯან-ღონეს ვიკრებ, ჩამოშლილ თმის დალალებს აქეთ-იქით ვიგდებ და ცრემლებს გაყინული ხელებით ვიშრობ.
ვეცემი....
მაინც ვცდილობ წამოდგომას და არ ვნებდები, ვბორძიკობ.
თვალებს დიდი ძალდატანებით ვახელ. კვლავ მდის სისხლი და უამრავი ცრემლი უჩინარდება, ხელებზე ვეყრდნობი.
ცივი სიო ისევ არღვევს და ელამუნება ჩემს სახეს.
ისევ ვგრძნობ ფეხის მძიმე ტკივილს, რომელიც წამით მაქვავებს,
მაგრამ თავს არ ვზოგავ და კვლავ სირბილს ვაგრძელებ, სიარულის სიჩქარით.
ამ მომენტში სხვა გზა ნამდვილად არ მაქვს.
ვუახლოვდები ერთ მაღალ მთას, აქ უამრავი მთაა.
დრო გამოშვებით თვალს ვაწვდენ კამკამა ცას და აქა-იქ შემორჩენილ წმინდა ღრუბელს.
ახლა უფრო მიმძაფრდება სურვილი ღრუბლებში ყოფნის,როგორც პატარაობაში.
მახსენდება ელენეს ცისფერი თვალები, რომელიც ყოველთვის ცის მსგავსი იყო, ახლა თითქოს ცაში დავეძებ მის თვალებს და ვნაღვლიანდები.
დიდი მანძილი გამოვიარე საკმაოდ დიდიი, ახლა წყურვილის გრძნობა უფრო მიმძაფრდება და უკანასკნელ ენერგიებს ვეძებ.
დიდი ხანია უკვე უკან აღარავინ მომსდევს, ცოტათი ეს ფაქტი უფრო მამშვიდებს და იქვე პატარა ქვაზე ვეყრდნობი.
სულს ვითქვავ და ცოტაოდენ დასვენებას ვამჯობინებ.
თვალწინ ისევ ჩემი და ელენე მიდგას, ცრემლიანი თვალები და მისი გრძელი ქერა ნაწნავი, ახლა უფრო კარგად ვაცნობიერებ რომ მის ადგილს ვერასდროს დავიკავებ და სწორი ნაბიჯი გადავდგი როცა მისი ქმრის სახლიდან გამოვიქეცი.
ძალდატანებით წამოვიზლაზნე, წელში ცოტა მეტად გავიმართე, თვალები კვლავ ცას მივაბყრე და გზა ბორძიკით გავაგრძელე.
ახლა უფრო მეტად დამაფასებდა ჩემი ერთადერთი და ცოცხალი რომ ყოფილიყო.
კვლავ უცნაურ და უზომოდ ძლიერ ტკივილს ვგრძნობ, ტკივილს რომელიც ყველა ტკივილზე მძაფრია.
ეს არც განგმირული ფეხის ტკივილია და არც დამსკდარ-დალურჯებული ტუჩები, არც დაჟეჟილი ქუსლები და ჩასისხლიანებული ცხვირი, რაღაც ისეთია გულში მოკალათებული ყველაზე და ყველაფერზე მტკივნეული.
მალევე ვუახლოვდები,რაღაც გუბის მაგვარს.
მესმის ოთხიიოდე მსუქანი ბაყაყის ხმა, ვფიქრობ ალბად მალე იწვიმებსთქო და ბინძურ, ხავსიან წყალს ვეწაფები.
ვცდილობ რაც შეიძლება ბევრი წყალი დავლიო, რდგან ჩემი აზრით აქ ასეთი გუბეები 7კილომეტრში ერთი თუ შეგხვდება.
როცა ვხვდები რომ ყველანაირად შევივსე და მეტს უბრალოდ ვეღარ დავლევ, წყურვილ დაკმაყოფილებული კვლავ გზას ვაგრძელებ.
მახსენდება ისევ ცხელი ივლისის ოცი,საღამო ხანი,ტელეფონზე ზარი,
"მაშოს კითხულობენ" სიტყვები და ჩემი სწრაფი ნაბიჯები.
ყველაზე მწარე საღამო დაცრემლიანი თვალები.
იმ საღამოს შემატყობინეს რომ ჩემი და ელენე, გულის შეტევით გარდაიცვალა და იოსელიანები კვლავ ითხოვდნენ რძალს ჩვენი ოჯახიდან. მწარე რეალობა რთულად გავაცნობიერე და მივხვდი რომ ჩემი დის ადგილას მე აღმოვჩნდი.
დიდი წინააღმდეგობა გავუწიე მათ გვარს, ყველაფრის მიუხედავად გამკოჭეს და მანქანაში ჩამაგდეს.
დაახლოებით შვიდ საათიანი მგზავრობის შემდეგ მიმიყვანეს უცხო სახლში რძლად და გარს შემომეხვივნენ, ჟრიამულობდნენ.
განსაკუთრებით იოსები შემეცოდა,რადგან ის კარგად ხვდებოდა რომ ცოლ ელენეს ვერცერთი ცოლის და ვერ შეუცვლიდა.ადათები ხშირად ძალიან მძიმე ტკივილს აყენებს ადამიანს.
იქიდან ღამის ოთხ საათზე გამოვიქეცი, უკან ოთხი მათი გვარის ნათესავი გამომედევნა.
ერთმა თოფს გამოჰკრა თითი და ჩემი დაკოჭლება და განიძრახა, თუმცა ფეხის კიდის ნაწილში მომხვდარმა ტყვიამ ვერ დამაკოჭლა და გამოქცევა მაინც მოვასწარი.
გზად კიდევ ერთი კაცი შემხვდა, მართალია მისი დანახვა მაინც და მაინც ვერ შევძელი, ღამის ბინდში, თუმცა მისი დიდი წვერი მკაფიოდ ჩამრჩა გონებაში.
ამ კაცმა სასტიკად მცემა და ჩემი რამოდენიმე კაპილარი შეიწირა, დამიხეთქა ტუჩები, ცხვირიდან სისხლი მადინა და თმები დამაგლიჯა.
ყველაფრისდა მიუხედავად, თავში ქვა ჩავარტყი და გამოვიქეცი, ადათები ყოველთვის კლავს საშუალებას იცხოვრო ისე როგორც გინდა და გიყვარდეს ის ვინც გინდა.
მალე პატარა ფიცრულს მივუახლოვდი, შემოვუარე და მჭიდროდ მიხურულ კარს ჩემი უკანასკნელი ძალები შევალიე, ცრემლთა ცვენითა და ოხვრით შევედი და ის ღამე დიდი შიშით გადავიტანე.
------------
შემიფასეთ, ძალიან გთხოვვთ !!!



№1 სტუმარი lilia12

kaiia gaagrzele

 


№2 სტუმარი ananomeba

Momwons mec sainteresooa

 


№3  offline წევრი mariako1997

eremar
shecdoma! shecdoma davushvi ar unda damewera, vawyenine bavshvebs:( zedmeti kritika gamomivida, swerva da sadzageli vegonebit da var kidec :((( satauris gamo davwere aq chemi gulistkivili ...ra vqna rit gamovasworo awi chmemi shecdoma ??? :;(;((

ukacravad raze saubrobt?

 


№4  offline წევრი mariako1997

eremar
უი, მეგონა არ აიტვირთა, რაღაც ხარვეზი ჰქონდა და მეგონა წაიშალა :(( ბოდიში არ უნდა დამეწერა, ამ ისტორიასთან არაფერ შუაში არაა :(( გუშინ რაღაცკომენტარი დავწერე სხვაგან და მერე ვინანე :(( ანა გამირბის წინ :@

კარგი არაუშავს მერე რამოხდაა <3

 


№5 სტუმარი Виола

გააგრძელეე <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent