რეალობაში დაკარგულები... (2)
რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ჩემი ფიქრები ხშირად დასტრიალებდა ჩემი ოჯახის ერთ, ძველ სტუმარს, რომელიც ისე მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და კვალი დატოვა, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. ხშირად ვფიქრობდი, ჩემთან სახლში მისი მოსვლა შემთხვევითობის ბრალი არ იყო და აქ ბედისწერის ხელი ერია... ვფიქრობდი რომ ჩემი ბედი ჩემთან მოვიდა, მერე თავს შემოვუძახებდი რომ სულელივით ვფიქრობდი და უცებ ვივიწყებდი ყველაფერს და ჩვეულებრივად ვაგრძელებდი ჩემს ერთფეროვან ცხოვრებას... ოცდახუთი წელი ...ყოველი ახალი წელი ახალი იმედებით მავსებდა რომ აი ახლა შევხვდებოდი ჩემი ცხოვრების მეორე ნახევარს.. ძალიან კი გამიგრძელდა ლოდინი... ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება, სამსახური სახლი... სამსახური სახლი... ასეა, მშობლების კმაყოფაზე რომ არ გინდა ყოფნა, ერთი სამსახური, მეორე სამსახური, ფრანგული უნივერსიტეტი... სახლში მისულს აღარც ჭამის თავი მაქვს და აღარც რამის კეთების... საკუთარ თავზეც უკვე ვეღარ ვფიქრობ, რა მაცვია, რას ვჭამ და ა.შ. მოკლედ პირადი ცხოვრება არ მაქვს შეიძლება ითქვას... მეგობრებსაც კი იშიათად ვნახულობ... ჩემი დაც სასწაულად მენატრება... როგორც იქნა ნანატრი ზაფხული დადგა, შვებულება ავიღე და მშობლებთან ერთად სოფელში წავედი დასასვენებლად... როგორც აღმოჩნდა ლაზარეც გვერდით სოფელში მშობელების სახლში ჩამოსულიყო საცხოვრებლად, მოდიოდა მამასთან და ერთად დიდხანს ბაასობდნენ. არვიცი რატომ მაგრამ როდესაც მამა ამბობდა რომ უნდა მოსულიყო, ყველა საქმეს ვდებდი და სახლში ვრჩებოდი, ძალა რომელიც მაიძულებდა სახლში დარჩენას ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა...მალე შევეჩვიე მის ხშირ სტუმრობას , შემდეგ უკვე კარგი ნაცნობივით ვესალმებოდი ჩვენთან მოსულს, ისევ ისეთი ცივი იყო ჩემს მიმართ... თითქოს გრძნობდა ჩემს არაერთგვაროვან დამოკიდებულებას, თავს მარიდებდა, დამშვიდოოებების დროსაც კი მამას ეუბნებოდა რომ მისი ნახვამდის გადმოეცა. ვერ ვიტანდი ამის გამო, მძულდა... თავს ვიტყუებდი რომ მძულდა, ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ადამიანი მომწონებოდა ულაპარაკოდ, ღიმილის გარეშე, მე ხომ მას საერთოდ არ ვიცნობდი... მოკლედ ასე იყო თუ ისე, ძილის წინ ყოველთვის ვამბობდი ფრაზას "ღამე მშვიდობის ლაზარე, მე მხოლოდ მისი სახელი ვიცოდი... და კიდევ ველოდებოდი სასწაულს, კიდევ და კიდევ ყოველთვის მჯეროდა სიტყვების" თუ მთელი გულით ინდომებ აუცილებლად აგიხდება"... მე ვიცოდი მხოლოდ მისი სახელი, ვეძებდი FAСBOOK-–ზე, ვერ ვიპოვე, გავიგე გვარი, ვერ ვიპოვე... როგორც ყოველთვის ღამე ძილის წინ ვამბობდი "ღამე მშვიდობით ლაზარე" და ბედნიერებას ვუსურვებდი... ჩემი "სასწაულის" ჯერიც დადგა... მე ვიყავი უბედნიერესი როდესაც მისი მეგობრობის შეტყობინება დამხვდა სოციალურ ქსელში... ### მკითხველებო რადგან ეს ისტორია რეალურია და ჯერაც არ დამთავრებულა, მიწევს ამ ყველაფრის თქვენამდე ფრთხილად მოტანა, თქვენი უკუკავშირი ჩემთვის მნიშვნელოვანია... აბა რას ფიქრობთ, ღირს გაგრძელება? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.