ვ/ე (ნაწ2)(1)
მონატრების გრძნობა, აუტანელი. სურვილი, რომ იგი ოცნებებს გამოსტაცო.. ყველაზე ცუდი ის არის, რომ რაღაცას ნანობ მაგრამ ვერაფერს აკეთებ ეს შეცდომა რომ გამოასწორო. გულისტკივილი და დარდი.. მუცელში სიცარიელე.. უძილო ღამეები, შიმშილი, რომელსაც აღარაფერი კლავს.. რაღაც გაკლია და ეს ნაკლებობა არაფრით ჩამოუვარდება ჟანგბადის ნაკლებობას.. სიცარიელე ფიქრებში.. სიცარიელე სულში.. სიცარიელე.. შემდეგ, დიდი სიხარული და ამ სიხარულით შევსებული სიცარიელე.. *** -რატომ ხარ მოწყენილი პატარავ? -დედიკოზე ვარ გაბრაზებული, კიდევ მარიამზე და ლიზიკოზე -რატომ ხარ გაბრაზებული, რა მოხდა? -მე არ მომწონს ბაღი, მაგრამ დედიკომ მითხრა მოგეწონებაო. სულ ლიზისთან და მარიამთან ერთად ხო არ ვივლი. არ მიყვარს თოჯინებით თამაში, ისინი კიდევ სულ ბარბებით ხელში დარბიან,- უპასუხა ბავშვმა. კაცს გაეღიმა და უთხრა: -იცი, მეც არ მომწონდა ბაღი თავიდან, მაგრამ მერე ძალიან შემიყვარდა ბევრი მეგობარი გავიჩინე. რა გქვია შენ? -მე ვატო მქვია, თქვენ რა გქვიათ ბიძია?- კაცს გაეღიმა ბავშვის ზრდილობაზე. უნდა ეპასუხა, მაგრამ ამ დროს ლამაზმა გოგომ მოირბინა: -ვატო, წამოდი რა! -არ მინდა ლიზა თქვენთან!-გაბრაზებულმა უპასუხა ვატომ -წამოდი, თორემ ელენეს ვეტყვი იცოდე, რომ არასოდეს გვეთამაშები და სუპიც არ შეჭამე!-დაემუქრა ლიზა. -კაი, ჰო!- ჯუჯღუნით უპასუხა დაემშვიდობა კაცს და წავიდა. სასიამოვნო შეგრძნებითა და ღიმილით უყურებდა კაცი მოთამაშე ბავშვებს. *** მეორე დღესაც მივიდა უცნობი კაცი, მესამე დღესაც, მეოთხე დღესაც და ასე, გაგრძელდა 2 კვირა. დაუმეგობრდნენ ვატო, ლიზა და მარიამი და ისინიც ხშირად ეჭორავებოდნენ. -ვატო, ელენე მოვიდა! წავედით,- დაიყვირა მარიამმა და წამოდგა. ბავშვები ბაღის მასწავლებელმა მიაცილა გასასვლელამდე. კაცი კი შორიდან უყურებდა ბავშვებსა და ახალაგაზრდაა ქალს, რომელსაც დიდი სიყვარულით შეეგებნენ ბავშვები.ჩასხდნენ მანქანაში, ელენე მასწავლებელს გამოემშვიდობა და ისიც ჩაჯდა. მთელი გზა ბავშვები უყვებოდნენ ბაღის ამბებს. ელენეს უხაროდა ვატოს რომ მოსწონდა ბაღი უკვე და პრეტენზიას არ გამოხატავდა იქ სიარულზე. -დე, დე ჩემმა მეგობარმა იცი რა მითხრა?- უთხრა ვატომ -ვინ მეგობარმა დე?-ჰკითხა ელენემ -აი, ელე მეგობარი რო გვყავს ჩვენ მაღალი როა, შავთმიანი,ესეთი თვალები რო აქვს,- ხელებით განასახიერა მარიამმა -რაო, დე რა გითხრა?-სიცილით იკითხა ელენემ -დედიკოსავით ლამაზი თვალები გაქვსო,-უპასუხა ვატომ. ელენე გაჩუმდა ცოტახანს და მერე კითხა: -რა ქვია თქვენს მეგობარს? -არვიცით,-უპასუხეს ბავშვებმა -რას ქვია არ იცით? ბაღელს როგორ არ იცნობთ?- გაეცინა ელენეს -არაა ელე ბაღელი. დიდი ბიჭია, წვერები აქვს,-უპასუხა ლიზამ. ელენე გაბრაზდა და უთხრა ბავშვებს: -აღარ დაელაპარაკოთ არც ერთი! გიკრძალავთ უცხო ადამიანებთან საუბარს! არ მაინტერესებს!- აიღო ტელეფონი და დაურეკა ანას,- ან, ჩემთან წავიყვან ბავშვებს და გამოდით ყველა რაღაცა საქმე მაქვს. საღამოს ყველა ელენესთან ავიდა. გემრიელობები დაახვედრა მეგობრებს ელენემ, ბავშვებსაც საყვარელი შოკოლადის ტორტი მიართვა და სათამაშო ოთახში გაუშვა. -პროსტა, ნერვები მეშლება! ბოლო ორი კვირაა ვატატო იმენა ისე ახსენებს გეგონება, მაგაზე ახლო მეგობარი მეორე არავინ ჰყავს. სახელიც არ იციან ბავშვებმა,- ბრაზობდა ელენე -ხო ვამბობდი, რომ ატყდით ეს გოგოები ბაღი-ბაღიო!ძიძა ავუყვანოთ ბავშვებსთქო?,- გაბრაზდა დათუნა -კაი რა დათი ბავშვებს ხომ უნდა ჰქონდეთ კონტაქტი სხვებთან. უფრო მეტს ისწავლიან. ეს ნელი მასწავლებელი კიდე ან ისულელებს თავს ან მართლა არაფერი არ იცის, ვერ ხედავს ვინ მიდი-მოდის?- თქვა ანამ -ხო, გუშინ რომ გამოვიყვანე ბავშვები ნელის ველაპარაკე და არ ვიციო, რა სისულელეა ხომ იცით აქ უცხო არავინ შემოვაო იმენა ქალმა თავი გაიგიჟა და ტანსაცმლიდან ამოხტა, ეს როგორ მაკადრეთო- სიცილით თქვა ნიკუშამ. -შენ რა სულ ლაზღანდარობ ნიკუშ,-სიცილითვე უთხრა ანამ,-კაი ჰო ეშველება მაგ კაცს თუ ვინცაა, სხვა ბაღში გადავიყვანთ და ეგაა. რა ქენი ელენე დარეკე სახლზე?-კითხა ანამ -კი, დავრეკე და თავისუფალია. შეგვიძლია ორი კვირა წავიდეთ და გავიხსენოთ ძველი დრო,- ტაში შემოკრა და სიხარულით უპასუხა ელენემ ანას. ზაფხული იყო დაწყებული. სკოლები, ბაღები, უნივერსიტეტები ისვენებდნენ უკვე. მეგობრებმა შვებულება აიღეს სამსახურებიდან და ორი კვირა ისევ ისე, ზღვაზე წავიდნენ ოღონდ ახლა უკვე შვილებთან ერთად. დილას გადიოდნენ ზღვაზე, შუადღისას კი მორიგეობდნენ ხან რომელი დარჩებოდა მძინარე ბავშვების საყარაულოდ, ხან რომელი დანარჩენები კი სანაპიროზე რჩებოდნენ გასარუჯად. ინაწილებდნენ მოვალეობებს, ბავშვებს რომ დააძინებდნენ ერთობოდნენ და ასე შემდეგ. დათუნამ და ნიკუშამ ჩაიყვანეს გოგონები და ბავშვები ზღვაზე, გაჩრდნენ ორი დღე და სამსახურის გამო ისევ უკან დაბრუნდნენ. მართლა ძველი დროის გახსენება გამოუვიდათ. საღამოს აივანზე ისხდნენ ანა, ელენე და ნიაკო და ჭორაობდნენ ძველებურად. -დათუნა იყო,-თქვა ანამ ტელეფონზე ლაპარაკს რო მორჩა,- შაბათ-კვირას ჩამოვალთ მე და ნიკუშა და კოტესაც გამოვიყოლებთო -აუ, რა მაგარია! გიჟდებიან ბავშვები კოტეზე, თან იმასაც მეტი ჭკუა არ აქვს,-სიცილით თქვა ელენემ -აუ, გახსოვთ გოგოებო? კოტე რომ გადმოხტა მესამე სართულიდან იმ ვიღაც ნატალიას რომ უმტკიცებდა ვითომ სიყვარულს?- იცინოდა ანა -აუ, კი! და ის გახსოვს? ჩვენი ბიჭები რომ ჩამოგვივარდნენ ბაკურიანში სერენადებით?- დაამატა ნიამ. იცინოდნენ , ძველ დროს იხსენებდნენ. იმ დროს, როცა ყველა კარგად იყო. მოვიდა სანატრელი შაბათი-კვირა და ჩამოვიდნენ ბიჭებიც. ბავშვებმა აღარ იცოდნენ კოტეს რომელ მხარეს დამსხდარიყვნენ,ისე გაუხარდათ მისი ჩამოსვლა კისერზე ეკიდა სამივე. კოტეც რა თქმა უნდა ყვეალფერზე თანხმდებოდა, ზღვაში ჭუკებივით ჩაყრილ და მოჭყუმპალავე ბავშვებს უერთდებოდა „დედა იხვი ხოა საჭირო აქო“, წუწავდა, ეჯიბრებოდა ვინ, როგორ გაცურავდა და რა თქმა უნდა სულ „აგებდა“. კოტეს ჩამოსვლით ძალიან გამხიარულდნენ და საღამოს გადაწყვიტეს ცოტა დაელიათ და დაესვენათ რუტინული დღეებისგან. იმ საღამოს მარიამი და ვატო ვერაფრით ვერ დააძინეს. სულ ფეხებში ედებოდნენ ბავშვები უფროსებს, სულ თამაში უნდოდათ,არ ეძინებოდათ. კოტემ მოჰკიდა ხელი ორივეს და გარეთ გაიყვანა მაღაზიაში ვუყიდი რამეს იქნებ ამით მოვქრთამო და მერე დაიძინონო. რაც ვატო გაქრა კოტე იყო ყველაფერი. მას მერე ზრუნავდა პატარა ძმისშვილზე, არაფერს აკლებდა, ცდილობდა მამის სითბო რაც ბავშვს სჭირდებოდა არ მონატრებოდა პატარას, ყველაფრით ცდილობდა გაენებივრებინა. მაღაზიში შევიდნენ. ისე გაცვივდნენ გარეთ მარიამი და ვატო კოტემ ვერც კი შეამჩნია. მარიამი და ვატო თავიანთ უცნობ მეგობართან მივიდნენ. ძალიან გაუხარდათ მისი ნახვა. -როგორ ხართ ბავშვებო? -კარგად, შენ როგორ ხარ ბიძია?-კითხა მარიამმა,-ჩვენ არ ვიძინებით და კოტე ბიძიამ წამოგვიყვანა სასეირნოდ -კარგად ვარ მე. ძალიან გამიხარდა აქ, რომ გნახეთ. ვისთან ერთად ხართ?- ჩაეკითხა უცნობი მეგობარი -დედიკოებთან, მამიკოებთან და ბიძია კოტესთან ერთად,-უპასუხა მარიამმა -ოღონდ მამაჩემი აქ არაა. სხვაგან ცხოვრობს და მაგარ სათამაშოებს მიგზავნის,-უპასუხა ვატომ გლუბრყვილოდ. კაცმა გაუღიმა, ამ დროს კოტეს ხმა გაიგეს. -ვატო! მარიამ! სად იყავით? გავგიჟდი თქვენი ძებნით ასე როგორ შეიძლება!-მივიდა კოტე და ბავშვებს ხელი მოჰკიდა,-დიდი ბოდიში, რომ შეგაწუხათ,-უთხრა კაცს და შეხედა. ერთ ადგილას გაშეშდა, ხმას ვერ იღებდა, თვალებს არ უჯერებდა, რომ მის წინაშე მისი დეიდაშვილი, ადამიანი რომელთან ერთადაც გაიზარდა, ძმაკაცი, მეგობარი ვატო მენაბდე იდგა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.