შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაჩუქე სიყვარული (18)


27-10-2015, 01:33
ავტორი Dikunadiko
ნანახია 3 046

***
ორ კვირაში ახალი წლის დადგომას იზეიმებდნენ, მანამდე მთელი ენთუზიაზმით ემზადებოდნენ, თითოეული მათგანი საახალწლო სამზადისში თავიდან ფეხებამდე იყო ჩაფლული, ზოგი ნიგვზის საყიდლად დადიოდა, ზოგი საჩუქრების, ზოგი ქათმის და გოჭის..
ნონამ და ირეკლემ ქორწილი 15 იანვარს დანიშნეს, ძველით ახალი წლის მომდევნო დღეს,. და მიუხედავად ამ საახალწლო და საქორწილო სამზადისებისა, ირაკლი და სანდრო მაინც ახერხებდნენ დროის მონახვას რომ გაგუას საქმე ბოლომდე გაეხსნათ.
23 დეკემბერი იყო, ნონას უკვე მუცელი ოდნავ დასტყობოდა, თლილ თითებს ნაზად უსვამდა გამობურცულ მუცელს და ისე საყვარლად ელაპარაკებოდა ჯერ არშემდგარ ადამიანს რომელიც მასში ბუდობდა ყველას ეცინებოდა.. საღამო იყო მამაკაცებმა ქალები მარტო რომ დატოვეს, ამჯერად ვატოც ჩაერთო ამ საქმეში, ნონა ,ნათია და ელენე მისაღებში იჯდნენ და წვენს წრუპავდნენ, თან მომავალ ქორწილზე საუბრობდნენ.
-აუ გოგოებო ჯონჯოლი არ გექნებათ? ტუჩებ ამობურცულმა ჰკითხა ნონამ და საყვარლად გახედა დაქალებს..
-აუ არაა ამ წელს არ გაუკეთებია ლალის ჯონჯოლის მწნილი. შეწუხებულმა თქვა ნათიამ და მაინც ყოველიშემთხვევისთვის გადასამოწმებლად წავიდა.
-ჩავალ გიყიდი. მუცელზე ხელი დაუსვა ელენემ და ჩასაცმელად გაემზადა.
-არაა იყო ელი არ გინდა.. სხვა რამეს შევჭამ
-არაა, რაც მაგ პატარა არსებას უნდა ის უნდა ჭამო. თავზე აკოცა, საფულე აიღო და ბინის კარი გაიხურა, ქურთუკის ღილები სადარბაზოდან გასვლამდე შეიკრა და სუპერმარკეტისაკენ გაემართა.

***ელენე
უკვე კარგად ჩამობნელებულიყო, მოცარიელებულ ქუჩებშ ლამპიონების მკრთალი შუქი ანათებდა და მეც ქუჩას დავუყევი სუპერმარკეტამდე, 4 ბანკა ჯონჯოლი, იოგურტები, წვენები და შოკოლადები ვიყიდე და კმაყოფილმა გამოვაბიჯე, ტურებში ნაოშნიკები გავიკეთე და ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა (Beyonce-crazy in love) ბოლო ხმაზე ჩავრთე, ტანის მსუბუქი რხევით ავიარე გზა და თან ვღიინებიდ, ალბათ ცოტა ხმამაღლაც. სადარბაზოსთან წამით შევჩერდი ,სული მოვითქვი და შესვლა დავაპირე როდესაც სახით ვიღაცას მივეჯახე და დაბნეულმა სწრაფი ნაბიჯით უკან გადავდგი ფეხი როდესაც წელზე საშინელი სიმხურვალე ვიგრძენი მივხვდი რომ უკანაც ვიღაც მედგა, უტიფრად დაასრიალებდა თავის ხელს ჩემს მუცელზე და ქურთუკი რომ არა ალბათ ზიზღისგან გული ამერეოდა
-გამიშვი ხელი. რაც შემეძლო ხმადაბლა შევუღრინე და ხელებიდან გამოვეცალე მაგრამ კორპუსში შესვლა წინ მდგარმა სილუეტმა არ მაცალა
-გამიშვი თორემ ვიყვირებ, თითის ქნევით გავაფრთიხლე
ორი ნაბიჯი წინ გადმოდგა და ორ მამაკაცს შორის მოვექეცი ისე რომ გასაქცევი აღარ მქონდა,ახლაღა ვიგრძენი მუხლები როგორ ამიკანკალდა და კიდურები დამისუსტდა, გულმა იმხელაზე მორთო ბაგა-ბუგი ასე მეგონა მთელს კორპუსს გამოაღვიძებდა
-ბატონი გიორგი გელოდება. ტუჩის კუთხე ჩატეხა და ირონიულად მომმართა ჩემს წინ მდგომმა.
-ბატონ გიორგის გადაეცი მელოდოს რამდენხანსაც უნდა. გავიბრძოლე მაგრამ მმაინც არ გამიშვეს. ერთმა მაჯაში ჩამავლო ხელი მეორემ პირზე ამაფარა რომ არ მყვირა, პროდუქტებით სავსე პარკმა მიწაზე გაადინა ზღართანი და ჯონჯოლის ბანკები ერთიანად გადატყდა, იმედი მომეცა წამით იქნებ ამ ხმაზე მაინც ვინმემ გამოიხედოს თქო მაგრამ არავინ ჩანდა, ამასობაში მანქანაში ჩამტენეს, მთელი ამ სიტყვის მნიშველკობით და საჭესთან მჯდარ მხარბეჭიან მამაკაცს უბრძანეს დაძარიო. კუთხეში მივიყუჟე და კარებს მაგრად ჩავებღაუჭე, იმწუთას ყველა აზრმა გადამირბინა მაგრამ იმდენად ანერვიულებული ვიყავი ვერაფერს ვერ ვუყრიდი თავს.. ცალი ყურით მათი ლაპარაკი მესმოდა ცალი კი მოყრუებული მქონდა და მთლიანად შინაგანი მესთვის დამეთმო
-აბა რას იტყვი, სანამ მივალთ არ გავერთოთ.. ჩემს გვერძე მჯდომმა ქურთუკს დაუწყო წავლება , პირდაპირ მჯდომმა კი გადაიხარხარა მაგრამ მაშინვე დაასრიოზულა
-როგორც ყოველთვის პირველი ულუფა ბატონ გიორგის ხვდება. ბოლო ორი სიტყვა ძლივსძლიობით გამოსცრა კბილებში და დაჟინებული მზერა მომაბყრო, მეც ავიცი რატომ თვალი თვალში გავუყარე, საიდანღაც მეცნო ეს მზერა მაგრამ ვერადავერ ვიხსენებდი საიდან? მერე მოგონებებმა ტივტივი დაიწყეს. თოკებით შებოჭილი ხელები, გრძელი დერეფანი, დერეფნის ბოლოს შუქი, გუგას სინანულით აღსავსე თვალები, ფეხმოდრეკილი გუგა და ... და ბოლოს... იარაღის ხმა! ისევ დასჭექა ჩემს გონებაში ამ საზარელმა ხმამ და ყველაფერი თვალნათლივ წინ დამიდგა.. მანქანის სახელურს ჩაბღაუჭებული ხელები ნელა შევუშვი და მოგონებებისგან დასველებული თვალები შევიმშრალე
-თქვენ მოკალით ჩემი გუგა. იმდენად მქონდა ხმა ჩამწყდარი ,მეც შემეშინდა ჩემი ხმის.
-თქვენ მკვლელები ხართ. ამოხიავლე / მეც მიკვირდა საიდან ამდენი ძალა და გამბედაობა, არ ვწყნარდებოდი, ისეთ რაღაცეებს ვეუბნეოდი ვიცოი ბოლოს მწყობრიდან გამოვიყვანდი. ბოლოს ასეც მოხდა. ლოყაზე საშინელი წვა ვიგრძენი და ტუჩის კუთხიდან ნიკაპზე წითელმა სითხემ იწყო დენა.მაშინ გავაცნობიერე რომ აღარფერში მჭირდებოდა ეს უბადრუკი ცხოვრება.
-ცხოველო. ხელით შევიწმინდე გახეთქილი ტუჩიდან მჩქეფარე სისხლი და კიდევ ერთხელ გავიბრძოლე, ხელებს და ფეხებს უმისამართოდ ვიქნევდი, ერთი მიჭერდა მეორეს ვაშვებინდი, როდესაც ჩემს პირადპირ მჯდომმა ყელში წამავლო ხელი და სავარძელზე ჩემს ზევით მოექცა. იმდენად მაგრად მიჭერდა სუნთქვა მიჭირდა, როგორც შემეძლო ღრმად ვისუნთქავდი ჰაერს რომ იქვე ფეხები არ გამეფშიკა, ცოტახანში ხელი მოადუნა მაგრამ მაინც მტკიოდა დამშრალი ყელი.
თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი ისე ეძგერა ჩემს დალურჯებულ ტუჩებს, ხელებს ზურგზე ვუტყავდი მაგრამ თავს არ მანებებდა, ზიზღით ამევსო მთელი გული და ის ის გული რევას მიპირებდა როდესაც ცხოველის მობილური აზუზუნდა, უკმაყოფილოდ შემიშვა ხელი, წამოიზლაზნა და ვითომც არაფერი თავის ადგილას გადაჯდა.
-გისმენთ.
-მოგვყავს.
-1 საათში.
-როგორც იტყვით.
დაძაბული პასუხობდა კითხვებს და თან თვალს ჩემსკენ აპარებდა. მერე გაბრაზებულმა ტელეფონი გვერდით მიაგდო და სწრაფ ტემბრში თმებში მწვდა
-მომისმინე გაგუა ჭკვიანად იჯდები თორე შენს თავს დააბრალე, შენი ქმარივით გაგიშვებ სამშვიდობოს და შენს ახალ საყვარელსაც მოგაყოლებ. გამოსცრა კბილებში და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა, ქურთუკი შევისწორე და ფრთხილად გადავიწიე კუთხისკენ, იმდენად მტკიოდა კიდურები შიშისგან რომ ვერც ვინძრეოდი, თავი ხელებში ჩავრგე და უხმოდ ავქვითინდი...
არცერთს აღარფერი უთქვამთ სანამ არ მივედით დანიშნულების პუნქტამდე.
-გადმოდი. დასჭექა ცხოველის მძვინვარე ხმამ. მეც სიტყვის დაუძრელად დავემორჩილე და დაღლილ დაქანცული გადმოვზლაზნდი მანქანიდან, მუხლები მეკვეთებოდა კანკალისგან მაგრამ თავი მაინც შევიმაგრე..სუფთა ჰაერი ცხვირზე მომელამუნა და ძალიან მესიამოვნა, მივხვდი რომ ქალაქიდან შორს ვიყავით, ბუნებასაც დასტყობოდა, ღამის შუქზე მწვანე ბალახი მაინც ბიბინებდა.. ღრმად ჩავისუნთქე აქაურობის ჰაერი, ისე გავივსე ფილტვები თითქოს მეორედ ჰაერის ჩასუნთქვის უფლება არ მომეცემოდა. ერთი ერთ მხარში ამომიდგა, მეორ ემეორეში და ასე შემიყვანეს ორსართულიან სახლში, ახლაღა დავაკვირდი როგორ მდიდრულად და ლამაზად იყო მორთული.
ხის ელემენტებს თეთრი პრიალა მოდერნის ავეჯი ერთვებოდა და რომ არ მცოდნოდა რომ აქ ვიღაც ბატონ გიორგისთან მომიყვანე სრომელმაც ცემს ქმარს სიცოცხლე გამოასალმა და ვფიქრობდი წუთი -წუთზე მეც იგივე ზას დამაყენბდა დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი რამოდენიმე დღე.. ფიქრებიდან უნებურად ვიღაცის ბოხმა ხმამ გამომარკვია, ადგილზე გავშრი, ამ ხმამ მთლიანად დამაბრუნა რამოდენიმე თვით უკან, იმ კაბინეტში, ისევ სროლის ხმა და ვეღარ გავუძელი, ამჯერად მუხლებით დავემხე თეთრ რბილ ხალიჩაზე და თავი იატაკზე ჩამოვდე..
"მოხდეს რაც მოსახდენია.. ჯობია ეხლავე.. ამწუთასვე დამთავრდეს, მეტს ვეღარ გავუძლებ.. წამიყვანე შენთან.." გამოველაპარაკე ჩემს თავს და ორად მოვიკუნტე იატაკზე..

***ალექსანდრე

რამოდენიმე საბუთი შევავსეთ და უკან გამოვბრუნდით, ირაკლიმ აიჩემა არ მინდა ნონას დატოვება მარტოვო, მართლლაც ნონა ისეთი გულჩვილი და ამავედროს მომთხოვნი გამხდარიყო არ ღირდა მისი მარტო დატოვება. მანქანა პადიეზდთან გავაჩერეთ და გადმოვედით. ფეხქვეშ რაღაცამ იჭრაჭუნა და ძირს დავიხედე ,ბანკის ნამსხვრევები, ჯონჯოლი და კიდევ რაღაცეები ეყარაა.
-ფუ ჩემი რას ყრიან აქ თუ არ ჭამენ, სანაგვე გახადეს ქუჩები. კარები მივხურე ერთიც შევიკურთხე და სადარბაზოს ავუყევით..
ნონა და ნათია დივანზე მოკალათებულიყვნენ და აშკარად რაღაცაზე ბჭობდნენ, როდესაც შევედით ორივემ შეშინებული მზერა მოგვაპყრო .
-რა იყო ბუა ნახეთ? გვერდით მიუჩოჩდა საქმრო ნონას და ლოყაზე აკოცა
-უფ თქვენ ხართ? ჩვენ გვეგონა..ელენე იყო.
-ელენე სადაა?
-მაღაზიაში ჩავიდა, ნონას რაღაცეები მოუნდა და შეაგვიანდა უკვე კარგა ხანია.
-რაუნდოდა ჩემს ღიპუცას თითები მის მუცელზე დააასრიალა ირაკლიმ.
-ჯონჯოლი მინდოდა და დაიკარგა ეს გოგოო. უკმაყოფილო თქვა და ხელები გადაიჯვარედინა
გავშრი ადგილზე, "ჯონჯოლი, ნამსხვრევები, პადიეზდთან, ნონას უნდოდა,ელენე წავიდა, ელენე დაიკარგა" ყველა ფიქრმა ერთ დასკვნამდე მიმიყვანა და თითქოს გონება გადამიტრიალდა.
-ელენე წაიყვანეს. ფუ ამათი დ***ს შ****ი. ელენე წაიყვანეს ამ არაკაცებმა. დ**** მ*******ვ ყველას ვინც თითს დააკარებს ჩემს გოგოს . ააახ! ბოლოჯერ ვიღრიალე და სკამი კედელს შევახეთქემ გონს რომ მოვეგე იატაკი ვაზის ნამსხვრევებით იყო სავსე, სკამი გატეხილი ძირს ეგდომ ნათია და ნონა ანერვიულებული თვალებით მიყურებნდნე , ვატო ნამსხვრევებს ალაგებდა ირაკლი და ჩემს წამოყენებას ცდილობდა.
ჩემს წინ ნათია ჩაიმუხლა, ორივე ხელი ლოყაზე მომადო და ცრემლებით სავსე თვალებით შემომხედა
-მითხარი რომ იპოვი და აქ დააბრუნებ, ადექი წადი იპოვნე და მომიყვანე ჩემი ბიძაშვილი. ! ერთდროულად კატეგორიული თუმცა მუდარით სავსე სიტყვები მიბოძა, მეც თითქოს დაჰიპნოზებული წამოვდექი და სწრაფად გავვარდი ბინიდან, უკან ირაკლი გამომყვა მაშინვე
-თქვენ ფეხი არსად მოიცვალოთ. ვატომ თითის ქნევით გააფრთხილა გოგოები და ბინის კარი გამოიკეტა, ისიც მალევე დაგვეწინა, გახეულ პარკთან და ჯონჯოლთან კიდევ ერთხელ გავჩერდი
-ფუ ამის დედაც. კიდევ ერთხელ შევიკურთხე და მანქანა სწრაფად მოვწყვიტე იმ ადგილს
-სად მივდივართ?
-იმ დედა მ******* ყველა სახლის მისამართი ხო გაქ? ვკითხე ირაკლის
-კი, ჩემთან სახლშია ყველაფერი.
და გეზიც ირაკლის სახლისკენ ავიღეთ..
-დაურეკე მობილურზე?
-გათიშული აქვს.
-სად წავიდეთ პირველად? გრძელ სიას დახედა ირაკლიმ და მე გამომიწოდა
-არამგონია სადმე ახლომახსოს გადაემალა, და არ დავკარგოთ დრო ქალაქში ძებნით,ქალაქის ყველა სახლი ამოშალა და ახლა შემოგარენს დააკვირდა
-ისეთი ადგილი უნდა იყოს სადაც შეიძლება მძევალი უჩუმრად მიიყვანო, ისე რომ ვერავინ ვერაფერი დაინახოს.
-თელეთში? დიდ რუქაზე თითი ჩააყოლა
-არა ნახე გვერდით რამოდენიმე სახლია თელეთში , უფრო..
-კიკეთში
. ორივემ ერთმხად ვთვით
-ნახე შემოგარენში არსაად არაა ახლომახლო სახლი, სოფელი ტყე და იმისი სახლი.
-განყოფილებაში დარეკე დამხმარეები გამოგზავნონ. გზაში შემახსენა ირაკლიმ.

1 საათში ტყის განაპირა ვიდექით და სახლში ანთებულ შუქებს ვადევნებდით თვალს.



აბა როგოორ მოგეწონათ? <3 ველოდები შეფასებებბს <3



№1 სტუმარი darina

Imedia elenes araferi daemarteba, aleqsandrrs imedi maqvs.

 


№2 სტუმარი nino k.d.

კარგია ძალიან. ვერ გავიგე აღარ დაანებებენ თავს ამ გოგოს უფ? მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent