შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაჩუქე სიყვარული (18)


25-10-2015, 17:59
ავტორი Dikunadiko
ნანახია 3 274

***ალექსანდრე

დილით მის გვერდით რომ გამეღვიძა სუნთქვა შემეკვრა, მინდოდა გული გამეჩერებინა რომ ამ ბაგა-ბუგისგან არ გაღვიძებოდა, გრძელი სწორი თმები ოდნავ სახეზე ჩამოყროდა, ცემს ხელზე ედო თავი და მისი ცხელი სუნთქვა ზედ მეფრქვეოდა, ისეთი მშვიდი და უცოდველი სახე ჰქონდა როგორც არავის. და არ წარმომედგინა ამ ქვეყნად ვინმე ან რამე რომელსაც ამ სიმშვიდის დარღვევა შეეძლო.. ამ არსების გულის ტკენა..
ოდნავ დავიხარე მისკენ და ლოყაზე ფრთხილად ვაკოცე, შეიშმუშნა მაგრამ სიამოვნებისგან რომ ჩაეღიმა თავს ოდნავ მეტის უფელაბ მივეცი და მის გამომწვევად ამობურცულ ტუჩებს დავეკონე.. მაგრამ სწრაფადვე მოვწყდი, რადგან მის გვერდით თავის და ვნების კონტროლი მიჭირდა, ერთდროულად მიზიდავდა მისის სხეული , მისი მოხდენილი ნაკვთები, მომწონდა მისი აზროვნება, ყველაფერი ცალ-ცალკე და ერთიანად იმდენად ლამაზი იყო მასში რომ თვითონას მას ქმნიდა, ელენეს..
ხო, ცხოვრებაში მეორედ შემეშინდა, პირველად მაშინ ნია საოპერაციოში რომ იყო 6 საათი მე კი დახუთულ კოლიდორში დავაბოტებდი, მეორედ კი ახლა.. შემეშინდა ისევ არ წაერთვათ ჩემთვის მორიგი ძვირფასი რამ რაც გამაჩნდა,პირველად რომ დავინახე იმდენად არეული და საშინელი გრძნობა მქონდა, იმდენად მომეწონა მისი გონებამიბნედილი სახე, თუმცა მის გვერდით მკვდარი ქმარი რომ დავინახე ჩემში ზიზღმა დაიბუდა, ვფიქრობდი რომ მან მოკლა, და არც ერთი მისი სიტყვა არ მიცვლიდა აზრს,მანამდე სანამ ის ქმრის დასაფლავებაზე არ მივიყვანე, თავი მინაზე მიედო, სახეზე ემოცია არ ჰქონდა თუმცა თვალებიდან ღვარ-ღვარად სდიოდა ცრემლები, მთელი არსებით უნდოდა გაეღო კარი გაქცეულიყო ჩაბღაუჭებოდა ქმრის უსულო სხეულს ბოლოჯერ ეკოცნა ,მოხვეოდა თუმცა რაღაც არაამქვეყნიური ბარიერი ხელფეხს უკრავდა ვერ ინძრეოდა, ჩემს თვალწინ თითქოს უხილავი ძალებით შებოჭილი იჯდა და თვალს ადევნებდა თუ როგორ აბარებდნენ მისი გარდაცვლილი მეუღლის სხეულს მიწას და სწორედ მაშინ გამახსენდა ის პერიოდი როდესაც მეც ელენეს ასაკისა ვიყავი და მეც ამ ასაკში მომიწია ჩემი მეორე ნახევრის დათმობა ზეცისათვის..
-დღეს სამსახურში ვარ მაგრამ სამუშაოზე მე წაგიყვან აუცილებლად დამელოდე კარგი? მისი ახლადმომზადებული ყავა დავაგემოვნე და მადლობის ნიშნად თავზე ვაკოცე
-არაა საჭირო, ალბათ ვატო მოაკითხავს ნათიას და მეც მათ გავყვები
-ელენე.. საერთოდ ჯობდა თავი დაგენებები... სიტყვა შუაზე გამაწყვეტინა
-კარგი რა ალექს, არ დაიწყო ახლიდან გთხოვ..
-იქ რომ ხარ ყოველწუთს შენზ ევფიქრობ, ვინმე ხოარ გაბრაზებს, ვინმემ ხოარ გაწყენინა.. სულ მგონია რომ საფრთხეში ხარ და ჩემი დაცვა გჭირდება..
-საფრთხეში არვარ მაგრამ შენს დაცვაზე უარს არ ვიტყოდი. თვალები საყვარლად ააფახურა და ჩემს კალთაში გადმოინაცვლა
-ოხ, ვინ ამბობდა ჩემს თავს მეც კარგად ვიცავო. გავახსენე ბარში მომხდარი ინციდენტი და გულიანად გადავიხარხარე.
მანაც ოდნავ ჩაიღიმა, თუმცა უპასუხოდ დამტოვა, მისი შემდეგი მოქმედება ყველა პასუხზე ბევრად უკეთესი იყო, თლილი თითები ჩემს ახლადამოსულ წვერზე დაასრიალა და ნაზად შემახო მისი მარწყვივით ტუჩები, ისეთი აღმაფრენა ვიგრძენი აქამდე არასდროს რომ არ მიგრძვნია, ძარღვები ერთიანად დამებერა, სისხლმა ვენებში უკუსვლა იწყო, ოფლა დანამა ჩემი ხელისგულები, ხელი წელზე მოვხვიე და სუნთქვა შეკრულმა ავიკარი ზედ მისი სიფრიფანა სხეული..
10 საათი ხდებოდა განყოფილებას რომ მივადექი.
იქ მყოფთ მივესალმე და ჩემი კაბინეტისკენ გავწიე, როგორც ყოველთვის პირადი საქმეებით სავსე საქაღალდეებს ჩემი მაგიდა სულ დაეფარათ, ყველა თავის ადგილას გადავწყვე და სავარძელში ჩავეშვი, ფიქრებით და გონებით ისევ ელენესკენ ვიყავი, ისევ მის წვრილ წელზე ვასრიალებდი ხელებს და ხელისგულებით ვგრძნობდი სიამოვნებისგან დაყრილ ხორკელებს, ისევ მონოტონურად მიკოცნიდა ტუჩებს, ჯერ ზედას მერე ქვედა, მერე ისევ ზედას და ასე..
"ქალი კი არა ღვთაება ხარ, გამაგიჟე გაგუას ასულო"
-სიყვარულმა იმდენად დაგაკარგვინა ჭკუა ამდენიხანია გიკაკუნებ და არ გესმის.
ფიქრებიდან ირაკლის სიცილნარევმა ხმამაღალმა შეძახილმა გამომიყვანა. საპასუხოდ ძმაკაცს მივესალმე და ხელით მოპირდაპირე სავარძლისკენ ვუბიძგე
-ახალი არის რამე? თვალებით მივანიშნე თუ ვისზე ვლაპარაკობდი
-ჯერ კიდევ პირად ბიოგრაფიაზე ვარ მაგრამ კიდევ რაღაცეების გაკეთება მოვახერხე რაც ძალიან წაგვადგება. აი შეხედე- საქაღალდედან რამოდენიმე დისკი ამოიღო
-ეს რა არის?
-ელენეს და გუგას კორპუსის ჩანაწერები რათქმაუნდ აგანადგურებული იყო თუ გახსოვს მაგ ღამის ჩანაწერები ვერ ვიპოვეთ მკვლელობა რომ მოხდა
-ხო მერე?
-ეს მის მოპირდაპირე სუპერმარკეტის ვიდეოკამერის ჩანაწერებია, ორი კამერა აყენია, ერთი ქუჩის სათვალთვალო, მეორე სუპერმარკეტისათვის.ყველა ჩანაწერი ამოვქექე, მტელი ღამე ამათ ვეჯექი. -ლეპტოპი აიღო და დისკი მოათავსა შიგ, ეკრანზე შავთეთრად გამოსახული კადრები წავიდა.
-აი ააქ გააჩერე. მაუსის ღილაკს თითი მიაჭირა და თითებით ეკრანის ბოლო მხარეს მიმითითა.
-ნახე, რადგან სუპერმარკეტი გზის იქითაა, კარგად არ ჩანს მაგრამ კარაგად რომ დააკვირდე,(თითს კდიეში ათამაშებდა და წვერით სილუეტებს ხაზავდა)გამთენიისას 4 საათზე მანქანა ჩერდება. შეხედე ორ კაცს რაღაც დიდი პაკეტი მიაქვთ, და სავარუდოდ პაკეტში გუგაა გახვეული. მართლაც მისი მოხაზული რეალობას წააგავდა . იმ ორ კას უკან კიდევ ორი მოსდევდა , ერთ ერთ მათგანს ხელში ელენე ჰყავდა აყვანილი, მეორე ალბათ დაზვერვისთვის.
-შეხედე , 5 წუთიც არ გადის ბრუნდებიან და მიდიან. დანარჩრენი შენც იცი, დილით ჩვენ ვპოულობთ მათ.
მართლაც რომ ირაკლის მონახაზები ზუსტი იყო, აქამდე რადგან ვარაუდი იყო რომ მკვლელობა სახლში მოხდა ქუჩის ვიდეოკამერები არ შემოწმებულა,თავში იმედის ნაპერწკალმა გამიელვა , რომ შევძლებდი საბოლოოდ ბოლო მომეღო იმ ადამიანისთვის ვინც ჩემს საყვარელ ქალს ცხოვრება აურია.
კიდევ დიდხანს ვიჯექით მე და ირაკლი კაბინეტში და გაგუას საქმეს ჩავყურებდით, დროც სწრაფად გაფრინდა, 6 ხდებოდა, ელენემ რომ მომწერა მივსულიყავი მასთან, 20 წუთში სადარბაზოსთან ვიდექი და ველოდი, მოტკეცილი კრემისფერი ქვედაბოლო ეცვა, ზევიდან თეთრი მოტკეცილი მაიკა რომელიც მის მკერდის ფორმას ელეგანტურად გამოკვეთავდა, მუხლებამდე შეხსნილი ღია ნაცრისფერი მანთო .. ანეგლოზი იყო, ანგელოზად მოვლენილი ცოდვილ მიწაზე.

***
საწოლზე მოხერხებულად გადაეწვინა და ხარბად უკოცნიდა ვნებისგან აკვნესებულ ქალს მოღეღილ გულ-მკერდს, სიფრიფანა ტანს მის ძლიერ თითებს უსმევდა და ეგონა რომ მთელი მსოფლიოს ძალაუფლება მის ხელში იყო, იმდენად ძლიერად გრძნობა ვატო ნათიას გვერდით თავს, ეგონა ვერასდროს ვერავინ დაამარცხებდა, სულ რამოდენიმე თვის გაცნობილი ყავდა თუმცა ასეთი შთაბეჭდილება მასზე არავის მოეხდინა, ბევრს ქონდა ქერად გადაღებილი თმები, კურნოსა ცხვირი და ლამაზი ცისფერი თვალები,მაგრა ისეთი არავინ იყო როგორც ნათია, ერთდროულად იუმორის და სილამაზით დაჯილდოებული,ვატოს ხშირად ჰქონდა კრახი სასიყვარულო ურთიერთობებში, მიუხედავად იმისა რომ მაღალი სიმპათიური ქერა მამაკაცი იყო კარგი აღნაგობით და უკეთესი გარეგნობით მაინც ვერ უწყობდა ვერავის ხასიათს, არც-ერთ ქალთან 2 თვეზე მეტხანს არ გაჩერებულა, და პირველრიგში ამიტომ იყო ნათია გამონაკლისი, 6 თვე იყო რაც ერთად იყვნენ და ჯერ არცერთხელ არ ჰქონდათ ნაჩხუბარი, ნათია საშინლად ეჭვიანი იყო მაგრამ ვატოს არასდროს მიუცია საბაბი რომ ეეჭვიანა საყვარელ ქალს, იცოდა როგორ უნდა მოფრთხილებოდა ნათიას ნერვებს და კარგადაც გამოსდიოდა, საერთო ენა ადვილად გამონახეს, პირველი დღიდანვე იპოვეს მსგავსებები ხასიათში,არასდროს არაფერს არ უმალავდნენ ერთმანეთს, ამიტომ გიჟდებოდნენ ერთმანეთზე ასე გაგიჟებით...
-გახსოვს ჩვენი პირველი ღამე..? ერთმანეთზე მისვენებულნი ერთმანეთის გულის ფანცქალს უსმენდნენ.
-კი როგორ არა. გაეღიმა ნათიას და 4 თვის უკან მომხდარი გაიხსენა.. თან თითებით რვიანებს ხაზავდა მამაკაცის დაკუნთულ სხეულზე.
-როგორ თრთოდი... სიამოვნება მოჰგვარა ვატოს იმ ღამის გახსენებამ
-ხოო, მიუხედავად იმისა რომ პირველი არ იყო, მაინც ძალიან მეშინოდა
-ნათი, შენი ქმარი რომ ჩამოვიდეს.. რას იზავ? ბოლო სიტყვები გაწელით თქვა და თითები ქალის სლიპინა თმებში ახლართა..
-ჩვენს შორის ყველაფერი კარგახანია რაც დამთავრდა.. საშინელი სიჩუმე ჩამოწვა, არც ერთი არ ამბობდა არაფერს, რადგან ორივესთვის ერთნაირად უსიამოვნო თემა იყო.
-ვხვდები რაც გაწუხებს, მაგრამ ძალიან კარგად იცი რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ და არასდროს, გესმის? არასდროს არ დაგთმობ.. ფრთხილად წამოიწია ქალი და მოშიშვლებულ სხეულზე თეთრი ზეწარი აიფარა. მის სიტყვებზე ვატოს სითბო ჩაეღვარა გულში და სასიამოვნოდ ჩაეღიმა.. ქალი ფრთხიილად გადაიწია და მამაკაცის ტუჩებს ეამბორა, იმდენად სიამოვნება მისი თითოეული სეხება და საერთოდ ორივენი დნებოდნენ ერთმანეთთან ყოფნით, არცერთი არასდროს დათმობდნენ ერთმანეთს.. მათი სიყვარული მარადიულს ჰგავდა და ვერც ნათიას ქმარი და ვერც ვერავინ ხელს ვერ შეუშლიდა მათ ბედნიერებას ხელს..
***
საღამოს როგორც ყოველთვის ნონამ დახვეწილი სუფრა გააწყო, მზა კერძები რომლებსაც მადისაღმძვრელი სუნი ასდიოდათ მაგიდის შუაგულში მოათავსა, თვითონაც გალამაზდა და საყვარელი მამაკაცის მოსვლას დაელოდა, ცოტახანში კარების ჭრაჭუნის ხმაზე წამოხტა და ჰოლისკენ წავიდა. ირაკლიმ ფეხზე გაიხადა, ფეხები თბილ ჩუსტებში გაჰყო, პორტფელი და კოსტიუმი იქვე დადო და საყვარელი ქალისკენ გაემართა ხელგაშლილი
-ჩემო ვარდის კოკორო. გულში ცაიკრა და აწითლებული ლოყები დაუკოცნა, მერე ცხვირით კარგად სეისუნთქა სახლის სურნელი და თვალების თამაშით შეხედა ნონას
-მმ, რა მოამზადა ჩემმა დიასახლისმა ქმარუკასთვის? სიცილით უთხრა და ცხვირზე თითი დაჰკრა, ნონა უხმოდ მიეხუტა გულზე, თითის წვერებზე წამოიწია, ქვედა ტუჩს ეამბორა და სიტყვის უთქმელად გაიყვანა სამზარეულოში..
-უნიჭიერესი მყავხარ ხომ იცი. მარცხენა ხელი დაუკოცნა და ჭამა განაგრძო, თან სიამოვნების ხმებს გამოსცემდა რაზეც ნონას სიხარულს ხედავდა.. საღამომ მშვიდად ჩაიარა, ის ის იყო ქალი ადგა რომ აელაგებინა მაგიდა როდესაც წელზე მოხვეული მხურვალე ხელი იგრძნო და წამებში ირაკლის მკლავებში აღმოჩნდა, იმდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთთა, რომ სუნთქვა ერთმანეთის სახეებზე ეფრქვეოდათ, გული გამალებით უძგერდათ, უცაბედათ რასაც ყველაზე მეტად არ მოელოდა ნონა ირაკლიმ ხელი ჯიბისკენ წაიღო და პატარა ლურჯი კოლოფი ამოაძვრინა, მერე ნონას წინ ჩაიმუხლა და კოლოი გახსა
-თანახმა ხარ გახდე ჩემი ცოლი? გაიჟღერა მამაკცის ხავერდოვანმა ხმამ, ნონამ თითქოს წამით ყურთასმენა დაკარგა მაგრამ გონს რომ მოვიდა და ირაკლი ისევ ისე დაინახა სიხარულისგან ცას ეწვია ..


ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისათვის, იმედია თავს შემიფასებთ, ძალიან მიყვარხართ ყველა



№1  offline წევრი tamari123

kargii iyoo madloobaaa dzviirfasooo :-*

 


№2  offline წევრი Dikunadiko

tamari123
kargii iyoo madloobaaa dzviirfasooo :-*


მადლობა თქვენ რომ კითხულობთ <3

 


№3 სტუმარი მიკა

kargi iyo imedia male dadeb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent