შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

10 წამი (სრულად)


27-10-2015, 01:18
ავტორი ერკე
ნანახია 5 290

მუხლებზე ვდგავარ სასაფლაოს კარის წინ, უკან შეკრული ხელებით და ვხვდები, რომ სიკვდილამდე ცოტა დრო მრჩება.
ჩემს წინ, ჯიბეგამოხეული და დაძონძილშარვლიანი 20 წლის ბიჭი დგას, რომელსაც ხელში ჩემი იარაღი უჭირავს და ლულა ჩემს შუბლთან აქვს გასწორებული. ერთმანეთს არ ვიცნობთ.
შეიძლება ეს ამბავი დიდად განმეცადა სახლში ცოლი ან შვილი რომ მელოდებოდეს, მაგრამ მე არც ცოლი მყავს და არც ჭყიპინა ბავშვები, რომლებიც ნევროზს ამკიდებდნენ. ყველასგან დავიწყებული კაცი ვარ და ყველა დავიწყებულია ჩემგან. მე არავინ ვარ, ასეც მქვია ა რ ა ვ ი ნ!
„ცხრა“
რა თქმა უნდა, ვიცი რამდენი წამი დამრჩა სიკვდილამდე - ცხრა. ალბათ გაინტერესებთ კიდეც, რატომ ვარ ახლა აქ, რატომ მაქვს შეკრული ხელები და რატომ აქვს უცხო ბატონს ჩემი იარაღი ჩემივე წინააღმდეგ. თქვენი აზრი არ მაინტერესებს, ამას მე მაინც მოვყვები. სიკვდილის წინ მინდა ყველაფერი ვთქვა, რამაც ჩემი ცხოვრება ასე თავდაყირა დააყენა, თქვენ კი მოგიწევთ ამის მოსმენა.
„რვა“
მე მქვია არავინ, ვარ 30 წლის. ბავშვობა უდარდელი და ტკბილი ნამდვილად არ მქონია, დედაჩემი ჩემი გაჩენიდან ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა, როგორც მითხრეს მე მოვკალი. ნერვიულობას გადაჰყვა. მამაჩემი კი 9 წლის ვიყავი, როცა ბევრი სმისგან მოკვდა, თუ ამას სასმელს დავაბრალებთ. მთვრალმა თავისი საყვარელი იარაღით თავი მოიკლა. ბავშვობის ოცნებები გამიუფერულდა, წარმოსახვაში აშენებული სასახლე დამენგრა და ვირწმუნე, რომ მომავალი არცთუ ისე კარგი მექნებოდა. ვერ ვიტყოდი, რომ ჩემს ცხოვრებას ბედნიერად, საყვარელი ქალის კალთაში დავასრულებდი. მე ხომ არავინ ვიყავი, მაშასადამე ჩემი ადგილი აქ არ იყო.
„შვიდი“
ვხედავდი ჩემს ირგვლივ, როგორ იცვლებოდა გარემო. ხეებს ფოთლები სცვიოდათ და გაყვითლებულები მიწაში იმალებოდნენ, შემდეგ ვხედავდი როგორ იზრდებოდა ტოტებზე ნელ-ნელა მწვანედ შეფერილი ღეროები და შემდეგ ხეებზე ჩიტებიც იკეთებდნენ ბუდეებს. და ასე დაუსრულებლად. თავს ვარიდებდი ყოველ სულიერს, ამ უზარმაზარ პლანეტაზე მარტოდმარტო დავრჩი, არავინ მყავდა, საერთოდ არავინ. მამაჩემმა სიკვდილის წინ, რაც მითხრა ყველაფერი კარგად დამამახსოვრდა და დღესაც კი თავში მიტრიალებს ის სიტყვები. ჩემს წინ იდგა, იარაღს ხელში ატრიალებდა, ბარბაცებდა და მეუბნებოდა. „შენ მოკალი დედაშენი, შენ იყავი მისთვის სატანჯველი და მას შენ მოუღე ბოლოო“. მერე თოფის ლულა პირთან მიიტანა და ისროლა. მის უკან კედელი წითლად შეიღება და ამან სააღდგომო კვერცხი გამახსენა. ყველას და ყველაფერს გავეცალე, მამაჩემის იარაღი, რომელიც ასე ძალიან უყვარდა სულ თან დამქონდა. წლების განმავლობაში ქუჩაში ვათევდი ღამეს და იარაღის გამო იყო, რომ მშვიდად მეძინა, თუმცა წლების მერე ამომიტივტივდა გონებაში კვლავ ძველი ჭრილობა. ყველაფერს სხვა თვალით შევხედე და ცხოვრება ახლიდან დავიწყე. ისეთი შეგრძნება მქონდა, როგორც გენიოსს, როცა ახალი იდეა დაებადება თავში. მხოლოდ ერთი მჭიდი მქონდა, რომელშიც 16 ტყვია ეტევა, მაგრამ მამაჩემის სიკვდილის შემდეგ 15 იყო დარჩენილი. თავს დაცულად ვგრძნობდი, როცა ის ხელში მეჭირა, ან ჩანთაში მქონდა დამალული და მასზე თავი მედო.
„ექვსი“
ჩემი პირველი მსხვერპლის სახელი არც ვიცი. არც დავინტერესებულვარ. მაშინ შემომაკვდა, როცა იარაღის წართმევას ცდილობდა. პოლიციელი იყო, მაგრამ ვერავინ დაინახა, რომ მოვკალი. ქუჩის ბნელ კუთხემდე მსდია და იარაღს სტაცა ხელი, მაგრამ არ მივეცი, ვერ წამართვა. გავისროლე და ახლაც მახსოვს, იმ სისხლის გემო, რომელიც სახეზე შემესხა და ტუჩებამდე ჩამოვიდა. მაშინ თორმეტი წლის ვიყავი და პირველად გავიგე ძალაუფლების გემო. ხმა შეიძლება ვინმემ გაიგო, მაგრამ სანამ დასახმარებლად მოვიდოდნენ მე უკვე იქ აღარ ვიყავი.
ფულს მარტივად ვშოულობდი იარაღის დახმარებით. ვერც წარმოიდგენთ როგორ ეშინია ხალხს მისი. ასე დავიწყე იმ იარაღის ჩემს სასიკეთოდ გამოყენება. აღარ მიწევდა მთელი დღე შიმშილობა, გარეთ თხელი ტანსაცმლით დაძინება. ჩემმა ცხოვრებამ აზრი შეიძინა, თუმცა ყველასთვის ისევ არავინ ვიყავი. მეორე მაშინ მოვკალი, როცა პოლიციაში დაბეზღებით დამემუქრა. სრულიად გააზრებულად ვესროლე თავში და სისხლის დანახვაზე სიამოვნებისგან ჟრუანტელმა დამიარა. მე, როგორც ყოველთვის მივიმალე, სახელი კი არ ვიცოდი. შიშის კვალიც არ მეტყობოდა სახეზე და შემეძლო ყურადღება არ მიმექცია ხალხის. ისინი ვერც მამჩნევდნენ, ეს თავისთავად ნიჭია. ერთხელ კი სამი შეძლებულად ჩაცმული ახალგაზრდა გოგო დავინახე. ეს იმ ამბიდან რამდენიმე წლის შემდეგ მოხდა, როცა 24 წლის ვიყავი და ისევ ქუჩაში ვცხოვრობდი. ცდუნებამ მძლია და მათთან მივიჭერი, იარაღი ჩუმად დავანახე, ხალხი მაინცდამაინც ბევრი არ ტრიალებდა. აქა-იქ თუ გამოჩნდებოდნენ და კვლავ ქრებოდნენ ქუჩის კუთხეში. თავიდან წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, მემორჩილებოდნენ მაგრამ ერთ-ერთმა იარაღს მოკიდა ხელი, მაშინვე გავისროლე. ამას კიდევ ორჯერ გასროლა მოჰყვა და მე ძვირფასეულობებით და ფულით მაშინვე გავეცალე იქაურობას. კარგია, როცა ვერავინ გამჩნევს, სისხლი მწყუროდა და მომწონდა კიდეც, რომ არ მემორჩილებოდნენ. უმიზეზოდ მხოლოდ ერთადერთხელ ვესროლე ჭაღარა კაცს, რომელიც კოჭლობით მიდიოდა გზაზე. მაინტერესებდა რა მოხდებოდა, როცა გავისროდი. ვხვდებოდი რა იღბლიანი ვიყავი და გავრისკე, ზურგით მიმავალს ვესროლე. შორი მანძილიდან ერთი ავაცილე, ხოლო მეორე ზუსტად მოხვდა და ძირს გაგორდა. ამას მანქანების სწრაფი გაჩერება მოჰყვა, ერთმანეთს შეეჯახნენ კიდეც, გინებაც გავიგონე. მათ კი არ მოიკითხეს ის, ვინც გაისროლა, ტყვიის გავარდნის ხმას მაშინვე იცნობ, მაგრამ მათ ყურადღებაც არ მიუქცევიათ ამისთვის. ადამიანები ხანდახან როგორი ბრმები არიან.
„ხუთი“
იარაღი მხოლოდ იმისთვის არ მყოფნიდა, რომ ხალხი შემეშინებინა და ამით გამეძარცვა. მიხდებოდა ადამიანების ხოცვა, მე კი ისევ უცნობ მკვლელად ვრჩებოდი, რომელზეც არავინ არაფერი იცოდა.
„ოთხი“
ეს თამაში არ იყო, უფრო გადარჩენისთვის ბრძოლა იყო. იარაღით თავი უბრალო მათხოვარი ბიჭი კი არა, ღმერთი მეგონა. ღმერთი, რომელიც თავის მისიას ასრულებს და წყვეტს, ვინ იცოცხლებს და ვინ მოკვდება. თავი უჩინარიც კი მეგონა, რადგან შეეძლოთ აქამდე დავეჭირე პოლიციას და ამდენი მკვლელობაც არ მოხდებოდა, მაგრამ ვერ მამჩნევენ მე ხომ არავინ ვარ. ცხოვრება იარაღმა მასწავლა, ქუჩაში ამდენხანს ვერ გაძლებ, აქ სასტიკი კანონებია და თუ არ მოერგე იმაზე მალე გაქრები სამყაროდან, ვიდრე წარმოგიდგენია. შეიძლება ჩემზე მალეც.
„სამი“
მე მკვლელი ვარ, მე ადამიანები დავხოცე. როგორც ქალები ისე კაცები. გუშინ ბავშვების მოკვლა მომიწია, არა თავს არ ვიმართლებ, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ისინი ერთ დროს, რომ ვუყურებდი მამაჩემის სიკვდილს, სწორედ იმ ასაკში იყვნენ. არ ვიტყვი იმ გაცვეთილ სიტყვას, რომ მე ვნანობ რაც ჩავიდინე. არ ვნანობ, ამას სიამოვნებით ვაკეთებდი. ახლა კი იმავე სიტუაციაში ვარ როგორშიც იყვნენ ისინი, ან ნებისმიერი სხვა ვინმე მათ ადგილას. ბავშვებამდეც მოვკალი ერთი ულამაზესი გოგო. სიცოცხლით სავსე, ვნებიანი გამოხედვა, ვარდისფერი ტუჩები და ცისფერი თვალები. მართლა ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ არ მეყო ძალა შემეჩერებინა მისი მოკვლის სურვილით შეპყრობილი ჩემი მეორე მე.
„ორი“
გუშინ პირველად გავიგე სხვისი დახმარების ფასი. და რასაც ვნანობ სწორედ მისთვის გაწვდილი დახმარების ხელია. ქუჩაში მათხოვარი დავინახე და მისი დახმარება გადავწყვიტე, დაძონძილი შარვალი ეცვა და სულ ჭუჭყიანი იყო, თითქოს ტალახში იგორავა. რატომ მომინდა მისი დახმარება არ ვიცი, ეტყობა ჩემი თავი დავინახე მასში. ბევრი ფული მივეცი და გვერდზე დავუჯექი კარგად გასაცნობად. ღამე იყო, ძილი მერეოდა და მეც დავიძინე. დილით სასაფლაოს კართან გამოვიღვიძე, ხელებშეკრული ვიყავი. მუხლებზე დამაყენა და იარაღი მომიშვირა. მე ვარ დამნაშავე. მე დავუშვი შეცდომა, ამ ქვეყანაზე ადამიანს ვენდე. ახლა სიკვდილს ვუყურებ თვალებში, მაგრამ არ მეშინია. იცით რატომ? ვიცი, რომ იარაღში ტყვია აღარ დევს.
„ერთი“.



№1  offline მოდერი nicol

ჩემო ერკე,
ეს ის თემა არ არის რაზეც სიამოვნებით წავიკითხავდი love მე მაინც მშვიდობის მოყვარე ადამიანი ვარ, თუმცა შენს სიახლეს გვერდს ნამდვილად ვერ ავუვილიდი და რა თქმა უნდა ბოლომდე ჩავიკითხე. თან ვცდილობდი ცივი გონებით მიმეღო თითოეული სიტყვა და უნდა ვაღიარო, ისევ გამაოცე winked
ბრავო, შეუდარებელი ხარ love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

nicol
ჩემო ერკე,
ეს ის თემა არ არის რაზეც სიამოვნებით წავიკითხავდი love მე მაინც მშვიდობის მოყვარე ადამიანი ვარ, თუმცა შენს სიახლეს გვერდს ნამდვილად ვერ ავუვილიდი და რა თქმა უნდა ბოლომდე ჩავიკითხე. თან ვცდილობდი ცივი გონებით მიმეღო თითოეული სიტყვა და უნდა ვაღიარო, ისევ გამაოცე winked
ბრავო, შეუდარებელი ხარ love

მე კი ისევ სასიამოვნოდ გამახარა შენმა კომენტარმა <3 ეს ადრე მაქვს დაწერილი, მაგრამ ახლა გადავწყვიტე გამეზიარებინა მკითხველისთვისაც love
დასასრული ასეთი უბრალოდ არ ამირჩევია, ხშირად ცდებიან ადამიანები, ხშირად სცოდავენ, მაგრამ როცა გამოსწორების გზას უნდათ დაადგნენ და როცა უნდათ რომ გამოსწორდნენ, ხშირად არაფერი არ გამოსდით... რაღაც უშლით ხელს, ადამიანების მათდამი ასეთი დამოკიდებულება აყალიბებს და უბიძგებს სხვას მოიქცეს ცუდად, რადგან მას იმ მომენტში ასე ჰგონია სწორი... მოკლედ დიდი მადლობა <3
მისი სახელიც არ არის უბრალოდ აღებული..
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3 სტუმარი მარიი

მაგარი იყო ძალიაანნ winked

 


№4  offline წევრი Elenikoo

ბრაავოო<3333 ძალიიან კარგიიია

 


№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

once upon
ძალიან გამიხარდა შენი ნიკის დანახვა *-* შენი ბლოგის ხშირი სტუმარი ვარ და იმედია აქაც ხშიერად დადებ ხოლმე სიახლეებს *-*

ძალიან დიდი მადლობა ბლოგს, რომ სტუმრობ ხოლმე... ახლა აქ გადმოვერთე, მაგრამ არც ბლოგზე არ ვიქნები პასიური love აი, რომ მოგწონთ, როგორ არ უნდა გამიხარდეს და როგორ არ უნდა დავდო ხშირად... ^_^
მალე ახალ ისტორიას დავიწყებ :***
მარიი
მაგარი იყო ძალიაანნ winked

Elenikoo
ბრაავოო<3333 ძალიიან კარგიიია

შეყვარებული გოგონა
ძაან მომეწონა love

არ ვიცი რა ვთქვა. ახლა მგონი ჭარხალივით წითელი ვარ და სიამოვნებისგან ღიმილი მადევს სახეზე, თქვენ გამო <3 <3 love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№7  offline წევრი Indigo

საინტერესო წასაკითხი იყო, მომეწონა ძალიან!!!
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№8  offline ახალბედა მწერალი ერკე

მადლობა მარი love ჩემთვის ბევრს ნიშნავს თითოეული თქვენი სიტყვა და ყველასიიი ... მადლობთ ^^ სიმცირის გამო მომიტევეთ :დ მალე მეტსაც დავდებ და საინტერესოსაც უფრო. ჯერ ვწერ <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№9  offline წევრი keke11

Vaime rogor miyvars es bichii tavisii istoriebianna <3 sauketesoo naweriaa... Aset dasaswuls ar velodii :o

 


№10  offline ახალბედა მწერალი ერკე

keke11
Vaime rogor miyvars es bichii tavisii istoriebianna <3 sauketesoo naweriaa... Aset dasaswuls ar velodii :o

ამ ბიჭსაც, რომ უყვარდე ხომ არ გეწყინება? :D :D love დიიდიიი მადლობა <3 <3 მოულოდნელობებით ვარ სავსეეე :P
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№11  offline წევრი keke11

ErckeMydass25
keke11
Vaime rogor miyvars es bichii tavisii istoriebianna <3 sauketesoo naweriaa... Aset dasaswuls ar velodii :o

ამ ბიჭსაც, რომ უყვარდე ხომ არ გეწყინება? :D :D love დიიდიიი მადლობა <3 <3 მოულოდნელობებით ვარ სავსეეე :P

sauketeso xar. Axla mec didi siamovnebit davwwer msgavs patara motxrobas da davdeb

 


№12  offline წევრი KGB

Ar vici ra vtkva
Pirvelad cavikitxe sheni motxroba da gaocebulivar)))

 


№13  offline წევრი EmyLee

ემოციებით ვარ სავსე..გრძნობები ერთმანეთში მერევა.. არვიიცი რამდენად მომეწონა,არც ისვიცი რა არ მომეწონა.. ფაქტია ჩემში შემოაღწია და იმოქმედა.. ბანალურ ისტორიად ვერ ჩავთვლი,სიმართლე გითხრა ერთ პერსონაჟს მაგონებს,ელიფ შაფაქის "მკვლელს".. მინდა ბევრი რამ გითხრა,თუმცა ორ სიტყვაში ჩავატევ. სულში ჩამწვდომია ..
--------------------
Rain Of Native Girl

 


№14  offline ახალბედა მწერალი ერკე

KGB
Ar vici ra vtkva
Pirvelad cavikitxe sheni motxroba da gaocebulivar)))

მადლობა დიდიიიიიიიიიიიიიიი :* ვაფასებ ამას <3 შენც კიდე სხვებიც წაიკითხე wink wink
EmyLee
ემოციებით ვარ სავსე..გრძნობები ერთმანეთში მერევა.. არვიიცი რამდენად მომეწონა,არც ისვიცი რა არ მომეწონა.. ფაქტია ჩემში შემოაღწია და იმოქმედა.. ბანალურ ისტორიად ვერ ჩავთვლი,სიმართლე გითხრა ერთ პერსონაჟს მაგონებს,ელიფ შაფაქის "მკვლელს".. მინდა ბევრი რამ გითხრა,თუმცა ორ სიტყვაში ჩავატევ. სულში ჩამწვდომია ..

არ მაქვს წაკითხული "მკვლელი" სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, და მაგ წიგნიდან ვერ ავიღებდი პერსონაჟს. მგონი საბედნიეროდ მაშინ :დ
wink wink
აი, არ ვიცი რა ვთქვა, როგორ გავწითლდე და სად ჩავძვრე სირცხვილისგან <3 როგორ მიხარია თქვენი ასეთი დამოკიდებულება ვერ წარმოიდგენთ <3 love love საოცრებები ხართ. მაოცებთ და აზროვნების უნარს მაკარგვინებთ გარკვეული პერიოდით ხოლმე, ისე ვარ გახარებული... <3
მზად ვარ სულ თქვენი კომენტარები ვიკითხო და არ მომბეზრდეს.. მადლობა love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№15  offline წევრი EmyLee

მე არ მიფიქრია პერსონაჟი სხვა წიგნიდან "მოგეპარა",უბრალოდ მომაგონდა ეს გენიალური წიგნი.. თუ წაიკითხავ კარგს იზავ ნამდვილად.. საოცრებაა
--------------------
Rain Of Native Girl

 


№16  offline ახალბედა მწერალი ერკე

EmyLee
მე არ მიფიქრია პერსონაჟი სხვა წიგნიდან "მოგეპარა",უბრალოდ მომაგონდა ეს გენიალური წიგნი.. თუ წაიკითხავ კარგს იზავ ნამდვილად.. საოცრებაა

არის ქართულად?
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№17  offline წევრი EmyLee

კი <3 კარგს იზავ თუ ნახავ
--------------------
Rain Of Native Girl

 


№18  offline წევრი KGB

Cavikitxav aucileblad da shtabechdilebebsac gagiziareb

 


№19  offline ახალბედა მწერალი ერკე

EmyLee
კი <3 კარგს იზავ თუ ნახავ

ვეცდები ვნახო <3 არ შემხვედრია არსად, არც მაღაზიებში და არც სიახლეებში სადმე... მგონი მაგის ავტორობით მაქვს ერთი წიგნი სიყვარულზეა.. არ მახსოვს სახელი რა ქვია :დ
KGB
Cavikitxav aucileblad da shtabechdilebebsac gagiziareb

დიდი მადლობა <3 <3 მიხარია love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№20  offline წევრი EmyLee

ErckeMydass25
EmyLee
კი <3 კარგს იზავ თუ ნახავ

ვეცდები ვნახო <3 არ შემხვედრია არსად, არც მაღაზიებში და არც სიახლეებში სადმე... მგონი მაგის ავტორობით მაქვს ერთი წიგნი სიყვარულზეა.. არ მახსოვს სახელი რა ქვია :დ
KGB
Cavikitxav aucileblad da shtabechdilebebsac gagiziareb

დიდი მადლობა <3 <3 მიხარია love

"სიყვარულის 40 წესი " ასეა
--------------------
Rain Of Native Girl

 


№21  offline ახალბედა მწერალი ერკე

EmyLee
ErckeMydass25
EmyLee
კი <3 კარგს იზავ თუ ნახავ

ვეცდები ვნახო <3 არ შემხვედრია არსად, არც მაღაზიებში და არც სიახლეებში სადმე... მგონი მაგის ავტორობით მაქვს ერთი წიგნი სიყვარულზეა.. არ მახსოვს სახელი რა ქვია :დ
KGB
Cavikitxav aucileblad da shtabechdilebebsac gagiziareb

დიდი მადლობა <3 <3 მიხარია love

"სიყვარულის 40 წესი " ასეა

ვოუუ... მაქვს ეგ წიგნი, ახლა გადავამოწმე სახელი და ზუსტად ეგ არის.. აქამდე არ წამიკითხავს ოღონდ. მაშინ შენს რჩევას გავითვალისწინებ აუცილებლად და წავიკითხავ love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent