შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს გოგო ჩემი ცოლი გახდება 4 თავი.


29-10-2015, 00:01
ავტორი MLM
ნანახია 7 000

- სად ხარ ?
- სამსახურიდან გამოვდივარ, რა არი?
- მჭირდები, ჩემთან გამო ეგრევე
- მოვდივარ.
ნახევარ საათში ცეხში იყო სოსო. მეც ვასრულებდი საქმეს და ერთად წამოვედით
- რა ხდება?
- გადავედი მოქმედებაზე. დროა ქალბატონმა გულამდე მიმიშვას(მტკიცე ტონით ვუთხარო)
- იმედია არავინ გვცემს (სოსომ გაიცინა)
- ერთადერთი, ვისაც ჩვენი ცემა შეუძლია მარიამია და ისიც ვერ გვნახავს, ამიტომ საქმეს შევიდგეთ. 18 წლის მგონია თავი, ისეთი რაღაც უნდა გავაკეთო, მაგრამ იმისთვის რომ მარიამი ცოლად გამომყვეს, საჭიროა ძალიან მოვინდომო
- რეებს ბჟუტურებ ძმურად? (თვალებ მოჭუტულმა მკითხა, თითქოს უნდოდა მიმხვდარიყო ჩემს ნათქვამს, მაგრამ ვერ მიხვდა)
- ანუ, ჯერ კოლმეურნეობაზე მივდივართ, ვაკეთებთ დიდ თაიგულს, რათქმაუნდა წითელი ვარდებისას. მგონი 30 წითელი ვარდი და შუაში 10 თეთრი ვარდი გულის ფორმით ლამაზი იქნება ხო? (სოსო გაშტერებული მისმენდა. თან წარბი სასაცილოდ ქონდა აწეული, მაგრამ არ შევიმჩნიე)
- ძაან ბევრი იფიქრე მაგეებზე? ყოჩაღ, ყოჩაღ. მერე?
- ამას ლამაზად შევაფუთინებ, მერე წავალთ ბუშტებს ვიყიდით. 15 წითელი 15 თეთრი და მარიამისკენ წავალთ
- წესიერად ამიხსენი, რატომღაც მგონია რომ თავისი ძმა გაგვიფენს
- მოგვარებულია ეგ საკითხიც.
მოკლედ ვუთხარი რაც ვილაპარაკეთ მე და აკომ და თან ვარდების თაიგული გავაკეთებინეთ,ამ ყველაფერთან ერთად დამჭკნარი ვარდებიც გამოვართვი, ფურცლები მჭირდებოდა. თაიგული საკმაოდ დიდი და ლამაზი გამოვიდა. მანქანის კარში ვერ შევტიე. გავაფუჭებთქო და საბარგულში ჩავდე. ბუშტებიც ვიყიდე და მარიამისკენ წავედით. აკოს დავურეკე
- აკო სახლში ხარ?
- ხო რაარი?
- მარიამიც?
- ხოო მერე?
- მოკლედ, ეხლა ისეთი რაღაცის გაკეთებას ვაპირებ, შენი დახმარება მინდა
- ჯერ თქვი (როგორ ეტყობა რომ საქმე თავის დას ეხება )
- მოკლედ, მარიამი არ უნდა გამოუშვა გარეთ, არაფერზე სანამ მეარ დაგირეკავ რა, სადარბაზოში რაღაცას ვაკეთებ, ისეთს რო გაუხარდეს, მერე დაგირეკავ და გამოუშვი, მე არ ვნახავ უბრალოდ გავაკეთებ და წავალ კაი?
- კაი კაი გელოდები. (თან სიცილით მითხრა)
ბურთები გავბერეთ და მე-5-ე სართული ბურთბით მოვრთეთ, მერე მარიამის სახლიდან გამოსასვლელიდან შუა გულამდე წითელი ვარდის ფურცლები დავყარეთ. თან ვღადაობდით სენსორზე, შუქი ხან ჩაგვიქრებოდა, ხან აინთებოდა, მერე კიბეებზე ხმა გავიგეთ და ვიღაც ქალო ამოდიოდა, მოგვესალმა და გვითხრა,
- გამარჯობათ, უყურე შენ აქ რა ხდება თურმე? ეჰ, რატო ჩემ ახალგაზრდობაში არ ფიქრობდნენ ბიჭები ასეთებს ნეტა? ( ჩვენ გაგვეცინა რავიცითთქო და მერე გვითხრა)
- ისე ამხელა კაცებს მეტი ჭკუა არ გაქვთო? (გვითხრა ქალმა, სოსომ არც აცხელა არც აცია და უპასუხა)
- მეც ეგ მიკვირს ქალბატონო, მაგრამ რა იცის სიყვარულმა ჭკუა რა ხილია?
უფრო გაგვეცინა, თან ერთმანეთს ვაჩუმებდით მარიამს ხმა რომ არ გაეგო. ვარდების თაიგული შუაში დავდე, სადამდეც ვარდის ფურცლები დავყარე პატარა კონვერტი ვარდებში ჩავამაგრე და ისევ აკოს დავურეკე,ჩვენ სართულზე ავედით. რეაქციით მინდოდა დატკბობა.
- აკო მზადაა, რამეზე ჩაგზავნე რა დაბლა?
- დაქალთან ერთადაა, არ ჩავა ეხლა დაბლა
- რამე მოიფიქრე რაა? ვერც დავაზარუნებთ, შუქი აინთება და აღარ ჩაქრება მალე
- აუუ შენ რეებს ჩითავ? თუ მომეწონება, სალოსთან უნდა გამაკეთებინო იცოდე
- კაი ბაზარი არაა, მოკლედ ქვევით ჩაგზავნე რაც მთავარია, თორე მე ზევით ვარ და შემეჩეხება, მერე როცა ნახავს აღარ გაუშვა დაბლა მერე
- კაი ვთიშავ.
5 წუთი ვიდექით გაქვავებულები მე და სოსო, იმის შიშით რომ სენსორი არ ანთებულიყი 6 სართულზე. მერე მოვიფიქრეთ და ნათურას მოვუშვით. 5 წუთში კარის ხმა გავიგეთ და გაიღო კიდეც, მაგრამ არანაირი რეაქცია არ იყო.

*********

- კაი მარ ნუ გეზარება რაა გთხოვ, აი სოფიც გამოგყვება
- ბიჭო ნუ გამაგიჟე, წეღან სავსე შეკვრა გქონდა, რა მოწიე მაგდენი?
- ნერვიულობამ იცის. მიდი თუ ჩემი გული ხარ, ეხლა უცებ ჩაირბინეთ ორივემ
- კაი ხოო
ისე ვარ ნერვებზე აყოლილი ზურას გაუჩინარებით, ყველაფერი მეზარება, მე და სოფი ვლაპარაკობდით იქნებ კიდე გამოჩნდესო და ამ დროს აკო ამიტყდა სიგარეტი ამომიტანეო. არადა რო მოვიდა გაუხსნელი ქონდა. ჯანდაბას ჩავალთ მე და სოფი უცებ და ამოვაალთ რაა. კართან მივედი და გაღება დავიწყე, სოფიმ დამიცადე ფეხზე ჩავიცვაო და კარი გავაღე ისე, რომ სახლისკენ ვიყურებოდი სინათლე აინთო, მაგრამ არ მივტრიალებულვარ. სოფი რომ გამოვიდა და კარს იქით რა ხდებოდა დაინახა, თვალები გაუფართოვდა მე კიდე შემეშინდა და ვიყვირე რაზეც აკოდა დედა გამოვარდნენ
- O M G (სოფოს პირი ქონდა ღია და ისე ამბობდა ამ სიტყვებს)
- ეს რაარი? (სხვა ვერაფერი ვთქვი რაზეც სოფიმ გამომაფხიზლა )
- რა რაარი გოგოოო უეჭველი ზურა იყო, აუუუ რა მაგარიაააა? (ამხელა გოგომ ხტუნაობა დაიწყო)
- ჩემიააა?
- ხო აბა მე ხოარ დამახვედრებდა ვინმე? ან 60 წლის ნელი ბებოს?
ვარდებისკენ წავედი და ვუსუნე თან გამღიმა, წერილი ავიღე და წავიკითხე ,,მართლა გულწრფელ ბოდიშს გიხდი, იმისთვის რაც დაგმართე, ცუდი განზრახვით არც ტანსაცმელი არ მიყიდია, რომ გამიცნო უკეთ თავადაც მიხვდები ვინ ვარ და რა ხასიათი მაქვს... მადლობა შეგიძლია ამ ნომერზე გადამიხადო“ წავიკითხე თუარა ხმამაღლა ვთქვი
- ნაგლი
- რა თქვიიიიიიი? (შემომიტია სოფიმ, უნდა მეთქვა ნომერზე მაგრამ რომ მივბრუნდი აკო დავინახე და შემრცხვა, ის და დედა კედელზე იყვნენ აკრულები და მიყურებდნენ. არ ვიცოდი აკოსთვის ეს როგორ ამეხსნა, მან ხომ არაფერი იცოდა)
- აკო ყველაფერს აგიხსნი, არ იფიქრო რამეს ან ვინმეს გიმალავ,
- არაა საჭირო
- არა არის, ვიღაც დარტყმულს გადავეყარე და იმის მოწყობილია
- არაა საჭირო მარიამ არაფრის ახსნა, თუ შენ მოგწონს ეს ყველაფერი მეც მომწონს, მაგრამ ნაგლი რატოა ეგ ვიღაც? მანახებ ბარათს?
- ვერ მიხვდები აქ რა წერია თუარ აგიხსნი
- შენ მანახე და მერე გავარკვიოთ ეგ, თუ გინდა რათქმაუნდა.
წერილი გავუწოდე და აკოს სახეს ვაკვირდებოდი, იმდენი ემოცია ქონდა სახეზე თავადაც ვერ მიხვდვი რას ფიქრობდა. გაეცინა და თქვა
- აშკარად ბევრია აქ ასახსნელი, მაგრამ ნაგლი ნომერის გამოა? (თან სიცილით ამბობდა)
- რა გაცინებს? ნაგლია აბა რაარი? მოვიდა გამიკეთა ვითომ რაღაცეები და თან ნაგლურად მწერს ნომერს და მადლობა მითხარიო
- კაი შემო სახლში, აღარ მინდა სიგარეტი შემო, მარა რა დაგმართა? ან რა ტანსაცმელი?
- ვიღაცამ, ქალბატონის გულის მოგება გადაწყვიტააა? (თქვა დედიკომ რომელიც ამ ხნის მანძილზე ჩუმად იდგა და ტკბებოდა)
- მოიცა ბურთები არ მოგაქ? (სოფი)
- ისე ხარ ამ ყველაფრით მოხიბლული, დადექო და მოხსენი ეგ ბურთები
- და რა ვუყოოო? გავხეთქო და გადავყარო?
- შენი აზრით?
- რავი მეეე
- შემოიტანე (პრანჭვით გავუღიმე და სახლში შევედი, სოფი გარეთ დარჩა და ბურთებს ხსნიდა)
დივანზე დავჯექით და აკოს ყველაფერი მოვუყევი, ის კი იჯდა მშვიდად და მისმენდა
- არაფერს არ მეტყვი? (მე)
- მომწონს ეგ ბიჭი (აკო)
- სულ ეგაა? (მე)
- დე შენ რას იტყვი? (აკო)
- მეც მომწონს ეგ ბიჭი (დედა)
- აბა ზოგი მე მკითხეთ? (მე)
- რა შენ არ მოგწონს? (აკომ დაასერიოზულა)
- ...
- მარიამ თუ არ გინდა მასთან ურთიერთობა, უბრალოდ მითხარი და ამ წამიდან გავაქრობ
- არა ეგ არაფერ შუაშია, უბრალოდ
- რა უბრალოდ დედიკო?
- მე.. მე....
- მარიამ თქვი რა შენ რა ხდება? (აკო)
- მეშინია
- გეშინია? რისი? (აკო)
- მეშინია რომ იგივე განმეორდება (თვალები ცრემლებმა ამივსო, აკო გადმოჯდა ჩემთან გულში ჩამიხუტა და მითხრა)
- რა გგონია რატო ვთქვი რომ ეს ბიჭი მომწონს? ასე იოლად რომ ვერ მოახდენდა ჩემზე შთაბეჭდილებას ეგ ხო იცი?
- რას გულისხმობ? (თავი ავწიე და ცრემლიანი თვალებით შევხედე)
- თუ ეს დაგამშვიდებს გეტყვი, რომ გუშინ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, მეც რათქმაუნდა ეგრევე შევხვდი, იმიტო რო შენმა რეაქციამ დამაეჭვა სათამაშოდ როცა ვიყავით, მაგრამ არაფერი გითხარი, შენ დაგელოდე
- შეხვდიი?
- კი და საკმაოდ კარგად გავარკვიეთ, რა მოუვა თუ გულს გატკენს. მაგრამ მაგ ბიჭში უზომოდ დიდი ვაჟკაცობა დევს და მართლა სერიოზულად მოწონხარ. მე მინდა რომ ბედნიერი იყო. ამიტომ თუ შენ უარს ეტყვი და არ გენდომება ურთიერთობა, აღარც ის შეგაწუხებს, მას უბრალოდ შენი ახლოს გაცნობა უნდა და ვფიქრობ დროა ახალი ურთიერთბა დაიწყო.
კარის ხმა იყო და გაბადრული სახით შემოვარდა სოფი. ჩვენ რო დაგვინახა გაჩერდა და მოსმენა დაიწყო
- ისეთი რომ არ აღმოვჩნდე მისთვის, ეს ყველაფერი რომ უღირდეს და მერე მიმატოვოს?
- მარიამ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე, უბრალოდ შენი გაცნობა უნდააა, ან დასაწუნი რა გაქვს როოოო?
- უნდა დავფიქრდე.
ჩემ ვარდებს ხელი დავავლე და ოთახში შევედი სოფიც შემომყვა და მოვუყევი რაც აკომ მომიყვა
- ანუ სერიოზულად მოეწონე მარ, შანსი უნდა მისცე
- ასე იოლად ვერ მომიპოვებს (ეშმაკურად გავუცინე)
- ანუუ?
- ანუ ცოტა იწვალოს, რომ ჩემი ფასი იცოდეს (ორივემ გავიცინეთ და დავინახე ბარათს როგორ გადახედა)
- ნუ უყურებ. არ ვაპირებ დარეკვას და მადლობის გადახდას. ცოტა ვაწრუწუნო უნდა
- მარ შემთხვევით უკვე დიდი გოგო ხოარ ხარ? ან ის ხოარაა დიდი მაგ ყველაფრისთვის?
- ნწუუუ
- მაშინ რაღაცას გეტყვი
- რას?
- რას დააა

**********
კარის გაღებისას ველოდებოდი ემოციებს, მაგრამ ვერაფერი გავიგე, სოსოს გადავხედე და დაბნეული თვალებით მიყურებდა ისიც, ცოტახანში ხმაც ამოიღეს, ველოდებოდი მარიამის რეაქციას მაგრამ მარტო ,,ნაგლი“ გავიგე. უცებ გავსწორდი და სოსოს შევხედე, თან ვანიშნე ამას ჩემზე ამბობს ამ ყველაფრის მერეთქო? მანაც გაიცინა მოგუდულში და თავი დამიქნია. მერე მესმოდა ყველაფერი რასაც ლაპარაკობდნენ, ვერ გავიგე გაეხარდა თუ არაა. ,,რა ამოუცნობია ეს გოგო ვერ გავიგე როგორ მივუდგე რაა“ ამ ფიქრებში ვიყავი სახლში რომ შევიდნენ, მეგონა აღარავინ იყო ამიტომ ხმამაღლა ვუთხარი სოსოს
- ვერაფერი გავიგე, არ მოეწონა?
- არ ვიცი ბიჭო, ვერც მე გავიგე
თან კიბეებისკენ დავიძარით და უცბათ ვიღაც გოგო შეგვეჩეხა
- არ ვიცი რომლისგან ეკუთვნოდა მარიამს ეს ყოველივე, მაგრამ დაგამშვიდებთ და გეტყვით რომ ძალიან მოეწონებოდა, უბრალოდ იმ ყველაფრის მერე, როგორც რომელიღაცა თქვენთაგანი გაგიცნოთ, ცოტა დააბნია ამ ყველაფერმა.
(დაასრულა საუბარი და გაგვიღიმა მერე ხელი გამოგვიწოდა)
- ხო მართლა მე სოფი ვარ მარიამის დაქალი
- მე სოსო ვარ, ამ ბედოვლათის ძმაკაცი (გაიცინა, ხელი ჩამოართვა და მეც გავეცანი იგივე სახით)
- ზურა
- აჰაა სასიამოვნოა ბიჭებო თქვენი გაცნობა, განსაკუთრებით შენი ზურა, ეხლა შევალ თორე გამომივარდება მალე. ისე გცოდნია გოგოს მოხიბვლა.
გაიცინა დაგვემშვიდობა და მოხსნილი ბურთები სახლში შეყარა,
- წამო ბარში უნდა ავღნიშნოთ
- ნეტა მომწერს მობილურზე?
- რავიცი, ნაგლი ხარ და? (გაიცინა და მანქანაში ჩაჯდა. ბარის ნაცვლად ჩემთან ავედით, სიწყნარე მინდოდა, ლუდებიც ავიყოლეთ და გამზადებული საჭმელებიც ვიყიდეთ. ვჭამდით მესიჯი რომ მოვიდა ჩემს ნომერზე. ვაღიარებ გული რამის ამოხტა საგულედან, ძლივს არ მოვიდა მესიჯი?)
- მარიამია? ( მკითხა სოსომ, თავი დავუქნიე, წავიკითხე და თვალები გამიფართოვდა)
- და ამის მერე კიდე მე ვარ ნაგლი????
- მანახე (სიცილით მითხრა სოსომ, მე ვფიქრობდი რა მიმეწერა, სოსომ კი ხმამაღლა წაიკითხა მესიჯი და ისე გაიცინა რამის გადავარდა სკამიდან)
- ,,გულრწფელი ბოდიში მიღებულია!!!“ მგონი ერთმანეთს დახოცავთ თქვენ, ერთმანეთზე უარესები ხართ (თან სიცილით კვდებოდა და აგრძელებდა) აუ რა მაგარი ვინმეა აღარ შემიძლია (ამ დროს სოსოს სულ არ ვუსმენდი, გამწარებული ვხარშავდი რაც გააკეთა)
- და მადლობა არ მინდოდა?
- ალბათ იფიქრა ვნახავ და პირისპირ ვეტყვი მადლობასო (ჩემს დაცინვას აგრძელებდა რაზეც მართლა მომეშალა ნერვები)
- მოკეტე რააა. რამოდენიმე დღე აღარ შევახსენებ თავს, რაც მთავარია ბოდიში მიიღო და ნომერიც იცის. თუ რამე ენდომება თავად მომწერს
- მოიცა პასუხსაც არ მიწერ?
- და რა მივწერო? ისე მომწერა ყველა თემა დამიხურა.
სოსომ ბევრი იცინა, მერე თემა შევცვალეთ და სამსახურზე გადავერთე, ფოთში უნდა წავსულიყავი, 8 ნაავარიევი მანქანა ჩამოდიოდა, რომელიც უნდა გამეკეთებინა ცეხში და გამეყიდა. ამიტომ მიზეზიც მქონდა ცოტახნით აღარ გამოვჩენილიყავი, ვნახოთ რას იზავდა

***************
- იქ იყოოოო?
- ხო და გავიცანი. თან ვიღაც ბიჭი ახლდა, თავიდან ვერ მივხვდი რომელი იყო ზურა, მაგრამ მერე გამეცნო. ისე ორივე სიმპოები იყვნენ და თავიდან დავიბენი, ვერ მივხვდი რომელი რომელი იყო.
- ვაიმეეე, ანუ ყველაფერი გაიგეს?
- კიიი და გაოგნებულები იყვნენ შენი რეაქციით
- ძაან კარგი. არ მინდა ასე იოლად მოვლბე. ცოტახანში მივწერ პასუხს
- რას?
- ბევრს არაფერს. ისე მივწერ რომ საპასუხოდ ვერაფერი დამიბრუნოს.
სიცილი ავტეხეთ და ვარდებს მივუბრუნდი. მერე პასუხი გავუგზავნე და მობილური გავთიშე, მაინც, რომ მოენახა მიზეზი და მოეწერა არ მინდოდა რატომღაც.
პარასკევამდ არ გამოჩენილა, ვერ ვუგებდი ამ ბიჭს, თან ახლოს გაცნობა მინდა და მომეწონეო, თან არ ჩანდა. ეტყობა გადაუარა ინტერესმა. დილით მე და დედა აკომ მანქანით გაგვიყვანა ექიმთან რომ პასუხები წამომეღო. ორივე გადმომყვა და კაბინეტში შევედით.
- სახელი და გვარი მითხარით პაციენტის (შემოგვხედა შუახნის ქალმა და პასუხს დაელოდა)
- მარიამ დარბაიძე (ქალი ფურცლებისკენ მიბრუნდა და ძებნა დაიწყო, მალევე იპოვა)
- აბა ვნახოთ რა ხდება... (ამ დროს გაჩუმდა და აქთ იქით ფურცლავდა) რომელი ხართ მარიამი?
- მე ვარ
- დაჯექი, რას უჩივი მითხარი აბა
- რავიცი ამ ზაფხულს ტანზე დამაყარა, ცხვირიდან სისხლი წამომივიდა 2 ჯერ, მერე გავსივდი, სულ დაღლილი ვარ და რავიცი მითხრეს ანალიზები აიღეო
- სისუსტე, ძილიანობა?
- უფ კიი, მაგრამ მოსადუნებლად არ მცალია
- ვშიშობ მარტო ეს ანალიზები არაა საკმარისი. მიუტანეთ თქვენს მკურნალ ექიმს და ის გაგიშვებთ სადაც საჭიროა
- რამე სერიოზულია? (დედა)
- ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით ქალბატონო, უბრალოდ ძალიან დაბალი მაჩვენებლებია იმის რაც საჭიროა სისხლში, და მაღალი მაჩვენებლებია იმის რაც არ უნდა იყოს.
- და ეგ რას ნიშნავს? (აკო)
- არაფერს განსაკუთრებულს. მიხედვა უნდა უბრალოდ. კარგია მალე რომ მოხვედით
- კარგით მადლობთ.
გამოვედით კაბინეტიდან და მსჯელობა დავიწყეთ, ექიმის სიტყვების გარკვევას ვცდილობდით აკომ გადაწყვიტა ახლავე წავსულიყავით მკურნალ ექიმთან. ქალბატონმა ნელიმ სისხლის გადასხმის ინსტიტუტში გაგვაგზავნა, რომ იქ აგვეღო ანალიზები. თან დაგვამშვიდა საშიში არაფერია, რაღაც ცვლილებებია და ვუმკუნალებთო. შედარებით დამშვიდებულები წამოვედით. უკვე სახლთან ვიყავი მობილურმა რომ დარეკა. ნომერს დავხედე და გამეცინა.
- გისმენთ? (ვითომ ნომრეი არ მქონდა ჩაწერილი ისე ვუპასუხე)
- როგორ ხარ?
- კარგად და რომელი ხართ?
- დღეს 5 ზე შემხვდი და გაიგებ (კი მიმახვედრა ზურა რომ იყო, მაგრამ ესეთი პირდაპირობა დამაბნეველი იყო)
- ეხლა გიცანი. სხვა მასე არავინ მეტყოდა
- ანუ მე გამოგიარო?
- მე არ მითქვამს რომ შეგხვდები, მე გითხარი გიცანითქო (ამ დროს აკომ გამომხედა კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით, მეც მივანიშნე ზურაათქო და გაეღიმა)
- კაი მარიამ ნუ მებავშვები, ამდენი დღე მოგეცი, რომ გეფიქრა როგორ უნდა მოქცეულიყავი, 5 ზე შემხვდი ან თუ გინდა სხვა საათზე მაგრამ დღეს, ცოტა ხნით, გავიგოთ ერთმანეთზე უფრო მეტი
- არ ვიცი ვნახოთ
- არა ვნახოთ არა, ან შემხვდები, ამ უბანში მოგადგები და ძალით წამოგიყვან
- ერთი გაბედე
- ჯერ კიდე ვერ მიხვდი, რომ იოლად ვიზავ მაგას?
- მოვიფიქრებ და მოგწერ
- არა ეხლა მოიფიქრე და მითხარი რომელზე გამოგიარო
- ჩემით გამოვალ
- რატო?
- ეგრე მინდა და იმიტო. თუ ბევრ კითხვას დასვამ, გადავიფიქრებ და იდექი რამდენიც გენდომება ჩემს უბანში მერე
- რა პირდაპირი ხარ რაიყო? კაი 5ზე?
- კი (უნდა მეკითხა სადთქო მაგრამ დამასწრო)
- მაშინ ეს ერთხელ მე წაგიყვან მშვიდ ადგილზე და სხვა დროს შენ ამოირჩიე სად წავიდეთ.
გავატარე მისი ის აზრი რომ სხვა დროსაც შევხვდებოდი და პირდაპირ მისამართი ვკითხე
- მე გამოგივლი
- არა მეთქი, სად მოვიდე?
- კაი რუსთაველის მეტროსთან იყავი 5ზე
- კაი
ძლივს არ მიხვდა რომ არ მინდა სამეზობლო ხედავდეს როგორ მაკითხავს მანქანააა? ნუ იმედია ამას მიხვდა და უბრალოდ არ დამითმო (გამეღიმა ჩემს ფიქრებზე დედა და აკომ სიცილი რო დამაყარეს)
- სახლში გვიან მოხვალ? (აკო)
- რაა?
- რა რაა? დღეს დიდი დღე გაქ შვილო. რას ჩაიცმევ?
- ეგ მე ვიცი (უცებ ისე ჩავიჩოჩე სიდენიაზე გაღიმებულმა რამის ძირს აღმოვჩნდი, როცა წარმოვიდგინე მისი სახე ჩემი დანახვისას).
სახლამდე რაღაცეებზე ვილაპარაკეთ, მერე წყალი გადავივლე და გინებაში გადავწყვიტე უფრო მომეწონებინა თავი ზურასთვის, ამიტომ როგორცკი გამოვედი თმის გაკეთება დავიწყე, რომ ვერაფერი გავუკეთე გადავწყვიტე სალონში ჩასვლა და ბუნებრივად დავარცხნა. მაკიაჟიც გავიკეთე ლაინერი. ჩრდილები და ტუჩსაცხი... სახე მომეწონა მერე გარდერობი გამოვაღე და ჩემს ახალ ტანსაცმეს ხელი მოვკიდე. გულში ისე მიხაროდა ზურას ნაჩუქარ ტანსაცმელს, რომ ვიცმევდი ვერ ავღწერ. მოკლედ ცოტახანში გამოვედი და სალონში წავედი უკვე 5ის ნახევარი იყო. ფაქტი იყო მაგვიანდებოდა მაგრამ რამდენი ხნით ეგ არ ვიცოდი, თმა 15 წუთში მზად მქონდა და ვარკეთილის მეტროში ჩავედი. 20 წუთამდე დრო უნდოდა. ნუ მოკლედ 5 – 10 წუთი მაგვიანდებოდა, არადა ვერ ვიტან დაგვიანებას. მეტროდან ამოვედი და ზურა დავინახე. მისკენ წავედი, თვალებით მეძებდა და ტელეფონს ხელში ათამაშებდა, შემომხედა და გაიხედა, აშკარად ვერ მიცნო, მერე ადგილზე გაშეშდა და ნელა ისევ შემოტრიალდა ჩემსკენ, გაოცებული თვალებით მიყურებდა.

_______________________________
იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს თავიც, მიყვარხართ ყველა და ძალიან ვაფასებ თქვენს თითოეულ კომენტარს. :*:*:*:*



№1 სტუმარი რიტა

ძალიან ძალიან მაგარია მაკე დადე აუ რა კარგია ზურააა საყვარელი

 


№3  offline წევრი malikuna

ყოჩაღ ძალიან კარგია მომწონს♥

 


№4 სტუმარი lana

miyvarxar miyvarxar miyvrxarr dzan momewona magram patara iyoo auu warmomidgenia zuras saxe roca amm gogos misi nayidi tanisamosii acvia auu gavskdii nacinebii,:-D

ვაიმეეე დედიკო დედა :D ააიი ძაან მაგარია ❤ Yოჩაღ მომწონს ძაან :)) უკვე შემიყვარდიიი :D

 


№5  offline წევრი MLM

lana
miyvarxar miyvarxar miyvrxarr dzan momewona magram patara iyoo auu warmomidgenia zuras saxe roca amm gogos misi nayidi tanisamosii acvia auu gavskdii nacinebii,:-D

ვაიმეეე დედიკო დედა :D ააიი ძაან მაგარია ❤ Yოჩაღ მომწონს ძაან :)) უკვე შემიყვარდიიი :D

გენაცვალე შეეენ. რატომღაც რაღაცნაირი მშრალი თავი მეგონა. უფრო ნოყიერი თავი დღეისთვის შემოვინახე. ამაზე დიდი მაგიტომ არ დავდე. :* მიყვარხართ ყველა ძალიან და დიდი მადლობა კომენტარებისთვის რომელიც უზომოდ მახარებს და მაგრძნობინებს რომ აფასებთ ჩემს მონდომებას. მიყვარხარრრრრთ. love

 


№6 სტუმარი lana

sheileba roo socialirr qselshic vimegobrott sixarulo

 


№7  offline წევრი MLM

lana
sheileba roo socialirr qselshic vimegobrott sixarulo

აქ დარეგისტრირდი და დაგამატრბ მეგობრებში. ფეისბუქი გაუქმებული მაქ :)

 


№8 სტუმარი ქეთიი

საოცრად წერ, ემოციებს ვერ ვმალავ იმდენად გახარებული ვარ <3 ძალიან მაგარი გოგო ხარ და ისტორიასთან ერთდ შენც შემიყვარდი :*

 


№9  offline წევრი MLM

ქეთიი
საოცრად წერ, ემოციებს ვერ ვმალავ იმდენად გახარებული ვარ <3 ძალიან მაგარი გოგო ხარ და ისტორიასთან ერთდ შენც შემიყვარდი :*

უზომოდ დიდი მადლობა, ჩემთვის ეგ სიტყვები სტიმულია :*

 


№10  offline წევრი dadeshqeliani

როგორ შემიყვარდი ავტორ უკვე <3 ძალიან ძალიან კარგი ხარ ჩემო კარგო love მაგრამ მარიამს რამე ცუდი არ ჭირდეს გთხოვ ხო recourse fellow ცოტა უფრო დიდი თავები დადე რა request

 


№11  offline წევრი MLM

dadeshqeliani
როგორ შემიყვარდი ავტორ უკვე <3 ძალიან ძალიან კარგი ხარ ჩემო კარგო love მაგრამ მარიამს რამე ცუდი არ ჭირდეს გთხოვ ხო recourse fellow ცოტა უფრო დიდი თავები დადე რა request

ძალიან დიდი მადლობა ჩემო გოგო. დღეს დავდებ უზომოდ გემრიელ და დიდ თავს. ისტორიასთან დაკავშირებით კი ის შემოძლია მხოლოდ ვთქვა რომ საძირკველი რეალური შემთხვევიდან მაქვს აღებული. და ზუსტად ვიცი ჩემს მკითხველს რომელმაც თავი ასე შემაყვარეთ იმედებს არ გაგიმტყუნებთ. :*

 


№12 სტუმარი მკითხველი

ვაიმეე უკვე ვეღარ ვითმენ რააა. იმდენჯელ გადავიკითხე თავიდან ბოლომდე ეს ისტორია ვეღარ ვითვლი უკვე. ძალიან მომწონს ეს წყვილი და ველოდები სულმოუთქმენლად 00:00 რო ახალი თავი დადოოო.



ეს შენი პირველი ისტორიაა?

 


№13  offline წევრი malikuna

მართლა სუპერ ისტორიაა..აქ სულ ორი ისტორია მომწონს..ყოჩაღ რაა <3 <3

 


№14  offline წევრი Nikalaevnaa:D

კარგია დზალიააან

 


№15 სტუმარი nina

auuu axals ar dadeb? gelodebi raa magra mainteresebsss. dzaan magari istoriaa. sasiamovno wasakitxia da interesis agmdzvreli

 


№16  offline წევრი MLM

nina
auuu axals ar dadeb? gelodebi raa magra mainteresebsss. dzaan magari istoriaa. sasiamovno wasakitxia da interesis agmdzvreli

სავარაუდოდ მოწმდება ჩემო კარგო. დავდე უკვე. მეც ველოდები როდის დაიდებ. მიხარია რომ მოგწონს :*

 


№17  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Boloze magrad vugadave

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent