შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვანაირი (2)


26-10-2015, 22:21
ავტორი keke11
ნანახია 1 519

ლუკამ დამირეკა
-ჩემი ბიჭი. ლუკ, მიყვარხარ-ვუთხარი და ამეტირა.
-რა გჭირს ეს დღეები? მეც მიყვარხარ. ხომ კარგად ხარ?
-კი. ლუკ, ორი თვეც ხომ დამელოდები? გპირდები ნასწავლი ჩამოვალ, ოღონდ დამელოდე.
-ნუ ღელავ, რუს... სამუდამოდ... ორი თვე კი არა საუკუნე დაგელოდები. წადი ისწავლე. გვიან დამირეკე. გელოდები.-ჰო, დამელოდება ამდენი კილომეტრის იქეთ... შენ? შენ რას აკეთებ? სულის ნოსტალგიით მოგენატრა რუსო. ვინ ხარ? რას წარმოადგენ?
5თვის განმავლობაში პირველად ვისწავლე. დავიიფიცე, რომ ლუკასთაან ნასწავლი ჩავიდოდი. მეე.. ერთი არარობა და მოღალატე ჩემს ერთგულებას ნასწავლი დავუბრუნდებოდი.
მეორე დღეს ლექციაზე დიდი ინტერესით მივედი. მაინტეერესებდა ვინ იყო ის ბიჭი, რომ დამეხმარა და როგორ იყო მაქსის ნახვის შემდეგ. მთელი ლექციები თვალით ვეძებდი, მაგრამ ვერსად დავინახე. ცოტა შემეშინდა კიდეც... უკვე სახლში ვბრუნდებოდი გასასვლელში, რომ დავინახე.
-ერთი წამით... -ვთქვი ოდნავ ხმამაღლა და მანაც გამომხედა. დამინახა თუ რა თავი მიატრიალა და გზა განაგრძო. გამიკვირდა. დავეწიე და მოვაატრიალე.
-როგორ ხარ? დიდი მადლობა, რომ დამეხმარე. რა გითხრა ან სად იყავით?
-შემეშვი რა?!-ცივად მომიშორა და წავიდა. ერთ ადგილს ავეკარი. ვერაფერი გავიგე რა მოხდა. მაქსი! ის ეტყოდა საზიზღრობებს ჩემზე... იმ წამს ტელეფონი ავიღე, რომ მისთვვის დამერეკა.
-ვიცოდი, რომ დამირეკავდა-გაიცინა მაქსმა.
-მე კიდევ არ ვოდი ამდენად თუ დაეცემოდი. რა უთხარი?
-ვის? შენს ქართველ მეგობარს?-ცინიკურად მითხრა.-ქართველ? აი, თურმე რატომ დამეხმარა.
-მიპასუხე რა უთხარითქო?-უკვე გავცოფდი.
-მნახე და გეტყვი.
-კარგი-ფარხმალი დავყარე. უცებ მოვიდა. მანქანაში კანკალით ჩავჯექი.
-როგორ ხარ?-ფეხზე ხელი დამადო.
-ხელი გაწიე. რა უთხარი ქართველს?
-სიმართლე-გაეცინა.
-რა სიმართლე?-ფერი დავკარგე და ავკანკალდი.
-რომ ქმარი გყავს, რომ 1შვილი გყავს და აუფ, კიდე აღარ მახსოვს... აა, ჰო... ჩემი საყვარელიათქო და უბრალოდ ნაჩხუბრები ვიყავითთქო.
-ნაგავი ხარ. მე არ მყავს შვილი და არც ლუკაა ჩემი ქმარი ჯერ...
-მე ხომ ვარ შენი საყვარელი?
-არ ხარ.. აღარ...-ჩავიბურტყუნე და შემრცხვა.
-აღარ? რა მნიშვნელობა აქვს სახელი ხომ აღარ გაქვს კარგი გოგოსი იმ ბიჭის თვალში? მეც ეს მინდოდა-ახლა გადადი მანქანიდან. იმ წამს დავტოვე მანქანა.
ერთადერთი მიზანი მქონდა. მენახა კიდევ ის ქართველი და დამემტკიცებინა, რომ არც ისე ცუდი ვარ. მხოლოდ მეორე დღეს დაველოდებოდი. სახლში წავედი და ვიმეცადინე. ლუკასთვის აღარ დამირეკავს. ვიცოდი, მეგობარი მჭირდებოდა, მაგრამ გვერდით არავინ მედგაა.
დილით კვლავ ინსტიტუტში წავედი. პირველივე ლექციაზე დავინახე ქართველი. გავარკვიე, რომ საბა ერქვა. გვერდით მივუჯექი, ისევ უხეშად გამომხედა.
-შეიძლება რაღაც აგიხსნა?
-შემეშვი-გამომხედა.
-საბა, მაქსი არაა შემი საყვარელი და არც ქმარი მყავს. მითუმეტეს შვილი.
-კიდევ ნახე და იმან გითხრა ხო? იმის მერე კიდევ ნახე და მიმტკიცებ არავინააო.
-მივხვდი, ცუდს, რომ გეტყოდა და იმიტომ ვნახე. გარკვევა მინდოდა.
-შემეშვი.. მე უბრალოდ არ მინდა ვურთიეერთობდე შენნაირ გოგოსთან.
-ბოდიში-ვუთხარი ქართულად და გადაჯდომას ვაპირებდი ხელი, რომ მომკიდა.
-ქართველი ხარ?
-ჰო. თბილისელი.
-გამარჯობა მე სააბა ვარ. არაფრის-გამიღიმა.
-მე რუსკა ვარ-მეც გავუღიმე.
-ვუსმინოთ ლექციას და ინსტიტუტის გარეთ შევხვდეთ. იქ ამიხსენი ყველაპერი. აი, ნომერი-ფურცელზე დამიწერა და მომაწოდა. ამოვაბრუუნე ჩემი ნომერი დავწერე და დავუბრუნე.
-ოჰ, ეს ქართული თვისებები-ორივეს გაგვეცინა.
-ამიხსენი ვინაა მაქსი? ტყუილების გარეშე-მკითხა მაქსმა ინსტიტუტს გარეთ.
-მრცხვენია. ძალიან მრცხვენია-თავი დავხარე.
-ნუ მიპასუხებ. რა მოხდა?
-საქმრო მყავს და არ მინდა მოღალატე დავუბრუნდე-ტირილი დავიწყე.
-რა გატირებს? ცოდვა ყველას გვაქვს. მოინანიე. ესაა სიმდიდრე.
-გენდე.-ვუთხარი და ვეღარაფერი ვთქვი.
-მეგობრები გაკლია? აი, თურმე. ჩაგეხუტები რა?-თავი დავუქნიე და პირველად ვიგრძენი ასეთი სითბო 5თვის მანძილზე. მომნატრებია ეს მდგომარეობა.
-გმადლობთ-გავუღიმე.
-რა საყვარელი ხარ-გავწითლდი. მალე დავიშალეთ. თავს ბედნიერად ვგრძნობდი.
****
-როგორ ხარ?-ლუკას დავურეკე საღამოს.
-კარგად შენ ჩემი გოგო?
-იცი, აქ ერთი ქართველი გავიცანი, საბა ქვია. ძალიან კარგი ბიჭია. შენზეც ვუთხარი.
-ოოჰ, მიდი ჰო შენ ბიჭები გაიცანი მანდ...
-გამიბრაზდი?-გამიკვირდა.
-არა-ცივად მიპასუხა და გამითიშა. ვიცოდი ამ დროს ჯობდა აღარ დამერეკა. მივწერე.
-ბოდიში. გასაბრაზებლად არ მითქვამს. ნუ მებუსხები. 2თვე ლუკ.. 2თვე და მორჩა... მიყვარხარ...-არ მომწერა. ვიცოდი გაბრაზებული იყო და არც ველოდი, რომ მომწერდა.
სწავლა დავიწყე. ცოტახანში ჩემი ტელეფონი აწკრიალდა "ლუკა"-გავიფიქრე და ტელეფონს დავხედე. საბა იყო.
-იმედია არ გაწუხებ. რა თბილი ჩახუტება იყო. 1წელია აქ ვარ და მსგავსი სითბო არ მიგრძვნია. თუ, ის კიდევ დაგირეკავს მითხარი. ხვალ შაბათია, ვისვენებთ თუ გეცლება ჩემს მეგობრებს გაგაცნობ.
-თუ მოვიცალე მოვალ.
იმ დღეს ლუკას არ მოუწერია და არც მე მიმიწერია. მეორე დღეს ვფიქრობდი წავსულიყავი საბას მეგობრებთან? არა მგონია ლუკას ეს ამბავი მოსწონებოდა, მაგრამ სახლში რა უნდა მეკეთებინა? დღეს შაბათია. უუხ, არაფერი მოხდება თუ წავალ. გარეთ გავიხედე. ნამდვილად შემოდგომის ამინდი იყო. სარკეში ჩავიხედე. მწვანე თვალები სხვანაირად ანათებდნენ. ჩემი შავი თმაც კარგად ბზინავდა. შავი მაღალეწელიანი შარვალი ჩავიცვი და მაისური. ცოტა მოღრუბლული იყო, მაგრამ არ ციოდა. საბას მივწერე.
-მზად ვარ სად მოვიდე?
-შენ კი არა მე სად მოვიდე. მარტო ხომ არ მოგიყვანს?-გამეღიმა და მისამართი ვუთხარი. 2წამში მოვიდა. ეზოში ტაქსი დამხვდა.
-ბოდიში, რომ როგორც გეკადრება ისე ვერ დაგხვდი-გადამკოცნა.
-კარგი რა. ისე მომენატრა ქართულად ლაპარაკი-თემა შევცვალე.
-აი, ახლა გაგაცნობ ქართველ ბავშვებს. ზოგს მეტად გაუგებ ზოგს ნაკლებად, მაგრამ ცუდი არც ერთია..-ამ ლაპარაკში პარკთაან მივედით. ბავშვები ერთად შეკრებილიყვნენ და იცინოდნენ. როგორ გამიხარდა ამდენი ქართველის დანახვა...



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

გადავირიე ნუუუუუუუუ... მარა ის ვერ გავიგე რუსკა და მაქსი ერთად იყვნენ ისე უბრალოდ თუ საწოლის ამბებშიც, იმას რომ ფიქრობს არ მინდა მოღალატე დავბრუნდეო :D ლუკა იმას მაინც ხომ მიხვდება, თუმცა არამგონია რომ მაქსთან ასეთი ურთიერთობა ჰქონოდა საქმრო ჰყავს :D და თუ ის საქმრო ნამდვილი ტიპური "ქართველია" მითუმეტეს :დდდდ
აბა ახლა ვნახოთ საბასთან რა მოხდება am am
შენს შეფასებას ველოდი მე და აგვიანებს რაღაც :D :D :D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline წევრი keke11

ErckeMydass25
გადავირიე ნუუუუუუუუ... მარა ის ვერ გავიგე რუსკა და მაქსი ერთად იყვნენ ისე უბრალოდ თუ საწოლის ამბებშიც, იმას რომ ფიქრობს არ მინდა მოღალატე დავბრუნდეო :D ლუკა იმას მაინც ხომ მიხვდება, თუმცა არამგონია რომ მაქსთან ასეთი ურთიერთობა ჰქონოდა საქმრო ჰყავს :D და თუ ის საქმრო ნამდვილი ტიპური "ქართველია" მითუმეტეს :დდდდ
აბა ახლა ვნახოთ საბასთან რა მოხდება am am
შენს შეფასებას ველოდი მე და აგვიანებს რაღაც :D :D :D

vaime ra kargi xar shen :* gpirdebbii <3 icii eg minda xalxma gaarkvios :p dda mee gpirdebbi axlave wavikitxav shens istorias

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

keke11
ErckeMydass25
გადავირიე ნუუუუუუუუ... მარა ის ვერ გავიგე რუსკა და მაქსი ერთად იყვნენ ისე უბრალოდ თუ საწოლის ამბებშიც, იმას რომ ფიქრობს არ მინდა მოღალატე დავბრუნდეო :D ლუკა იმას მაინც ხომ მიხვდება, თუმცა არამგონია რომ მაქსთან ასეთი ურთიერთობა ჰქონოდა საქმრო ჰყავს :D და თუ ის საქმრო ნამდვილი ტიპური "ქართველია" მითუმეტეს :დდდდ
აბა ახლა ვნახოთ საბასთან რა მოხდება am am
შენს შეფასებას ველოდი მე და აგვიანებს რაღაც :D :D :D

vaime ra kargi xar shen :* gpirdebbii <3 icii eg minda xalxma gaarkvios :p dda mee gpirdebbi axlave wavikitxav shens istorias

დაპირება დაპირებააა wink wink wink wink

და მართლაც უჩვეულოდ "სხვანაირო" რატომ მიატოვე ეს ისტორია და სხვა დაიწყე? angry გავბრაზდიიი >.< ჯერ ეს მორჩი :(
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent