წვიმები. თავი 7 ,,დასასრული,,
ძლივს მოიზლაზნა 20 ოქტომბერი, ამ სამი დღის განმავლობაში ადამიანის ფერი დავკარგე. დილით ადრევე წამოვხტი საწოლიდან, იმისდამიუხედავად რომ მთელი გამე თვალი არ მქონდა მოხუჭული ოდნავადაც არ მეძინებოდა, თავი მოვიწესრიგე რომ დემეტრეს სულ არ გასკდომოდა გული ჩემს დანახვაზე და სახლიდან გავედი. სასამართლო დარბაზში შევედი და დავჯექი, მალე დემეტრეც შემოიყვანეს, თვალებით მეფერებოდა და საოცარ სიყვარულს მაგრძნობინებდა იქედანაც კი. მოსამართლე მალევე შემოვიდა და დაიწყო განხილვა. ისეთი გათიშული ვიყავი დემეტრეს ყურებით და საბოლოო განაჩენის ლოდინით რომ არაფერი გამიგია -მოსამართლე გადის განაჩნის გამოსატანად! მოსამართლე წამოდგა და პროკურორებთან ერთად დატოვა იქაურობა, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ მალევე დაბრუნდნენ -განაჩენი გამოტანილია.ბატონი დემეტრე სრულიად უდანაშაულოდ იქნა მიჩნეული ხოლო რაც შეეხება ბატონ ნიკოლოზს, ეკისრება 4წლიანი სასჯელი,ცრუ და თვალთმაქცი ბრალდებისათვის, ფულის გამოძალვისთვის , ჯეროვანი ქცევისთვის შესაძლებელია პატიმრობის ვადამ 1 წლამდე ჩამოიწიოს, გირაოს ვერ გადაიხდით, სხდომა დამთავრებულია!!! მე და დემეტრემ გაოგნებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს ვდა ჯერ კიდევ ვერ მოვედით აზრზე, იქაურობის ჩოჩქოლი კი ლანას კივილ-წივილმა დაარღვია რომელიც მოსამართლეს პატიებას თხოვდა და შემდეგ არაფრის მაქნისს უწოდებდა, კიდევ კარგი მოსამართლე უკვე გასული იყო და ისე არც არავის მიუქცევია ყურადღება ლანასთვის თორემ ლანაც აუცილებლად პატიმრობაში აღმოჩნდებოდა მოსამართლის შეურაწყოფის გამო. რამოდენიმე წამში დემეტრეს თბილმა ჩახუტებამ გამომაფხიზლა. -ჩემო ფერია, ხომ გითხარი ყველაფერს მოვაგვარებ თქო რაარის ეს საჭმელს არ ჭამ? (დემე) -დემე... თავისუფალი ხარ, დემეე... (მე) ხელები მხრებზე შემოვხვიე და ჩავეხუტე -რათქმაუნდა თავისუფალი ვარ პრინცესავ, წავედით აქედან, აქ აღარაფერი გვესაქმება. (დემე) შუბლზე მაკოცა და კარისკენ წავედით, სადაც დაპატიმრებული ნიკოლოზი ყვიროდა და იტევდა...გვერდი მშვიდად ჩავუარეთ და გარეთ გავედით. სახლში ნახევარ საათში მივედით, დემე სააბაზანოში შევიდა მეკი სამზარეულოში ვფუსფუსებდი ბედნიერი -აბა რა გამიმზადა ჩემმა საოცრებამ? (დემე) უკნიდან ამეკრა და ყელში მაკოცა -რა აღარ (მე) გავიცინეთ და სუფრას მივუჯექით. -უგემრიელესია ყველაფერი, მიყვარხარ (დემე) -მიხარია რომ მოგეწონა, მეც (მე) -მე გავალ ეხლა საქმეები უნდა მოვაგვარო და 7საათზე მზად დამხვდი კარგი?(დემე) -რატო? სად მივდივართ?(მე) -ვიკა, 7საათზე მზად დამხვდი, შეგიძლია რამე ძალიან სექსუალური კაბა ჩაიცვა წინააღმდეგი არ ვარ (დემე) თვალი ჩამიკრა, ჩემსკენ გადმოიწია ტუჩებზე ტკბილი კოცნა დამიტოვა და წავიდა არ ვიცოდი სად მივდიოდით მაგრამ რადგან კაბა ახსენა ალბათ ვინმეს დაბადებისდღეა? არა არა იქნებ სადმე უნდა ვივახშმოდ მარტო ჩვენ, ან იქნებ... მოკლედ რაც არის არის რა (ჩემს თავს ველაპარაკებოდი) ბოლოს წითელი ტანზე შემოტკეცილი, მუხლს აცდენილი კა სექსუალურად დეკოლტე კაბა შევარჩიე , ამას შევუთავსე ასევე წითელი ფერის საკმაოდ მაღალქუსლიანი სადა ფეხსაცმელი, თმები გავიშალე და ტანს წელამდე მოეფინა, მკრთალი მაკიაჟი და წითელი პომადა წავისვი, ასევე აქსესუარები და აი კარზე ზარიც გაისმა. ჩანთან ხელი მოვკიდე და კარისკენ წავედი, კარი გავაღე თუ არა საოცარი დემეტრე დავინახე, კლასიკურ ფორმაში, ისე უხდობოდა პიჯაკი, ხელში კი ხასხასა ვარდები ეჭირა. -ვიკკა...(დემე) მივხვდი რომ დაიბნა და ამათვალ ჩამათვალიერა -რა საოცრება ხარ... ესე რომ სადმე წაგიყვანო მთელი თბილისი უნდა მოვკლა (დემე) -კარგი რა დემე გეყოფა(მე) სიცილით ვუთხარი და გაოგნებულ დემეტრეს ლოყაზე ვაკოცე -არაჩვეულებრივარ გამოიყურები, ეხლა მაინც არ მეტყვი სად მივდივართ? (მე) -არა, წამო არ დავაგვიანოთ, და რაც შეგეხება შენ ქალბატონო, მნიშვნელოვან საქმეზე რომ არ მივდიოდეთ, ამ კაბას ეხლავე შემოგახევდი და დაგეუფლებოდი მთელი ღამე (დემე) წარბები აათამაშა, წელზე ხელი შემიცურა და მანქანისკენ წავედით... ცოტა ხნის სიარულის შემდეგ რესტორანთან გაჩერდა მანქანა, სადაც მე ვმუშაობდი -დემეტრე დამცინი? აქ რა გვინდა? (მე) სიცილს ვერ ვიკავებდი -ეს ადგილი რომ არა ვერ გავიცნობდით ერთმანეთს (დემე) საფეთქელთან მაკოცა და რესტორანში შემიყვანა, რატომღაც კლიენტები არ იყვნენ, მთელი რესტორანი დუმდა -ყველა გაანთავისუფლე? კიმაგრამ აღარ ამუშავებ რესტორანს?(მე) წყენით გავხედე დემეს დემეტრემ არ მიპასუხა, მაგიდანსთან მიმიყვანა რომელიც ცენტრში იდგა და სანთელი ენთო ზედ, შამპანიური და ჭიქები კი საოცარ რომანტიკას ქმნიდა. -აქ ხომ შუქიც არაა (მე) ნერვიულად მაგრამ სიცილით ვუთხარი -ჩჩჩ... პირადად ჩემი შუქი და ნათება შენ ხარ, და შენ მე თუ არ გყოფნი აი ეს სანთელი დაგეხმარება. ვიკა... (დემემ ჯიბეში ხელი ჩაიყო და რაღაც პატარა ყუთი ამოიღო) -მინდა რომ ყოველთვის ნერვიულობდე ჩემზე, ყოველთვის ჩემზე ფიქრობდე და ჩემზე საფიქრალის მეტი არაფერი არ გქონდეს, ნუ ეგ მანამდე სანამ პატარა არ გვეყოლება, გახდები ჩემი ცოლი? ჩემი სიცოცხლის მეგზური ? იმენა სულ რომ ჩემთან იქნება (დემე) პატარა ყური გახსნა და საოცრად ლამაზი ბეჭედი ამოიღო რომლის თვალიც ისე ბზინავდა გეგონებოდათ მზე არის მომწყვდეული მასში და გამოსვლას ლამობსო. ის ისეთი თვალებით მიყურებდა სულაც რომ არ მყვარებოდა მაინც თანხმობას მათქმევინებდა, საოცრად თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველი... რომელიც მთელი ჩემი არსებით მიყვარდა. -დემეე(მე) სახეზე ხელები ავიფარე საიდანაც ცრემლები მდიოდა გამალებით -თანახმა ვარ (მე) უბედნიერესი ვიყავი იმ დაუვიწყარ წუთებში, როდესაც დემეტრემ სახიდან ხელი ჩამომაწევიდა და თითზე ბეჭედი გამიკეთა. ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ და ჩვენ ვკითხულობდით, ვხედავდით ერთმანეთის თვალებში ბედნიერებას, მთელი ცხოვრების ბედნიერებას, ასევე სიხარულით გამოწვეულ ცრემლებს და ყველაზე მთავარს, ჭირში იქნებოდა ეს თუ ლხინში ერთმანეთთან გვერდში დგომას. - გამარჯობაა დავასრულე რადგანაც მგონი არ მოგწონდათ ისტორია, მაგრამ ახალ ისტორიას დავიწყებ მალე და იმედია ის მოგეწონებათ, დიდი მადლობა ყველას ვისაც ერთხელ მაინც დაუკომენტარებია და სტიმული მოუცია ჩემთვის .. დროებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.