გაცნობის საიტი -10-
მთელი ღამე სიზმრებში მის მეტს ვერავის ვხედავდი და ეს არც მიკვრიდა.დილას ინტერესით დავაკვესე თვალები და ტელეფონს შევხედე,კიდევ რამდენიმე მონაწერი იყო.ჩანდა,რომ გვანცას იმ ინციდენტის შესახებ მასთან არაფერი უთქვამს. რა თქმა უნდა,არ ვუპასუხე.მინდოდა მასაც იგივე ეგრძნო თუ რა არ ვიცოდი,მაგრამ ფაქტი იყო,რომ ეს არ მინდოდა ან შემეძლო რო.იქნებ მასზე ნაწყენი ვიყავი.დიახ,ვიყავი,ერთხელად არ მოვუკითხივარ და მხოლოდ გვანცას გამო გავახსენდი.მისი სახელის გაგონებაც არ მინდოდა,მაგრამ ფაქტი იყო,რომ უნარების მეცადინეობის დროსაც მასზე ვფიქრობდი.ვიცოდი,რომ გონება უნდა მომეკრიფა,მაგრამ ამის რეალიზება ჩემთვის ძნელი იყო.გვანცაც შემოეჩვია ჩვენ სახლს,დღითიდღე იზრდებოდა მისი მუცელი და ამის მომსწრე მეც ვიყავი. დღეებს კვირები მიყვებოდა,მაგრამ სანდროსგან არაფერი ისმოდა.ერთ დღეს მაცნო გვანცამ,ხვალ ჩამოდის ჩემი ძმაო,მაგრამ შევეცადე ემოცია დამემალა.არ შემეძლო,ჩემი გრძნობები და სურვილები მისთვის ნაცნობი გამხდარიყო.ალბათ,კი იცოდა,მაგრამ მაინც არ მინდოდა ამ ყველაფრის აფიშირება. პირველი დეკემბერი იყო ანუ ზამთრის პირველი დღე.ეს იყო ის დღე,როცა სანდრო ჩამოდიოდა.არ ვიცოდი ღამით მოფრინავდა თუ დილას,მაგრამ მისი მეგორბებისდაგეგმილი წვეულება 2-ში იმართებოდა.პირველში ანას დაბადების დღე ჰქონდა,ამიტომ მასზე საფიქრად არ მეცალა. მაგრამ ორიც გათენდა და სანდროს სახე მაშინვე წარმომიდგა.მინდოდა გვანცას სადმე შევხვედროდი და მასზე რამე მოეყოლა,მაგრამ მსგავსი თვალთმაქცობები არასდოს გამომდიოდა,ამიტომ უარი ვთქვი ეშმაკობაზე და შევეცადე ძველებურად გამეგრძელებინა ცხოვრება. იმ დღეს სკოლაში არ წავსულვარ.ზამთრის ბურუსში ადრე ადგომა და გარეთ გასვლა ნამდვილად არ მიყვარს.“არების“ რეზერვი ისედაც მქონდა,ამიტომ არაფერზე მინერვიულია.სახლი თავისუფალი დავიგულე თუ არა,ფეხზე წამოვხტი და ფანჯრიდან გავიჭყიტე.ალბათ,სანდროს ველოდი,მაგრამ არა.მას აქ რა უნდოდა.დილას კარგად გამოიძინებს და მერე წვეულებას დაესწრება-მეთქი გავიფიქრე და სამზარეულოში გავედი.მაგიდის ალაგებაც კი ვერ მოეწრო დედაჩემს.გადასაწმენდი ნაჭერი ავიღე და მაგიდა მთლიანად გავასუფთავე,შემდეგ დავაპილასოსე და სკამზე ჩამოვჯექი.წყალი ჯერ კიდევ ცხელი იყო,ყავა გავიკეთე და ფეხები სკამზე შემოვაწყვე.ორ საათამდე მეცალა,რაც ძალიან მიხაროდა,მიხაროდა,მაგრამ რატომ არ ვიცი.თანა ყველაფერი მომზადებული მქონდა და შემეძლო მთელი დილა და შუადღე ნორმალურად მესუნთქა. ჩემი ერთი ნაწილი ამაში აზრს ვერ ხედავდა,სანდრო არაა შენ გვერდითო-მაგრამ ოპტიმისტ ნაწილს ის ფეხებზე ეკიდა.ნუთუ,არ შეიძლება რომ გრძნობების გარეშე იცხოვრო-მეთქი-გავიფიქრე და სპორტულებს ძებნა დავუწყე. -სად წავიდა-ჩვეულად გავძახე დედაჩემს და სულ დამავიწყდა,რომ სამსახურში იყო წასული-ეჰ-ამოვიხვნეშე და სადღაც შეჭეჭყილი ვიპოვე.ჩემი გარდარობი რამდენიმე დღის წინ დავალაგე,მაგრამ მაინც აირია.ვეშოლკები მჭირდება-მეთქი-გავიფიქრე და მაშინვე გამახსენდა დედაჩემის სიტყვები,ამდენ ვეშოლკასა და ჩამოსაკიდებელ ადგილს ვინ დაგიხატავსო. მუსიკას გულში ვმღეროდი და სირბილით მივაპობდი ბილიკს,როცა რაღაცამ შემაწუხა.ჩემი ბიუსჰარტერი ძირს იწეოდა.გამიკვრიდა ასეთი რამ არასდროს დამართნია-მეთქი,წვალებით გავისწორე და უხასიათოდ განვაგრძე სირბილი.ბოლოს ისე გამიწყალა გული,რომ სულ შევეშვი,მაგრამ ისე მაცვია,რომ ვერც უბუსჰალტერობას შემამჩნევენ და ვერც იმას,რომ მუცელზე რაღაც დაფოფხავს-მეთქი.მას რომ ვერაფერი მოვუხერხე,მუსიკას ავუწიე უკანსკნელ ხმაზე და ღიღინით განვაგრძე სირბილი. კარიბჭესთან ვიყავი,როცა ნაცნობი ხმა მომესმა და მაშინვე შევხტი. -დეა-სანდროს ბაგედან გაგებულმა სიტყვაც რეტი დამასხა.კიდევ კარგი მიფარებულში შევისწორე ბუსჰალტერი-მეთქი-გავიფიქრე და თამამად ავხედე ბიჭს. -მომენატრე-ძველებურად ვნებიანად წარმოთქვა და ახლოს მოიწია. -მეჩქარება-უხასიათობა მალევე შემატყო და ხელი გადამხვია. -ამ გზით მოვდიოდი ჩემ დასთან და შენ შეგნიშნე.სიმართლე,რომ გითხრა დაცვის კაცები თვალს ადევნებდნენ შენ მკერდს-გავბრაზდი და საშინლად შემრცხვა კიდეც.დარწმუნებული ვარ,ჩემ აწითელბულ სახეს ხედავდა,მე ხომ იმ დღეს მაკიაჟის ნასახით არ მედო კანზე.გამახსენდა,რომ ეს ბიუჰალტერი ანას ვათხოვე.მას კი ჩემზე ოდნავ დიდი მკერდი აქვს და ეტყობა გამიწელა.კიდევ კარგი ორ ზომაზე დიდი მკერდი არ მაქვს-მეთქი გავიფიქრე და სანდროს თავლი მოვარიდე. -დეა,ჩემი პატარა-ძლიერად მომხვია ხელები. -ანას ბრალია-გადაჭრით ვთქვი.მინდოდა,თავი მემართლებინა-ანამ გამიწელა,აშკარად.. -უსინდისო-ღიმილით ჩაილაპრაკა სანდრომ-არ გამაცნობ მაგ დიდმკერდიან გოგოს. -შენ სულ მკერდი როგორ გელანდება. -ცოტათი გარყვნილი ყველა კაცია-თვალი ჩამიკრა,მაგრმა გაბრაზება შემნიშნა თუ არა,მაშინვე მოლბა-ჩემი გოჭი,გაგეხუმრე,დეა..დაცვის კაცების თვალები რომ შემემჩნია განა ცოცხლები იქებოდნენ?-მის სიტყვებზე სიცილი ამიტყდა. -მე კი დავიჯერე. -მათ არ აქვთ ჩემნაირი მახვილი თვალი. -ის გოგო ვინაა? -ვინ გოგო-გაუკვირდა ჩემი პირდაპირობა. -ქერა და ლამაზი-მარტივად განვუმარტე. -შენ ყველაზე როგორ უნდა იეჭვიანო-იცოდა,რომ ეჭვიანი ვიყავი,მაგრამ მაინც გაუკვრიდა. -დეა,ეჭვი გეპარება იმაში,რასაც შენ მიმართ ვგრძნობ?-მივხვდი,რომ ეს რიტორიკული კითხვა იყო,ამიტომ არაფერი მიპასუხია,ძლიერად მივეყრდნე და მასთან ერთად განვაგრძე გზა-დეა,შენ მხდი გარყვნილს,ამიტომ არ შემიძლია რომ არ გაკოცო-ხელებში მოიქცია ჩემი სახე და რიტმულად შემახო ტუჩებზე თავისი ცივი ბაგე.ფეხის წერებზე ავიწიე და კოცნაში ავყევი,მაგრამ მალევე შევაჩერე. -ხალხია აქ,სირცხვილია-აღარ შემწინააღმდეგებია.კორპუსს რომ მივუახლოვდით უკან იწეოდა,მაგრამ წასვლა არ შეეძლო. -მერე ავალ გვანცასთან. -არ გინახავს?-თავი გააქნია და სახლში ამომყვა. -მე გეპატიჟები რო?-თვალები დავუბრიალე,მაგრამ მიხვდა,რომ ასე სპეციალურად ვიქცეოდი.სახლის კარი გავაღე თუ არა,სააბაზანოში შევვარდი,ის კი ტელევიზორის წინ მოკალათდა და რაღაც საინფორმაციო გადაცემას დაუწყო ყურება. მგონი,ასე სწრაფად არასდროს გამოვსულვარ ვანიდან.ეს იმის ბრალი იყო,რომ სანდრო საშინლად მომნატრებოდა.გამოვედი თუ არა,მის გვერიდთ დავჯექი და ტელევიზორი გამოვრთე. -საუკუნეა აღარ ვუყურებ-განვუმარტე და თვალებში შევხედე,ისიც მიყურებდა და მზერით ნაპერწკლებს აფრქვევდა.ვგრძნობდი,რომ ამდე ხანს ტყუილად არ მეცადა.შემეხო თუ არა ტუჩებით,მაშინვე დამავიწყდა გარეშე სამყაროს არსბეობა და ირეალურ ცხოვრებაში გადავეშვი.ტუჩებით მეხებოდა ბაგეებზე და მთელ სახეს მიკოცნიდა..ვგრძნობდი,რომ მისი ალერსი ღვთაებრივი რამე იყო.ნეტავ,მთელ დღეს მასთან ვატარებდე-მეთქი-გავიფიქრე და მისი ხელი მაისურის ქვეშ ვიგრძენი,ტუჩები კი კისერზე ფარვანასავით მედებოდა. როცა პირველ პირში წერ და,როცა საკუთარ გრძნობებს ხდი საჯაროს,ძნელია ისაუბრო ისეთ თემაზე,როგორიც ვნებაა.როცა შიშველ მკერდზე დავიხედე,გამიკვირდა და მეუცნაურა ეს ფაქტი,ვერც კი მივხვდი მაისური როგორ გამაძრო.ეტყობოდა,რომ თავს კარგავდა.ვიგრძენი რა მისი ხელი შარვლის ქვეშ,წამოვიწიე და თვალებში შევხედე.მის შავ თვალებს ფერი ეცვალათ. -სანდრო!-ვუჯიკე და გონს მოვიყვანე. -დეა,მაპატიე-დამნაშავესავით წამოდგა.მისი ასეთი გულუბრყვილობა მაკვრვებდა,თან მორიდებული და მოკრძალებული იყო და თან ვნებისგან იწვოდა.ანუ არ გამოსდიოდა თავის მოთოკვა. -ყავას ხომ არ დალევ?-შევეცადე უხერხულობა განმემუხტა. -კი,პატარა. -ისე შენ დას დავუახლოვდი,ამოდიოდა ხოლმე და..-გავუღიმე ბიჭს და ფეხზე წამოვდექი. -მაგარია,მას ამაზე არაფერი უთქვამს-მის ალალ მზერაზე გამეღიმა და ლოყაზე ვაკოცე. -რა საყვარელი ხარ,მაგიჟებ-ჩემთან ასეთი თბილი არასდროს ყოფილა.ეტყობოდა,რომ მონატრებამ მასზე ძლიერ იმოქმედა. -მივხვდი რატომაც არ მწერდი-წელზე ვიგრძენი მისი ხელი და მთელ სხეულში დენმა დამიარა. -დეა,ჰო,მიხვდი..ალბათ,ბრაზდებოდი ჩემზე-გამიღიმა და ტუჩები კისერზე მომაწება. -სულაც არა-ირონიულად ჩავიცინე და ხელი გავაშვებინე-იცოდე,ყავას არ დაგალევინებ. -არც მინდა,შენ უფრო გემრიელი ხარ! -სანდრო,გაგიჟებულხარ. -განშორებამ ორივეზე კარგად იმოქმედა. -კიდევ აპირებ წასვლა?-ირონიულად ვკითხე და შავ ქოჩორში ხელი ჩავავლე. -მტკივა-თმაზე მომქაჩა და ზემოდან მომექცა-არ გაგიშვებ. -სანდრო,რომელი საათია?-თავი დავიძვრინე მისი მკლავებიდან და საათს ავხედე-პირველი ხდება,ორზე გაკვეთილი მაქვს. -მე წაგიყვან და დაგელოდები-შემომთავაზა ბიჭმა. -არა,მერე ცურვა მაქვს.გვანცა ნახე,თავად წავალ-მესიამოვნა მისი ყურადღება და ჩემს თვალში ამით კიდევ უფრო ამაღლდა.თითქოს 25 წლის იყო,მაგრამ მამაკაცს მაინც იშვიათად ვწერ ხოლმე თხრობისას,ის ჩემთვის მაინც ბიჭია.აბა,ასეთი საყვარელი და გულუბრყვილო...ის ხომ ჩემი ბავშვია! -ყავა არ დაგავიწყდეს-მომაძახა სახეგაბრწყინებულმა.საიდან ვიცი,რომ სახეგაბრწყინებული იყო? ვიცი,რადგან უკან ვიხედებოდი. იმ დღეს ისეთი ბედნიერი ვიყავი,რომ ამ გრძნობას ვერავინ ჩასწვდებოდა.გზაში გულში ვღიღნებდი და ვღიღინებდი,თავს არ ვგავდი.ჩემ ცხოვრებაში ეს იყო უეცარი სიხარული,მონატრების გამოჭენება და ათასი ბედნიერება..ამ ყველაფერს სიტყვებით ვერ ვღწერდი. კურსებიდან გამოსულს გამახსენდა,რომ დეკემბრის ბოლოსკენ სერციფიკატის ასაღებად გამოცდა უნდა ჩამებარებინა.გამოცდები არ მიყვარს,მაგრამ b2 დონის სერციფიკაცი ნამდვილად მინდოდა,ამის ჩასაბარებლად ფული გადადებული მქონდა.მოკლედ,მშვენიერ ხასიათზე ვიყავი მანამ,სანამ მეტროს კარებს არ მივუახლოვდი.კარები მიხურული იყო.ალბათ,იმ დღეს ბევრი ადამიანი არ მგზავრობდა მეტროთი.ის იყო,უნდა შევსულიყავი კარებში,დაახლოებით სამ მეტრზე ვიდექი,როცა ჩემ წინ რკინის კარმა გაიფრიალა და სახეში მომხვდა მისი სახელური.ქალის სახე ვერ დავინახე ან მაგისთვის ვის ეცალა,ის ქალი წავიდა და უკანაც არ შემოიხედავს,მაგრამ არც ამისთვის მეცალა..სახე საშინლად მეწვოდა,შუბლზე ცეცხლივით ვგრძნობდი რაღაც საზიზღრობას,ცხვირი მლღობარე რკინასავით ხურდა.. გავმწარდი,იმ მომენტში ყველაფერს ცუდს ერთდროულად ვგრძნობდი.იმ მომენტში ყევალფერი გაუფერულდა.არ ვტიროდი,არ შემეძლო ამ ყველაფრის ცრემლებით ასახვა,სახეზე ხელები ავიფარე და კარებში შევედი.გასასვლელში მდგარმა ქალმა,სასწრაფოს ხომ არ დავუძახოტო,მე ვიუარე და ბილეთი თავის ადგილას გავუსვი.მთელი გაჩერებები ფეხზე ვიდექი და ვცდილობდი ჩემი მდგომარეობა სააშკარაოზე არ გამომეტანა.ის იყო ჩემ გაჩერებას აცხადებდნენ,რომ ტელეფონში ჩავიხედე და გავშრი,ცხვირი ჩამლურჯებოდა და თან კეხივით ამომწეოდა გასიებული ადგილი.შემეშინდა,ვიფიქრე ასე დამრჩება-მეთქი და უარესად გავხდი.გარეთ გავედი და ვცდილობდია არაფერი შემემჩნია,მაგრამ სახეზე მაინც მეტყობოდა ყველაფერი.არ მინდოდა ჩემებს ენერვიულათ,თან დედა სად იყო ისიც არ ვიცოდი,ამიტომ წინასწარ მოვლენების დაჩქარებას შევეშვი და სახლისკენ გავწიე.დროდადრო ტელეფონში ვიხედებოდი და მთელი სხეულით ვკრთოდი.ნუთუ.ოპერაცია მომიწევს-მეთქი-ვფიქრობდი გაგიჟებული.არ მინდოდა ნაოპერაციები ცხვირი,არ მინდოდა ექიმთან მისვლა და საერთოდ არ მინდოდა ავადმყოფობა.ექიმები ხომ არასდროს მიყვარდა,მას შემდეგ რაც მამაჩემი მშობლები გარდაიცვალნენ,ისინი სასტიკად შემძულდა.ისევ გამახსენდა ბავშვობისას როგორი გატენილი მქონდა სახლი და რითი? ექიმებით..ამ სიტყვის გახსნებაც კი არ მინდა. ცურვაზე,რა თქმა უნდა,ვეღარ წავედი.პირდაპირ ეზოში შევედი და სწრაფი ნაბიჯით გავსწიე ჩემ სადარბაზოსკენ. -დეა..-ზემოდან მომესმა ნაცნობი ხმა.მინდოდა შევბრუნებულიყავი,მაგრამ არ შემეძლო.არ მინდოდა სანდროს ამ მდგომარეობაში ვენახე-რატომ დაბრუნდი?-აივნიდან იხედებოდა ბიჭი. -ვიფიქრე,რომ აღარ წავალ-ძლივს წარმოვქვი.მან ჩემ ხმაში ნაღველი შენიშნა და მაშინვე აიშალა. -ვინმემ ხომ არ გაწყენინა? ცუდად ხომ არ ხარ? არ მომწონს შენი ხმა. -არ გინდა ზედმეტად მზრუნველობა-ნაბიჯს ავუჩქარე.კიდევ კარგი ჩემ სახეს ვერ ხედავდა.შეშინებული ავყევი კიბეებს და სახლის კარები გავაღე. -დეა..-სანდრო ეზოდან მეძახდა.არ ვიცოდი რა მექნა,ის მალე კიბეებზე ამოვიდოდა,კარის გაღებაზე უარს ვერ ვეტყოდი. ____ ველი შეფასებებს,ჩემო ლამაზებო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.