შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მახე ბაბნიკებისთვის 2


25-10-2015, 15:35
ავტორი ml99
ნანახია 4 696

-------
დიდხანს ელოდი ტასოს დემეტრე, სახლშიც ააკითხე მაგრამ არავინ დახვდა. გაღიზიანებულმა მიაჯახა ავტომობილის კარი და მუშტი საჭეს მთელი ძალით დაარტყა.
ანასტასია ერთადერთი გოგო იყო ვინც გადააგდო. ეს გოგო აგიჟებდა....
ბარში შევიდა და სასმელი შეუკვეთა. 6 ჭიქა სულმოუთქმელად გამოცალა. რათქმაუნდა საპირისპირო სქესის წარმომადგენლების ყურადღება არც დღეს მოჰკლებია. მაგრამ ყველა მათგანს, მზერით იცილებდა თავიდან. ნაცნობი კისკისი გაიგონა და მყისვე შემოსასვლისაკენ გაიხედა. ულამაზესი იყო ტასო თეთრ კაბაში, შეზარხოშებული ანდრეა თითქმის ათი წუთის განმავლობაში თვალს ვერ წყვეტდა. გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა როცა მისი მზერა დაიჭირა. ტასო გაოცებული უყურებდა. მოულოდნელად გოგონას უცნობი ბიჭი მიუახლოვდა და ცეკვა სთხოვა. ტასო დაუფიქრებლად დათანხმდა როდესაც ნინის ფრჩხილები ჩაესო მკლავში.
-------
ნამდვილად არ მოველოდი, რომ ანდრეას ამ ბარში ვნახავდი. ვიღაც უცხო ტიპთან ვცეკვავდი და ერთი სული მქონდა აქაურობას გავცლოდი. სიმღერა შეიცვალა და ნელი ვალსის მელოდია აჟღერდა. თემოს (უცნობი) ჩაეღიმა და მკლავები წელზე შემომხვია. სწრაფად მომაშორეს მეწყვილეს და მაშინვე ბაბლუანის განრისხებულ თვალებს შევეჩეხე.
-რამე პრობლემაა? წარმოთქვა გაღიზიანებულმა თემომ.
-კი პრობლემა შენ ხარ, ეს გოგო ჩემია! მოშორდი აქედან! კბილებს შორის გამოსცრა სიტყვები და განრისხებულმა შეხედა.
თემო მაშინვე მოგვცილდა.
ანდრიამ მყისვე ამაკრო მის სხეულს და ხელები მჭიდროდ შემომაჭიდა წელზე. თვალებში მიყურებდა მე კი მისი მზერით მონუსხული ვეღარ ვაზროვნებდი. სწრაფად მოვეგე გონს, მოვშორდი, ირონიით აღსავსე მზერა ვაჩუქე, შემდეგ კი გარეთ გამოვედი. ხელი დამავლო და თავისკენ შემომატრიალა.
-ესეიგი ესაა შენი მნიშვნელოვანი საქმე! იცეკვო ყველა ნაგავთან! მე კი ამ დროს სახლის წინ გელოდებოდე! ვინ გგონივარ გოგო! დამიყვირა გაცოფებულმა
გამეცინა ...
-მერე ვინ გითხრა შეგხვდები და დამელიდეო?
-დამცინი კიდეც გოგო! როცა გეტყვი, რასაც გეტყვი, იქ იქნები და გააკეთებ ყველაფერს. რით ვერ შეიგნე შენ ჩემი ხარ! და ვერავინ შეგეხება! ბოლო სიტყვები შედარებით წყნარად და ოდნავი ღიმილითაც წარმოთქვა.
ჰაჰჰჰაჰა -ბურდული შენ მეოცნებე ბაყაყიც ყოფილხარ? მე შენი არ ვარ და არც არასდროს ვიქნები, რასაც მინდა იმას გავაკეთებ! ახლა კი ხელი გამიშვი.... განრისხებულმა შევხედე და შემოვტრიალდი.
-გოგო მეორედ აღარ გაბედო როდესაც გესაუბრები ზურგი შემაქციო, გაიგე! არ ვოცნებობ თუ რამე მომინდა ყოველთვის ვიღებ მას! ნაგლურად გამიღიმა და ავტომობილისკენ წავიდა.
-იდიოტი, კრეტინი... უამრავი ლამაზი სიტყვებით ვამკობდი და გზას მიუყვებოდი. ნინის ჩემი წამოსვლის შესახებ მივწერე. საშინლად ვიყავი ნერვებ მოშლილი, გვერდით ნაცნობმა მანქანამ ჩამიქროლა და წამში ბურდულის კმაყოფილი მზერაც დავიჭირე. საშინლად გავბრაზდი, როდესაც გავაცნობიერე რომ მანქანაში მარტო არ იყო.მას შემდეგ ერთი კვირა არ მინახავს....( ანდრეა დემეტრეს გვერდიდან არ მოსცილებია სავადმყოფოში ყოფნის დროს)
---------
მარიამი
2 კვირაა დემეტრე არ მინახავს. გადატვირთულო გრაფიკის გამო დღესაც გვიან ვბრუნდებოდი შინ.
-ასეთ დროს გარეთ რა გინდა მარიამ?
-დემეტრე? გაურკვევლობაში მყოფმა ვიკითხე.
-ღამე მატო სიარულის არ გეშინია?
-არა...
-ჰმმმ იქნებ ვინმე მანიაკს გადაეყარო.
-მაგალითად შენ არა? გამეღიმა.
-როგორც ჩანს ჩემი არ გეშინია არა? ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა, მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა.
-არა! ხმააკანკალებულმა ვუპასუხე და თვალებში ჩავხედე. ლამპიონის შუქზე ნათლად დავინახე მისი ჩაწითლებული თვალები და ნაღვლიანი გამოხედვა. რომელსაც ღიმილიც კი ვერ ფარავდა.
გაეღიმა, ოდნავ მომშორდა და ბაიკს მიეყრდნო. რამდენიმე წუთი ასე მიყურებდა. მზერა გავუსწორე, ის ისევ ჩაფიქრებული მიყურებდა.
-ჩემი წასვლის დროა!
-დარჩი გთხოვ! ცოტახნით! მის ხმაში უსაზღვრო სევდა იგრძნობოდა.
-კარგი!
-მარიამ მენდობი ? მოულოდნელად მკითხა დემეტრემ. დავიბენი....
-კი პაუზის შემდეგ ვუპასუხე.
-მჭირდები ძალიან მჭირდები! შუბლი შუბლზე მომადო და თვალებში ჩამხედა. წამოდი სადმე წავიდეთ!
-დემეტრე არ შემიძლია უკვე გვიანია.
-გთხოვ კიდევ ცოტა ხანი..
-კარგი. დემე შებრუნდა ჩაფხუტი დამახურა შემდეგ კი სწრაფად მოვწყდით ადგილს.
ტბის ნაპირთან ჩამოვსხედით.
-დემეტრე ყველაფერი კარგადაა?
-არა მარიამ არა
-რა მოხდა?
ვკითხე აღელვებულმა.
-დედაჩემი, სიკვდილს ებრძვის. ის ყველაზე ჯიგარი, ყველაზე მაგარი ქალი მთელს მსოფლიოში. არ მინდა მისი დაკარგვა!
მასთან ახლოს მივიწიე და მხარზე ხელი დავადე.
-დემე ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება და იცი რატომ? ის შენთვის იბრძოლებს, შენნაირი შვილისთვის ღირს სიცოცხლე.
-მარიამ შენ ჯერ კიდევ არ იცი ვინ ვარ! როგორი ცუდი ვარ…
არ მიცნობ!
თქვა ნაღვლიანმა.
ხელი სახეზე დავადე და ჩემსკენ შემოვატრიალე.
-ცდები დემეტრე, მხოლდ ერთი შემოხედვა კმარა ჩემთვის, გავიგო როგორი ხარ! იცი, რომ შეცდომას უშვებ, არასწორად იქცევი, მაგრამ, როდესაც ამას აცნობიერებ უკვე გვიანია. ეს ორმაგად გტკენს გულს. შენ თავად არ იცი როგორი კარგი ხარ, მაგრამ ოდესმე ამას აუცილებლად მიხვდები. იბრძოლე რომ შეცვალო შენი ცხოვრება, შენი ბედი შენ ხელშია. ნუ დატოვებ დედაშენს მარტო,არ დანებდე, გაუძელი, გჯეროდეს რომ ყველაფერი კარგად იქნება.
-სასწაული არ ხდება, დედაჩემს კი მხოლოდ სასწაული გადაარჩენს.
-ცდები თუ კი დაიჯერებ ახდება, შეხედე ვარსკვლავი ჩამოვარდა.გამეღიმა, გჯეროდეს სასწაულს უფალი მოგივლენს!
-გასაოცარი ხარ მარიამ, გულწრფელი, სუფთა. შენ არ გავხარ სხვას ამიტომაც შემ..... ბოლო სიტყვები ვარ გავიგონე, თანდათა მიახლოვდებოდა (ამჯერადაც ცდები დემე, მე არ ვარ კარგი. ყვიროდა ჩემი შინაგანი ხმა და სული ტიროდა) სწრაფად გამოერკვა, თავი გაწია,
ფეხზე წამოდგა, ხელი გამომიწოდა, ადგომაში დამეხმარა და ჩაფხუტი დამახურა.... გაბრუებული ვიყავი, ხელები მჭიდროდ მქონდა შემოხვეული გული კი ბედნიერებისგან თრთოდა, მაგრამ სინდისი მაწუხებდა. რომელსაც ტირილი სურდა.
ბაიკიდან გადმოვედი.
-კარგად
-მარიამ! დემეტრემ სწრაფად მომიახლოვდა, შუბლზე მეამბორა- ჭკვიანად მხოლოდ ეს მითხრა და სწრაფად მოსწყდა ადგილს.
გაოცებული, დაბნეული გავაგრძელე გზა. არ მოველოდი მისგან მსგავს ქმედებას. ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი რა მოხდა დღეს.
-ეი სად ხარ ამდენხანს?.ტასოს ხმამ გამომაფხიზლა.
-რავიცი აბა....
-რა გჭირს რა ჩაფიქრებული ხარ?
-არაფერი, შენ რატომ ხარ მოწყენილი?
-რავიცი აბა გაიმეორა ჩემი სიტყვები.
-ჰმ ვიცი ანდრია აღარ ჩანს შენ კი ვერავინ იპოვნე რომ ნერვები მოუშალო და გაამწარო არა?! ხომ არ მოგენატრა ? მიუხედავად ორივეს განწყობისა მაინც გაგვეღიმა.
-გველო!!!! ბალიში თავში მესროლა სწრაფად გამომეკიდა.
-აუ ტასო გეხვეწები, გთხოვ აღარ შემიძლია. ვემუდარებოდი სიცილით დაიკოს რომელიც ჩემს წვალებას არ წყვეტდა....
-----
ტასო
ქუჩაში მივდიოდი როდესაც ვიღაცას შევეჯახე.
-ბოდიში მომმართა ნაცნობმა ხმამ.
-გაბო?
-ვაააა ტასოოოო როგორ ხარ შე დაკარგულო?
-კარგად შენ როგორ ხარ?
-რავი ძველებურად ტო, შეეშვი ცეკვას?
-კი, შენ რა ქენი 2 წლის წინ ჩემპიონატზე?
-რავი ტო 10 ულში მოვხვდი. შენ რომ ყოფილიყავი ჩემი მეწყვილე იასნა გავიმარჯვებდი მაგრამ დავითამ ვიღაც ღლაპი შემირჩია ტო, აზრზე ხარ ნაბიჯებს ძლივს დგამდა. გოგო იყო ვიდზე ჰიუუუ უმაგრესი, მაგრამ რათ გინდა ქუსლებიდა ვარდებოდა.
-აუ შე საწყალო რა დღეში ჩავარდნილხარ, სიცილისგან ძლივს ვსაუბრობდი მის მიმიკების და ჟესტების შემხედვარე.
ახლა როგორ მიდის საქმე? ვიღაცის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი, მაგრამ ვერავის ვამჩნევდი.
-რავი ტო ახლა ბეზდენიკობ, დავდივარ, დავხეტიალობ. აუ როგორ მომენატრე ტო. გადამეხვია გაბო
-მეც...
-საით?
-ფალიაშვილზე.
-წამო გაგიყვან, აქვე მყავს მანქანა.
-კაი, თან მაგრად მეზარებოდა მარტო.
ავტომობილში ჩაჯდომამდე, ანდრეას მანქანა შევამჩნიე მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.
-აუ ჯიგარი ხარ!
-ვიცი ტო მოდი აქ ჩაგეხუტო! და გავიქეცი. გაბო ჩამეხუტა, და დამაბზრიალა.
-კარგად სესტრა, ჭკვიანად აბა!
-კარგად გაბო!
გაბრიელს (ბავშობიდან ჩემი მეწყვილე ცეკვაზე, ძმა და ჩემთან ერთად ბევრ კონკურსში გამარჯვებული) დავემშვიდობე.
უკვე 8 საათი იყო, როდესაც ნინო მასწის სახლი დავტოვე და გზას გავუყევი. ძალიან მციოდა, ვკანკალებდი, და სიცხეც მქონდა.
-ეტყობა კარგად ვერ გაიგე რომ შენ ჩემი ხარ და ყველას კისერზე არ უნდა ჩამოეკიდო! გავიგონე ბურდულის გაღიზიანებული ხმა?
-უკაცრავად? ეტყობა თავად ვერ გაიგე. მე ნივთი არ ვარ, რომ ვინმეს საკუთრებას წარმოვადგენდე! და კიდევ ერთხელ გიმეორებ რასაც მინდა, როცა მინდა ყველაფერს გავაკეთებ! ახლა კი შემეშვი! ზურგი ვაქციე და წასასვლელად მოვემზადე.
-რამდენჯე გაგაფრთხილო, როცა გელაპარაკები ნუ გარბიხარ! უფრო გაღიზიანებულმა მომართა და ხელი მთელი ძალით დამიკავა.
-ანდრეა ხელი გამიშვი, ანდრეა მეტკინა! დავუყვირე გაბრაზებულმა.
ხელი უხეშად, სწრაფად გამიშვა. სამაჯური ხელიდან მომძვრა და მოშორებით ძირს დავარდა. მისკენ გავიქეცი ხელში ავიღე, მაგრამ გაწყვეტილი დამხვდა. აქ უკვე ვეღარ შევიკავე ცრემლები.
-მხეცო, იდიოტო, რატის სამაჯური გამიწყვიტე, ახლა კმაყოფილი ხარ, ჩემთვის უძვირფასესი რამ გაანადგურე, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. იმდენად გაბრაზებული, ნაწყენი და ემოციებით სავსე ვიყავი.
-ვინ რატის გოგო? ეგ ვინღა ჩემი ფეხებია მაგის ნაჩუქარი სამაჯური რაში გჭირდება, რატომ მაგიჟებ ანასტასია!
-გაჩუმდი.... მეორედ აღარ გაბედო რატის შეურაწყოფა, ხმააკანკალებულმა, ტირილით ვესაუბრებოდი გულქვავ, მძულხარ! არ გამეკარო, მომშორდი! მომიახლოვდა ხელებს ვურტყამდი. რამდენე წუთი ასე ვიყავი ბოლოს ჩამეხუტა, ხელს სუსტად ვურტყამდი გულზე და ატირებული ვჩურჩულებდი - მძულხარ! მძულხარ!
-ჩუ ჩუ ნუ ტირი, მაპატიე გთხოვ... ხმაგაბზარული, ნაღვლიანად ჩურჩულებდა. ბოლოს ხელში ამიყვანა და მანქანაში ჩამსვა. ყველაზე მტკივნეულ ადგილას მომაყენა დარტყმა გამანადგურა სულ რამდენიმე წამში......
-------
ანდრეა
თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, საშინლად მაღიზიანებდა ის ფაქტი რომ ჩემ გარდა ყველას შეეძლო მისი ჩახუტება მოფერება. იმის გაცნობიერება რომ ვიღაც რატი მისთვის ყველაზე მნიშვნელივანი იყო, საშინლად მაცოფებდა მაგრამ როდესაც მის განადგურებულ სახეს, სიძულვილით, ცრემლით სავსე თვალებს ვუყურებდი არ შემეძლო მასზე გავბრაზებულიყავი.ხელში ავიყვანე მანქანაში ჩავსვი და ჩემ აგარაკისაკენ გავაგრძელე გზა. ასეთ მდგომარეობაში შინ ვერ მივიყვანდი. ნახევარი საათი ტიროდა, სიცივისგან კანკალებდა ძალიან ცუდად იყო. ქურთუკი გავიხადე და მივაფარე, ყუმელიც ჩავრთე. ბოლოს მშვიდად ჩაეძინა...
------
მარიამი
უკვე 12 საათია ტასო კი ჯერ არ დაბრუნებულა შინ. მისაღებში მდივანზე ველოდებოდი.
-დაიკო, 2 დღე თეკლასთან ვრჩები, არ ინერვიულო, მიყვარხარ! ესემესი მომივიდა ტასოსგან. დამშვიდებული წამოვდექი და დასაძინებლად წავედი. გულის სიღრმეში კი ვგრძნობდი რომ ყველაფერი კარგად არ იყო.
დღე ტასოს გარეშე რათქმაუნდა მოსაწყენი იყო. დემზე ფიქრს კი ვერ ვწყვეტდი, 5 დღეა არ მინახავს იმ საღამოს შემდეგ. მოულოდნელად გამოჩნდება აურევს ყველაფერს ჩემში შემდეგ კი ქრება. როდესაც მას ვიხსენებ უნებურად მეღიმება,მემგონი მენატრება კიდეც. არაააა მარიამ არ გაბედო მისი შეყვარება, არა გულს გატკენს, გაიხსენე ნინის სიტყვები. არ გაბედო მისი შეყვარება თორემ მეგობარს დაკარგავ. არა არ შემიძლია მაჩაბელს ასე ვერ მოვექცევი, ის ისედაც იტანჯება. ნინის გეგმის განხორციელებას ახლა აზრი არ აქვს იმედია დედამისი კარგადაა... არ შემიძლია ვერ ვატკენ გულს მაჩაბელს. იმედია ნინი მაპატიებს. ვერ გავანადგურებ ისეთ ადამიანს რომელიც უდანაშაულოა. არ ვაპირებ თავი შევაყვარო და შემდეგ მისი თავმოყვარეობა ფეხქვეშ გავთელო.....
დედა 1 კვირით ამსტერდამშია. სახლში მარტო ვარ, ტასოს გარეშე მიჭირს, ვურეკავ მაგრამ გათიშული აქვს. არ ვიცი რა გავაკეთო, შაბათია სკოლაც არ მაქვს. გამახსენდა დემეტრესთან ერთად გატარებული დრო და უფრო მოვიწყინე. ძალიან მომინდა კალათბურთის თამაში, ძველი კარადა გამოვაღე ჩემი პირველი კალათბურთი ბურთი გამოვიღე რომელიც მამამ მაჩუქა როდესაც 9 წლის გავხდი. მართალია ძველი და მტვრიანი იყო მაგრამ მე მაინც განსაკუთრებით მიყვარდა, მახსოვს როგორი ამაყი ვიყავი როდესაც გინდში ყველაზე ახალი და კარგი ბურთი მე მქონდა. გამეღიმა ბავშობის გახსენებისას. ფეხზე წამოვდექი, ბურთი გავასუფთავე და სახლი დავტოვე.
იმ სტადიობისკენ წავედი, სადაც მე და დემეტრე ვთამაშობდით. ცოტა ვითამაშე, ბურთი გადამივარდა მის მოსატანად წავედი მაგრამ ვერსად ვიპოვე. ჩემთან 6 წლის ქერათმიანმა, ცისფერთვალება გოგომ მოირბინა.
-აგერ აიღე!
-მადლობა
-რა გქვია პატარავ?
-მარიამი შენ?
-მეც მარიამი მქვია!
-იცი თამაში მარიამ
-კი მიპასუხა ამაყად პატარა ქალბატონმა. შეიძლება შენთან ერთად ვითამაშო?
-კი გამეღიმა.
რათქმაუნდა ფარამდე ვერ აღწევდა მისი ბურთი, ყოველ მცდელობაზე, იბუსხებოდა მაგრამ მაინც ჯიუტად განაგრძობდა თამშს. ხელში ავიყვანე
-აბა ასე სცადე მარიამ
ურა სიხარულისგან დახტოდა, როდესაც ბურთი ფარში ჩააგდო.
-ორშაბათს სკოლაში რომ წავალ კლასელებს ვუამბობ რა მაგრად ვთამაშობ.
-ჰა ჰა კარგი აუცილებლად უამბე
-უნდა წავიდე, დედა მეძახის, კრგად მარიამ.
-კარგად საყვარელო, დავუკოცნე წითელი ლოყები და დავემშვიდობე ჩემს პატარა სეხნია ქალბატონს.
მიწაზე დავჯექი, სასიამოვნო ქარი ქროდა, თმა გავიშალე, ფიქრი დავიწყრ და ისევ დემეტრე გამახსენდა. ნახევარ საათი მასზე ფიქრში გავატარე. ძალიან მენატრებოდა... სტადიონიდან გამოვედი.
-არ მეგონა აქ თუ გნახავდი
-დემეტრე? იმდენად გამიხარდა ვერ გავაცნობიერე როგორ მოვტრიალდი და მთელი ძალით ჩავეხუტე.
ვიგრძენი როგორ გაეღიმა და მანაც შემომხვია ხელები. 30 წამში გავაცნობიერე რაც გავაკეთე. ძალიან შემრცხვა, ასე არასოდეს მოვქცეულვარ, თავდახრილი მოვშორდი. ახლაც ვიგრძენი მისი თბილი და ღიმილიანი მზერა.
-როგორ ხარ? დედაშენი როგორაა? თავდახრილმა ვკითხე და 1 წუთის შემდეგ ძლივს გავუსწორე თვალი.
-ძველებურად, ისე კომაშია.
-ცუდია, მაგრამ მჯერა რომ მალე მოვა გონს!
მას ისევ ნაღვლიანად გაეღიმა.
-დიდიხანია აქ ხარ?
-არა სულ რამდენიმე წუთია. მიპასუხა დემეტრემ. ( დემე თითქმის 2 საათი, ჩუმად აკვირდებოდა, ჯერ ორ შემდეგ კი ერთ მარიამს)
-გასაგებია. ჩემი წასვლის დროა, უკვე გვიანია.
-გაგიყვან.
-კარგი, მის მხარზე მედო თავი და ამ წუთს ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი. კიდევ კარგ ჩაფხუტი მიფარავდა სახეს თორემ ჩემს ღიმილს, აუცილებლად იგრძნობდა.
ჩაფხუტი გავუწოდე.
-კარგად მხოლოდ ეს ვუთხარი მოვტრიალდი. არ დამშვიდოდებია, როგორ მინდოდა რაღაც ეთქვა მაგრამ არ ჩქარობდა.
-მარიამ
დამიძახა, უსაზღვრო ბედნიერება ვიგრძენი მაგრამ არ შევიმჩნიე.
-ბურთი გრჩება.
-ამ მართალი ხარ! ვუპასუხე ხმაგაბზარულმა.და გზა განვაგრძე.
-მარიამ კიდევ გრჩება რათმღაც!
-რა უხალისოდ ვუპასუხე.
-ეს! ჩემთან მოვიდა თვალებში ჩამხედა. თმა გადამიწია, ყელზე ანგელოზის ფორმის კულონი გამიკეთა..
გაოცებულმა ჩავხედე თვალებში. თავის სხეულს უფრო ამაკრო შუბლზე მეამბორა.
-ჭკვიანად ისევ ჩამჩურჩულა და წამში გაქრა......
------
ტასო
უცხო ოთახში გამომეღვიძა, თავი და ყელი საშინლად მტკიოდა. გუშინდელი ამბავი გამახსენდა, სწრაფად წამოვდექი, თავბრუ დამეხვა, მაგრამ ოთახი მაინც დავტოვე. ორსართულიან გემოვნებით მოწყობილ სახლში აღმოვჩნდი.
-არის აქ ვინმე ხმაჩახლეჩილმა საკუთარი ხმა ძლივს გავიგონე.
კიბეებზე ბარბაცით ჩავედი.
-ანდრეა იქნებ ამიხსნა აქ რატომ ვარ? სუსტი მაგრამ მკაცრი ხმით მივმართე.
-ტასო გუშინ საშინლად ცუდად იყავი, ასეთ სახლში ვერ დაგაბრუნებდი.
-ჩემი სამაჯური. დამიბრუნე ახლავე. შემდეგ კი აქედან წამიყვანე. თავზე ხელი მივიდე
-სამაჯურს მერე დაგიბრუნებ. აქედან კი ვერ წახვალ სანამ არ გამოჯამთელდები ფრთხილად.
-ახლავე წამიყვანე აქედან! სუსტი ხმით ვუბრძანე. ვკანკალებდი, თვალები მეხუჭებოდა, ყელი კი გამომშრალი მქონდა.
ხელში ამიტაცა გულზე მიმიკრა და საწოლზე დამაწვინა. წამალი გამომიწოდა, წარბაწეული შევხედე. მას გაეღიმა.
-ნუ გეშინია, შენი მოკვლა რომ მდომებოდა აქამდე მოგკლავდი. რამდენიმე წამალი დამალევინა, ბოლოს კი ჩამეძინა.
შუადღისას გამომეღვიძა, თავს შედარებით კარგად ვგრძნობდი. კარისკენ წავედი მაგრამ დაკეტილი დამხვდა. ვცდილობდი გაღებას მაგრამ უშედეგოდ.
-აზრი არ აქვს, აქედან ვერ გახვალ. სანამ მე არ მოვინდომებ ამას. გავიგონე ზურგსუკან ხმა და გასაღების წკრიალი.
-თავი ვინ გგონია, ახლავე გააღე კარი! არანაირი უფლება არ გაქვს აქ ჩამკეტო! იდიოტო ახლავე გააღე კარი.
-რომ არ გავაღო რა ?! მომმართა და მადიანად დააგემოვნა ვაშლი.
-ბურდული ნერვებს ნუ მიშლი გამიშვი აქედან.
-ნწ თავი გააქნია და სამზარეულოში შებრუნდა.
გავეკიდე ვცდილობდი გასაღები გამომერთმია მაგრამ უშედეგოდ.
-იდიოტო, კრეტინო, გამიშვი აქედა, მომეცი გასაღები....
ბევრი ვეცადე მაგრამ უშედეგოდ ნერვებს ბურდულის სიცილი უფრო მეტად მიშლიდა, რომელიც ჩემი წვალებით ტკბებოდა. სხვა გზა არ დამრჩა გადავწყვიტე ტაქტიკა შემეცვალა. მასთან ძალიან ახლოს მივედი ხელი თმაში შევუცურე და თვალებში ჩავხედე. მოეშვა ყურადღება გაეფანტა, მე დრო ვიხელთე, უკვე კოცნას აპირებდა, გასაღები წავართვი და მთელი ძალით გავიქეცი. კარს მოვარგე უკვე გაღებას ვაპირებდი. წელში წამავლო ხელები, გავუძალიანდი ორივე იატაკზე დავეცით.
-არაუშავს ლამაზო დაწყებულ საქმეს ახლავე გამოვასწორებთ! სწრაფად წარმოთქვა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. დაუფიქრებლად ავყევი კოცნაში, მაგრამ მალევე მოვეგე გონს. მთელი ძალით მივკარი ხელი და გვერძე გადავაგდე.
-იდიოტო, მხეცო, კრეტინო, თავი ვინ გგონია რა უფლება გქონდა! ფეხზე წამოდგა, ხელი გავარტყი, დამიკავა, შევეცადე მეორე ხელით მაინც გამეწნა სილა , მაგრამ მეორეც დამიკავა. თავისკენ მიბიძგა და მოწყვეტით მაკოცა. კმაყოფილმა გაიღიმა, ჩემი გაბრაზებული სახის დანახვისას. თავი გავითავისუფლე, მაგიდაზე ჭიქით ფორთოხლის წვენი, შევამჩნიე ხელში ავიტაცე და სახეზე შევასხი.
კმაყოფილმა გავიღიმე და უკვე აწ ,, ჩემს ოთახს", დავუბრუნდი.
ნაგავი პირველი კოცნა მომპარა, ვერ ვიტან, თითები ტუჩებთან მიმაქვს და მეღიმება. ღმერთო ტასო რა გჭირს, გაიხსენე რამდენი გოგო მოუტყუებია მაგ ტუჩებს. სახე ზიზღისგან დავმანჭე როცა გავაცნობიერე, მისი ტუჩები რამდენს კოცნიდა. ჰმ ბურდული ახლა ნახე რა მოგივა. ნახევარი საათის შემდეგ ჩავედი სამზარეულოში. ყველა ოთახი შევამოწმე მაგრამ ბურდული ვერსად ვიპოვე. ერთერთ ოთახში შესვლისას, ნათელი გახდა ვის ეკუთვნოდა.
დიდი ოთახი, შავ ნაცრისფერში გადაწყვეტილი.ამავე ფერის საწოლი და კარადები. უჯრები გამოვაღე, ძირითადად ტანსაცმელი და სუნამოები. ტუმბოზე ჩემი ტელეფონიც ვიპოვე, რათქმაუნდა სიმ კარტის გარეშე.
-ფუ რატომაა ასეათი ჭკვიანი. ერთ ერთ უჯრაში კი ძველი ალბომი ვიპოვე. ჰა ჰა ჰა ჰა სულ პატარა ანდრეა, აუ რა საყვარელია, აუ სიცილს ვერ ვწყვეტდი სურსთის ცქერისას. მეორე სურათზე ანდრეა 12 წლის იყო, რკინის ბრეკეტებით და სახეზე ჭორფლებით.
-აუ აღარ შემიძლია.....
ტელეფონი მოვიმარჯვე და ფოტო გადავიღე. ალბომი უჯრაში დავაბრუნეე. სულ ბოლო უჯრაში კი ქალის თეთრეულის უამრავი კოლექცია ვიპოვე. უჯრა დავხურე ავდექი და რაღაც სველ არსებას შევეჯახე. ანდრეა ბურდულის პირსახოც შემოხვეულ ნახევარ შიშველ და სველ სხეულს ვეკროდი. თავი მაღლა ავწიე , მოვშორდი. შემრცხვა, ლოყები ამიწითლდა, ოთახის დატოვებას ვაპირებდი როდესაც
-აქ რას აკეთებ?
-არაფერს!
-რამდენჯერ გითხარი, როდესაც გესაუბრები ნუ გამირბიხარ!
მთელი ძალით შემომატრიალა და ისევ თავის სხეულს ამაკრო. ჩემი წითელი ლოყები რომ შეამჩნია სიცილი ატეხა.
-შენ რა გრცხვენია გოგო? ჰა ჰა ჰა თუმცა რა მიკვირს აქამდე არავისთან გქონდა ნაკოცნი. მაგრამ მე მოგპარე პირველი კოცნა ლამაზო! (ეს საიდან გაგიგო?!)
-მომშორდი შენ არ გეხება ჩემი პირადი ცხოვრება.
-ნუ მებუტები პატარავ!
-არ გებურები და არც შენი პატარა ვარ ,!
მისაღებში მდივანზე მოვკალათდი და ტელევიზორი ჩავრთე.
-ზედმეტად ხომ არ გაშინაურდი? წარბაწეულმა მკითხა ანდრეამ.
-სხვა რა გზა მაქვს გამოკეტილი ვარ ამ უზარმაზარ სახლში ერთი იდიოტის წყალობით.
-მაგ სიმპატიურ იდიოტს შია, ადექი რამე მოამზადე!
-ენა ფართოდ გამოყე, საკმარისი მწერია ოთახში.
-გავიშუტკავეთო?
-ვა ბაყაყებს შუტკაც გესმით?
-ენამწარევ!
-ბაყაყო! ენა გამოვუყავი. ჩემმა ამ ქმედებამ კი უფრო გაამხიარულა.
-სხვათაშორის ბაყაყო მეც მომშივდა, შენნაირად მწერებით ვერ ვნაყრდები, ადექი რამე მოამზადე.
-თავად მოამზადე ენამწარე ქალბატონო! ხომ გაშინაურდი ამ სახლში. სამზარეულოც იცი სადააა!
-არ ვაპირებ!
-კარგი კარგი ასე გაგრძელებას აზრი არ აქვს, მოდი ჯეირანი ვითამაშოთ ვინც წააგებს ის მოამზადებს მოსულა?
-მოსულა!
-ჯეირანი, ჯე-ი-რა-ნი, ჯე-ი-რა-ნი.
-აუ ეგ არ ითვლება. წარმოვთქვი ბუზღუნით.
-ადექი , ადექი, დიასახლისო დატრიალდი.
-გითხარი ხომ უკვე რომ ბევრს ოცნებობ?!
-მე შემწვარი კართოფილი მინდა საყვარელო.
20 წუთში მოვამზადე ყველაფერი, სუფრაც გავაწყე. რათქმაუნდა ანდრეას არ გავახარებდი. მისი ულუფა თეფშზე გადმოვიღე, მარილი და შაქარი დავაყარე. ჩემი ულუფა გავალამაზე და წინ დავიდგი.
-ჰმ რა კარგი სურნელია!
-მოდი მიირთვი.... პაუზის შემდეგ დავამატე .... ბაყაყო. ანდრეა ჩემ პირისპირ ჩამოჯდა. ჯერ საჭმელს შემდეგ მე შემომხედა. ჩანგალი მოიმარჯვა თვალებში ჩამხედა. ჩანგალი მაგიდაზე დააბრუნა, ფეხზე წამოდგა, კარტოფილი ნაგავში ჩაყარა, შემდეგ ისევ სუფრას დაუბრუნა, სწრაფად აიღო ჩემი ულუფა, ჩანგალი მოიმარჯვა და სამზარეულო დატოვა.
-ეეეე დამიბრუნე, ეგ ჩემი იყო, დიდხსნს ვიწვალე მაგრამ თეფში ვეღარ დავიბრუნე. გაბუტული, იმედგაცრუებული და ცარიელი კუჭით გავედი მისაღებში, მდივანზე მოვკალათდი და ტელევიზორს დავუწყე უაზროდ ყურება. ცოტახანში გვერდით ანდრეა მომიჯდა მეორე ჩანგლით კართოფილი გამომიწოდა.
-შეჭამე
-შენი ხელიდან არ შევ ჭამ!
-შეჭამე....
-........
ძალიან გემრიელად გამოიყურებოდა, ჩემი ნახელავი, პირი ოდნავ გავაღე, ანდრეამ შემაჭამა, შემდეგ თვითონ, რიგრიგობით მივირთმევდი.კიდევ კარგი ეგოისტი არ ვარ და ჩემს თეფშზე დიდი ულუფა გადმოვიღე თორემ რა გვეშველებოდა (ჰა ჰა ჰა).
საღამომდე ფილმებს ვუყურებდით, არც ერთს ამოგვიღია ხმა.
-მომწყინდა წატმოვთქვი გაბუსულმა.
-მოდი ჩინ-გან-ჩო სურვილებზე.
-კარგი.
-ჩინ-გან-ჩო,, ჩინ-გან-ჩო იესსს მე გავიმარჯვე წარმოვთქვი გახარებულმა. ჩემი სურვილია, შენს ოთახში, კარადის ბოლო უჯრაში შენი ნაშების თეთრეულს რომ ინახავ ეგ ჩაიცვი და მოდების ჩვენება მოაწყე.
-ამას ინანებ ანასტასია!
-ჰა ჰა ჰა შენ არ იცი რა შარში ხარ ბურდულო. სანამ დაბრუნდებოდა ტელეფონი საიმედოდ დავაყენე და ვიდეოს გადაღების რეჟიმი ჩავრთე.
-აუ ჰა ჰა ჰა ჰაა დატრიალდი კარგად შემოგხედო, სიცილისგან ყველა კუნთი მტკიოდა არც თვითონ იყო გულგრილი საკუთარ თავს დასცინოდა. 15 წუთში სული მოვითქვი და ახალი ჩინგანჩო დავიწყეთ.
-ჩინ -გან-ჩო, ჩინ-გან-ჩო აუ ეს არაა სამართლიანი რამდენჯერ გაიმარჯვე! უკვე შეზარხოშებულმა ვუპასუხე, როდესაც სამი დავალების შესრულების შემდეგ 9 ჭიქა ლუდით დამთვრალმა საბოლოოდ გავაპროტესტე.
-კარგი ორიც და მორჩა
-კარგი.
-ჩემი მეოთხე სურვილია, ტას სამაჯური.......
-რატის სახსოვარია, სიტყვა არ დავამთავრებინე.
-რატი ძალიან გიყვარს?
-ძალიან მიყვარდა, მიყვარს და სულ მეყვარება! ვლუღლუღებდი, მონატრების ტკივილით.
ამ სიტყვებმა ბაბლუანი გაანადგურეს.
-ვინ არის ის შენთვის? ნაღვლიანად კითხა
-ის ჩემთვის ყველაფერი იყო, ძმა, მეგობარი, მრჩეველი, რატი ჯაყელი ყველაფერი იყო, ყველაფერი, მაგრამ დამტოვა გესმის, მაღლა ცაში, ანგელოზებთან ყოფნა არჩია, მიმატოვა... ცხარე ცრემლით ტიროდა ტასო.
ტასოს სიტყვები თითქოს შვება იყო მისთვის, მაგრამ მისი ცრემლები კლავდა.
-ჩუ ჩუ შენ მარტო არ ხარ, მე შენთან ვარ! ჩუ ჩუ.... ბურდულმა გოგონა ხელში აიყვანა, საწოლზე დააწვინა. ოთახიდან გასვლას აპირებდა.
-გთხოვ დარჩი შენც ნუ დამტოვებ, დარჩი.... ძილბურანში, მყოფმა წარმოთქვა. გაოცებული, დაბნეული, ბურდული
საწოლზე დაწვა და ცრემლიანი ჯაყელი გულში ჩაიკრა.
თავის ტკივილმა გამომაღვიძა, მუცელზე სიმძიმევიგრძენი, თვალები ზანტად გავახილე, ცხელი სუნთქვა თმებს მიწეწდა, სწრაფად ავწიე თავი მაღლა და ბურდულის ცხვირს, ცხვირით დავეჯაე. არ ვიცოდი ბედნიერი თუ გაბრაზებული ვყოფილიყავი. ვუყურებდი, მის აწითლებულ ტუჩებს, არეულ თმას, დაკუნთულ სხეულს რომელიც მაისურის მიღმა ნათლად ჩანდა. რათქმაუნდა ასეთ ტკბილ ძილს დიდი სიამოვნებით ჩავაშხამებდი. მუცლიდან მისი ხელი მოვიშორე, მთელი ძალით ვკარი ხელი და ძირს გადავაგდე.
-აუ ჩემი, გაგიჟდი გოგო, ხალიჩაზე მსუბუქად დაეცა, გბრაზებულმა, ახალგამოღვიძებულმა მომმართა.
-აქ რა გინდა, მოშორდი ჩემი ოთახიდან.
-დაგავიწყდა როგორ მეხვეწებოდი გუშინ შენთან დავრჩენილიყავი, მარტო არ დამეტოვებინე. კმაყოფილმა გაიღიმა, ხო მართლა მე გაღვიძების უკეთესი ფორმა ვიცი.სწრაფად მოწყვეტით მაკოცა და ოთახი მანამ დატოვა სანამ ჩემს ყვირილს გაიგონებდა. ისევ გაურკვევლობაში ჩავვარდი. გული ბედნიერებისგან მიძგერდა, ტვინი კი საშინლად იყო გაბრაზებული. ანასტასია ის ბაბნიკია გულს გატკენს, არ გაბედო არ შეიყვარო, მეგობრის გამო შური იძიიე. ანდრეა ბურდულს არ მისცე იმის უფლება რიგითი ნაშასავით მოგექცეს და შემდეგ გადაგაგდოს! ფეხზე წამოვდექი, მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი.
-მეგონა აღარ ჩამოხვიდოდი! მდივანზე კომფორტულად მოკალათებულმა მომმართა. გაღიზიანებულმა გავთიშე ტელევიზორი და მის პირისპირ დავდექი.
-ახლავე წამიყვანე აქედან! ჩემი ხმა იმდენად მკაცრად ჟღერდა მე თვითონ შემეშინდა.
წამოჯდა წელში გაიმართა და თვალი თვალში გამიყარა.
-ხომ გითხარი აქ იქამდე იქნები სანამ მე ასე მსურს!
-მე არ მაინტერესებს რა გსურს, ახლავე დამაბრუნე შინ!
-ტასო! მკაცრი იყო მისი მზერა.
-რა გინდა ჩემგან? რის მიღწევას ცდილობ? ნუთუ ვერ ხვდები, რომ მე შენი ნაშა არ ვარ, რომელსაც როცა გინდა გამოიყენებ და გადააგდებ, ვერ მიხვდი აქამდე, რომ მძულხარ! ასეთი შეუგნებელი რატომ ხარ იდიოტო?!
-გოგო სიტყვები შეარჩიე!
-როგორც მინდა ისე გელაპარაკები.
-ტასო დაიყვირა, ხელი დამიკავა და ძლიერად მომიჭირა.
-გამიშვი მხეცო, გამიშვი მტკივა!
-ჰა ჰა ჰა გტკივა, მაშინ მე რა ვქნა როცა თითვეული შენი სიტყვა გულს მიკლავს!
-საოცარია შენ რა გულიც გაქვს? ხო და უკეთესი ახლა ხომ გრძნობ რა ტკივილს აყენებ გოგონებს.
-რაზე ლაპარაკობ, ვის?
-ისე ნუ იქცევი თითქოს უდანაშაულო იყო! ახლავე გააღე კარი.
-აქედან არ გახვალ!
-გამიშვი, უფლება არ გაქვს, განანებ ანდრეა! დაგახრჩობ, მოგკლავ!
-ჰა ჰა ჰა მრისხანე სახე წამებში გაებადრა, აბა სცადე!
სუსტი თითებით ყელში ვწვდი, ძალიან მაღიზიანებდა ის თაქტი რომ მასთან შედარებით ასეთი სუსტი და უძლური ვიყავი.
-მეღუტუნება გოგო ჰა ჰა ჰა ჰა
მთელი ძალით ვუჭერდი ხელს, ფრჩხილებს ყელში ვასობდი ის კი სიცილსგან იგუდებოდა.
ხელი სწრაფად დამიკავა, ზურგს უკან გადამიხლართა, თავისკენ მიმიზიდა. ხელებს ვეღარ ვამოძრავებდი, ვცდილობდი გავქცეოდი მაგრამ ხელი მაგრად ჰქონდა ჩაჭიდული.
-გამიშვი...
-ნწ ახლა ჩემი დროა დაგახრჩო ოღონდ კოცნით, ეს ხომ ძალიან გაღიზიანებს. გაიღიმა ტუჩებში მეძგერა, მთელი გრძნობით მკოცნიდა, მე ისევ ვუძალიანდებოდი, ტუჩზე ვუკბინე. მაშინვე მომშორდა, ტუჩიდან სისხლი წამოუვიდა.
-ასე მოგიხდება, მძულხარ!
უკვე 9 საათია ოთახიდან არ გამოვსულვარ, არც თვითონ შევუწუხებივარ, გადავწყვიტე წყალი გადამევლო. აბაზანიდან პირსახოც შემოხვეული გამოვედი, გავშეშდი როცა ანდრეა შემოვიდა ოთახში. მძიმელ გადაყლაპა ნერწყვი, მომიახლოვდა და თვალებში ჩამხედა.
-რატომ არ მენდობი?! მისმა კითხვამ ძალიან დამაბნია
-იმიტომ რომ... ვიცი გულს.. მატკენ... წადი გთხოვ... წარმოვთქვი ჩურჩულით.
სევდიანი მზერა მომაპყრო, ჩემი ხელი აიღო (,მეორე ხელით ვცდილობდი პირსახოცი დამეკავა, სირცხვილისგან ვიწვოდი) და რატის ნაჩუქარი სამაჯური გამიკეთა. რომელიც, ოქროს ჯაჭვით იყო გადაბმული და ძალიან ალამაზებდა მას.
სველი თმა გამიშალა, ყურს უკან გადამიწია და ჩამჩურჩულა.
-მაპატიე, ვერ წავალ, უკვე გვიანია.... შემიყვარდი! ყელში ცხელი კოცნა დამიტოვა. მიყვარხარ... სიცოცხლეზე... მეტად, ტასო რატომ არ იჯერებ.... ჩურჩულებდა და კოცნას განაგრძობდა.
ვერ ვიჯერებდი ანდრია ბურდულს ვუყვარდი, გული სიხარულისგან სწრაფად მიცემდა.
-ანდრეა შეწყვიტე, წადი.... ვლუღლუღებდი მისი კოცნისგან გათიშული, ვნებას ავყევი, კოცნაზე კოცნით ვუპასუხე. გულს მისი ნათქვამი ,, მიყვარხარ" მითბობდა.
-------------
თვალები ზანტად გავახილე, ყველაფერი მტკიოდა. არააა არაააა ეს რა გავაკეთე, რისიც მეშინოდა ის მოხდა. ცრემლები მომდიოდა.
-რა გჭირს ტო ანდრეას გამოეღვიძა.
-მძულხარ გაიგე მთელი არსებით მძულხარ, ეს გინდოდა არა, შენი გაისწორე ხო. არაკაცო, ნაგავო, გაეთრიე, არ მომიახლოვდე....
ტანსაცმელი ჩავიცვი, ანდრეა მისაღებში დამხვდა.
-კარი გააღე ახლავე...
-ტასო რატომ არ გჯერა მიყვარხარ ყველაზე მეტად!
-არ მჯერა და არც არასოდეს დავიჯერებ შენ სიყვარული არ იცი, როგორ უნდა მჯეროდეს შენი? ჩემგან უკვე მიიღე რაც გინდოდა, მძულხარ, მთელი არსებით... გეამაყება არა შენი ხომ გაისწორე, შენი ნაშების რიცხვს კიდევ ერთი შეამატე. არა მარტო მე არამედ ნინისაც და ალბათ სხვა უამრავ გოგოს ასე გაუკეთე.
-რაზე საუბრობ ვინ ნინი?
-დავიჯერე არ გახსოვს, როგორ შეაყვარე ნინი დვალს, თავი, იმედი მიეცი და ბოლოს გადააგდე, გაანადგურე, დაამცირე. გეფიცები ანდრეა ეს არ შეგრჩება! დავუყვირე.
-გაგიჟდი გოგი მაგ ალქაჯთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია, თითქმის ნახევარი წელი ცდილობდა საწოლში შევეტყუებინე, ყველაფერს აკეთებდა, მისი ბიძაშვილი ჩემი ძმაა ტო, მის დას თითს დავაკარებდი გგონია, ასეთი არაკაცი გგონივარ? დამიჯერე ტო მაგ მახინჯთან არაფერი მქონია, პირველი გოგო ხარ რომელმაც სიყვარული მასწავლა. არ მჯეროდა შენ თავს ვფიცავარ სიყვარულის, მაგრამ როდესაც შენ გამოჩნდი ყველაფერი შეცვალე. მიყვარხარ ტასო, ასე არავინ მყვარებია....
-გაჩუმდი..... გაჩუმდი..... მატყუარა, არაკაცო გინდა ყველაფერი ნინის გადააბრალო, ადამიანს რომელსაც ბავშობიდან ვიცნობ, ჩემი საუკეთესო მეგობარი არასოდეს მომატყუებს.
- ამის დედა ვატირე რატომ არ გჯერა ჩემი, რატომ არ მენდობი დედის სულს ვფიცავარ არაფერს გატყუებ, როგორ დაგიმტკიცო ეს დედა ატირებული.
-არა არც კი გაბედო მომიახლოვდე, გამიშვი ახლავე. მძულხარ თავი დამანებე, მეზიზღები!!!!! მირჩევნია მოვკვდე ვიდრე შენ შემეხო... გამიშვი აქედან..
-კარგი, როგორც გინდა მე გაგიშვებ...
სახლიდან გავედი, გარშემო სულ სიმწვანე, სიჩუმე სუფევდა.
ასე საშინლად რომ არ ვყოფილიყავი სიამოვნებით დავტკბებოდი გარემოს სილამაზით. ნახევარი საათი ტირილით ვაგრძელებდი გზას, საავტომობილე გზაც გამოჩნდა. ერთერთი ავტომობილი გავაჩერე, აღარ მახსოვს მხოლოდ მარიამის ჩახუტება ვიგრძენი შემდეგ კი ვეღარაფერი.
-------
მარიამი
კარი გავაღე, წინ კი განადგურებული ცრემლიანი ტყუპი მედგა, ძლიერად ჩავეხუტე,
-ტას როგორ ხარ? ტას! არაფერი ესმოდა ოთახში ავიყვანე და საწოლზე დავაწვინე. მაშინვე ჩაეძინა.
რამდენიმე საათის შემდეგ გამოეღვიძა.
-როგორ ხარ დაიკო?
-ცუდად მარ... ყველაფერი მიამბო ტასომ.
-ტას ნინი რათქმაუნდა არ მოგვატყუებდა, მაგრამ იქნებ ანდრეას მართლა უყვარხარ?
-არ მჯერა არ გახსოვს ნინი რას ამბობდა, მან სიყვარული არ იცის, მხოლოდ ერთობა, იყენებს გოგონებს.
მოდი აქ ჩავეხუტე დაიკოს.
-მარ ტელეფონი მომაწოდე, ნინის ვიდეო და სურათები უნდა გავუგზავნო.
-ტას იქნებ არ ღირს?
-არ მარ საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო. მის თავმოყვარეობას გავანადგურებ, ნინის დავპირდი. არ მივცემ თუნდაც ჩემმა გრძნობებმა ბავშობის მეგობარი დამაკარგინოს.
----
ტასო
სკოლიდან ვბრუნდებიდი, ანდრეა მირეკავდა ტელეფონი გავთიშე. ქუჩის გადაკვეთას ვაპირებდი, როდესაც ანდრეა დავინახე ავტომობილის გვერდით იდგა და ტელეფონს უყურებდა. მასთან ვიღაც შპაკლიანი მივიდა და აკოცა. ანდრიამ გაუღიმა და საუბარი გაუბა. გული ძალიან მეტკინა, გავიქეცი, ცრემლიანი თვალები მხედველობას მიბინდებდა.
ვიღაცამ ხელი ჩამავლო და მომატრიალა.
-ტასო..
-მომშორდი....
-ყველაფერს აგიხსნი...
-რა რა უნდა ამიხსნა? სიყვარულს მეფიცებოდი ახლა კი ვიღაც ნაშას კოცნი! როგორ ძლიერადაც მიყვარხარ, იმაზე მეტად შეგიძულებ, მეზიზღები!
-----
მარიამი
-მძულს მარიამ მძულს! რატომაა ასეთი ნაგავი... ტიროდა ჩემს მუხლებზე ანასტასია. არასდროს არ მენახა ასეთი, არასდროს ანახებდა ცრემლებს არავის, მათ შორის კი მეც. სიყვარულმა შეცვალა ჩემი გიჟი გოგო მაგრამ ამავდროულად აუტანელი ტკივილი მიაყენა....
მომდევნო რამდენიმე დღე, ანდრეას ზარები არ წყდებოდა, ტასო კი არ პასუხობდა. ერთმანეთს ჩახუტებული ვისხედით მდივანზე. როდესაც ჩემი ტელეფონი ამღერდა.
-დიახ
-მარიამ დემეტრე ვარ? მისი ხმის გაგონებისას სახე ბედნიერებისაგან გამებადრა. ტასოს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია, ტელეფონი გამომართვა და სპიკერზე ჩართო.
-ხო დემე.
-ნახევარ საათში გელოდები ჩვენ შუქნიშანთან, ვიგრძენი როგორ გაეღიმა და გული სითბოთი ამევსო. ტასოს ახლა მარტო ვერ დავტოვებდი.
-იცი დემე ახლს არ შემი..... აუუუ მწარე ჩქმეტამ და დის მრისხანე მზერამ შემაწყვეტინა საუბარი.
კარგი კარგი დემე მოვალ. ვუპასუხე და გავთიშე.
-გაგიჟდი გოგო ასეთ დროს მარტო დაგტოვო?!
-მე დიდი ხანია გიჟი ვარ, შენ ხარ სულელი. აეთრიე ახლა დაგამსგავსო ადამიანს, ამ კვატის პიჟამათი აპირებ წასვლას?!
-აუ ტასოო...
-შენი ხმა არ გავიგო...
--------
5 სააათით ადრე
-----------
დემეტრე
--------------
თქვენ რა გაგიჟდიათ?რას ქვია აპარატის გამორთვა, არ მაინტერესებს თქვენი აზრი, აპარატი სულ ერთი წამი რომ გათიშოთ, ჩათვალეთ რომ თქვენც მოკვდებით განრისხებული უყვიროდა დემე მთავარ ექიმს! დედის პალატაში შევიდა, მისი ხელი აიღო, ეამბორა.
-ვიცი დედა შენ გამოჯამრთელდები, კარგად, იქნები შენთან ერთად ვიბრძოლებ ამისთვის. მე მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება! უფალი არ დაგვტოვებს! სასწაულს მომივლენს, ისეთივე სასწაულს როგორიც მარიამ ჯაყელია. ბუტბუტებდა დემეტრე, შემდეგ კი თავი მშობლის ხელზე დადო და ჩაეძინა. თითქმის 2 თვეა არ უძინია, ახლა ჩაეძინა. სიზმრად დაესიზმრა როგორ ეფერებოდა დედა მას თავზე, როგორ ჩასჩურჩულებდა, გაიღვიძე შვილო.... თანდათან გამოფხიზლდა, მაგრამ დედის ხმა ისევ ესმოდა.
-დედა?!
-ხო შვილო გაიღვიძე დე!
თვალები გაახილა და მათ ვერ დაუჯერა. დედამისი გონს მოსულიყო. ისევ იმ ნაცრისფერი თვალებით უმზერდა და გაცრეცილი ტუჩებით უღიმოდა.
-აუ ტო გაიღვიძე, იმენა ჯიგარი ხარ რა, სად ხარ ამდენხანს ქალო ასეთი ძილისგუდა როდიდან გახდი, სიხარულისგან არ იცოდა რა ეთქვა. წავალ ჩვენებს გავაგებინებ!
ყველა ბედნიერი იყო, რიგრიგობით შედიოდნენ პალატაში, თამარი ანდრეამაც ინახულა. 2საათში ყველაფერი ჩაწყნარდა. ისევ დედის პალატაში შევიდა და მის გვერდით დაჯდა. ახსენდებოდა მარიამის სიტყვები, მისი ცისფერი თვალები, ლამაზი ტუჩები, რომლის დაგემოვნებაც მუდამ სურდა მაგრამ თავს იკავებდა რადგან მისი დაკარგვა არ უნდოდა. რა სიამოვნებით დააგემოვნებდა ჯაყელის ვარდისფერ ტუჩებს. ჩაიკრავლს გულში. ბაიკს სწრაფად მართავდა მისი, აკანკალებული, ცივი ხელები რომ შემოხვეოდა. შუბლზე კოცნისას სულ რომ წითლდებოდნენ იმ ლოყებს დაუკოცნიდა.
-რაზე ფიქრობ დე? ჰკითხა გაღიმებულ ვაჟიშვილს თამარმა რომელიც სადღაც შორს დაზფრინავდა და ძალიან ბედნიერი იყო.
-არაფერზე თამარჩიკ.
-კაი გოგოა დე ? კითხა ღიმილით.
-ანგელოზია! თამარ ანგელოზი!
-გიყვარს?
-სიცოცხლეზე მეტად!
-ვაიმე შვილო შენ რომ ასეთ ბედნიერ შეყვარებულს გხედავ აწი რაღა მომკლავს?! იცის?
-არა...
-მაშინ აქ რაღას უდგახარ? წადი უთხარი რომ გიყვარს, ნუ კარგავ ნურც ერთ წამს. გაუფრთხილდი. როცა სიკვდილის წინაშე დგები მხოლოდ მაშინ აცნობიერებ რა მნიშვნელოვანია თითვეული წამი. წადი სწრაფად..... გაუღიმა ოდნავ წყრომით და შვილი ოთახიდან გააგდო.
-საით ძმაო?, დერეფანში დემეს ანდრეა წამოეწია.
-ჩენი ანგელოზი უნდა ვნახო ტო, გავაგებინო როგორ მიყვარს. გაიცინა დემეტრემ.
-ვა ვა ვა წარმატებები წავედი აბა მეც იქნებ შემირიგდეს ჩემი ბუტია.
-ისე შენი გოგო უნდა გამაცნო!
-შენ კი შენი ბუტია გაეცინა დემეტრეს.
-წავედი.
-მოიცა მეც მოვდ.... სიტყვს მთავარმა ექიმმა შეაწყვეტინა.
-დემეტრე ერთი წუთით თუ შეიძლება......



№1 სტუმარი tako

მაგარია სასიამოვნო ცასაკიტხია ცოტა მალე დადე ხოლმე რა

 


№2  offline წევრი cancara

Kaia kai male dade

 


№3  offline წევრი sayvareloooo

მალე დადე რააა უმაგრესია

 


№4 სტუმარი good girl

Auu dzaan magari istoria saghol kargi xar male dade xolme ra gtxov :**

 


№5  offline წევრი anukiana008

Kaia dz male dade ra

 


№6 სტუმარი Salome

Mal-male tu dadeb merwmune, ufro bevrs daainteresebs da mkitxvelic geyoleba ;) sainterso iyoo, velodebi shemdeg tavs <3

 


№7 სტუმარი maria

kargia dzaan ogond shemdegi tavebi male dade da agar gvalodino :*

 


№8 სტუმარი alisaa

gagrdzelee raa ;)

 


№9 სტუმარი An

Am dampalii ninis gamoo wyvilebii ar daashoro ra :( magariaa axial tavs veliiiii <3

 


№10  offline წევრი ფისო

მალე დადე ძაალიან გთხოვ რა <3 და მაინტერესებს სულ რამდენი თავი იქნება და კარგი იქნება თუ ერთად დარჩებიან <3

 


№11 სტუმარი alisaa

auuu admin gaagrdzelee raa :D dzaan damainteresaaaaaa;)

 


№12  offline წევრი sayvareloooo

მალე დადე გთხოვ რა ძალიან მაინტერესებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent