შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი გოგონა! (სრულად)


28-10-2015, 15:31
ავტორი babi phoenix
ნანახია 7 804

როგორ დაიწყო ყველაფერი არ მახსოვს, ფანჯრიდან ვებერთელა მზის სხივებმა თერთი ოთახი გაანათა და მივხვდი რომ ეს საავამდყოფოს ცივი და არაფრის მთქმელი კედლები იყო..
ამდროს ექთანი შემოვიდა, მისმა ნაზმა ღიმილმა ჩემი ყურადღება მიიპყრო, ისეთი ლამაზი იყო გეგონებოდა მოქანდაკემ გამოაქანდაკა თიხაში და სამყაროს სიმშვენიერესთან ერთად მისი გამოკვეთილი ფიგურები გაჩნდაო.. სათუთი ხელებით კათეტერს მიდგამდა და მიღიმოდა.. ბოლოს როდესაც მოვრჩი მისი სილამაზის ყურებას დაბნეულმა ძლივს ამოვილუღლუღე..
-უკაცრავად, აქ რა მინდა?
-ალექსანდე გქვიათ ხომ? და ასაკი 21 წელი..
-დიახ მაგრამ...
-ძლიერი ტვინის შერყევით მოგიყვანეს, გუშინ ღამით, მე კი თქვენი პირადი ექთანი ანამარია ვარ, კიდევ 2 დღე უნდა იწვეთ რომ ყველაფერი მწყობრში ჩაგიდგეთ, ნუ დაიღლით თავს საუბრით ეცადეთ დაისვენოთ..

მისი ამ სიტყვების შემდეგ პალატა დატოვა.. ღმერთო ამის მერე რაღა მომასვენებდა, ისეთი მშვენიერი ხმა ჰქონდა, ისეთი ლამაზი იყო ადამს რომ ენახა ევას უღალატებდა, უამრავი ქალი მინახავს მაგრამ ასეთი არცერთი...

მთელი დღის მანძილზე შემოდიოდა და თავზე მეფერებოდა, საჭმელი და წამლები შემოჰქონდა, რასაც მეტყოდა ყველაფერს ვუჯერებდი პატარა ბავშვივით, ამ რამოდენიმე სააათში იმხელა ზეგავლენა მოახდინა ჩემზე, დამიმონა და პატარა ბავშვად მაქცია..
მასთან საუბარში ისე დაღამდა ვერც კი მივხვდი, ისე ამოვიდა თეთრი სავსე მთვარე და სინათლე სიბნელემ შეცვალა..

მეორე დღე, ისევ მზის სხივები ანათებდნენ მაგრამ ამჯერად უფრო კარგად, უკეთესად ჩანდა მზის შუქზე მშვენება რომელმაც გონება დამიბინდა.. აზრზე მოსვლის შემდეგ ისევ ლაპარაკი დავიწყე..

-დღეს გამწერენ?
-დიახ
-ანუ ვეღარ გნახავთ ანამარია?
-თუ კიდევ იქნება რაიმე ინციდენტი და აქ მოგიყვანენ რათქმაუნდა კვლავ შევხვდებით ერთმანეთს..
-გასაგებია,,
-ახლა კი დიდი ბოდიში უნდა დაგემშვიდობოთ, ექიმი როგორც კი მოვა გაგწერთ, ალბად დღეს მეტჯერ ვეღარ გნახავთ, წარმატებებს გისურვებთ..
-ასევე ნახვამდის.

გარეგნულად არ მეტყობოდა მაგრამ მისმა წასვლამ გულში ისეთი მახვილი ჩამარტყა არცერთ ბრძოლაში რომ არცერთ ჯარისკაცს არ მოხვედრია, როგორ მინდოდა ეს წუთები საუკუნედ გაგრძეელებულიყო... საავამდყოფოდან გამოსვლის შემდეგ მხოლოდ ერთი სურვილი მკლავდა, მინდოდა რამეს დავჯახებოდი და ისევ მასთან თუნდაც ერთი დღით მოვმხვდარიყავი რადგან მისი სილამაზე კიდევ ერთხელ შემეგრძნო..
ფიქრებში გართული მივედი იმ დასკვნამდე რომ შესაძლოა ყავდეს ქმარი, მერე რა თუ ჯერ 20 წლისაა და პრაკტიკანტია, ამ დროში ხომ ყველაფერი შესაძლებელია, სახლში მისვლამდე ეს ეჭვები მღრღნიდა და ჩემს გულს მოსვენებას არ აძლევდა..
უბანში შესვლის თანავე ბიჭები მომესალმნენ გამომკითხეს თუ სად ვიყავი მაგრამ მაშინ როდესაც დავაპირე მეთქვა ამ გოგონას არსებობაზე ენას კბილი დავაჭირე რადგან ნათქვამია : "თუ გინდა ურთიერთობას ჰქონდეს დასასრული მაშინ არასოდეს გაამხილო დასაწყისი" ...

*****
დღეები ჩვეულებრივად გრძელდებოდა, მასზე ფიქრები ისე მკლავდა როგორც ავთანდილს მიჯნურობა და ისე მინდოდა მისი კიდევ ერთხელ ნახვა როგორც ნებისმიერ ადამიანს საჭმელ-სასმელი ხოლო ვაჟა-ფშაველას სიკეთის ქმნა..
ვოცნებობდი ყოველ ღამე მასზე, ჩემს მფარველ ანგელოზად ვაქციე, როგორც პატარა ბავშვებს ჰგონიათ რომ ღამ-ღამობით მოვა კეთილი ფერია მეც ასე ველოდი მის მოსვლას.. ღმერთო როგორ მენატრებოდა.. რას ვგრძნობდი მეც არ ვიცოდი, მინდოდა რაიმე საშინელება დამმართნოდა რომ მენახა..
1 თვე გავიდა ამ მტანჯველ ცხოვრებაში, ყველაზე საშინელი ერთი თვე, ყოველ დღე ერთი და იგივე ხდებოდა, მზე ენაცვლებოდა მთვარეს, მთვარე კი მზეს.. ბოლოს და ბოლოს გადავაბიჯე თავმოყვარეობას და შიშს, გადავწყვიტე მასთან მივსულიყავი სამსახურში...

მისვლის თაანავე თვალები გამიბრწყინდა, რაღაც საოცრება დამემართა, თითქოს ციური ცვარი მომედო მთელს სხეულზე და ჩემში ბედნიერების ნაპერწკალი გააღვივა, თეთრ ხალათში გამოწყობილი, ლამაზი მოხდენილი ფიგურებით ნაზად მოაბიჯებდა ჩესმკენ...

-გამარჯობა ალექსანდრე..რამე ხომ არ მოხდა? თავს შეუძლოდ ხომ არ გრძნობთ?
-თქვენი დანახვის შემდეგ აღარ.. მინდოდა მეკითხა..
-გისმენთ
-(ისე დავიბენი როგორც ბრინჯის მარცვალი) მინდოდა სადმე დამეპატიჯეთ მადლობის ნიშნად, იმედი მაქვს გვიანი არარის.. მიიღებთ ჩემს შემოთავაზებას?
-ისე გულით მთხოვთ რომ არ მივიღო სირცხვილია.. დღეს ადრე ვამთავრებ, თუ გსურთ დამიცადეთ და წავიდეთ..
-რათქმაუნდა..

მისი საუბრის შემდეგ გული დამიმშვიდდა, მივხვდი რომ მეუღლე არ ჰყავდა და თავისუფალი იყო, ბედნიერებისგან მინდოდა ხტუნაობა დამეწყო მაგრამ, როდესაც გავიხსენე, რომ 21 წლის ვიყავი დავსერიოზულდი და ველოდებოდი..
ზუსტად 10 წუთში ჩემს წინ იდგა, მოკლე კაბით, შავი ჩანთით და ულამაზესი იერსახით, არ ვიცოდი რას შემედარებინა, ჩემს პირად ანგელოზად ვაქციე ისე, რომ მისთვის აზრიც კი არ მიკითხავს..
ნახევარ საათში კაფეში შევიყვანე, მსუბუქი სასმელი შევუკვეთეთ და მაგიდასთან დავჯექით..

-შეგიძლია რაიმე მომიყვე შენზე ანამარია?
-რა გაინტერესებს?
-რაც გინდა ის მითხარი..
-ჰო შეყვარებული არ მყავს, შესაბამისად არც ქმარი და არც არასოდეს არავინ მყვარებია, ვიცი რომ ამ ინტერესით კვდებოდი..
-საიდან მოიტანე, საერთოდ არ მაინტერესებდა ეგ (ისეთი სახე მივიღე ვიცი არ დაიჯერებდა მაგრამ მე ჩემი ვეცადე)
-და შენ?
-არც მე მყავს არავინ.. არაპირებ ვინმეს შეყვარებას?
-არა, არ მინდა ვინმესთან ვიყო, შეიძლება მხოლოდ გავერთო
-ახლა ამბობ ასე, შეგიყვარდება ვინმე და მაგ სიტყვებს უკან წაიღებ.. (გულში კი ვფიქრობდი ეგ მე ვიქნები მეთქი..
-კარგი...

უამრავ თემაზე ვისაუბრეთ, ვცდილობდი მისთვის თავი მომეწონებინა მაგრამ არაფერი გამომდიოდა, იმაზე ჯიუტი აღამოჩნდა ვიდრე მეგონა, მაგრამ ქალი რაც უფრო მიუკარებელია მით უფრო იზიდავს ყურადღებას..

***
შემდეგი შეხვედრა, ისევ იმ კაფეში, ახლა უფრო ლამაზი იყო, ყოველი შეხვედრისას უფრო და უფრო ლამაზდებოდა და ჩემს გონებას ბინდავდა, ჭკუიდან მშლიდა.. თითქმის 1 წელი ვხვდებოდით ასე ერთმანეთს, აარანაირი ინიციატივა ჩემს მიმართ, ყოველთვის ცივი და უკარება იყო.. თითქოს ნელნელა თბებოდა ჩვენი ურთიერთობა მაგრამ როდესაც სერიოზულად დავიწყე საუბარი და მინდოდა ცოლად მომეყვანა ცივი უარი და გემრიელი სილა მითავაზა..
ვერ ვხვდები რა არ მოეწონა, მთელი საღამო უცხო მოყმესავით ვიჯექი და ვფიქრობდი, ვფირობდი რა დავაშავე ასეთი, რამე შეცდომა ხომ არ დავუშვი თქო მაგრამ ვერაფრით მივხდი რას შეიძლება გაენაწყენებინა.. მხოლოდ ცოლობა ვთხოვე..

ამის შემდეგ 1 კვირა გავიდა, ჩემს ზარებს არ პასუხოდა, უეცრად კი სახლში მომივარდა..

-აქ რაგინდა ანამარია?
-მაპატიე ცუდად გამომივიდა, უბრალოდ ხომ იცი არავისთან არ ვაპირებ ყოფნას
-ჯიუტი და მამიკოს გათამამებული გოგოხარ, მოგარჯულებ არაუშავრს..

ხალისიანად გადაიხხარხარა და განაგრძო..
-არასოდეს, არასოდეს არ გავხდები შენი ცოლი!
-რატომ? ასეთი ცუდივარ? რა მაკლია? გარეგნობა თუ ფული?
-უბრალოდ მდაბიო ხარ! მე კი ასეთის ცოლობა არ მჭირდება, მხოლოდ მეგობარი ვიქნები, ანდაც რაიმე სხვა.
-რაიმე სხვაში რას გულისხმობ? შენ რა გგონია ოდესმე ხელს დაგაკარებ? არც კი იფიქრო.. იმდენად მიყვარხარ უკვე რომ მოსალმების დროსაც მეშინია რამე ზედმეტი არ მომივიდეს.. და გადაწვიტე, გახდები თუ არა ჩემი ცოლი,, ფიქრისათვის 48 საათიგაქვს, ახლა კი დიდი ბოდიში მაგრამ დატოვე ჩემი სახლი..


**
ვერავინ წარმოიდგენს ამ 48 საათმა ჩემზე როგორ იმოქმედა, ერთიანად მოკლა და გააცოცხლა ჩემში ყველა იმედი, ღმერთს მხოლოდ იმას ვევედრებოდი რომ სწორი გადაწყვეტილება მიეღო, ლოკოკინასავით ნელა მიდიოდა დრო.. და აი დადგა წუთი როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა..

-რა გადაწყვიტე?
-არა, არვაპირებ შენს ცოლობას!!!

ეს სიტყვები, იმდენად იმდენად მტკინვეული იყო ცხოვრებაში პირველად ავტირდი, კარები ძლიერად დავკეტე და განადგურებული საწოლზე დავჯექი.. ღმერთო რატომ მსჯი.. ამ დროს აღარაფერი მინდოდა, ჩემმა პირადმა ანგელოზმა გააკეთა ის რაც ვერასოდეს ვერავინ ვერ გააკეთებდა და რაც სულიერად ვიგრძენი მისგარდა ასეთ ტკივილს ვერავიინ მომაყენებდა..

ჩვეულებრივად ვლაპარაკობდით, მაგრამ იმდენად გაცივებული მქონდა გული არაფერს ჰქონდა აზრი...
ყოველ წელს ვეკითხებოდი უნდოდა თუარა გამხდარიყო ჩემი მეუღლე, ის კი ყოველ ჯერზე საშინელ ტკივილს მგგვირდა..
3-მა წელმა ასე ჩაიარა, მისი არსებობა თითქოს გაქრა და გავიგე რომ გათხოვდა.. შეხვედრა ისევ ვთხოვე და ბედნიერი მოვიდა ისევ იმ კაფეში..

-რატომ სხვა? მე რატომ არა?
-ხომ გითხარი,, მდაბიოებს ცოლად არ მიჰყვებიან, ყველაფერი გაქვს მაგრამ მაინც არარაობა ხარ!
-დიდი მადლობა! გეფიცები ქმარს მოგიკლავ!!! ცხოვრებაში ერთხელ მიიღე გადაწყვეტილება ისეთი რაც მცდარი არ იქნება..

არაფრის თქმა დავაცალე ისე გამოვვარდი.. იმ ღამეს საშინლად წვიმდა, ცა დედამიწას სიყვარულს სთხოვდა. მთვარეც კი ტიროდა, თითქოს ჩემს ტკივილს იზიარებდაა..მზე ისე აღარ ანათებდა, ჩემს გულთან ერთად მისი ნათებაც ჩაიწვა და ჩაქრა.. მხოლოდ წვიმა იყო გაძლიერებული, როგორც თვალებზე ცრემლი..

ასე გავიდა 20 წელი, რა სწრაფად გადის დრო, ვერ შეაჩერებ როგორც გასრორილ ტყვიას, რომელიც მინდოდა მისი ქმრისათვის მესროლაა.. ყოველ დღე მას ვეძებდი, ქუჩაშიც კი თვალებს ვაცეცებდი იქნება მეპოვნა მაგრამ უშედეგოდ.. ყველა მცდელობა უშედეგო იყო..

19 იანვარს გავიგე რომ ქმარს დასცილდა და ამდენი ხნის შემდეგ პირველად დავურეკე..

-როგორ ხარ?
-არამიშავრს, შენ?
-ცუდად
-კიდევ გიყვარვარ?
-კი ძალიან... უფრო მეტადაც კი, სიგიჯემდე.
-რას მოითხოვ?
-გახდები ჩემი ცოლი? გთხოვ ცხოვრებაში ერთხელ გააკეთე ნორმალური არჩევანი..
-მაპატიე არ შემიძლია..
-მაშინ გთხოვ, ერთადერთხელ მითხარი სიტყვა მიყვარხარ, მინდა გავიგო ჩემი ანგელოზი ამ სიტყვებს როგორ ამბობს..
-შეგიძია ერთი თხოვნა შემისრულო?
-მთხოვე რაც გინდა..
-ჩვენზე ისტორია დაწერე,, ოღონდ ძალიან ცუდად არ გამომსახო.. მინდა რომ ეს სიუჯეტი ყველამ იცოდეს..
-დავწერ გპირდები...
-ახლა კი ბოდიში უნდა გავთიშო! ალექსანდრე ტირის და უნდა მივხედო.. მიყვარხარ კარგო ბიჭო!!!..

მეც მიყვარდა და მიყვარს, მეყვარება დიდი ხანი, მან შვილს ჩემი სახელი დაარქვა, ღმერთო მადლობა რომ ერთხელ მოვისმინე მისგან მიყვარხარ.. ახლა შემიძლია მშვიდად ვიცხოვრო და მშვიდად წავიდე ამ ქვეყნიდან და ვემსგავსო მთვარეს, მოხეტიალეს და გაფითრებულს, მისი სინათლე რომ ზოგს ათბობს და ზოგს აციებს,, ზოგისთვის რომ მთელი სამყაროა.. მეც შემიძლია ვიხეტიალო მთვარესავით ანამარიაზე შეყვარებულმა და მივსდიო მის ნაკვალევს.. ის მუდამ დარჩება ჩემს გულში სიყვარულისა და მარადიულობის სიმბოლოდ!... მე შევიშალე როგორც გალაკტიონი შეიშალა მერის ან მისი სხვა სიყვარულის გამო, მან თქვა რომ :

უსიყვარულოდ

მზე არ სუფევს ცის კამარაზე,

სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება

სასიხარულოდ....

უსიყვარულოდ არ არსებობს

არც სილამაზე,

არც უკვდავება არ არსებობს

უსიყვარულოდ.

და ამის შემდეგ ყველა გაიგებს ჩვენზე, ჩვენს სიყვარულზე და იმაზე რომ ცამ დედამისისაგან სიყვარული ითხოვა, იმაზე რომ მთვარესთან ერთად დავიწყე მე ალექსანდრემ ხეტიალი და იმაზე რომ ამ გოგომ გამაგიჯა ისე, როგორც შოთა გააგიჟა თამარმა და დააწერინა ვეფხისტყაოსანი, ყველა მიხვდება იმას, რომ პირველი სიყვარული საუკეთესო და ერთადერთია რაც არსებობს ამ ქვეყანაზე...

როცა გარდავიცვლები მის სახეზე წკაპა-წკუპით წვიმის სახით მოვალ, მაგრამ ნაზი გაზაფხულის წვიმის სახით რადგან მის თვალებს არ მოუხდება სევდა და ტირილი...
მიყვარხარ ანამარია!...



№1  offline წევრი Elenikoo

რა კარგი იყო!გული ამიჩუყდა(((<333333

 


№2  offline წევრი Soow

ძალიან კარგი იყოოო !! ძალიაან .

 


№3  offline წევრი zoi

ვეფხისტყაოსნის მოყვარული ავტორი :დ კარგია მომწონს,გალაქტიონი ვაჟა მაგარია.უფრო ხშირად და დახვეწილად რომ მოიხსენიონ სხვებმაც კარგი იქნება

 


№4  offline წევრი babi phoenix

მადლობა ყველას ვინც კითხულობთ <3 და მადლობა ვინც აკომენტარებთ დიდი სტიმულია ეს ჩემთვის <3 და ვინც წაიკითხავთ ძალიან გთხოვთ დააკომენტარეთ <3

 


№5  offline წევრი Paaw

კარგი იყო მომეწონა,მაგრამ ცუდადდ რო დაამთავრე ეგ არმომეწონა :( :/

 


№6  offline წევრი babi phoenix

Paaw
კარგი იყო მომეწონა,მაგრამ ცუდადდ რო დაამთავრე ეგ არმომეწონა :( :/

madloba shepasebisatvis

 


№7 სტუმარი lana

ara gaficebb egg amixsenii ras uwunebda ws gogoo ambijs amas vwer da tann vtirii ver vitann asett istoriebs guls miyuchebs codvebii

 


№8  offline წევრი babi phoenix

lana
ara gaficebb egg amixsenii ras uwunebda ws gogoo ambijs amas vwer da tann vtirii ver vitann asett istoriebs guls miyuchebs codvebii

unralod amjerad happy endit verdavasrule aseikosachiro
shemdegs male davwer da isinaxet mere

 


№9 სტუმარი ani

მდაბიო რა შუაში იყო ზგაპარი იყო :D (მაგრამ კარგი)

 


№10  offline მოდერი ენემი

არ ვიცი რა ვთქვა მაგარი და განსხვავებული იყო მარა კარგი დასასრული მემეტებოდა მე <3 წარმატებები heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent