ვ/ე
-გამარჯობა,- მიესალმა ელენე ძალიან ცივად და მოკლედ, ისე რომ არც შეუხედავს ვატოსთვის. მთელი საღამო იჯდა და ისმენდა მათ ისტორიებს:როგორ გაერთნენ,რას აკეთებდნენ,როგორ აქებდნენ ვატოს თხილამურზე სრიალის ტექნიკას,კოტეს „მგლის მადას“,ნიკუშას არანორმალურობასა და სხვას.ვატოს დაჟინებულ მზერას გრძონბდა,მაგრამ არ იმჩნევდა.ხმაური მობეზრდა და მოიმიზეზა ცოტახანს გავალო. ძალიან უყვარდა ღამის სანაპიროზე ყოფნა, ტალღების მოსმენა. ათას რამეზე ფიქრობდა.დიახ, ფიქრობდა აბსოლუტურად ყველაფერზე და ამ ყველაფერს ერთი ადამიანიც შემატოდა. ნაბიჯების ხმა გაიგო, მაგრამ არ გაუხედავს. -რა ჩუმად ხარ მთელი საღამოა, დავიჯერო სინანული გაწუხებს?-მიუჯდა ვატო -სინანული რისი? -შენი დილანდელი საქციელის -მე არაფერს ვნანობ, პირიქით იგივენარიად მოვიქცეოდი!-აღელვებულმა უპასუხა -სულ ასეთი თავხედური ქცევებით გამოირჩევი შენი დაქალებისგან?-არ ჩერდებოდა ვატო -ვისაც არ თვლი თავხედად იმასთან იკონტაქტე. არ არის აუცილებელი ჩემთანაც იმეგობრო რადგან საერთო მეგობრები გვყავს! შენნაირი უტაქტო მეგობარი არ მჭირდება!-უპასუხა გამწარებულმა და სასწრაფოდ წამოდგა. ისე წავიდა სახლში არც გაუფრთხილებია გოგონები. „ვინ გონია თავი? ვერ გავიგე! უზრდელი ბიჭია!პროსტა მაცადოს რა! ენა არ ქონდა ანა რო დაინახა? ან მე კიდევ რა მეტაკა, დილას რომ ვებრდღვენი და მაინც და მაინც მაგას გადავასხი წყალი!-გულში ფიქრობდა და უბრაზდებოდა თავს ელენე. დილას როგორც ყოველთვის ნიაკომ გააღვიძა მეგობრები. ზღვაში ნებივრობას რომ მორჩნენ მზეს მიეფიცხნენ. -ლენ, გუშინ რა დაგემართა ესე უცებ რო გავარდი სახლში?-კითხა ნიაკომ -არა ლენ, შენ ის მოყევი ვატო რომ გამოგყვა რა მოხდა,- თვალებში ჭინკებათამაშებულმა კითხა ანამ -არაფერი, თავი ამტკივდა ძალიან. უფრო მეტიც, მაგ თქვენმა ვატომ ამატკია თავი,-უცებ უპასუხა ელენემ -რატო დილანდელი გაგიხსენა?-სიცილით კითხა ანამ -რა იყო გითხრეს უკვე? -კი და ძალიან ბევრი ვიცინეთ მაგაზე.ტიპი შოკში იყო ცხოვრებაში რომ ვატო მენაბდესთვის გოგოს ზედმეტი არაფერი უთქვამს და ტიპი რო ძაან დასტოინია იმენა წამებში გაანადგურე,-კვდებოდა ანა სიცილით. -კაი არ მაინტერესებს რა არის და ვინ არის ერთი უზრდელი ბიჭია და მიხედეთ თქვენ მოდიან უკვე თვენი მეგობრები,-მიანიშნა ბიჭებზე ელენემ,- ჩავედი მე ზღვაში. მთელი დღეები ელენე და ვატო „ერჩოდნენ“ ერთმანეთს. ნამდვილი ბრძოლა ჰქონდათ ერთმანეთში გამოცხადებული. ყველა სიტყვაზე ეკიდებოდნენ ერთმანეთს: ვატომ-ოთახში ჩაკეტა ელენე, ელენემ-ინგლისური მარილი ჩაუყარა ყავაში, ვატომ-ტანსაცმელები გადაუბა ერთმანეთზე, ელენემ-თავის ტკივილის წამლის ნაცვლად დამაძინებელი აბი მისცა და ასე გრძელდებოდა მათი დასვენება.დათუნას ჩამოსვლა იყო პიკი! ანა მოსასულიერებელი გახდა! ბევრი, ბევრი ყვავილებით ჩამოვიდა დათუნა და დაადგა ანას პირდაპირ სანაპიროზე.იცის ბიჭმა როგორ გაახაროს თავისი სიყვარული ერთ საღამოს როცა ყველა სვამდა და ერთობოდა ნიკუშა და ვატო სიგარეტს ეწეოდნენ ეზოში და ლაპარაკობდნენ. -ბიჭო, რა გინდა მაგ გოგოსგან? რატო ამწარებ?-ჰკითხა პირდაპირ ნიკუშამ -ელენე?,-ჩაეცინა ვატოს- რა უნდა მინდოდეს, ტო. მაგარი როჟაა არაფერს არ მითმობს,იმენა სულ მეკამათება,სულ საპირისპირო აზრი აქვს არადა დავიჭირე რამდენჯერმე იგივეს ფიქრობდა, პროსტა ჩემ პონტში სხვას ამბობს.ძალიან მეცინება იმენა მუღამში მაგდებს -ვატო, ხო იცი რო ელენე სხვაა. ჩვენ შეიძლება გავიცანით გვიან, მაგრამ ჩვენი მეგობრების მეგობარია და მივიღეთ მეგობრად. ხო არ ღადაობ, ზედმეტი არაფერი ქნა ტეხავს და წესიერად მოიქეცი -კაი ბიჭო რა უნდა ვქნა, ჩვენი მეგობარია აბა რა-ცალყბად თქვა და ჩაიცინა ვატომ.ამ დროს ელენე გამოვიდა ეზოში. კიოდა ტელეფონზე, ერთსა და იმავეს მილიონჯერ იმეორებდა ბოლოს გამწარებულმა დაახეთქა ტელეფონი და ბიჭებისკენ წამოვიდა. -აუ, ნიკუშ მომე რა ერთი ღერი -ეწევი გოგო?-გაოცებულმა ჰკითხა ნიკუშამ -არა, მაგრამ მინდა! -შენი მინდა ამ შემთხვევაში მეასე ხარისხოვანია. არ მისცე ნიკუშ,- გაისმა ვატოს ბარიტონი -შენ ვინ გეკითხება საერთოდ? მომეცი ნიკუშ ერთი ღერი! -ნიკუშა არ მისცე იცოდე,-მშვიდად გაუმეორა ვატომ. ნიკუშამ ამოიღო ერთი ღერი და გაუწოდა ელენეს. ვატომ ცივი თვალებით შეხედა,- შევედი მე თორე ვერ გადავრჩები ელენემ გაუკიდა სიგარეტს.დაარტყა ნაფაზი და დაიხრჩო პირდაპირი მნიშვნელობით -შენ გოგო სულ გასულელდი? ვიღაცას ელაპარაკე ნერვები მოგეშალა და მოწევა უნდა დაიწყო?-უღრიალა ვატომ -რა გინდა ვერ გავიგე? მინდა და ვეწევი! -გადააგდე დროზე,-მშვიდად უთხრა ვატომ -არ გადავაგდებ.ძალიანაც მესიამოვნა!- უპასუხა ელენემ. ის-ის იყო სიგარეტი პირთან მიიტანა, მაჯაში საოცარი ტკივილი იგრძნო. -გამიშვი ხელი!-დაიყვირა ელენემ. მაგრამ ვატომ ურეაქციოდ გადაუგდო სიგარეტი, თუმცა ხელი არ გაუშვია,-ხელი გამიშვი! აი, პროსტა იცი რა მინდა? ძალიან მაგრა შემოგარტყა! -რას ელოდები მერე?-დამცინავად ჰკითხა ვატომ,ეგონა ვერ გაბედავდა ეს ერთი ციდა გოგო, მაგრამ ელენემ ხელი შემოუქნია.მეორე ხელიც დაიჭირა ვატომ და გულთან მიიხუტა. სუნთქვა შეეკრა, გრძნობდა გახშირებულ სუნთქვას და აჩქარებულ გულისცემას. ისე ახლოს იყო მასთან, ისე ახლოს.. -ხელი გამიშვი! დროზე!-დაუყვირა ელენემ და ფართხალი დაიწყო ვატოს მკლავებში. ეს მთასავით ბიჭი ისე იდგა არ იძვროდა. სასაცილო სანახავი იყო როგორ ფართხალებდა გოგო და ცდილობდა თავის დახსნას. მოულოდნელად ელენემ იგრძნო ცხელი ტუჩები, რომელიც ნაზად შეეხო და ნაზად გააგრძელა ჯერ ზედა ტუჩის და შემდეგ ქვედა ტუჩის დაგემოვნება. გაგიჟდა, გაოცდა,თუმცა ძალიან მოეწონა. ეს ხომ მისი პირველი კოცნა იყო და ვისთან?თვით ვატო მენაბდესთან! -აი, ასე. ახლა ძალიან კარგი გოგო ხარ რომ არ ფართხალებ და არ წიკვინებ უაზროდ,-უთხრა ვატომ, ხელი გაუშვა და სახლისკენ წავიდა,-ხო მართლა, და ძალიან გემრიელი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.