მე შენ მიყვარხარ! (4)
გულს არაფერი ისე არუჩქარებს ადამიანს,როგორც საყვარელი ადამიანის გამოხედვა,მისი ღიმილი ხომ საერთოდ შოკისმომგვრელია,მის თვალებში,რომ შენს სამოთხეს ხედავ და ცხოვრება გიხარია,ჰო,ჰო სწორედ ასეა,სიყვარული მარტივია,თუმცა განშორებაა რთული-ბოლო სიტყვა დავასრულე და გოგონები პირდაფჩენილები მიყურებდნენ -ვაიმე ეს ხო კარგადაა? თერმომეტრი მოიტანეთ ვინმემ-შუბლზე ხელი მომადო ლიზამ და მაგდას გადახედა -არაფრის აზრზე არახართ რა-სიცილით გადავხედე გაოცებულ გოგონებს -გამოუსწორებელი რომანტიკოსია ეს გოგო,რა მოხდა ასეთი? ვინმეს შეხვდი და ჩვენ არ ვიცით?-ერთმანეთს გადახედეს -ლუკა არაო, აბა მაშინ ვინ? -მაინცდამაინც ვინმე უნდა იყოს? -აბა ასე ადრე არ ჭუკჭუკებდი ელენიკო -მე თვით სიყვარული მიყვარს-დებილივით გავიკრიჭე -ვაიმე ეს გადამრევს,ყავა გინდათ?-მობეზრებული ადგა ლიზა და სამზარეულოში გავიდა თვითონაც არ ვიცი ასე რამ ამაჭიჭკჭიკა,მაგრამ ფაქტი იყო რომ სიყვარული მწყუროდა,რამდენი ბიჭი ყოფილა მაგრამ არავის მიმართ მსგავსი არ მიგრძვნია,მინდოდა ისე შემყვარებოდა,რომ თავბრუდაეხვია და მის გარდა არაფერზე მეფიქრა,თუმცა ჯერ-ჯერობით ასეთი არავინ იყო. უკვე 12 საათი იყო,როგორც იქნა ნუკამ გამოიღვიძა,რა თქმა უნდა წუხანდელი არ ახსოვდა,არც მე მქონდა ნერვები და სახლში წამოვედი.გამოვიცვალე და სააბაზანოში შევედი,2 საათი ვნებივრობდი,ძალიან მესიამოვნა ცხელი შხაპი. მოკლე ხალათით ჩამოვედი დაბლა,სახლში ნინოს მეტი არავინ მეგულებოდა -ნინიკო ყავა მომიდუღე რა-სამზარეულოში შევტანტალდი,იქ კი ნინოს გარდა სხვაც იყო -უი-ელდა მეცა სანდროც რომ დავინახე და იდოტივით გავეკრიჭე -უკაცრავად ელენე,სამზარეულოს მილი გაფუჭდა და ჩემს ძმას ვთხოვე შეეკეთებინა -არაუშავს ნინო რა პრობლემაა -როგორ ხარ?-მომესალმა სანდრო -კარგად შენ?-დავიბენი,საშინლად თან -ნორმალურად,ნინო მოვრჩი რიგზეა ყველაფერი -თქვენ იცნობთ ერთმანეთს?-გაუკვირდა -კი,ლუკასთან გავიცანი გუშინ-უპასუხა სანდრომ და გამიღიმა რაღაცნაირად არ მესიამოვნა ასე გამოუპრანჭავი,უფორმოდ რომ დამინახა სანდრომ,მისი ღიმილი ხომ საერთო პიკი იყო,ნამდვილად ჭკუას მაკარგვინებდა ეს ბიჭი.ნინომ ყავა მომიდუღა,სულარ მესმოდა რას მელაპარაკებოდა ერთ წერტილს მიშტერებული თავს ვუქნევდი -ნინო,სანდრო კიდევ რას საქმიანობს?-სასხვათასორისოდ ვკითხე,არ მინდოდა რამე ისე ეფიქრა -მეოთხე კურსზეა წელს ამთავრებს -მართლა? ანუ სწავლისთვისაც რჩება დრო?-მესიამოვნა რაღაცნაირად -კი,სწავლას დიდ ყურადღებას უთმობს,უნდა კარგი მომავალი ჰქონდს,თანაც ლუკაც ძალიან ეხმარება -ძალიან კარგია,ჩვენს უნივერსიტეტში ხომ არ სწავლობს?-მგონი ძალიან დავინტერესი სანდროთი და ეს ნინომაც შეატყო -კი მანდ სწავლობს,სხვათაშორის უფასოდ-მასაც გაეცინა თავი დავუქნიე და უხერხულად გამეღიმა. ლუკა სულ დამავიწყდა,მანაც არ დააყოვნა და დამირეკა -ელენე,რას შვები? სად ხარ? -სახლში ვარ ლუკა -გცალია? წუხანდელი შემოთავაზება იმედია გახსოვს-გაეცინა -კი,კი მახოვს -მაშინ 20 წუთში გამოგივლი და წავიდეთ -კარგი სხვა რა გზა მქონდა,არ მინდოდა მისთვის მეწყენინებინა.სწრაფად მოვემზადე და მისაღებში გავედი,დედაჩემი რაღაცაზე ეკამათებოდა ნინოს ის კი თავდახრილი იდგა მის წინ -რა ხდება?-გაკვირვებულმა შევხედე ლედას -შენ ნუ ერევი!-თითისქნევით გამაფრთხილა -რას ქვია ნუ ვერევი? განა რა დააშავა ასეთი ასე რომ ელეპარაკები? -ელენე! შენ ნუ ერევიმეთქი! ყველამ უნდა იცოდეს თავისი აგდილი! -რა დააშავა ასეთი!-ხმა ვეღარ გავაკონტროლე -რამდენჯერ გავაფრთხილე ყველა კარგზე მომდგარს ნუ აძლევ საჭმელსთქო! ჩვენ კათარზისი კი არ გვაქვს აქ! ყურებს ვერ ვუჯერები,გული მომიკვდა,იმ წამს შემზიზღდა ქალი რომელმაც გამაჩინა. ატირებულ ნინოს ხელი მოვკიდე და სამზარეულოში შვიყვანე -ნუ იცავ ყველა მოსამსახურეს!-მომაძახა ლედამ სკამზე დავსვი და წყალი დავალევინე,ისევ სლუკუნებდა -დამშვიდდი ნინო,ყურადღებას ნუ მიაქცევ,მე გაძლევ უფლებას ყველას ვინც კარზე მოგვადგება და საჭმელს გთხოვს დაეხმარე,ამაზე მეტად აღარ იტირო-გავუღიმე -ძალიან კეთილი ხარ ელენე-მანაც გამიღიმა და ცოტა დამშვიდდა ამასობაში ლუკამაც გამომიარა,ნინო გულში ჩაიკრა და თბილად მომესალმა მეც. ლუკა მართლაც რომ არაჩვეულებრივი ბიჭი იყო,თუმცა ჩემში მხოლოდ მეგობრულ განცდას იწვევდა,მეტს არაფერს.რამდენჯერმე სცადა კიდეც სიყვარულზე ლაპარაკი მაგრამ სულ ვცდილობდი სხვა თემაზე გადამეგდო საუბარი. -მგონი ჩემთან ვერ ერთობი-კაფეში დავსხედით -არა რასამბობ-გავუღიმე -მგონია,რომ სულ ძალით ხარ ეხლა აქ-გაეცინა და ნიკაპი მოისრისა -არა ლუკა რასამბობ,ძალიან კარგი ბიჭი ხარ -ხო კარგი ბიჭი ვარ,მაგრამ გატყობ,რომ გაიძულებ შეხვედრებს -არა,არა რასამბობ-გამეცინა -არა კი არა კი ტო,უბრალოდ იმდენად კეთილი ადამიანი ხარ არ გინდა სხვას შენი უარით გული ატკინო-გაეცინა და ნაპასი დაარტყა -მართლა ძალიან კარგი ბიჭი ხარ,უბრალოდ ხომ ხვდები რისი თქმაც მინდა -გასაგებია,ელენე მადლობა რომ მითხარი და გამარკვიე,მე მართლა მომწონხარ და თუ შენ მხოლოდ მეგობრული თვალით მიყურებ ბაზარი არაა-გაეცინა -შენც მადლობა,რომ გამიგე ლუკა,შეგვძლია ვიმეგობროთ-გავუღიმე -სხვა რა გზაა-ორივეს გაგვეცინა სახლამდე მომაცილა,ნიკო და ზურა რომ დავინახე ზედ შევახტი ორივეს,მამასთან ერთად იტალიაში იყვნენ წასულები.მამას მოვეხვიე და კლათაში ჩავუხტი -ჩემი ლამაზი მოსულა!-ლოყაზე მაკოცა -ლამაზი კი არა უზრდელი გყავს უზრელი!-დოინჯშემორტყმული იდგა ლედა -მეორედ აღარ თქვა ეგ ელენეზე-გაუწყრა მამა-მესიამოვნა,თუმცა არ მინდოდოა მათი ჩხუბის მიზეზი გავმხდარიყავი -ჩვენი გოგოსთვის საჩუქარი გვაქვს-ხელები გაასავსავა ნიკომ და ზურას გადახედა ღიმილით -ვაიმე რა?-გახარებული წამოვხტი გარეთ გამიყვანეს და ჩემს წინ მდგარი თეთრი BMW X6 რომ დავინახე და ტანაც ზურას ხელში გასაღები კინაღამ გავაფრინე სიხარულისგან -არ არსებობს!-დაეჭვებულმა გავხედე ბიჭებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.