მაჩუქე სიყვარული (17)
ბოლოს გონს რომ მოვეგე მუჭებით მოვიწმინდე ცრემლები და მობილურს დავწვდი, ვიყოყმანე,, არ ვიცოდი აექსანდრესთვის დამერეკა თუ? ბოლოს ისევ ნონა ვარჩიე რადგან საქმე ალექსანდრეს უსაფრთხოებას ეხებოდა. -ელენე რამე მოხდა? ახლადგაღვიძებული ბუტბუტებდა -ნონა, უნდა დაგელაპარაკო, გთხოვ მოდი ჩემთან... თან ველაპარაკებოდი დათან ცრემლად ვიღვრებოდი. -ეხლავე მოვალ საყვარელო. როდესაც ჩემი სრუტუნის ხმა გაიგონა აღარ შემკითხებია არაფერს, მობილური გათიშა და წამოვიდა. ნათია როგორც ჩანს, ამაღამაც ვატოსთან დარჩებოდა ამიტომ არ შევაწუხე თან არ მინდოდა ამ საქმეში მისის ზედმეტად გარევა. 15 წუთში კარებზე ზარის ხმა გაისმა. ჯერ ჭუჭრუტანაში გავიხედე და როდესაც დავრწმუნდი რომ ნონა იყო მხოლოდ მაშინ გავაღე კარები, ჩემს ატირებულ თვალებს რომ შეეჩეხა ჩანთა კომოდზე შემოდო და ორივე ხელით გულთან მიმიხუტა, კარები მივხურეთ და მისაღებში გავედით.კარგა ხანი ტირილით გული რომ ვიჯერე თავი ავწიე და არანაკლებ ანერვიულებულ თვალებში ჩავაჩერდი დაქალს -ის.. აქ... მე.. -ჯერ კიდევ მიჭირდა სიტყვების გადაბმა -ელე დაწყნარდი და მომიყევი ნორმალურად რა ხდება? მეც მისი და ირაკლის წასვლის წუთიდან მოვუყევი ყველაფერი, გაოცებული და შეშინებული თვალებით მიყურებდა და არც იოცდა რა ეთქვა -ნონა, რატომ მოუყევი ალექსანდრეს ყველაფერი.. მესმის სხვა გზა არ გქონდა მაგრამ.. -რაა? მე არაფერი მითქვამს ალექსანდრესთვის, მე ხომ დაგპირდი რომ არავისთან არაფერს ვიტყოდი.. -კი მაგრამ? მან მითხრა რომ შენ მოუყევი და.. აბა საიდან ? -მოგატყუა სულელო.. ამ ბოლო დროს ხშირად მეკითხებოდა მაგასთან დაკავშირებით მაგრამ არაფერს რო არ ვპასუხობდი.. და როგორც ჩანს საქმის გახსნა უნდა ალბათ.. -რავქნა? არ მინდა ალექსანდრეს ჩემს გამო რამე დამეართოს, ვერ გადავიტან კიდევ ვინმეს დაკარგვას, ხომ იცი რა ძვირფასია ის ჩემთვის. მე.. მემგონი მე..ის.. მიყვარს.. ვლუღლუღებდი და ბოლო სიტყვების მერე თავი ნონას მკლავებში ჩავრგე და ატირებულს როდის მიმეძინა მეც ვერ მივხვდი. *** ალექსანდრე დილით ადრიანად გამეღვიძა, წყალი გადავივლე და ყავა გავკეთე როდესაც ტლეეფონი აწკრიალდა. -გისმენ ნონა. -სანდრო, გთხოვ ელენესთან გამოდი სწრაფად -რა მოხდა? რამე ხოარ სჭირს ელენეს. უცებ ამიკანკალდა ხმა ელენეს სახელი რომ ახსენა -არაა ეხლა, კარგადააა სძინავს, ვერ დავტოვებ მაგრამ გამოდი გთხოვ. და ირაკლიც წამოიყოლე, ღამით ჩემთან დარჩა. სწრაფად ჩავიცვი, ირაკლის გავუარე და მთელი სისწრფით გავემართეთ ელენესკენ -არვიცი რამოხდა ღამით 3 ხდებოდა მგონი ელენემ რო დარეკა და ნონაც წავიდა. სანამ იქამდე მივიდოდი გული ამოვარდნას მქონდა, ის ის იყო უნდა დამეზარუნებინა ნონამ რომ გამიღო კარი -არ დააზარუნო, გაიღვიზებს. მისაღებში დივანზე ჩაძინებული რომ ვნახე გული მიმეწურა. ნონამ ხელით გვანიშნა ჩუმადო და სამზარეულოში შესულებს კარი მოგვიკეტა. -დროზე მოყევი რამოხდა ნონა. დაჯდომა არ ვაცალე ისე ვიყავი ანერვიულებული,. ნონამ ყველაფერი მომიყვა და დამტუქსა იმის გამო რომ ელენეს ინფორმაცია გამოვტყუე, მაგრამ ეს ახლა დიდად არ მაინტერესებდა -ესეიგი ჩემით ემუქრებიან ხო. მე მაგათი დე**ს შ****ი . ემოციებს ვეღარ ვიკავებდი, ყველა ძარღვი ერთიანად ფეთქავდა ჩემში. -დაწყნარდი სანდრო რაა, ელენეც არაა კარგ მდგომარეობაში მთელი ღამე ტიროდა, ასე ამბობს ვერ გადავიტან ალექსანდრეც რომ დავკარგოო.ამ სიტყვებმა სითბო ჩამღვარა გულში და რთიანად მოვდუნდი მაგრამ მაინც გონება ავაზაკებისკენ მქონდა რომლებიც ჩემს ქალს ჩემი სიკვდილით ემუქრებოდნენ. -ღამით ნონა რომ წავიდა ვერ დავიძინე და იმ გიორგი ნებიერიძეზე დავიწყე ინფორმაციის მოძებნა, ბევრი სიანტერესო რამე გავიგე სხვათაშორის. ახლა მთელი ყურადღება მე და ნონამ ირაკლის საუბარზე გადავიტანეთ. -ახალი ბიზნესმენია თბილისი ბაზარზე, მანამდე დიდი ხანი უკარინაში ცხოვრობდა დედის ნათესავებთან, დედის ერთააა, მამა თინეიჯერობისას დაკარგა, მამის მკვლელობის დეტალები ჩვენც ვიცით, ქონებას რაც შეეხება არ ცამოუვარდება ოლიგარქებს, ჯერ თავისი ავლადიდება და მერე ელენესი და გუგასი, ინტერნეტში ვნახე და ყველა რაიმე რესტორნად ან ბარად არის გადაკეთებული ბინები ქირავდება, მანქანები მის ხელქვეშაა. მოკლედ შეძლებული კაცია, და სამეგობრო წრეს რაც შეეხება, მათ შორის რამოდენიმე პოლიციელიც აღმოვაჩინე ამიტომ საქმის დაფარვა ადვილად ეხერხება როგორც ჩანს. მონოლოგი დაასრულა და ნონას ყავა შეუკვეთა , ამასობაში სამზაეულოს კარმაც იჭრიალა და თვალების ფშვნეტით ელენე შემოვიდა. წოლისგან სწორი თმები ოდნავ ასჩეჩვოდა და ტირილისგან თვალები ჰქონდა ჩაწითლებული, ახლადგაღვიძებულს საყვარლად ჰქონდა მოწითალო ტუჩები გამობუშტული და კოპებშეკრული გვიყურებდა -არაფრის მოსმენა არ მინდა. თქვა თითის ქნევით და ჩემს პირდაპირ სკამზე ჩამოჯდა. პირდაპირ მე მიყურებდა თვალებში. -აგიხსნის ყველაფერს ელენე -მე ყველაფერი ძალიან კარგად გავიგე უკვე . -ელენე მოგვისმინე ჯერ საქმე შენს უსაფრთხოებას ეხება. საუბარში ირაკლიც ჩაერია და როდესაც ელენეს მზერას გადააწყდა ნონას ხელი ჩაჰკიდა და ოთახიდან გაიყვანა ***ელენე გაღვიძებულმა თავი ძლივს ავწიე ბალიშიდან, თითქოს ლოდი მქონოდა თავის ნაცვლად. გავიზმორე და წამოვდექი როდესაც სამზარეულოდან ხმები მომესმა,სამზარეულოში ალექსანდრე და ირაკლი ბჭობდნენ, ნონა დახლთან იდგა, ხელები გადაეჯვარედებინა და უკმაყოფილო სახით უყურებდა მათ. ჩემს დანახვაზე ყველა უცებ დადუმდა. მეც უკმაყოფილო სახით შევედი და ალექსანდრეს წინ ჩამოვჯექი, თვალებით მჭამდა, ვგრძნობდი რომ უხერხულად გრძნობდა თავს, იცოდა რომ გავიგე მისი ტყუილის შესახებ და ცქმუტავდა, ერთ ადგილას ვერ ისვენებდა. თითქოს თვალებით ვლაპარაკობდით, მაგრამ რომ მიმოვიხედეთ ირაკლი და ნონა უკვე გასულები იყვნენ, მეც წამოვდექი და ყავის მზადებას შევუდექი. -ელენე ბოლომდე მომისმინე ერთხელ რამოგივა. ვიგრძენი უკნიდან როგორ ამეკრო და მთელი წელი ამიხურდა -ასე თუ გააგრძელებ ძალიანაც რომ მინდოდეს მაინც ვერ მოგისმენ. მისი მოსრიალე ხელები სწრაფი ტემბრით მოვიცილე მუცლიდან და მისკენ შევბრუნდი, ის იმდენად ახლოს იყო ჩემთან მისი ხშირი სუნთქვა ლოყებზე მხვდებოდა და მთელ ტანზე მცრიდა..ხელები კისერზე შემოვაწყე და თითის წვერებზე ავიწიე , მან თავისი ძლიერი ხელები წელზე შემომიცურა და უფრო ახლოს მიმზიდა მისკენ ისე რომ მთელი ტანით ვეკვროდი, თვალებში ჩავხედე და როდესაც დავრწმუნდი რომ მასაც ის უნდოდა რაც მე ფრთხილად მაგრამ მომთხოვნად დავეწაფე მის ატმივით ტკბილ ტუჩებს, ის მოქნილ ხელებს ჩემს სხეულზე აქეთ იქით დაასრიალებდა და თან კოცნას არ წყვეტდა.ამოსუნთქვის საშუალება რომ მომცა თავის მის დაკუნთულ მკერდზე ჩამოვდე და ღრმად შევისუნთქე მისი გამაბრუებელი სურნელი -შენს დაკარგვას ვერ გადავიტან. ამოიკნავლე და ორივე ხელი წელზე შემოვაჭდე -არ დამკარგავ პატარავ. მამშვიდებდა და თან თითებს ჩემს თმებში ხლართავდა. -გთხოვ, დაანებე თავი ამ საქმეს.. დატოვე ისე როგორც არის. -არ შემიძლია, ეს უკვე პრინციპის საქმეა, არავისააქვს უფლება სახლში შემოგივარდეს და დაგემუქროს, შენს დასაცავად და ამ კოშმარის დასამთავრებლად ყველაფერზე ვარ წამსვლელი -არ მინდა, არ მინდა რომ ჩემს დასაცავად თავი გასწირო.. -არაფერი მომივა ჩემო გოგო, არ იფიქრო ცუდზე. ძლივს გიპოვე და არც იოცნებე , არასდროს დაგტოვებ მარტო. ჩაიცინა და თითზე მსუუბუქად დამკრა თითი. ცოტახანში ნათია და ვატოც დაბრუნდნე, მათაც გაიგეს მომხდარი და ყველას კატეგორიულად ავუკრძალე ამაზე ლაპარაკი და ფიქრი, გოგოებმა სუფრა გავაწყეთ და ყველამ ერთად ვისაუზმეთ ისევ მერე ფილმი ჩავრთეთ და ყველა დაწყვილებული ჩვენს სავარძლებში მოვკალათდით. მე სანდროს კალთაში ვეჯექი და გულზე მედო თავი , ის თითებს ჩემს თმებში დაასრიალებდა მეორე ხელით კი წელზე მეფერებოდა. ნონა და ირაკლი გვერდიგვერდ იჯდნენ. მამაკაცი მოქნილ თითებს ქალის ჯერ კიდევ არ გამობერილ მუცელზე დაატარებდა ნონაც სიამოვნებისგან იკლაკნებოდა. მათ დანახვაზე გულში სითბო ჩამეღვარა," ნეტავ ოდესმე მე და ალექსანდრესაც გვეყოლებოდა შვილები? არაა ჯერ ამაზე ფიქრი ცოტა ადრეა." თვითონ დავცინე ჩემს თავს და ფილმის ყურება განვაგრძე. -ესენი რა ყოველწამს იპარებიან? სიცილით გახედა ირაკლიმ კოლდორში მდგარ წყვილს რომლებიც ცდილობდნენ უჩუმრად გაპარულიყვნენ. -კაი რა გინდა აცადე ერთმანეთთან მარტო დარჩენა. იდაყვი გაჰკრა საქმროს ნონამ -შენ რო მარტო ვერ რჩები ნუ გშურს. წაკბინა ძმაკაცს ალექსანდრემ და ტუჩები შუბლზე მომაწება გავინაბე იმდენად მესიამოვნა მისი შეხება.ცოტახანში ფილმიც დასრულდა და მარტო დავრჩით მე და ალექსანდრე. -გაემზადე ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო. ლოყაზე ნაზად მაკოცა და სავარძლიდან წამომახტუნა. მეც დაინტერესუბულმა თუ სად უნდა წავსულიყავით სწრაფად გავაბიჯე აბაზანისკენ, წყალი გადავივლე, თმები გავიშრე, გავისწორე და პირსახოცშემოხვეული ოთახში დავბრუნდი. . კარადა გამოვაღე და victoria secret-ის ბიუსტჰალტერი თავის ქვედატანთან ერთად გამოვIღე რომლებიც ამასწინათ ნათიამ მიყიდა. უბრალოდ არ ვიცვამდი. შავი ბიუსტჰალტერი მკერდის ფორმას მთლიანად იმეორებდა მისი მოიაამნისფრო გული კი უფრო მიმზიდველს ხდიდა, ამავე ფერებში იყო საცვალიც, სარკეში ჩემი ტანი კმაყოფილმა შევათვალიერე და შემობრუნებულმა ალექსანდრე რომ დავინახე კარებთან ატუზული სირცხვილისგან დავიწვი, ყველაფერმა ერთიანად იფეტქა და სხეულზე ხორკლების სახით დამაყარა, თიტები ამიკანკალდა, ის კი თავის თბილ და ვნებიან მზერას არ მაშორებდა, ნელ-ნელა მოიწევდა ჩემსკენ და მისი თითოეული გადმოდგმული ნაბიჯი საუკუნე მეგონა, ორივე ხელი წელზე შემომალაგა, (უკანალს ცოტა ზემოთ) და ცხვირი ყელზე გამიხახუნა. სიამოვნებისგან დავიკლაკნე და მის მკლავებში ავფართხალდი თუმცა ახლა ის გამშვები არ იყო, თითით ჩაჰყვა მთელ სხეულს კისრიდან უკანალამდე და მერე ისევ იგივე მოძრაობით ზევით აუყვა,ვნებიანი ტუჩები ჯერ ყურის ძირში მომაწება და მერე კოცნით ყელამდე დაუყვა, ეს მცირე მანძილი რომ არ ეყო ახლა ნიკაპზე კოცნით ამოვიდა და ტუჩებთან შეჩერდა, მოზღვავებული ვნებით ამოვიკვნესე და ამჯერად მე დავეწაფე მის თბილ ტუჩებს, ფრთხილად გადამაწვინა საწოლზე და ჩემს ზემოდან მოექცა. კოცნა იმდენახნს გაგრძელდა სანამ ორივეს ფილტვებში ჰაერის მარაგი არ ამოგვეწურა მერე თითი ტუჩზე მივადე და ოდნავ წამოვიწიე, თვითონაც გონს რომ მოეგო უცებ წამოხტა და პერანგი შეისწორა. -მაპატიე თავი ვეღარ შევიკავე, ხელი კეფაზე მოისვა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა -არაუშავს, მეც მაპატიე , ყელზე ვაკოცე და რადგან სირცხვილის გრძნობა სადღაც გადაკარგულიყო ნახევრად შიშველი წამოვფრინდი საწოლიდან და მის წინ დავიწყე ტანსაცმელების არჩევა თU რაუნდა ჩამეცვა . -ეს მომწონს ჩაიცვი. მიმითითა შავ მოხდენილ და სადა კაბაზე, რომლსაც გული ოდნავ ამოღებული ჰქონდა, წელს ქვემოთ კი ოდნავ გაშვებული იყო. ფეხზე ამავეფერის დაბალ ძირზე ტყავის დაბალყელიანი ჩექმები ამოვიცვი და ყელი ოქროსფერი მძივით დავიმშვენე. მკრთალი მაკიაჟიც და მზად ვიყავით. ცოტახანში მანქანაში ვიჯექით და მას გაურკვეველი მიმართულებით მივყავდი. დაახლოებით 15 წუთში მანქანა სამ სართულიანი შენობის პირდაპირ გაჩერდა, გარედანვე ეტყობოდა რომ გასართობი ცენტრი იყო. -აქ რაგვინდა? გაღიმებული გადმოვედი მანქანიდან რადგან ყველგგან ველოდი მისვლას მაგრამ აქ ნამდვილად არა -წამოდი. ხელი ნაზად ჩამკიდა და შენობაში შევაბიჯეთ. იმდენად ლამაზი იყო ყველაფერი თვალი მომწყვიტა. არც ვიცოდი საით გამეხედა რომ უფრო მეტად დავმტკბარიყავი. ალექსანდრე ყველას სათითაოდ მიესალმა და მთავარი დარბაზისკენ გამიძღვა. პერსონალი როგორც ჩანს ძალიან თბილი იყო რადგან არავის მზერაში არ შემიმჩნევია ცუდი რაიმე. ბავშვებით სავსე იყო დარბაზი, ზოგი სად თამაშობდა ზოგი სად,და რაც მთავარია ყველა იმდენად ბედნიერი ჩანდა მათი ეს უმაღლესი განწყობა მეც გადმომედო. -აქ მოვდივარ როდესაც თავს ცუდად ვგრძნობ და ამ ბავშვების გარემოცვაში ყველაფერი მავიწყდება -რა საყვარლები არიან ალექს.. ისე საყვარლად ვთქვი მეც გამეღიმა ჩემს ნათქვამზე.. დიდიხანს ვითამაშეთ. მერე ბურთულების ბასეინშიც ჩავედით, გაურკვეველი იყო ჩვენ ვთამაშობდით თუ ბავშვებს ვეთამაშებოდით მაგრამ ისე ვიმხიარულეთ ,მანქანაში ჩაჯდომისთანავე თავი სავარძელზე გადავდე და მიმეძინა.. ესეც კიდევ ახალი თავი, აბა იმედია მოგეწონებააათ <3 ძალიან მიყვარხართ ყველა ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.