შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს გოგო ჩემი ცოლი გახდება 1 თავი.


26-10-2015, 01:37
ავტორი MLM
ნანახია 8 341

- დღეს მივდივარ ექიმთან, ვნახოთ რას მეტყვის
- გინდა გამოგყვე?
- არა აკო არაა საჭირო, ტუილად ხომ არ გაგაცდენინებ სამსახურს, უცებ მივალ და წამოვალ.
გავუღიმე აკოს რომელიც ჩემზე ძალიან ზრუნავს და ჩავფიქრდი, ნეტა რა მჭირს, ისედაც ყველაფერი მე მემართება და მე მტკივა, შევიკალი ჩემები, იმედი მაქვს არაფერი სერიოზული არ მჭირს...
- რაზე ჩაფიქრდი მარიამ?
- რავი, ისეთზე არაფერზე, შენ რას შვრები სალისთან? როგორ მიგდით რომანი?
დავცინე ჩემ ძმას, რომელსაც ერთი გოგო უყვარს, ის გოგო კი თავს იფასებს თურმე და აშკარად აწვალებს აკოს, მე კი ამ ყველაფრით ვხალისობ, იმიტომ რომ შეყვარებული აკო სულ სხვანაირია.
- აუუუ დაიწყე ისევ? ერთხელაც იქნება შენ და სალოს გადაგაბავთ ერთმანეთზე და მერე მეღადავეთ ორივე.
- კაი რაიყო ვხუმრობ, უბრალოდ ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ ვიღაც ღირსეული გამოჩნდა შენს ცხოვრებაში, რომელმაც დაგანახა რომ სამყარო მხოლოდ შენს გარშემო არ ბრუნავს,
- სულ ცოტასღა ვუყურებ და თუ მასე გააგრძელებს, გავუშვებ მაგასაც თავის გზით და მერე ვნახოთ ვის გარშემო ბრუნავს სამყარო
სერიოზული სახით მითხრა, წამოდგა ჩემო ლოგინიდან თავზე მაკოცა და მითხრა
- გავიქეცი ეხლა სამსახურში და აბა შენ იცი, რას გეტყვის ექიმი დამირეკე და გამაგებინე უეჭველი
- კაი მიყვარხარ და წარმატებულ დღეს გისურვებ.
აკო დავიდა თუ არა ოთახიდან, გემრიელად გავიზმორე ჩემ საყვარელ ლოგინში და ტელეფინს მივწვდი. მესიჯებში შევედი და გავგზავნე: ,,დედიკოოოო შენმა სიამაყემ გაიღვიძა და სანამ აბაზანას მოივლის ყავა გაუკეთე რააა, ტკბილი ოღონდდდდ“. მეც ავდექი მშვიდად რადგან ვიცოდი, რომ დედა აუცილებლად გამიკეთებდა ძალიან გემრიელ ყავას, შევედი აბაზანაში და სანამ მოვწესრიგდი ვფიქრობდი რისი ბრალი იყო ეს ყველაფერი რაც მჭირდა, სულ სისუსტე, ცხვირიდან სისხლის წამოსვლა, დაღლა და რავიცი კიდე რა... აბაზანიდან ხალათით გამოვედი და სამზარეულოში შევედი სადაც დედას ყავა უკვე მზად ჰქონდა, უკნიდან ჩავეხუტე და ვაკოცე
- მსოფლიოში ყველაზე ტკბილი და განუმეორებელი დედიკო მყავს. ნეტა იცოდე როგორ ვამაყობ შენით
- მე შენით ვამაყობ ჩემო გოგო
შემობრინდა გულში ჩამიხუტა და მერე ყავაზე მანიშნა დალიეო
- დღეს რა გეგმები გაქ ანუ?
- ჯერ ოფისში წავალ, ახალი ჩეკები მოუტანიათ და წამოვიღებ, მერე ექიმთან გავალ, მერე ჩემ გოგოებს დავაცხრები თავზე და მოვალ, რამე ხოარ გინდოდა?
- ეგ მაინტერესებდა ექიმთან თუ მიდიოდი, გინდა გამოგყვე?
- არაა დედიკო არ მინდა, აკომაც მითხრა მაგრამ მარტო წასვლა მირჩევნია, ხომ იცი რა გადარეული გრაფიკი მაქვს
- კარგი მაგრამ აუცილებლად გამაგებინე რას გეტყვიან
- კარგი დე წავალ გავემზადები
გამეღიმა იგივე სიტყვებზე რაც აკომ მითხრა და ოთახიდან სანამ გავიდოდი დედიკოს ვაკოცე ლოყაზე, მადლობა გადავუხადე ყავისთვის, ყავის ჭიქას ხელი დავავლე და ჩემს ოთახში წავიყოლე.
- რა ჩავიცვა? ვკითხე ჩემ თავს და გარდერობის კარი გამოვაღე, ზოგადად ჩემი სტილი კლასიკურია, რადგან სამსახური მოითხოვს ამას, თუმცა თავისუფალი სტილიც მომწონს, რადგან ჯერ სამსახურში უნდა მივსულიყავი კლასიკურობა გადავწყვიტე, უკვე ოქტომბერია, მაგრამ რადგან ჯერ კიდევ კარგი ამინდებია გადავწყვიტე ღია ფერებში ჩაცმა, უცებ გამახსენდა ღამით როგორ წვიმდა და გარეთ გავიხედე, თითქმის აეშრო მზეს სისველე და ოდნავ ნიავიც ეტობოდა ამინდს, გავიღიმე ისევ ჩემთვის და გარდერობს მოვუბრუნდი, სალათისფერი კლასიკური შარვალი ჩავიცვი, რომელსაც თავისი კოსტუმი ჰქონდა, შიგნიდან კრემისფერი ზედა შევურჩიე და კრემისფერი მაღლები ჩავიცვი. საქმე მაკიაჟზე მიდგა, ისე ვიყავი დაზაგრული ტონალური არ წამისვია, უბრალოდ დამატენიანებელი გადავისვი თხლად და ღია ჩრდილები გავიკეთე, ლაინერი ერთი ხელის მოძრაობით წავისვი და თვალიც გამოიკვეთა, თმა გავიშალე დიდი არაფერი უნდოდა. თითქმის მხრებამდე მქონდა სიგრძე და ბუნებრივი ხვეულები ჩამოვყარე. ამ პრიჩოსკას კარეს ეძახიან. მოკლედ მზად ვიყავი, ყავა მოვსვი, ოთახიდან გავედი და დედას დავემშვიდობე. კიბეები ჩავირბინე და მარშუტკისკენ წავედი. რადგან გარეუბანში ვცხოვრობ და სამსახური შუა ქალაქში მაქვს დიდი დრო მინდოდა, ყურსასმენი გავიკეთე და სიმღერები ჩავრთე. სამსახურთან გავაჩერე მარშუტკა და ჩამოვედი, წინ იმხელა წყლის გუბე დამხვდა რამის ჩავვარდი, შემოვუარე და ოფისში შევედი, მივესალმე ნაცნობ სახეებს და კაბინეტისკენ წავედი, ჩეკები და რამოდენიმე საქაღალდე ავიღე და გარეთ გამოვედი
- მარიამ როგორ ხარ?
- მადლობა გიგი თავად?
- შესანიშნავად, როგორც ყოველთვის უნაკლოდ გამოიყურები
- ოხ, ნუ აჭარბებ ეხლა, მაგრამ მადლობა მაინც
- გეკადრება? გარბიხარ უკვე?
- კი მეჩქარება, მერე შემოვივლი ისევ
- ყველაზე კარგი სამსახური შენ გაქ რააა, შემოირბენ აიღებ საბუთებს და ჰოპ გარბიხარ, გულით რომ მინდოდეს ვერ გხედავ წესივრად
- ყოფილიყავი ჩემსავით ბუღალტერი და შენც იქ იმუშავებდი სადაც გაგიხარდებოდა
- რავიცი რას ავიტეხე ეს მენეჯერობა (სიცილით მითხრა)
- კარგი უნდა გავიქცე გიგი, წარმატებულ დღეს გისურვებ
- კარგი დროებით და შენც ასევე
გამოვედი თუ არა ისევ იმ გუბესთან აღმოვჩნდი, უცებ დამუხრუჭების ხმა გავიგე და წამებში დავსველდი, ჯერ ვერ მივხვდი რა მოხდა მაგრამ უცბად მოვედი გონებაზე და ყვირილი დავიწყე
- იდიოტი ხარ? სულ გააფრინა ამ ხალხმა
საბუთებიც დამისველდა, მე სულ გუბის წყლით ამოვიწუწე და მანქანას გავხედე გამწარებული თვალებით, საიდანაც ვიღაც იდიოტი გადმოდიოდა
- აუუ ბოდიში რა. სხვა გზა არ მქონდა, ძაან ჩქარა მოვდიოდი, მეჩქარება უზომოდ და გუბეზე რომ ამეცილებინა მანქანას ვარტყავდი.
ამიხსნა იდიოტმა თავის ჭკუით, მაგრამ ამ ახსნამ სულ გამაგიჟა
- ავადმყოფი ხარ ბიჭო? ნიშანს ვერ ხედავ რა სიჩქარით უნდა იარო? რას მოფრინავდი მერე? ან საერთოდ რომ დამჯახებოდი რა უნდა გექნა?
- ბოდიში ხო მოგიხადე რა გაყვირებს? ხო ხედავ არ დაგარტყი!
გამიმკაცრა იმანაც ტონი რაზეც თვალები გამიფართოვდა. ,,ეგრე არაა? მასე არ გინდა მაცადე“ გავიფიქრე და თავისი გამარიაჟებული BMW სკენ წავედი, უკანა კარი გამოვაღე და ჩავჯექი, ის კი დადებილებული მიყურებდა
- რას აკეთებ? (შემოყო მანქანაში თავი ისე რომ არ ჩამჯდარა)
- შენი აზრით? (მეც გავიკვირვე, რა არის აქ მიუხვედრელი მეთქი)
- ლამაზო, ძაან დიდი ბოდიში მაგრამ შენი დრო არ მაქვს, გითხარი მაგრად მეჩქარებათქო
- 1. ლამაზო არა მარიამი მქვია და 2. რაც უფრო დიდხანს გააგრძელებ მანდ დგომას და საუბარს უფრო მეტად დაგაგვიანდება სადღაც (ირონიულად ვუთხარი და უფრო კარგად მოვკალათდი, რომ გავხედე იდგა და მიყურებდა)
- დიდი ხნით აპირებ მანდ დგომას? მეც მეჩქარება, ასეთი გაწუწული კიდე ფეხით არსად არ წავალ.
- Taxs გაგაყოლებ, ნაღდად არ მაქვს შენი დრო
- აქედან ფეხს არ მოვიცვლი, ჭკუას ისწავლი სხვა დროისთვის და ნორმალურად ივლი, ვარკეთილისკენ წადი დანარჩენს მერე გეტყვი
- რაა? სულ გააფრინე გოგო? რა ვარკეთილი? როდის გავალ ვაჟადან იქ?
- 1. გოგო არა მარიამი და 2. აქამდე რომ წასულიყავი დარწმუნებული ვარ უკვე ბარათაშვილზე ვიქნებოდით ისე ატარებ (ისევ ირონუილად ვუთხარი და საბუთებს დავხედე, რომელიც სულ სველი იყო, ტირილი მომინდა რომ წარმოვიდგინე მე მომიწევდა ამ საბუთების აღდგება მაგრამ ტირილი ვინ მაცალა მანქანა ისე მოსწყდა ადგილს)


*****
- კაი ბიჭო ნუ უბერავ მოვალ და გავარკვევ
გაზის პედალს მივაწექი ფეხი და სიჩქარე ავკრიფე, წინ იმხელა გუბე იყო ვიფიქრე რომ ჩავარტყა რამეს დავუზიანებ მანქანასთქო, მაგრამ გვერდით მანქანები იყვნენ და სხვა გზა არ მქონდა გუბეში გავიარე, უცბად გავიაზრე რა ვქენი და მანქანა გავაჩერე
- ფუ ამის დედაც ეს მინდოდა ეხლა?
მანქანიდან გადმოვედი და ვიღაც ძალიან ლამაზი გოგო მლანძღავდა ,,იფ რა ვიდზეა და მე კიდე გუბის ბაყაყს დავამგვანე“ გავიფიქრე მაგრამ თან მაგრად გამიტყდა ჩემი საქციელის, ბოდიში მოვუხადე, მაგრამ გალანძღვას მოუმატა, თავში ავარდნილი ქონდა აშკარად ცხოვრება გოგოს, მერე მანქანისსკენ წამოვიდა, რაზეც სულ გამაშტერა და ბოლოს მაიძულა სადღაც მიყრუებულში წამეყვანა. ,,ეგრე არაა? ხარაშოოოოო“ გავიფიქრე სანამ ის საქაღალდეს უყურებდა და ადგილს მოვწყდი ვიფიქრე ისეთი გოგო ჩანს, წიკვინს დაიწყებს და მანქანიდან გადახტებამეთქი, მაგრამ ისე მშვიდად იჯდა და გარეთ იყურებოდა სულ გავგიჟდი, უფრო მოვუმატე სიჩქარეს რაზეც წითელზე გავლა მომიწია და სიჩუმეც დაარღვია
- დღეს შენი დღე აშკარად არ არია, ამ ყველაფერს ახლა ჯარიმაც დაემატება
- რაა?
- არაფერი!
- ხო აშკარად არაა ჩემი დღე დღეს
- თურმე კარგად გაგიგია (გულში გამეღიმა ენა მოსწრებულ მარიამზე და რატომღაც ლაპარაკი გადავწყვიტე)
- გულწრფელად გიხდი ბოდიშს, ძალიან ცუდად გამომივიდა წეღანდელი ინციდენტი
- სახლში რომ მიმიყვან და მერე იქ წამიყვან, სადაც მეჩქარებოდა გამოისყიდი.
რაოოოო? მომესმაა? რას იზავოო? უცბად დავატორმუზე და მივუბრუნდი
- რას ვიზავ? ვარკეთილში მიგიყვან, მერე ჩემი გზით წავალ და ვაფშე დავივიწყებ დღეს მომხდარს გაიგე?
- არა ეს შენ ვერ გაიგე რას გეუბნევი მგონი, ისე ცნობისთვის ორივეს გვეჩქარება და გაზის პედალი გამოიყენე რაა
ეს გოგო სულ გადამრევს, სად მაქვს ამისი დრო? ფუ ჩემი ბედის დედაც რააა... ისევ დავძარი უთქმელად მანქანა და სარკეში გავხედე მარიამს, ისე საყვარლად ჩაეღუნა თავი და იღიმოდა, თვალის მოწყვეტა არ მინდოდა, მაგრამ მომიწია... რადგან გაბრაზებული ვიყავი ამ გატუტუცებულ და თავის თავზე შეყვარებულ გოგოზე, ხმა აღარ ამომიღია, ვარკეთილს რომ მივუახლოვდი სადღაც გადამახვევინა და კიდე 10 წუთი მატარა.
- აქ გააჩერე, 15 წუთში აქ ვარ
- არ მაქ მაგდენი დრო მარიამ, მართლა მეჩქარება
- მე გითხარი და რას გადაწყვეტ, ეგ უკვე შენზეა დამოკიდებული
ეს თქვა და გადავიდა. თავისი ჭკუით სინდისზე ამაგდო? ვაი შე ცოდოოოო. დავძარი მანქანა და მოვატრალე, გაზს ფეხი დავაჭირე ხმა რო გაეგო და მომხვდარიყო წავიდაო, თან სარკეში გავხედე, არცკი მოუხედავს ისე ავიდა სადარბაზოში, თავხედი...

*****

გავიგე მანქანა როგორ დაძრა და წავიდა, ვიცოდი რომ სინდისი არ ექნებოდა, სახლში ავედი, კიდევ კარგი დედაც წასული დამხვდა, აბაზანაში შევვარდი უცბათ წყალი გადავივლე და გამოვვარდი, თმა ავიკოსე და რადგან სამსახურში საქმე აღარ მქონდა თეთრი ჯინსი, ღია ლურჯი მაიკა და თეთრი კეტები ჩავიცვი. სხვა ჩანთას ხელი დავავლე უცებ ჩავიყარე ნივთები და უმაკიაჟოდ გამოვვარდი სახლიდან, თან ვფიქრობდი Taxs- ით წავალ არ დამაგვიანდესთქო, ჩამოვედი და ჰოიი საოცრება, რას ვხედავ ,,მობრუნდა?“ ვკითხე ჩემ თავს და ისე წავედი მანქანისკენ გაკვირვება არ გამოვამჟღავნე, ისევ უკანა კარი გავაღე და ჩავჯექი.
- 15 წუთზე ადრე ჩამოვედი ხო?
- სად მივდივართ?
- ყაზბეგზე
- იქიდან არ წამოგიყვანე გოგოო? მეღადავები?
- მეხსიერებასთან პრობლემები გაქ?
- რაა?
- მარიამი მქვიათქო მა რი ამიიი
- მა რი ამ დარტყმმული ხარ?
- ზრდილობას მოუხმე და წადი გვეჩქარება

*****

წავედი, მაგრამ გამიტყდა გოგო რა დღეში ჩავაგდე და მივატოვო? კი არ იმსახურებს მაგრამ, საკუთარი თავის პატივისცემა მაქვს, ტელეფონი ავიღე და სოსოს დავურეკე
- მაგარ შარში ვარ ვერ მოვალ ჯერ, არ ვიცი როდის მოვალ არ დამელოდოთ
- რა ხდება? გამოვიდე?
- არა მერე მოგიყვები, ვიღაც თავქარიან გოგოს უკავშირდება
- დავინტერესდიიი
- კაი წავედი
- მიდი და მალე მოდი. ეცადე მაინც
- ვნახოთ
ისევ სადარბაზოსთან გავაჩერე და დრო დავინიშნე, ვიფიქრე როგორც გოგოებს სჩვევიათ ეგეც დააგვიანებს და მე გავაკრიტიკებმეთქი, მაგრამ რაც მანქანა გავაჩერე იქიდან ზუსტად 9 წუთში გამოჩნდა, გამიკვირდა ,,მაინც რა ლამაზია“ შევაფასე ის და რახან ვერაფერზე შევედავებოდი პირდაპირ საქმეზე გადავედი. გამაგიჟა ამ გოგომ მგონი ამ პლანეტის არაა, თუმცა ისეთ ადგილზე ცხოვრობს რაარი გასაკვირი.
- მქვია ზურა, 26 წლის ვარ და ჩემი ცეხი მაქვს მანქანების
- უკაცრავად? მე მელაპარაკები?
- აბა აქ სხვას ხედავ კიდე ?
- რავიცი მე არაფერი მიკითხია და იქნებ შენ ხედავ...
- არც მე მიკითხია შენი სახელი მაგრამ დღეს უკვე 3 ჯელ გამიმეორე უკითხავად
- ეგ იმიტო რომ ცუდად მომმართავდი
- ლამაზოთი მომართვა შენთის ცუდია?
- სრულიად უცხო მამაკაცისგან ცუდად ჟღერს
- და ის არ ჟღერს ცუდად, სრულიად უხცო მამაკაცს მანქანაში რომ უჯდები და ქალაქი შემოატარე?
- ვინც რასაც თესავს იმას იმკის
- რამდენი წლის ხარ?
- ეგ თემა შენთვის დახურულია
- რატო?
- ფლეშკა თუ არა რადიო მაინც ჩართე და ცოტახანს გაჩუმდი რაა
- კაი აბა თუ გამოვიცნობ? 23 ან 24 წლის იქნები
- ფრიადს გიწერ (გამეღიმა)
- ანუ?
- 24
- მაგარი ვარ რაა აღიარე
ამის თქმაზე გაეცინა მაგრამ ჩემი სახე რომ დაიჭირა დასერიოზულდა, ისეთი სახე მქონდა ზედ მეწერა ,,ვაი შენს პატრონს“
- საერთოს იცინი?
- სიტუაციიდან გამომდინარე (და ძალით გავუღიმე)
- სად მუშაობ? სადაც შეგხვდი?
- სულ ამდენს ლაპარაკობ?
- ნუ პრინციპში მაგასაც გამოვიცნობ გინდა? (ხმა არ გამიცია) რადგან რაღაც საქაღალდებით იდექი რაღაც ოფისთან ანუ იქ მუშაობ, მაგრამ რას აკეთებ?
- ტვინი არ აიტკიო ცოტა ფრთხილად (და გამეცინა)
- აი სიტუაციაც დავიჭირე და შენი სიცილიც (სახე ისევ დავასერიოზულე)
- მალე მივალთ?
- სიტუაციას გააჩნია როგორ წარიმართება ჩვენი საუბარი
- მართლა მეჩქარება ვერ მივუსწრებ
- და რატო გგონია რომ მაინტერესებს?
- იმიტომ რომ სადარბაზოსთან მობრუნდი (ირონიულად გავუღიმე და გავაგრძელე) მალე მივალთ?
- კი!
ხმა აღარ ამოუღია. მეც ამოვისუნთქე, სიმღერები ჩართო და ისე გავაგრძელეთ გზა, ყაზბეგზე რომ მივედით მკითხა
- რა ნომერია? (ისე ვიყავი ჩაფიქრებული ექიმთან ვიზიტზე, რომ ვერ მივხვდი რა მკითხა. ტვინმა უცბათ გადახარშა და მეგინა მობილურის ნომერს მთხოვდა მე კი ისევ საჩხუბრად მოვემზადე )
- რაააააა?
- რა რაა? ყაზბეგის რა ნომერიათქო მობილური კიარ გკითხე. (შემრცხვა და წყნარი ტონით ვუთხარი)
- 16
- მანდ რა გინდა? სამუშაოს საქმეა?
- არა ეგ ჩემი საქმეა, აი 14 ნომერი აქაა აქ გააჩერე და აქედან ჩემით წავალ
- არაა იმდენი დრო დაგაკარგინე კარებამდე უნდა მიგიყვანო
- მორჩი დებილურ ირონიას და გააჩერე
- მადლობა ღმერთს, მოვრჩი შენთან ურთიერთობას.
- ნამდვილად იმედია ამის მერე ისწავლი ქალაქში სიარულს...
გადმოვედი და წავედი როგორცკი შევუხვიე საავადმყოფოსკენ გულმა ბაგა-ბუგი დამიწყო, ექიმის კაბინეტთან მივედი და დავაკაკუნე.
- მობრძანდით
- გამარჯობათ მე მარიამი ვარ, ჩაწერილი ვიყავი თქვენთან დღეს, მაგრამ დამაგვიანდა ცოტა.
- არაუშავრს შემოდი. რამ შეგაწუხა?
ყველაფერი ავუხსენი, ექიმის რეაქცია არ მომეწონა, იმდენი რამე დამინიშნა გამოსაკვლევად პირი დავაღე,
- რამე სერიოზულია?
- ფაქტი ისაა მარიამ რომ ეს ყველაფერი სისხლიდანაა, ამიტომ მინდა ამდენი გამოკვლევა. დღეს გვიანია უკვე. შაბათ-კვირას არ მუშაობენ ამიტომ, ორშაბათსვე გაიკეთე ანალიზები რომ მალე გავიგოთ რაშია საქმე
- კარგით ქალბატონო ნელი, ზუსტად ეგრე ვიზავ. კარგად
კაბინეტიდან გამოვედი და დედიკოს დავურეკე. დედამ დამამშვიდა, არაფერი არ იქნება სერიოზული დამშვიდდი მივხედავთო და ცოტა დავწყნარდი, მერე აკოს დავურეკე და ჩემი და დედას დიალოგიც გავაცანი. აკომაც იგივე მითხრა. ამასობაში გარეთ გამოვედი და მარშუტკა უნდა გამეჩერებინა ზურას მანქანა ისევ რომ დავინახე. ვაღიარებ გამიკვირდა.



№1 სტუმარი nia

Magaria... Gelodebi

 


№2 სტუმარი darina

Dzalian kargi iyo, imedia rame seriozuli ar schirs mariams, momwons es wyvili.

 


№3  offline წევრი anukiana008

კარგია ძაან

 


№4  offline წევრი malikuna

ნომეწონა ძაან♥ გააგრძელე ♥

 


№5  offline წევრი MLM

როგორ გამიხარდა თქვენი კომენტარებიიი. მადლობა ყველას :*

 


№6 სტუმარი lana

magaria gelodebii au male dade ra gtxovv es tavii arrr meyoo aii adamians sajmelki roo areyofa zustad egre damainteresa am istoriamm miyvarxarr

 


№7  offline წევრი MLM

lana
magaria gelodebii au male dade ra gtxovv es tavii arrr meyoo aii adamians sajmelki roo areyofa zustad egre damainteresa am istoriamm miyvarxarr
უზომოდ დიდი მადლობა. ნამდვილად არ ველოდი მსგავს შეფასებას :* <3

 


№8  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

განსხვავებული დასაწყისი აქვს ძალიან მომწონს ეს ისტორია მარიამის ქცევამ გული გამიხარა სასწაულად ასე უნდა გატუტუცებულ ალექსანდრეს რა ეგონა აბა ეს ანგელოზივით გოგო გაწუწულ წიწილას რომ დაამსგავსა... ოღონდ რამე არ ჭირდეს სერიოზული მარიამს რა არ მინდა ტრაგიკული დასასრული... ჰეფი ენდი ჯობია აშკარად... მოკლედ ველოდები ახალ თავს...

 


№9  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ძაან მაგარია და საინტერესო იმედია დადებ დღეს 12ის მერეე♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№10 სტუმარი მკითხველი

განსხვავებული დასაწყისი აქვს რაც ძალიან მომწონს. ძალიან დამაინტერესა ძაან გთხოვ არ გვალოდინო ხოლმე და ბოლომდე დაამთავრე რაა

 


№11  offline წევრი MLM

ძალიან დიდი მადლობა ყველას. არ ველოდებოდი ასეთ კომენტარებს. გპირდებით წინ უამრავი საინტერესო რაღაცეები გელოდებათ. ისტორია თითქმის დამთავრებული მაქვს ამიტომ არ გალოდინებთ ხოლმე და აუცილებლად დავასრულებ love

 


№12  offline წევრი მოჟუჟუნე

აუ მალე გააგრძელე...

 


№13  offline წევრი human

vai ver vitmrn male gagrdzelera damainteresa

 


№14 სტუმარი Natia

Auu rodis dadebt bolomde?

 


№15  offline წევრი MLM

Natia
Auu rodis dadebt bolomde?

რადგან საიტის წესებით 24საათში ერთხელ მიწევს დადება ამიტომ მეტად არ დაგიგვიანებთ. მეორე თავი უკვეა დადებული

 


№16  offline წევრი dadeshqeliani

რა კარგია love თან შენი პირველი ისტორიაა love

 


№17  offline წევრი MLM

dadeshqeliani
რა კარგია love თან შენი პირველი ისტორიაა love

ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი თუ ჩემს ისტორიას ეს გამოხმაურება მოყვებოდა. თან პირველს love

 


№18  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Shesanishnaviaa udaod

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent