одержимый тьмой! ანუ ჩემი ბოროტი უფროსი. (თავი 6)
საშინლად შეშინებული და ფერდაკარგული ვიდექი გაუნძრევლად და ღმერთს ვთხოვდი სასწაული მოეხდინა და აქედან ერთი ხელის მოსმით გავექრე. ბოროტი უფროსი ანთებული თვალებით მომჩერებოდა, ხან თვალებში მიყურებდა, ხან კიდევ ჩემს ტუჩებს დაშტერებოდა, მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მეცენოდა, მისი ძლიერი და დაძარღვული ხელი კი ისევ ჩემს წელზე იყო მოკალათებული. ამ ყველაფრის მერე გული თუ არ წამივიდოდა არ მეგონა. -შენ... შენ ისეთი...-დაიჩურჩულა და ტუჩის კუთხეში ჩატეხა. -..............-შოკში მყოფი ხმას ვერ ვიღებდი. ასე ვიყავით ალბათ ხუთი წუთი, უბრალოდ მიყურებდა და ხანდახან იღიმოდა ხოლმე, მე კიდევ მეტყობოდა, უკვე ძალიან მეტყობოდა რომ მეშინოდა მისი. უცებ ხელი შემიშვა, ერთი ნაბიჯით გამშორდა, მაგრამ თვალები ერთხელაც არ მოუშორებია. -ჩემი არ უნდა გეშინოდეს!-გამომიცხადა. „ღმერთო რა აბსურდია, როგორ არ უნდა მეშინოდეს ადამაიანო შენი“ გავიფიქრე და ისევ მისი მოსმენა გავაგრძელე. -არასდროს გავაკეთებ იმას... რაც... შენ არ გინდა!-ისევ მომიახლოვდა, ნელა ჩამომისვა ხელი ლოყაზე, შუბლზე მაკოცა და მისი ჭკუით გამიღიმა-აქ იყავი! აქედან გამოსული არ გნახო!-სიმკაცრე დაუბრუნდა ბოროტ უფროსს. -ბატონო... -მარიამ კიდევ ერთი სიტყვა და... -...............-პირი მოვკუმე. -სულ ნერვებს მიშლი და ცდილობ წყობიდან გამომიყვანო...!-გამომიცხადა მკაცრად. -არაფერსაც არ ვცდილობ. -მარიამ! -ხო... -ენა გაქვს დასამოკლებელი! -გელოდებიან-შევახსენე და თავის გამოყვანა ვცადე ამ იდიოტური მდგიმარეობიდან. უცებ გავიდა ოთახიდან და დამტოვა ასე გამოშტერებული. დივანზე ჩამოვჯექი და ჩემივე ნამაიმუნარზე დავიწყე ფიქრი და მსჯელობა. -მაგარი ვარ რაა!-გადავიხარხარე და წყლით სავსე ჭიქას დავსწვდი. ამ ძალზედ კომფორტულ ტანისამოსში გამოწყობილმა მივუჯექი სამუშაო მაგიდას და დარჩენილი საქმეების დამთავრება გადავწყვიტე. ზუსტად ერთ საათში ბოროტი უფროსი შემოვიდა კაბინეტში, ისევ გაბრაზებული და დაძაბული სახის გამომეტყველება, რომელზეც მაინც გამოიკვეთებოდა კმაყოფილი ღიმილი. -როგორც არ უნდა მინდოდეს შენი წამება და მოკვლა, მაინც მადლობა უნდა გადაგიხადო!-მოპირდაპირე სავარძელში ჩაესვენა და საზურგეს აეყრდნო. -მე?-გაკვირვება ვერ დავმალე. -შენ. -ისა... და... რა ვქენი ბოსს?-ისევ გავეკრიჭე. „ამას რა გონია დილის ინციდენტით დავამთავრებ? მომინდომა“ გადავიხარხარე გულში. -ამ ხალხთან სამი თვეა კონტრაქტის გაფორმებას ვცდილობთ და არაფერი არ გამოგვდიოდა, დღემდე. -ბოსს მაიცათ ეხა, მე პრიჩომ?-ფეხზე ავდექი და მის წინ მდგომ სავარძელში მეც დავიკავე ადგილი. „მეტყობა ხო ცოტა რომ დავმშვიდდი და კიდე რო ვაპირებ ამის ნერვებზე თამაშს? ზუსტადაც რომ მეტყობა“ გადავიხარხარე გულში. -რავიცი-გაიცინა და მუხლებს დაეყრდნო-მოეწონე და...! -აუ ნახეთ ბოსს, იძახეთ ენა გაქ დასამოკლებელიო, ხომ ვამბობ მაგარი ვარ თქო უუფ-დავიწყე სიცილით თავის ქება-მე მენაცვალოს ჩემი თავი რაა. -ხო, რაც შეეხება დღევანელ შენს საქციელს! ასეთი კიდევ ერთელ განმეორდება... და საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ! -როგორც ყოველთვის უფროსო. -სანამ შემომაკვდები გავალ-ფეხზე წამოდგა და გასვლა დააპირა როცა ჩემმა ბოროტებამ ისევ გამოიღვიძა. -ბოსს, აბა დამაჯილდოვეთ თქვენი მამისმკვლელი ღიმილით-გადავიხარხარე და კარებში გაუჩინარებულ გაბრიელს გავაყოლე მზერა. ისევ კმაყოფილი ვიყავი საკუთარი თავით. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს საუბარი ყველაფერი არ იყო, რითიც შეეძლო „წავეკბინე“ ამიტომ გადავწყვიტე ისე გავსულიყავი აქედან, მას რომ არ შევემჩნიე და სახლში ცოცხალი მივსულიყავი, შემდეგი კი ხვალ გაგრძელდებოდა. ასეც მოვიქეცი, როგორც ყოველთვის სახლში მივდივარ 9 საათზე, უფროცი ცოტა გვიან, გეგმა მდგომარეობდა შემდეგში: 1. გავაღწიო ოთახიდან ბოროტი უფროსის შეუმჩნევლად. 2. მივაღწიო კიბეებამდე ისე რომ არ დამინახოს ბოროტმა უფროსმა. 3.ისე გავიდე გარეთ ვინმეს დიდი ყურადღეაბ რომ არ მივიპყრო. 4. მივიდე სახლამდე ცოცხალმა. კარებთან მისვლა და მთელი გეგმის თავზე დამხოდა ერთი იყო, პირდაპირ ცხვირით შევასკდი გაბრიელის განიერ გულ-მკერდს. გაბრიელის ნაამბობი: როცა მარიამი ასეთ დღეში შემომივარდა კაბინეტში, გულზე კინაღამ დამარტყა, იქვე თუ არ მოვკლავდი არ მეგონა, ან თავი როგორ შევიკავე არც ეგ არ ვიცოდი. ნერვიულად გადავხედე კაბინეტში მყოფ პარტნიორებს და ვეცადე თავი ცოტათი მაინც დამეწყნარებინა. ყველანაერმა მცდელობამ იმისა, მისთვის ამეხსნა რომ სისულელე გააკეთა, ვერანაერი შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემებური ხერხებით გადამეხადა სამაგიერო. კაბინეტში გიორგი და ანრი დამხვდნენ. -ზდაროვა. -რა სახით მოძრაობ -გადაიხარხარა გიორგიმ. -რა კითხვებს სვამ „ცოლი“-შეახსენა ანრიმ გიორგის მისი წოდება-ვინ გააბრაზებდა ახლა ამას? -აუ ეგ გოგო უკვე მომწონს. -ნერვებზე თამაშობს!-დავიღრინე და სავარძელში ჩავესვენე. -რატო? მიდი მოყევი ახლა-ინტერესით სავსე თვალებით გამომედა ანრიმ. -ხოხო სწორია ქმარი დროზე მოყევი-გადაიხარხარა გიორგიმ. -რადა...-ყველაფერი მოვუყევი ბიჭებს, ისინი კი სიცილისგან სულს ძლივს ითქვამდნენ. -აუ კუჭი ჩემი-წამოიყვირა ანრიმ. -ვიმე ცუდად ვარ-აყვა გიორგიც. -მე მკითხეთ აბა მაშინ როგორ ვიყავი-გამეცინა. -რავა არ მაქ ბიძია გინდა განახო?-გაიმეორა მარიამის სიტყვები გიორგიმ და უფრო ახარხარდა. -მოდი პირდაპირ გკითხავთ-ღიმილით გამომხედა ანრიმ. -რას უპირებ?-დააბოლოვა გიორგიმ. -ეგ მარტო მე ვიცი! -ძალიან გთხოვ გოგოს ნუ მიიყვან გულის შეტევამდე. -ასეთი დემონი ვარ?-გამეცინა. -ოოოჰ, ფრთაშესხმული ანგელოზი ხარ, ფრთაშესხმული. -ხო გეთანხმები-იქვე დადებულ ბოთლს დავწვდი. -დედააა მომძვერი ბიჭო!-წამოიყვირა ანრიმ და ცადა მასზე წამოკოტრიალებული ძმაკაცი გადაეგდო. -რაიყო ფისო არ გიზიდავ?-თვალები ააფახურა ქალივით გიორგიმ. -ფუ შენი პიდარასტი **********! აეგდე ბიჭო სანამ გადაგხსენი წელში! -არა, მე შენი სითბო უნდა შევიგრძნო. -ტკივილს გაგრძნობინებ ახლა! -ვერ გამიმეტებ ცხოვრება. -ბიჭო ცოცხალი თვალით განახებ საიქიოს აეთრიე! -არა მეთქი ცუნცულ-ხელები კისერზე შემოხვია გიორგიმ და ისევ ქალივით ააფახურა წამწამები. -ბიჭო ადამიანი არ ხარ?-მე მომიბრუნდა გაცოფებული ანრი-აწიე ეს ცხოველი. -მე მშობლების კონფლიქტში არ ვერევი-გადავიხარხარე. კიდევ დიდხანს ვილაპარაკეთ, ბიჭებიც წავიდნენ, მე კი მარიამთან გავედი. მარიამის ნაამბობი: კარებთან მისვლა და მთელი გეგმის თავზე დამხოდა ერთი იყო, პირდაპირ ცხვირით შევასკდი გაბრიელის განიერ გულ-მკერდს. -სად მიდიხარ?!-გავიგე ბოროტი უფროსის ხმა და ჩემი ჩახუტებული ცხვირი მის გულ-მკერდს მოვაშორე. -სახლში. -მერედა ვინ გიშვებს? -რას ნიშნასვ ვინ მიშვებს?!-ვკითხე გაკვირვებულმა. -რას ნიშნავს და მე არ გიშვებ! მე და შენ მივდივართ კაფეში! -ბატონო გაბრიელ მგონი სიცხე გაქვთ-გავიცინე-დიიიდიიი თერმომეტრი გვინდა. -წავედით!-დააიგნორა ჩემი ნათქვამი, ხელზე ხელი მომკიდა და შენობიდან გამიყვანა. არაჩვეულებრივმა აზრმა გამიელვა თავში. -ბოსს, იცით რაა, მოდით ფეხით წავიდეთ-შევთავაზე ბოროტ უფროსს დოინჯშემორტყმულმა. -არა! -კარგით რაა ბოსს, მე ხომ დაგთანხმდით-ამოვიოხრე. -მაინც გამომიყვანე დღეს მდგომარეობიდან და ჰა წამო-ტუჩის კუთხეში ჩატეხა და გამომხედა. -ხოდა მასე!-ვითომ მისი ტონით მივუგე, რაზეც მე თვითონ გამეცინა. -მარიამ! -ფაშლი ძეთქა მაია ქანფეთქა-გადავიხარხარე. -ვინაა გოგო შენი ძეტკა?-მასაც გაეცინა. -კანფეტკა დაგავიწყდათ უფროსო. -მომაკვლევინებ თავს! ხმა აღარ ამომიღია, ასე 20 წუთში მივედით კაფეში. -რას ინებებთ?-მოგვიახლოვდა გოგონა, რომელმაც ასე მსუბუქად ვთქვათ, თვალებით გახადა ჩემს ბოროტ უფროსს ტანსაცმელი. -ყავა-უემოციოთ გასცა პასუხი უფროსმა. -მეც. -ანუ 2 ყავა-მანაც ჩაიწერა და სწრაფად გაგვშორდა. სიგარეტის ღერი ამოაძრო კოლოფიდან და გაუკიდა, გთვალებში ჩამხედა და ჩუმი ხმით მომიგო. -მინდა დაგელაპარაკო. -გისმენთ უფროსო-ფეხი ფეხზე გადავდე და მეც ჯიქურ გავუსწორე მზერა. -მარიამ რამდენჯერ უნდა გავიმეორო ეს „თ“ მოაშორე თქო. -ხო, ვერ ვეჩვევი. -მისმინე... იმ დღეზე მინდა რომ დაგელაპარაკო. -არ მინდა მაგაზე საუბარი-კატეგორიულად გამოვაცხადე. -მე მინდა! ვხვდები, რომ დღევანდელი შენი გამოხტომა იმ დღინდელი ინციდენტის ბრალი იყო! უბრალოდ ბოდიში, წყობიდან ვიყავი გამოსული! -ისე მე დაწყნარებული ჯერ არ მინახიხარ-ძალიან სწრაფად შევეჩვიე შენობით ფორმას. -გექნება დრო რომ შეისწავლო ჩემი ხასიათი! „ეს კაცი ოდესმე მბრძანებლური ტონის გარეშე საუბრობს?!“ გავიფიქრე გულში. -აი თქვენი ყავაც. -მადლობა-გავუღიმე გოგონას. -წვიმა დაიწყო-ფანჯარაში გაიხედა გაბრიელმა. -ძალიან ლამაზია წვიმიანი ბათუმი. -მე მაინც არ მესმის რატომ გიყვარს ასე წვიმა. -უბრალოდ, მეც არ ვიცი რატომ, სიმშვიდე, ცხელი შოკოლადი, თბილი პლედი და საინტერესო წიგნი, წვიმის ფონზე უძალიანმაგრესია. გავხედე ის კი ისევ ფანჯარაში იყურებოდა და ზუსტად ახლა დავაკვირდი მის მამაკაცურ სახის ნაკვთებს, დიდ და სქელ ტუჩებს, კუპრივით შავ თვალებს, ცოტათი წამორდილ წერს და შავზე შავ თმებს, დაძარღვულ ხელებს. ღმერთო ჩემო რა სიმპატიურია! კიდევ დიდხანს ვილაპარაკეთ, მერე სახლამდე მიმაცილა, კობასთან მოკითხვა დამაბარა და თვითონაც წავიდა. - - - - - - - დედააა მეღირსა მეც და თქვენც რაა >_< მარტო მე ვიცი რავარი ტანჯვით ავტვირთე :D ტელეფონით გაშვებული ინტერნეტით დადებული თავია და შემიფასეთ აბა :D ხო წინა კომენტარები რომ ვნახე ძალიან გამიხარდა, მეთქი პირველი ორი ისტორიის მერე აღარ ვემახსოვრები მკითხველს თქო ^_^ მიხარია რომ მოგეწონათ წინა თავი :D ველოდები შეფასებას და კომანტარებს ♥ ^_^ ძაააააააალიიიიაააან გთხოვთ დამიტოვოთ კომენტარები და გამიზიაროთ თქვენი აზრი ისტორიასთან დაკავშირებით ♥ ^_^ იმედი მაქვს მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.