მანდ არა, თვალებში მიყურე (სრულად)
ყველაზე უინტერესო ცხოვრება მაქვს. არ ვაზვიადებ ეს ასეა. 22 წლის ვარ არ მყავს არც მეგობარი და არც შეყვარებული, მშობლებიც ორი წელია ამერიკაში არიან და მარტო კომპიუტერში ვხედავ. მხოლოდ ჩემი უფროსი ძმა მაძლებინებს ამ ქვეყნად. შეყვარებულის არ არსებობა ჩემი ბრალია. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ კარგი გარეგნობა მაქვს და თაყვანისმცემლების, რაოდენობასაც არ ვუჩივი, მე თვითონ არავინ არ მომწონს, რადგან ვეძებ რაღაც სასწაულებრივ, რაღაც ჯადოსნურ გრძნობას, რომელიც არ აპირებს ჩემთან მოსვლას. მეგობარს რაც შეეხება აქ რთულადაა საქმე, ერთი საუკეთესო დაქალი მყავდა, ყველაფერს მერჩვნა და მის გარდა არც არავისთან ვმეგობრობდი, მაგრამ მიღალატა. ერთ ბიჭთან, რომელსაც მოვწონდი ჩემზე საშინელებები თქვა. თავიდან ვერ მივხვდი ეს რატომ გააკეთა, მაგრამ როცა მას გაყვა ცოლად ყველაფერი ნათელი გახდა. მას შემდეგ სამი წელია ვეღარავის ვენდობი და მგელივით მარტო დავიარები სახლიდან სამსახურში და პირიქით. ახლაც სამსახურიდან ვბრუნდებოდი და ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობდი. ვერ შევამჩნიე, როგორ გადავედი გზაზე, როგორ დამეჯახა სწრაფად მომავალი მანქანა და როგორ დავენარცხე ასფალტზე. თვალები რომ გავახილე მივხვდი საავადმყოფოში ვიყავი. წამოდგომა ვცადე, მაგრამ ყველაფერი მეტკინა საშინელი ხმით დავიკვნესე და ისევ დავუბრუნდი ძველებულ პოზიციას. -გაიღვიძე? უცნობმა ხმამ ადგილზე გამყინა. ოთახიში მიმოვიხდე და მხოლოდ ახლა შევნიშნე ჩემ წინ მდგარი მამაკაცი, რომელსაც ძალიან ნაცნობი სახე ჰქონდა. -თქვენ ვინ ხართ? ვკითხე და ჩემი ხმა თვითონ ვერ ვიცანი -მე შემივარდით მანქანაში და კინაღამ ორივეს ცხოვრება დაანგრიეთ მითხრა უცნობმა ნაცნობმა, საშინელად მკაცრი ხმით. მინდოდა მეთქვა ეს თქვენ დამეჯახეთთქო, მაგრამ ვიცოდი დამნაშავე ვიყავი და ბოდიშის მოხდა ვარჩია -მაპატიეთ, უბრალოდ ცუდად ვიყავი და ვერ შეგნიშნეთ ეს ვუთხარი და ხელის საბნის წვალება დავიწყე -არაუშავს მთავარია საშიში არაფერი გჭირთ, ცოტა დაჟეჟილობები გაქვთ, მაგრამ დღესვე გაგწერენ. მისი სიტყვები არც კი გამიგია, ვუყურებდი და ვფიქრობდი საიდან მეცნობოდა. ისეთი გამორჩეული გარეგნობა ჰქონდა, არამგონია დამვიწყებოდა, მაგრამ რატომ ვერ ვიხსენებდი? რაღაც არაამქვეყბიური მწვანე თვალები ისე მწვავდა, რომ ჩემი ტკივილები საერთოდ აღარ მახსოვდა. -საიდანღაც მეცნობი -რომ მომყავდი გზაში გამოფხიზლდი და ალბად იქიდან -ხო შეიძლება და როდის გამწერენ არ უთქვიათ? -ხომ გითხარი დღესვე გაგწერენ მითხრა და გაიღიმა, ცოტა გავბრადი -მადლობა ყველაფრისთვის შეგიძლიათ წახვიდეთ -ექიმს დაველოდოთ შეგამოწმებთ და მე მიგიყვანთ სახლში -არ არის საჭირო დავრეკავ და წამიყვანენ მობილური ავიღე და ჩემ ძმას დავურეკე -სანდრო აუუ ეხლა რაღაცას გეტყვი და არ ანერვიულდე. კარგად ვარ, უბრალო ავარიაში მოვყევი და საავადმყოფოში ვარ, უკვე გამწერენ და წამიყვანე. ერთი საათი მომიწია ჩემი ძმის წყნარება, რომ მოვჩი საუბარს დავინახე უცნობი თვალმოუშორებლად მიყურებდა და წასვლას არ აპირებდა -არ მიდიხართ არ მინდოდა უხეშად გამომსვლოდა, მაგრამ მართლა არ შემეძლო მასთან ერთ ოთახში მარტო ყოფნა. მეგონა, რომ მისი თვალები დამახრჩობდნენ, დამწვავდნენ, მოკლედ მეშინოდა მისი. -დაველოდები სანამ მოგაკითხავენ და მერე წავალ მითხრა და სავალრძელში ჩაჯდა. აღარაფერი ვუპასუხე, ექიმს და ჩემ ძმას დაველოდე. ისევ საშინელმა ტკივილმა მომიარა და სახე დავმანჭე -ძალიან გტკივა? ისე შემაკრთო მისმა ხმამ შევხტი ამაზე უფრო მეტკინა ყველაფერი და მიკნავლებული ხმით ვუპასუხე -ხო ცოტა -გინდა გამაყუჩებელს დავამატებინებ? -არა იყოს მეტი აღარაფერი უკითხავს, მალე ექიმი შემოვიდა, რაღაცეები მკითხა ხელი საბუთებზე მომაწერინა და გავიდა ცოტა ხანში შეშინებული სანდრო შემოვარდა, მომვარდა, ჩემი თავი ხელებში მოიქცია და საცოდავი ხმით მსაყვედურობდა -ჩემო პატარა, ჩემო სულელო რამე რომ დაგმართნოდა რა მეშველებოდა? ხომ იცი რომ შენ გარდა არავინ მყავს -კაი რა სანდრო კარგად ვარ -ისე ვინევიულე სანამ მოვედი ლამის მეც ავარიაში მოვყევი, ხომ იცი როგორ მიყვარხარ? -ვიცი სან და მეც სიგიჟემდე მიყვარხარ ეს რომ ვუთხარი კარების გაბრახუნების ხმა გავიგონე, მერეღა გამახსენდა უცნობი რომელიც წასულიყო -ვინმე იყო? მკითხა სანდრომ -აქ ვინც მომიყვანა ის იყო შენ გიცდიდა და წავიდა მალე გამწერეს,თანხა უცნობს გადუხდია, სახელი ვიკითხე მაგრამ არ იცოდნენ. მთელი გზა სახლამდე მის მწვანე თვალებს ვიხსენებდი, არც სახლში დაუტოვებივარ მასზე ფიქრებს. ვიწექი, ჩემს ოთახში და ამდენი წლის შემდეგ არა მარტოობაზე, არამედ უცნობზე ვფიქრობბდი. მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ მოვახერხე სამსახურში დაბრუნება დიდ კომპანიაში ვმუშაობ ადვოკატად. ჩემს იქ არყოფნაში ბევრი საინტერესო რამ მოხდარა მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რომ ჩემი ოთახიდან უფრო დიდ ოთახში გადავუყვანივარ, რომელიც ფირმის ახალ თანამშრომელთან უნდა გამეყო. ისე მაინტერესებდა ვინ იქნებოდა ახალი თანამშრომელი და როგორ გავუგებდი რომ მთელი დღე კაებს ვუყურებდი, მაგრამ არ მოვიდა. მერე გავიგე, რომ ჩემი ახალი, დირექტორის შვილი ყოფილა რომელსაც მხოლოდ მამის თხოვნით დაუწყია მუშაობა და არამგონია ხშირად ევლო. ექვსი საათი იყო საქმეები, რომ დავასრულე და წამოვედი. მანქანა ორი კვირის წინ ჩემმა ძმამ დამიმტვრია, ამიტომ ახლის ყიდვამდე ფეხით მიწევდა სიარული. კომპანიიდან, რომ გამოვედი დავინახე მანქანიდან ნაცნობი სილუეტი გადმოვიდა. გული ამიჩქარდა ფეხები ამიკანკალდა და ერთ ადგილას გავიყინე ვუყურებდი ნაცნობ უცნობს და დავინახე ჩემკენ წამოვიდა -ისევ შევხვდით ერთმანეთს მითხრა და ჩემი სხეულისკენ გააპარა მზერა. რა უტაქტოა -ხო ისევ შევხვდით უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე -კიდევ გაწუხებს ტკივილები? უკვე შენობით მიმართვაზე გადავიდა და ისევ არ მაშორებდა თვალს -არა აღარ მტკივა უკვე მეშლებოდა მის უტიფარ მზერზე ნერვები და რაც შემეძლო უხეშად ვპასუხობდი, ტაქსიც რომ ჩემ ბედად არ ჩანდა -შეყვარებულს უცდი? -უკაცრავად? ეს უკვე ზედმეტი და ცოტაც და ყვირილზე გადავიდოდი -რა იყო გკითხე ირონიული ხმით მკითხა და გაიცინა ტაქსს აღარ დაველოდე და წამოვედი. ისეთი განერვიულებული ვიყავი რომ სახლში ყველაფერი ხელიდან მივარდებოდა. არ ვიცი რატომ დამემართა ესე თითქოს იმედები გამიცრუვდა და მწვანე თვალები რაღაც ირონიულმა, უტიფარმა არსებამ შემიცვალა. მეორე დღეს ჩემს კაბინეტში რომ შევედი კინნაღამ მოვკვდი ღმერთო ამას აქ რა უნდა გავიფიქრე, მერე მივხვდი რომ ეს იყო ახალი თანამშრომელი და უკვე გონებაში განცხადებას ვწერდი წასასვლელად. რომ დამინახა შევატყვე არ გაკვირვებია თუმცა თვალს არ მაშორებდა -შენ? -ხო შენი ახალი თანამშრომელი ვარ ისევ ირონია და ისევ გაღიმება. ჩემი სახელი გაუგია. არაფერი არ ვუპასუხე და ჩემ მაგიდასთან დავჯექი, მინდოდა არ შემემშნია მისი აქ ყოფნა მაგრამ ჩემ პირდაპირ იჯდა და ჯიქურად მიყურებდა. ერთი გავიფიქრე რამე ხომ არ მჭირსთქო და სხეულზე დავიხედე შევნიშნე რომ პერანგის ღილი მქონდა შეხსნილი და შევიკარი. გავიგე როგორ ჩაიცინა მაგრამ არ შევიმცნიე. როგორ მინდოდა გამქრალიყო. ცოტა ხანში სანდრომ დამირეკა. -სოფი სად ხარ? -სამსახურში. მოხდა რამე? -არა დღეს ნიკა ჩამოვიდა და იქ მივდივარ? -გვიან მოხვალ? -შეიძლება არც მოვიდე. -აუუ. კაი ხო -აბა კარგად მიყვარხარ -მეც. ვუთხარი და ისევ დამეუფლა უსიამოვნო შეგრძნება რომელსაც ჩემი თანამშრომლის მკვლელი თვალები იწვევდა. ასე დაძაბული ვიყავი მთელი კვირის მანძილზე. მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ მის თვალებს ვამჩნევდი და უკვე სხვა აღარაფერზე შემეძლო ფიქრი. დილით ადრე მივედი, მაგრამ მაინც მოესწრო მისვლა. -შენთვის კარგი ამბავი მაქვს მითხრა ღიმილით. -რა ამბავი? -ერთად უნდა გავაკეთოთ პროექტი. სახეზე ფერი დავკარგე ღმერთო რა დავაშავე? -რაა? -ხო რაიყო ვიცოდი რომ გაგიხარდებოდა ისევ ირონიულად გამიღიმა. -რა პროექტი. -აიი აქ არის და გაეცანი, მითხრა და ჩემ გვერდით დაჯდა ისე ახლოს იყო რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი და ვეღარაფრის წაკითხვას ვახერხებდი. -ჩაიწიე. -რატომ გაბნევ? -უფრო მაწუხებ ვუთხარი და დავინახე როგორ შეეცვალა სახე მაგრამ მაინც ისევ ისე უტიფრად უყურებდა ხან ჩემ გრძელ და შიშველ ფეხებს რომელსაც მუხლ ზევით კაბა ვერ შველიდა და ხან მკერდს. მართლა ვკარგავდი მოთმინებას მაგრამ არ მინდოდა უფრო დამეძაბა ურთიერთობა. -მისმინე. -გისმენ მითხრა, მაგრამ არ ამოუხედავს ჩემთვის. -მანდ არა -რა? -მანდ არა თვალებში მიყურე. ცოტა გაუკვირდა ჩემი ნათქვამი გაიცინა და შემომხედა. იმ წუთას ვინატრე რომ საერთოდ არ ამომეღო ხმა და მას არ შემოეხედა მგონი პირველად შეხვდნენ ჩვენი თვალები ერთმანეთს და ჩემი მოკვლა განიზრახეს. -თვალებიც ლამაზი გქონია მითხრა და დაუბრუნდა თავის ადგილს. თვალებიც თვალები მაქვს ლამაზი თუ მაქვს გავბრაზდი მაგრამ საბუთების კითხვა განვაგრძე. იმდენი ხანი მოვუნდით საბუთების შედგენას რომ ცხრა საათამდე თავი არ აგვიწევია. მერე სანდროს დავურეკდ. -სანნ ბევრი საქმე მქონდა დაგამომიარე ღამეა უკვე. -კაიი ნახევარ საათში მანდ ვიქნები -ნახევარში? -მეტი ადრე ვერ მოვალ რა. -კაი ხო დაგელოდები. საუბარი რომ დავამთავრე ისევ დავინახე, როგორი გაბრაზებული და ძარღვებ დაბერილი მიყურებდა გამიკვირდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. სანამ სანდროს ველოდებოდი ყავის დალევა გადავწყვიტე. -ყავა უნდა დავლიო და შენც დალევ? -თუ არ შეწუხდები ოჰო შეძლებია თავაზიანობაც ყავა მივუტანე და გამობრუნებას ვაპირებდი რომ ხელი დამიჭირე. -რას აკეთებ? -იმას რაც ორივეს გვინდა მითხრა და ტუჩებზე დამაცხრა ისე მომთხოვნად მკოცნიდა და ისე მომწონდა რომ მეც ავყევი უკვე არ შემეძლო გაჩერება. არ მეგონა პირველი კოცნა ასეთი თუ იქნებოდა მაგრამ სხვანაირს არც ვინატრებდი. ისეთი ვნებიანი იყო რომ ცოტაც და ხელებში ჩავადნებოდი, მაგრამ მომშორდა თვითკმაყოფილმა ჩაიღიმა და მითხრა. -გვეყოს თორემ შენ შეყვარებულთან ჩხუბი არ მინდა. -ვისთან? -რა იყო დაივიწყე უკვე სანდრო? ისე გაწელა სანდრო რომ სხვა დროს ალბად ბევრს ვიცინებდი ახლა კი სისხლი ამიდუღდა. -სანდრო არ არის ჩემი შეყვარებული. -ქმარი რომ არ გყავს ვიცი და საყვარელია? ისევ ნაგლურად გაიცინა ვეღარ მოვუთმინე ლოყაში გავარტყი და კარებისკენ გავექანე ის კი წინ გადამიდგა. -მეორედ რომ იგივე გააკეთო არ ვიცი რას ვიზავ. -გამიშვი უკვე ცრემლები მაწვებოდა. -ნუ ღელავ ეს ეხლა გითხარი უარი თორემ სხვა დროს ბოლომდე მივიყვან საქმეს ისევ უნდა გამერტყა მაგრამ ხელი დამიჭირა. -ნა ბიჭვარი ხარ. -როგორ მიბედავ? -და შენ როგორ მიბედავ? თბითონ მაკოცე და ეხლა ბ ოზი გამოგყავარ? -ქალი, რომელსაც შეყვარებული ჰყავს და სხვას ასე ვნებიანად კოცნის ჩემი გაგებით ა. -მართლაც ყველაფრის ღირსი ვარ შენ რომ გაკოცე. ეხლავე გამიშვებ და ჩემი ფეხი არ იქნება აქ. გაიწია და მეც კარები გავაღე მერე მოვტრიალდი თვალებში შევხედე და ვუთხარი -ცნობისთვის სანდრო ჩემი ძმაა. არ დავლოდებივარ მის რეაქციას ისე წამოვედი. ერთი თვე გავიდა რაც სამსახურიდან წამოვედი. ისევ ისეთი ცარიელი იყო ჩემი ცხოვრება იმ განახვავებით, რომ ყოველ ღამე ნაცნობ უცნობზე ვფიქრობდი. ბექა მესხი, წამოსვლის მერე გავიგე მისი სახელი, ჩემი ღამის კოშმარი გახდა რომელიც წამით არ მაძლევდა მოსვენებას. როგორ მინდოდა მაგრამ არ შემეძლო მისი თვალების, მისი ღიმილის, მაგრამ რაც მთავარია მისი ცინიზმის დავიწყება. ეს ბოლო კი მართლა შემიწირავდა. ერთ ღამეს ფანჯრის რაფაზე ვიჯექი და ისევ ბექაზე ვფიქფობდი თუ რა იქნებოდა თავიდანვე რომ ცოდნოდა სანდროს ვინაობა, მაგრამ მალევე ამეშალა საკუთარ სულელურ ფიქრებზე ნერვები. ამ დროს ტელეფონზე მესიჯი მომივიდა პირველი საათი იყო და თან უცხო ნომერიგამიკვირდა გავხსენი და საკმაოდ დიდი ტექსტი დამხვდა. " ვიცი ბოდიშის მოხდას აზრი არ აქვს, ჩემთვის ვინმეს ისეთი შეურაწყოფა რომ მოეყენებინა რაც მე მოგაყენე არ ვაპატიებდი, მაგრამ იმედი მაქვს რომ ჩემზე ჭკვიანი და გამგები ხარ. არ ვიცი რა დამემართა არასდროს არც ერთი ქალითვის მსგავსი რამ არ მითქვამს, მაგრამ შენზე საშინლად გავბრაზდი მეგონა ვიღაც კაცთან ერთად ცხოვრობდი და თან მეც მკოცნიდი. არ ვიცი რატომ დამემართა ესე, მაგრამ თავიდანვე როგორც კი დაგინახე როგორც კი ხელში აგიყვანე და საავადმყოფოში მოგიყვანე ჩემი აღგიქვი მერე კი მომიწია შეგუება რომ სხვისი ხარ. ყველა ჩემი სიტყვა ეჭვიანობით იყო გამოწვეული. პატიებას არ გთხოვ უბრალოდ შანსი მომეცი თავიდან დავიწყოთ ყველაფერი. უნდა მიმეწერა რომ არ შემეძლო პატიება ტექსტიც ავკრიფე მაგრამ სანამ გავგზავნიდი რატომღაც ფანჯრიდან გავიხედე. მეორე სართულძე ვცხოვრობდი და კარგად დავინახე ჩემ კორპუსთან მდგარი ბექა. აი მაშინ მივხვდი რომ რომ გამეშვა მოვკვდებოდი. რომ გამეშვა ისევ ცარიელი გახდებოდა ჩემი ცხოვერება და მე ეს არც შემეძლო და არც მინდოდა. დამინახა რომ დავინახე და გამიღიმა ეს არ იყო არც ის ირონიული არც ის ცინიკური სიცილი რომელიც მას სჩვეოდა. ეს იყო გულიდან მთელი სხეულიდა წამოსული სითბო. ვერაფერს ვერ ვწერდი, მერე დავინახე როგორ აკრიფა ტექსტი და მომწერა. "ვიცი რომ გიჭირს რამის თქნა ვიცი რომ გეშინია ჩემი ნდობა მაგრამ შენ გულს მოუსმინე.'' "ჩემმა გულმა მითხრა, რომ გაუშვა მოგკლავო, მაგრამ ტვინმა ყველაზე დებილიხარ ეს რომ მიწერეო" მივწერე და დავინახე ისევ როგორ გაიღიმა და ახლა უკვე ბედნიერი სახით შემომხედა. "ვიცი ადრეა მაგრამ რაც შენ გაგიცანი მხოლოდ ეს სიტყვა მიტრიალებს თავში. მიყვარხარ" ''ვიცი გვიანია მაგრამ ჩამოვალ დამიცადე" თხელ პერანგზე თხელი ხალათი შემოვიცვი და კიბეზე ჩავირბინე. ვერ გავბედე ჩახუტება მაგრამ ის წამოვიდა და მთელი ძალით ჩამეხუტა.როგორი ლამაზი ხარ მითხრა და ისსვ ჩემი სხეულისკან გაექცა თვალი. -მანდ არა თვალებში მიყურე. ვუთხარი და ორივემ გავივინეთ -თვალებში რომ გიყურებ ვიკარგები -ხოდა დაიკარგე თითისწვერებზე ავიწიე და მოწყვეტით ვაკოცე ცოტა ხანი კიდევ გავჩერდი, მერე სახლში დავბრუნდი. რა თქმა უნდა იმ ღამეს კოშმარები აღარ დამსიზმრებია და ჩემი მარტოობაც სადღაც შორს გაქრა. დილით ტელეფონზე ბექასგან შეტყობინება მომივიდა. "მომენატრე" "მეც" მივწერე და სულელივით გავიღიმე. "მალე წახვალ სამსახურში?" "ხო უკვე გავდივარ" მეტი აღარ მოუწერია და მეც გავედი სახლიდან. სადარბაზოდან რომ გავედი დავინახე მანქანას მიყრდნობილი ბექა. -დღეიდან შენი მძღოლი ვიქნები ჩემსკენ წამოიწია ჩამეხუტა და ნაზად მაკოცა. ხმა არ ამომიღია ისე ჩავჯექი მის მანქანაში. ასე უცვლელ სტადიაზე იყო ჩვენი ურთიერთობა ერთი თვე. ჩემი დღე ბექას მესიჯებით იწყებოდა და მისითვე მთავრდებოდა. იყო ერთად სიარული იყო საათობით ლაპარაკი. უსაზღვრო ალერსი და კიდევ უფრო უსაზღვრო ბედნიერება ორივეს თვალებში. ერთ დღესაც სამსახურში ორივე საბუთებში ვიყავით ჩამძვრალი როდესაც ჩვენ ოთახში საბა შემოვიდა( ის საბა მე რომ მოვწონდი და მერე ჩემი დაქალი მოიყვანა ცოლად) მის დანახვაზე ფერი დამეკარგა -საბა?? აქ რა გინდა? -სოფი შენთან საქმე მაქვს -სამაგიეროდ მე არ მაქვს სურვილი არც შენ და არც შენ ცოლს დაგელაპარაკოთ ახლა კი წადი. -სოფი ჩვენ დავშორდით. გავიგე ყველაფერი მან მოაწყო ცოლად რომ მომეყვანა, ახლა სიმართლე ვიცი დავილაპარაკოთ. -მაგით არაფერი შეიცვლება წადი. ეს რომ ვუთხარი საბა ჩემსკენ წამოვიდა რაღაცის თქმა კიდევ უნდოდა მაგრამ ბექა წინ გადაუდგა. -სოფიმ მგონი გასაგებად გითხრა რომ უნდა წახვიდე. მეორედ მოსული რომ გნახე არ ვიცი რას გიზავ. -შენ ვერაფერს დამიშლი ეს თქვა და კარები გაიჯახუნა. ბექას რომ შევხედე შემეშინდა ესეთი გაბრაზებული ჯერ არ მენახა. -ვინ იყო და შენგან რა უნდოდა? -არ ვიცი ადრე მოვწონდი მერე ჩემმა ვითომ დაქალმა ჩენზე საშინელებები უთხრა საწოლში ჩაუხტა და ერთ კვირაში ცოლად გაჰყვა. ეხლა რა უნდა არ ვიცი. -ახლოს თუ გაგეკარა მაშინვე დამირეკე. -კაი. კვირა იყო სამსახურში არ მივდიოდი და მაღაზიაში ჩავედი პროდუქტების საყიდლად. დღეს ჩემი ძმისთვის ბექა უნდა გამეცნო. ვიცოდი მოეწონებოდათ ერთმანეთი მაგრამ მაინც ვღელავდი. კიბეზე რომ ჩავედი საბა დავინახე უკან გაბრუნება ვცადე მაგრამ ხელი დამიჭირა. -იმ დღეს საუბარი არ დაგვასრულებინეს. -ხოდა არც დღეს დაგასრულებინებენ გაისმა ჩემთვის ყველაზე სანატრლი ხმა და ბექაც დავინახე. -მე გაგაფრთხილე სოფისთან აღარ მოსულიყავი -და შენ ვინ ხარ რომ რამე დამიშალო? სადაც მინდა და როცა მინდა მაშინ ვნახავ სოფის. -შენთან ლაპარაკი არ გამოვა ესღა უთხრა ბექამ და ისე დაარტყა რომ საბა წაიქცა. -გთხოვ ბექა შეეშვი. ისე შემეშინდა ცოტაც და ტირილს დავიწყებდი. -გაგიმართლა რომ სოფი აქ არის თორემ ერთი დარტყმა არ გეყოფოდა შემოტრიალდა ბექა და მე ჩამეხუტა კიბეზე უნდა ავსულიყავით რომ დავინახე საბა წამოდგა გამოექანა და ბექას მუცელში დანა გაუყარა. -სამაგიეროდ შენ არ გაგიმართლა თქვა და გაიქცა. ბექა ჩაიკეცა მაიკა სულ გაუსისხლიანდა ღმერთო თუ არ მოვკვდებოდი არ მეგონა. ბექას თავი ჩემ კალთაში ჩავადებინე და სანდროს დავურეკე ჩამოსულიყო. მანქანაში ჩავაწვინეთ და საავადმყოფოში წავიყვანეთ მთელი გზა რაღაცის თქმას სცდილობდა, მაგრამ ვერ ლაპარაკობდა. მხოლოდ თვალებს ერთი წამითაც არ მაშორებდა. -ჩემო ერთადერთო, ჩემო მწვანეთვალება გთხოვ იცოცხლე, ჩემთვის იცოცხლე, ჩვენი მომავლითვის იცოცხლე. გთხოვ არ დამტოვოო. იცოდე მეც მოვკვდები. მთელი გზა ვბუტბუტრბდი და ჭრილობაზე ხელს ვაჭერდი რომ ბევრი სისხლი არ დაეკარგა. საოპერაციოში რომ შეიყვანეს ჩავიკეცე და სისხლიან ხელებს სახეზე ვისვავდი. მართლა არ შემეძლო მის გარეშე ცხოვრება. ბექა გახდა ჩემი ყოველი წამი ჩემი, სუნთქვის მიზეზი ჩემი ყველაფერი. სანდრო მოვიდა ჩემთან ჩამეხუტა, წამომაყენა, გამიყვანა და სისხლიანი სახე მომბანა. ვხვდებოდი გრძნობდა ჩემ ტკივილს და ყველაფერს უსიტყვოდ აკეთებდა. -სანდრო რამე რომ დაემართოს? -სოფი კარგად იქნება -მპირდები -გპირდები მთელი 3 საათი ექიმი არ გამოსულა. ბექას მშობლები და მეგობრები მოვიდნენ. ყველა ჩემგან ელოდა პასუხს, მაგრამ სად მქონდა ლაპარაკის თავი. დავინახე ექიმი გამოვიდა ვცდილობდი სანამ რამეს იტყოდა მის სახეზე წამეკითხა, რამე მაგრამ ვერ შევძელი ისეთი გაყინული თვალები ჰქონდა. -კომაშია ჩვენ ყველაფერი ვცადეთ უნდა დაველოდოთ ორგანიზმმა თვითონ უნდა იბრძოლოს. სანდრის ჩავეხუტე რომ არ წავქცეულიყავი და ხმამაღლა ვტიროდი -შენ ხომ დამპირდი კარგად იქნებაო, სანდრო ხო დამპირდი -კარგად იქნება სოფი არ დაგტოვებს. ვხედავდი ბექას განადგურებულ მშობლებს და უფრო ცუდად ვხდებოდი. ბექა ხომ ჩემ გამო იყო ესე. ექიმმა შესვლის უფლება მოგვცა, ვიფიქრე დედამისი შევიდოდა, მაგრამ მითხრას პირველი მე შევსულიყავი. გამიკვირდა, მაგრამ დედამისმა სევდიანად გამიღიმა -ყველაზე მეტად შენ ნახვას ისურვებდა. არ მეგონა ამ სიტყვების გაგონებაზე თუ არ მოვკვდებოდი მთელი ძალა მოვიკრიბე და ისე შევედი. საწოლთან ჩამოვჯექი და მის დახუჭულ თვალებს დავუწყე კოცნა. -გთხოვ გაახილე თვალები, გთხოვ არ დამტოვო შენი მწვანე თვალების გარეშე, გთხოვ. ჯერ არ გაქვს წასვლის უფლება ჯერ ადრეა, ჯერ ცოლობაც არ გითხოვია, ჯერ ბავშვებიც არ გვყავს. ჯერ ხომ ერთად არ დავბერებულვართ. ხომ მითხარი 4 შვილი მინდაო 5 გაგიჩენ 6 გაგიჩენ ოღონდ გაახილე თვალები. -იცოდე ამ პირობას შეასრულებ გავიგე ბექას ხმა და კინაღამ გონება დავკარგე სიხარულისგან -მადლობა უფალს შენ კარგად ხარ, გაიღვიძე, არ მიმატოვა. ვეხუტებოდი გახარებული და ვკოცნიდი -ძლივს გიპოვე და როგორ შეგელეოდი მითხრა და ისევ თავისი მომაჯადოებელი ღიმილი მოეფინა სახეზე. -ცოლად გამომყვები? -რა თქმა უნდა -ვგიჟდები შენზე -მეც. შენზე, შენს თვალებზე, შენს ღიმილზე, შენს ყველაფეზე ვგიჟდები -ანუ 6 შვილი -ანუ 6 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.