შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

city that loves you 2


25-10-2015, 13:43
ავტორი anano:)
ნანახია 1 779

28 ოქტომბერი ოთხშაბათი დღე, უნივერსიტეტში ლექცია ლექციაზე მქონდა, აუდიტორიაში ვისხედით სირენების ხმა რომ გავიგე, თბილისის ცენტრში იყო უნივერსიტეტი, და აქ ყოველთვის დადიოდა პოლიცია, არც მიგვიქცევია ყურადღება, ტელეფონი უხმოზე მქონდა დაყენებული, და ჩანთაში მეგდო, ბოლო ლექციიდან გამოვედი თუ არა მაშინვე ქვემოთ ჩავედი, ქვემოთ ჩოჩქოლს თავი დავაღწიე და გარეთ გასულს ჩემი ბიჭები დამხვდნენ,მთელი ქუჩა გადაკეტილი იყო, და საპატრულო მანქანები ეყენა. გაღიმებული ოდნავ გაკვირვებული სახით წავედი მათკენ.
-აქ რას აკეთებთ?
-შენ ტელეფონის არსებობა იცი საერთოდ? (გიორგი
-რა ხდება
-რაღა რა ხდება, მთელი თბილისი ფეხზე დგას, პატარა ბავშვები მოკლეს შენი უნივერსიტეტელები არიან მგონი, ვერ იპოვეს დამნაშავე,სხვა პლანეტაზე ხართ თქვენ იქ თუ რა ხდება.
ხელი მომკიდეს და რასაც ქვია წამათრიეს.
ირაკლის (ტყუპი1) მანქანით იყვნენ.
-ნინო და ნიკა(დედაჩემი და მამაჩები) გიჟს გვანან, მთელი ტელევიზიები მაგას აშუქებენ.
ტელეფონი ეხლაღა ამოვიღე ჩანთიდან
40 დედაჩემის, 33 ჩარკვიანის, 27 საბას და 25 ელენეს დანარეკი დამხვდა.
-თქვენ ხო კარგად ხართ? მე რა უნდა მომსვლოდა?
-და მე ვანგას ვგავარ ? თუ როგორ გამომეცნო?
-იუმორი გვასულდგმულებს.
იგივე სიტუაცია იყო ჩემთან სახლშიც,მაგრამ დაწყნარდნენ მალევე.
იმ მსაღამოს დედაჩემი და მამაჩემი გუგასთან ლონდონში გაფრინდნენ, უნივერსიტეტიდან არ მიშვებნდნენ მაგრამ იდეაში მეც უნდა გავყოლოდი, ელენე რჩებოდა ჩემთან.

ომდევნო დღეებში ლექციები არ მიტარდებოდა, მთელი უნივერსიტეტი გლოვობდა მომხდარს.. მეორე დღეს თიკამ დილით დაგვირეკა,
-ნიც რას შვრებით?
-არაფერს შენა?
-მოკლედ, დღეს როგორც იქნა დავლაგდით მგონი საბოლოოდ, და გადავწყვიტეთ საღამოს ყველა ერთად შევიკრიბოთ რა, ჯიგრულად, დავლიოთ ვჭამოთ ვილაპარაკოთ ვიცეკვოთ ვიმღეროთ, რას იტყვით?
-დალევის მერე რაც მითხარი აღარაფერი არ გამიგია! მოვდივართ აბა რა... რამე მაგარ ნამცხვარს გამოვაცხობ გამოვაყობ ხელთ... და მოგეხმარებით, ტყუილა ვაჭმევ ამას ამდენს??? გამოადგეს სამეგობროს როდესმე.
ვუთხარი ელენეზე, და მაშინვე მომხვდა ბალიში ზურგში.
-კაი, გელოდებით მაშინ.

დამავიწყდა თქმა, ვგიჟდები ცხობაზე! სერიოზულად, არ ვიღლები, პირიქით განტვირთვის ერთერთი ყველაზე მაგარი საშუალებაა მე თუ მკითხავთ, ელენეს შოკოლადის ნამცხვარი უნდოდა, მეც სხვა რა მინდოდა, მაშინვე შევუდექი საქმეს ...


თიკასთან და საბასთან 3 ისკენ ავედით,თიკას დავეხმარეთ საჭმლის გაკეთებაში, რვისკენ ბიჭებიც ამოვიდნენ, თიკას რამოდენიმე დაქალი რომლებსაც არ ვიცნობდი, და ნიკუშა გაბრიჩიძე ვიღაც გოგოსთან ერთად,ისე ჩვენები ვიყავით,ჩარკვიანი შემოვარდა სამზარეულოში
-აბა? რა გაქვთ ჩემთვის? (ტკბილეულზე გიჟდება, საერთოდ ჭამაზე, მაგრამ ტკბილეული განსაკუთრებით უყვარს,მაგრამ რამდენიც არ უნდა ჭამოს გრამს არ იმატებს..მაცივარში ჩვეულებრივად შეჯდა)
-შენთვის არაფერი!
-იჰიი ნიცას იუმორი როგორც ყოველთვის გვატირებს...
დანა მეკავა ხელში შევაშინე და გავიდა
***
უცებ აგიღწერთ სიტუაციას რა ხდებოდა იმ საღამოს, ბიჭები ხუმრობდნენ, ვიცინოდით, ელენესთან ლუკა მოვიდა და ჩემთვის აღარ ეცალა, ბიჭები არ სვავდნენ ბევრს მაგრამ სიგარას აბოლებდნენ, მე კი თიკას მეგობრებთან ვიჯექი, ცუდი გოგოები არ იყვნენ მაგრამ მთელი თბილისი გაჭორეს, ბოლოს მივხვდი რომ ვეღარ გავუძლებდი, ან ისინი უნდა დამეხრჩო ან მე უნდა მოვმკვდარიყავი და დროულად გადავჯექი ბიჭებთან, უკვე რამოდენიმე ჭიქა ღვინო მქონდა დალეული...არაფერი მქონდა ნაჭამი და მალევე მომეკიდა ალკოჰოლი,საბამ დინამიკებში “ჩვენი” სიმღერა ჩართო, (სიმღერა რომელსაც სულ ვუსმენთ ერთად, ჩვენი სამეგობროს სიმღერაა, და მე და ტყუპმა ცეკვაც კი დავამუღამეთ სინქრონში )
ბიჭებმა წამოძახილები დაიწყეს, და მე და ტყუპი აგვაგდეს და გვაცეკვეს... გავითიშე, ვგრძნობდი რომ ვცეკვავდი მაგრამ რას როგორ არ ვიცი, აზრზე ბიჭების აბლოდისმენტებმა მომიყვანა, სიცილით და ტაშით, თავბრუ მეხვეოდა, და აივანზე გავედი,ნიკუშას გოგო სიგარეტს აბოლებდა, გავუღიმე და იქვე ჩამოვჯექი, ცუდად ვგრძნობდი თავს. სიგარეტი გამომიწოდა, მე კი უარით გავისტუმრე, უხერხული სიჩუმე იყო, ისევ იმან დამიწყო ლაპარაკი მე კიდე ისე მეძინებოდა ვკვდებოდი.
-რამდენი წლის ხარ?
-19 შენ?
-20, ძალიან საყვარელი ბიჭები არიან.
-ხო მხიარულები.
ამ დროს ნიკუშაც გამოვიდა,ჯერ თავის გოგოს შეხედა მერე მე გადმომხედა, ეს გოგო რომლის სახელიც არც მახსოვს ჩაეხუტა ნიკუშა კი თვალს არ მაშორებდა.
-აუ ცივა წამო რა შევიდეთ. (გოგო)
-დავრჩები მე გარეთ შედით თქვენ! (მე)
-შედი მარ და შემოვალ მეც...
ძალიან არ უნდოდა მარი(ამ)ს შესვლა და ჩვენი მარტო დატოვება, მაგრამ ახლა ძალიან ცუდად გამოჩნდებოდა ის რომ დარჩენილიყო.
სიგარეტის კოლოფი ამოიღო, ერთი ღერი ამოიღო და მოუკიდა, ნაპასი დაარტყა და მშვიდად გადმომხდა:
-ეწევი შენ?
-არა.
-ჩესნად მითხარი, შენი ტოლა ყველა ეწევა.
-“ჩესნად” გეუბნები, ჯერჯერობით არა, და მომავალში არ ვიცი ...
-არ გინდა, არ მიყვარს გოგო რო ეწევა.
-ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა .
-რა იყო? მითხრა ღიმილით
-შენი შეყვარებული რო ეწევა ?
-ჩემი შეყვარებული, ჰაჰაჰა, ჩემი შეყვარებული არა. არ მევასება არაა კარგი არაფრისთვის
-მეღადავები ? თუ იცი რატო ეწევი.
-იქიდან დავიწყოთ რო მე კაცი ვარ, ნაოჭები და ეგეთი რაღაცეები მაგრად , შვილს არ ვაჩენ, ქალი ნაზი უნდა იყოს, და არა კაცივით ერთ ხელში ლუდი მეორეში სიგარეტი.
-ლოგიკაში 10იანი
-შენ სულ ამდენს სვავ?
-სულ არა, ხანდიისხაან,ჰაჰაჰაჰაჰა კაი მართლა, არა ღადაობ, ჩემ ძმას ხო იცნობ? მამაჩემს არ იცნობ, ეს ათაში ერთხელ, ბიჭებთან ერთად ისე სამეგობროში ვცდილობ არ დავლიო თუ დავლევ ესე, ისე არასდროს არ ვსვავ
-კაია, კარგად აზროვნებ
გავეკრიჭე...
-არ ქცივა ?
-არა...ცოტა მაგრამ იქ ისეთი უჰაერობა იყო რომ აქ ბევრად მირჩევნია.
სიჩუმე
ღამე
თბილისი

city that loves you

იყო, “პეწი” მქონდა, იმ ღამის,რაღაცნაირი იყო, სიცივისგან რომ გბურძგლავს მაგრამ რომ ვერ გრძნობ, გრადუსში რომ ხარ, მაგრამ მაინც რომ გგონია რომ საერთოდ არ ხარ მთვრალი, მოწმენდილი ცა იყო, ზაფხულის ცა ... მთვარეც ჩანდა, მთაწმინდიდან თბილისი ხელის გულზე გვქონდა გადაშლილი,არ ვიცი რამდენი ხანი ვიჯექით ესე,მაგრამ ხელი საბამ შეგვიშალა, თქვენ ხო არ გაგიჟდით ამ სიცივეში მანდ რომ ზიხართო, და დავინახე ნიკუშას “მოგკლავ დაგახრჩობ” გამომეტყველება, რომელიც საბასკენ იყო მიმართული, პირველი მე შემიშვეს (ladies first ☺ ) მაშინღა ვიგრძენი სიცივე, როგორ ვკანკალებდი, არ დაიჯერებთ და საერთოდ არ ვიყავი მთვრალი, ფხიზელზე ფხიზელი ვიყავი, სამზარეულოში შევედი ჩემი ნამცხვარი დავჭერი და გავიტანე, სანამ გავიტანდი, ტყუპმა წარდგენა დაიწყო
-ქალბატონებოო და ბატონებო, გთხოოვვთ ტაში დავუკრათ მივესალმოთ ნიცაა მახარაძეს, თავისი შოკოლადის ნაცხვრით ხელში, ბრავოოო!!!! აბლოდისმენტები, ეს ორი ნაჭერი მე შემინახეთ რა, მოვწევ და მოვალ ...
***

იმ ღამეს სახლში არ გამიშვეს მთვრალი ვიყავი, ამიტომ მათთან დავრჩი. დილას თითქმის ყველამ ერთად ვისაუზმეთ, არ ვიცი ამდენი სად დავეტიეთ, სამზარეულოში რომ შევედი რაღაც თემას არჩევდნენ. მეც უხმოდ დავჯექი და ყავა დავისხი...
-მოიცა რაზე ლაპარაკობთ ??
-იტოგში ცოტახნით წავიდეთ რა სადმე, შენ უნი არ გაქვს, ჩვენც მაგრა უსაქმურად ვართ, ჰა? რას იტყვი??
-ოქეი,და რა ადგილები განხილვაში?
-ხო და მაგას ვერ ვფიქრობთ ზუსტად.
- ჩემთან წავიდეთ სოფელში, სახლი დაკეტილია, ყველა დავეტევით . (თიკა)
-ხოდა წავიდეთ (საბა)

ესე გადაწყდა ჩვენი წასვლის ამბავი, ლონდონში ადრე იყო ამიტომ შეტყობინება გავუგზავნე გასაფრთხილებლად რომ მივდიოდით, საღამოსთვის გამზადებულ ვიყავით, მარკეტში გავიარეთ. ძალიან ბევრი სასმელი და საჭმელი წავიღეთ.
თიკას სოფელი იმერეთში იყო, ახლად აშენებული სახლი იყო, დავბინავდით, მე და ელენე ერთად, საბა და თიკა ერთად, ტყუუპები და მიშკა , ლუკა და ნიკუშა.
მეორე დილას ყველას თვისი საქმე ქონდა, გოგოები სახლს ვალაგებდით, ბიჭები ეზოს, საღამოს გადავწყვიტეთ მწვადები შეგვეწვა,
და ვემზადებოდით, ჯოკერი ვითამაშეთ სურვილებზე, ბიჭებმა წააგეს, (რა გასაკვირია)

მოკლედ საღამოს ყველანი გარეთ დავსხედით, საბას მამის გამოტნეულ წითელ ღვინოს ვსვავდით, და მწვადებს ველოდებოდით, რომელზეც ტყუპი ყოველ ხუთ წუთში ერთხელ გამოგვძახებდა:
-მალე იქნება, ცოტაც მოითმინეთ

ჩვენც ვითმენდით.

ისეთი საღამო იყო რა, აი თვეში ერთხელ რომ გჭირდება განსატვირთად, ტკბილი მყუდრო, მშვიდი, ორი დღე ზედიზედ არ ვაპირებდი გალოთებას, ამიტომ გადავწყვიტე ერთ ჭიქაზე მეტი არ დამელია. უკვე კარგად რო ქონდათ მოკიდებული ალკოჰოლი თიკამ დააპირა რაღაცის თქმა მაგრამ არავინ არ უსმენდა:
-ერთი წუთი ყველამ მომისმინეეთ!!!!!
გაჩერდა ყველა
-მოკლეედ, საბა და დანარჩენნო აქ შეკრებილნო მინდა გითხრათ ახალი ამბავი, ორსულად ვარ და 9 თვეში ძმისშვილი გეყოლებათ.
შოკში ვიყავი, სიხარულისგან ცრემლები მომდიოდა, არავინ არ იღებდა ხმას, საბა თიკას მიშტერებოდა, ბოლოს ყველამ ერთად დავიწყეთ ყვირილი, და ერთმანეთს ვეხუტებოდით, აი შემიძლია დავიფიცო რომ ესეთი დღე არ მქონია ალბათ აქამდე, ჩემს საბას შვილი ეყოლებოდა, ისეთი ბედნიერი ვიყავი რომ ვიცინოდი თუ ვტიროდი არც მახსოვს, ყველა საბას და თიკას ეხუტებოდა, 1 საათის შემდეგ შედარებით მიწყნარდა, თიკამ შენ და მიშკა ხართ ნათლიებიო, მეც დალევის მიზეზი მომეცა!!!
ძალიან ბევრი დავლიე, და ისეთ ენერგიაზე მოვედი რომ ალბათ იმერეთის პატარა სოფლიდან თბილიში ფეხით ჩავიდოდი, ვინმეს უბრალოდ რომ შემოეთავაზებინა, მთელი ღამე ფეხზე ვიყავით, ყველას გვეღვიძა, თიკა და საბა ცალკე ისხდნენ, საბა ხელს მუცელზე უსმევდა, ისეთი საყვარლები იყვნენ რაღაც მომენტში მომინდა მეც ოჯახი და ბავშვი მაგრამ მერე რომ დავფიქრდი მივხვდი რომ ოჯახზე ფიქრი ზედმეტად ნაადრევი იყო.

ყველანი ვეყარეთ და სიცილის ხასიათი ნელნელა ტირილში გადამდიოდა, ესე ვიცი, როცა ვთვრები ჯერ ვტინგიცობ, მერე ვიცინივარ, ბოლოს კი გულამოფსკვნილი ვტირივარ, მოკლედ მივხვდი რომ მაგარი უაზრო ცხოვრება მქონდა, არც შეყვარებული არ მყავდა, და არც არავინ


მადლობა ყველას ...ძალიან მიხარია ხოლმე რომ მიწერთ და მეუბნებიტ რომ გავაგრძელო ერთგვარ მოტივაციას მაძლევთ



№1 სტუმარი Krostin

Gaargdzele Ra :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent