შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმდიდრე თუ ბედნიერება 14


25-10-2015, 23:13
ავტორი Tiiko ^.^
ნანახია 2 835

ლადო ისევ იქ იყო და სკამზე ახლა ვიღაც გოგო დაესვათ, თვალაცრემული მიყურებდა თითქოს არ ეჯერა რო მე ვიყავი, მერე ადგა და მომეხვია, არ ვიცი მაგრამ მისმა ამ საქციელმა გული გამითბო, მარტო აღარ ვგრძნობდი თავს, მეც მინდოდა ხელების შემოხვევა მაგრამ ვერ მოვახერხე, მხოლოდ ერთი ხელი დავდაე ზურგზე, მალევე ხმამაღლა ტირილი დაიწყო და რაღაცას მიყვებოდა
-მოკო, ჩემო მოკო რატო არ გახსოვს არაფერი? შენი ნატა არ გახსოვს, შენოი პატარა უტვინო დაიკო, გთხოვ მითხარი რო გვეხუმრები გთხოვ, რატო გვექცევი ასე, უშენოდ არ ვიცი რა დამემართება, შენ ხარ ჩემი დედაც და დაც, შენ რო არ მყავდე მოვკვდები, გაგვიხსენე, გაგვიხსენი და უარს ნუ ამბობ ჩვენზ,შენი პატარა და არ მოგენატრა ამდენ ხანს?!- მე მხოლოდ ჭერს მივშტერებოდი და ტვინს ძალას ვატანდი რომ რამე გამხსენებოდა მაგრამ ამაოდ, ყველაფერი დავიწყებული მქონდა რა მჭირდა ამნაირი, ეს გოგო ისე მეცოდებოდა, ნეტა შემძლებოდა მეთქვა მახსოვხარ მეთქი მაგრამ არა, არაფერი რ მახსოვს, მასთნ ერთად მეც ავტირდი, ლადომ გაიყვანა პალატიდან ნატა და ისევ უკან დაბრუნდა
-ახლა მალე პალატაში გადაგიყვანენ და მოგხსნიან მაგ ყველაფერს.-სკალზე ჩამოჯდა და გამომხედა
-ჩემი და იყო?
-კი, კიდე გყავს ერთი ნინა, ის დიდია
-ჩემზე?
-არა, 25 წლისაა თუ არ ვცდები
-დაყძახებ?
-ექიმმა, მეტი არავინ შევიდესო, პალატაში გადაყვანის შენდეგ მხოლოდო
-კარგი.- მზერა მოვაშორე და ისევ ჭერს ავხედე
-რამე ხო არ გინდა?
-არა, მხოლოდ ამ რაღაცის მოშორება მინდა კისრიდან საშინლად დამღალა
-მალე მოგხსნიან.- ცოტახანი დუმილი ჩმოწვა ის ტელეფონში რაღაცას ჩაქკირკიტებდა
-ლადო შენ როგორ გადამარჩინე? ან ადრე გიცნობდი, ავარიაში როგორ მოვყევი
-ადრე ერთხელ მყავხარ ნანახი ავარიიდან 10 დღით ადრე, შენ და ნატა იყავით გაჩერებულ მანქანასთან და მე დახმარება შემოგთავაზეთ, რაზეც შენი უკმეხი უარი მივიღე მაგრამ, ყურადღება არ მივაქციე, ზუსტად 10 დღის მერე, სამუშაოდან მოვდიოდი როცა შენი მანქანა ვიცანი, თავიდან გამკვირდა ამხელა სისწრაფით რო მიდიოდი და უკან გამოგყევი, ბოლოს საჭე ვერ დაიმორჩილე ალბათ და ხეს დაეჯახე, საქარე მინა და წინა ბამპერი სულ დაიმსხვრა, შენც ძლივს გადმოგიყვანე, თავიდან მკვდარი მეგონე, ისე იყავი მაგრამ ოდნავი პულსი შეგემჩნეოდა და საავადმყოფოში მოგიყვანე, აი ასე იყო.
-საიდან მოვდიოდი ხომ არ იცი?
-როგორც შენმა დამ მითხრა სკოლაში მუშაობდი
-მართლა? რას ვაკეთებდი?
-ინგლისური ენის პედაგოგო იყავი, მანამდე იტალიაში ცხოვრობდი 9 წელი ის სწავლობდი და იქვე დაგიწყია მუშაობა არქივში
-საინტერესო ვინმე ვყოფილვარ.- წარბაწეულმა გავხედე თითქოს ჩემი თავით ვამაყობდი, მალე ექიმი შემოვიდა და პალატაში გამიყვანეს, შესვლისთანავე კიდევ ორი ახალი ადამიანი გავიცანი სავარაუდოდ მამა და მეორე და, მაგრამ ვერც ისინი გავიხსენე, "მამაჩემი" ძალიან შეწუხებული ჩანდა, რაზეც მეორე დაზე ვერ ვიტყოდი, არანაირი გრძნობა არ გამოუხატავს, საწოლის თავს მიყუდებული ვიჯექი და მაბედნიერებდა ის მომენტი რომ ახლა ოთხკედელს სრულდა ვხედავდი, ხელსაც ვამოძრავებდი, ყველაზე მეტად ჩემი ხელით ჭამა გამიხარდა...
ღამით ნატას უნდოდა დარჩენა მაგრამ ლადომ არ დაანება, დაღლილიხარ და სახლში წადიო, მე კი მთელი ღამის გათენება მომიწია, ვერ ვიძინებდი, თავში რამოდენიმე კადრი გამირბენდა მაგრამ სანამ გავიხსენებდი მავიწყდებოდა რას ნიშნავდა. მხოლოდ ერთი სახელი გამახსენდა, სახელი რომელიც უსამოვნებას და სიხარულს იწვევდა ერთნაირად ჩემში, "თორნიკე" თორნიკე იყო რაც გამახსენდა და მთელი ღამე მოუსვენრად მივჩერებოდი კედელზე ჩამოკიდებულ საათს, ლადოს გაღვიძებას ველოდი, რომ მეკითხა თორნიკეზე ვინ იყო, და რატო მანამდე არ მითხრეს მასზე, ერთი პერიოდი ვიფიქრე გავაღვიძებ მეთქი მაგრამ ისე საყვარლად ეძინა ჩემს გადამრჩენს თავი დავანებე და მის მოცემულ ტელეფონში დავიწყე თამაში.

--
-ახალიიი თავი!!!!
-ვეცდე საინტერესო გამოსულიყოოო...
-იმედია მოგწონთ ველი თქვენს კომენტარებს. <3
-დიდი მადლობა ყველას რომ კითხულობთ <3
-მიყვარხართ ყველა <3



№1  offline წევრი cancara

Eh rh neta ramoxdeba kai male dade

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent