რეალობაში დაკარგულები... (3)
ჩემი მეგობრები ყოველთვის მეუბნებიან კარიერა შემიწირავს, რომ მხოლოდ მასზე არ უნდა ვიფიქრო, უკვე 25 წლის ვარ და გათხოვება გვიანდება და კიდევ ათასი... ბლა...ბლა... ბლა... მოკლედ კარგად ვარ შეიძლება ითქვას, თუ იმ ფიქრებს არ ჩავთვლით თავში რომ მიტივტივებს, არა რა რას ავიკვიატე ეს ლაზარე, მეტი საქმე არ მაქვს? სულ ამ კითხვას ვსვამ საკუთარ თავთან, მერე რა რომ პასუხი არ მაქვს... :) ნელ ნელა მიყუჩდა ეს ყველაფერი და აი მისი მეგობრობის შეტყობინებაც მხვდება... ღმერთო რა მაგარიააა, ეს ჩემი "სასწაულია" ვფიქრობ და ხმამაღლა მინდა ვიყვირო რომ მან მე მეგობრობა გამომიგზავნა... იმასაც მწერს რომ უხარია რომ დავიმეგობრე და ვიცანი... აუ მე მასზე მეტად მიხარია, ნეტა იცის? არა საიდან უნდა იცოდეს, მისი ადრე დანატოვარი წიგნი წავიკითხე აზრთა გაცვლა გამოცვლის დროს, ერთი თვით დავემშვიდოებე.. ოჰ, რა რთული ასატანი იყო... ხშირად ვფიქრობ ხოლმე როგორი სხვანაირია... არ ჰგავს ამ პლანეტაზე დაბადებულს... ზედმეტად მგრძნობიარეა, მშვიდი, ჭკვიანი, ზრდილობიანი, ეს ერთი შეხედვით ჩემი დაკვირვება...არაა ესეთი კაცი არ მინდა გვერდით, სულ მეგონა რომ გამოჩნდებოდა ცოტა უხეში, აქტიური... მოკლედ რაც არის არის... არ ვაპირებ ურთიერთობის გაწყვეტას, ვიმეგობრებ მერე რა მოხდა... მთავარია არ შემიყვარდეს... ერთთვიანი პაუზის შემდეგ მწერს ისევ სოციალურ ქსელში რომ ნომერი მივცე, ვსაუბრობთ... ღმერთო რა მშვიდი ხმა აქვს... ცოტაც და მისი ისტორია ჩემთვის ნაცნობი ხდება.... :( ასაკით ჩემზე დიდია, (11 წელია სხვაობა)ოღონდ ეს არა (გავიფიქრე)... სწავლობდა საკმაოდ პრესტიჯულ უნივერსიტეტში, მუშაობდა ბევრისთვის საოცნებო ადგილას... მერე საშინელება ხდება მის ცხოვრებაში და იძულებულია ყველაფერს თავი დაანებოს... (აი აქ ვხვდები რა უძლური ვარ, გონება და გული იხლიჩება), მე ხომ ყოველთვის რეკომენდაციას ვუწევ ადამიანებს როგორ გაუმკლავდნენ არსებულ სირთულეებს,არც ვიცი ეს სირთულეა თუ რა არის... მაგრამ ვერაფერს ვეღარ ვფიქრობ, არადა ისევ ისეთი გრძნობით ველოდები როდის მომწერს... ცუდად ვარ და არვიცი როგორ მოვიქცე... ძნელია იმის გაანალიზება რომ ბიჭი, რომელიც ასე ძალიან მოგწონს სულ ცოტა ხნის წინ სასიკვდილოთ გაიმეტეს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.